უჩვეულოდ ცისფერი თვალები (1,2,3)
რამდენიმე კვირის წინ დავწერე მოთხრობა "უჩვეულო ცისფერი თვალების მქონე ბაბნიკი" გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ გავაგრძელე... ეხლა იგივე მოთხრობას ვაგრძელებ ოღონდ სხვა სათაურით... იმედი მაქვს მოგეწონებათ... --------------- ცხოვრება ათასგვარი სურპრიზებითაა დახუნძლული... შეიძლება ისეთ სიტუაციაში ჩავარდე, რომელზეც ვერც კი იოცნებებდი ან პირიქით... აზრადაც ვერ გაივლებდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო..... ჩემ მდგომარეობაშიც ეგრეა... ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მე, ანის ვინმე შემიყვარდებოდა და ისე, რომ არც კი ვიცნობდე... ------------- 25. 08 25 აგვისტო.. შუა ზაფხული... როგორც ყოველთვის თბილისში ვარ და ვიხრჩვები ამ სიცხეში, რადგან ჩემი სულსწრაფობიდან გამომდინარე ზღვაზე ადრიანად წავაყვანიე თავი ჩემებს... ეხლა კი იძულებული ვარ თბილისში დავიხრჩო... თან როგორი სიცხე იცის ხოლმე... ეხლაც საწოლზე ვაგდივარ, კონდინციონერი ჩართული... გათანგული სიფათი და "Sam Smith -Stay With Me..." არაფრია გაგონება არ მინდა გარდა სიგრილის... აწრიალდა ჩემი ტელეფონი და იძულებული გავხდი სიმღერა გამომერთო... ტელეფონს დავხედე და ნატა იყო... (ჩემი დაქალი) -ხო ნატაშკა..... -ჯერ ერთი ნატა და არა ნატაშკა.. მერე მეორე აეგდე ეხლა მაგ ლოგინიდან, გამორთე სიმღერა და კონდინციონერი და ჩაიცვი.... -ხომ ვამბობ ხუთი თითივით მიცნობ თქო... -მოკეტე და აეგდე... -კაი ხო არ გამოძვრე ყურმილში... მე თეო ქორიძე ვარ... 16 წლის... 11 კლასში გადავედი... დედისერთა ვარ.. თუმცა არასდროს მიგრძვნია ეს ნატადან გამომდინარე... ჩემი ოჯახი შეძლებულია თუმცა არა "ზე".... არც ფული მაკლია და არაფერი... თუმცა ზედმეტის უფლებას ვერ ვაძლევ ჩემ თავს.... უფლის წყალობით ორივე მშობელი მყავს.... მამა - ზაზა და დედა - ნინო... ვარ საშუალო სიმაღლის წაბლისფერი გრძელი, სწორი თმით, მწვანე თვალებით და პატარა კურნოსა ცხვირით..... სანამ წყალი გადავივლე, ნატამ კიდე თხუთმეტჯერ დარეკა... -სად აგდიხარ თეო? -ეხლა გამოვედი აბაზანიდან რა იყო? -რა იყო კი არა ნახევარი საათია გელოდები.. -კაი ვიცვამ და მოვდივარ... მოკლე ჯინსის შორტი, თეთრი მაისური და კედები ჩავიცვიმ.. სველი თმა გავიშალე სათვალე გავიკეთე ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.. -დე მივდივარ... სამზარეულოში თავი შევყავი და დედაჩემს "დავუყვირე" რომელიც შიშისგან შეხტა და სუნთქვის დასარეგულირებლად გულზე ხელი მიიდო... -ვერ ხარ თეო რა... მალე მოდი... -კაი დედუცი ოღონდ... ხელი გავუწოდე და გაბრწყინებული თვალებით გავხედე... -საფულეში დევს... მარტო 50 თეო იცოდე.. -ოკ... უკვე ოთახიდან გამოვძახე და ამჯერად გეზი მამაჩემისკენ ავიღე.. -მამიკუნა.. -რამდენი?! ეგრევე მიხვდა რაც მინდოდა და ბევრი ლაპარაკი არ დამჭირვებია.. -რავი -დედაშენმა რამდენი მოგცა? -რაა? შენ საიდან გაიგე დედამ რო ფული მომცა? -კაი რა თეო... 4 წელია ერთსა და იმავეს აკეთებ და ვიცი... თავზე ხელი გადამისვა და მე რომ მიყვარს ისე გამიღიმა... -ორმოცდაათი დაბღვერილმა გავხედე და დაველოდე თანხას.... -აჰა ეს ორმოცდაათი და იმყოფინე... ფული ხელიდან გამოვგლიჯე და გახარებულნა ლოყაზე ვაკოცე... კიდევ ერთხელ დავჭექე გასვლის შესახებ და ოთხი სართული ჩავირბინე... -ოჰ გვეღირსა? დაეგდე მანქანაში... -რაა? შენ გაგიჟდი? საჭესთან შენ? შანსი არააა. ჯერ არ მომბეზრებია სიცოცხლე... არ მინდა სიკვდილი... ფეხით წამოვალ... -მორჩი ტლიკინს და დაეგდე ირაკლის მივყავართ.. (ირაკლი ნატას ძმაა) -კიდე კაი... თორე მეც არ ვთქვი მოვკვდი და ეგაათქო... კარები გამოვაღე და უკან დავეხეთქე... -პრივეტ იკააკო როგორ ხარ? -კარგად თეაკო შენ? -ნუ მეძახი თეაკოს... -მაშინ შენ ნუ მეძახი იკაკოს... -მე... -მოეჩით ეხლა... ჩხუბი ნატამ შეგვაწყვეტი და გაბრაზებული თვალებით შემოგვხედა... -ჩუმად ვარ... ერთხმად წამოვიძახეთ და გზას გავხედეთ... ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით... გაკვირვებული ვათვალიერებდი იქაურობას... აშკარად არ ვიყავი თბილისში... -ნატა სად ვართ? -რუსთავში მართვის მოწმობის გამოცდაზე უნდა გავიდე.... თავმომწონედ ჩაილაპარაკა და საჯდომის ქნევით წავიდა საგამოცდო მანქანისკენ... -რაა ირაკლი კაი რა არ უნდა გეთქვა სად მოვდიოდით... შეგვარცხვენს ეს და სირცხვილით თავს ვეღარ გავყოფთ გარეთ.. გეხვეწები წავიდეთ და ჩვენი მანიკენები დავდგათ აქ.. გთხოოვ.. ლამისაა მუხლებზე ხოხვით მივედი ირაკლისთან და მთელი სერიოზულობით ვთხოვდი აქედან წაყვანას... -მესმის... შორიდან მოგვაძახა ნატამ და ენა გამომიყო... -კაი დაწყნარდი თეო... მოდი დაჯექი მე წყალს მოვიტან... იქვე მდგომ სკამზე დამაჯინა თვითონ კი წყლის მოსატანად წავიდა და დამტოვა მარტო... პირდაპირ გავიხედე და ნეტა არ გამეხედა... ისეთი სიმპატიური ბიჭი მიყურებდა.. ზურგით კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს აბოლებდა.... ძალიან სიმპატიური იყო... მაღალი ოდნავი წვერით და მოკლედ შეჭრილი თმით.. თვალისფერი, ცხვირი და ტუჩები არ ვიცი შორს იდგა.. მაგრამ მაინც საშინლად სიმპატიური იყო... სასწრაფოდ მოვარიდე მზერა და ირაკლის გავხედე რომელსაც წყალი მოქონდა... ეხლა წყალი ისე მჭირდებოდა როგორც არაფერი... მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით მარჯვენა მხარე მეწვოდა საშინლად... რამდენჯერმე გავაპარე თვალი თუმცა მისი მზერა სულ სხვაგან იყო მიმართული... -ხო მშვიდობაა თეო? -კი კი... სწრაფი რეაგირება მოვახდინე ირაკლის კითხვაზე და მოხტუნავე ნატას გავხედე, რომელიც ბოლო ხმაზე გაკიოდა -ჩავაბარეე ჩავაბარე... თეო ქორიძე შენ ჯინაზე ჩავაბარე.. ხტუნვა ხტუნვით მოაღწია ჩვენმდე და მანქანაში ჩახტა... მთელი გზა პირი არ გაუჩერებია... გვიყვებოდა როგორ ნერვიულობდა... როგორ დაამშვიდა გამომცდელმა და ასე შემდეგ და ასე შემდგე... -მე პარკში დამტოვე ირაკლი რა... თხოვნის თვალებით გავხედე და სიმწრით გავუღიმე... -მაშინ მეც დავრჩები.... -არა ნატა... წადი მოუყევი შენებს როგორ ჩააბარე... -მართალია თეო.. დედას და მამას ხო უნდა მოუყვე როგორ ჩააბარე 16 წლისამ მართვის მოწმობის გამოცდა.... მხარი ამიბა ირაკლიმაც და "დახმარება მოგწევს მერე შენც" სიფათით გადმომხედა... იქვე პარკთან გამიჩერა და მანქანიდან გადმოსვლის მაგივრად გადმოვხტი... მე და ნატა ბავშვობიდან ვმეგობრობთ მაგრამ ყოველთვის ზედმეტად ემოციური იყო, რაც ნერვებს მიძიძგნიდა... ეხლაც განა არ გამიხარდა რომ აიღო "პრავა" მაგრამ ზედმეტად ემოციურად მიიღო ეს ყველაფერი... ექვსი საათი იყო პარკში რომ მივედი და დროის გასვლა საერთოდ არ გამიგია... რომ არა ტელეფონზე გაბმული ზარი კიდე დიდხანს ვიქნებოდი გარეთ...... -შვილო სახლი არ გაქ? ათი საათია... -აუ დე არც გამიგია დრო როგორ გავიდა... 15 წუთში მოვალ... ტელეფონი გავთიშე და ასადგომად მოვემზადე... მხოლოდ ეხლა შევნიშნე ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა... სიბნელე იყო და კარგად ვერ გავარჩიე სახეზე ვინ იყო... მაგრამ მისი ცისფერი თვალები თავიდან არ ამომდის.... სიბნელეშიც კი ანათებდა.. ცისფერი.... თან უჩვეულოდ... უჩვეულოდ ცისფერი თვალები.... თავი 2 მთელი ღამე ვერ მოვიშორე მასზე ფიქრები... ვერ ვიტყვი შემაწუხათქო მაგრამ მაინც არასასიამოვნი იყო უცნობზე ამდენი ფიქრი... უცნობზე ფიქრი რა მის თვალებე ფიქრი... თან როგორ თვალებზე.... უჩვეულოდ ცისფერზე... ასი კაციდან 99 იფიქრებს ეს გოგო გაგიჟდაო უცნობზე ამდენს ფიქრობს და თან რა უაზროდო... მაგრამ რა ვქნა... ისე დაისაკუთრა იმ თვალებმა ჩემ ცხოვრებაში ამ რამდენიმე საათში რომ ძნელია თავიდან ამოიგდოს ადამიანმა.... ტელეფონს რომ დავხედე ღამის ორი საათი სრულდებოდა.. წესით ეხლა მეცხრე სიზმარს უდა ვხედავდე, მაგრამ ძილი ოდნავადაც არ მეკარებოდა.. ლოგინში შამფურივით ტრიალს ვამჯობინე ავნისკენ ამეღო გეზი... გზად პლედს ტელეფონს და ყურსასმენებს დავავლე ხელი... აივნის კარი გამოვაღე და ჩემი საყვარელი ადგილისკენ წავედი... სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი, ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე და სხვვა სამყაროში გადავეშვი სიმღერებთან ერთად... არემარეს ახლად გადმოსულივით ვათვალიერებდი და მხოლოდ ეხლა ვამჩნევდი "ახალ-ახალ" რაღაცეებს და გაოცებისგან პირი ღია მრჩეობოდა... გაოცება გაასმაგდა, ჩემმა თვალებლა ის ცისფერი თვალები რომ დაინახეს... ძირს, ჩემი აივნის ქვეშ, ისევ ის უჩვეულოდ ცისფერი თვალები იყო, რომელიც აშკარად ჩემი აივნისკენ იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა... იმ წუთში ჩემი სახე რომ წარმოვიდგინე ალბათ თვალები ბურთის ხელეა მექნებოდა გაოცებისგან...... რამდენჯერმე თვალები დავახამხამე იმის იმედით, რომ უბრალოდ ამდენი ფიქრიდან გამომდინარე მესიზმრებოდა და სხვა არაფერი..... მაგრამ სილუეტი უძრავად იდგა და მიყურებდა... ყურადღება ჩემმა აცეკვებულმა ტელეფონმა მიიქცია... გამიკვირდა შუაღამეს ვინ იქნებოდა... უცხო ნომრის ამოკითხვისას ცოტა არ იყოს შემეშინდა... ხელის კანკალით გავხსენი შეტყობინება და თვალები კინაღამ გადმომცვივდა... -"სახლში შედი გაცივდები და მეორედ თუ გადაწყვეტ შუაღამისას გარეთ გამოსვლას მარტო ეგ პლედი არ გიშველის... მერე რა რომ ზაფხულია ღამით მაინც ცივა" გაკვირვებულმა რამდენჯერმე გადავიკითხრ შეტყობინება... ხელზეც კი ვიჩქმიტე იმ იმედით რომ სიზმარი იყო და არ მეტკინებოდა, მაგრამ ტკივილმა ისე გამამწარა დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა და არაფერი მესიზმრებოდა და მელანდებოდა... გაოცებული შევედი სახლში და ლოგინში შევწექი... კვლავ შეტყობინება იგივე ნომრიდან.. -"დამჯერი გოგო... ტკბილი სიზმრები" ამაზე საერთოდ გავგიჟდი, თუმცა ფიქრს აღარ ვაპირებდი შეტყობინებებზე და დაძინება გადავწყვიტე, თუმცა კვლავ იმ ცისფერ თვალებზე და შეტყობინებებზე მეფიქრებოდა.. გამთენიისას ჩამეძინა... ალბათ სადღაც ოთხი საათი მეძინებოდა.. 10 საათი იყო ნატა რო დამახტა თავზე და როგორც ჩვეულა ისე გამაღვიძა... -აუ ნატა გეხვეწები დამაძინე რა... -რა დროს ძილია გაიღვიძე გათენდა ეეეეე... -აუ მე რა ვქნა მერე რო გათენდა მამალი ვარ და ვიყივლო თუ რა გინდა... შემეშვი დამაძინე რააა.. -ისე თეო ამხელა ტექსტის თქმას უბრალოდ აგეწია ეგ საჯდომი და ამდგარიყავი ჯობდა და თან შემპირდი მაღაზიებში გაგყვებიო... ამაზე კი ნამდვილად ვჭყიტე თვალები... -რაა? როდის შეგპირდი? -ნუ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ხო მაინც წამომყვბი... -აუ ნატა ახალგაზრდა არ ვიყო ჩემი ხელით მიგახრჩობდი.. ზლაზვნით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად... -თეო მალე რა დავაგვიანებთ... -კაი რა იყო გარბის მაღაზიები სადმე? რაღაცეები ამოიბლუყუნა, მაგრამ ვერაფერუ გავიგე და ხელი ჩავიქნიე, აბაზანიდან პირდაპირ დიდ პრობლემას მივადექი "რა ჩავიცვა?" რადგან ზაფხულია და იხრჩვება ყველაფერი... მოკლე შორტი და შავი ზედა გადავიცვი ფეხზე კედები ამოვიცვი და სათვალე გავიკეთე თმა გავიშალე და მისაღებში გავედი... დედაჩემი და ნატა ლაპარაკობდენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ... -რაზე იცინით? უკნიდან მივეპარე და დედაჩემს "გული გავუხეთქე" -აუ თეო როდის უნდა დაჭკვიანდე დე? -არვიცი დე ალბათ ოდესმე დავჭკვიანდები... -ნეტა მაგ "ოდესმეს"მომასწრო ღმერთმა.. მოუხუცივით დაიწყო წუწუნი და ნერვები მომიშალა... ვერ ვიტან ესე რო იწყებს ლაპარაკს მგონია ძალიან ბებერია 46 წელი არც ისე დიდია.... როგორც ყოველთვის ფული გამოვართვუ და ნატას მანქანაში ჩავსხედით.. -იმედი მაქ გუშინს მერე არ დაგვიწყებია ტარება... მაინც წავკბინე და მას რომ უყვარს ისე გავუღიმე, თორემ თავში აუცილებლად რაღაც მომხვდებოდა.. -აუ ხო იცი რო მაგ ღიმილზე ცუდად ვხდები და ჯობია გაჩერდე.... უბრალოდ გავუღიმე და ღვედი გადავიკარი... რაც ძალა მქონა ჩავაფრინდი მაინც "სიფრთხილეს თავი არ ტკივა თქო..." ჩემდა გასაკვირად დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით არცერთ მძღოლს არ უგინებია ჩვენთვის და არც პიპინი დასჭირვებიათ.... მაღაზიაში იმდენი მატარა ნატამ დაღლილობისგან ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი... -გთხოვ ვჭამოთ თორემ შეიძლება ცუდად გავხდე... ხმაში აშკარა ვედრება უფრო იგრძნობოდა, ვიდრე უბრალოდ შეთავაზება... ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ ძლივს დავითანხმე და იქვე მდებარე კაფეში დავსხედით... შეკვეთა მივეცით და ჩვეული ჭორაობა დავიწყეთ. თვალები უნებურად შემოსასვლელი კარისკენ გამექცა და ვიგრძენი, რომ ჰაერი ნელ-ნელა უფროდაუფრო ცატავდებოდა ისდაც ამ პატარა კაფეში.... თავი 3 ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ცისფერთვალებას "ჩემ" კაფეში... მზის სინთლეზე გამოჩენისას უჩვეულოდ ცისფერთვალება, ის სიმპატიური ბიჭი აღმოჩნდა რუსთავიდან..... თვალს ვერ ვაშორებდი მის მამაკაცურ მანერებს.... ფართო მხარ-ბეჭით, კუნთებით და ყველა იმ დამახასიათებელი თვისებით, რომელიც ნებისმიერი გოგოს საოცნებო მამაკაცს უნდა ქონდეს.... კიდე რამდენიმე სიმპატიური ბიჭი შემოყვა მას... ვერ ვიტყვი ყველა ერთმანეზე უკეთესია თქო, მაგრამ ცისფერთვალებას არცერთი არ ჩამოუვარდებოდა.. ამათზეა ნათქვამი "მოდიან და მოაქვთო"... მაგიდასთან დასხდნენ თუ არა ცისფერთვალებამ გამომხედა და ეშმაკურად გამიღიმა.. -თეო.... თეო... თეო...-გონზე ნატას ხმამ გამომიყვანა- რა გჭირს თეო? -არა არაფერი.. -თეო რას გამომაპარებ მოყვა ყველაფერი დროზე... ისეთი სახით შემომხედა დამალვას არანაირი აზრო არ ქონდა,ამიტომ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, გარდა შეტყობინებისა, რომელიც ეხლაც არ მაძლევს მოსვენებას.... -მერე ამას მიმალავდი ამდენხანს??? -რა ამდენხანს ნატა გუშინ მოხდაეს ყველაფერი.... -რა მნისვნელობა აქვს მაინც ბევრია... კაი წამო წავიდეთ დღეს ბექას დაბადებისდღეზე უნდა წავიდეთ და საჩუქარი გვაქვს საყიდელი... ბექა ჩემი და ნატას უახლოესი მეგობარია... ერთ ბაღში დავდიოდით, ერთ სკოლაში და ერთ კლასსში ვსწავლობთ 11 წელია... 11 წელია ჩვენ "სასტავს" "აუღებელ ციხესიმაგრეს" გვეძახიან... არ არსებობს დღე როდესაც ერთად არ ვყოფილიყავით.. ჭირშიც და ლხინშიც... ყველგან... როგორც ძმა ისე გვყავს... 16 წელია ერთად მოვდივართ.. ბექას, ნატას და ჩემი მშობლები დიდიხანია მეგობრობე და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი უკვდავი მეგობრობაც.... "სასტავში" ყველაზე პატარა მე ვარ და ყველაზე ცანცარაც... ვინც არ იცის ჩვენი მეგობრობის შესახებ როცა ბექასთან ერთად დამინახავენ ყველას შეყვარებულები ვგინივართ რაზეც ორივეს მწარედ გვეცინება ხოლმე.... მაგრამ რამ დამავიწყა ამჯერად ბექას დაბადების დღე... დიდი რჩევა არც დამჭირვებუა მისი საყვარელი სუნამო Blue De Chanel ვუყიდე და სახლიში წავედი...საღამოსთვის გასამზადებლად... -თეო დე სად იყავი? კარები შევაღე თუ არა წინსაფრიანი დედაჩემი შემეფეთა.. -ბექას საჩუქარი ვუყიდე დე... გამიღიმა და მომცა შესაძლებლობა სახლში შევაულიყავი.... ისეთი დაღლილი ვიყავი მხოლოდ ცხელი შხაპი მომიყვანდა გონს.... საათ ნახევარი ვიყავი ცხელი წყლის ქვეში და ათასი ფიქრი გარბოდა ჩემ თავში.... მადლოერი ვიყავი ცხოვრების რომელმაც ამდენი ძვირფასი ადამიანი მაჩუქა... დედა, მამა, ნატა და ბექა... განსაკუთრებით ეს ოთხი... ბექასთან შვიდზე უნდა ვყოფილიყავით საათს რომ შევხედე ექვსი ხდებოდა... სწრაფად გავიშრე თმა და გამზადებულ კაბას დავავლე ხელი.... ტანზე მომჯდარი, შავი მოკლე კაბა, ალაგალა სხვადასხვა ფერის თვლები ქონდა, რომელიც მდიდრულ ელფერს ძენდა ამ კაბას... ფეხზე შავი ბალეტკემი ამოვიცვი და მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე... არ მიყვარს როდესაც შპაკლი და გაჯი უსვიათ ხოლმე გოგოებს... მკრთალი მაკიაჟიც საკმარისია... ზუსტად შვიდს აკლდა წუთებუ ნატას ზარმა რომ მამცნობა მოვედი და ჩამოდიო... -ულამაზესი ხარ თეო.... საჭესთან მჯდომმა ირაკლიმ თავი გამოყო და გაოცება ვერ დამალა... მხოლოდ გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი... სულ რაღაც ათი წუთი დავაგვიანეთ და სახლი სავსე იყო სტუმრებით.. ბექა ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობს თავისი აუზით და ყველაფრით... ძალიან შეძლებულია ერთი სიტყვით... მშობლებაც არ დააკლეს და ერთადერთ ვაჟს მეჩვიდმეტე დაბადების დღე ისე გადაუხადეს როგორც სურდა... მთელი სახლი ბექას განკარგუკებაში იყო... -ვააა ჩემი გოგოები მოვიდნენნნ.... მუსიკის ხმის გადასაფარად იმელაზე ჩამყვირა ყურში ლამისაა ყურის ბარააბანი გამისკდა... ნატა პირდაპირ მისი ბიჭისკენ გაიქცა,რომელიც ბექას ძმაკაცია... -გილოცავ ბექა... ეს შენ... მისი საყვარელი სუნამო ვაჩუქე და ლოყაზე ვაკოცე... -მადლობა თეო... წამო ეხლა ვინ გაგაცნო... გახსოვს რო გეუბენებოდი ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის ჩემ დაბადების დღეზე თქო... ესპანეთში რო ცხოვრობს თქო... - დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე- ხოდა ეგ ჩამოვიდა და უნდა გაგაცნო... ორ წამში იმ ბიჭის აღმოვჩნდი და თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა... ჩემ წინ ცისფერთვალება იდგა... ის უჩვეულო ცისფერი თვალების მქონე ბიჭი... -თეო გაიცანი ჩემი ბიძაშვილი დემეტრე... დემე გაიცანი თეო ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომ გიყვებოდი.... გაოგნებულნა ძლივს შევამჩნიე დემეტრეს ხელი რომელიც ჩემი ხელის შეხებას ელოდა....... ამ ისტორიას უკვე მესამედ ვდებ და თითო დადებაზე სახელს ვიცვლი და ახალ თავს ვამატებ:დ ძალიან დიდი იმედი მაქვ იმის რომ მოგეწონებათ.. ღირს გაგრძელებეა??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.