შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 10


21-07-2015, 21:00
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 230

-არ გშია?-მკითხა და მზერა მთებიდან ჩემზე გადმოიტანა. დადებითი პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე
-იცი რამის გაკეთება?-ღიმილს არ იშორებდა სახიდან
-არა დედა შეფ-მზარეული მყავს ხოარ დაგავიწყდა?-მეც გამეცინა
-მერე რა.-მხრები აიჩეჩა
-ის რომ კვერცხიც კი არ შემიწვია. ნუ კარგი ერთხელ დედაჩემს დაურეკეს და კვერცხთან დამიტოვა არ დაწვაო და ისე გავერთე ფიქრებში დანახშირდა-სიცილით გავიხსენე წარსული
-წამო სამზრეულოში და გავაკეთოთ რამე.-ხელი გადამხვია და სამზარეულოსკენ წავიდა
-რა?-ვკითხე და მაცივარში შევიჭყიტე.
-წყაროზე უნდა წავიდეთ თორემ ამ წყალს ვერ დავლევთ-მანიშნა ონკანის წყალზე
-შორსაა?-სახე დავმაჭე როდესაც გამახსენდა როგორ ციოდა გარეთ
-მანქანით წავიდეთ. არც ისეშორსაა. კარტოფილი მოვხარშოთ თუ შევწვათ?-მომიბრუნდა კითხვით
-შევწვათ რა შეწვა-სიცილით ავიჩეჩე მხრები და მაცივრიდან გამოღებული შოკოლადი პირში გავიქანე
-ჯერ შოკოლადს ნუ ჭამ.-შემომიღრინა და შოკოლადი სულ მაღლა კარადაში შედო.
-დედაჩემივით იქცევი -თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე -მოდი დამეხმარე.-მანიშნა დანაზე და კარტოფილის გათლას შეუდგა. მეც ავიღე დანა და ყველაზე დიდი კარტოფილი ამოვარვიე. გათლა დავიწყე და ბოლოს როცა მოვრვი კმაყოფილმა შევხედე ჩემს ნამოქმედარს. -ვსო. დავამთავრე.-მითხრა ვაჩემ და ხელიდან კარტოფილი გამომტაცა. დაჭრა და ტაფაზე დაყარა
-ესე მალე როგორ გააკეთე ყველა-წარბები შევკარი
-ხშირად რომ აკეთებდე მიეჩვეოდი სწრაფად კეთებას-მითხრა და თვალი ჩამიკრა. მისი სიტყვებით მობუზულმა ავიღე ვაშლი და გემრიელად ჩავკბიჩე
-ხატია ჯერ საჭმელი-წარბი ამიწია გლოველმა და ვაშლი გამომართვა. ეხლა თვითონ დაიწყო ჭამა
-უზრდელი-ჩავუბუტბუტე. ყურადღება არ მოუქცევია უბრალოდ გაიღიმა და მაგიდას მიუჯდა. გლოველმა კიდევ რამოდენიმეჯერ დახედა ჩვენს საკვებს. 1 საათში კი უკვე ჭურჭელს ვრეცხავდი. ვაჩე კი ბუხარს ანთებდა. ჯერ კიდევ დილის 11 საათი იყო მე კი კატასტროფულად მეძინებოდა. ალბათ თავს სადაც დავდებდი იქ დამეძინებოდა. ჭურჭელი კარადაში შევაწყვე და მისაღებში გავედი სადაც უკვე ბუხარი გიზგიზებდა. იქვე დივანზე კომფორტულად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.
-დაიძინე მე წყალს მოვიტან. აქვე გავალ სადმე მარკეტი იქნება და საკვებს ვიყიდი თან. თორემ ეს რ გვეყოფა-შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა
-კარი გაიკეტე რა-ძილბურანში მყოფმა ვთქვი და უფრო კომფირტულად მოვკალათდი დივანზე. დღეს უკვე მეორედ ვგრძნობ სახეზე გლოველის ფაფუკი ტუჩების შეხებას. უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე ძილს მოწყვეტილმა და ხელი ავიქნიე
-გაიღვიძე რა-ყურში ჩამჩურჩულა
-მეძინება-დაბოხებული ხმით წარმოვთქვი და გავიღიმე ჩემს ხმაზე
-უკვე 4 საათია. გაიღვიძე თორემ მოვკვდი მარტო-უკმაყოფილოდ მითხრა სა ხხვირზე ხელი მომიჭირა
-კარგი ვდგები-თავი გავაქნიე რომ ხელი მომეშორება.
-დღეს კარგ ხასიათზე ვარ და უნდა ავღნიშნოთ-წამოიძახა გლოველმა და გამეკრიჭა
-რატო?-ვკითხე და მეც გავიცინე
-მალე გაიგებ-თვალი ჩამიკრა და ხელი გადამხვია
-მითხარიი-უკმაყოფილოდ ვუთხარი და სამზარეულოში მაგიდას მივუჯექი
-არაფერი. უბრალოს კარგ ხასიათზე ვარ-გამიღიმა და წვენი მოსვა. იქვე კი პროდუქტებით სავსე პარკები იყო.
#ვაჩეს ნაამბობი
-რაც გთხოვე გააკეთე?-არც ვაცადე ხმის ამიღება ისე ჩავყვირე ყურმილში
-იქნებ არ ღირს ვაჩე?-ჩუმად თქვა ლუკამ
-გააკეთე რაც გთხოვე?-მკაცრად ვუთხარი
-კი ის კაცი ვნახე. პროფესიონალია. დააშინებს არ მოკლავს. სანაცვლოდ 5 000$ ითხოვს.
-ფულზე არაა პრობლემა. მაქვს.
-იქნებ არ ღირს ვაჩე ბოლოსდაბოლოს შენი ნახევარ ძმაა-ჩამყვირა ტელეფონში
-არა ლუკა შენ არ გესმის. ის ხატიას დაზდევს. ხატია კი ჩემია. ეს გაფრთხილება იქნება. თუარა და შემდეგში ალბათ უარესი იქნება-კბილებში გამოვცერი და ტელეფონი სწრაფად გავთიშე. იმ ნომერზე დავრეკე ლუკამ რომ მომწერა
-გისმენთ-გაისმა მამაკაცის ზედმეტად ბოხი ხმაც კი.
-გლოველი ვარ. როდის გადმოვრიცხო ფული და როდის მორჩები საქმეს-ვკითხე და პასუხის მოლოდინში მანქანის საჭეზე ხელი წრიულად გადავატარე
-ნახევარი დღეს გადმორიცხე. ანგარიდის ნომერს მოგცემ. ნახევარი საქმის დასრულების შემდეგ. ხვალ მთელი დღე ვუთვალთვალებ და შესაფერის დროს დაველოდები.
-კარგი. შემეხმიანე რომ მორჩები-ვუთხარი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე. ბარათიდან ფული გამოვიტანე და იმ კაცის ანგარიშზე გადავრიცხე ნახევარი თანხა. სწრაფად ვიყიდე საჭირო პროდუქტები და სახლში წავედი. ხატიას კვლავ ეძინა 4 საათი იყო რომ გავაღვიძე მაგრამ ჩემი კარგი ხასიათის შესახებ არაფერი მითქვამს. საჭმელი ვჭამეთ და ბუხრის წინ ხალიჩაზე გავწექით. მის მუცელზე მედო თავი და ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა ამქვეყნად. საღამოს ნათიას დავურეკე და მოვიკითხე როგორ იყო. ექიმები ამბობენ ამ კვირის ბოლოს გაგწერთო. გეგის კი კიდევ დითხანს მოუწევს აქ ყოფნა და შემდეგ სასამართლოშიო. რატომ იცით? სისხლის ანალიზით დადგინდა რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკს იღებდა და ალბათ საფრანგეთშიც წავა გამოდაჯანმრთელებლად. კურსებზე. ღამის ოთხი საათი იყო ხატიამ რომ შემომივარდა ოთახში. ნჯღრევით გამაღვიძა და ფეხზე აეგდეო შემომძახა. სწრაფად წამოვხტი ვიფიქრე ცუდად ხოარაათქო მაგრამ შენც არ მომიკვდე! იჯდა ნოხზე და ხელში კარტი ეჭირა
-ვერ დავიძინე და კომოდში ვიპოვე. ვითამაშოდ-კარტზე მანიშნა და გაიცინა.
-ღამის ოთხი საათია-გამეცინა და მის პირდაპირ დავიკავე ადგილი
-რაზე ვითამაშოდ? არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები
-რაზეც გინდა-მხრები ავიჩეჩე და კარტი დავარიგე.
-მაშინ 10ამდე იყოს თამაში და ვინც წააგებს ის1 სურვილს ასრულებს-სწრაფად მოიფიქრდა და გაღიმებულმა მითხრა
-ნებისმიერს?-წარბი მოწონების ნიშნად ავწიე და კარტს დავხედე. თავიდან თამაში 7-0 იყო ხატიას სასარგებლოდ. მაგრამ უფრო მოვინდომე და 10-9 მოვუგე.
-უნდა ვაღიარო ძლიერი კონკურენტი ხარ-თვალუ ჩავუკარი და აისს გავხედე
-შენც.-გაიცინა
-სურვილი მოვიფიქრე-გახარებული წამოვხტი ფეხზე და ჩემი იდეით აღტაცებულმა კმაყოფილი გამიღიმე
-გელოდები თქვი-მოუთმენლობა შეინიშნებოდა მის ხმაში
-პაემანზე უნდა დამპატიჟო-ენა გამოვუყავი და მისი ნასროლი ბალიში ავიცილე
-დამპალი ხარ-შემომიბღვირა და ბუხარს გახედა
-ნუ ბრაზდები. დამპატიჟებ უბრალოდ სადნე რომანტიულ ვახშამზე და ეგაა-გავიცინე და ენა გამოვუყავი.
-კარგი-დამეთახმა და გამიღიმა
-წამო დავიძინოთ რა-შევთავაზე და უკნიდან მივეხუტე. ცხვირი მის აბურდულ თმებში ჩავრგე და სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-კარგი-სწრაფად მოტრიალდა და ხელიდან დამისხლტა. გამეცინა მის ქცევაზე და ოთახში შევყევი. აბაზანაში გამოიცვალა და სწრაფად შეძვრა ლოგინში. მეც გავიხადე მაიკა და სპორტული შარვლით შევწექი. ხელები წელზე მოვხვიე და შუბლი მის შუბლს მივადე.. ოდნავ გაკვირვებულმა ამომხედა მაგრამ მალევე დახუჭა თვალები. ჩემკენ მოჩოჩდა და თავადაც შემომხვია ხელები. არვიცი. ელექტროდენმა დამიარა მთელ სხეულში და ბეწვი ამეშალა. მაგრად მივიხუტე სხეულზე და დიმიტრის სიტყვებზე დავფიქრდი. მოვკლავდი მას მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი ხატიას. ან მომკლავდა ის და დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ არაფრით დავუშვებდი ხატია მასთან ყოფილიყო. უდიდეს ეგოისტურ სიყვარულს განვიცდიდი და მის გამო კაცს დაუფიქრებლად მოვკლავდი! თუნდაც ეს ჩემი ნახევარ ძმა ყოფილიყო. რომელიც ალბათ მალე საავადმყოფოში მძიმე ჭრილობით მოხვდება. მაგრამ არ ვნანობ რომ მე მისი დაჭრა შევუკვეთე! და არც ვინანებ სანამ ცოცხალი ვარ!

პატარა თავისთვის ბოდიში :3 ინტერნეტის ფულის გადახდა დაავიწყდა მამაჩემს და შუადღეს ძლივს გავაგდე რომ გადაეხადა :დ



№1  offline წევრი დადუ♥♥

Chemi nichieriiii<3 dzaan kargia else<3 velodebi axals dzalian male :D <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Chemi nichieriiii<3 dzaan kargia else<3 velodebi axals dzalian male :D <3

მადლობა საყვარელო:3 ხვალე ან დღეს თორმეტის მერე იქნება ახალი თავი ^_^

 


№3  offline წევრი tikuna1999

ეს ისტორია სასტიკად მომწონს... რაც წინა თავი წავიკითხე მოუთბენლად ველოდი გაგრძელებას.. ალბათ ვერ შევეგუები ეს რო დამტავრდეს :( :( მართლაც ძააან კარგია <3 <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tikuna1999
ეს ისტორია სასტიკად მომწონს... რაც წინა თავი წავიკითხე მოუთბენლად ველოდი გაგრძელებას.. ალბათ ვერ შევეგუები ეს რო დამტავრდეს :( :( მართლაც ძააან კარგია <3 <3

<3 მადლობა მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. ეხლა იწყება რაც იწყება:3 ჯერ დასრულებას აე ვაპირებ ალბათ 20 თავი იქნება ყველაზნაკლები: *

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzmostvis e ar unda gaekebia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent