ანგელოზი!!! (2)
ნაცრისფერი ქალაქი, ნაცრისფერი ქუჩები, ნაცრისფერი ხალხი და მე. ამ ქალაქში არ არსებობს სიყვარული, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი მაინც მივაბიჯებ და იმ ერთს ვეძებ რომელიც სიყვარულს მასწავლის. ქუჩაში უმშვენიერესი გოგონა მოდის. მე მოჯადოებულივით ვჩერდები და ვუყურებ. ნელ-ნელა მიახლოვდება უკვე თითქმის ჩემს წინაა... ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა, გუშინ გადავწყვიტე სახლში არ მივსულიყავი და მთელი ღამე ტბასთან ახლოს გავატარე. -ჯანდაბა... ჩამძინებია ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ნომერს დავხედე, თაკო იყო. ტელეფონი გავთიშე და სახლისკენ გავემართე. მართალია ჩემი მიზანი ყოველთვის სპორტსმენობა იყო მაგრამ სწავლაზე ხელი არასდროს ამიღია. ჩვენი ოჯახის ფინანსური წყარო პატარა წიგნების მაღაზიაა ამიტომაც დედის თხოვნით ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავირიცხე და უკვე 3 კურსზე ვიმყოფები. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა და ჩემთვის ურიგო ნამდვილად არ იქნება თუ უფრო მეტ დროს გავატარებ წიგნებთან. ფიქრებში გართულმა სახლის კარები შევაღე და ჩემი ოთახისკენ წავედი. -შვილო სად იყავი მთელი ღამე? ან საავადმყოფოდან რატომ წახვედი? -ეხლა მაგაზე ლაპარაკი არ მსურს... ოთახში შევედი გამოვიცვალე და ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტე, მაგრამ როცა დედაჩემის სევდიანი სახე შევნიშნე გადავწყვიტე მასთან ერთად მესაუზმა. -დედა! დამშვიდდი მე კარგად ვარ! როცა ვისაუზმე გადავწყვიტე დედასთვის ჩემი ახალი გეგმები გამეცნო. -გადავწყვიტე რომ წიგნების მაღაზიას უფრო მეტი დრო დავუთმო! ხვალ ერთ-ერთი წიგნის განხილვასაც ვგეგმავ! გავუცინე და წავედი. თაკოსთან უნდა მივსულიყავი გუშინ ზედმეტად უხეში ვიყავი მის მიმართ. კარებზე დავაკაკუნე და ცოტახანში კარიც გაიღო. -გამარჯობა თაკო... მინდა ვილაპარაკოთ. -სამაგიეროდ მე აღარ მინდა ლაპარაკი. კარის მოხურვა სცადა მაგრამ შესვლა მოვასწარი. -უბრალოდ უნდა გამიგო მე შენ არასდროს არ მიყვარდი და ამას იმიტომ არ ვამბობდი რომ შენთვის გული არ მეტკინა. -გასაგებია... ეხლა კი წადი. -კარგი როგორც გინდა. ამჯერად წიგნების მაღაზიისკენ გავემართე და მზადება დავიწყე ხვალინდელი განხილვისთვის. განცხადებები ყველგან გავაკარი სადაც შემეძლო და იმ იმედით დავიძინე რომ ხვალ უამრავი მკითხველი მოაწყდებოდა მაღაზიას. დილით უკვე ყველაფერი მზად მქონდა და ველოდებოდი მკითხველთა მოსვლას. ნიკა როგორც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა. უკვე უნდა დაწყებულიყო განხილვა მაგრამ ხალხი არსად ჩანდა. ბოლოს ყველანაირი იმედი დავკარგე. -ხომ ვამბობდი აღარავის აინტერესებს წიგნები მეთქი. -მგონი ცხოვრებაში პირველად მართალი ხარ... კარგი მეგობარო ნახვამდის, მაგაზე არ ინერვიულო უარესებიც მომხდარა. დამწუხრებული ჩამოვჯექი და ფიქრებში გადავეშვი. უეცრად კარები გაიღო და ჩემს წინ უმშვენიერესი არსება გამოჩნდა. თითქოს ანგელოზი დავინახე, ანგელოზი რომელიც ღმერთმა მომივლინა. -ჰეი, აქ წესით წიგნის განხილვა არ უნდა მიმდინარეობდეს?- იკითხა გაკვირვებულმა. -წესით კი, მაგრამ ხალხი არ მოვიდა ... მე სანდრო ვარ.-ხელი გავუწოდე. -ნინი. -იცი თუ ძალიან გინდა მხოლოდ შენთვის ჩავატარებ განხილვას.-პატარა ბავშვივით გავმხიარულდი. -მგონი არ იქნებოდა ურიგო-გამიცინა და სკამზე ჩამოჯდა. მის წინ ჩამოვჯექი და საუბარი დავიწყე. მე თვითონაც არ ვიცოდი რას ვიძახდი ეხლა მხოლოდ ნინი მაინტერესებდა. როცა დავამთავრე თვალებში ჩავხედე და მივხვდი რომ ნამდვილი სასწაული იყო, მის თვალებში ერთად იყო სიყვარულიც, პოზიტივიც, რაღაც ბავშვური შიშიც, ტკივილიც, დარდიც და სევდაც, ეს ყველაფერი ერთად იყო მოქცეული მის თვალებში. მის თვალებში დავინახე სულ სხვა სამყარო რომელსაც ვესწრაფვოდი და იქ მოხვედრას ვლამობდი. მე ერთი დანახვით შემიყვარდა მისი თვალები. შემდეგ მის ტუჩებს დავხედე, იმ ღვინისფერ ტუჩებს, შეიძლება ალკოჰოლს დიდი რაოდენობით არასდროს ვსვამ, მაგრამ იმედი მომეცა რომ როდესღაც მეც დამათრობდა ეს ტუჩები. შეამჩნია როგორი გიჟივით ვუყურებდი და გაიღიმა. მისმა ღიმილმა ჩემ გულს ბოლო დარტყმა მიაყენა, მე ხომ არასდროს მენახა მსგავსი ღიმილი. სულ რაღაც ერთ საათში შევისწავლე მისი სახის თითოეული ნაკვთი. -კარგი მგონი ჩემი წასვლის დროა.-ადგა და კარისკენ გაემართა. -დამელოდე, გაგაცილებ... თუ რათხმაუნდა წინააღმდეგი არ ხარ. -არა, წავიდეთ. როგორც სჩანს საკმაოდ შორს ცხოვრობდა. სანამ ჩვენ გზას მივუყვებოდით და ვლაპარაკობდით ცა მოიღრუბლა და გაწვიმდა. ჟაკეტი გავიხადე და შევთავაზე. -მადლობა. -ტელეფონის ნომერს ხომ არ მომცემ? მე ვფიქრობ რომ ერთმანეთი უფრო ახლოდან უნდა გავიცნოთ. -მმმმ ... კარგი. სახლამდე მივაცილე და უკან გამოვბრუნდი . გახარებული მივდიოდი ქუჩაში, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. თითქოს ადრე სადღაც მყავდა ნანახი და ვცდილობდი გამეხსენებინა. გონებაში ამომიტივტივდა ის დღე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, სიკვდილისგან სწორედ მან მიხსნა. გამახსენდა როგორ ვუწუდე ანგელოზი და ეხლა მივხვდი რომ არ შევმცდარვარ. გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე როგორ ვერ შევამჩნიე მაშინ. სახლში მივედი და სასწრაფოდ ჩემ ოთახში ჩავიკეტე. ნიკას დავურეკე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -რა ვქნა დავურეკო თუ დაველოდო ხვალინდელ დღეს? -ჯერ მოიცადე ძმა, ხვალ კი დაურეკე და სადმე დაპატიჟე. -კარგი ეგრე ვიზამ. დავწექი და ფიქრების მორევში გადავეშვი. -არა არ შემიძია ხვალამდე ვერ მოვითმენ. ტელეფონი ხელში ავიღე და ნომერი ავკრიფე. ჩემი გულისცემა საოცრად ასწრაფდა, ნელა მივიტანე საჩვენებელი თითი და გამეტებით დავაჭირე. ყურთან მივიდე ტელეფონი და პასუხს დაველოდე. _____________________________ გამარჯობათ, აბა როგორ ხართ? უცბად მუზა მესტუმრა და გადავწყვიტე დამეწერა! იმედია მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.