შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი !!!


21-07-2015, 02:02
ავტორი 2358
ნანახია 1 830

ტკივილი... საშინელი ტკივილი... სწორედ ამ ტკივილმა გამომაღვიძა. იმდენად დაუძლურებული ვარ თავის მობრუნებასაც ვერ ვახერხებ. ბოლოს უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ოთახს მოვავლე თვალი. საავადმყოფოში ვარ, ნელ-ნელა მახსენდება ყველაფერი. ძმაკაცები აგარაკზე ვიყავით ასულები, გიოს დაბადების დღეზე. მე არ ვსვამ რადგანაც როგორც პროფესიონალ მოცურავეს მეკრძალება ზედმეტი ალკოჰოლი მიღება. სწორედ ამიტომ მე ვიჯექი საჭესთან როცა სახლში ვბრუნდებოდით. მერე კი აღარაფერი მახსოვს. ავდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე. ექიმის ოთახს მივუახლოვდი, კარი ღია იყო და ძალაუნებურად მომიწია ჩუმად მომესმინა საუბრისთვის.
-ვიცი ძალიან რთული იქნება მისთვის, მაგრამ სხვა გზა არაა მისი გული ყოველდღიურ დატვირთვას ვერ გაუძლებს.
გულმა ვეღარ გაუძლო და ოთახში ჩუმად შევიხედე. ჩემი თვალები აივსო ცრემლით და ძალაუნებურად ავტირდი. ექიმი დედაჩემს ესაუბრებოდა თუმცა ზუსტად არც კი ვიცი იყო თუ არა ეს ქალი დედაჩემი. მხოლოდ გარეგნულად გავდნენ ისინი ერთმანეთს, დედაჩემი სულსხვანაირი იყო მუდამ ბედნიერი ჩანდა და ყოველთვის ამაყობდა ჩემით, ეს ქალი კი ვისაც ეხლა მე ვუყურებდი ცრემლად იღვრებოდა და იმის ძალაც კი აღარ ჰქონდა რომ პასუხი გაეცა ექიმისთვის. როგორც იქნა შემამჩნიეს, მაგრამ ჩემთვის თითქმის აღარაფერს ჰქონდა აზრი ერთ ადგილზე გავიყინე და ფიქრების მორევში გადავეშვი. პალატაში დამაბრუნეს, ოთახში მხოლოდ მე და დედა დავრჩით.
-სანდრო... ვიცი შვილო რთულია შენთვის ამის მოსმენა, ჯერ კიდევ სულ პატარა იყავი როცა მითხარი რომ მცურავი უნდა გამხდარიყავი. ეხლა კი ერთ დღეში შენი ოცნება განადგურდა.
-არა, დედა შენ არ იცი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის, ეს ოცნება კი არა ჩემი მიზანი იყო, და ჩემი დანიშნულება ამ ცხოვრებაში, მინდოდა კარგი კარიერა მქონოდა ოჯახი შემექმნა და ბედნიერად მეცხოვრა ... ეხლა კი გამოდის რომ ჩემ ძალისხმევას და შრომას აზრი არ ქონია.
-გთხოვ გამიგე ერთადერთი ხარ ვინც სიცოცხლის აზრს მაძლევს... შენ თუ ამ სპორტს შეეწირები მე ვერ გადავიტან.
დედა გულში ჩავიხუტე და ბავშვივით ავტირდი. ეხლა არაფერზე ფიქრი არ მინდოდა მხოლოდ დედასთან ყოფნა მამშვიდებდა. ბოლოს დედა გათავისუფლდა ჩემი მკლავებიდან და შუბლზე მაკოცა ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში მკოცნიდა. როცა კარი გაიხურა მომეცა საშვალება ჩემ თავთან მარტო დავრჩენილიყავი.
პირველი რაც გამახსენდა ეს მამაჩემი იყო. მამა კარგად აღარ მახსოვდა 5 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა. დედას არასდროს უნდოდა რომ გული მტკენოდა ამიტომ დედამ მითხრა ,,მამიკომ შორს გაცურა და წყალში ცხოვრება გადაწყვიტა“. სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე ცურვა მესწავლა მამიკოსთან რომ გამეცურა. როცა წამოვიზარდე ყველაფერი ცხადი გახდა მამაჩემი უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო. მე არ შემეძლო მივსულიყავი მის საფლავთან და ამით მაინც გამექარწ....ბინა სევდა, ამიტომ ტბის პირას ჩამოვჯდებოდი და სწორედ ეს იყო მამაჩემის საფლავი.
-მე მას დავპირდი... მე მას დავპირდი რომ ვიქნებოდი იმაზე ძლიერი ვიდრე თვითონ იყო და წყლის არასდროს შემეშინდებოდა- საბანში ჩავრგე თავი და უფრო ძლიერად ავტირდი.
გაბრაზებული ავდექი ჩავიცვი და საავადმყოფოდან ჩუმად გავედი.
მივუყვებოდი ქუჩას მაგრამ არ ვიცოდი სად მივდიოდი. ფიქრებში იმდენად გავერთე ვერ შევნიშნე როგორ მომიახლოვდო წითელი ტრაილერი. უეცრად ვიღაცამ ხელი ჩამავლო და თავისკენ გამითრია. როცა უკვე გონს მოვედი ჩემს წინ უმშვენიერესი გოგონა იდგა.
-ცოტაც და დაგეჯახებოდათ... შემდეგში ცოტა ფრთხილად იარეთ.- გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-მადლობა, იცი რა მგონი შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ- ცინიკურად ვუთხარი და გზა გავაგრძელე.
კარგი გოგონა იყო მაგრამ ამ მომენტში არავიზე ფიქრი არ შემეძლო თან მე უკვე დაკავებული ვარ. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და მეგობარს დავურეკე.
-ხო, სანდრო რა ხდება? გამოგწერეს უკვე?
-ნიკა შეგიძლია შემხვდე?
-კი... რა მოხდა ძმაო?
-შენი სახლის წინ ვარ ჩამოდი და ყველაფერს მოგიყვები.
10 წუთის განმავლობაში ველოდებოდი შემდეგ კი ჩემი ბავშვობის მეგობარიც გამოჩნდა. ერთ-ერთ ახლომდებარე ბარში შევედით... ნიკას გული გადავუშალე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-კარგი რა მეგობარო ცხოვრება გრძელდება მაგაზე არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება.
ხანდახან ნიკას საოცარი ოპტიმისტობა მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ ეხლა სწორედ მის პოზიტიურ აზრებს შეუძლია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა.
ტელეფონზე ზარი შემოვიდა ეს თაკო იყო ჩემი შეყვარებული. სიმართლე გითხრათ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, მაგრამ არ მინდა გული ვატკინო.
-ჰეი, როდემდე უნდა იყო ამ გოგოს შეყვარებული ?! მიდი ახლავე უპასუხე და დაშორდი.
ნიკა უკვე საკმაოდ ნასვამი იყო, მაგრამ მეც მინდოდა თაკოსთან დაშორება. ეხლა ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო და ყველაზე ნაკლებად მინდოდა რომ ის ყოფილიყო ჩემს ახალ ცხოვრებაში.
-ალო
-კარგი რა რამდენიხანია გირეკავ... შენზე ძალიან ვინერვიულე შენ კი ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ.
-იცი რა, მე მინდა რომ დაგშორდე!!! შენს მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს.
-კარგად ხარ?
-არა... არ ვარ კარგად მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ და იქ შენი ადგილი ნამდვილად არ არის.
ტელეფონი გავუთიშე და მეგობართან ერთად ქუჩაში გავედი. ნიკას დავშორდი და გავემართე ადგილისკენ რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.
___________________________________
ჰეი, გაიზ !!! მოკლედ გეტყვით რომ სულ რამოდენიმე დღეა რაც შემოგიერთდით და უზომოდ მომეწონა ეს საიტი. ამიტომ გადავწყვიტე მეც ამ საიტის ერთერთი წევრი გავხდე და შემოგთავაზოთ ჩემი დაწერილი ისტორიები! იმედია მოგეწონებათ!



№1  offline წევრი Different..

კარგია მაგრამ ერთი გრამატიკული შეცდომა იყო და ყურში უხეშად ჩამესმა, ისე მომეწონა. ჯობდა პირდაპირ შეხვედრილიყო იმ თაკოს და პირდაპირ ეთქვა და არა ტელეფონით. სხვა რავი, კარგი იყო, გააგრძელე smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent