იბრძოლე და გადარჩები (2 ნაწილი)
პირზე ხელს მაფარებდნენ,ბოლოს კი კეფასთან დარტმა ვიგრძენი და გავითიშე.გონს რომ მოვედი საწოლზე ვიწექი ხელებშეკრული.სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი,ვერ ვიგებდი ამ ხალხს ჩემგან რა უნდოდა,მე არც მდიდარი ოჯახიდან ვარ და არც არავისთვის არაფერი დამიშავებია.გონების თვალი გადავავლე ჩემს წარსულს,ვინმეს რამე ხომ არ დავუშავე მეთქი,მაგრამ ჩემს მდგომარეობას ვერაფერი მივუსადაგე. კარის ჭრიალი შემომესმა,ის იყო პარკთან რომ მეძახდა,ხელში თეფში ეჭირა რომელიც ჩემს გვერდით ტუმბოზე ჩამოდო. -ჰა,ჭამე და შენი ხმა არ გავიგონო.-დამიბრიალა თვალები. -დებილო თუ ხვდები ხელები შეკრული მაქვს როგორ უნდა ვჭამო.-არც მე დავაკელი თვალების დაქაჩვა.ირიბად გადმომხედა და ხელებზე თოკი შემიხსნა,რა იცოდა ვისთან ქონდა საქმე უცებ თეფშიდან ჩანგალი ავიტაცე და მკლავში ჩავასე,მე კი დამდუღრულივით კარებს ვეცი,გარეთ გამოვვარდი და უკანმოუხედავად გავიქეცი. უკან მოვიხედე ერთი წამით ხომ არავინ მომდევს მეთქი და ვიღაცას შევასკდი.-სად გარბიხარ ვერ მეტყვი- ზემოდან დამცქეროდა მეორე ვაჟბატონი. თმებში წამავლო ხელი და უკან წამომათრია სახლისკენ.ისევ ოთახში შემაგდეს და ამჯერად ხელებთან ერთად ფეხებიც შემიკრეს. როგორც მათი ბურგუნიდან დავადგინე,ჩანგალი ვისაც ჩავარტყი იმას ზაზა ერქვა,მეორეს კი საშა.კარი გაიხურეს და დამტოვეს მარტო ჩემს ფიქრებთან ერთად. ვიგრძენი რო მეძინებოდა.ვეცადე გვერძე გადავბრუნებულიყავი მაგრამ შეკრული ხელებით ვერ მოვახერხე,თუმცა მაინც დამეძინა. დედა დამესიზმრა,თითქოს რაგაცაზე მიბრაზდებოდა ისეთი მზერა ჰქონდა. მერე კი მომიახლოვდა და ძლიერად შემანჯღრია.გამომეღვიძა და ცრემლები წამსკდა.-სად ხარ დეე?მიშველეთ,რა უნდათ ჩემგან.-ვზლუქუნებდი ორი წლის ბავშვივით. უცბად კარი გაიგო და ზაზა დავინახე,ისეთი შეშლილი თვალებით მიყურებდა შიშისგან გული ამიფართხალდა,მოვიდა საწოლზე დაჯდა და სახე ახლოს მომიტანა.პირდაპირ თვალებში ვუყურებით ერთმანეთს,ალკოჰოლის ოხშივარს სახეზე მაფრქვევდა. ხელი წამოიგო და შუბლზე ჩამოშლილი რამდენიმე ღერი თმა გადამიწია,პირიდან სკოჩი ამაძრო და სახე უფრო მომიახლოვა,როცა მივხვდი რასაც აპირებდა თავი გვერდით მივაბრუნე. ამით მისი გაბრაზება გამოვიწვიე,მხრებში ხელი დამავლო და შემანჯღრია,მერე ლოშვნა დამიწყო,ჩემი ვედრება და კივილი არავის ესმოდა.ამ ცხოველმა მიითვისა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი,ჩემი უმანკოება. როცა გონება დამეწმინდა,მას ჩემს გვერდით ეძინა.ეს ჩემი შანსი იყო აქედან უნდა გამეღწია და პოლიციაში უნდა მივსულიყავი,რათა ამ არაადამიანს საკადრისი სასჯელი მიეღო ყველაფრისათვის.ხელები როგორღაც გავინთავისუფლე,მერე ფეხებზეც შევიხსენი თოკი და კატასავით უხმაუროდ წამოვდექი.სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი სახე და მკლავები ახლაც მეწვოდა ისე მირტყამდა. კართან მივედი და გავიპარე. არ ვიცოდი სად ვიყავი,საშინლად წვიმდა,შემოდომის დასაწყისი იყო მაგრამ ღამით საშინლად ციოდა.გავრბოდი და თან ცრემლები მახრჩობდა.-რისთვის,ღმერთო რისთვის?-დავიყვირე და მუხლებზე დავეცი.წვიმის წვეთები ულმობლად მასველებდნენ,ქარი მიწას სახეში მაყრიდა,მე კი მუხლიჩოქა ვიდექი და მოვთქვამდი. მერე წამოვდექი და სევ გაქცევა ვცადე,მაგრამ ძალა არ მეყო და უგუნოდ დავეცი. თვალებზე თითქოს ლოდები მადევს,ისე მიჭირს გახელა.ხმები მესმის ანუ ცოცხალი ვარ. როგორც იქნა თვალები გავახილე,სანდომიანი ახალგაზრდა გოგონა დამჩერებოდა თავზე, -როგორ ხარ,მაკა?-მკითხა გოგონამ. პასუხისთვის არც დაუცდია,გარეთ გავიდა.იქაურობა მოვათვალიერე აშკარად საავამდმყოფოს პალატაა.დედა და მამა შემოვიდნენ.დედა მოვარდა და მომეხვია,მამაჩემს კი ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის,ორიოდე წუტი იდგა და ისევ გავიდა პალატიდან. გაოგნებული დავრჩი,მამაჩემი რომელიც მთელი 16წელი ჩემი საფიცარი და სიამაყე იყო,ასეთ მდგომარეობაში ახლოსაც არ მომეკარა. -დედა,რა ხდება?-მივუბრუნდი დედაჩემს. -მაკა, აქედან რომ გახვალ,სახლში ვეღარ დაბრუნდები,შენი ადგილი ახლა შენს ახალ ოჯახშია.-თან თვალი ამარიდა ამის თქმისას.გავშრი,ენა ჩამივარდი,ვერ გავერკვიე რა ხდება,რა ახალი ოჯახი,რატომ ვერ წავალ სახლში?კითხვები თავში ზუზუნებდნენ.-რატომ?-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ამომივიდა ყელიდან.-შენ უკვე ქალი ხარ,შერცხვენილს სახლში ვეღარ წაგიყვანთ,ხალხს ვერ ავალაპარაკებთ,ბიჭიც არ ჩანს ცუდი,ნელნელა შეეჩვევი ყველაფერს.-მელაპარაკებოდა და თან ცრემლები ახრჩობდა. მერე წამოდგა და გავიდა,მხრები უცახცახებდა სიარულისას.მისი გასვლა იყო და ცრემლების მოწოლა ვიგრძენი,კბილი კბილს დავაჭირე რომ არ მეტირა. მე ამას ვერ დავუშვებდი,მე ამ არაკაცს ჩემს ქმრად არასოდეს ვაღიარებდი,არასოდეს. ....................................................................ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის,რადგან ძალიან ვჩქარობდი.გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში,ღირს თუ არა ისტორიის გაგრძლება. აქვე მინდა გითხრათ ეს ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.გთხოვთ შემიფასოთ მზად ვარ ყველანაირი შენიშვნის მისაღებად
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.