მილანიდან ისევ თბილისში [4]
-რაო ანტონიომ? -ელე გცემ! -რა იყო? ეს რა გოგო მყავხარ ქართველი ბიჭები ხო გააგიჟე, წახვედი და უკან ჩამოსულს კინაღამ ჩემოდნით წამოგყვნენ... -ელენე!!-უყვირა მეგობარს ანამარიამ და თან სიცილით კვდებოდა.-მომიკითხა უბრალოდ და არ აპირებ იტალიაში დაბრუნებასო.. -ვაიმე! რა რომანტიულია... ენატრები ბიჭს! -თოფურია შენ ჯობია გიორგის მიხედო! -გიორგი რა შუაშია?-გაოცებულმა კითხა ანას. -რავი რაც ჩამოვედი რაღაც-რაღაცები შეცვლილი დამხვდა. -ნუ ბოდავ ერთი!ჩემი ტელეფონი არ გინახავს? -ელე თემა ნუ გადაგაქ და ტელეფონი ხელში გიჭირავს! რამდენი ხანია? -ელენემ თავი დახარა-კაი რა იყო? ჩემთან რისი გრცხვენია? ჩემი ორი ყველაზე საყვარელი ადამიანის ერთად ყოფნა თუ არა აბა რა უნდა გამეხარდეს?! -რაც შენ წახვედი... ნიაკომ ბექა გაიცნო, ლაშა ხან ვის დასდევდა ხან ვის, შენც იცი და მე და გიო დავრჩით მხოლოდ... სუ ერთად ვიყავით და მოკლედ მივხვდი რო მარტო მეგობრულად არ მიყვარს,მაგრამ იმისთვის მხოლოდ მეგობარი ვარ -ელენე, მეგობრები ვართ მე და გიო და არა შენ და გიო... -როგორც შენ და კიტა არაა?! -რაა? რა სისულელეა! -კაი მე ხო გითხარი, შენ რატო მიმალავ? ისე უყურებთ ერთმანეთს, სულ კუდში დაგსდევს და ცდილობს შენი ყურადღება მიიქციოს... -კაი ვაღიარებ ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ არ ვიცნობ წესიერად და... -"რავიცი კი შემოეხვიე რამდენიმე საათის წინ სხეულზე გველივით" გამოეხმაურა ანამარიას ალტერეგო, მაგრამ თავი გააქნია მსგავსი ფიქრების გასაფანტად. -კიტა აბაშიძე, 22 წლის, ჰყავს უმცროსი ძმა საბა.. ძაან საყვარელი ბავშვია.. მამამისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოს მწარმოებელია და კიტაც მამამისთან მუშაობს... -რამდენიმე წამი დაფიქრდა ელენე იცოდა თუ არა კიდევ რამე კიტაზე-უი, და ზეგ ოცდსამი წლის ხდება... -მართლა? -ელენემ უბრალოდ თავი დაუქნია. -დავწვეთ რა, ხვალ დილიდანვე რაღაც მიტოვებული მონასტრის სანახავად მივდივართ მთაში და დავისვენოთ. -კაი-შუქი ჩააქრო და საბანი დაიფარა, მაგრამ არ გათენებამდე კიტაზე, კოცნაზე და მის დაბადებისდღეზე ფიქრობდა და რაღაც იდეა მოუვიდა. ***** -ანამარია გაიღვიძე, ერთ საათში გავდივართ. -აუ, მე ვერ წამოვალ, ყელი მტკივა და რაღაც სუსტად ვარ. ალბათ მდინარეზე გავცივდი. -ამ ზაფხულში? მარა წყლიდან ვერ ამოგიყვანეთ! კაი ვეტყვი, რომ ჩვენ ვერ მივდივართ და არ დაგველოდონ -არა! არა! არ მინდა შენი დარჩენა მართლა! ეგრე ცუდადაც არ ვარ, უბრალოდ ძილი მინდა და საღამოს ჩიტივით ვიქნები. შენ გიორგის მიხედე ჯობია და ქორწილში მაქეიფეთ! -რო გეკითხა ცუდად იყო მარა მარტო საჭმელზე ფიქრობს, ქართული სისხლი მაინც თავისას შვება! -არადა ხოოცი მთავარია შენ და გიო ბედნიერები იყოთ! -ვიცი ჩემო სიხარულო-და მეგობარა ზედ დაახტა, კინაღამ გაჭყლიტა. ****** როგორც კი ჭიშკრის ხმა გაიგო, საათს დახედა და თხუთმეტი წუთი მოიცადა, რომ უბანს გაცდელინიყვნენ. მერე წამოხტა, დილის პროცედურები ჩაიტარა, თხელი ყვავილებიანი სარაფანი გადაიცვა და თავისი მოკლე თმა ძლივს შეიკრა. ოთახი მიალაგა, საფულე ხელში დაიჭირა და სახლი დატოვა. ****** საღამოს ყველა მისაღებში შეიკრიბა, რადგან გარეთ წვიმდა და ვერსად ვერ გადიოდნენ. ანამარია ეკლებზე იჯდა თითქოს და ყოველ წამს საათს უყურებდა. როგორც კი ტელეფონის ეკრანზე 23:55 დაინახა სკამიდამ წამოხტა და სამზარეულოსკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. -ყავა მინდა, გინდათ ვინმეს? -თან გზიდან დაიყვირა -ამ ღამე? -გაუკვირდა ლაშას, მაგრამ ანას პასუხი არ გაუცია. ზუსტად ხუთ წუთში მთელ სახლში შუქო ჩაქრა. ყველამ ერთმანეთს გადახედა. ზუსტად რამდენიმე წამში ანას სიმღერის ხმა გაისმა "რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, დღეს ხომ კიტას დაბადებისდღეა!" სამზარეულოდან დიდი ტორტით ხელში გამოვიდა. ყველა ანამარიას აჰყვა სიმღერაში. კიტა წინ წამოიწია და ანამარიას მიუახლოვდა, სანთლების შუქზე ნათლად დაინახა ანამ კიტას თვალებში მისი ანარეკლი და კიტას ბედნიერი ღიმილი. -სურვილი ჩაიფიქრე.-უთხრა გოგონამ იუბილარს. -ჩავიფიქრე!-თქვა ამაყად და მაგრამ შეუბერა 23სანთელს კიტამ! ***** რამდენიმე ჭიქა დალიეს და კიტას დაბადების დღე მიულოცეს, დანარჩენი ხვალისთვის შემოინახეს. ტორტიც გაჭრეს და ანამარიას ნახელავი შეუქეს. ყველა დაწვა, მხოლოდ ანა დარჩა ისიც აპირებდა დაწოლას აივნიდან რაღაც ხმა, რომ შემოესმა გავიდა და კიტა შერჩა ხელში. მოაჯირზე ჩამომჯდარი, სიგარეტს რომ ეწეოდა და როგორც ყოველთვის სერიოზული სახით. -ვგიჟდები წვიმის სუნზე-გავიდა თუ არა ლაპარაკი დაიწყო ანამ და მანაც მოუკიდა სიგარეტს. -ხო გთხოვე ნუ მოწევთქო. -შენ მითხარი ერთად დავანებოთო, მაგრან მაინც ეწევი. -კიტამ მაშინვე გადააგდო დარჩენილი სიგარეტი, ანასაც გამოართვა და მასაც გადაუგდო. ანა სიცივისგან მოიბუზა, კიტამ იქვე სკამზე დაგდებული პლედი აიღო და ანამარია შიგნით გაახვია თან ხელები შემოხვია და ნიკაპი თავზე ჩამოადო. -იცი რა ჩავიფიქრე? -რა? -კითხა ანამ, ისე რომ კიტას ყელიდან თავი არ ამოუწევია და მისი სურნელი შეისუნთქა. -შენ ჩაგიფიქრე!-უთხრა კიტამ და თავზე აკოცა. რატომღაც ამას არ ელოდა ანა და მკერდზე ხელი მიკრა კიტას. ბიჭმა ზურგი აქცია და სკამისკენ წავიდან, ჩაჯდა და ხელი თავზე გადაისვა -ვერ ვხვდები ვერაფერს! ჯერ მეიაზვები, მაიგნორებ, მერე კოცნაზე მპასუხებ, მერე გარბიხარ, სურპრიზს მიწყობ, ეხლა კიდევ რომ გეხუტები ხელს მკრავ! მითხარი რა გინდა!-დაიძაბა კიდა, ყელზე ძარღვები დაეტყო და სახე კიდევ უფრო დაუსერიოზულდა. ანამარიას მოუნდა მისულიყო და ჩახუტებოდა, მიუახლოვდა, მაგრამ ვერ გაბედა სურვილის ბოლომდე ასრულება. სამაგიეროდ კიტამ ხელის ერთი მოძრაობით კალთაში ჩაისვა ტოლმასავით გახვეული ანა და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტა! -მადლობა ანუშკი საჩუქრიათვის! საოცრება ხარ! -ანუშკი? ეს საიდანღა მოიტანე? ოდნავ მიშორდა ანა ბიჭს, -ხედავ? ამდენი რაღაც გითხარი და მხოლოდ ანუშკი გაიგე! ხო ჩემთვის ანუშკი ხარ! -როგორი რომანტიკოსი ყოფილხარ აბაშიძე! -მაისურაძე ოდესმე მოკეტავ? -ამაზე სიცილი აუტყდა ანას. -მის სიცილზე კიტასაც გაეცინა და გოგონას ნაზად მოეფერა. ***** ოთახში შეიპარა, თან სიცილს ვერ იკავებდა ანა. ის იყო ლოგინამდე მიაღწია, რომ ელენემ თავი წამოყო, ძლივს შეიკავა ანამარიამ თავი ბოლო ხნაზე რომ არეკივლა, ისე შეეშინდა. -გაგიჟდი ელენე? გული გამიხეთქე! -სად დაბოდიალობ ქალბატონო?-ანა წამოწითლდა კიდევ კარგი ღამე იყო და არ ეტყობოდა. -უკვე კარგად გავიცანით აბაშიძეების ვაჟიო?-ანა დუმდა, არ იცოდა რა ეთქვა. -კაი ვხუმრობ-სიცილი ატეხა თოფურიამ, ანამ კი როგორც იქნა ამოისუნთქა.-აბა მომიყევი ყველაფერი!-ანამარიამ მოყოლა რომ დაამთავრა ელენეს კომენტარს დაელოდა. -მე თავიდანვე ვხვდდბოდი რომ თქვენ უბრალოდ მეგობრები ვერ იქნებოდით, მაგრამ ესე სწრაფადაც არ მეგონა, მარა დილით უნდა გენახა, რომ ვთქვი ანამარია ვერ წამოვათქო, როგორ ანერვიულდა, მთელი გზა მარტო მოდიოდა, ხმას არ იღებდა და იქაც წარბშეკრული დადიოდა, არა დიდი ცანცარით არც ისე არ გამოირჩევა, მაგრამ ესეთიც არ მინახავს რაც გავიცანი. თან მერე ისე გვექაჩებოდა მალე დავბრუნდეთო, არ დაგვაღამდესო, ამდენი ხანი რატო ისვენებთო და რავიცი კიდე, ბოლოს მეგონა მარტო გამოიქცეოდა. ამის გაგონებაზე ანამარია ისე გაბრწყინდა ცოტაც და მთვარის მაგივრად გაანათებდა, მაგრამ დიდხნიანია კი ეს ბედნიერება? ------------------------ დიდი მადლობა ვინც კითხულობს და დიდი თხოვნა მაქ კომენტარები არ დაიშუროთ!❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.