შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი V)


22-07-2015, 01:24
ავტორი Nina))
ნანახია 5 612

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი V)

-შენ აქ რას აკეთებ?!-მკაცრად,მაგრამ ღიმილით დაუსვა კითხვა მის წინ უტიფრად მდგარ დათუნა ონიანს და მის ხელზე დადებული ხელი გადააგდებინა.
არა,ახლა აქ სკანდალს ვერ მოაწყობდა,პირველივე დღეს ვერ დაიმცირებდა სახალხოდ ასე თავს და ოჯახსაც ნამდვილად ევრ გასწირავდა. ახლა მიხვდა მის შეცდომას,არ უნდა დაემალა აქსანასთვის,ჩამოსვლისთანავე უნდა ეთქვა,მაგრამ ახლა ვერაფერს შეცვლიდა.
-ლიზა,უნდა მაპატიო.-ღიმილითვე უპასუხა ონიანმა
-არაკაცი ხარ!-საოცარი სიმშვიდით დაუბრუნა პასუხი
-არაკაცი,რომელიც ყურებამდეა შენზე შეყვარებული
-არ მაინტერესებს! შენ შეცდომა დაუშვი! შეცდომებს არ ვპატიობ!
-როდის მერე?!
-დღეიდან!
-ნუ მაცინებ,ლიზა!-მკაცრად უთხრა ონიანმა.
მათ მალევე მიუახლოვდა წერეთელი.
-რამე ხდება,ლიზა?!-მკაცრად ჰკითხა წერეთელმა
-არაფერი,ერეკლე,ძველი ნაცნობია.
-ნება მიბოძეთ გაგაცნოთ ჩემი თავი,ბატონო ერეკლე,დავით ონიანი,ლიზას შეყვარებული!-გაფითრდა ერეკლე,არ ეგონა ლიზას შეყვარებული თუ ჰყავდა,გამოდის იყენებდა?! და სანამ დათო ნიუ-იორკში იყო ეს მისით ერთობოდა?! ლიზა აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ ჟურნალისტმა შეაწყვეტინა
-შეიძლება სამივეს ერთად გადაგიღოთ ფოტო?-უარს ვერც ერთი ეტყოდა და ვერც მეორე,ონიანს კი უბრალოდ უარის თქმა არ სურდა,ლიზამ ღიმილით თავი დაუქნია,ერთ მხარეს ონიანი დაუდგა,მეორე მხარეს წერეთელი.
ონიანმა წელზე მოხვია ლიზას ხელი,წერეთელმა ვერ მოასწრო ლიზას ხელზე დადებული თავისი დიდი მტევნების მოშორება,სწრაფადვე გადაიღო ობიექტივმა.
გაბრაზებული მოცილდა წერეთელი წყვილს და გაყინულ ღიმილიანი ლიზა დატოვა ონიანთან.
საკუთარ თავზე ეშლება ნერვები,რომ დაუჯერა ამ გოგოს,მერე რა რომ მამუკას შვილია...ხომ არიან შვილები,რომლებსაც მშობლები კარგი ჰყავთ,მაგრამ თვითონ არიან საშინელებები!!!
გაბრაზებულია.საშინელი თან...

-შენ რა ხუმრობ?! გაეცალე აქაურობას და აღარ დაგინახო აქ!-მკაცრად უთხრა და იქაურობას გაეცალა.
-დე,დავიღალე,შეიძლება ჩემს ოთახში ავიდე?-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა დედას
-რა თქმა უნდა,ლიზუ.
-მერე ესენი?-ჟურნალისტებზე მიუთითა და გაუღინა,მათ კი ფოტო გადაუღეს..
-არაუშავს,დე,მთავარია შენი ჯანმრთელობა-ახლა აქსანამ აკოცა და ლიზა იქაურობას გაეცალა,სამზარეულოში შეიჭრა,მიხვდა ვივიანა რაღაცას რომ ეძებდა და ჰკითხა.
-რას ეძებთ,შემიძლია თქვენი დახმარება?
-დავიჯერო მამაჩენს ვისკი არ აქვს?-შეიცხადა გოგონამ
-აჰ,ჰო,რა თქმა უნდა,აქვს,მაგრამ სამზარეულოში არ ვინახავთ,სარდაფში,მეორე თაროზე, შავი ღვინის გვერდით დევს..
-მადლობა,ვივიანა.-თბილად გაიხურა კარები და სარდაფისკენ დაიძრა,ათ წუთში აივანზე იყო. ხის დაწნილი სავარძელი მოაჯირისკენ მიეჩოჩებინა და უკანასკნელზევე შემოეწყო ფეხები,თან ვისკს წრუპავდა,თან ეწეოდა.
დავიფიცებ,არასდროს ეწეოდა ლიზა, არც უცდია, ან არც ჰქონდა სანერვიულოდ საქმე,ახლაც მამას ამოაცალა კოლექციიდან ერთი შეკვრა და ზის პენუარის ამარა და სიგარეტს ეწევა...
ტირილი უნდა,ყელში აქ ბრაზი მობჯენილი,როგორ გაბედა,როგორ გაბედა და მიუახლოვდა...
როგორ გაბედა და უტიფრად ჩამოფრინდა ნიუ-იორკში,დავიჯერო სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია? იმედია აქ არ დარჩება! თორემ გააფრენს!
ყელში დიდი ბურთულა გაეჩხირა..
ნერწყვს ყლაპავს.
ვისკსაც,მაგრამ ვერცერთი აგორებს იქეთ...
ჭიქა აიღო და იატაკზე დაახეთქა.
-ჯანდაბაში წასულხართ ყველა!-იღრიალა ბოლო ხმაზე,იმ იმედით რომ არავინ გაიგებდა,ახლა არ ჰქონდა არაფრის თავი.
საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და მეორე ღერს მოუკიდა უკვე..

-ეწევი?-ამრეზილი თვალებით ჰკითხა წერეთელმა
-შენ ვინ გეკითხება?-უხეშობაში არ ჩამორჩა ზვიადაური
-თან მთვრალი ხარ?-ირონიულად დაამატა ერეკლემ-რაო,ამსაღამოს ვერ დავწვები შენთანო ონიანმა?!-თავში აასხა სისხლმა ზვიადაურს.
ასე მაშინაც არ დაუმცირებია ონიანს,როდესაც საკუთარი დაქალის საწოლში იპოვა,სიტყვები ვერ შეაკოწიწა და დადუმება არჩია. ცრეებს არაფრის დიდებით არ გადმოყრის,მით უმეტეს ერეკელს წინ,ახლა განსაკუთრებით,მშვიდად განაგრძო სიგარეტის მოწევა.
-დუმილი თანხმობის ნიშანია!-დაისისინა წერეთელმა,მერე მარტივი ხელის მოძრაობით სიგარეტი მესამე სართულიდან მიფრინავდა და სავარაუდოდ წამებში უკვე პირველ სართულზე ეგდი განწირული და თვითმკვლელს ელოდა...

-შენ...-ამოილუღლუღა ლიზამ-რამდენის უფლებას აძლევ თავს?! მხოლოდ ეს იყო დარჩენილი საღამოს დაგვირგვინებისთვის,ჯანდაბამდ გზა გქონია,შენც და შენისთანებსაც,გოგოს პატივისცემა და გოგოს დაფასება რომ არ იცით,ყველა ერთნაირი ნაგავი ხართ!-ხმის ტონს ვერ აკონტროლებდა ზვიადაური
-აჰ,რომ არ გამოგიტენეთ საწოლისთვის მაგიტომ?!-ხელი მწარედ გაარტყა ზვიადაურმა
-კმარა! გეყოს! ამით მე კი არა საკუთარ თავს იმცირებ! ის რა დონის ლაჩარი იყო იმ ღამით გავიგე,კლუბში ცრემლად რიმ ვიღვრებოდი, და შენ! საკუთარი სახე ამ წამს დამანახე,მაშინ,როდესაც მე სულელმა ვიფიქრე რომ ღირსეული ადამიანი იყავი! ჯანდაბაშიც წასულხართ! სიგარეტსა და საბთებელას ხელი დაავლო,მერე ვისკიც თან წაიყოლა და მეოთხე სართულისკენ აიღი გეზი.
მეხუთე საფეხურს ადფამდა ფეხს,როდესაც ფეხი აუსხლტა და ფრიალით ჩაეშვა ერეკლეს მკლავებში,ვისკი კი მეტლახს დაასკდა და ნამსხვრევებად იქცა ბოთლი და სითხეც დაფბლა დაიქცა.
წამით ისევ იგრძნო ერეკლეს სხეულიდან წამოსული სითბო და ისევ დაბუსუსდა,როდესაც მიხვდა რომ ასე ყოფნა კიდევ და კიდევ ამძაფრებდა მის დაბუსუსებას აფართხალდა და ერეკლეც იძულებული გახდა ქვევით ჩამოსვა,წამსვე შეერჭო ფეხის გულებში ვისკის ბოთლის დამსხვრევები და მუხლებზე დაეცა,მუხლებიც დაესერა და ხელის გულებიც.
-აუუუ-ამოიკნავლა და წამსვე გადმოსცვივდა დაგროვებული ცრემლები-მძულს ყველა,ყველანი მძულხართ,საკუთარი თავიც მძულს ასეთი სუსტი და უნებისყოფო რომ ვარ და შენ პირველ რიგში მძულხარ,ერეკლე წერეთელო!-განწირულად კიოდა და სცვიოდა სიმწრისა და ტკივილის ცრემლები.ხელი მიაშველა,მაგრამ იუარა-არც გაბედოდ აღარ შემეხო მეორედ!
-ნუ ზედმეტობ და მომკიდე ხელი,მოგეხმარები წამოდგომაში
-შენ?მე? არანაირად! ვერასდრის,ვეღარასდრის შემეხები გაიგე?!-იღრიალა გამწარებულმა
-ლიზა ნუ ჯიუტობ,სისხლი გდის-მაინც გაძალიანდა ლიზა-ჯანდაბა,ამის დედაც...-ხელი დაავლო ლიზას და ხელში აიყცანა,მერე მისი ოთახის კარი შეაღო და საკუთარ საწოლზე მოათავსა,ლიზას ესიამოვნა მამაკაცის სურნელით გაჟღენთილი საწოლი და უარესად გაბრაზდა საკუთარ თავზე რომ ეს ყველაფერი სიამოვნებდა.
-ჩემს ოთახში მინდა-ლუღლუღებდა გონება მიბნედილი,სიამოვნებისა და ტკივილის ბურანში მყოფი და მამაკაცის მკერდს ეჯაჯღუნებოდა.
-ნუ მიწვევ,ზვიადაურო! ნუუ!! გამიფრთხილებიხარ!
-არ შემეხო,მულს სხეულის ყველა ის ნაწილი,სადაც შენ მეხები!
-რატომ,ონიანის ნაკვალევის გაქრობა არ გინდა?!-კიდევ ერთხელ იგრძნო,დამცირების ნოტების გაჟღერება წერეთლის ხმაში და სიკვდილი მოუნდა,შუშა შერჭობილი ფეხებით წამოდგა და ეგრევე წაიქცა,გამწარებულმა ანოიგნავლა და გამწარებულმა ისევ სცადა წამოდგომა,ერეკლემ რომ ხელები შეაშველა...
-გტკივა,ვხედავ,დაწექი ჭრილობას დაგიმუშავებ!-მკაცრად დაიღრინა მამაკაცმა
-შენნაირებს შეუძლიათ ტკივილის მოშუშება?-ამრეზით შეხედა გოგონამ და მამაკაცს ჰქონდა ხელები შემოკრული მთელს სხეულზე და ასე იჭერდა.
-დაწყნარდი,იციდე ძალით გაგაკავებ!
-არ გაგიჭირდება მხეცობა!
-ლიზა,გაჩუმდი,სუ,ჩშ!-ტუჩებზე მიადო საჩვენებელი თითი და წამებში ვნებამ აიტანა ორივე
-ხელი გასწი!-დაიღრინა
-მაშინ მადროვე!-გაჩუმდა ლიზა და მოისვენა,დროდადრო კვნესოდა,ტკიოდა შუშის ამოტანის პროცესი და რა ექნა.-ლიზა ასე თუ გაიწელე ვერ გავხდები ვერაფერს!
-ხო,მაგრამ მტკივაააააა-სახე დამანჭა ტკივილისგან.
-აჰა,ბოლოა,ოღონდ მერე სპირტი უნდა აიტანო
-არა,შანსი არ არის! პროსტა არა,არა და არა!
-ლიზა,ნუ მაწვალებ.

ძლივს-ძლიობით ამოიღო ბოლო შუშის ნატეხი და გოგონა მოასვენა ხუთი წუთით. სუნთქვა აღარ შეეძლო ლიზას,იმდენი იტირა თავი გაბერილი თევზი ჰგონია..
მამაკაცმა მოულოდნელად სპირტიანი ბამბა მიაწება მუხლებზე და გოგონა ინსტიქტურად,თავის დაცვის მიზნით აეკრა სხეულზე,მაგრამ მალევე მოეგო გონს და მოშორდა გახურებულ სხეულს.ძლივს მორჩნენ ჭრილობების დამუშავებას,ლიზამ კი იმდენი იტირა ალბათ სულ დაუშრა ცრემლები და მთელი ერთი წელი აღარ იტირებს..
-ახლა აბაზანა და ეგ არის-დაბეჯითებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ლიზას გაშიშვლებას შეუდგა,წამსვე გააჩერა გოგონამ
-ჩემით!
-ახლა პენუარს გაგხდი,დანარჩენი ჯაკუზში ფაიხადე შენით,ნუ გერიდება შიშველიც გვყავხარ ნანახი.-ბოლოს ჩაისისინა მაინც და გოგონას შეუწითლა ღაწვები
-თვითკმაყოფილი მაიმუნი!
-ჩავთვლი რომ მომესმა-სწრაფად გადააძრო მაქმანებიანი,ატლასის,წითელი პენუარი და ხელში აიყვანა-დღეს უკვე მერამდენედ ამყავხარ ხელში!
-ჩიტის წონა ვარ,დიდი ამბავი!-არ დაუთმო ზვიადაურმა-იმაზეც მადლობა თქვი რომ უფლებას გაძლევ,ამდენი დამცირების შემდეგ
-თუმცა სხვა გზა არ გაქვს არა?!-დააბოლოვა ლიზას ფიქრები,ჯაკუზში ჩასვა და გოგონას ტუჩებზე დაუსვა თითები
-ხელი არ შემახო
-დიდი ამბავი! ათასჯერ მაინც შეგეხებოდა ონიანი-მაინც დაისისინა და იქაურობას გაეცალა.
ვერ ხვდება რატომ ეუხეშება,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ონიანის არსებობის შესახებ გაიგო,ერთადერთი რისთვისაც გამოადგება ეს გოგონა გართობაა,სხვა მხრივ ვერანაირად იქნება მასთან,ახლა არც გართობა გამოუვა,მამუკას შვილია და სხვა რომ არაფერი მამუკას ვერ აკადრებს მსგავს! აწი ყველანაირად ეცდება მისგან თავი შორს დაიჭიროს..

ცოტახანში შეაკითხა ლიზას აბაზანაში,ჩანი-ჩუმი რომ არ გამოდიოდა ცოტათი შეშინდა,მერე ჩაძინებული რომ დაინახა,გაღიმება უნდოდა,მაგრამ საკუთარ თავს არ მისცა უფლება,პირსახოცი შემოახვია და ლიზას ოთახში გაიყვანა,საწოლში დედაშობილა,მაგრამ მშრალი დააბრუნდა,პლედი გადააფარა,შუბლზე ეამბორა და იქაურობას გაეცალა...

***
დილით ისევ მცხუნვარე მზის სხივებმა გააღვიძეს,ოღონდ ამჯერად თავი ძალიან სტკიოდა,ერეკლეს სახლში დაწყებული დილა გაახსენდა და უნდოდა თავთან წამლები დახვედროდა ისევ.
არ ვიცი სასწაული იყო,
ბედი
თუ
უბრალოდ იღბალი, ლიზას საწოლის თავთან,ტუმბოზე ისევ დახვდა წამალი და ჭიქა წყალი,უხმოდ დალია და გასული ღამის გახსენებას შეუდგა.
ახსოვს როგორ დაინახა დათუნა სახლში,როგორ გაბრაზდა წერეთელი,როგორ გადაიღეს ერთად სურათი და როგორ გამოვარდა ლიზა აივანზე დასალევად და მოსაწევად.
საუბედუროდ თუ სავედნიეროდ არაფერი ახსოვს,საწოლში კი სრულიად შიშველი წევს,თმებს დახედა,ზურგზე რომ მიწეპებული,სველი იყო,ალბათ იბანავა მთცრალმა და მაგიტომაც არის ახლა დედაშობილა. თავი გააქნია უაზრო,არაფრისმომცემი ფიქრებისგან და მოსაწესრიგებლად წამოდგა. მალევე მოწესრიგდა, ჯინსის შორტი და თეთრი მაისური ჩაიცვა და კიბეებზე დაეშვა.მისი ოჯახი უკვე შეკრებილიყო უზარმაზარ მაგიდასთან სასადილოდ და მხოლოდ ლიზას ელოდნენ
-მე მეგონა აღარ ჩამოდიოდი-მხრები აიჩეჩა მამუკამ
-ჩემს მამიკოს ჩემს გარეშე ვასადილებდი?!-წარბები აათამაშა და წვერშეპარულ ლოყაზე ხმაურიანად ეამბორა,გული ამოუვარდა ლამის საგულედან კიბეებზე დაშვებული ერეკლე რომ დაინახა ნაცრისფერ სპორტულებში.
-ვეჭვიანობ!-გაისმა აქსანას საოცრად თბილი ხმა
-დეე,შენ ჩემი პრინცესა ხარ ხოიცი!-მივიდა და დედას მხიარულად მოეხვია მერე საფეთქელთან,საყვარელ ადგილას აკოცა.
-აპ,აპ,პრინცესა შენ ხარ! ის დედოფალია!-თითი აიქნია მამუკამ-აჰ,მოდი, ერეკლე,შემოგვიერთდი ოჯახურ იდილიაში.
ცოტახანი უხმოდ ისხდნენ, მერე აქსანამ დაარღვია სიჩუმე
-დედი,გუშინ დათუნა გაბრაზებული გავარდა სახლიდან,იჩხუბეთ?-შიგნიდან ჭამდა ისე აინტერესებდა ერეკლეს პასუხი,თითქოს ერეჯლეს თავში იჯდა აქსანაც...
-დედა- ...ლიზამ მძიმედ ამოუსუნთქა და ჩანგალი საკუთარ ადგილს დაუბრუნა,ლაპარაკისთვის მოემზადა...


ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი V)


--------
გთხოვთ,ჩემო ლამაზებო,დააფიქსირეთ რა რას ფიქრობთ.
ჰო,სავარაუდოდ,შაბათს,კვირას და ორშაბათს ვერ დავდებ ახალ თავს,რადგან თურქეთში მივდივარ და გზაზე დღე მინდა,თან რომ მივალ ეგრევე წერას ხოარ დავიწყებ,დავლაგდები და მერე ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ.
მადლობ რომ კითხულობთ.
მიყვარხართ. love



№1  offline წევრი anni-gio2001

Kargia me dzaan momwons

 


№2  offline მოდერი Nina))

ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ...
სამწუხაროდ საზღავრგარეთ ვარ და ვერ ვდებ ახალ თავს... გპირდებით 26ში ან 27ში დაგიბრუნდებით ახალი თავით.
მიყვარხართ ძალიან..❤
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent