შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის... (დასასრული) სინათლე გვირაბის ბოლოს...


22-07-2015, 03:06
ავტორი nicol
ნანახია 23 690

– თინი, უნდა ჩამოხვიდე. – კინაღამ ფეხები მომეკვეთა ნათიას ხმა, რომ გავიგე ტელეფონში.
– რა მოხდა? – ყველაზე უარესი წარმოვიდგინე. – ნიკა?
– ნიკას არაფერი სჭირს, დამშვიდდი.
– ნათი გეხვეწები მითხარი, ხომ ნამდვილად კარგადაა ყველაფერი.
– კი, თინი, უბრალოდ ერთი ადამიანის თხოვნით გირეკავ. – სანამ რამეს ვკითხავდი, ჩქარა დაამატა. – ის ერთი ადამინი ნიკა არ არის.
წარმოდგენა არ მქონდა ვისი თხოვნით შეიძლება დაერეკა ჩემთვის ნათიას, ან რა საქმე ჰქონდა იმ ვიღაცას ჩემთან? არადა კარგად ვიცოდი, ნათია ტყუილუბრალოდ არ მთხოვდა ამხელა გზის გავლას. მითუმეტეს იცოდა, როგორი ტკივილიანი იქნებოდა ჩემთვის თბილისში დაბრუნება. რამდენიმე დღეში მოვაგვარე საქმეები და გავემგზავრე.
ტრაპიდან, როგორც კი ჩამოვედი, ხარბად შევისუნთქე თბილისის ჰაერი. ნოემბრის სუსხი იგრძნობოდა. რა თქმა უნდა დიმა დამხვდა.
– ჯერ ჩვენთან წავიდეთ და მერე გაგიყვან სახლში.
– დიმ, ასე მგონია, რაღაცას მიმალავთ.
– კი, გიმალავთ. სახლში უცხოპლანეტელები გვყავს და ისე რომ გვეთქვა არ დაგვიჯერებდი, ახლა ფაქტის წინაშე უნდა დაგაყენოთ. – დიმას იუმორს დრო ვერაფერს აკლებდა.
სახლამდე ხმა აღარ ამომიღია, ისედაც მივხვდი, რომ წესიერ პასუხს ვერ მივიღებდი. ნათია კიდე უფრო გაბუშტულიყო, ძლივსღა მოძრაობდა.
სამზარეულოში ვიჯექით.
– ჩაის დალევ, თუ ყავას? – ქურასთან მისული მომიტრიალდა ნათია.
– ჩაის.
– ოჰო, იგრძნობა ინგლისის გავლენა. – გადმომკრა დიმამ.
ძველი დრო გამახსენდა. როგორ ვისხედით „ჩვენი“ სახლის სამზარეულოში და ვსაუზმობდით. ოღონდ ოთხნი. მეოთხე მაკლდა ძალიან. თვალზე ცრემლი მომადგა. ჯერ კიდევ ძალიან მტკიოდა. ნათიამ შემამჩნია და შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა ჩემი ყურადღება.
კარებზე ზარი გაისმა. ნიკა გასაღებად წავიდა, ნათია მე მომიტრიალდა:
– თინი, არ ვიცი ამას როგორ მიიღებ, მაგრამ ხომ იცი, შენთვის მარტო სიკეთე გვინდა. ძალიან გთხოვ ბოლომდე მოუსმინე და მერე უპასუხე.
დაბნეული ვუყურებდი. მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ჩემგან. კარებში სტუმარი გამოჩნდა. გაოცებისგან კინაღამ ჭიქა გამივარდა ხელიდან.
კარებში ნინო იდგა... სწორედ ის ნინო. არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ნათიამ თავზე მაკოცა და გავიდა. მარტო დაგვტოვეს.
– ალბათ, მე ყველაზე ნაკლებად მელოდი, არა?! – დაიწყო გაუბედავად
„შენ საერთოდ არ გელოდი“ – გავიფიქრე გულში, თქმით კი არაფერი მითქვამს.
მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და ჩანთიდან ამოღებული ქაღალდები მომაწოდა. გაოცებულმა გადავხედე. სამედიცინო დიაგნოზი იყო. ბოლომდე ვერ მივხვდი, რაღაც ანევრიზმაზე იყო საუბარი. მუცლის აორტის ანევრიზმაზე. ვიღაცას, რომელიც პაციენტად იყო მოხსენიებული, საკმაოდ დიდი ზომის ანევრიზმა ჰქონდა, რომელიც ოპერაციას აღარ ექვემდებარებოდა. ნებისმიერი გარეგანი ჩარევა, მის გახეთქვას გამოიწვევდა და ფატალური შედეგი მოყვებოდა. ვერ მივხვდი მე რატომ მაჩვენებდა ამას. წამით ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ექიმი ვგონივარ-მეთქი. მაგრამ ის, რაც მერე გავიფიქრე... კინაღამ ადგილზევე გავქვავდი.
– ეს დიაგნოზი ვისია? – ვიკითხე ჩახლეჩილი ხმით. – ნიკას... – მეტი ვეღარ შევძელი.
თავი გამიქნია. ადგა, ფანჯარასთან მივიდა და სევდიანი თვალებით შემომხედა.
– ჩემია. – თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. დედას გეფიცებით, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მენუგეშებინა, მეთანაგრძნო, როგორ მოვქცეულიყავი. ვერაფერი ვუთხარი, ჩუმად ვიყავი. თვითონ იდგა ფანჯარასთან და სივრცეს გაჰყურებდა.
– ძალიან ვწუხვარ. – ჩავილაპარაკე, როგორც კი გონს მოვედი. – არც კი ვიცი, რა გითხრა. დარწმუნებული ვარ რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. ნიკამ იცის?
თავი გამიქნია უარის ნიშნად.
– კი, მაგრამ ბავშვი? შენთვის ამ მდგომარეობაში ორსულობა როგორ შეიძლება? – როგორც იქნა ჩავწვდი ამ საქმის მთავარ პრობლემას.
– სწორედ ამიტომ მინდოდა შენთან შეხვედრა.
ისევ სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო.
– მე და ნიკა, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. სამი წელია. იდეალური ადამიანია, ნაკლის გარეშე. ყოველთვის მიყვარდა, პირველივე დანახვიდან. თვითონაც ჰქონდა ჩემს მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, უბრალოდ ჩემთან თავს მშვიდად გრძნობდა. მე ამაზეც თანახმა ვიყავი. არასდროს არაფერს დამპირებია და არც მე მომითხოვია მისგან რამე. ძალდაუტანებელი ურთიერთობა გვქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელაც წავიდოდა და თითქოს მზად ვიყავი კიდეც ამისთვის. მარიკოს ამბის მერე, საერთოდ არავისთან კონტაქობდა, დიმას გარდა. ჩემთანაც აღარ მოდიოდა. მერე ტელევიზიით თქვენი ნიშნობის ამბავი გავიგე. რომ იცოდე, როგორ შემშურდა შენი. ზოგადად ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, მოვლენებს საღი თვალით ვუყურებ და ამასაც შევეგუე. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ან რა მქონდა საისტერიკო? არასდროს მოვუტყუებივარ. ჩემი გრძნობები, კი ჩემი პრობლემა იყო. იმ დღეს, რომ მოვიდა თვალებს არ დავუჯერე. სახლში უხმოდ შემოვიდა განადგურებული იყო. ასეთი არასოდეს მენახა. მოხდა ის რაც მოხდა. დილით შენს ზარს ისე ვუპასუხე, არც კი დავფიქრებულვარ. დამიჯერე, სპეციალურად არ გამიკეთებია. თვითონ, რომ მიხვდა ვინც რეკავდა, ყველაფრის უნარი წაერთვა. შენ რომ გათიშე, კიდევ დიდხანს ეჭირა ტელეფონი ყურთან და მძიმედ სუნთქავდა. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდი მისთვის. როცა მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყრნოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ერთად არასდროს ვიქნებოდით. ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. როგორც ქალს ძლიან მინდოდა უსაზვრო სიხარული დამენახა მის თვალებში, მაგრამ სინანულის გარდა ვერაფერი დავინახე. მივხვდი, იმ წუთას შენზე ფიქრობდა. ვერაფერს ვიზამდი, ის მე არ მეკუთვნოდა. – ცოტა ხანი გაჩერდა, ძალა მოიკრიბა და განაგრძო. – ჩემი ავადმყოფობის შესახებ ძალიან გვიან გავიგე, ნაყოფი უკვე დიდი იყო. ვერც აბორტს და ვერც მშობიარობას ვერ გადავიტან, ორივე სასიკვდილოა ჩემთვის.
ვიჯექი გაოგნებული, გახევებული და ვერც კი ვგრძნობდი რომ ვტიროდი. ბოლომდე შემძრა ამ ყველაფერმა. წარმოიდგინეთ, არჩევანის უფლება არ ჰქონდა. ან იყო კი რამე ასარჩევი?
– გადავწყვიტე გამეჩინა. – განაგრძო რამდენიმე წუთიანი დუმილის შენმდეგ. – ნიკა ნამდვილად იმსახურებდა ამას. ახლა გადავალ მთავარზე, ამ ყველაფერს შენ რატომ გიყვები. მინდა ეს ბავშვი შენ იშვილო. დედის გრაფაში შენი სახელი უნდა მიეთითოს. ადვოკატს ველაპარაკე და მითხრა, რომ შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ნიკას ცოლი ხარ. ეს ყველაფერს გააადვილებს.
წარმოგიდგენიათ მე რას ვგრძნობდი მაშინ? ვერაფრით ვიაზრებდი რას მეუბნებოდა. ტვინი ვერ აღიქვამდა. უნდა მეშვილა ნიკას შვილი.
– ნიკა თანახმაა? – ერთადერთი ამის კითხვა მოვახერე.
– არც მიკითხავს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამას არ ვაკეთებ არც ნიკას და არც შენი გულისთვის. მე მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ მისთვის ყველაზე კარგი დედა შენ იქნები. შენ ყველაზე მეტად დააფასებ მის არსებობას და მიიღებ ისე, როგორც ღვთის საჩუქარს.
ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო და გამომიწოდა.
– აქ ჩემი ანდერძია, რასაც დაეფუძნება შენთვის ბავშვის მოშვილების პროცესი. გადახედე და თუ თანახმა იქნები, ხელი მოაწერე.
– ნიკა არ დათანხმდება ამას. – გაუბედავად ჩავიჩურჩულე. – ბავშვს ახლოსაც არ გამაკარებს. – სასოწარკვეთილი ვბუტბუტებდი. უკვე მეშინოდა, რომ მართლა არ მიმაკარებდა ახლოს ჩემს შვილს. ის უკვე ჩემი შვილი იყო.
– მოუწევს პატივი სცეს ჩემს უკანასკნელ სურვილს.
კარი გაიხურა და გავიდა.
დავრჩი მაგიდასთან. თავი ხელებში ჩავრგე და დავყურებდი საქაღალდეს, სადაც ჩემი მომავალი ცხოვრების აზრი იყო. მეშინოდა დამეჯერებინა. მინდოდა, მაგრამ მეშინოდა.
ნათია შემოვიდა. ისევ ისე ვიჯექი, გაოგნებული და გაქვავებული.
– ნათი... – ესღა მოვახერხე და ავტირდი. გულამოსკვნით ვტიროდი.
– სუ, ჩემი გოგო, სუ...


****
რა თქმა უნდა ხელი მოვაწერე ნინოს მიერ დატოვებულ საბუთებს. თვითონ მივუტანე. კარი გამიღო, მელოდებოდა. ზუსტად იცოდა, რომ მივიდოდი. ოთახში შევედით და საქაღალდე გავუწოდე. არც გადაუშლია, უკვე იცოდა, რომ თანახმა ვიქნებოდი. ჩაი შემომთავაზა.
– ნინო, ყველაზე გაბედული ადამიანი ხარ, ვისაც კი შევხვედრივარ. – წამოვიწყე ჩუმად. – შენი ხასიათის თუნდაც მეასედი, რომ მქონოდა... – ვეღარ გავაგრძელე.
თვითონაც თავი ჩახარა. არ იყო მისთვის ადვილი.
– სქესი, იცი? – ვკითხე გაუბედავად.
– გოგოა. – თვალები ცრემლით აევსო.
მე უკვე ვტიროდი. ჩემი გოგო იყო, ჩემი პატარა ანგელოზი. გეფიცებით, საკუთარ მუცელში ვგრძნობდი მის სითბოს. თითქოს ჩემში ფეთქავდა მისი პაწაწინა გული.
– ერთს გთხოვ... – თვალებში შემომხედა. – გეხვეწები, ჩემი არსებობის შესახებ მოუყევი. სანამ პატარა იქნება არა. მერე, როცა გაიზრდება. გთხოვ უთხარი, რომ ამ სამყაროში არსებობდა კიდევ ერთი დედა, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. როცა შენ ჩათვლი საჭიროდ მაშინ.
მისი ისე მესოდა, როგორც არავის შეეძლო გაეგო. ის იყო დედა, რომელიც ვერასოდეს შეძლებდა, ხელში აეყვანა საკუთარი შვილი, მოფერებოდა და უსაზღრო სითბო გაეზიარებინა. ვინ გაიგებდა ამას ჩემზე უკეთესად?!
სამი დღის მერე იყო დაგეგმილი საკეისრო. მთელი ის პერიოდი, ნიკას არ შევხვედრივარ. სიმართლე გითხრათ მეშინოდა. მეშინოდა იმის, რომ არაფრად ჩააგდებდა ნინოს სურვილს და ბავშვთან მიკარების უფლებასაც არ მომცემდა. ვერიდებოდი. მე მგონი ისიც არ იცოდა, რომ თბილისში ვიყავი. ვერც საავადმყოფოში გავბედე მისვლა. სახლში ვიყავი და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ოთახში წინ და უკან დავდიოდი და ვტიროდი. ვერ ვჩერდებოდი. ადგილს ვერ ვპოულობდი. ნათიაც არ იყო ჩემთან. ის და დიმა სამშობიაროში იყვნენ, ნიკასთან.
მოსაღამოვებეული იყო ნათიას მესიჯი, რომ მივიღე:
„თინი, დაიბადა. ანგელოზი დაიბადა. საკუთარი დედის ჯერ კიდევ მფეთქავ გულზე მხოლოდ სიცოცხლის პირველი 5 წუთი გაატარა.“
იატაკზე დავემხე და ავტირდი. მთელი გული ამოვაყოლე. ჩემი პაწაწინა ანგელოზი დაიბადა. მფარველი ანგელოზი, რომელიც ამ სამყაროში ჩემს არსებობას ამართლებდა.
ნინოს დაქირავებულმა ადვოკატმა, რომელსაც ევალებოდა მისი ანდერძი სისრულეში მოეყვანა, მოახერხა და ღამე, როცა სამშობიაროში უკვე აღარავინ იყო. ჩემს შვილთან შემიშვეს. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე, ის რასაც მაშინ ვგრძნობდი, როცა პირველად ვნახე, როცა ხელში ავიყვანე, როცა გულში ჩავიკარი. პატარა უსუსური არსება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემზე იყო დამოკიდებული. ვჭირდებოდი. ნეტავ სცოდნოდა მე როგორ მჭირდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მე ვატარე მუცლით თუ არა, ის მაინც ჩემი ღვიძლი შვილი იყო. დედას მუცლადყოფნისასაც ისევე, რომ უყვარდეს შვილი, როგორც მაშინ, როცა ხელში პირველად იყვანს, დარწმუნებული ვარ აბორტი აღარ იარსებებდა.
მთელი ღამე დავრჩი. ექთანს შევეცოდე და მომცა ამის უფლება. მთელი ღამე გულზე მყავდა მიწვენილი და საკუთარ გულთან ვგრძნობდი, მისი პაწაწა გულის ფეთქვას.
****
დგებოდა გადამწყვეტი მომენტი, ნიკას უნდა გაეგო ანდერძის არსებობა. მეხის გავარდნას ველოდებოდი.
გავარდა კიდეც.
გააფთრებული მოვარდა ჩემთან. ცხირწინ ქაღალდებს მიფრიალებდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
– რა არის ეს, შეგიძლია ამიხსნა? – თავს ვერ აკონტროლებდა. – რას ნიშნავს ეს? არ გეყო რაც წამართვი ცხოვრებაში? ახლა რაღა გინდა? რატომ არ მეშვები? – ადამიანს აღარ ჰგავდა.
– არაფრის წართმევას არ ვაპირებ – ძლივს შევძელი ხმის დამორჩლება.
– მეტი რაღა უნდა წამართვა? სიცოცხლის უფლება წამართვი უკვე კარგა ხანია.
ვიდექი და ვხედავდი, როგორი ტკივილიანი თვალებით მიყურებდა. ჩემი ბრალი იყო თითოეული ჩამქვრალი სხივი მის თვალებში. მზად ვიყავი ყველანაირი სასჯელი ამეტანა ამისთვის, ოღონდ იმ პატარა ანგელოზს ვერ დავთმობდი, ჩემი სულის ნაწილს.
– დაიმახსოვრე, თინი, არ მოგცემ უფლებას... – ხმა ჩაუწყდა. – სიცოცხლის უკანასკნელი იმედი წამართვა, ჩემი შვილის დედობას ვერ ეღირსები.
ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ძალიან სასტიკი იყო, აუტანელი იყო მისი სიტყვები. ყველანაირად ცდილობდა ნინოს ანდერძი გაეუქმებინა. იმ დღის შემდეგ, ხომ ბავშვს საერთოდ არ მაკარებდა. სამაგიეროს მიხდიდა. უნდოდა ათმაგად მეზღო მისთვის მიყენებული ტკივილისთვის. სასტიკად მექცეოდა, მაგრამ მაინც არ მძულდა. მაინც ჩემი ნიკუშა იყო და იმიტომ. უბრალოდ მინდოდა შეეგნო, რომ ვერაფრის ფასად ვერ ვიტყოდი უარს ბავშვზე.
ორი კვირა იყო გასული. უკვე ორი კვირა იყო პატარა არ მენახა, საკუთარ თავს არ ვგავდი.
იმ დღეს მოვიდა. არ ყვიროდა, მშვიდად იყო – გარეგნულად, თორემ შინაგანად ვხედავდი, როგორ უჭირდა.
სახლში შემოვიდა და საქაღალდე გამომიწოდა.
– მორჩა, ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი აღარ ვართ.
საქაღალდეს დავხედე, განქორწინების საბუთები იყო. ჩემი გამოგზავნილი. არ გამომირთმევია. ვამჩნევდი, როგორი ძნელი იყო მისთვის. უღონოდ დასწია ხელი.
– შენც, ხომ ეს გინდოდა? – ხმას უკვე რიხი დაჰკარგვოდა, ტკივილი იგრძნობოდა.
ხმას არ ვიღებდი. ვერ ვიღებდი. ვერ ვიტანდი მის ასეთ ტკივილიან გამოხედვას. იქვე დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
– როგორ მოვედით აქამდე? თინი, როგორ შევძელით ჩვენი სიყვარული ამისთვის დაგვემსგავსებინა? ორივემ დავაშავეთ. ძალიან გვიანია უკვე, ზედმეტად ვატკინეთ ერთმანეთს. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, უცხოები გავხდით. უკვე ცოლ-ქმარიც აღარ ვართ, თუნდაც ფორმალურად. – წამოდგა და კარისკენ გაემართა. საქაღალდე ისევ ხელში ეჭირა, ვერ შეძლო დაეტოვებინა.
– არაფერი დამთავრებულა. – პირველად ამოვიღე ხმა. შედგა. – ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვართ. ჩემი ხელმოწერა არ არის მანდ.
დავინახე, როგორ აიტანა კანკლმა, როგორ ჩახედა ქაღალდებს, როგორ გაუშტერა თვალი ჩემი გვარის გასწვრივ სიცარიელეს.
– შენ გგონია, მარტო შენთვის იყო აუტანელი ეს ყველაფერი? შენ გგონია, მარტო შენ გტკიოდა? ვერც მე შევძელი.
უკან არ მოუხედავს. ძლივს გადადგა ნაბიჯი და წავიდა.
ამ შეხვედრის მერე ოთხი დღე იყო გასული, ღამით ნათია რომ მესტუმრა. კარი რომ გავაღე და ჩემი გაბერილი მეგობარი დავინახე, კინაღამ გული გამისკდა.
– ნათი, ხომ მშვიდობაა? ამ შუაღამისა დიმამ, როგორ გამოგიშვა მარტო?
– ვინ ჰკითხა დიმას, თორემ რას გამომიშვებდა?!
– ხომ მშვიდობაა. – ვკითხე აღელვებულმა.
– წამოდი, ერთ ადგილზე უნდა გამომყვე.
არაფრის თქმა არ მაცადა. ხელი დამავლო, რაც პირველი მოხვდა მომახურა ბეჭებზე და გარეთ გამიყვანა.
– საჭესთან შენ დაჯექი, თორემ ამ მუცლის გადამკიდე, ვეღარ ვეტევი ვერსად.
ჩავჯექით.
– საით მივდივართ?
– წინ იარე და გიკარნახებ.
დავიძარით. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, მივხვდი, ნიკას სახლისკენ მივდიოდით.
– ნათი... ვერ წამოვალ, ხომ იცი.
– თინი, გეხვეწები ახლა ნერვები არ მომიშალო, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება, უკვე ბოლო თვეში ვარ. თუ არ წამოხვალ, არც მე მოვიცვლი ფეხს აქედან, ვიჯდები სიცივეში, გავცივდები და დიმას მერე შენ გაეცი პასუხი.
– ის მაინც მითხარი, რატომ უნდა წამოვიდე.
– ბავშვი ვერ არის კარგად, მთელი დღეა ტირის. ექიმიც ჰყავდათ, მაგრამ ვერაფერი გაუგეს. ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს ნიკა. თინი, ზუსტად ვიცი, ბავშვს დედა სჭირდება.
იმოქმედა. დავძარი მანქანა და ცოტა ხანში, უკვე ზარს ვრეკავდით. კარი დიმამ გაგვიღო. გაოცებულმა შემოგვხედა ჯერ მე, მერე ნათიას.
– მერე აგიხსნი. – არც კი გაჩერებულა ისე მიაძახა ქმარს.
კიბე სულმოუთქმელად ავიარეთ. კიბის თავზე იდგა ნიკა. ნათიამ ხელი დამავლო და ბავშვის ოთახისკენ წამიყვანა. ნიკას რომ ჩავუარეთ გვერდით, საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა და სვლა არ შეუნელებია ისე მიაძახა:
– არც კი გაბედო!
ხმა მესმოდა, ტიროდა. გული მომეწურა. ოთახში შევედი. საცოდავ ძიძას აღარ იცოდა რა ექნა, რას აღარ აკეთებდა, მაგრამ ვერაფრით ამშვიდებდა. მივედი, ხელში ავიყვანე ჩემი ციცქნა. დაუჯერებელია, მაგრამ გაჩუმდა. გულზე გადავიწვინე და სარწეველა სკამში ჩავჯექი. ჩემს მკერდზე ედო თავი და ეძინა. უკვე მარტო ვიყავი ოთახში... მასთან ერთად. ამ ერთი ციდა არსებას როგორ შეეძლო ჩემი გულის გათბობა?!
– თოთო ბავშვმაც კი იცის რა არის სწორი, თქვენს თავებში როდის შევა? – გავიგე, როგორ ეუბნებოდა ნათია ნიკას.
ძალიან დიდხანს მყავდა გულზე ახუტებული. რომ მივხვდი ღრმად ჩაეძინა, თავზე ვაკოცე და თავის საწოლში ჩავაწვინე. კიდევ დიდხანს ვუყურებდი მძინარეს.
ძიძა უნდა მენახა, მაინტერესებდა როდის ჭამა საჭმელი. მინდოდა ჩემი ხელით მომემზადებინა და მეჭმია. გაუბედავად გამოვედი ოთახიდან, ჯერ კიდევ ვგრძნობდი უხეხულობას. კიბესთან რომ მივედი, ჩემი ოთახისკენ გამექცა თვალი. სევდა შემომაწვა, აღარ ერქვა ამას უკვე ჩემი. ფეხებმა თვითონ მიმიყვანა კარებამდე და გაუბედავად ჩამოვწიე სახელური. შევაღე და ერთ ადგილს მივეყინე. თვალებს არ ვუჯერებდი, ოთახში მთელი კედლები ჩემი პორტრეტებით იყო აჭრელებული. ოთხივე კედელი, ზუსტად იმდენი რამდენი დღეც აღარ ვცხოვრობდი აქ. ყველას თარიღი ჰქონდა მიწერილი. შევედი, გული მეკუმშებოდა, თვალებიდან ცრემლი ჩემდაუნებურად მომდიოდა. კანკალი ამივარდა, საწოლზე სათუთად დაკეცილი ჩემი ხალათი რომ დავინახე. ის ხალათი, რითაც სახლიდან წამომიყვანა და მაშინ მარიკოს ოთახში დამრჩა. მე აღარც მახსოვდა, სამაგიეროდ მას ახსოვდა. ტუმბოზე ქაღალდებთან ერთად, თითქმის დალეული ფანქარი იდო. სწორედ ის ფანქარი, თბილისიდან თურქეთში რომ წამყვა. ეს ოთახი ჩემზე მოგონებებს ინახავდა.
ზურგს უკან სიმხურვალე ვიგრძენი, ზუსტად ისე, როგორც ადრე. ღმერთო როგორ მენატრებოდა ეს ყველაფერი. ვერ მოვბრუნდი, მეშინოდა, ახლა ხელი რომ ეკრა ვერ გადავიტანდი. თმებზე შეხება ვიგრძენი. შევბარბაცდი. იმწამსვე ვიგრძენი ძლიერი ხელი წელზე. ღმერთო როგორ უსაშველოდ მომნატრებოდა. მის სუნთქვას უკვე ყელში ვგრძნობდი. ყელზე ცხელი ტუჩების შეხებამ, უკვე საბოლოოდ გამომაცალა ძალა. ნელ-ნელა შემოვბრუნდი და თვალებში ჩავხედე. ცრემლი დავინახე, ერთადერთი ცრემლი. მეტი აღარ შემეძლო. შემოვხვიე ხელები და მთელი სხეულით ავეკარი.
ტუჩებით ჩემი ტუჩები მოძებნა. ხელები მისი მაისურისკენ წავიღე და ხელები ბეჭბზე შევუცურე. ამოიგმინა და ჩემს მაისურს წაეტანა. ერთი ხელის მოსმით გადამაძრო თავიდან და ტუჩები მკერდისკენ გააცოცა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სიგიჟემდე მომნატრებოდა მისი ალერსი. ღმერთო, როგორ გავძელი აქამდე. საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა, მაისური თვითონაც გადაიძრო და ჩემსკენ დაიხარა. განუმეორებელი იყო ეს შეგრძნებები, ენით აღუწერელი. საბოლოოდ გავნთავისუფლდით ზედმეტი ტანსაცმლისგან და თავი დავკარგეთ. ესეც სექსი დიდი ჩხუბის შემდეგ. მართლა განუმეორებელი იყო. ეს იყო შერიგების ალერსი, ერთად ყოფნის ალერსი. კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით.
თავი ისევ მის მკერდზე მედო. ისევ ვგრძნობდი მის გულისცემას. ისევ მიწევდა პულსაცია ყოველი მისი შეხებისას. ისევ შემეძლო შემეგრძნო მთელი სხეულით. ეს იყო ბედნიერება.
– აღარსად გაგიშვებ, თუნდაც შენი საწოლის ფეხზე მიბმა დამჭირდეს.
გამეღიმა. აი, ასეთი მიყვარდა, მკაცრი, მომთხოვნი, დესპოტიც კი. ჩემი ნიკუშა იყო.
– არც კი მჯერა, დაგადგათ საშველი? – კარებთან დიმა ყვიროდა.
ორივეს გაგვეცინა.
ყველაფერი ძველებურად იყო.




ეპილოგი

ცრემლი მოიწმინდა და ხელნაწერები გვერდზე გადადო. ყველაფერი თავიდან განიცადა. ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა ამას კითხულობდა. დრო იყო, დანაპირები უნდა აესრულებინა. საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო, მხოლოდ ის, რაც ძალიან პირადი იყო და სხვას არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაეკითხა. დარჩენილი ფურცლები ხელში აიღო და შვილის ოთახისკენ გაემართა.
– დე, ტიროდი?
– არაფერია... ძველ დროს ვიხსენებდი.
– ჩემი ლამაზი დედიკო. – მოეხვია.
– უნდა ვილაპარაკოთ.
– რაღაც არ მომწონს ეს ტონი, მოხდა რამე?
– დედას სიხარულო, შენ იცი რას ნიშნავ ჩემთვის. შენით ვცხოვრობ და ვსულდგმულობ. – ცოტა ხნით შეჩერდა, ძალა მოიკრიბა და გააგრძელა – აი, მინდა ეს ხელნაწერები წაიკითხო. იმედია ყველაფერს სწორად გამიგებ. სულ გახსოვდეს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
ოთახიდან გავიდა. შვილს საშუალება მისცა მშვიდად წაეკითხა.


****
ბაღში გავიდა და ფანჯარას ახედა. უკვე დიდი ხანი იყო კითხულობდა. ნეტავ, რას გრძნობდა?
კარებთან მანქანა გაჩერდა. სახე გაებადრა, ყოველთვის ასე ემართება მათ დანახვაზე. სტუმრებს გადაეხვია.
– სად არის შენი უჟმური ქმარი? – დიმა ისევ თავის ამპლუაში იყო.
– უჟმურს გაჩვენებ მე შენ. – სახლიდან ნიკა გამოვიდა და მეგობარს გადაეხვია.
ნათიამ ტყუპებს ხელი მოკიდა და აუზში ჩახტომის საშუალება არ მისცა.
– რა პირობით წამოგიყვანეთ მე თქვენ აქ? – მკაცრად გადახედა შვილებს.
– არ ვირბენთ, არ ვიცელქებთ, მამას დავუჯერებთ, აუზში ტანსაცმლიანად ბანაობა გვეკრძალება და უზრდელობაა შეჯიბრი გადაფურთხებაში. – ჩამოარაკრაკეს ერთხმაში. – ბარემ რიგრიგობით ვისუნთქებთ, ასე უფრო ეკონომიურია. რამდენ ჰაერს დავზოგავთ?!
ნიკა სიცილისგან გადაბჟირდა.
– ასე როგორ დაიმსგავსე ეს ბავშევბი? – ვეღარ წყნარდებოდა.
სპორტული მანქანა მოადგა ჭიშკარს.
– უფროსმა ვაჟმაც გვიკადრა. შენ სახლში არ უნდა მოსულიყავი? – დატუქსა დიმამ შვილი.
– ვერ მოგისწარით. თინი დეიდა, სად არის ნენე? – როგორც კი გადაკოცნა მასპინძლები, მაშინვე ნენე მოიკითხა. სულ ასე იყო, ბავშვობიდან პირველი მას კითხულობდა.
– თავის ოთახშია, ლაშა, გთხოვ ახლა ნუ ახვალ, ცოტა ხანი აცადე.
ნენეც გამოჩნდა. თვალები დასიებოდა.
– რა გჭირს, გოგო, ტიროდი? – წინ გადაუდგა ლაშა.
– გეხვეწები ახლა თავი დამანებე. – ამოისლუკუნა და ეზოდან სირბილით გავიდა.
– ნენე, შვილო... – ხმა აუკანკალდა თინის.
– ნუ, გეშინია, თინი დეიდა, მე გავყვები. – ლაშამ გასაღებს დაავლო ხელი და მანქანა დაქოქა.
– თინი, არ იტირო გეხვეწები, ხომ იცი როგორ ვერ ვიტან შენს ცრემლებს?! – ხელი მოჰხვია ნიკამ და თავზე აკოცა. – ცოტა დრო მიეცი, ყველაფერს გაანალიზებს და დაწყნარდება.
თინიმ მის მხრებში ჩამალა თავი. ყველაზე დაცულად თავს აქ გრძნობდა.


****
სადილი ბაღში გაშალეს. ესეც ტრადიცია იყო, ზაფხულის ტრადიცია. ოჯახებით იკრიბებოდნენ. როგორც იქნა ლაშას მანქანა მოადგა ეზოს. პირველი ნენე გადმოხტა.
– რამდენჯერ გითხარი, ასეთი მოკლე შორტებით გარეთ გასული არ დაგინახო-მეთქი? – ტონს უწევდა ლაშა.
– რას გეტყვი იცი? სახლიდან გაბრაზებული გავიქეცი და ყველაზე ნაკლებად ის მაინტერესებდა რა მეცვა.
– მოიცა, ტიტველი, რომ ყოფილიყავი, ეგრე გავარდებოდი?
– შენ ნორმალური ხარ? რატომ უნდა ვყოფილიყავი ტიტველი? – ხმას უწევდა ნენეც – ან საერთოდ შენ ვინ გეკითხება? რასაც მინდა იმას ჩავიცვამ. არ გამომივიდა უფროსი? ხომ არ გავიწყდება შენზე დიდი, რომ ვარ? – იცოდა ჭკუიდან რომ გადაჰყავდა ამას ლაშა და ყოველთვის, როცა კი საშუალება მიეცემოდა უმეორებადა.
– სულ რაღაც ერთი თვით. – უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა ლაშა.
– რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ უფროსი ვარ.
– ამ ერთ თვეს არასოდეს გაპატიებთ. – ახლა მშობლებს მიუბრუნდა ლაშა.
ლაშა და ნენე ჩხუბობდნენ, ესე იგი ყველაფერი კარგად იყო. ესე იგი ნენე აღარ დარდობდა. იცოდა ეს თინიმ და ცოტა დამშვიდდა.
– ვილაპარაკოთ? – შვილს შეხედა თინიმ.
– ვილაპარაკოთ. – დაეთანხმა ნენეც.
ეზოს სიღრმისკენ წავიდნენ.
– ნენე... – ხმა აუკანკალდა თინის.
– დედა, მესმის... – ჩაეხუტა – ნუ ნერვიულობ, არ ვდარდობ. კარგად ვარ მართლა. ხომ იცი სამყაროში ყველაზე საუკეთესო დედად, რომ მიმაჩნიხარ? ამას ვერაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა სულერთი არ არის, მაგრამ ჩემი ერთადერთი დედა შენ ხარ. ღვიძლი დედის კი ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ სწორედ შენ აგირჩია დედაჩემად.
დიდი ხანი იჯდნენ ჩახუტებულები დედა-შვილი.
– დე, – სიჩუმე ნენემ დაარღვია, – მე ვიცი ღმერთმა რატომ არ გარგუნა საკუთარი შვილი, შენი თავი ჩემთვის, რომ ეჩუქებინა.
ცრემლები ვეღარ შეიკავა თინიმ.


*****
– ერთხელაც მართლა გამაგიჟებს ეს გოგო. – ვერაფრით წყნარდებოდა ლაშა. – არა, რამდენჯერ ვთხოვე, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოიქცეს ისე, როგორც მე ვეუბნები?
– რატომ უნდა მოვიქცე ისე, როგორც შენ გინდა? – ნენემ გაიგონა და მათკენ წამოვიდა. – ვითომ ჩემზე ჭკვიანი ხარ?
– რატომ და მერამდენე ადმიანი უნდა ვცემო შენი გულისთვის?
– მერე ვინ გეხვეწება, ყველას თავპირი გაუერთიანეო.
– გოგოოო, აბა რა ვქნა? ვიდგე და ვუყურო, ვიღაც მუტრუკი თვალს, როგორ გაყოლებს?
– შენც არ უყურო, თვალები დახუჭე.
– რა უნდა გელაპარაკო? – ხელი ჩაიქნია და აუზისკენ წავიდა. ფეხზე გაიხადა და გრილ წყალში ჩაყო.
ნენეც მოვიდა. იცოდა, რომ მოვიდოდა, ყოველთვის ასე იყო. გვერდით მიუჯდა, ძალიან ახლოს. ლაშამ ერთი გადახედა და ხელი გადახვია. ნენემ თავი მხარზე ჩამოდო.
– ლაშააა... – ტონი შეურბილდა.
ლაშამ უსიტყვოდ გამოხედა.
– ჩვენი შვილებიც ასე იმეგობრებენ?
– არა, სულელო, ჩვენ საერთო შვილები გვეყოლება. – თავზე აკოცა ლაშამ და უფრო მეტად ჩაეხუტა.
ერთადერთი შემთხვევა იყო ნენე, რომ არ შეეწინააღმდეგა.
ცხოვრებაში ყველაფერი მაინც კანონზომიერია.
ყველა პოულობს თავის წილ ბედნიერებას.

ეძღვნება ნენეს :

******
დავასრულე... იმედი მაქვს ყველასთვის მისაღები დასასრული იქნება... ჩემი აზრით, მაინც ყველაფერში პოზიტივი უნდა დავინახოთ... მიყვარხართ ყველა და თქვენი კომენტაები მაიძლებს ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყო...
ყველაზე თბილბი და ყვეაზე კარგები ხართ...
პ.ს. ნენე დანაპირები შევასრულე



№1  offline ადმინი შამანი

1 ნახვა,1 კომენტარი და ისიც მე :დ პირველი ვარ :დ
ბოლო წამამდე მჯეროდა,რომ დღეს დადებდი და დაგელოდე ♥
ახლა წავიკითხავ ^^ ♥
პ.ს.ბოლო მინაწერი წავიკითხე და...–ნენე ვეჭვიანობ შენზე :დდ
პ.ს.ს.კარგი,არაუშავს...მაშინ,შემდეგი ისტორია მე მომიძღვენი,თვით მე ^თვით ა'ნინეს :დდ ♥ (არა ხო?! კარგი,ჩემით გავალ :დდ )
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

ყველა თავი დღეს წავიკითხე და ძალიან მომეწონა,ნამდვილად ღირდა ღამის გათენებად,მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით
პ.ს მადლობა ა'ნინეს რომ მაპოვნინა თორემ ვერც გავიგებდი ამ ისტორიის შესახებ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი milangirl

ერთიანობაში ისტორია იყო ძალიან კარგი, ემოციებით სავსე და დასასრულიც მომეწონა. იმედია ახალ ისტორიას მალე დაწერ და მე დიდი სიამუვნებით წავიკითხავ

 


№4  offline წევრი BASI

ყველა თავი ეხლა წავიკითხე, აღვფრთოვანდი და ერთი დიდი სათხოვარი მაქვს: ძალიან გთხოვ, შენ მაინც არ გაბანალურდე და არ გა-პაპსა-ვიკდე რა sad თითქმის ყველა, ვინც კარგად დაიწყო, არ ვიცი, თავში აუვარდათ ქება თუ რადგან უკვე სახელი გაითქვეს,ნაწერებიც გააფუჭეს და თან თავსაც გვაყვედრიან თითქოს, აჰა თქვენ კიდევ ერთი თავი და როდესაც დავდებ - დავდებ. კეთილი ინებეთ და დამელოდეთო.
მოკლედ მინდა წარმატებები გისურვო და თუ პირველი ასეთი კარგი იყო, წარმომიდგენია მერე და მერე რა იქნება winked

 


№5  offline მოდერი nicol

შამანი
1 ნახვა,1 კომენტარი და ისიც მე :დ პირველი ვარ :დ
ბოლო წამამდე მჯეროდა,რომ დღეს დადებდი და დაგელოდე ♥
ახლა წავიკითხავ ^^ ♥
პ.ს.ბოლო მინაწერი წავიკითხე და...–ნენე ვეჭვიანობ შენზე :დდ
პ.ს.ს.კარგი,არაუშავს...მაშინ,შემდეგი ისტორია მე მომიძღვენი,თვით მე ^თვით ა'ნინეს :დდ ♥ (არა ხო?! კარგი,ჩემით გავალ :დდ )


:)
აუცილებლად შენ მოგიძღვნი შემდეგს...
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline წევრი გვირილა ♡

ეს რა იყო ჰა?
ვაიი.. სადღაც გულის სიღრმეში კი ველოდი ასეთ დასასრულს,ვიცოდი არ გაგვწირავდი :დ მაგრამ ,როგორც ყოველთვის შენებური,ემოციური და მაინც მოულოდნელი თავი,მომენტები იყო.. ♡
აღარ ვიცი რა დავწერო :დ
მხოლოდ ერთს ვიტყვი(ბევრი ბოდიალი, რომ არ გამომივიდეს)..შეუდარებელი ხარ! ♡
გთხოვ არ დაიკარგო..♡
როგორც კომენტარებიდან ვხედავ, უყვარხარ შენს მკითხველს, მათ შორის მეც.. ისე, რომ არც კი გიცნობ..
ასე რომ, მე შენი იმედი მაქვს..იმედი,რომ კვლავ გაგვანებივრებ შენი ემოციური ისტორიებით ♡

 


№7  offline წევრი eni

Exla guli xelit mikavia vaimee shen ramagarixar nicol ai verwarmoidgen bodishi ro ver movaxerxe komentaris dadeba saxamos magram racmtavaria exla vdeb da emociebs martla ver vmalav rogorc yoveltvis umagresi iyo isev metireba da ra droc arunda gavides vici rom sul ese damememarteba dzan kargi adamiani xar bevrjer getyvi madlobas imitom rom eseti zxapruli tkivilit savse magram yvelaze bednieri istoria rom gvachuqe imedia isev gaagrdzeleb weras da eset karg istoriebs shemogvtsvazeb racsheexeba me piradad imedi ar gamcruvebia imitom rom es imdenad moulodneli dasasruli iyo imdenad kargi arvici ravtqva magram sul memaxsovreba tini da nika vgijdebi am istoriaze<3 <3 <3

 


№8  offline წევრი სტიქია

ერთი ლინდას - სინათლე გვირაბის ბოლოს და მეორე - ამ ისტორიამ იმოქმედა ჩემზე ძალიან. მგონია, ტექსტს კი არ ვკითხულობ, არამედ მეც ისტორიის მონაწილე ვარ, ზედმეტად ჩაკვეხებული, მაგრამ მაინც მონაწილე და ყველაფერს რეალურად განვიცდი. შენ შეგიძლია ცოტა სიტყვებით, ბევრი მარავალწერტილითა და ულევი ემოციით ადამიანები "აიძულო", სხვის ადგილას წარმოიდგინონ თავები. სერთოდ, ლოდინს ვერ ვიტან, მაგრამ ის რამდენიმე დღე, როცა ღამის 12 საათის შემდეგ ველოდებოდი ამ ისტორიას, ყველაზე სასიამოვნო ლოდინი იყო ჩემს ცხოვრებაში <3

 


№9  offline მოდერი ^paradise^

როგორ ველოდებოდიიი <3 დღეს დილით თვალიც არ მქონდა გახელილი უკვე ტელეფონიდან ვკითხულობდი <3 უმაგრესი ხარ,საიტზე ნამდვილად იმსახურებ ახალბედა მწერლის სტატუსს <3 მიყვარხააარ <3 ძალიან გთხოვ მალე დაბრუნდი ახალი ისტორიიით love

 


№10  offline წევრი ნენე

anine!
me vnaxe pirveli,magram saqveynod cnobilia is faqti rom sashineli telefoni maqvs :((
---
eseigi...
minaweri rom vnaxe,gavgijdi da gadavirie.
vficavar adamianobas,shevkivle da xtunva daviwye.
miyvarxar nicol!
gijdeba nene shenze!!
da am istoriaze!
cxovrebashi ukve meored,sityvebi ar myofnis.
pirveladac,shens istoriaze gavichede (vicini)
da axlac,ubralod ar vici ra gitxra.
ver vlaparakob,dedas vficavar.
kitxvis dros,vambobdi ai amas davuwer,ai amas,da bolos...
tan minaweri rom vnaxe...
mitumetes gavshterdi.
au...
ise,anine da nene ram gayo,nu vaechvianebt chvens anines,da naxevrad masac mivudzgvnat :d
nu,mainc chemia,magram xom xedavt,ra ketili var?!
ox :D
nicol,kidev ertxel,uzarmazari madloba yvelafristvis,da miyvarxar me shen love love

pativiscemit,nene.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№11  offline წევრი optimistii...

shevechvie shemiyvarda agar vicii game amis gareshee rogor davidzino :( <3 saocreba iko SAOCREBA ^^

 


№12  offline მოდერი nicol

ნენე
anine!
me vnaxe pirveli,magram saqveynod cnobilia is faqti rom sashineli telefoni maqvs :((
---
eseigi...
minaweri rom vnaxe,gavgijdi da gadavirie.
vficavar adamianobas,shevkivle da xtunva daviwye.
miyvarxar nicol!
gijdeba nene shenze!!
da am istoriaze!
cxovrebashi ukve meored,sityvebi ar myofnis.
pirveladac,shens istoriaze gavichede (vicini)
da axlac,ubralod ar vici ra gitxra.
ver vlaparakob,dedas vficavar.
kitxvis dros,vambobdi ai amas davuwer,ai amas,da bolos...
tan minaweri rom vnaxe...
mitumetes gavshterdi.
au...
ise,anine da nene ram gayo,nu vaechvianebt chvens anines,da naxevrad masac mivudzgvnat :d
nu,mainc chemia,magram xom xedavt,ra ketili var?!
ox :D
nicol,kidev ertxel,uzarmazari madloba yvelafristvis,da miyvarxar me shen love love

pativiscemit,nene.


როგორც ყოველთვის შეუდარებლად გადმოსცემ რასაც ფიქრობ. როგორ გაფასებთ შენც და ანინესაც მე მგონი კარგად ხვდები... ანინეს შემდეგ ისტორიას შევპირდი... გონებაში რაღაც მონახაზი მაქვს უკვე... ოღონდ ბუნდოვანი... კარგად გავაანალიზებ ყველაფერს... დავიწყებ წერას და თუ ვიგრძნობ, რომ კარგია, მერე გამოვაქვეყნებ... პირობას ვდებ შემდეგი ისტორია ანინესი იქნება. love love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline წევრი gvichiani

ოო ღმერთო ჩემო
ეს ის მომენტი იყო,რომ არ მინდოდა დასრულებულიყო,მინდოდა მეკითხა და დასასრული არ ჰქონოდა love
კიდე ამატირე,უკვე მერამდენედ....
მერამდენედ განვიცადე ყველაფერი....
სიტყვები არ მყოფნის,შეუდარებელი ხარ...
მადლობა იმისთვის,რომ ასე გულთან ახლოს შეგიძლია შენი სათქმელის მიტანა მკითხველამდე....
love ჩასაყლაპო love

 


№14  offline ადმინი შამანი

1.ნენე,სიახლე როგორც კი დავარედაქტირე მაშინვე კომენტარი დავწერე და დავიჯერო მომასწარი? :დდ
2.ნიქოლ,ძალიან დიდი მადლობა ^^ ახლა უფრო მეტად ველოდები ,შენს შემდეგ ისტორიას. –მადლობა,შენი ჩემდამი დამოკიდებულებისთვის ♥
3.ნენე,მართლაც რამ გაყო ნინე და ნენე ერთმანეთისგან, ^^^მადლობა შენს კეთილ გულს ♥

♥ ♥ ♥
გუშინ,რომ წავიკითხე,ყველაფერი ერთად ამემღვრა გულშიც და გონებაშიც. როცა კითხვა დავასრულე იმის მაგივრად,რომ შენთვის კომენტარი დამეწერა და ის ყველა ემოცია,შენით აღფთოვანება და ჩემი შენდამი მადლიერება აქ გადმომეცა,ძალაუნებურად ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი,უნებლიედ.გავიხსენე ჩემს მიერ გამოვლილი თითოეული ბედნიერი და ძალიან მძიმე,ტკვილიანი და სულის შემძვრელი წამები,წუთები და წლები.
–––
ვიცოდი,რომ ამ ისტორიის ბედნიერად დასრულება,ნიკოს და თინის ერთად დატოვება თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა , მე მჯეროდა ამ "თითქმის" და შენი შესაძლებლობების ♥ ვიცოდი,რომ დასასრულზეც მატირებდი ,მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხებდი ჩემს გაღიმებას.გონება სულ სხვას ამბობდა,თუმცა გულში მაინც მწამდა. მიხარია,რომ ასე მოხდა! ^^
–––
ეს იყო ისტორია,რომელმაც ძალიან შემოაღწია ჩემს გულში და აქ დიდი ადგილი დაიმკვიდრა.(ამას მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ.)
"სხვისი ცოდვებისთვის"– ისტორია,რომლის ყველა თავზე მაქვს ნატირები.
"სხვისი ცოდვებისთვის"–ისტორია,რომელიც ახერხებდა და ყოველთვის ემოციების და გრძნობების კორიანტელს იწვევდა ჩემში.
"სხვისი ცოდვებისთვის"–სათაური,რომელმაც პირველი დანახვის თანავე მომხიბლა,დამაინტრიგა და ასე ახლოს მოაღწია ჩემამდე.
"სხვისი ცოდვებისთვის"–ისტორია,რომელიც არასდროს არ გაქრება ჩემი მეხსიერებიდან.
"სხვისი ცოდვებისთვის" –ამ ისტორიის ავტორი,რომლის ძალიან მადლიერი ვარ,რომ ამ საიტზე შემოდგა ფეხი,დადო პირველი ისტორია და ისიც ასეთი.
მართალია არ გიცნობ,მაგრამ დამერწმუნე ამ მცირე ხანში მოვახერხე შენი შეყვარება ♥
მადლობა თითოეული ამ ისტორიის კითხვის დროს დაკარგული წუთისთვის...♥ ♥ ♥
–––
ძალიან შემეცოდა ნინო,ალბათ მომავალი დედისთვის ამაზე მეტი ტკივილი და სიმწარე რა უნდა იყოს,არც კი ვიცი. თუმცა ის 5 წუთის გამიხარდა,რომელიც შვილმა დედის მკერდზე გაატარა.მაგრამ ისტორიას ასე ჭირდებოდა, ვიცი. ჩემთვის ერთ–ერთი კარგი პერსონაჟია ნინო,მიუხედავად იმისა,რომ 'მის და მისი ბავშვის გამო' დაშორდნენ თინი და ნიკა.ძალიან აკრგი გულია ქონია ნინოს.
ასევე,ძალიან მომეწონა ნენეს საქციელი,წერილის წაკითხვის შემდეგ.გამიხარდა,რომ სწორად შეხედა და ყველაფერი კარგად გაანალიზა.(ალბათ ამაში მას ლაშაც დაეხმარა,რომელიც უკან გაყვა.)
როდესაც,თინის ნიკა ჩაეხუტა უკნიდან,ყველაფერს ვფიცავარ მე აქ გამაჟრიალა და დავიძაბე თითქოს მე ვიყავი თინი და მე მეხუტებოდა ნიკა.
ამის ნიწით ხარ შენ დაჯილდოებული! აგრძნობინო მკითხველს,რომ არა მკითხველი,არამედ ამ ისტორიის ერთ–ერთი პერსონაჟია.
ძალიან დიდ პატივს გცემ,გაფასებ და მიყვარხარ!
ერთ–ერთი გამორჩეული ავტორი ხარ,ჩემთვის და დარწმუნებული ვარ,უკვე ბევრისთის!♥

–––
მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას,ჩემი ისტორიით! ♥
მადლობა,შენ არც კი იცი,როგორ ძალიან გამახარე შენი დაპირებით! ♥
მომავალ შეხვედრამდე,ნიქოლ...
მომენატრები! ♥

სიყვარულით თეთრი ანგელოზი! ანუ მე,უბრალოდ ნინე!

--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№15  offline წევრი ნენე

ninem chemze uketesad tqva,magram me ufro miyvarxar damijere! :3 :P lol
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№16  offline წევრი EiLuL♥

ჯერ მარტო სათაური ისეთი გაცვეთილი და მობეზრევბულია
რაღაც მხრივ,რომ ამას ნამდვილად არ წავიკითხავდი...
დღეს დაქალმა მითხრა გუშინ წავიკითხე და ძალიან მომეწონაო,უბრალოდ გავხსენი ეს ისტორია,საერთოდ არ მაინტერესებდა და გავოგნდი !

აი იცი როგორ წერ ?! ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც კი,რომ გულში რაღაც გრძნობას გაუღვივებ და ჩაითრევ...
ყველა თავი ახლა წავიკითხე,, ემოციების ქვეშ ვარ ისევ და არ ვიცი რა გითხრა ისეთი,რომ შთავეჩდილება მოვახდინო შენზე !

ჩემი აზრით, არსებობენ ადამიანები,რომლებსაც "თავისებური" შინაგანი სამყარო აქვთ და მთელ თავიანთ ემოციას და განცდებს წერის დროს გადმოსცემენ,, დებენ თავიანთ გულსა და სულს.. სწორედ ასეთი ადამიანი ხარ შენც !
უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა..
საათ-ნახევარში შემიყვარდა სრულიად უცნობი ადამიანი..
საოცრად წერ და ასევე გააგრძელე.
რა ვიბოდიალე არ ვიცი ,,თავში რაც მომივიდა პირველად ის დაგიწერე..
მართლა სასიამოვნო არის ის ფაქტი,რომ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ და ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა არიან!
ველი სულმოუთქმელად ახალ ისტორიას ,წარმატებები ❤❤
--------------------
elene

 


№17  offline წევრი ნენე

tamara
არ ვიცი, რა უნდა დაგიწერო... ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ!პრინციპში, სიტყვები სრულიად ზედმეტია!
შეუდარებელი ხარ!
ბრავო!
love love love

tamrii ^_^
xom mainc waikitxe? ^_^
xom mixvdi rom tyuilad ar vaqeb da ar vadideb am saswaul adamians? ^_^ <3
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№18  offline მოდერი malena

დიიიიდი მადლობა. ზუსტად ეს ემოციები მჭირდებოდა ახლა. ყოველთვის წავიკითხავ შენს ისტორიებს. ♥♥♥

 


№19  offline წევრი კოტი

moutmenlad veli shens shemdeg istoriebis❤️uaghresad kargi iyo emociebs ise kargad gadmoscemdi lamis gadavirie tavebis sididec sakmarisi iyo poZitivuc dimas saxit mokled magari ar ra veli axals aucileblad
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№20  offline წევრი Кнутьи

შესანიშნავი იყო ^_^ რაღაც განსხვავებული ... არ გავს სხვა ისტორიებს.. ^_^ ძალიან მომეწონა.. ^_^

 


№21  offline წევრი nestanuka13

სულ სულ შემთხვევით რომ აღმოვაჩინე და გადავიკითხავ რა არისთქო და გავგიჟდი რა ისე მომეწონა უმაგრესი იყო თან მეშინოდა ცუდად არ დამთავრებულიყო

 


№22  offline წევრი nine

შენს ისტორიებში იმდენი ემოციაა რომ ვკითხულოდ გული მესვება და ვეგარ იტევს...არ გიცნობ მაგრამ მეამაყები ასეტი ნიჭიერი რომ ხარ და თან ქართველი love წარმატებებს გისურვებს ვიცი ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№23  offline მოდერი nicol

nine
შენს ისტორიებში იმდენი ემოციაა რომ ვკითხულოდ გული მესვება და ვეგარ იტევს...არ გიცნობ მაგრამ მეამაყები ასეტი ნიჭიერი რომ ხარ და თან ქართველი love წარმატებებს გისურვებს ვიცი ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში

აი, რა უნდა ვთქვა ასეთ სიტყვებზე... მაბედნიერებს... მე კიდევ ასეთი მკითხველი მეამაყება...
--------------------
თინა ნიკოლ

 


№24  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს იყო დიდი უდიდესი სიყვარულის ისტორია ძალიან განსხვავებული სიტყვები არ მყოფნის ტირილით გული გამისივდა ყოჩაღ არაჩვეულებრივი იყო.

 


№25  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძალიან ძალიან ძალიან მაგარია...უბრალოდ არვიცი რა ვთქვა იმდენად კარგიაა <3 საერთოდ ძაან მააგარი ისტორიები გააქ <3 და ვგიჟდები ისე მიყვვარს თითოეული <3 შეენც <3

 


№26 სტუმარი nia

ნიკოლ ძალიან მომეწონა არ ვიცი მართლა სიტყვები არ მყოფნის მე ეხლა წავიკითხე.... მართალია ამ საიტის ხშილრი სტუმარი ვარ მაგრამ აკამდე არ წამიკითხია, დგეს წავიკითხე ყველა თავი... მართლა მაგარია ისტორია,, შენი წერის სტილზე გავგიჟდი!!! ისე მაგრათ გადმოსცემ ემოციებს შეუძლებელია გულამდე არ მიაგწიოს. შენაირი ადმიანები იშვიითად იბადებიან <3 <3 <3

 


№27  offline წევრი Annee

საოცრება! საოცრება! საოცრება!!
ყველაზე ყველაზე მეტად ჩემეული, ისეთი ისტორია იყო რომელიც ძალიან მიყვარს. ვტიროდი, ვიცინოდი..ყყველანაირი ემოცია აღიძრა ჩემში.
მართალია გვიან მაგრამ მაიც წავიკითხე და კიდე კარგი ასე რომ მოვიქეცი! ს ა ო ც რ ე ბ ა!
!!

 


№28 სტუმარი amo

ar vici rit daviwyo es wera magram miyvars aseti happy andebi.. mokled dzalian bevri vitire magram madloba amistvis.... es istoria pirveli araa rac wamikitxavs magram pirvelad gamichnda komentaris daweris survili tan rogori survili iciii???!! cxoveluri araadamianuri minda am komentarit yvelaze didi madloba metqva shentvis aii yvelaze magari mwerali xar aseti istoria pirvelad wavikitxe dzaan didi madloba am siamovnebistvis moked jer kidev eiforiashi var cremlebs axlac viwmindav magram ar gegonos gsayvedurob momwons es cremlebi madlob aseti bednierebistvis tuka da icode dgeidan sheni mkitxveli var :-* :-* miyvarxar <3

 


№29  offline მოდერი nicol

amo
ar vici rit daviwyo es wera magram miyvars aseti happy andebi.. mokled dzalian bevri vitire magram madloba amistvis.... es istoria pirveli araa rac wamikitxavs magram pirvelad gamichnda komentaris daweris survili tan rogori survili iciii???!! cxoveluri araadamianuri minda am komentarit yvelaze didi madloba metqva shentvis aii yvelaze magari mwerali xar aseti istoria pirvelad wavikitxe dzaan didi madloba am siamovnebistvis moked jer kidev eiforiashi var cremlebs axlac viwmindav magram ar gegonos gsayvedurob momwons es cremlebi madlob aseti bednierebistvis tuka da icode dgeidan sheni mkitxveli var :-* :-* miyvarxar <3

ასეთ სიტყვებზე რა ვთქვა არ ვიცი ხოლმე... ნეტა იცოდე როგორ გამახარე ♥♥♥
კარგა ხანი მეყოფა ბედნიერებისთვის ♡♡♡
ათმაგად გამიხარდება ჩემი მკითხველიც თუ იქნები ♥♥♥

პ.ს. თუკა არ ვარ, მაგრამ რახან ამ ისტორიის ბოლოს წერია კომენტარი, ვხვდები რომ სახელი აგერია უბრალოდ ·♡♡♡
--------------------
თინა ნიკოლ

 


№30  offline წევრი yvavi

ვაახ. სად ვიყავი აქამდე?!
ნუ ისტორიის კითხვის პერიოდში გულის არეში ტკივილი მაწუხებდა, დროა კარდიოლოგთან მივიდე ხო? :დდ
ვაიჰმე, მეც ხო დამტანჯე და ესენიც ბოლომდე გაასაცოდავე, ამ გოგოს ადგილას ბოლომდე კი არა ჰეფიენდამდეც ვერ მივაღწევდი ცოცხალი :დდ ან გული დამარტყამდა ან ნიკა მომკლავდა :დდდ
მოკლედ, რა გოგო ხარ ნუუუ <3 სასწაული :3
პ.ს მიუხედავად იმისა რომ მსგავსი სიუჟეტის ისტორია წაკითხული მაქვს მაინც ძალიან იმოქმედა ჩემზე :3
ჰო მართლა...
როგორ იტევ ამდენ ემოციას? :/ :დდ <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent