შემიყვარე თუ გაბედავ (4)
–სადილზე რატომ არ დარჩი?–მკითხა და თანდათან მომიახლოვდა.როდესაც ის დავინახე უცებ ცრემლების მოწმენდა დავიწყე. –არ მშია–ვუპასუხე და გასასვლელისკენ წავედი როდესაც მაჯაზე მისი ხელი ვიგრძენი,რომელმაც გამაჩერა და შემომატრიალა. –შენ რა,ტირი?–მკითხა გაკვირვებულად და თან დამნაშავის თვალებით შემომხედა.მოტყუებას აზრი არ ქონდა რადგან აშკარად მეტყობოდა. –დიახ,სწორედ იმ თვალებით ვტირი რომლის ღირსიც არ ვარ–ეს ვუთხარი და თან ცრემლები ვეღარ შევიკავე.დავინახე ანერვიულება მის სახეზე.შემდეგ თავი დახარა და მითხრა. –ბოდიში,არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ შენ მაიძულე მეთქვა. –აჰა,ანუ მე გაიძულე ასეთი შეურაცყოფა მოგეყენებინა არა?!–ვკითხე აღელვებულად და შევეცადე ტერასიდან გავსულიყავი მაგრამ ხელს არ მიშვებდა. –გამიშვი ხელი!–ჯერ წყნარად ვუთხარი,მეორე ცდაზე კი უკვე ხმას ავუწიე და მანაც გამიშვა. –კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს და ნუ ტირი რა,გთხოვ–მე ყურადღება აღარ მივაქციე მის სიტყვებს და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი.როგორ ვერ ვიტან.მისი მომაჯადოებელი ღიმილიც უკვე ამ ყველაფერმა კარგა ხანია გადაფარა. საწოლზე დავემხე და ტირილი ამივარდა.მე თვითონაც არ ვიცოდი ასე რატომ ვტიროდი.შემდეგ უცებ გიოს ამბავი გამახსენდა ისევ და უსაზღვროდ მომენატრა მისი ჩახუტება,დარიგება და მისი ძმაკაცური ხელის გადახვევა,ამ ყველაფერმა კი უფრო ამატირა.მერე ცოტა დავწყნარდი და ჩემს ლიკუნას დავურეკე რომელიც ყველანაირად მშველის ხოლმე(საუკეთესო მეგობრები ხომ ამისთვის არსებობენ და არამარტო ამისთვის) –ალო,ლიკუუ მომენატრე. –მეც ჩემო სიცოცხლე.როგორ ხარ? –ცუდად ლიკუ. –რატო ნუკ.ვინ გაწყენინა არ ვაცოცხლებ–(სულ როგორ ხვდება ხოლმე) –ჩემთან ვერ გამოხვალ?ყველაფერს მოგიყვები. –აუ ნუკ ყველაზე მეტად მინდა,მაგრამ ბავშვები ხვალ მოდიან და დავპირდი მანამდე არ მივალ ერთად წავიდეთქო. –ხო კაი კაი არაუშავს. ერთი სული მაქ როდის გნახავ. –მეც ჩემო სიცოცხლე. –ვინები მოდიან ხვალ?–ვკითხე ლიკას ინტერესით. –რავი ჩვენი სასტავი და კიდე მგონი...–ლიკა შეყოვნდა. –ვინ ლიკა,დროზე თქვი –აუ,ნუკ ყველანაირად შევეცადე ხო იცი მაგრამ მგონი თაზოც მოდის–ოჰ,ოღონდ ეგ არა.თაზო ჩემი სკოლელია,მეთერთმეტე კლასშია და მეცხრე კლასიდან მოყოლებული ვუყვარვარ.ცუდი ბიჭიათქო ვერ ვიტყვი მაგრამ ძალიან ეჭვიანია.ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ მე მხოლოდ მეგობრულად ვუყურებ და მეტი არაფერი. –აუ ეგღა მაკლდა რა. რატო მოდის საერთოდ? –ვიცი რო ეგეთი რეაქცია გექნებოდა მაგრამ რა ვქნა.რო გაიგო შენთან აპირებდნენ ბავშვები მოსვლას,ხო იცი დემესთან რა ახლოსაა და ვეღარ გაუტეხა რა. –აუ მაგას ხო არაფერი გამოეპარება რა–ვუთხარი ბუზღუნით. –ხო,ცოტახანი გაუძელი.ასე საღამოსთვის 7 საათზე მოვალთ. –კაი. შენ დარჩი კაი? –კაიც და მომიყევი ერთი რა გჭირს. –კაი.მიყვარხარ –კაი წავე.მეც მიყვარხარ. მობილური გავთიშე,შემდეგ საათს დავხედე.უკვე 1 სრულდებოდა.ოჰ ხვალ რა ადგებოდა 7–ზე მაგრამ ეს ჩემი მთავარი წესია.ვარჯიში ეხა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა,მიუხედავად მომხდარისა ქვემოთ ჩავედი.დედა მაგიდას ალაგებდა,ცოტნე არსად ჩანდა(ძალიანაც კარგი) ბიძაჩემი ტელევიზორს უყურებდა,დანარჩენები კი უკვე დაწოლილიყვნენ. –ნუკა,არ გშია?–მკითხა დედაჩემმა. –ცოტას შევჩამ დეე–მართლა მომშივდა და მიუხედავად 1 საათისა მაინც ჩავაგემრიელე დედას უგემრიელესი სალათი.მერე მაგიდას ალაგებაში დავეხმარე და დიტოს გვარძე მივუჯექი. -ჩემი შხვართიც მოსულა-როგორ მიყვარს მისი კომპლიმენტები ხოლმე.მივედი და ჩავეხუტე. -რატომ არ დაჯექი ჩვენთან ერთად?-მკითხა გაკვირვებულმა. -რავი თან არ მშიოდა და ძალიან დავიღალე-ვიცრუე.დაღლილი არა ფიზიკურად არამედ შინაგანად ვიყავი. -ოჰ,დაიღალა ქალბატონი.შენც ეხლა სახლის საქმეებს აკეთებდე რა-გაეცინა და მეც გავუცინე. -აბა მითხარი,დადიანს როგორ შეეწყვე?-ყველგან ეს რატომ მეჩხირება ხომ ვერ მეტყვით. -ვიის?-თავი გავიშტერე. -ვის და ცოტნე დადიანს. -აა ხო,რავი ჩვეულებრივად.კარგი ბავშვია-ვინანე ჩემი სიტყვების. "კარგი ბავშვია"კი არა საუკეთესო ნერვების მომშლელია. -და დიიტ, აქ რატომ ჩამოვიდა?-ეს თქვა და პასუხს დაველოდე როდესაც კიბეებიდან ვიღაცის ჩახველება გავიგონე.ზუსტად ვიცოდი რომ ცოტნე იყო და მართლალიც აღვმოჩნდი. ახლა აქ გაჩერება ნამდვილად არ მინდოდა თანაც ცოტა მეძინებოდა კიდეც. -კაი დიტ წავალ,მეძინება.მერე ვილაპარაკოთ-ვუთხარი დიტოს, ლოყაზე ვაკოცე და დასაძინებლად წავედი. ცოტნე კიბეებიდან ჩამოსულიყო.თვალი ამარიდა და დიტოსთან დაჯდა. დედაც უკვე დაწოლილიყო. -ძილინებიდა დეე-ვუთხარი და ოთახისკენ წავედი.გამოვიცვალე და დავწექი. მაღვიძარა დავაყენე და დაწოლისთანავე დამეძინა. დილას მაღვიძარამ გამაღვიძა. ავდექი, გარეთ გავიხედე,მშვენიერი ამინდი იყო, 7 საათის კვალობისთვის. შემდეგ პირი დავიბანე და ჩაცმას შევუდექი. თმა აიწიე,ჩავიცვი შავი ელასტიკი ,ჩემი ლურჯი ბოტასები,ნაცრისფერი ზედა და ჩემი მთავარი ყურსასმენები ავიღე. ყველას ეძინა. ქვემოთ ჩავედი,პატარა ბოთლში წყალი ჩავასხი. დედამ კი იცოდა დილას რომ დავრბოდი მაგრამ მაინც ფურცელი დავუტოვე წარწერით "სარბენად წავედი და ერთ საათში მოვალ" და იქვე,მაგიდაზე დავტოვე. გარეთ გავედი და დილის საამო სიო მომხვდა რომელიც ძალიან მესიამოვნა.ჩემს სახლთან,ცოტა მოშორებით დიდი სტადიონი იყო ,სწორედ იქ ვვარჯიშობდი ყოველ დილით.ქუჩაში გავედი და როგორც ყოველთვის სრულიად ცარიელი იყო. მიყვარს ეს მომენტი. მხოლოდ მე და დილის სიო, გადაწმენდილი ცა(ყოველ შემთხვევაში დღეს) და სიმშვიდე,სიწყნარე რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს. ჩავრთე ჩემი საყვარელი სიმღერა "Dante-Next to you " და შევუდექი ვარჯიშს. არაფერზე არ მინდოდა ფიქრი და ასეც გამომივიდა. ოდნავ მოგვიანებით ვარჯიშში ჩემი მეზობელიც ჩერთო. ძალიან კარგი კაცია მერაბი/ სულ თბილად მექცევა. მივესალმე და სირბილი გავაგრძელე. ძალიან ბევრი ვირბინე. უკვე 9-ის 5 წუტი იყო და საკმაოდ კარგ გუნებაზე სახლისაკენ გავეშურე. როდესაც სახლში შეევდი ყველას ეძინა.(მოკლედ რა ზარმაცი ოჯახი მყავს რა) გამეღიმა. ალბათ ფურცელი არც არავის უნახავს,გადასაგდებად მივედი რომ ამეღო და უცებ წარწერა შევნიშნე."როგორი ყოჩაღი გოგო ყოფილხარ "ცისფერთვალება" " თავიდან შემეშინდა მაგრამ რათქმაუნდა მივხვდი, რომ ეს დადიანიდ დაწერილი იყო. მოკლედ აქაც არ მასვენებს. შემდეგ დანაკუწება და გადაგდება გადავწყვიტე მაგრამ გადავიფიქრე და მივაწერე. "დიახ ძალიან ყოჩაღი შენგან განსხვავებით". ძემოთ ავედი, ეს წერილი კარების ქვეშ შევაცურე. ამ ოთახში მხოლოდ ცოტნე იყო ამიტომ სხვა ვერ ნახავდა. შემდეგ ოთახში შევედი, გამოვიცვალე და წყლის გადასავლებად აბანოში შევედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.