შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვილები ერთნაირი ნიშნით [3]


23-07-2015, 16:40
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 849

მთელი ღამე არ მეძინა ან კიდევ როგორ უნდა დამეძინა როცა ჩემს თავს ასეთი რამ ხდებოდა რაღა მაინც და მაინც ის ვერ ვხვდები დილით ჩავიცვი ლურჯი მოტკეცილი ჯინსი და მიუხედავად სიცივისა ნახევარ მკლავზე შავი მაისური კეტები ამოვიცვი და თმა დავივარცხნე და საწოლზე დავჯექი არ მინდოდა საუზმე ამიტომ გამოვტოვე და იმის იმედით რომ ერთად არ ვისხდებოდით მე და დანიელი საკლასო ოთახის კარი დაგვიანებით შევაღე ბოდიში მოვიხადე და მასწავლებლის მკაცრი ტონი რომ დანიელის გვერდით დავმჯდარიყავი ნამდვილად არ მესიამოვნა თუმცა რას გავხდებოდი გაბრაზებული დავიძარი იმ მერხისკენ სადაც ის იჯდა და მეც გვერდითა სკამზე დავჯექი გოგოები შურით მიყურებდნენ დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი რომელიმეს ადგილს თუმცა არ შემეძლო ვერც ერთ გაკვეთილზე ვერაფერი ვერ გავიგე ბიბლიოთეკაში ერთად შევედით და ერთად დავსხედით
-რამე უნდა მოვიფიქროთ ბოლოსდაბოლოს არც მე მინდა შენთან ჯდომა შენთან ერთად მეცადინეობა და ვარჯიშზე წასვლა
-კარგი მაშინ მოიფიქრე რამე
-ვერ ვფიქრობ - თქვა და ფეხზე წამოდგა მე კი დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
-კარგი თუ სხვა გზა არ გვაქვს მაშინ მოგვიწევს ერთი თვე ნახევარი დღის ერთად გატარება მაშინ არ მინდა შენთან ისეთი საშინელი ურთიერთობა მქონდეს როგორიც სხვებთან
-არც მე
-ძალიან კარგი მაშინ დავიწყოთ მეცადინეობა - მისგან ეს ნაბიჯი ცოტა გამიკვირდა თუმცა დავთანხმდი და მეცადინეობა ერთად დავიწყეთ
-ვარჯიში დღეს რომ გააცდინო არ შეიძლება?
-დიდი სიამოვნებით უბრალოდ ელენი მიხვდება ამიტომ ჯობია წავიდეთ - გზაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია უბრალოდ მივდიოდით მთელი ვარჯიშის დროს ვფიქრობდი ვფიქრობდი და ვფიქროდი თუმცა რაზე მე თვითონაც არ ვიცოდი ვარჯიში რომ დაუმთავრდა ერთად წავედით სასწავლებელში ისევ ეს სიჩუმე თუმცა იმას ჯობდა ერთმანეთს რომ ვეჩხუბებოდით ამიტომ ხმა არც მე ამომიღია და არც მას
-ხვალამდე - ვუთხარი და კიბეებზე სწრაფად ავირბინე ოთახში შევედი და დავწექი
-კარმენ - ვუთხარი კარმენს რომელიც მაგიდასთან იჯდა და დავალებას წერდა
-ხო
-მინდა ჩემს დაქალს წერილი გავუგზავნო
-არაა ეგ პრობლემა დაწერე და ხვალ ფოსტით გავაგზავნოთ - გამეღიმა ფურცელი და კალამი ავიღე და წერილის წერა დავიწყე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი მაგრამ შემდეგ ფურცლები ნაკუწებად ვაქციე და გადავყარე
-რატომ გააკეთე ეს? - მკითხა კარმენმა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს მადევნებდა
-არ მინდა აღარ გავუგზავნი
-მომიყევი რა ხდება შენსა და დანიელს შორის
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს უბრალოდ ორივე დასჯილები ვართ და ერთად მაგიტომ ვსხედვართ ბიბლიოთეკაშიც ერთად მაგიტომ ვმეცადინეობთ და ვარჯიშბზე გაყოლა მაგიტომაც მიწევს - ამოვთქვი მერე კი ბალიში სახესთან მივიტანე და ამ ყველაფრის გახსენებით გაბრაზებულმა პატარაზე წამოვიკივლე მერე ავდექი და ოთახში აქეთ-იქით სიარული დავიწყე
-გარეთ გასვლა მიზეზი იყო საბაბი ჩვენი დასჯისა
-რა გარეთ გასვლა - კარმენს რომ შევხედე მაშინ გამახსენდა რომ არ იცოდა მერე სახე დავმანჭე საწოლზე დავჯექი და მოყოლა დავიწყე ყველაფრის თავიდან ბოლომდე მხოლოდ ნიშნის შესახებ არ მითხვამს
-ვიცოდი რო რაღაც ვერ იყო შენსა და დანიელს შორის
-მე მეძინება - საწოლზე დავწექი და ვეცადე დამეძინა ცოტახნის შემდეგ დამეძინა კიდევაც მაგრამ სიზმარში კოშმარი ვნახე და დილის ექვს საათზე გამეღვიძა ვიბანავე და ჩავიცვი შავი ტანზე მომდგარი ჯინსი ლურჯი საროჩკა თმა გავიშალე და ფეხზე ბენსიმონები ამოვიცვი მაგრამ ზემოდან სკოლის ფორმის გადაცმა მომიწია რომელიც მთლიანად შავი იყო და შესაბამისად არ ჩანდა რა მეცვა კლასში შევედი და დანიელს რომელიც ყოველთვის დროულად მოდიოდა ხოლმე კლასში გვერდით მივუჯექი
-მომბეზრდა გარეთ მინდა გასვლა საღამოს - დაიწუწუნა და შემომხედა ისე თითქოს მე რამეს ვუშველიდი თუმცა მეც ისე მინდოდა გარეთ გასვლა საღამოს ბალახზე დაწოლა და ვარსკვლავების ყურება რომ უნებურად აღმომხდა - მეც მინდა - ცოტახანში ბავშვები შემოვიდნენ და მასწავლებელიც შემოყვათ
-ბავშვებო გადაშალეთ წიგნები და დაიწყეთ წერა რასაც დაფაზე დავწერ - თქვა მასწავლებელმა მკაცრად. გაკვეთილები რომ დამთავრდა ბიბილიოთეკაში ერთად მივდიოდით მე და დანიელი როცა ბრიჯიტი მოგვიახლოვდა და დანიელს წაეარშიყა მე თვალები გადავატრიალე და დანიელს ვუთხარი რომ ბიბლიოთეკაში დაველოდებოდი ბიბლიოთეკაში შევედი და ერთ-ერთი თაროს გამოვლისას წიგნი საკმაოდ მაღალი ადგილიდან გადმოვარდა უკან დაბრუნდება მინდოდა თუმცა გადაშლილმა წიგნმა ცოტა დამაეჭვა და წიგნი სხვა წიგნებთან ერთად მაგიდაზე დავდე დანიელს ველოდებოდი თუმცა რომ აღარ გამოჩნდა ოთახში ავედი და იქ ვიმეცადინე

ვინც კითხულობთ ბოდიში უნდა მოგიხადოთ ვინაიდან მეტის დადებას ვეღარ შევძლებ დღესვე მივდივარ სოფელში და ეს თავიც საჩქაროდ დავდე მოსამზადებელი ვარ წასვლა არ მინდა თუმცა ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე ჩემს მშობლებს ამიტომ სხვა გზა არ მაქვს ძალიან მწყდება გული რომ ისტორიის დადებას ვეღარ გავაგრძლებ ბოდიში კიდევ ერთხელ ((




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent