შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამსხვრევებს მიღმა(6) დასასრული


23-07-2015, 18:32
ავტორი ^paradise^
ნანახია 2 105

მათი თვალებიდან კვლავ ბედნიერების ცრემლებმა იჩქეფა.. გული საგულეში აღარ ეტეოდა.. ერთმანეთს უყურებდნენ და ახსენდებოდათ წარსული.. ის წარსული,რომელმაც იმედები ამოუწურათ.. ქალს სხეული უკანკალებდა,ფეხებში სისუსტეს გრძნობდა,მას ხომ ისევ უკრთოდა სხეული საყვარელი მამაკაცის თვალების დანახვისას. მას ისევ აჟრიალებდა მისი შეხების დროს.. ისინი იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.
- ბენჯამინ,ჩვენ მოვრჩით,-ოთახში მათი საუბარი ჯეინმა დაარღვია.. საუბარი,რომელიც არავის ესმოდა მათ გარდა..
- ხო შვილო,-ბენჟამინმა თბილად გახედა ჯეინს.. ჯეინი დაბნეული იყურებოდა.. უხერხულად გაუღიმა უცნობ ქალს და ისევ ეზოში შეტრიალდა..
- ევაა,ვიღაც ქალი მოვიდა,-ევა ვარდებს რწყავდა და გაოფლიანებულ შუბლს ხელით იწმენდდა..
- რა?,-გოგონა უცებ წამოხტა,წელში გასწორდა და მტვრიან ფანჯარად შუბლი დაადო.. ცდილობდა გაერკვია,თუ ვინ იყო ეს ქალი.. დიდხანს უყურა,ბოლოს კი,როდესაც ქალის თბილი ღიმილი დაინახა..
- ეს ისაა,-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა გოგონას და ჯეინს მიუბრუნდა.
- ევა,ნათელმხიდველი არ ვარ.. ვინ ის?,-ჯეინმა დოინჯი შემოირტყა და გოგონას თვალებში ჩააშტერდა.
- ევაა,სურათში რომ ქალი იყო,ერთმანეთი უყვარდათ,-კმაყოფილმა თქვა და ფანჯარას ისევ შუბლი დაადო. ისინი იქ აღარ იდგნენ.
- მოიცა,ბენჟამინმა ხომ თქვა,რომ გარდაიცვალაო....,-გოგონამ წარბები შეკრა და გაოცებულმა ჩაილაპარაკა,-არ არსებობს,შენ.. როგორრ??,-ევას ყურებამდე აქაჩულ ღიმილს,როდესაც შეხედა მაშინვე მიხვდა,თუ რა ხდებოდა..
- წამოდი გავიცნოთ,-გაოცებულ დაქალს მკლავში ხელი მოკიდა და ფეხაკრებით სამზარეულოსკენ წაიყვანა. ბენჟამინს უკვე მოუდუღებია თავისი საფირმო ჩაი და ევასთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.. მათი გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელები ერთმანეთს ეხებოდნენ და იგრძნობოდა ამდენი ხნის მონატრებაა.. იგრძნობოდა ის სიყვარული,რომელიც ნამდვილად ორივესთვის მარადიული აღმოჩნდა.. ისინი ისევ ერთად იყვნენ. ევას ძალაუნებურად ანდრეა გაახსენდა..
- მოდით გოგონებო,-ბენჟამინმა ორი მომღიმარი სილუეტი დალანდა კარებთან და ოთახში შემოიპატიჟა.
- ესენი შენი შვილიშვილები არიან?,-ევამ ჩვენ გამოგვხედა და გაგვიღიმა..
- არა,თუმცა ამ გოგონებმა სიცოცხლე დამიბრუნეს..,-თბილად მოკიდა ჯეინს ხელი და გვერდით დაისვა. ევა კი უყურებდა მოხუცებს და თვალებიდან თავისით მოსდიოდა ცრემლები..
- ეს ჯეინი,ის კი ევა,შენი სეხნიაა,-ბენჟამინმა გააცნო გოგონები და მაგიდასთან დასვა.
- მეცნობა ეს გოგონა,თუმცა ვერ ვიხსენებ საიდან,-სეხნიები გვერდი-გვერდ ისხდნენ.. ევამ ხელის კანკალით მისი თლილი თითები გოგონას სახეზე ჩამოუსვა და თბილად გაუღიმა.. გონება დაძაბა,თუმცა მაინც ვერ გაიხსენა,თუ საიდან ეცნობოდა ევა. დიდხანს ისხდნენ და საუბრობდნენ.. ჯეინი გულიანად იცინოდა,როდესაც მოხუცები რაიმეზე კინკალობას იწყებდნენ.. ევა კი მათი ყურებით ტკბებოდა,თუმცა გონება სხვაგან ჰქონდა.. ევა ფიქრობდა ანდრეაზე,მის ცხოვრებაზე და იმაზე,თუ რა მოხდება მომავალში.. ის ფიქრობდა,ისევ ემგზავრა,თუ არა წარსულში?!

- ჯეინ,არამგონია ეს კვირა სკოლაში ვიარო,ამიტომ უთხარი დამრიგებელს,რომ ავად გავხდი,-ევამ ჯეინის მანქანიდან სარკე გადმოიტანა და თავისი სახლის კარები შეაღო.

- მოიცა მოგეხმარო,შენზე მძიმე ეგ სარკეა,-ჯეინმა სარკე აწია და მეორე სართულზე ავიდნენ.

- აქ დადგი,-ლოგინთან დადგა ევამ და სარკეს თვალი შეავლო..არ იცოდა რა ექნა. რომ დაბრუნებულიყო წამოსვლა აღარ მოუნდებოდა და ისევ დაწყდებოდა გული ყველაფერზე.. ევას ამ პრობლემისგან სული სტკიოდა და არ იცოდა რა ექნა.. როგორ მოქცეულიყო.

- რა გჭირს?რამე მოხდა?,-ჯეინი ევას უკან ამოუდგა და ხელები შემოხვია... ევამ ცრემლებს გასაქანი მისცა და გოგონას მოეხვია..

- ევა,დამშვიდდი,-ჯეინმა ლოგინზე დასვა და თმებზე ფერება დაუწყო. ჯეინი მიხვდა ევას გულსიტკივილს,-ევა,მომისმინე შენ ხომ ის გიყვარს.. სანამ შეგიძლია იყავი მასთან.. დროს ვერ გაექცევი..,-ჯეინი მთელი დღე ევასთან იყო,ამშვიდებდა და ცდილობდა მისი ხასიათზე მოყვანას.. მერე კი ევა თავის ფიქრებთად მარტო დატოვა.. უკვე გვიანი იყო. ევამ ცრემლები შეიმშრალა და სარკესთან მივიდა.ხელში სარკის ნამსხვრევი აიღო და ხელი მოუჭირა.. ისევ ნაცნობი ძალა,რომელიც უკან ექაჩება და ნაცნობი სურნელი,რომელიც ცხვირს უწვავს..

- ევა არ გამოვა,მაპატიე,მე უნდა წავიდე,-ევამ ნაცნობი სილუეტი დალანდა,მერე კი ცხადად დაინახა შეარაღებული და განერვიულებული ანდრეა. ბიჭმა ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო :

- ჩემო საყვარელო,ვიცი რომ უდროო დროა,უკვე მრავალჯერ წავსულვარ და მრავალჯერ დავბრუნებულვარ შენთან,თუმცა იმის იმედი არ მაქვს,რომ ამჯერად დავბრუნდები,უბრალოდ ჩემი სიყვარულის სიმბოლოდ მინდა გქონდეს.. ჩვენ ჩვენს მომავალს ვერ შევცვლით,სამწუხაროდ.. მე არ მინდა შენ აქ იყო,არ მინდა წარსულს უყურებდე.. როგორ გიკვდება საყვარელი ადამიანი.. აქ რომ არ მოხვედრილიყავი,შენ არ გეცოდინებოდა ჩემი არც სახელი და არც გვარი.. შენ არ გეტკინებოდა ასე და მეც მშვიდად შევწირავდი თავს სამშობლოს.. თუმცა მაინც,მე იმედს ვიტოვებ,რომ სადღაც მომავალში ისევ შენთან ვიქნები.. ევა,ძალიან გთხოვ,ცოლად გამომყევი.. მინდა ამ რეალობაში,თუ არა, იმ რეალობაში მაინც ვიქნებით ერთად.. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,-ევას წინ დაიჩოქა და ხელში ლამაზი ბეჭედი დაიჭირა.. გოგონას ცრემლებმა მთელი სახე დაუსველეს.. მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკალიც არ ჩანდა..

- თანახმა ვარ,-თითქმის ჩურჩულით თქვა და ანდრეას ხელი გაუწოდა.. ანდრეამ გოგონა ჰაერში ააფარფატა.. ევამ მხოლოდ ახლა მოკრა თვალი კალენდარს,რომელიც ზუსტად 1945 წელს აჩვენებდა.. ევამ თვალები დააწვრილა და უფრო მკაფიოდ დაინახა 1 მაისი.. ანუ სულ რაღაც 7 დღეში..

- ანდრეაა,ომი ამ წელს დამთავრება,გესმის?,-მამაკაცის მხრებს მოშორდა და ბედნიერად გაუღიმა.. ,- 8 მაისს დამთავრდება,გესმის???,-ევამ პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო და ანდრეას ჩაეხუტა.. ანდრეა ბედნიერი იყო.. მას როგორღაც მხოლოდ 7 დღე უნდა გაეძლო.. მხოლოდ 7 დღე... ფეხით ოთახის კარები დაკეტა და გოგონა კედელზე ააკრო.. მათი გახშირებული სუნთქვა არღვევდა ტანკის და იარაღის გასროლის ხმას.. ევამ ფეხები ანდრეას წელზე შემოხვია და მომთხოვნად აკოცა ტუჩებში.. ანდრეა გათამამდა და ერთი ხელის მოსმით გახადა კაბა.. ფრთხილად დააწვინა ლოგინზე,ისე რომ ევას ტუჩებს წამითაც არ მოშორდა.. მაისური გაიხადა და შარვლის ქამარს მიწვდა.

- დარწმუნებული ხარ,რომ ამის გაკეთება წარსულში გინდა?,-გოგონას გაუცინა და კოცნა განარგძო. ევას სიამოვნებისგან გაუგებარი ბგერები ამოსდიოდა და მალე მისი ხმა მთელ ოთახში გაისმა.. ანდრეას ტუჩები მთელ სხეულზე დათარეშებდნენ,მკერდიდან მუცლამდე და ოდნაც ქვევით.. ბოლოს კი ძალაგამოცლილმა ევამ მამაკაცსს მკერდზე დაადო თავი,თვალები დახუჭა და ანდრეას გულისცემა სასიამოვნოდ ესმოდა.. მას უკვე ანდრეას საცოლე ერქვა..


- დარწმუნებული ხარ,რომ აქვე ცხოვრობს?,-ნერვულად ათამაშებდა ჯეინი საჭეზე თითებს..
- იმ ქალმა ეს მისამართი ცამაწერინა ჯეინ,მოუმატე სიჩქარეს,-ევა თითეულ სახლს ზედმიწევნით ათვალიერებდა და ცდილობდა ამოეცნო საყვარელი მამაკაცის სახლი..
- მოვედით,-ჯეინმა მანქანა ერთ სახლთან გააჩერა.. სახლი თეთრი,ორსართულიანი,მოვლილი ეზოთი და ლამაზი აივნებით იყო.. ევამ მანქანის კარები ფრთხილად დაკეტა და სხეულის ცახცახით გაუყვა ბილიკს.. სახლის კიბეებზე ავიდა,გული საგულეში აღარ იყო,თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული ჩამოკრა ზარს ხელი.. დაელოდა... არავის ნაბიჯების ხმა არ ისმოდა.. მან კვლავ დააკაკუნა,თუმცა ამაოდ.. ჯეინს გახედა,რომელიც ლამის მანქანიდან გადმოხტა.. ისიც ნერვიულობდა. ევას ბოლო იმედის სხივიც ჩაუქრა და ნაღვლიანი თვალებით კიბეებიდან ჩამოვიდა.. ჩიტების ჭიკჭიკი დაარღვია კარების სახელურის ხმამ.. მერე კი მოხუცი ადამიანის ნაბიჯის ხმამ.. ერთხანს ჩუმად იდგა და სუნთქვა შეკრული უსმენდა მოხუცსს..
- ვინ გნებავთ?,-მისი ბარიტონი არ შეცვლილიყო.. ევას თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა და ფრთხილად შეტრიალდა მამაკაცისკენ.. ნაცნობი გამოხედვა,ნაცნობი თვალები და ნაცნობი სევდა.. მხოლოდ ამ სამმა რამ დაარწმუნა,რომ ეს იყო თავისი ნაპოვნი სიყვარული.. ევამ პირველი ნაბიჯი გადადგა,თან მოხუცსს თვალებში უყურებდა.. მარჯვენა ხელზე ანდრეას მიერ ნაჩუქარი ბეჭედი დაატრიალა და ანერვიულებულმა მეორე ნაბიჯიც გადადგა.. მოხუცი გაოგნებული უყურებდა,როგორც ჩანს მან ის ვერ იცნო..
- გამარჯობათ,-გოგონა წინ დაუდგა მოხუცსს და მისი დანაოჭებული სახე შენიშნა..
- გაგიმარჯოთ,ვინ გნებავთ?,-ისევ მისი ხმა,ევას ტანში ეკალმა დააყარა და ხელისგულებით მოიწმინა ცრემლები,რომლებიც დანახვის საშუალებას არ აძლევდნენ.
- ანდრეა ევა ვარ,-სიტყვები ჩუმად წამოთქვა და ცრემლებმაც გასაქანი მისცეს.. მოხუცმა გოგონა საგულდაგულოდ შეათვალიერა და მზერა მის თითზე ნაცნობ ბეჭედზე გააჩერა..
- ევა,-მის ხმაში იგრძნობოდა უზომო მონატრებაა.. მოხუცმა გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელი ევას ლოყას შეახო,ნაბიჯი წინ გამოდგა და ხელის კანკალით გოგონას სახის კონტური შემოხაზა..
- ანდრეა,ვინ გვესტუმრა?,-ახალგაზრდა ქალის ხმამ მათი ყურადღება მიიპყრო და კარებიც ფართოდ გაიღო.
- გამარჯობათ?,-გოგონას ოდნავ მსუქანი,მრგვალი სახის მოყვანილობის მქონდა,მუქი ფერის კანიანი ქალი მიესალმა..
- სოფი,ჩემთან არიან,-ანდრემ ქალი ისევ სამზარეულოში შეიყვანა და ევას სახლში შემოსვლა შესთავაზა.. გოგონაც მორჩილად გაჰყვა საყვარელ ადამიანს... ის უყურებდა მის დანაოჭებულ სახეს,რომელზეც ოდესღაც ბედნიერი და თვალისმომჭრელი ღიმილი ანათებდა.. უყურებდა ჩასისხლიანებულ თვალებს. ანდრეას თვალები არ შეცვლილიყო,ის მხოლოდ სევდას ჰყავდა დაპყრობილი.. თუმცა გამოხედვა ისევ ისეთი ჰქონდა,როგორც ადრე.. ევა ლამაზად მოწყობილ ოთახში შეიყვანა და ლოგინზე დასვა..
- შენ ეს შეძელი,-ამ ხნის განმავლობაში ევამ ისევ იგრძნო მისი ხელი თავის ხელში.. ისევ ისე დააყარა ტანზე და მონატრებისგან ისევ ისე ატირდა..
- ძალიან მიყვარხარ ანდრეა,-გოგონა მოხუცისკენ დაიხარა და ლოყაზე მხურვალედ აკოცა..
- ახლა კი შემიძლია თამამად ვთქვა“ სიყვარული სიცოცხლის ფასად“,-ანდრეას სახეზე ისევ ბედნიერებამ დაისადგურა,მისი ღიმილი ისევ ისე ახარებდა ევას,როგორც ადრე.. როგორც წარსულში.
გადიოდა დღეები,დღეებს მიჰყვებოდა თვეები.. ევა კი ყოველ საღამოს ანდრეას აკითხავდა,მიჰქონდა წიგნები.. ისხდნენ ბუხრის წინ და ისმოდა ევას ხმა.. უკვე ანდრეას მეექვსე წიგნს უკითხავდა და ეს უკანასკნელიც ერთ ღამეში ჩაამთავრა.
- მიყვარს,როდესაც მიკითხავ,-ანდრეას ხმა ნელ-ნელა უფრო ჩუმად ისმოდა ოთახში.. მას სიარული აღარ შეეძლო.. ყოველსაღამოს ევას გამოჰყავდა და საათობით ასეირნებდა ბაღში.. სოფის დაუმეგობრდა,სოფი მოსამსახურე იყო,რომელიც ანდრეას ტკბილეულობით და ნაირ-ნაირი კერძებით ათამამებდა.. დრო გადიოდა,ანდრეა ბენჟამინთან და ევასთან დაჰყავდა.. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ყველანი ერთად ატარებდნენ დროს.. ჯეინი მოხუცებს ათამამებდა და ძველ ვისკის უსხამდა ჭიქებში.. ისინიც ისხდნენ ჩუმად და ერთმანეთს თვალს უპაჭუნებდნენ.. ანდრეას თმა მთლიანად გაჭაღარავდა.. კიდურებს უკვე ვეღარ ამოძრავებდა და უმეტეს დროს ლოგინში,ევას ლოდინში ატარებდა.. გოგონა კი ყოველ საღამო დადიოდა,უკითხავდა და უვლიდა.. იმდენ ბედნიერებას აძლევდა,რამდენიც შეეძლო.. მან იცოდა,რომ ერთ საღამოს დაბრუნდებოდა ანდრეასთან,მაგრამ სახლში მხოლოდ აქვითინებული სოფი დახვდებოდა და ის თავისი მეორე ნახევარი,რომელსაც უკვე სხეულში სულიც აღარ ედგა.. რომელიც ვერარასდროს გაუღიმებდა ევას,როგორც ადრე.. ვეღარასდროს ეტყოდა,თუ როგორ უყვარდა და ,რაც მთავარია,ვერარასდროს დაბრუნდებოდა უკან..
იანვრის სუსხიან დილას ევას ტელეფონიც აწკრიალდა.. ახალგაღვიძებულმა ნომერს დახედა.. როდესაც სოფის სახელი ამოიკითხა თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა მთელი სახე დაუსველეს.. თუმცა ის თუ რა ხდებოდა ევას სულში ამას მეც ვერ ავღწერ.. მას სტკიოდა ყოველი წამი,რომელიც ანდრეას გარეშე გაატარა.. ტანზე მალევე ჩაიცვა და სახლიდან გავარდა.. ევას ფეხით მოუწია გარბენა.. ანდრეას სახლამდე 20 წუთი ირბინა,მისი გული აღარ ფეთქავდა... მამაკაცის სახლის კარები გამოგლიჯდა და ანდრეას ოთახში შევარდა.. ის იქ იწვა,თვალებდახუჭული,გალურჯებული ტუჩებით.. ოთახში მხოლოდ სოფის ქვითინი არღვევდა სუჩუმეს. ევა მუხლებზე დაეცა,სახე ხელებში ჩარგო..


- მიჭრს ამ სიტყვების თქმა,-ევამ შავადშემოსილ ხალხს გახედა,ღრმად ჩაისუნთქა და კითხვა განაგრძო,-ეს არის ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში,იმიტომ რომ დავკარგე ადამიანი,რომელმაც მასწავლა ცხოვრება.. მისგან მხოლოდ მოგონებები და უდიდესი ტკივილი დამრჩა,-სახეზე ცრემლები მოიწმინდა.. ცრემლები,რომლებიც სულს უწვავდნენ.. ისევ ჩაისუნთქა და განაგრძო,-ის არ იყო ჩემთვის მხოლოდ მოხუცი,რომელსაც ვუვლიდი,რომელზეც ვზრუნავდი.. ის იყო ჩემთვის ახალგაზრდა ჯარისკაციი.. ანდრეა ზუსტად ასეთად დამამახსოვრები.. ახალგაზრდა ჯარისკაცად.. „სიყვარული სიცოცხლის ფასად“,-ევას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი,ამგრამ გამოსამშვიდობებელი სიტყვები მხოლოდ ამით დაასრულა.. ისევ შეავლო ხალხს თვალი და ბენჟამინის აცრემლიანებული სახე და ევას აკანკალებული სხეული შენიშნა.. ბოლოჯერ მოავლო თვალი ყველაფერს და ადგილს ჩქარი ნაბიჯებით მოშორდა.. მას სტკიოდაა,მისი სული ყვიროდა,ცრემლები ისევ წვავდნენ სახეს.. ევა ანდრეასთან ერთად გარდაიცვალა.. ის მოკვდა.. მან მხოლოდ არსებობა განაგრძო..
-
პ.ს არ ვაპირებდი ასე მალე ამ ისტორიის დასრულებას,თუმცა მაინც დღეს გადავწყვიტე.. ბოლო ნაწილის წერისას მართლა ამეტირა. არ ვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით ეს ყველაფერი,თუმცა მე მათთან ერთად ვიდექი.. ისეთი გრძნობა მქონდა,რომ მეც ვუსმენდი ევას მიერ წაკითხულ წიგნებს და მეც ვუყურებდი ანდრეას დაბერებულ სახეს.. დიდი ბოდიშით თუ ბანალური დასასრული გამომივიდა..
ნამსხვრევებს მიღმა(6) დასასრული

პ.ს ეს ბენჟამინის ევაა <3
მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით



№1  offline მოდერი ჯია

რატომ გამიკეთე ეს? :( არ მინდოდა ჯერ დამთავრებულიყო.... :(
მომეწონა ძალიან ❤️ მაგრამ გული დამწყდა :(

 


№2  offline მოდერი ^paradise^

ჯია
რატომ გამიკეთე ეს? :( არ მინდოდა ჯერ დამთავრებულიყო.... :(
მომეწონა ძალიან ❤️ მაგრამ გული დამწყდა :(

მადლობა საყვარელო :* მეც არ მქონდა გეგმაში დღეს დამთავრება,მაგრამ რატომრაც ბოლო წამებში ასე გადავწყვიტე <3 მადლობა რომ სულ ჩემს გვერდით იყავი <3 მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით love

 


№3  offline მოდერი ანკა

მაგარი იყო, მაგრამ სევდიანი დასასრული არ მომეწონა :((
გელოდები ახალი ისტორიით <3

 


№4  offline მოდერი ჯია

გელოდები სულმოუთქმელად ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent