შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამსხვრევებს მიღმა(5)მათი თვალები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს..


22-07-2015, 13:12
ავტორი ^paradise^
ნანახია 2 003

ევას თითიდან სისხლი გაუჩერებლად მოსდიოდა,ჯეინი ისტერიკებს მართავდა,ჯერ გოგონამ ვერ დაიჯერა,რომ დროში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია,ამიტომ დღიურში დაიწყო ჩაწერა..
- რას გრძნობ ამ დროს?,-ჯეინი საჭეს მიუჯდა და ევას გადახედა,რომელიც ცდილობა ღვედის შეკრას..
- რაღაც ძალას,რომელიც სადღაც უკან მექაჩება,უცნაურიაა,ერთხელ შენც უნდა წაგიყვანო,-გოგონას ცალყბად გაუღიმა და ხელები მუხლებზე შემოიწყო... ევას ტელეფონი ისევ აწკრიალდა..
- უპასუხეეეე,-დაუღრინა ჯეინმა და მანქანა დაამუხრუჭა.. ევას ახლა,რომ არ ეპასუხა,აქედან ცოცხალი ვერ გადავიდოდა.
- გამარჯობა,მარკ,-ევამ წარბები შეკრა დაა უკმაყოფილოდ გახედა ჯეინს. ჯეინი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს,როდესაც ევა ასე შტერულად პასუხობდა.. ევას „კი ან არას“ რეჟიმი ჩართული ჰქონდა..
- რაო?,-ყურმილი დაუკიდა და ჯეინის ხმაც გაიგონა.
- შემეშვი,არ მცალია მისთვის..
- ევა,არ მესმის,მთელი ბავშვობა გიყვარდა მარკი,მასზე ოცნებობდი და ახლა ხელს რატომ კრავ?,-საპასუხოდ ევამ მხოლოდ ფანჯარა ჩამოსწია და უკმაყოფილოდ დაეყრდნო კარებს.. უყურებდა დაცარიელებულ ქუჩებს და ფიქრობდა წარსულზე. მისი ფიქრები ისევ ანდრეასთან იყო..თავში ერთი კითხვა უტრიალებდა“ ნუთუ ანდრეს ევასთვის უნდა ეკოცნა?!“..გზაში უკვე ათასჯერ წარმოედგინა მისი პირველი კოცნა წარსულში,სადაც საათის წიკ-წიკი ჩაასმის და სადაც ანდრეას ცხელი სუნთქვა ეხება სახეზე.. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,ერთი სული ჰქონდა,როდის დაბრუნდებოდა ჯეინთან,რომ ისევ ემოგზაურა წარსულში.. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ ანდრეას ეტყოდა ყველაფერს..
- ბენჟამიიინ,მოვედით,-ხის კარები ჭრაჭუნით შეაღეს გოგონებმა და ნელა შევიდნენ დაცარიელებულ მაღაზიაში.
- უკანა ეზოში ნახე,ჯეინ,-ევამ გოგონას კარებისკენ მიუთითა,რომელიც მაღაზიის უკანა ეზოში გადიოდა.. ჯეინი უკმაყოფილოდ წავიდა და კარები მოიხურა.. ევა სამზარეულოში შევიდა და თავჩახრილი მოხუცი დაინახა..
- ბენჟამინ,როგორ ხართ?,-გოგონა მიუახლოვდა და დანაოჭებულ სახეს თვალი შეავლო.
- მოხვედი,საყვარელო? მეგონა დაგავიწყდებოდი,-ევას გაუღიმა და ფრთხილად წამოდგა ჩასახუტებლად.
- თქვენ როგორ დამამვიწყდებოდით,ძალიან მიყვარხართ, ბენჟამინ,-ოთახში ჯეინი შემოვიდა და ისიც გადაეხვია მოხუცსს..
- მეც ძალიან მიყვარხარ,შვილიშვილი არ მყოლია,ამიტომ თუ თანახმა იქნები შენი მესამე ბაბუაც გავხდებოდი,-მოხუცმა გაუცინა,თუმცა ამ ხუმრობაში იმდენი ტკივილი იგრძნობოდა,რომ ევას სული დაუმძიმდა..
ბენჟამინს საღამოს 7 საათამდე ეხმარებოდნენ,მტვრიანი ნივთები გააპრიალეს,ისე ბზინავდა,რომ ბენჟამინი ვეღაც ცნობდა,იატაკიც მოწმინდეს,ბაღი გაასუფთავეს და ძალაგამოცლილები ბენჯამინის სამზარეულოში პატარა ტახტზე დასხდნენ.
- ჯეინ,შენ ჩაის დალევ,თუ ყავას?,-დაღლილი მოხუცი ნელა წამოდგა და გაზქურასთან მივიდა..
- მოდით,დღეს მე გიმასპინძლდებით,ბატონო ბენჟამინ,-მოხუცსს გაეკიჭა და ევას თვალი ჩაუკრა. ბენჟამნს პატარა ბავშვივით გაუხარდა,რომ ვიღაც მასზე ზრუნავდა.. გოგონას თბილად გაუღიმა და თავისი ადგილი დაიკავა.
- არა,არა დღეს თავი ისევ ახალგაზრდად უნდა გაგრძნობინოთ,ჩაიცვით მივდივართ,-ჯეინი წამოდგა,მანქანის გასაღები მოიმარჯვა და სამზარეულოში დოინჯშემორტყმულმა დაქალს გახედა.. ევამ დაღლილობა,რაც შეიძლება შორს მოისროლა და გოგონას მხარი აუბა.
- წავიდეთ,ბანჟამინ,პირობას ვდებ კარგად გაერთობით,-ევამ მამაკაცსს მხარში წაავლო ხელი და წამოდგომაში დაეხმარა.. ბენჟამინი თავის ოთახში შევიდა,სულ მალე კი იქიდან ისეთი ჩაცმულ-დახურული გამოვიდა,რომ გოგონებისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა.
- აბაა,წავედით,-ჯეინმა ბენჟამინის მაღაზია ჩაკეტა.. მოხუციმა ხარბად შეისუნთქა ჰაერი და კმაყოფილმა მოკიდა ხელი ევას..
- ბენჟამინ,თქვენ მანქანის ტარება ხომ გეხერხებათ?,-ჯეინმა გასაღები მოხუცსს მისცა და უკანა ადგილი დაიკავა.
- კი,მაგრაამ მე.. ,-მოხუცი შეყოყმანდა,თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა შანსი ხელიდან არ გაეშვა და ლამპიონებით განათებულ გზას მიჰყოლოდა..
- კარგი,მაგრამ სად მივდივართ?,-მძღოლმა ჯეინს გადახედა. გოგონამ მისამართი უკარნახა და მალევე გავჩერდით ნახევრად ჩაბნელებულ ბართან,საიდანაც ძველებური (ჯარის დროინდელი) სიმღერები ისმოდა.
- ევა,კამერა მოიმარჯვე,დღეს ბენჟამინის დღეაა!! ,-ჯეინმა ბარის კარები შეაღო და ლამაზად მორთულ,ძველმოდურ ბარში შევიდა. აქ ზუსტად ბენჟამინის ხელა მოხუცები იყვნენ,რომლებიც თავს ირთობდნენ პინ პონგით,ბირ პონკით და სხვადასხვა სათამაშოებით.. ისმოდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმღერა.. ბენჟამინს უხაროდა,უხაროდა ის რომ მის ცხოვრებას ნამდვილად ცხოვრება ერქვა და არა უბრალოდ არსებობა.. უხაროდა,რომ ისევ განიცდის,ისევ ისე უჩქეფს სისხლის,როგორც ახალგაზრდობაში.. მოკლედ,ის ისევ ცხოვრობს.. მას მხოლოდ თავისი საყვარელი ევა აკლდა,თუმცა ევას ნაკლებობა გოგონებს არ შეუმჩნევიათ. მთელი საღამო ისხდნენ და ლაპარაკობდნენ,ბენჟამინმა რამდენიმე მოხუციც გაიცნო,რომელსაც თურმე ადრე იცნობდა,მაშინ როდესაც ბრძოლის ველზე თვით სიკვდილს ებრძოდნენ,ბევრი ილაპარაკეს ომზე,სიცოცხლეზე,სიკვდილზე და სხვა მრავალს თემებზე..
- ჯეინ,გადაგვიღე,-როგორც კი ევამ ბენჟამინის სახეზე უსაზღვრო ბედნიერება იგრძნო,უნდოდა ეს მომენტი,რაც შეიძლება მკაფიოდ და კარგად დაემახსოვრებინა ამიტომ მოხუცთან მიიჩოჩა,ჩაეხუტა და კამერიდან „ჩიტიც გამოფრინდა“. კიდევ ბევრჯერ „გამოფრინდა ჩიტი“.. კმაყოფილებმა მიიყვანეს ბენჟამინი სახლამდე.
- დიდი მადლობა ჯეინ,ევაა.. დღეს თავი ადამიანად მაგრძნობინე,რომელიც უყვართ და რომელზეც ზრუნავენ,-გოგონებს ცრემლნარევმა გადაეხვია და ფეხების კანკალით მოიხურა სახლის კარები.. ჯეინი კმაყოფილი იყო იმით,რომ ადამიანი გააბედნიერა.. ევას კი უფრო და უფრო აინტერესებდა ბენჟამინის წარსული..’
- ჯეინ,ანდრეა მენატრება,-ევას გრძნობები იმდენად ცხადი იყო,რომ გოგონას მონატრებისგან სული ეწვოდა..
- მერე წადი,შენც ახლა სხვა ქვეყანაში არ ჩადიოდე,-ჯეინმა მხიარულად უპასუხა და სარკეზე მიუთითა.. ევამ სასკოლო ჩანთიდან კულონი ამოაძვრინა სადაც იყო ამოტვირფული „ სიყვარული სიცოცხლის ფასად!“ კულონი კაბის ჯიბეში ჩადო და სარკის წინ დადგა. ღრმად ჩაისუნთქა.. გრძნობდა,როგორ არღვევდა სიმყუდროვეს მისი გულის ფეთქვა.. სხეული აუკანკალდა,თვალები დახუჭა და სარკეს ხელი მიადო.. ისევ ესმოდა მეორე ოთახიდან ჯეინის ბუზღუნი,თავისი გულის გახშირებული ფეთქვა და პირველი სართულიდან ამოსული ტელევიზორის ხმა,სადაც ,რა თქმა უნდა,ამანდა საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა.. გოგონამ თვალები გაახილა,პატარა ნამსხვრევში თავისი დამწუხრებული თვალები დაინახა და ის იმედის სხივიც კი გაუქრა.. ლოგინზე მოწყვეტით დაეშვა.. ^ნუთუ მე ვერ ვნახავ მას?^ მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა გონებაში.
- შენ უკვე მოხვედი,თუ ჯერ არ წასულხარ?,-თმების მშრალებით შემოვიდა ოთახში ჯეინი და გოგონას მომღიმარმა დახედა.
- ჯეინ,მგონი იქ ვეღარც მოვხვდები,-უკმაყოფილოდ წამოყო თავი გოგონამ და მეგობარს დახედა.
- დღეს რაღაც ძალიან კეთილი ვარ,-ჩაიბურტყუნა ჯეინმა და ევას ლოგინზე დაჯდა,გოგონამ თავი ჯეინს კალტაში ჩაუდო და რამდენიმე ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა..
- სუუ,ნუ ტირი,საყვარელო,იქნებ შესაფერისი დრო არ არის,-ჯეინმა გოგონას თმებზე მოეფერა და დაამშვიდა. ევას იმედგაცრუებისგან და უზომო მონატრებისგან გადაღლილს ჩაეძინა. ჯეინი ფრთხილად წამოდგა და სარკის წინ დადგა.. უყურებდა თავის ანარეკლსს,ფრთხილად წაიღო თითი სარკისკენ,თუმცა მალევე უკან გადადგა ნაბიჯი.. „არა,ეს „ევას სამყაროა“, იქ ევას ელოდება ანდრეა, მე არ მქავს უფლება ასე შევეჭრა“ თავისთვის გაიფიქრა და ლოგინისკენ წავიდაა.. მალე მასაც ჩაეძინა..
იმ ღამეს ევას ცუდი სიზმარი დაესიზმრა,ანდრეა ბრძოლის ველზე იყო და მას ეშინოდა.. ევა გრძნობდა მის შიშსს,ბოლო სიტყვები რაც გაიგონა მისი სახელი იყო.. გამოეღვიძა,ჯერ ისევ ბნელოდა,მთლიანად ოფლში გაწურული წამოდგა და აბაზანისკენ აიღო გეზი.. სუნთქვის დასარეგულირებლად ცივი წყალი სახეზე მიისხა და ნიჟარას დაეყრდნო,ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფეხაკრებით დადგა სარკის წინ.. იქვე შუშის ნამსხვრევებს მოკიდა ხელი და თვალები დახუჭა.. მეორე ცდას მიჰყვა მესამეც,მესამეს მეოთხეც,მაგრამ ევა ვერ ბრუნდებოდა წარსულში.. ოთახში მზის პირველი სხივი შემოიჭრა.. მთელი ღამე სარკის წინ თეთრად გაათენა,ამდენი დგომისგან ფეხები ტკიოდა,თუმცა ჯიუტად აგრძელებდა თავისას... სარკის ნასხვრევი ხელებში დაიჭირა და სულიერი ტკივილისგან,რომ დაცლილიყო ხელისგულები მაგრად მოუჭირა.. ხელისგულებიდან წამოსული სისხლი იატაკზე იღვრებოდა,თუმცა წვეთები იატაკზე არ ჩანდა.. ევამ თვალები დახუჭა.. ისევ იგრძნო,როგორ ექაჩებოდა უკან რაღაც ძალა.. გრძნობდა,რომ სხეული ერთ ადგილას იდგა,მხოლოდ სულს ჩაბღაუჭებული ძალა იზიდავდა მას უკაან.. იგრძნო მამაკაცის ცხელი სუნთქვა და ნაცნობი სურნელი.. ევამ თვალები გაახილა და დაინახა ანდრეა,რომელიც გულისფანცალით,თვალდახუჭული ეძებდა ევას ტუჩებს.. გოგონას თვალები არ დაუხუჭია და ანდრეას ცხელ ტუჩებს დაეწაფა.. ანდრეამ გოგონას სახე ხელებში მოითავსა და მომთხოვნად დაეწაფა ჯერ ქვედა ტუჩს,შემდეგ კი ორივეს ერთად.. ევა რას გრძნობდა?! ევა მოზღვავებულ ბედნიერებას გრძნობდა. ეს რაღაც არაბუნებრივი ბედნიერება იყო. მან თითქოს აღმოჩენა გააკეთა.. ანდრეამ მხოლოდ მაშინ მოაშორა ტუჩები,როდესაც ჰაერი არ ეყო. თვალები გაახილა და ევას მზერა შენიშნა,რომელიც ასე ჯიუტად უყურებდა მისი სახის ნაკუთებს.
- ასე მგონი მთელი ცხოვრება გიცნობ,ბოდიში,ჯერ ადრე იყო,მაგრამ თავი ვერ შევიკავე,-ანდრეას თვალებში სევდამ დაისადგურა და გოგონას სახიდან ხელები მოაშორა..
- შეიძლება ვეღარ გნახო,-ევამ თვალები იატაკს გაუშტერა და ძალა მოიკრიბა..,-რადგან მე აქ არ ვცხოვრობ..
- რატო? სადაც არ უნდა იყო,ომის შემდეგ მე ჩამოვალ ,პირობას ვდებ ევა,პირველივე დანახვისას შემიყვარდი,-ანდრეა ლოგინზე წამოჯდა..
- არა,შენ არ გესმის..,-გოგონას თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა გზა ტუჩებამდე გაიკვლია..
- მე შენ გაგიგებ,რაც არ უნდა იყოს,ევა,-ანდრეამ გოგონას არაფრის თქმა დააცადა და ამლაშებულ ტუჩებს მსუბუქად აკოცა.. ევა სიმხურვალის თითოეულ ნაპერწკალს გრძნობდა.. ევა ანდრეას განცდებსაც გრძნობდა. თითქოს,ასეთ მოკლე დროში ისინი უკვე ერთ მთლიანს წარმოადგენდნე.. გოგონა ლოგინზე წამოჯდა და ანდრეას სახე თლილ თითებში მოიქცია..
- მეც პირველივე დანახვისას შემიყვარდი,-თავის გრძნობებში რატომ გამოუტყდა ანდრეას,ევა ახლაც ვერ იგებს.. უბრალოდ ეს გულმა უკარნახა.. ანდრეას ეკალმა დააყარა,როდესაც ევას სიტყვები გაიგონა,ევა მუხლებზე ფრთხილად დაისვა და კისერში აკოცა,გოგონამ თავი უკან გადასწია და ხელები მაისურის ქვეშ ნაკუნთულ სხეულზე ააცოცა,როდესაც იგრძნო ბინტის მსუქანი ნაჭრები მალევე მოწყდა საყვარელი ადამიანის ტუჩებს და მუხლებიდან ისევ საწოლზე გადაჯდა.
- არა,ნაკერი გაგეხსნება,-თბილად გაუღიმა ანდრეას და კაბიდან კულონი ამოიღო,-მინდა რომ ეს შენ სამახსოვროდ გქონდეს..,-ანდრეას ხელი თავის ხელებში მოაქცია,მამაკაცს ხელის გულზე კულონი დაუდო და მუშტად შეაკრევინა.
- ევა,ვერ ვხვდები,სად მიდიხარ?,-ანდრეა უკვე მოთმინებას კარგავდა,აინტერესებდა..
- უკან მომავალში,-იმ მომავალში,სადაც ევას არ სურდა ყოფნა.. საბოლოოდ,მამაკაცის დაბნეული სახის დანახვისას მან გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა.. მოუყვა მოხუც ბენჟამინზე,მოუყვა სარკეზე,ჯეინზე,მშობლებზე და საერთოდ ყველაფერზე. მოუყვა იმ დროინდელი გერმანიის შესახებ. ანდრეა ყურებს ვერ უჯერებდა.თვალებგაფართოებული უსმენდა და რას გრძნობდა ალბათ წარმოგიდგენიათ.. საუბარი ოთახში შემოსულმა ბენჟამინმა შეაწყვეტინა.
- მინდოდა,მეთქვა რომ ვინც თავს უკეთ გრძნობს უკვე უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს,-დამწუხრებულმა თქვა და ანდრეას გახედა.
- არა,ანდრეასთვის ჯერ ადრეა,შეიძლება ნაკერი გაეხსნას,-ევა წინ გადაუდგა ანდრეას და ისევ ლოგინზე სთხოვა დაბრუნება,თუმცა ანდრეა თავისას არ იშლიდა..
- გთხოვ,მომეცი უფლება,რომ მომავალში მაინც შეგხვდე,-ევამ მამაკაცსს თლილი თითები სახეზე ცამოუსვა და მსუბუქად აკოცა ტუჩებში. ორივეს ეკალმა დააყარა..
- ეს ცხოვრებაა,ცხოვრებას ვერ გაექცევი,-ევას კულონი გულზე დაიკიდა და ამაყად წაიკითხა მასზე ამოტვიფრული სიტყვები,- „სიყვარული სიცოცხლის ფასად“
- გთხოვ,ანდრეა,დღეს არ დამტოვო,გთხოვ,-ევამ ანდრეას გულზე თავი დაადო და ხელები წელზე შემოხვიდა. ასე ჩუმად იდგნენ და უსმენდნენ სევდას,რომელიც ოთახის კედლებს ანგრევდა.. მალე კი ევას ქვითინის ხმამ სევდაც გააჩუმა და თვით სიჩუმეც გაარღვია..
- გთხოვ,ნუ ტირი.. ევა,ეს ცხოვრებაა.. ეს უკვე იყო,მე და შენ წარსულში ვართ,იმ წარსულში სადაც მე დღეს იარაღს დავიჭერ..
- შეცვალე შენი წარსული,გთხოვ,რადგან აქ ვარ,ანუ შენი ცხოვრება შემიძლია შევცვალო.. შემიძლიაა და გთხოვ არ წახვიდე,ანდრეა,-მამაკაცსს სთხოვა და ნელნელა ლოგინისკენ წაიყვანა. ანდრეას ნაკერი ჯერ კიდევ ძალიან ტკიოდა და ყოველი მოძრაობის დროს წარბებს კუშტად კრავდა.. ევას დაუჯერა,ლოგინზე ფრთხილად დაწვა და გოგონაც გვერდით მიიწვინა.
- ერთი ბედნიერბა მერგო ცხოვრებაში და იმასაც დრო მართმევს,-დამწუხრებულმა წარმოთქვა და ევას თმებზე ფერება განაგრძო.გოგონა ემოციებისგან ძალიან გადაიღალა,თუმცა წამითაც არ ხუჭავდა თვალებს,ეშინოდა,რომ ისევ იმ რეალობაში დაბრუნდებოდა,სადაც ანდრეა უკვე დიდიხნის გარდაცვლილი იქნებოდა.. ევა დარწმუნდა,რომ ანდრეას ჩაეძინა და ბენჟამინის მონახულება გადაწყვიტა.. ჩუმად წამოდგა საწოლიდან,ხის ჭრაჭუნა იატაკი ფეხაკრებით გაიარა და ანდრეას ოთახის კარებიც გაიხურა. თვალი მოავლო ნახევრად დაცარიელებულ ბანაკს და ექთნის ფორმაში გამოწყობილი ევასკენ წავიდა.
- გამარჯობა,ბენჟამინი სად არის?,-თავის სეხნიას ჰკითხა.. გოგონამ ტირილისგან დასიებული თვალები ევას მიანათა და ცახლეჩილი ხმით თქვა,რომ ბენჟამინი საომრად წასულიყო.. ევამ მხოლოდ უთანაგრძნო და ჩაის დალევა შესთავაზა.. გოგონამ საპასუხოდ გაუღიმა და სამზარეულოში შევიდნენ.
- ნუ ნერვიულობ,დარწმუნებული ვარ,ბენჟამინს არაფერი მოუვა,-ევამ ადუღებული ჩაიდანი გამორთო და გოგონას ჭიქაში ჩაასხა.. გოგონები დიდიხანი ლაპარაკობდნენ,ევამ რატომღაც გადაწყვიტა,რომ ბენჟამინის საცოლეს სიმართლე უნდა სცოდნოდა,მაგრამ ეს სიმართლე ხომ უკვე მომავალს მაინც ვერ შეცვლიდა. ევა დროს ვერ შეცვლიდა. რაც მოხდა,უკვე დაწერილია და უკვე ნაცხოვრებია.. უკვე გადატანილია! ის ისტორიას ვერ შეცვლის,თუნდაც ყველაზე პატარა და არასაინტერესო ისტორიას.. ისტორიას სიყვარულის შესახებ,სადაც ევა ბენჟამინის ცოლი გახდება,დიდი გაბერილი მუცლით მოუვლის ქმარს და ერთად გახსნიან მაღაზიას,სადაც ხელნაკეთი ნივთები იქნება და არა,ძველი სარკე,რომელიც თითქოს შანსს გაძლევს.. შანსს,რომელიც უნდა გამოიყენო,რომ დრო შეცვალო.. შეცვალო მომავალი,მაგრამ იცი რომ ვერ შეცვლი.. რადგან დროს ვერაფერი გაუმკლავდება..
- ანუ ჩვენ ერთად ცხოვრება არ გვიწერია?,-ევამ ცრემლების შეკავება როგორრაც შეძლო და ტკივილნარევი თვალებით შეხედა გოგონას..
- არა,ბენჟამინს არავინ ჰყავს,უვლის მაღაზიას და ყოველდღე გიხსენებს შენ.. მხოლდ შენი სურათი დარჩა,რომლის გამოც სიცოცხლეს დათმობს. მას ძალიან უყვარხარ,-ნუთუ არ ეყო ამ გოგოს,რაც ინერვიულა.. ამას რატომ უყვებოდა ევა? თუმცა გული უგრძნობდა,რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.. მას უნდა ეთქვა ყველაფერი,თითქოს იმედი ჰქონდა,რომ ბენჟამინის ცხოვრებას შეცვლიდა.. და რეალურად ასეც მოხდა!! მან ბენჟამინის ცხოვრება შეცვალა..
ერთ დღეს,როდესაც ჯეინი და ევა ბენჟამინის ბაღს უვლიდნენ,მაღაზიაში შემოვიდა მოხუცი ქალი.. ეცვა ლამაზი სიფრიფანა სარაფანი,სახის დანაოჭებულ ნაკუთებზე ბედნიერი ღიმილი დათარეშობდა და თვალებით ეძებდა იმ სიყვარულს,რომელიც ადრე დაკარგა..
- ბენჟამინ,- მისი თბილი ხმა მაღაზიაში ექოსავით ჩაესმოდა სამზარეულოში მოფუსფულე მოხუცსს.. მან იცნო,მან იცნო ხმა და მალევე ამ ხმასთან ერთად წამოსული საყვარელი ქალის სურნელი.. ის იყო.. ნამდვილად გეუბნებით.. მას არ შეეშლია.. წელში ფრთხილად გაიმართა და ფეხების კანკალით დატოვა სამზარეულო.. მათი თვალები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს..

პ.ს ვეცადე უფრო დიდი თავი დამედო. დიდი ბოდიშით,რომ აქამდე ვერ დავდე,უბრალოდ ჩემი მუზა ძალიან ცუდიიიაა და ნერვებს მიშლის. როდესაც მოეპრიანება მაშინ მოდის. მსიამოვნებს ამ ისტორიის წერა,რადგან თითქოს ეს ისტორია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.. თქვენ კი დიდ სტიმულს მაძლევთ <3 დიდი მადლობა,რომ კიტხულობთ, ძალიან გთხოვთ არ დაიშუროთ კომენტარების დაწერა..
პ.ს ლანა დელ რეის სიმღერა დავლინკე.. მგონი მოუხდა არა??



№1  offline წევრი nia^_^

Moetenliv velodebi shemdeg tavs.. imedia male dadeb... wasakitxad ar myifnis ufro meti mindaa

 


№2  offline მოდერი ^paradise^

nia^_^
Moetenliv velodebi shemdeg tavs.. imedia male dadeb... wasakitxad ar myifnis ufro meti mindaa

დიდი მადლობა საყვარელოოოო love აუცილებლად მალე დავდებ ახალს winked

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

Vaime I dzalian kargia.cota meti davwere ra andriaze DA evaze ar myofnis :D au dzalian es magaria.<3 <3 male Dade. :* :* :*

 


№4  offline მოდერი ^paradise^

დადუ♥♥
Vaime I dzalian kargia.cota meti davwere ra andriaze DA evaze ar myofnis :D au dzalian es magaria.<3 <3 male Dade. :* :* :*

დადუ love მადლობა საყვარელო love აუცილებლად გავითვალისწინებ love ძალიან დიდი მადლობა,რომ მიკომენტარებ <3

 


№5  offline მოდერი ანკა

აუ ანდრიას და ევას ხო ერთად დატოვებ?? love ძალიან მინდა ეგ ორი ერთად, შენ კიდე ძალიან მაგარი გოგო ხარ მიყვარხაარ <3
ახალი არ დაგვიგვიანო love

 


№6  offline მოდერი ^paradise^

ანკა
აუ ანდრიას და ევას ხო ერთად დატოვებ?? love ძალიან მინდა ეგ ორი ერთად, შენ კიდე ძალიან მაგარი გოგო ხარ მიყვარხაარ <3
ახალი არ დაგვიგვიანო love

Eseigiiii andrias da evas saqme cota rtuladaa amitom naxav ra moxdeba :D winaswar verafers vityvi :D madloba sayvarelooo :*

 


№7  offline წევრი თათა

აი არ ვიცი რა ვთქვა აი ძალიან ძალიან მაგარიაააააააააა ყოჩაღ! love
--------------------
tatukakhorava

 


№8  offline მოდერი ^paradise^

თათა
აი არ ვიცი რა ვთქვა აი ძალიან ძალიან მაგარიაააააააააა ყოჩაღ! love

Maadloba didi :* rogor gamixardaaaa <3

 


№9  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ მაგარ ისტორიას ქმნი!!!

 


№10  offline მოდერი ^paradise^

ჯია
ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ მაგარ ისტორიას ქმნი!!!

ვაიმეე ჯიაა <3 როგორ მახარებ ჩემო საყვარელო.. ამაზე მაგარი სიტყვეები ჯერ არ წამიკითხავს <3 უდიდესი მადლობა <3 აი ძალიან მიყვარხარ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent