შემიყვარე თუ გაბედავ (5)
ყველაზე მაგარია ვარჯიშის მერე შხაპის მიღება თან მითუმეტეს თუ კარგ გუნებაზე ხარ. რაღაც მელოდიის ღიღინი დავიწყე(საერთოდ მჩვევია ხოლმე). კარებზე კაკუნი შემომესმა. –ჰეი,მაიკლ ჯექსონ მალე გამოხვალ?–ბიძაჩემი იყო.გამეცინა. –ოჰო მძინარე მზეთუნახავსაც გაუღვიძია.–გავძახე სიცილით. –კი კი ცოტა ხანში გამოვალ-ვუთხარი და გამშრალება დავიწყე. შემდეგ პირსახოცი შემოვიხვიე,სველი თმები გავიშალე და გარეთ გავედი. ზუსტად ამ დროს ოთახიდან დადიანი გამოვიდა, როდესაც დამინახა გაჩერდა,ამათვალიერა და გამიღიმა. რაღა ახლა გამოვიდა ესეც ჩასაფრებულია რა. ა ეს ათვალიერება რა იყო, უზრდელი. –ჰეი, თვალები ნუ გაგირბით-ვუთხარი და ოთახისკენ წავედი.გავიგონე სიცილით,რომ ჩავიდა ქვევით. ოთახში შესვლისთანავე ჩემი მოკლე,ყვავილებიანი სარაფანი გადავიცვი, თმები ბუნებრივად ავიწიე.მერე ქვემოთ ჩავფრინდი. ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, მინდოდა ეს ხასიათი დღის ბოლომდე შემრჩენოდა, თანაც დღეს ბავშვები მოდიოდნენ,მაგრამ ვინ გაცდის სახლში მოსიარულე ცუდი აურა მყავს. დედა სამზარეულოში მახვდა. –რას შვები დე?-მივედი და სამზარეულოს"დახლზე" შემოვკუპდი. –საუზმეს ვამზადებ.შენ რას შვები,დღეს ხო კარგად ხარ? –კი საუკეთესოდ. იმედია ტყვეობიდან განვთავისუფლდები-ვკითხე სიცილით. –კი ოღონდ იცოდე მოერიდე ძალიან თხლად ჩაცმას. –აბა რა-გამეღიმა. კი როგორ არა ამ დამწვრობაში ჩავიფუნები. –უი დე დღეს ბავშვები მოდიან. –როდის? –რავი ასე 7-ისთვის. –კაი ბებოს ვეტყვი მოგიმზადოთ რამე მე არ ვიქნები-ურაა ვზემობდი გულში. მერე გაკვირვებულმა ვკითხე. –და სად მიდიხარ? –ბიძაშენმა ხო რაღაც პროექტი დაიწყო ბატუმში. მე,ნინო,ზურაბი(მამიდაჩემის ქმარი)მივყვებით სანახავდ-ხოო,ბიძაჩემი არქიტექტორია, თანაც ძალიან წარმატებული. მამიდაჩემის ქმარი,ზურაბი კარგი კაცია მაგრამ რაღაც უცნაური. ვერასდროს ვერ ვუგებდი ხოლმე. –ვაა რა მაგარია. რაღა დღეს მიდიხართ მეც წამოვიდოდი-ცოტა კი დამწყდა გული,მაგრამ რას ვიზამთ. –არაუშავს სხვა დროს წავიდეთ კიდე. ხო ანასტასიას შენ გიტოვებ და გთხოვ რა გაასეირნე პარკში, ცოდოა სულ სახლში. -კაი დე აუცილებლად-ყველაზე მეტად კი ცოტნეს ამბავი მაინტერესებდა,მიდიოდა თუ რჩებოდა. უნდა მეკითხა მაგრამ ელისომ დამასწრო(ჩემს გონებაში ზის რა). –ცოტნე არ მოდის ბათუმში , აქ რჩება და შეეცადე მარტო არ დატოვო რომ მოვლნენ ბავშვები-რატომ რატომ. ყველაფერი ხომ უნდა ჩამიმწაროს. მარტო არ დავტოვო კი არა სულაც არ მივაქცევ ყურადღებას. –ხო კაი-ვუპასუხე და ძირს ჩამოვხტი.სამზარეულოში უცებ დიტო შემოვიდა. –ელისო მე და ცოტნე ცოტა ხანი საქმეზე გავალთ და მალე მოვალთ. –კარგი დიტო ოღონდ მალე თორე ვეღარ მოვასწრებთ დროულად ჩასვლას. –კაი კაი წავედით-ნეტა რა საქმე ქონდათ როგორ მაინტერესებდა და მათი წასვლის მერე დედას ვკითხე. –დე ესენი რა საქმეზე მიდიან ხოლმე?-დედამ დამწუხრებული თვალებით შემომხედა და მითხრა. –ციხეში მიდიან-ციხის თქმაზე თვალები შუბლზე ამივიდაო,რომ იტყვიან. –რააა?ციხეში რა უნდათ? –ცოტნეს მამაა იქ-აი ახლა კი ნამდვილად გავქვავდი. –და რატომ? –ზუსტად არც მე ვვიცი რატომ. –კაი დე მიდი ანასტასიას ჩააცვი მეც უნდა ჩავიცვა. –კაი-ვუპასუხე და ანასტასიასთან წავედი. ჩავფიქრდი,ამ ყველაფერს ნამდვილად არ მოველოდი მაგრამ ცოტნეს შეცოდებას ნამდვილად არ ვაპირებ.ტასის(ასე ვუძახი ჩემს დას) ჩავაცვი.მალე დიტო და ცოტნეც მოვიდნენ. შემდეგ ცოტა ხანი ვიასაუზმეთ და ბათუმში წასასვლელად მოემზადნენ. –კაი დე,აბა ჭკვიანად ბებოს დაუჯერეთ,კარგად ანასტასია-ტასიმ ხელი დაუქნია. –კარგად ჩემო პრინცესა-მითხრა დიტომ. –ნელა იარე დიიტ. –აბა რა. აბა ცოტნე გაბარებ გოგოებს. –გავუფრთხილდები-თქვა ცოტნემ,გამომხედა და დიტოს ხელი აუწია.ემდეგ სახლში შევედით. –ბეე დედამ ხო გითხრა საღამოს ბავშვები რომ მოდიან? –კი ნუკა –კაი ბე-გავუღიმე და მდივანზე ჩამოვჯექი თან ანასტასიას თმებს ვუკეთებდი.ცოტნე შემოვიდა და იქვე დაჯდა. ეტყობოდა რაღაც ხასიათზე არ იყო, ჩაფიქრებული იჯდა. მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ ვერ გავბედე და თავი დავანებე. ანასტასიას თმები გავუკეთე,მან ცოტნესთან მიირბინა,მანაც კალთაში ჩაისვა და თამაში დაუწყო. –ცოტა ხანი გყავდეს უნდა გამოვიცვალო-ვუთხარი მოულოდნელად. –კაი-მითხრა და ოდნავ გამიღიმა. –არა ნუკა ნუ უყურებ ამ ღიმილს, ნამდვილად მოგაჯადოვებს.შემდეგ ოთახში ავედი. დღეს ცხელოდა ამიტომ კაბის ჩაცმა გადავწყვიტე. თმები ჩამოვისწორე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ფეხზე წითელი კეტები ჩავიცვი და ჩემი ერთიანი,ოდნავ გაშლილი,თეთრი კაბა გადავიცვი. შემდეგ შანელის,პატარა ჩანთა გადავიკიდე და სარკეში ჩემი თვალი შევათვალიერე. მე საერთოდ თავისუფალი სტილის მოყვარული ვარ. ცოტა სპორტული და ცოტა კლასიკურიც. მერე ქვემოთ ჩავედი. ცოტნე და ტასი ისევ მდივანზე იჯდნენ და რაღაცას თამაშობდნენ. როდესაც ჩავედი დადიანი მომაშტერდა და ძალიან დამაკომპლექსა კიდეც.ცოტათი გავწითლდი, შემდეგ მათთან მივედი. –წამო ტასი წავიდეთ-ვუთხარი და ხელი მოვკიდე. –და შეიძლება გავიგო ასე გამოპრანჭულები სად მიდიხართ?–მკითხა დადიანმა –პარკში, ტასი უნდა გავასეირნო-ანასტასიამ ხტუნვა და ყვირილი დაიწყო"ულაა". –კაი წამო მე წაგიყვანთ-მითხრა და ძალინა გამიკვირდა კიდეც. –არა იყოს ფეხით გავისეირნებთ-ვიუარე.(ხო,მართლა როგორ დამავიწყდა, ცოტნეს შავი BMW ყავს) –ფეხით ძალიან შორია და ბავშვიც დაიღლება- ისე მართალი იყო. მერე მთელი გზა მე მომიწევდა მისი ხელით ტარება და შეგახსენებთ, რომ ტასია 3 წლისაა,მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. –არა მართლა არაა საჭირო-რა ბოთე ხარ ნუკა. ვეუბნებოდი ჩემს თავს. –კაი როგორც გინდა-მითხრა და გამიღიმა. ძალიან სულელურად მოვიქეცი და როდესაც კარებში უნდა გავსულიყავი გავჩერდი. ბებოსთვის უნდა დამებარებინა რომ მივდიოდით. –ხო ხო მოვდივარ. კიდევ კარგი რომ გადაიფიქრე-მდივნიდან წამოხტა დადიანი და მანქანის გასაღები აიღო.გამიღიმა და გარეთ გავიდა.როგორი თავხედია ეს ბიჭი. გავიფიქრე და გამეღიმა. ბებოს გავძახე. –ბეე ანასტასია მიმყავს პარკში და ცოტნე წაგვიყვანს –კაი ბე. ფული გაქვთ? –კი მაქ –კარგი მალე მოდით. შემდეგ გარეთ გავედით. ცოტნე მანქანაში გვიცდიდა. უკანა კარები გავაღე, ტასია ჩავსვი, მეც ვჯდებოდი და... –ნუკ წინ დაჯექი-ჰმ,ეს ნუკ საიდან გაახსენდა. მეტი საქმე არ მქონდა წინ დავჯდომოდი ცოტნე დადიანს. –არა ანასტასიასთან დავჯდები. –კაი,როგორც გინდა-მითხრა და თვალი ჩამიკრა.ძალიან მიკვირდა მისი ასეთი საქციელი. ეს სულ სხვა ცოტნე იყო მგონი და ასეთი უფრო მომწონდა. –რაღაც დღეს ძალიან თბილი ხარ ჩემს მიმართ. მაჩვენე ერთი სიცხე ხომ არ გაქვს-და ხელი შუბლზე სიცილით მივადე. თვითონაც გაეცინა. –არა,სიცხე ნამდვილად არ გაქვს. –ხო რავი,დღეს რაღაც არ მაბრაზებ და-გაეღიმა და სარკეში თვალი გამისწორა. –აჰა,ფრთხილად იყავი თვალი არ მეცეს-და მეც გავუღიმე.ფურცელზე სიტყვაც არ დასცდენია და მეც არაფერი ვთქვი. მალევე მივედით პარკთან. სხვათაშორის ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა(არამარტო დღეს). ეცვა თეთრი მოკლემკლავიანი მაიკა,ჯინსი,ფეხზე კეტები და შავი სათვალე რომელიც"აკვდებოდა" ისე უხდებოდა. ტასი ხელში აიყვანა და პარკში შევიდა. არა რგორი თავხედია მე მეგონა მხოლოდ აქ მოგიყვანდა და ეს შემოგვყვა კიდეც და წასვლას აშკარად არ აპირებს. წარბაწეული გავხედე მიხვდა და გაეცინა. –თქვენი თავი ჩამაბარეს დაკიდევ გაეცინა.ვიღაცას კარგი ოჯახი ვეგონებოდით ისე დავდიოდით. პარკში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. სრულიადაც არ მინდოდა ვინმე ნაცნობის ნახვა დადიანთან ერთად, მაგრამ ბედმა გამწირა და ჩემი ჭორიკანა კლასელები შემხვდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.