შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "6 თავი"


24-07-2015, 00:52
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 660

სახე გაფითრებული, დაბნეული მისჩერებოდა ნინიასა და მის მუცელს. გაუბედავად წაიღო ერთი ხელი ნინიას სახისკენ, მეორე კი მუცლისკენ. თითქოს ვერ იჯერებდა ნინიას მის წინ დგომასა და მის გამობერილ მუცელს. ნინია ერთიანად აკანკალდა დემეს შეხებაზე. პატარებმაც თითქოს იგრძნოს მამის შეხება და ნინიას თავისი პაწია ფეხი მოარტყეს. დაბნეული დემე ერთიანად გამოფხიზლდა, დაბნეულობა უმალ მრისხანებამ შესცვალა და ზღვისფერი თვალები სასტიკად აკიაფდა. გოგო! - ეცადა თავის შეკავებას, მაგრამ მაინც ყვირილით გამოუვიდა - როგორ გაბედე? მითხარი, როდემდე დამემალებოდი? შენ სადაც გინდა იქ წასულიყავი და დამშორებოდი, მაგრამ შვილს როგორ მიმავალავდი? - ეცადა ღრმად ესუნთქა და ნერვები მოეთოკა, მაგრამ არ გამოსდიოდა ბოლო სიტყვებიც ყელზე ძარღვებ დაბერილმა თქვა. არც ნინია იყო უკეთეს დღეში, იმის მაგივრად, რომ ღალატისა და ორგულობისათვის ეჩხუბა, აქეთ დაადანაშაულა. პირი დემესთან შესაკამათებლად გააღო, როდესაც დემემ გააჩერა: არ გაბედო და არაფერი მითხრა, ისედაც ცოტაღა მიკლია აფეთქებამდე. თავიდან ბოლომდე აათვალიერა ნინია და მზერა მის საფულეს გაუშტერა. სად მიდიოდი? რა გინდოდა, მითხარი და მოგიტან. შენ ზევით ადი, იცოდე, არც გაბედო გაპარვა, ქვეყნის დასალიერშიც რომ წახვიდე მაინც მოვძებნი ჩემს შვილს. ნინიამ დემეს შეხებისა თუ მოულოდნელი შეხვედრისგან შემცბარმა ძლივს გაიხსენა რისთვის მიდიოდა. შოკოლადი შავი მწა... - ვიცი როგორიც გინდა სიტყვის დამთავრება არ აცადა დემემ და მაღაზიისკენ გაემართა.
დემეს დანახვაზე ერთიანად მოიცვა მონატრებისა და ჩახუტების უსაზღვრო სურვილმა, ბედნიერების ზენიტში იმყოფებოდა, როდესაც მისი ხელი სახესა და მუცელზე იგრძნო. მისი მღელვარება პატარებსაც რომ გადაედოთ და მამიკოს შეხება იგრძნეს. ამ წამს გაითავისა, რომ დემეს ყოველთვის პირველი ადგილი ეკავებოდა მის ცხოვრებაში. გამწარდა, საკუთარი თავის მიხრჩობის სურვილმა შეიპყრო, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიუხედავად დემეს ღალატისა, მას ბიჭი ისევ ისე უყვარდა, არა უფრო მეტადაც,ამ განშორებამ გრძნობები უფრო გაუღვივა. ეტკინა, რომ მისი გული მაინც მოღალატისკენ იხრებოდა. როგორ ლანძღავდა უთავმოყვარეო ქალებს, რომლებიც მოღალატე კაცებს ხელს აფარებდნენ და საკუთარ მეს ივიწყებდნენ. ახლა კი თავისი თავი ზუსტად იმავე სიტუაციაში დააფიქსირა და გული ორმაგად ეტკინა.როგორია გიყვარდეს მოღალატა, იცოდე, რომ ფეხქვეშ გაგთელა და გული მაინც მისკენ მიგიწევდეს. როგორია ყოველდღე ხედავდე მას, შენთვის ახლოსაც და ყველაზე შორსაც მყოფს, იწვოდა მისი შეხების, მისი სურნელის და მისი ჩახუტების შეგრძნების სურვილით და, ამავდროულად, გესმოდეს, რომ ერთი შეხებაც საკმარისია უარესი ტკივილისა და დამცირების საგრძნობად. დივანზე ემბრიონის ფორმა მიიღო და მწარედ ატირდა. ეტირებოდა თავის წარსულზე, აწმყოსა და გაურკვეველ მომავალზე. იცოდა, დემე ბავშვებს მარტო არ დატოვებდა და ნინიასაც მუდამ მოუწევდა ამ ტკივილით ცხოვრება, ჭრილობა მუდმივად ღია იქნება, შეხორცების გარეშე. თავისი უსურობა გაიაზრებისთანავე სახე ცრემლებმა დაუნამა.
ნინია რა გჭირს? რამე გტკივა? - ფიქრებიდან დემეს დაფეთებულმა ხმამ გამოარკვია, რომლიც შეშფოთებული უყურებდა ხან ნინიას, ხან ნინიას მუცელს.
არაფერი- უხეშად მიუგო ნინიამ, არც დემემ დააკლო და მრისხანებით შეეპასუხა: ჩემ შვილს როცა გააჩენ, რამდენიც გინდა იტირე, ახლა კი თავი შეიკავე და გაუფრთხილდი, გასაგებია?
არა, წარმოგიდგენია, ნინიას ეუბნება ჩემს შვილს გაუფრთხილდიო, თითქოს ნინიამ აქამდე არ იცოდა რა ექნა.
იქნებ შენი შვილი არცაა? - არც გაბრაზებულმა ნინიამ დააკლო.
ნინია მორჩი ჩემს ნერვებზე თამაშს და მომავალზე დავილაპარაკოთ. თუ გგონია უფლებას მოგცემ ჩემს შვილს დამაშორო, ცდები, დღესვე ჩემთან გადმოხვალ და ბავშვის დაბადებამდე დარჩები, მერე, თუ გინდა შენ წადი, მაგრამ იცოდე, ბავშვი ჩემთან გაიზრდება. ხომ იცი, მეურვეობის მოპოვება არ გამიჭირდება, თუ სასამართლო შენი დამალობანის შესახებ გაიგებს.
სიტყვის ამოღება ვერ შეძლო ნინიამ, თვითონაც იურისტი იყო და ესმოდა, რომ სამართალი დემეს მხარეს იქნებოდა მითუმეტეს თუ ბიჭის კონტაქტებსაც გაითვალისწინებდა. უემოციოდ ჩაბარგდა, თაიას შეეხმიანა და გეზი დემეს სახლისკენ აიღეს. ყველაზე მეტად იმ სახლში შებიჯება არ უნდოდა, სადაც წარუშლელი ჭრილობა მიიღო. თითებს ნერვიულად ხლართავდა და საკუთარ ბედს სწყევლიდა. მოვედით - დემეს ხმამ დააბრუნა რეალობაში და გაუკვირდა რომ მის წინ ასვეტილი ორსართულიანი კერძო სახლი შენიშნა. მისაღებში დივანზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ დემესთან სასამართლოში ბრძოლა არ ღირდა. იცოდა, რომ ბიჭი შეძლებული იყო, მაგრამ ეს უკვე ყოველ ზღვარს სცილდებოდა. დაისვენე და მე მანამდე საჭმელს მოგიტან კარგად უნდა ჭამო, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს - გული იმაზე მეტად ეტკინა დემეს სიცივისგან ვიდრე წარმოედგინა,ანუ მისი ჯანმრთელობა სულ არ აინტერესებს. მადა დაკარგულმა მიიღო რამდენიმე ლუკმა და დემეს მიერ ნაჩვენები ოთახისკენ გაემართა. ზედმეტი ემოციებისგან დაღლილს საღამოს 10-ზე ჩააეძინა, დემემ კი თვალი ვერ მოხუჭა. ბოლოს ანდრიას, ტატოსა და გაგას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ნახევარ საათში კარი დაბეთებულმა ბიჭებმა შემოაღეს, ახალი ამბის გაგებაზე დემეს მეგობრულად ჩაეხუტნენ და მამობა მიულოცეს. მერე ენა არ გააჩერეს თუ როგორ გაზრდიდნენ საძმაკაცოს პირველ შვილს. ბოლოს ისევ ანდრიამ გაბედა დემესთვის მთავარი კითხვის დასმა: ნინიასთან რას აპირებ? დემემ ვისკის კიდევ ერთი ჭიქა შეივსო და ტკივილით მიუგო: არ ვიცი, თან მინდა გავგლიჯო ამ ამბის დამალვის გამო და თან მესმის მისი. ისიც ვიცი ღალატს არ მაპატიებს, ნინია უკვე დავკარგე, შვილის დაკარგვას კი ნამდვილად აღარ ვაპირებ. ვიცი არაკაცივით მოვექეცი ნინიას და ამის შედეგს მთელი ცხოვრება მოვიმკი. კიდევ ერთხელ წაეტანა ვისკის ბოთლს, მაგრამ მეგობრებმა გაწიეს და სევდიანი სახით დაამშვიდეს: ძმაო ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და ყველაფერს გადავლახავთ ერთად.
დილით ნინია შიმშილის გრძნობამ გააღვიძა, ნახევრად გამჭვირვალე, ატლასის გრძელი ხალათი მოიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. სამზარეულში დანახული ბოთლებისა და მძინარე დემეს დანახვაზე გული მოეწურა, თავის შეკავება ვერ შეძლო და მასთან ჩაიმუხლა გაუბედავად წაიღო ხელი დემეს სახისკენ და მაშინვე უკან გამოსწია ციებიავინით. შეეშინდა, რომ გაჩერებას ვერ შეძლებდა და დემე მიხვდებოდა, რომ გრძნობები არ განელებია. საუზმე სინზე გაიმზადა და სამზარეულიდან უნდა გასულიყო, როდესაც გულმა ვერ მოუთმინა და დემე გააღვიძა და საძინებელში წასვლაზე უთხრა.
თავის ოთახში შევიდა და ის დრო გაახსენდა, როდესაც არსებობდა ,,ჩვენ“. გაახსენდა ზღვაზე ყოფნისას როგორ გააძევა დემემ თაია ოთახიდან და როგორ სასიამოვნოდ გაატარეს ის ღამე. დემეს გულისცემას ისმენდა, ბიჭი კი თავის თითებს ნინიას თმებში დააცოცებდა. რამდენი ისაუბრეს, რამდენი ისეთი საიდუმლოებები გაანდეს ერთმანეთს, რომლებსაც გულის კუნჭულში მალავდნენ. სწორედ იმ ღამეს გაიხსნა ნინია ცხოვრებაში პირველად და დემეს ის გაუმხილა, რაზაც საკუთარ დედასთანაც კი გაურბოდა საუბარს. მამის ღალატი ნინიასთვის უმძიმესი დარტყმა იყო, კაცი, რომელიც ოჯახის ბურჯად და საამაყო პიროვნებად მიაჩნდა, მოულოდნელად ჩვეულებრივი ლაჩარი აღმოჩნდა, რომელიც სულ სხვა ქალს ხვდებოდა და მივლინებების პერიოდში მასთან მეორე ოჯახს აშენებდა. იმ დღეს, როცა ნინიამ სიმართლე გაიგო მიწა გამოეცალა, უფესვო მუხას დაემსგავსა, რომელიც ადრე თუ გვიან წაიქცეოდა. დიდხანს გაურბოდა ადამიანებს, ყველაში მოღალატესა და მატყუარას ხედავდა და ამიტომ იყო, რომ არ სურდა თაიას გარდა სხვა ვინმესთან კონტაქტი და მათთან ერთად ზღვაზე წასვლა. გაახსენდა, როგორ დაიფიცა დემემ არასოდეს გატკენო - და გული მოეწურა, ნუთუ შესაძლებელი იყო ადამიანი ასეთი მსახიობი ყოფილიყო. სტკიოდა დემეს საქციელი და მაინც არაფერს შესცვლიდა, ერთი სული ჰქონდა თავისი პატარები გულში ჩაეკრა და მათი სურნელი შეეგრძნო. ამ პატარებმა ხომ ცხოვრება სულ სხვა კუთხით დაანახვეს, სრულიად განსვავებულ სამყაროს გააცნეს.
შუადღისას ოთახის კარი დემემ შეაღო და ექიმთან ვიზიტზე წავიდნენ. ექიმის კაბინეტში როგორც კი ბავშვების გულისცემა გაისმა, მზერა თავისდაუნებურად დემესკენ გაექცა, რომელსაც თვალები აწყლიანებოდა და დაჭყეტილი მიშტერებოდა ეკრანს, რომელზეც ორ სხეულზე ხედავდა. ტყუპების მდგომარეობა წესრიგშია, მაგრამ მალე მეცხრე თვეში შეაბიჯებთ, ამიტომ თავს გაუფრთხილდით და ყურადღებით იყავით. - პროფესიონალური ხმით დაიწყო ექიმმა და დემემაც მაშინვე თავი დაუკრა. როგორც კი ექიმის კაბინეტიდან გამოვიდნენ, დემემ ემოციების შეკავება ვეღარ შესძლო, ღმერთო ტყუპები, აღფრთოვანებულს აღმოხდა და იმ წუთას ყველაზე მეტად ნინიას მუცლის თითოეული ნაწილის დაკოცნა მოუნდა, თავისი შვილების შეგრძნობა. შეიძლება, გაუბედავად ჰკითხა ნინიას და მზერით მუცელზე მიანიშნა. იცოდა, რომ დემეს თითოეული შეხება მისთვის დამანგრევლად მოქმედებდა, მაგრამ ვერ შესძლო დემეს ზღვისფერი თვალებისთვის, რომელშიც თხოვნა აკიაფებულიყო უარის თქმა. გააჟრჟოლა, შეაკანკალა, ათასი ნაწილაკით დაიმუხტა, როდესაც დემეს ტუჩები და ბავშების მოძრაობა იგრძნო.



№1  offline წევრი milangirl

ძალიან კარგია smile ამათი საცოდაობით ვიწვები რა

 


№2  offline მოდერი sopiko

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა. არის პატარ-პატარა შეცდომები მაგრამ ნელ-ნელა გამოასწორებ. ველოდები ნექსთ თავს :-D

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

milangirl
ძალიან კარგია smile ამათი საცოდაობით ვიწვები რა


მადლობა შენი აზრის გამოთქმისთვის love
sopiko
ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა. არის პატარ-პატარა შეცდომები მაგრამ ნელ-ნელა გამოასწორებ. ველოდები ნექსთ თავს :-D


მადლობა სოფიკო smile გამახარებ თუ შეცდომებზე უფრო ზუსტად მიმითებ, რომ გამოვასწორო smile

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

საყვარლები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent