შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "3 თავი"


19-07-2015, 15:29
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 311

მოგონებების ზღვაში "3 თავი"
გაახსენდა დემეს ზრუნვა და კვლავ აივსო თაფლისფერები ცრემლებით. ახლა, როდესაც ცუდად იქნება ან უბრალოდ მას და მის პატარას რაიმე მოუნდებათ ვინ მოუვლით... თაია და სოფო დეიდა ევროპაში არიან და ჯერ ვერ ჩამოვლენ, დედამ, ადამიანმა, რომელიც სამაგალითოდა და ყველაზე გამგებად მიაჩნდა ერთი ხელის მოსმით უარყო ნინია. და რისთვის, რას იტყვის მეზობელი ნათელა როცა გაიგებს, რომ ნინია ბავშვს უქმროდ ელოდება... სხვა რაღა უნდა იყოს მეტად მტკივნეული, ალბათ, არც არაფერი. კიდევ კარგი, რომ დიდმა ბებიამ თუშეთის სოფელ შენაქოში პატარა სახლი დაუტოვა. უკვე მეოთხე თვეა რაც აქაა და საბედნიეროდ მისი პატარა დამჯერია, ჯერ არც ტოქსიკოზს შეუწუხებია და არც სხვა რაიმე გართულებას. თხელი ჟაკეტი მოიცვა და საძინებლიდან სამზარეულში გაემართა. იმდენს ჭამს, რომ უკვე ბურთს დაემსგავსა. ღიმილით გამოიღო მაცივრიდან მისი საყვარელი ქათმის სალათი და წვენი და მაგიდას მიუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ივლისია, მაინც ცივა ამიტომ თხელი პლედი აიღო და ეზოში გაბმულ ჰამაკში მოკალათდა ჯეინ ეართან ერთად. ყოველთვის, როცა უჭირს და დაბნეულია გზას ეს წიგნი უნათებს. პირველად მეექვსე კლასში წაიკითხა, მაშინ აზრს ვერც ჩაწვდა ბოლომდე, რამდენიმე წლის შემდეგ კი მიხვდა, რომ შარლოტა ბრონტეს ეს ნამუშევარი მისთვის სულიერი სიმტკიცისა და სიძლიერის მიმცემი იყო. ნაწილობრივ სწორედ ამ წიგნის დამსახურებაც იყო, რომ როდესაც აპრილში მარტო დედობას შეეჩეხა, არ დაიბნა და წამითაც არ უფიქრია ბავშვის მოშორებაზე.
***

ჩვეულებრივი, უღიმღამო დღე იყო,როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა... ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ მისმა დემემ, ადამიანმა, რომელიც მისთვის სამყაროს ამომავალი წერტილი გამხდარიყო, მიატოვა. ნაღვლიანი მოაბიჯებდა ქუჩაში და თვალწინ იმ ერთადერთის ხატება ედგა. მოულოდნელად მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაშინვე უჭმელობას დააბრალა, ბოლო პერიოდი ხომ მხოლოდ დედის ხათრით ჭამდა. თავი ვეღარ შეიკავა და იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა. ბედად ერთმა ხნიერმა ქალმა გამოირა და სასწრაფო გამოიძახა.
ცხოვრებაში არასოდეს არ დაავიწყდება ექიმის მილოცვა: გილოცავთ, თქვენ დედა გახდებით. ამ სიტყვებმა სამყაროს მოსწყვიტა, თვალები სიხარულისგან აუკიაფდა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: მე, ის, ჩვენ, ის იყო ჩვენი სიყვარულის ნაყოფი უნდა ეთქვა, რომ მათი დაშორება გაახსენდა და ტკივილით შეასწორა ჩემი სიყვარულის ნაყოფი. ღიმილითა და ტკივილით მოისვა ხელი მუცელზე და პირობა დადო, რომ ყველა დაბრკოლებას გადალახავდა მისი შვილისთვის. იცოდა, რომ ქალაქში ვეღარ გაჩერდებოდა, არ სურდა დემეს, ანდრიას ან მათ მეგობრებს რაიმე შეეტყოთ, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ სათაყვანებელი დედა პირველ ადგილზე ხალხის აზრსა და უაზრო სტეროტიპებს დააყენებდა. - ეგ ბავშვი მოიშორე და სახლში დაგტოვებ - ზიზღით მიუგდო ორიოდე სიტყვა ,,დედამ’’. იმდენად დამცირებულად იგრძნო თავი, რომ იმ წამსვე ჩაალაგა თავისი ნივთები და სახლი დაუყოვნებლივ დატოვა. იცოდა, რომ თამარისათვის საზოგადოების აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ დაიჯერებდა, რომ დედამისი ჯერ არდაბადებულ შვილიშვილსა და ნინიას ასე სასტიკად მოექცეოდა. ნინია მუდმივად ამტკიცებდა, რომ დედაშვილობა მძიმე წუთებში მხარდაჭერით გამოიხატებოდა, მაშინ, როდესაც ყველა მიგატოვებდა , შენი ოჯახი კი მხარში ამოგიდგებოდა და ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებოდა. ტკივილით გაემართა მომლოდინე ტაქსისაკენ და ახლომდებარე სასტუმროს მისამართი უკარნახა. ერთი დღით გაჩერდა ნომერში, სკაიპში თაიას შეეხმიანა, ეშინოდა, რომ ისიც ვერ გაუგებდა და გარიყავდა, თუმცაღა მალევე ოთახი თაიას წიოკმა დაფარა, რომელიც დახტოდა, რამის სკაიპიდან გადმომხტარიყო და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ სულ მალე პატარა ანგელოზი ეყოლობოდათ. გული აუჩუყდა თავისი დეიდაშვილის რეაქციაზე და თვალები ცრემლებით დაეფარა. თაიამ მაშინვე დაამშვიდა და დაპირდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდა და მხარში დაუდგებოდა. დეიდა სოფომ და მისმა ქმარმ რამაზმაც ამბავი ჩვეულებრივად მიიღეს. დაამშვიდეს და დაუყვავეს... სკაიპის დახურვისთანავე ცრემლები წასკდა, რატომ იყო,რომ დედამ ვერ გაუგო, მათ შორის ამხელა უფსკრული ყოფილა... ტკივილით გაემართა სააბაზანოსკენ და შეეცადა თბილი წყლის ქვეშ მაინც დაევიწყებინა არსებული პრობლემები.
***
როგორი მზრუნველი იყო დემე მათი ურთიერთობის პირველ ეტაპზე. რა ბედნიერი იყო მაშინ... დე, იცი შენი მამიკო როგორი გამორჩეულია.. მუცელზე ხელი მოისვა და ცრემლიანი თვალებით დაამშვიდა, რომ პატარა მამიკოს აუცილებლად ეყვარებოდა. საძინებლის პატარა სანათი ჩააქრო და შეეცადა როგორმე თვალი მოეხუჭა. სიზმრად ის ღამე გაახსენდა, როდესაც გაცივებისას დემე უვლიდა.
დაფეთებული დემე კისრისტეხით გაემართა სამზარეულოსკენ. სამედიცინო ყუთი მოძებნა და ის იყო უნდა გამოსულიყო, რომ სამზარეულოს კარები ლილემ, ანდრიამ და თაიამ შეაღეს. თაიამ მაშინვე ნინია იკითხა და პასუხის გაგებისთანავე ნინიას ოთახისკენ გაეშურა. -არ წახვიდე- ძილში ბუტბუტებდა ნინია. - ახლა როგორღა ვენდო ვინმეს ? ნუთუ შეგეძლო ასე მოგვქცეოდი? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა ნინიას ჩურჩული. დემე შეშინებული უყურებდა, საწოლის კიდესთან სკამი მიაჩოჩა და ცივ ტილოებს უცვლიდა. თაია და დანარჩენები წინააღმდეგობის მიუხედავად, ოთახიდან გაისტუმრა და ნინიაზე ზრუნვა თავის თავზე აიღო. მძიმედ სუნთქავდა, არ ეგონა, რომ უწყინარი გართობა ასეთ შედეგს მიიღებდა. ნინიას სიცხისგან დაწითლებული სახე, უწესრიგოდ მიმობნეული თმები მის გულში სრულიად უცნაურ იმპულსებს გზავნიდა. რატომაა ასეთი საყვარელი, რატომ უნდა გულში ჩაიკრას და ყველასა და ყველაფრისგან დაიცვას?... დემე დაბნეული უყურებდა გოგონას და ცდილობდა კითხვებზე პასუხი სადღაც მიეჩქმალა, თითქოს ეშინოდა ამ ახალი გრძნობის, რომელიც მის გულში იკიდებდა ფესვებს და თანდათან სხეულისა და სულის თითოეულ კუნჭულს იპყრობდა. შუა ღამეს დემე შრიალის ხმამ გააღვიძა, ნინიას გაეღვიძა და დაფეთებული და შეშინებული თვალებით უმზერდა. მაშინვე წყლის ჭიქა მიაწოდა, ნინიამაც ერთიანად გამოცალა და მადლიერი მზერა შეანათა. დემემ ხელი ნინიას შუბლისკენ წაიღო, ორივემ იგრძნო როგორ მოიცვა მათი ორგანიზმი ჟრუანტელის ნაკადმა, დაბნეულმა ნინიამ თავი დახარა, დემეს გაეღიმა და ძლივს შეიკავა თავი სუსტი ნინია თავის მკლავებში არ მოექცია. სიცხემ დაგიწია, დაიძინე - მზრუნველი ტონით მიმართა გოგონას და გადასაფარებელი შეუსწორა. ნინიამაც სისუსტე იგრძნო, ძილის სამყაროში გადაეშვა, მანამდე კი ბუნდოვნად ჩაესმა დემეს მაპატიე.
ოთახი თითქოს პატარა ელექროდებით დაიმუხტა. დემემ აივანს მიაშურა და აბეზარი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია. ბოლოს ვეღარ მოითმინა და საგანგებო შემთხვევებისთვის გადანახული სიგარა ამოიღო. ერთი ნაპასი დაარტყა და თითქოს მოეშვა. იცოდა, წამოსვლამდე შორიდან იცნობდა მისი უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ენთუზიასტ და გამორჩეული პროექტებით ცნობილ გოგონას, აქ წამოსვლაც გარკვეულწილად მის უკეთ გასაცნობად დაგეგმა, მაგრამ რატომ იყო, რომ ამ რამდენიმე საათში ასე ინერვიულა. ბოლოს საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს მოწონებაზე მეტი, რაღაც უფრო დიდი გრძნობის დასაწყისი იყო. გულზე მოეშვა და დამშვიდებულმა მიაშურა ოთახს,რომელშიც ნინია ელოდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მიზეზი მაინტერესებს ძალიან cry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent