შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "3"


24-07-2015, 02:50
ავტორი ჯია
ნანახია 5 089

-არასდროს აღარ წამოგყვები საყიდლებზე! - ბეჭზე თავი ჩამოადო გეგამ სანდროს.
-პროდუქტებს რამდენი ხანი არჩევს და ტანსაცმლის საყიდლად რომ გავყვეთ, ნახევარ ცხოვრებას ალბათ იქ გავატარებთ. - აყვა შეწუხებული სანდროც.
-ხილს ვიყიდი და წავიდეთ, მეც დავიღალე. -არანაკლებ დაღლილი ხმით უპასუხა ბიჭებს მიამ და ხილის დახლისკენ წავიდა.
-მერე აეროპორტში?
-არა, სახლში დავტოვოთ ესენი. ჯერ ისედაც ადრეა.
-აუ, ყველანაირად ცუდი მეზობელი ხარ რა! -შეუბღვირა სანდრომ და უკან გაყვა.
სუპერმარკეტიდან რომ გამოვიდნენ, პარკინგზე მიამ თვალი საბას მოჰკრა და ერთ-ერთ ჯიპს ამოეფარა, ბიჭსაც რომ არ დაენახა.
-ვის ემალები? -მიადგა გაკვირვებული გეგა, ჩაცუცქულ გოგოს.
-მე მემალება. -ღიმილით მიუახლოვდა საბა და მიას დახედა.
-არავის არ ვემალები, უბრალოდ საყურე დამივარდა და ვეძებდი. -თავი გაიმართლა მიამ და წელში გაიმართა.
საბას ირონიულად ჩაეცინა და თვალებით უთხრა, მსგავსი ზღაპრებით ვერ გამაცურებო.
-საბა. -გაეცნო ბიჭებს და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ ბიჭებს ორივე ხელი დაკავებული ჰქონდათ და საბას ანიშნეს, რომ საპასუხოდ ხელს ვერ გაუწოდებდნენ.
-გეგა და სანდრო. - გაუღიმეს ბიჭებმა.
-სასიამოვნოა. ტელეფონი რატომ გაქვს მუდმივად გამორთული? -ისევ მიას მიუბრუნდა და არც მოუკითხავს ისე დასვა მისთვის საინტერესო კითხვა.
-დავკარგე. -ურცხვად იცრუა გოგონამ.
-ტყუილები აშკარად არ გამოგდის. -გაუღიმა საბამ და მის ხელს დახედა, რომელშიც მობილური ეჭირა.
-რასაც შენზე ვერ ვიტყვი. - წაკბინა მიამ და წარსულის გახსენებაზე ნერვები მოეშალა, მაგრამ, რა თქმა უნდა არ შეიმჩნია. -მეჩქარება. -მოუჭრა ბოლოს და სანდროს მანქანისკენ წავიდა. ბიჭები საბას გამოემშვიდობნენ და მიას აედევნენ.
-ვინ იყო? -ინტერესით იკითხა სანდრომ, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
-არავინ. -ბრაზმორეულმა უპასუხა მიამ და ფანჯარაში გაიხედა.
-შენ ოღოდ ხელი არ დამარტყა და სულ არაფერს გკითხავ. - დანებების ნიშნად ხელები აწია სანდრომ და მანქანა დაქოქა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, სახლშიც ჩუმად აიტანეს პროდუქტები. დანიელს ისევ ეძინა, მაგრამ მეგობრების მისვლა გაიგო და გაეღვიძა.
-კიდევ კარგი არ გაიგუდე. -სიცილით უთხრა გეგამ.
-მაგარი დაღლილი ვიყავი. -კეფა მოიფხანა დანიმ.
-დაიღლებოდი.. -ირონიულად ჩაილაპარაკა სანდრომ და მიას გახედა. -შენ კიდევ რამდენი ხანი უნდა იარო უჟმური სახით?
მიამ პასუხი არ გასცა და პროდუქტების ამოლაგება განაგრძო.
-რა ჭირს? -იკითხა დანიმ და მათ მიუახლოვდა.
-სუპერმარკეტის წინ ვიღაც საბა შეგვხვდა, თავიდან დაემალა მაგრამ იმან მაინც შეამჩნია და იმის მერე ესეა. -უცებ მოუყვა სანდრომ მომხდარი.
-ვაა, ვინ არის საბა მია? - წარბები აათამაშა დანიმ.
მია ისევ არ იღებდა ხმას.
-არავინო, ჩვენ ესეთი პასუხი გაგვცა. -მხრები აიჩეჩა გეგამ.
-ვახ, ეს რა აუტანელი გოგო ყოფილა, ბიჭოო.. -ხელები ფეხებზე დაირტყა უკამყოფილების ნიშნად სანდრომ.
-მია. -წყნარად დაუძახა დანიმ, მაგრამ მიას საერთოდ არაფერი ესმოდა, წარსულში იყო გადავარდნილი და ყველაფერი ახსენდებოდა. ბოლოს ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა, პრინციპში არც უცდია ტირილის შეკავება, მაინც არაფერი გამოდიოდა და სულ ტიროდა როცა ეტირებოდა.
-ეეე, რა გატირებს? -ფეხზე წამოხტა სანდრო და მია მისკენ მიატრიალა. გაოცებულმა ჩახედა ასლუკუნებულ გოგოს თვალებში და გულში ჩაიკრა. -არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იმ საბას გამო თუ ტირი, დამიჯერე შენს ცრემლებს არ იმსახურებს. -თავზე ეფერებოდა სანდრო და ცდილობდა გოგონა დაეწყნარებინა.
საბა მიას პირველი და ერთადერთი შეყვარებული იყო, რომელიც 16 წლიდან უყვარდა და 8 წელი იყვნენ ერთად. 1 წლის წინ კი გაიგო, რომ საბა ხშირად ღალატობდა, მიამ არ აპატია და დაშორდა. საბა დიდი ხანი ცდილობდა მიას დაბრუნებას, შემდეგ კი 2 თვეა აღარ გამოჩენილა, თუ დღევანდელ დღეს არ ჩავთვლით. ლიკასაც ძალიან უნდოდა შერიგებულიყვნენ, რადგან საბას დედასთან დაქალობს და ძალიან მოწონდა საბა სასიძოდ, მაგრამ მია მისი თავმოყვარეობის შელახვას არავის აპატიებს, არც საბას. უყვარდა? ალბათ კი. აბა ამდენი წელი იმ ადამიანთან როგორ იქნებოდა ვინც არ უყვარდა, უბრალოდ ბოლო 3 წელი ძალიან გაუფერულდა მათი ურთიერთობა და ლოგიკურადაც დამთავრდა.. მართალია, ჯობდა ცივილურად დამთავრებულიყო, ვიდრე ღალატით, მაგრამ რას იზამს, შეცდა და ამდენი წელი ტყუილში გაატარა. ალბათ, მეორედ მსგავს შეცდოას აღარ გაიმეორებს.

-ნუ ტირი რა, მია. - გეგაც მიუახლოვდა და აწყნარებდა. -6 საათი დაიწო, ნენესთან დაგვაგვიანდება. -მხარზე ხელი მოუსვა მიას.
-მაპატიეთ, არ მინდოდა ტირილი. -ცრემლები მოწმინდა და ბიჭებს გაუღიმა. - წამო, წავიდეთ.
-მე ისევ დავიძინო, შეიძლება? -შეევედრა დანი.
-ძილის გუდა. -გაეცინა მიას. -იძინე რადენიც გინდა.
მია და ბიჭები წავიდნენ აეროპორტში, დანი კი მარტო დარჩა. სახლის დათვალიერება გადაწყვიტა და გემოვნებით გარემონტებულ სახლს თვალი მოავლო, მისი ყურადღება წიგნებით გატენილმა ორმა დიდმა თაროებიანმა კარადამ მიიქცია.
-წიგნების ჭია ყოფილა, ჩვენი გოგო. -გაეღიმა და კარადებს მიუახლოვდა. რამოდენიმე წიგნს გადაავლო თვალი და საძინებელში გაემართა, მიას საწოლში შეწვა და ბალიშზე დარჩენილი მიას სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა. ვერ ხვდებოდა რატომ სიამოვნებდა მისი სურნელი ასე ძალიან.

-წესით უკვე უნდა გამოვიდეს. -საათს დახედა სანდრომ და ინტერესით მიაჩერდა გამოსასვლელს.
-აი, მოდის ჩემი გოგოო.. -ნენეს გამოჩენისას მია შეხტა და მისკენ გაიქცა, რომ გემრიელად ჩახუტებოდა.
წითური მწვანევალება გოგონას დანახვისას სანდრო გაშეშდა და თვალი გაუშტერდა.
-რაო, ალექსანდრე, მოგვეწონაო? - დაეღრიჯა ძმაკაცს გეგა და გოგოებისკენ წავიდა.



№1  offline წევრი bar bare

Kargiaa ^_^ momewonaa :*

 


№2  offline მოდერი ჯია

bar bare
Kargiaa ^_^ momewonaa :*


მადლობაა ❤️❤️

 


№3 სტუმარი Sia

Magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent