დანიელი და არდა 5
კიდევ 2 წელი გავიდა. ამ ორი წლის განმავლობაში ბორტგამცილებლის კურსებზე დავდიოდით მე და მარი. ახლა თვითმფრინავში ვართ და მგზავრებს ვემსახურებით, რთულია და ცოტა საშიშიც რადგან არაფრისგან ხარ დაზღვეული. -უკაცრავად რამეს ხომ არ მიირთვემვთ? ღიმილით ვკითხე ფრანგულად ჩემს ზურგით მიტრიალებულს, რომელიც ბავშვს ეთამაშებოდა, ალბათ მისი შვილი იყო . -დიახ ორი წვენი თუ შეიძლება მოტრიალდა თუ არა გავშრი გავიყინე, ჩემს წინ დანიელი იყო მის შვილთან და ლიკასთან ერთად. არ ვიცი ეს რა ძალისხმევად დამჭირდა, გავიღიმე წვენი წინ დავუდე და სწრაფად მოვშორდი იქაურობას. გული ყველაზე მეტად იმან მატკინა, რომ ზიზღით შემომხედა "აბა რას ელოდი გულში ჩაგიკრავდა?" თქვა მეორე მემ. როდესაც სხვებს ვემსახურებოდი ვგრძნობდი მის მზერას რაც უფრო ცუდად მხდიდა. -არდა ფერი არ გადევს, მე მოვემსახურები -მადლობა მარი როგორც იქნა გამოჩნდა სანატრელი ამერიკა, სანატრელი იმიტომ რომ ისინი ჩავიდოდნენ და ნე ვეღარ ვნახავდი. ისევ ისე მიყვარს, მაგრამ აზრი არ აქვს ამ სიყვარულს, ალბათ ლიკასთან და დამიანესთან ერთად ბედნიერია, ჰო მის პატარას დამიანე ერქვა და მამამისის ასლია. -არდა კარგად ხარ? -კი კარგად ვარ მგზავრებისგან დაცარიელდა თვითმფრინავი და დავრჩიტ მხოლოდ მომსახურე პერსონალი და პილოტები. ცოთახანი გავჩერდით ლაქსის აეროპორტში თუმცა კვლავ აივსო თვითმფრინავი მგზავრებით. საფრანგეთი როდესაც დავინახე გამეღიმა, მიუხედავად დიდი ტკივილისა ეს არის ქვეყანა სადაც ბედნიერი ვარ. ტელეფონის ხმამ მომიყვანა აზრზე, დავხედე და საქართველოდან რეკავდნენ. -გამარჯობათ, გირეკავთ რომ გითხრათ თქვენი მშობლები ავარიაში მოხვდნენ და სამწუხაროდ გარდაიცვალნენ. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და გონება დავკარგე, თვალები რომ გავახილე მარი მედგა თავზე და ჩემს ხელს კოცნიდა. -ვაიმე არდა რა კარგია, რომ გონზე მოხვედი რა მოხდა? -მარი ჩემი მშობლები აღარ არიან მოკვდნენ. ვერ ვიჯერებდი ნუთუ მე მშობლები დავკარგე?! ყველაფერს რობოტივით ვაკეთებდი, ჩემს გულში სრული ქაოსი იყო. მეორე დღეს უკვე თბილისში ვიყავით, სულაც ვერ ვიგრძენი მონატრება და სითბო ნაჩნობი თუ უცნობი ქუჩების დანახვისას. ნაცნობ გზას რომ დავადეგით გული საშინლად ამიჩქარდა. ჩემი სახლის დანახვაზე ცრემლები ვეღარ შევიკავე, არაფერი შეუცვლიათ, ისევ ისეთი იყო ყველაფერი როგორიც 5 წლის წინ დავტოვე. დედას და მამას ოთახში შევედი და ბალიშებს ჩავეხუტე, როგორ ვნანობ მათ მიმართ ასე ქცევას. მარი მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა, მაგრძნობინა მეც შენს გვერდით ვარო. -მარი მაპატიე რომ პირადი ცხოვრება წაგართვი -არდა რას ამბობ -სიმართლეს ვამბობ. შენ არ გაქვს პირადი ცხოვრება, ჩემი უბედურება შენც გადმოგდე. -არდროს გესმის?! არასდროს გაიმეორო ეგეთი რამ, მეგობარი გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა და მარტო ლხინის დროს არ უნდა იყოს შენს გვერდით. ახლა კი მოვამზადოთ რაც საჭიროა დაკრძალვისთვის. -კარგი ჩემი მშობლები მიწას მივაბარეთ, ბევრი ხალხი იყო, მარის მარტო დარჩენა ვთხოვე. -დე მა მაპატიეთ რა, ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ცოცხლები იყოთ, ჩემო ლამაზო დედიკო ძალიან მენატრებოდი, დე ჩემო დედიკო მე შვილი მოვკალი, ჩემი შვილი მოვკალი და სხვას მივეცი ბედნიერების უფლება, როგორ მინდოდა შენთან მოვსულიყავი დე და გენუგეშებინე ჩემო ლამაზო დედიკო, ვეღარ ვუძლებ მარტოობას ვკვდები დე ვკვდები, მაპატიეთ ძალიან მიყვარხართ. ვღაოდი ისეთ დღეში ვიყავი, მიწას ვჯიჯგნიდი თითქოს გავაცოცხლებდი მათ, უცებ შეხება ვიგრძენი მარი მეგონა და მაგრად ჩავეხუტე, თავი ავწიე თუ არა დანი დავინახე, თვალებში ვუყურებდი და ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. -მიშველე რამე გააკეთე დანი გთხოვ, ვკვდები ვნადგურდები, მაპატიე გთხოვ. მუშტებს გულზე ვურტყამდი ვერ ვწყნარდებოდი -ჩუ შუბლზე მკოცნიდა და გულში მაგრად მიკრავდა, -ვერაფერს შევცვლით წამოდი სახლში წაგიყვან -მარი სად არის? -მარი სახლში გელოდება წამოდი სახლში განადგურებული მივედი, მარიმ კარები გააღო თუ არა ჩავიკეცე. გონზე პალატაში მოვეგე, თავზე დანიელი მარი და ექიმი მადგა, წამოდგომა ვცადე თუმცა იმდენი რამე მეკეთა ისევ დავწექი. -ექიმო რა არის ამდენი შნურები ვკვდები? -არდა მომისმინე ძალიან სუსტად ხარ, გადასხმა გჭირდება. დღეს და ხვალ აქ დარცები. -კი მაგრამ მე უნდა წავიდე, მარი დაგავიწყდა რეისი ზეგ რომ არის? -არდა რა დროს ეგ არის ცუდად ხარ. -კი მაგრამ არანაირი მაგრამ, წავალ და მალე ჩამოვალ -ექიმო იქნებ რამენაირად გამწეროთ? -ვერ გაგიშვებ არდა. -მე დავრჩები და მოგივლი ამ დროის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა დანიმ -არ არი საჭირო დანი, ნინო (მოახლე) დამეხმარება -მე ასე ვთვლი საჭიროდ -მარი წადი და ნახე შენი მშობლები -კარგი არდა წავალ და მალე მოვალ დავრჩით მხოლოდ მე და დანი -ძალიან შეცვლილხარ -ხო ალბათ -უფრო ძლიერი ხარ ვიდრე იყავი -''რაც არ გკლავს გაძლიერებს" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.