შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 14


25-07-2015, 00:33
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 477

-კარგად ხარ?-მკითხა და შუბლზე მაკოცა.
-კი-თავი დავუქნიე და უფრო ჩავეხუტე
-ეხლა გეგი მოვა და აქედან წაგიყვანს, იცოდე პალატიდან არ გამოხვიდე სანამ ის არ მოვა-თითი გაფღტხილების ნიშნად დამიქნია.
-შენ მიდიხარ?-შეშინებულმა ვკითხე
-ჯერ არა. მალე პოლიცია მოვა და ის წამიყვანს-თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხელები უფრო ძლიერად მომიჭირა
-რატო?-გაკვირვებულმა ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი
-გაიგებ-დაიჩურჩულა და თავი ოდნავ გადმოწია ჩემსკენ
-იარაღი შენ ისროლე?-გამახსენდა წეხანდელი ხმები, თავი უხმოდ დამიქნია თვალი ამარიდა
-რამოხდა?-ვკითხე მისი ქცევით გაოცებულმა
-3 ტყვია მოხვდა დიმიტრის-ჩუმად მითხრა და ხელები უფრო მაგრად მომხვია. მის მკლავებში გავტრუნე, არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, თავი მის ყელში ჩავრგე და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით.
-დაწყნარდი. არაფერი მოხდება. ჩუ.. ნუ ტირიხარ თორემ გავალ და დაწყებულ საქმეს დავამთავრებ ჩემი ხელით მოვკლავ იმ ნაბიჭვარს-მეჩურჩულებოდა და თავზე სინქრონულად მისვავდა ხელს.
-ეხლა რა მოხდება?-ხმაჩამწყდარმა ვკითხე და თავი ავწიე
-ეხლა?-დაიჩურჩულა და მისი სახე ჩემს სახესთან ახლოს მოსწია. მომენტალურად დავიბენი და ვერ გავიგე რას აპირებდა.
-მე ეხლა გაკოცებ.. შენ კი ეს კოცნა სულ გემახსოვრება. როგორც პირველი კოცნა ბიჭთან.. ამის მერე კი არავინ იცის რამოხდება, ღმერთის გარდა-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან. ნელა შეეხო მისი გავარვარებული ბაგეები ჩემსას, ნელა მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა რომ ფაიფური იყო და მალე გატყდებოდა, ნაზად და აუჩქარებლად, ღიმილით და გულაჩქარებული, ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ამ კოცნაში იყო მთელი სიყვარული ჩაქსოვილი. ვგრძნობდი რომ ვუყვარდი, ვგრძნობდი და ვიცოდი ჩემს გამო არავის დაინდობდა, განა ეხლაც ეგრე არ მოხდა? ჩემს გამო ძმას 3ჯერ ესროლა იარაღი, მაგრამ არაფერი ეტყოობა რომ ნანობს.
-მალე ალბათ რომელიმე პოლიციელი კარს შემოაღებს, მე კიდე სიკვდილამდე მინდა შენთან ერთად დარჩენა და შენი ტუჩებით დატკბობა-თქვა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. გავწითლდი და ვერაფერი ვუთხარი, თვალებში შევხედე. დავინახე როგორ უთამაშებდა თვალებში ბედნიერების სხივი
-ხომ იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს სულ მეყვარები?-ხელები მკლავებზე ჩამკიდა და თვალებში ჩამაშტერდა, უხმოდ დავუქნიე თავი
-და რაც არ უნდა მოხდეს, შენ დღესვე თუ ხვალვე არაქ მნიშვნელობა, წახვალ და გეგისთან ერთად გაფრინდები საფრანგეთში
-რა? რა მინდა საფრანგეთში?-ამოვილუღლუღე და ცრემლებმა კვლავ გაიკვლიეს გზა ჩემს ლოყებზე
-ნუტირი. ალბათ იცი რომ მკვლელობის მცდელობისთვის მძიმე სასჯელია არა? როდესაც სასამართლოში გამოგიძახებენ, ზუსტად ისე მოყვები ყველაფერს როგორც იყო.შემდეგ კი შენს ძმას წაყვები.-ოდნავ შემანჯღრია და მკაცრად მითხრა
-არა არ მინდა საფრანგეთში-ტირილით გავაქნიე თავი
-დაიფიცე, თუ გიყვარვარ ჩემი თხოვნა აასრულე, უბრალოდ წადი. და მეთვითონ მოგძებნი. გპირდები, უბრალოდ აქედან უნდა წახვიდე-მიყვირა და სწრაფად მიშვა ხელი როდესაც კარზე მოაკაკუნეს.
-ვინაა?-კვლავ დაიყვირა
-პოლიციაა, გოგო გამოუშვით და ჩაგვბარდით-გაისმა კაცის ხმა
-ერთს ვაკოცებ კიდევ და გამოვუშვებ-გასძახა და ჩუმად ჩაიფხუკუნა. მეც გამეცინა. (მოგეხსენებათ კარი ჩკეტილი იყო ვაჩეს მიერ)
-შენ კიდევ სიცილის ხასიათზე ხარ?-ვკითხე
-მოდი თორე კიდევ დიდხანს არ მეღირსება ეს-სწრაფად მოვიდა და უხეშად დამეტაკა ტუჩებზე, რამოდენიმე წამი გაგრძელდა კოცნა.
-გადი და ჩემზე არ იფიქრო. მე კარგად ვარ, და გააკეთე რაც გითხარი კარგი?-თბილად მკითხა
-მიყვარხარ-ვუთხარი ლოყაზე ვაკოცე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვედი გარეთ
-კარგად ხართ? რამე ხომარ დაუშავებია?-მომვარდა ერთ-ერთი პოლიციელი
-მე მან გადამარჩინა, არაფერი დაუშავებიათ. ეხლა თქვენ ვისაც სიარაღით თავზე უნდა ედგეს დიმიტრია და არა ვაჩე-უხეშად მოვიშორე და გაბრაზებულმა შევუღრინე
-უკაცრავად მაგრამ მან უნდა დაისვენოს-უკნიდან მომესმა თბილი ხმა, მადლობელმა გავხედე ჩემს ექთანს.
-ის განყოფილებაში უნდა წამოვიდეს-აუხსნა პოლიციელმა
-ის აქ მოიყვანეს. თქვენს გამო გადასხმა შევუჩერე, ვალდებული ხართ მისი ჯანმრთელობა დაიცვათ-გადახვეულ და დალურჯებულ ხელზე ანიშნა პოლიციელს. რომელიც ეხლაღა შევამჩნიე
-კარგით-დანებდა პოლიციელი. სწრაფად მომკიდა ხელი ექთანმა და ერთ-ერთი პალატისკენ წამიყვანა. სანამ შევიდოდით თვალი მოვკარი როგორ გამოყვდათ ბორკილდადებული ვაჩე და როგორ მიათრევდნენ პოლიციელები. თვალზე კვლავ ცრემლი მომადგა. წამით შევხედე თვალებში, თვალცრემლიანი შევყევი ექთანს პალატაში
-გიყვართ ერთმანეთი არა?-ღიმილით შემომხედა ქალმა, უხმოდ დავუქნიე თავ
-ის მისი ძმაა, არვიცი რაუნდა, ჩემს დაბადების დღეზე ვაჩემ მომაკითხა დილით და მითხრა სკოლიდან ადრე გამოგიყვანო, მესამე გაკვეთილზე კიდე პატარა ბავშვმა ამომაკითხა ვაჩე გელოდება სიურპრიზი აქვსო. რომ ჩავედი ის დამხვდა და მომიტაცა-ტირილით მოვუყევი.
-შვილო ეხლა ჩემს ბიჭს დავურეკე.მოვა და ჩემთან წაგიყვან. მითხარი შენი ოჯახის წევრების ნომერი და დავურეკავ..
-მადლობა არაა საჭირო. უბრალოდ ჩემს ძმასთან დამარეკინეთ. წამიყვანს
-----
-დარწმუნებული ხართ რომ ესე იყო ყველაფერი როგორც ამბობთ?-კიდევ ერთხელ მკითხა პოლიციელმა.
-დიახ! მან მე მომიტაცა, ვაჩემ კი გადამარჩინა. შეგიძლიათ საავადმყოფოს ექთანს რომელიც მე მივლიდა ჰკითხოთ რომ დიმიტრი ემუქრებოდა მას რომ მე არ დამხმარებოდა-მობეზრებულმა ვუპასუხე
-დაკითხული გვყავს ქალბატონი ქეთევანი-წარბი ამიწია
-ჰოდა მითუმეტეს. გამიშვებთ აქედან? მთელი კვირაა აქ დავდივარ. ისედაც 1 კვირა მოტაცებული ვყავდი შენ ჩამიბარებ გამოცდებს?-ღრენით ვკითხე გაცინებულ პოლიციელს
-მე ჩემს დროს ჩავაბარე უკვე გამოცდები
-გამოცდები რომ ჩაგებარებინა აქ კიარ იჯდებოდი-ირონიულად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი უკვე კარგად ნაცნობი დერეფანი გავიარე და გარეთ სირბილით გავედი.
-რას მორბოდი გოგო-შემომიღრინა გეგიმ
-შენ შენ თავს მიხედე-ენა გამოვუყავი და მანქანაში ჩავუხტი
-ზეგ სასამართლოა, სასამართლოდან 2 დღის სემდეგ მივდივართ-ჩამოარაკრაკა გეგმები.
-იქ სკოლაში გადაიტანეთ საბუთები?-ვიკითხე ჩემთვის მნიშვნელოვანი გეგმა
-კი პატარა ქალაქია. ბინა ვიყიდეთ და წამოსვლისას გავყიდით, არც კი ვიცი რამდენი ხმით დავრჩებით-თავი გააქნია გეგიმ
---
-ვსერვიულობ დეე-აკანკალებულმა ვუთხარი
-ნუ ნერვიულობ დედი, მართალია ვაჩე დამნაშავეა მაგრამ ვიცით რომ სიგიჟემდე უყვარხარ-მითხრა თბილად
-შევიდეთ??-ვკითხე და სასამართლო დარბაზისკენ ვანიშნე.
-კი წამოდი შენი ძმა უკვე იქაა-დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ბევრ ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი და ბევრსაც უცნობს.ჩვენი ადგილი დავიკავეთ, მთელი ნახევარი საათი ველოდეთ როდის ჩემოიყვანდნენ „დამნაშავეს“ დარბაზში. გული ნამსხვრევებად მექცა როდესაც კარში შემოსულ ბორკილებდადებულ ვაჩეს მოვკარი თვალი, წვერი შესამჩნევად წამოსვლოდა, მაგრამ იღიმოდა, არა არ იღიმოდა, მე მიღიმოდა, თვალი გამამხნევებლად ჩამიკრა და სწრაფად მომაშორა მზერა. ვერ ვუსმენდი ვერაფერს. გული მტკიოდა ჩემს საყვარელ ადამიანს ესე რომ ვუყურებდი, ჩვენებაზე კვლავ იგივე გავიმეორე, იგივე რა, სიმართლე ვთქვი ყველაფერი, ადაზეპირებულივით ვიმეორებდი ტექსტს და ვაჩეს ვუყურებდი. მის ტკივილით სავსე თვალებს და მის საოცრად მომაჯადოვებელ ღიმილს, 1 საათიან შესვენებაზე ვიყავით გარეთ გამოსული ყავის დასალევად ელე რომ დავინახე კაფეში, გაბრაზებული მიყურებდა. დედაჩემს მიესალმა და 1 წუთი სალამაპაკო მაქვსო საპირფაპეშორსკენ გამიძღვა
-რამოხდა?
-რამოხდა? ხატია სერიოზულად? რეებს აბრალებ დიმიტრის? რა გატაცება?-ყვირილი დაიწყო ელემ
-აჰა მე ვაბრალებ?-ირონიულად ვუთხარი
-მას მე ვუყვარდი და ერთად ვიყავით, რა გატაცება ხატია? შენ და შენმა შეყვარებულმა სულ გარეკეთ?-არ ცხრებოდა ელე
-ალბათ ეგრე ძაანაც არ უყვარდი. მე იმას ვამბობ რაც სიმართლეა. გირჩევნია ჯერ გაარკვიო რა ხდება-ცივად ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი
-შენ მე შეყვარებული წამართვი, არასდროს გაპატიებ ამას-მიყვირა, წამებში გავჩერდი და ირონიული ღიმილი ავიკარი. მისკენ შევბრუნდი
-არა ელე შენ კიარა ამას მე არასდროს გაპატიებ. მიმიფურთხებია შენი შეყვარებულისთვის. არ მაინტერესებს მან ის მიიღო რისი ღირსიც იყო.-ვუთხარი და კარი გამოვიჯახუნე
-წავედით რა-ვუთხარი დედას და კარში გამავალ გაბრაზებულ ელეს გავხედე ირონიულად
-რა გითხრა დედა ელენემ?
-არაფერი ისეთი. წავედით რა-სწრაფად დავტოვეთ კაფე.
-----
-არ შემოხვალ-მითხრა გეგიმ სწრაფად
-რატომ ვითომ?-გაბრაზებულმა ვუთხარი შესვლა ვცადე
-იმიტომ რომ ესეა საჭირო. აქ დარჩები და მოიცდი.
-კარგი-მძიმედ ამოვიხვნეშე და კომფორტულად ჩავეშვი რბილ სავარძელში. 10 წუთი..20 წუთი..30..40..50..60..61..62 . კარი გაიღო და იქედან კვლავ გაღიმებული ვაჩე გამოიყვანეს,
-ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი, ეს არ დაივიწყო-მომაძახა და სწრაფად გაუჩინარდა დერეფანში
-მიუსაჯეს?-თვალცრემლიანმა ვკითხე
-კი-თავი დამიქნია გეგიმ
-რამდენი?
-5 წელი



-------


ვიცი რო ძააააან ძაააააან ძაააან დებილობა გამოვიდა და დებილობაა.. კარგით! 1 თავი დარჩა და დაისვენებთ ჩემგან :D :D



№1  offline წევრი დადუ♥♥

Au Elene R gacocxleb rato momatyue 8 miusajeso goro :D chemi nichieri xar dzaan miyvarxart shenx DA istoriac <3 mle Dade shemdegi DA did I Dade r <3:*

 


№2  offline წევრი eni

Ai dimitri martla dzan mechxireboda tvalshi ufrosworad nervebs mishlida sastikad kargia rom gaaqre mati cxovrebidan :D nu kargi gogo rom xar maqvs natqvami istoriac arachveulebrivia <3 :Dhomashin vtqvi rom vache sheamtvrebda karebs raxac shemtxvevashi simartle vtqvi nu ho avcdi simartles:D vache ara magram dimitri axmochnda imedia iseti dasasruli eqneba merom miyvars:D <3ese dznaN bevrs davwer da jobs rom aq gavcherde :D <3veli sul moutqmelad shemdeg tavs <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Au Elene R gacocxleb rato momatyue 8 miusajeso goro :D chemi nichieri xar dzaan miyvarxart shenx DA istoriac <3 mle Dade shemdegi DA did I Dade r <3:*

ოო მაშინ ეგრე მქონდა ჩაფიქრებული 8 წელი უნდა მიესაჯათ. დიდი მადლობა საყვარელო რომ კითხულობ მოგწონს და ჩემს გვერდით ხარ <3

eni
Ai dimitri martla dzan mechxireboda tvalshi ufrosworad nervebs mishlida sastikad kargia rom gaaqre mati cxovrebidan :D nu kargi gogo rom xar maqvs natqvami istoriac arachveulebrivia <3 :Dhomashin vtqvi rom vache sheamtvrebda karebs raxac shemtxvevashi simartle vtqvi nu ho avcdi simartles:D vache ara magram dimitri axmochnda imedia iseti dasasruli eqneba merom miyvars:D <3ese dznaN bevrs davwer da jobs rom aq gavcherde :D <3veli sul moutqmelad shemdeg tavs <3

მადლობა საყვარელო რომ მოგწონს კითხულობ და კომენტარს წერ <3 ალბათ ამაზე მეტად ვერც კი გამახარებდი ამ მომენტში. იმედი მაქვს არ გაგიცრუვდება იმედები და ისე დავასრულებროგორც გინდა! ძალიანგამიხარდა შენი კომენტარი რომ დავინახე! წარმატებები <3

 


№4  offline წევრი eni

Madloba veli sulmoutqmelad rogori dasasrulic arunda qondes mainc chemi sayvareli istoria iqneba <3

 


№5  offline წევრი tikuna1999

აუუუ რ აერთი თავი ცოტა კიდე გააგრძლე მაგრად მომწონს <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tikuna1999
აუუუ რ აერთი თავი ცოტა კიდე გააგრძლე მაგრად მომწონს <3

არგამოვა. ჩანაფიქრი მქონდა თავიდანვე ესეთი და 1 თავიღა დარჩა <3 მადლობა რომ მოგწონს

 


№7  offline წევრი რუსა

ბოლო თავი დამიკოპირე თორემ ვერ ვპოულობ :(

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Kargia momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent