შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 13


24-07-2015, 00:21
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 987

#ვაჩეს ნაამბობი
-აღარ ვიცი რა გავაკეთო, უკვე 3 დღეა ვეძებ და კვალსაც კი ვერ მივაგენით-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი ნათიას და თავი დავხარე
-აუცილებლად ვიპოვით, ვერსად ვერ წავა-გამამხნევებლად მიჩურჩულა ნათიამ და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და ოთახში შემოსულ აწკმუტუნებულ ბიბის გავხედე.
-წავედი ეხლა და საღამოს შეგეძმიანები-ვუთხარი და მოვშორდი. სწრაფად ავიღე ტელეფონი აწკმუტუნებულ ბიბის თავზე ხელი გადავუსვი და სახლი დავტოვე. კიბეებზე მივდიოდი ჩემი ტელეფონი რომ აზუზუნდა. სწრაფად ამოვიღე ჯიბიდან და ნაცნობ ნომერს ხვნეშით გავაგონე
-დიმიტრი მეგონე
-დიმიტრიზე მეტად ეხლა ჩემი ზარი უნდა გაგიხარდეს გლოველო, მოკლედ ვიცით სადაც არიან. ეხლა სწრაფად მითხარი სად ხარ და უნდა დავაწვეთ იქ. იარაღი მომაქვს-ჩამძახა ტელეფონში
-ხატიას სადარბაზოში ვარ სწრაფად მოდი-მოუთმენლად ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. მთელი ხუთი წუთი სადარბაზოში მოუთმენლად დავაბოტებდი. მალევე გაჩერდა ლუკას მანქანა. წინა სავარძელი დავიკავე და უკან მჯდომ ბიჭებს გავხედე. თავი მისალმების ნიშნად დავუქნიე და ღვედი შევიკარი
-აქედან 3 საათის სავალია მაგრამ საათნახევარში იქ ვიქნებით-მითხრა ლუკამ და მანქანის წინა პატარა სათავსოდან იარაღი გამოიღო და ხელში მომაწოდა
-დანარჩენს ყველას გვაქვს. ტყვიები ჯერ არ ჩადო-მანიშნა ტყვიებზე
-მოვკლავ მაგ ნაბი*ვარს-კბილებში გამოვცერი და იარაღს ხელი მაგრად მოვუჭირე.
-დარწმუნებული ხართ რომ იქაა?-მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ეს ვთვი
-კი იქაა. დარწმუნებული ვარ-თქვა ნუკრიმ (ძმაკაცმა უკანა სავარძლიდან). საათ ნახევარი ძლივს ვისვენებდი სკამზე. მანქანა სწრაფად შევარდა სახლის ეზოში და გაჩერებული არ იყო გადატენილი იარაღით რომ გადავედი მანქანიდან სწრაფად მივვარდი კართან. ღია იყო. უკან მომყვნენ სხვა ბიჭებიც. რამოდენიმეჯერ ჰაერში გავისროლე მაგრამ არანაირი რეაქცია არ ყოფილა
-სახლი დაათვალიერეთ-გავეცი ბრძანება და მეორე სართულზე ავვარდი. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩამტვრეული იყო. ყველა ვნახე მაგრამ არსად არავინ არ იყო.
-ამის დედა შე****-შევიკურთხე როდესაც ერთ-ერთ ოთახში ჯერ კიდევ ცხელი საკვების ნარჩენები ვიპოვე
-ახალი წასულები არიან-დაიყვირა დაჩიმ
-ჯანდაბა, ჯანდაბა ჯანდაბა-ვიყვირე და ფეხი ლოგინს მთელი ძალით მივარტყი.
-წერილია აქ-კვლავ იყვირა დაჩიმ და ოთახში სირბილით შემოვიდა. სწრაფად გამოვგლიჯე ფურცელი ხელიდან.
„რაო? რამდენი წუთით გაგასწარით? 5? 10? თუ საერთოდ 2? კარგი არ გვინდა ეხლა ამაზე საუბარი. როგორი იყო აბა? კარგი იყო იმედგაცრუება? კარგია როდესაც შენი საყვარელი გოგო სხვა ბიჭს ყავს წაყვანილი მითუმეტეს როდესაც ეს ბიჭი შენი ძმაა? მმაგრამ ალბათ განსხვავება დიდია. ჩემთან ძალითაა, მაგრამ მალე შევუყვარდები, მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ნუ გექნება იმის იმედი რომ გვიპოვი. ეს ჩემი გეგმა იყო. რომ გეგრძნო იმედგაცრუება. წარმატებები ძამიკო..“
#ხატიას ნაამბობი
მძაფრი სუნის შეგრძნებამ გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე, აღარ ვიყავი იმ ოთახში რომელშიც დაძინებამდე. ჩაბნელებული ოთახი იყო. უფანჯრებო. მხოლოდ 1 კარი ჰქონდა. სიბნელეში კი მხოლოდ 1 სანთელი ბჟუტავდა. თვალი კვლავ დავხუჭე და გაჭირვებით გავახილე. ხველა ამიტყდა. დავინახე როგორ მოუახლოვდა მაღალი სილუეტი საწოლს.
-წყალი-ამოვიხავლე და თვვალები კვლავ დავხუჭე
-ეხლავე მოგიტან-დიმიტრი ამოვიცანი ხმაში. 2 წუთში კვლავ შემობრუნდა ოთახში სინით ხელში.
-რაც მოგიტაცეთ მის მერე არ უჭამიაო გავიგე-წარბაწეულმა მითხრა და საჭმელი საწოლზე ფრთხილად დადო
-მირჩევნია შიმშილით მოვკვდე ვიდრე აქ შენთან ერთად ვიყო-ხმაჩახლეჩილმა ვთქვი და დავახველე
-მოდი წყალი დალიე-ჭიქა პირთან მომიტანა. 1 ყლუპი მოვსვი და თავი იმის ნიშნად გავაქნიე რომ მეტი აღარ მინდოდა
-რა მოხდა? ბოლოს ის მახსოვს რომ იარაღის ხმა იყო-დავიჩურჩულე
-აა ეგ არაფერი. შემთხვევით ჩემმა უსაყვარლესმა ძამიკომ გაიგო ჩვენი ადგილსამყოფელი. სანამ მოვიდოდა 10 წუთით ადრე წამოვედით-ღიმილით მითხრა
-რომ შემეძლოს ჩემი ხელით მოგკლავდი-შევუღრინე
-მოდი ჭამე,-წამომაყენა ფეხზე და სინი კალთაში ჩამოდო. ხელები არ გაუხსნია
-არმინდა, აბაზანაში გამიყვანე-ხელი ავკარი საჭმელს და მაისური დავუსვარე. დავინახე როგორ გაბრაზდა, სწრაფად ჩამავლო ხელი და კარში გამიყვანა. იქვე ახლო მდებარე ოთახში შემიყვანა და კარი გარედან გადაკეტა.
-იდიოტო ხელის გახსნა არ მინდოდა?-ვუკივლე გარედან. სწრაფად შემოაღო კარი
-ნუ წივიხარ-უხეშად მითხრა და ხელზე თოკი ხელის ერთი მოძრაობით მოხსნა.
-გადი ეხლა-წარბი ავუწიე და თოკისგან გადახეხილი და დაწითლებული ადგილები ნაზად შევიზილე
-იცოდე მაინც ვერ გაიქცევი. უფრო გამაბრაზებ და უფრო ცუდად მოგექცევი-თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია
-წადი შენი-სახეში შევაფურთხე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. გავიგე გაბრაზებულმა კედელს როგორ მიარტყა მუშტი. კმაყოფილმა გავიცინე ხმამაღლა მას რომ გაეგო და კვლავ დავისერიოზულე სახე. გამშრალ და დახეთქილ ტუჩებზე ენა გადავისვი და ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე. რომ გამოვედი დიმიტრი კიდევ იქ იდგა
-ხელები მომეცი-ბრძანება გასცა და თოკი მარჯვენა ხელში შეათამაშა
-არ მინდა არსად ვაპირებ გაქცევას-ვიუარე და ხელები ზურგს უკან დავმალე
-მალე-იღრიალა და მოულოდნელობისგან შევხტი და თვალები ამიცრემლიანდა. უჩვეულო სისუსტეს ვგრძნობდი მთელ სხეულში ალბათ ეს იმის ბრალია რომ უკვე კარგა ხანია არ მიჭამია. ხელები გაუბედავად გავწიე წინ. უხეშად მომკიდა ხელი და მაგრად შემიკრა
-მეტკინა-ამოვიკნავლე
-გადაიტან როგორმე-ირონიულად მითხრა და „ჩემი“ ოთახისკენ წამათრია. ლოგინზე დამაგდო და თვითონ ჩემს გვერდით გაწვა.მისგან შორს გამოვიწიე.
-არ ვიკბინები-გამოსცრა კბილებში და მისკენ მიმაჩოჩა
-კბენით შეიძლება არ იკბინები მაგრამ ცოფიანი ძაღლი კი ხარ-გაბრაზებულმა ვუთხარი და ზურგი ვაქციე თავი ბალიშზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. ძილი არაფრით მეკარებოდა. ან რას დავიძინებდი? ალბათ თითქმის 5 დღეა მძინავს. ნახევარი საათი სულ უაზროდ გაიწელა. მალევე გავიგე ჩუმი ფთვინვა. ნელა გადავტრიალდი დიმიტრისკენ თვალები დაეხუჭა და ეძინა. ხელები გაჭირვებით ავწიე და ცხვირზე მივაჭირე ოდნავ, არაფერი გაუგია. შემდეგ ლოყაზე მივაჭირე ორი თითი. რეაქცია არ ჰქონია. ფრთხილად წამოვდექი ლოგინიდან და კართან მივედი. ფრთხილად გავაღე კარი და დერეფანს ჩუმად გავუყევი. სამზარეულოდან დიდი დანა ავიღე და გასასვლელის ძებნა დავიწყე. პარალელურად დანით თოკის გაჭრას ვცდილობდი. პატარა სახლი იყო და გასასვლელი იოლად მოვძებნე. სახლში არავინ იყო. გამიმართლა. სწრაფად გავვარდი გარეთ და ტყეში ჩაფლულ არემარეს მოვხედე. აქვე მიდიოდა ბილიკი. სირბილით გავუყევი გზას. მალევე გავედი მთავარ გზაზე. უკვე სირბილი აღარ შემეძლო დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი.
-არა უნდა მეჭამა საჭმელი-დანანებით ამოვიჩურჩულე და გზა გავაგრძელე. დიდხანს ვიბორიალე ფეხით. როგორც ჩანს ჯერ შუადღე იყო. მალევე გამოჩნდა მანქანა, წინ არ გადავხტომივარ. შევეცადე დიდად თვალში არ მოვხვედროდი. შეიძლებოდა დიმიტრი ყოფილიყო ან მისი რომელიმე ჯაშუში. ხეებს ამოვეფარე და ისე დავაკვირდი. დაბურული მინიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო. უკვე თვალს რომ მოეფარრა შემდეგ გავაგრძელე გზა. ძალიან დაღლილი ვიყავი უკვე ფეხებს ძლივს მივათრევდი მოულოდნელად თავბრუ რომ დამეხვა და თვალებში დამიბნელდა. მეტი არაფერი მახსოვს. თვალები რომ გავახილე ირგვლივ სულ სითეთრე იყო. რამდენჯერმე დავახამხამე თვალები რომ ყველაფერი გამერჩია. ცალ ხელზე გადასხმა მეკეთა. ცალზე რაღაც იდიოტობა მქონდა შეერთებული. თავი ტკივილისგან მისკდებოდა. ოთახში არავინ იყო. დამსკდარ და გამომშრალ ტუჩებზე კიდევ ერთხელ გადავიტარე ენა და თვალები ისევ დავხუჭე. არავინ შემოსულა. უკვე ბინდდებოდა კარი რომ გაიღო და გაბრაზებულმა დიმიტრიმ შემოყო თავი. შეშინებულმა გავხედე კარში მდგარ გაბრაზებულ დიმიტრის
-ნორმალური ხარ?-მიღრიალა ბოლო ხმაზე. შიშისგან შევხტი და თვალები ცრემლებით ამევსო
-შენ იცი რამდენი მტაცებელი ცხოველი დადის იმ ტყეში? თავში ჭკუა გქონდა საერთოდ?-მიყვიროდა ბოლო ხმაზე
-შენზე მეტი ცხოველი ვიღა უნდა მენახა-დავიიჩურჩულე და შეშინებულმა გავხედე. არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა
-ანუ ჩემზე მეტი ცხოველი ხო?-ირონიულად მითხრა-ექთანი შემოვა სწრაფად გაემზადე მივდივართ
-კარგი-თავი დავუქნიე. დაველოდე როდის შემოვიდოდა ექთანი რომ დახმარება მეთხოვა. მანაც არ დააყოვნა
-შეგიძლიათ დამეხმაროთ?-ვკითხე მორიდებით ჩემზე გაცილებით უფროს ქალბატონს. ხმა არ გამცა.
-არ დამეხმარებით?-სლუკუნით ვკითხე. საწყალი თვალებით ამომხედა
-შვილო გაფრთილებული ვარ. შენხელა შვილები მყავს სარჩენი რომ დაგეხმარო უმუშევარი დავრჩები-თბილად მითხრა
-კარგით არაუშავს-ძალით გავიღიმე და წამოსული ცრემლი შევიმშრალე. ქალის მოტანილი სპორტულები ფრთხილად ჩავიცვი და პალატიდან უნდა გავსულიყავი საშინელი სროლის ხმა რომ გაისმა. ამას ყვირილი მოყვა. რამოდენიმე სიტყვა ძლივს გვარჩიე „მოკლა“ „უშველეთ“ „ახალგაზრდაა ჯერ“ მალევე კარები შემოგლიჯეს. გაკვირვებული ვერც კი ვაზროვნებდი. გაკვირვებულმა გავხედე კარში გაშეშებულ ნაცნობ და უსაყვარლეს ხეულს. მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს და ტირილით მოვხვიე ხელი კისერზე. მალევე ჩამიკრა მთელი ძალით გულში.
-ჩუ, დაწყნარდი პატარავ, შენ ჩემთან ხარ, აღარასდროს გაგიშვებ, სულ ჩემთან იქნები-მიმეორებდა და ხან ყელში ხანაც თავზე და ხანაც სველ ლოყაზე რიგრიგობით მკოცნიდა


2 თავიღა დარჩა. ძალიან მინდა თქვენი აზრი დააფიქრისოთ.. რა მოხდება მომავალში?



№1  offline წევრი tskvito

ძალიან მინდა ბედნიერი დასასრული ქონდეს.... wink love (გული არ დამწყვიტო, თორე მერე მომდევნო ერთი კვირა ამაზე ვინერვიულებ) wink

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tskvito
ძალიან მინდა ბედნიერი დასასრული ქონდეს.... wink love (გული არ დამწყვიტო, თორე მერე მომდევნო ერთი კვირა ამაზე ვინერვიულებ) wink

ბედნიერი დასასრული აუცილებლად ექნება. მაგრამ მანამ ტანჯვის რამოდენიმე საფეხურია საყვარელო :* მადლობა რომ მოგწონს: *

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

Dzaan kargia chemi sayvareloo<3 <3 xo ici rogor miyvarxart shenc DA isforiac did I tavebi Dade is or I icode <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Dzaan kargia chemi sayvareloo<3 <3 xo ici rogor miyvarxart shenc DA isforiac did I tavebi Dade is or I icode <3

შევეცდები დიდი თავები დავდო :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Momewona kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent