შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვილები ერთნაირი ნიშნით [1 ნაწილის დასასრული]


25-07-2015, 00:49
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 234

დანიელს ველოდებოდი თუმცა რომ აღარ გამოჩნდა ოთახში ავედი და იქ ვიმეცადინე ხოლო ვარჯიშზე წაყოლის დრო რომ მოვიდა სკოლის ფორმა გავიხადე წიგნი ავიღე რომელიც ბიბლიოთეკაში გადმოვარდა და მეორე სართულის კიბეებთან შევხვდი
-დღეს არ მოსულხარ ბიბლიოთეკაში სამეცადინოდ მე კიდევ აღარ მინდა დავისაჯო და ეს იდიოტური სასჯელი გახანგრძლივდეს - ვუთხარი დანიელს როცა უკვე სკოლას საკმაო მანძილით მოვშორდით
-უბრალოდ... - აღარ ვაცალე წინადადების დამთავრება - ხო ვიცი რო ბრიჯიტთან ყოფნა ძალიან კარგია მაგრამ კარგი იქნება ცოტას სასჯელზეც თუ იფიქრებ - ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით წავედი მოედნისკენ აღარ დავლოდებივარ ჩემი ადგილი დავიკავე და დანიელს დავაკვირდი რომელიც სტადიონზე გამოვიდა მერე კი წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე იქ ნიშანზე ეწერა იმ ნიშანზე რომელიც მეც და დანიელსაც გვქონდა ერთი აბზაცი კი გარკვევით ამოვიკითხე: ,,ამ ნიშნით დაბადებულები საკმაოდ იშვიათად გვხვებიან და თითქმის არც არიან რამოდენიმეს გამოკლებით თუ ისინი ერთმანეთს იპოვიან ერთად უნდა იყვნენ თავიდან ორივეს გაუძნელდება ერთმანეთთან შეგუება თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გაივლის დაიმახსოვრეთ ერთმანეთს გაუფრთხილდით იმიტომ რომ განსხვავებულები ხართ და კიდევ ერთი ამ ნიშანს ყოველთვის მასთან მიყავხართ ვისთანაც წესით უნდა იყოთ’’ - წიგნი სწრაფად დავხურე და ყდაზე გამოსახულ ნიშანს დავაკვირდი ნიშანს რომელიც მეც და დანიელსაც ზუსტად ლავიწთან გვქონდა დრო ისე გაიპარა რომ ვერც მივხვდი სტადიონზე აღარავინ აღარ იყო კიბეებზე ჩამოვდიოდი და თან წიგნი მეჭირა ხელში საკმაოდ ცუდი კიბეები იყო თან მე მოაჯირს ხელს თითქმის არასოდეს ვკიდებდი ბენსიმონს თასმა გახსნია ეს ვერ შევამჩნიე ჩქარა ჩავდიოდი კიბეზე ფეხი დავაბიჯე თასმას და კიბეებზე ჩავგორდი ზურგით დავეცი ფეხი კი საკმაოდ მტკიოდა გონება დავკარგე
დანიელი
ანამარია საშინლად გაბრაზებული იყო იმის გამო რომ ბიბლიოთეკაში არ მივედი მეც სწორედ ეს მინდოდა მისი გაბრაზება მომწონდა ნერვებს რომ ვუშლიდი მწვრთნელმა სავარჯიშოდ სხვაგან წაგვიყვანა და ანამარიას დატოვება მომიწია თუმცა ისეთი გატაცებით კითხულობდა რაღაცას რომ ჩემს იქ არ ყოფნას ვერც შეამჩნევდა ამიტომ არ გამიფრთხილებია იქიდან რომ გამოვედი სტადიონზე იქ აღარ იყო მაღლა ასვლა დავაპირე ავედი მაგრამ არსად არ იყო მერე დაბლა ჩამოვდიოდი ის რომ შევამჩნიე ძირს ეგდო მაშინვე ხელში ავიყვანე იქვე მისი წიგნი ეგდო ისიც ავიღე და სკოლაში წავიყვანე სასწრაფოდ ექიმმა ნახა და თქვა
-მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს და ფეხი აქვს ნაღრძობი მოტეხვამდე აღარაფერი აკლდა ბეწვზე გადარჩა რა დაემართა? - მკითხა მე რომელიც დებილივით მივშტერებოდი მძინარე ანამარიას
-არ ვიცი ვარჯიშზე წავედით ერთად რომ მოვბრუნდი ის იქ აღარ იყო მერე მაღლა ავედი და იქურობა კარგად დავათვალიერე მაგრამ არსად არ იყო კიბეზე ჩამოვდიოდი დავინახე რომ ძირს უგონოდ იწვა მეც ავიყვანე და აქ წამოვიყვანე
-კარგი აქ იყავი ცოტახანი მე ელენს დავუძახებ - ცოტახანში ელენთან ერთად დაბრუნდა იგივე ვუთხარი მასაც მან კი მითხრა
-ხოდა ვინაიდან ჯერ კიდევ 3 კვირა დარჩა თქვენი სასჯელის მოსახსნელად მას მოუვლი მასთან იქნები გაკვეთილებს დაესწრები შემდეგ კი მას დაეხმარები თქვა და ოთახი ორივემ ერთად დატოვეს - ,,ღმერთო ესღა მაკლდა’’ - გავიფიქრე და იქვე საწოლზე ჩამოვჯექი მისი წიგნი მის გვერდით სკამზე იდო ავიღე და ჩაკეცილ გვერძე გადავშალე წავიკითხე რაც ეწერა ამ ნიშანზე და გაკვირვებულმა დავაბრუნე წიგნი უკან - ,,მე არაფერი წამიკითხავს’’ - გავიფიქრე და ამ დროს გამოეღვიძა ანამარიასაც
-როგორ არა წაიკითხე იმიტომ რომ მეც ზუსტად ეგ ამოვიკითხე - ვუთხარი და სახე დავმანჭე როდესაც ხელი თავისკენ წავიღე
-ჩვენ რა ახლა ერთმანეთის აზრებსაც ვკითხულობთ? - წარბები მაღლა აზიდა და მომლოდინედ მომაშტერდა მე კი წამოდგომა ვცადე
-არა არა არა არ ადგე არ შეიძლება
-რაა?
-ხო - მითხრა ამ ამბით გახარებულმა მაგრამ მალე შეეცვალა გამომეტყველება და დაამატა
-მე უნდა მოგხედო შენ
-კი მაგრამ დღესვე სიკვდილი არ მინდა
-რატო დღესვე იქნებ ხვალ
-კარგად ხუმრობ
-შენ ჩემზე უკეთესად
-მადლობა
-არაფრის - მითხრა და გამიღიმა გამარჯვებულის ღიმილით
-გაკვეთილები? - ვკითხე რაღაც საშინელების მოლოდინში და გამართლდა ჩემი საშინელება
-გაკვეთილების მომზადებაში მე უნდა დაგეხმარო - კარგი შეგიძლია ბიბლიოთეკიდან რაღაც წიგნი მომიტანო და ეს დააბრუნო?
-კარგი მითხრაი რა წიგნი - ეს წიგნი აიღო და წაიღო ჩემი დაბარებული წიგნი და მოიტანა
-შეგიძლია წახვიდე და ღამე აქ არ იყო მაინც ვერავინ გაიგებს დილით მოდი ადრე და ვითომ მთელი ღამე აქ იყავი
-მადლობა მაგრამ არ მინდა
-ანამარია რა დაგემართა - ცოტახანში შემოვარდა კარმენი
-არაფერია საგანგაშო კარმენ ალბათ მალე ავდგები კიდევაც უბრალოდ კიბიდან დავგორდი
-მე დაგტოვებთ - თქვა დანიელმა და ოთახი დატოვა მე კი მისი ფიქრები წავიკითხე ,,ხო როგორ არა უბრალოდ კიბიდან დაგორდა მსუბუქი ტვინის შერყევა და ფეხის კინაღამ მოტეხვა’’ და სანამ ოთახიდან გავიდოდა მივაძახე
-დანიელ წავიკითხე - მხოლოდ გაეღიმა და მარტო დაგვტოვა მე და კარმენი ცოტახანი ვისაუბრეთ მან რაღაცეები მომიყვა ლუკასზე მე კი ვუსმენდი
-კარგი წავალ მე შენ დაისვენე
-კარგად კარმენ მადლობა - მეგობარს დავემშვიდობე ცოტახანში დანიელიც მოვიდა
-ამას როგორ აკეთებ - მკითხა აზრების წაკითხვაზე როგორც კი ოთახში შემოვიდა
-ეს ძალიან მარტივია
-შეგიძლია კიდევ სხვისი ფიქრები წაიკითხო?
-კი მაგრამ რატომღაც დღეს აღმოვაჩინე ეს
-იმიტომ რომ ძალიან მოინდომე ამ წიგნში ყველაფერი წერია ამ ნიშანზე რატომ მთხოვე მისი უკან დაბრუნება?
-არ ვიცი
-როგორ გეტყობა ტვინის შერყევა რომ გაქვს
-მემგონი ხმამაღლა ფიქრობ - ვუთხარი გაბრაზებულმა
-რა მნიშვნელობა აქვს შენ ყველა ვარიანტში გაიგებ ამას
-მაშინ შეგიძლია ყოველ წუთს არ გამოაჩინო შენი ბასრი ბრჭყალები
-სხვა საქმე არ მაქვს და - მხრები აიჩეჩა და ცინიკური ღიმილით შემომხედა
-მირჩევნია საერთოდ მარტო ვიყო ვიდრე შენ გიყურო
-არც მე მსიამოვნებს დიდად შენი ყურება მაგრამ სხვა გზა არ არის
-არის შეგიძლია წახვიდე
-არა არ შემიძლია
-წადი პასუხს მე გავცემ დირექტორს თუ რამე გაიგო
-რა მამაცი ხარ
-ვცდილობ - ცინიკურად გავიღიმე მერე კი ვუყვირე - გადი აქედან - ისიც ადგა და წავიდა მე დაძინება ვცადე ისეთი დაღლილი ვიყავი თანაც დამაძინებელმა იმოქმედა და მალე ჩამეძინა დილით ექიმი მელაპარაკა და დრო მალე გავიდა თან ჩემს ფეხს აკვირდებოდა შუადღით კარმენმა ტანსაცმელი მომიტანა რომ გამომეცვალა
-მოიცადე დაგეხმარებით - მითხრა ექთანმა და ჯინსის სარვალი ფრთხილად ჩამაცვეს მაისურს მაცმევდნენ დანიელი რომ შემოვარდა ოთახში მერე კი დაბნეული უკან გაბრუნდა ,,ბოდიში’’ გაიფიქრა მე კი როდესაც მაისური ჩამაცვეს და ოთახიდან გავიდნენ დანიელს ვუთხარი
-ბოდიში მიღებულია მითხარი რაც გვაქვს სამეცადინო და ჩემით ვიმეცადინებ შეგიძლია წახვიდე
-ანამარია დახმარებას ვცდილობ შენ კიდევ არაფრით არ ხარ კმაყოფილი
-კი არ მეხმარები ხელს მიშლი
-არ მაინტერესებს შენი აზრი ნამდვილად არ ვაპირებ სასჯელი გამიხანგრძლივდეს იმის გამო რომ შენ ჩემთან ერთად მეცადინეობა არ მოისურვე ასე რომ შეეგუე - თვალები გადავატრიალე და ბედს შევეგუე დღეები ერთი მეორეს მიყოლებით უაზროდ გადიოდა თითქოს იწელებოდა კიდევაც მე ყველას აზრს ვკითხულობდი ვინც მომიახლოვდებოდა და ეს ცოტა სახალისო იყო
-რა გაცინებს - მკითხა დანიელმა როდესაც ვმეცადინეობდით ამ დროს კი ლუკასმა ჩაიარა ოთახთან და რაღაც გაიფიქრა დანიელს ეს ვუთხარი ის კი სიცილით მოკვდა
-ლუკას ძმაო - თავი გააქნია და დავალებას დაუბრუნდა. კიდევ ორი კვირა ვიყავი იქ დანიელი ჩემთან ერთად მეცადინეობდა და ღამეც იქ რჩებოდა ხოლმე თუმცა იყო შემთხვევები როცა ღამე არ დარჩენილა ამას უკვე შეჩვეული ვიყავი მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებდი ბოლო კვირაც დასრულდა და ექიმის დარიგებებს ვუსმენდი
-მომისმინე ანამარია დიდი ხანი არ უნდა იდგე ფეხზე ხო კიდევ დიდი ხანი არ იარო და ეცადე რომ ადრე დაიძინო ხოლმე ეს შენს ბოლომდე გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს და თუ რამე დაგჭიდეს მაშინვე ჩემთან მოდი იცოდე არ დამალო
-კარგი ბელა ექიმო გავიგე - გავუღიმე ჩავეხუტე და გოგოების ოთახისკენ ავიღე გეზი მიხაროდა რაღაც დადებითი აქვს იმას რომ ჩამოვვარდი სასჯელი მე საერთოდ არ მომიხდია გავიღიმე და მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი კიბეზე რომ ავდიოდი მოაჯირს ხელი მოვკიდე და თვალები დავხუჭე დანიელი მოვიდა და კიბეებზე ასვლაში დამეხმარა და ოთახამდე მიმაცილა
-მადლობა - ვუთხარი და როგორც კი საპასუხოდ არაფრის გავიგე ოთახში შევედი და საწოლზე დავწექი ისე რომ არც კი დამიხედია მაგრამ რაღაც ვიგრძენი წელს ქვემოთ ამიტომ წამოვდექი და დავინახე ის წიგნი რომელიც მე დანიელს გავატანე მაშინ დავწექი და წიგი გადავშალე ფურცელი იდო ზედ კი ეწერა ,,წაიკითხე წიგნი თავიდან ბოლომდე’’ ვიფიქრე დანიელი იქნებოდა თქო და წიგნის კითხვა დავიწყე ეს წიგნი მთლიანად ამ ნიშანზე იყო ყველაფერი წავიკითხე ამასობაში დაღამდა უამრავი რამ ეწერა ისიც კი ეწერა რომ ამ ნიშნის ადამიანებზე ნადირობდნენ ეს ყველაფერი სასაცილოდ ჩავთვალე წიგნი ბიბლიოთეკაში ძლივს ძლივობით დავაბრუნე და ოთახში დავბრუნდი კარმენს უკვე ეძინა ამიტომ მეც დავწექი და დავიძინე დილით ადრე ავდექი ვიბანავე და ჩავიცვი შავი მაღალწელიანი შავი როლინგი და ფეხზე შავი კეტები ზემოდან კი სკოლის ფორმა გადავიცვი საუზმეზე ჩავედი მაგრამ დანიელი არ მოსულა არც გაკვეთილებს დასწრებია ვინაიდან ჩვენი სასჯელი მოიხსნა ოთახში ავედი და გაკვეთილები იქ ვიმეცადინე შემდეგ კი სასწავლებლის ბოლო სართულზე ავედი და დიდხანს ვიდექი იქ ვუყურებდი მზის ჩასვლას და ვტკბებოდი ამ სილამაზით შემდეგ ყელთან მივიტანე ხელი მინდოდა ჩემი კულონის ხელში დაჭერა თუმცა კულონი არ მეკეთა ოთახში დავბრუნდი სასწრაფოდ და კულონის ძებნა დავიწყე შემდეგ კლასები დავიარე არსად არ იყო არც ბიბლიოთეკაში არც ექიმთან იმ დღეს ძლივს დავიძინე ძალიან ვნერვიულობდი რადგან ეს კულონი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მე და ნენეს გვქონდა მხოლოდ ასეთი და ისიც ჩემმა მეგობარმა სანდრომ დაამზადა თავისი ხელით მეორე დილით უხალისოდ ავდექი მოვემზადე საუზმე გამოვტოვე და ზარის დარეკვისთანავე კლასში შევედი ტირილამდე ვიყავი მისული ისე მინდოდა ეხლა ის კულონი მე მქონოდა მთელი გაკვეთილი თავი მაგიდიდან არ ამიწევია მერე ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და ექიმთან წავედი
-ქეით - მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე როდესაც იქ ვიყავი ქეითი (ექიმი) და მე ძალიან დავახლოვდით და ის ერთადერთი იყო რომელსაც შეეძლო ჩემთვის მოესმინა რჩევები მოეცა და დავეწყნარებინე
-რა გჭირს ჩემო გოგო - თმაზე მომეფერა და იქვე სკამზე დამსვა მას ყველაფერი მოვუყევი თან ვტიროდი
-დაწყნარდი აუცილებლად იპოვი სად წავიდოდა
-ხო მაგრამ ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია მასზე ძვირფასი არაფერი არ არის ჩემთვის შეიძლება სტადიონზე დავკარგე 10 წელია არ მომიხსნია და ეხლა დავკარგე... - თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი განვაგრძე ლავიწთან წვა ვიგრძენი ცოტახანში მაშინვე უკან გავიხედე თუმცა არავინ იყო ამიტომ ისევ ქეითთან მივედი
-დაწყნარდი ანამარია იპოვი აუცილებლად მეც მოვძებნი ხომ იცი ჯერ კიდევ არ ხარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული ეს კი მოქმედებს
-ხო მაგრამ...
-ანამარია მომისმინე ეხლა წადი შენს ოთახში გაკვეთილებს არ დაესწრო დღეს მე ავუხსნი დირექტორს ვეტყვი რომ ცუდად ხარ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულხარ ბოლომდე და ამიტომ ვერ დაესწრები დღეს გაკვეთილებს მაგრამ დაიძინე იცოდე დაწყნარდი თორემ დამამშვიდებელს გაგიკეთებ
-კარგი - ავდექი ცრემლები მოვიწმინდე მას ჩავეხუტე და გრძელ დერეფანში გზა გავიკვლიე თუმცა მაინც ვერ ვწყნარდებოდი ცრემლებს მუშტით ვიწმენდდი გოგოების საპირფარეშოში შევედი სახეზე წყლის შესხმა მინდოდა საპირფარეშოდან გამოვდიოდი მაგდანელ გოგონას რომ დავეჯახე ჩემ ტოლს მას ეკეთა ჩემი კულონი
-ეს კულონი საიდან გაქვს - ვკითხე და მომლოდინე მკაცრი გამომეტყველებით მივაჩერდი
-მაჩუქეს
-ვინ გაჩუქა
-ჯეკმა ჩემმა შეყვარებულმა
-ის ჩემია
-შენი არ არის ის ჩემია ჯეკმა მაჩუქა - მითხრა თავისი წიკვინა ხმით
-კულონი დამიბრუნე თუ არადა მე გამოგართმევ რაც არც ისე სასიამოვნო იქნება დამიჯერე
-არ დაგიბრუნებ
-კარგი - კულონი ყელიდან ჩამოვგლიჯე და რომ არ მომეშვა ხელით კედელს მივანარცხე შემდეგ კი იქაურობა დავტოვე კულონი შევინახე და მშვიდად დავიძინე რომ გამეღვიძა ვიფიქრე ვიმეცადინებთქო და ბიბლიოთეკაში წავედი იქ კი იმ გოგოს შეყვარებული შემომეფეთა და სადღაც წამათრია
-კულონი დაუბრუნე - მითხრა და მომღიმარი გოგონასკენ გაიხედა რომელიც კმაყოფილი სახით გვიახლოვდებოდა
-არ დავუბრუნებ ის კულონი მე მეკუთვნის
-კი დაუბრუნებ - მითხრა და ხელი ყელისკენ წაიყო ჩემს დახრჩობას ცდილობდა
-გოგონას შეეშვი თორემ ინანებ- ამ დროს გამოჩნდა დანიელი და მანაც ხელი გამიშვა
-კულონს არ დაგიბრუნებს ეხლა კი მოშორდით აქაურობას - თქვა და ისინიც წავიდნენ
-მადლობა - ვუთხარი და წასვლას ვაპირებდი რომ მითხრა
-ამის მერე მეცადინეობა რომ მოგინდება ამ დროს შეგიძლია ოთახში იმეცადინო - გამიღიმა მერე კი გაუჩინარდა მე ოთახში დავბრუნდი და ვეცადე დამეძინა რადგან კლასში საუკეთესო მოსწავლე ვარ ალბათ ამ ერთხელ მაპატიებენ გაკვეთილების უცოდინარობას მეორე დღეს გაკვეთილების შემდეგ ვიმეცადინე და კულონის შეკეთება ვცადე თუმცა არაფერი გამომივიდა საწოლზე დავჯექი თავი ხელებში ჩავრგე და ვფიქრობდი როგორ შემეკეთებინა ის ცეპი რომელიც გაწყდა დარწმუნებული ვარ აქ მაღაზია არ იქნებოდა სკოლის გარეთ კიდევ არ გვიშვებენ კიბეებზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე მერე გვერდით დანიელი მომიჯდა და ხელი გაშალა ხელში ცეპი ქონდა
-მომეცი გული - მითხრა მე კულონი გავუწოდე მან ცეპზე გაუკეთა და წამომაყენა თმა წინ გადმომიყარა და ცეპი გამიკეთა მერე კისერში მაკოცა და გაუჩინარდა მე სასიამოვნო გრძნობა მქონდა ავდექი და სკოლის სახურავზე ავედი უკვე ბინდდებოდა შემეძლო აქედან მეყურებინა ვარსკვლავებს კულონს ხელი მაგრად მოვკიდე და ცოტახნით თვალები დავხუჭე წარმოვიდგინე რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და ყველაფერი ისეა როგორც ბავშვობაში გვინდოდა ხო მე და ნენე ყოველთვის გეგმებს ვაწყობდით მაგრამ ეს გეგმები ქრებოდა მალევე მერე კი სანდრო ორივეს დაგვცინოდა ხოლმე მათი გახსენებისას გამეღიმა და როდესაც უკვე ძილის დრო იყო მე კი მაინც ჯიუტად ვარსკვლავების ყურებას განვაგრძობდი და დაბლა ჩასვლაზე არც კი ვფიქრობდი ტკივილს რომელსაც უკვე დიდი ხანია შეჩვეული ვიყავი ვიგრძენი გვერდით მომიწვა და თქვა
-ანამარია ზამთარში უკან უნდა დაბრუნდე
-რა?
-რა და ის რომ აქ არ გაჩერდები ზამთრის არდადეგებზე
-რატომ
-მომისმინე მე აქ არ ვიქნები ამიტომ იმას არ დავუშვებ აქ იჯდე და ვინმე მაგდანელმა რამე დაგიშაოს
-კი მაგრამ...
-ანამარია არავითარი მაგრამ უკან თუ არ დაბრუნდები მომიწევს დაგაბრუნო
-ამას რატომ აკეთებ
-იმიტომ რომ... ჩვენ ეს ნიშანი გვაკავშირებს მომისმინე არ მინდა კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვა ამიტომ ერთი თვით უკან დარუნება მოგიწევს - მე ფეხზე წამოვდექი და მანაც იგივე გაიმეორა
-დანიელ ამას რატომ აკეთებ - გავუმეორე შეკითხვა
-ხომ გითხარი
-არა ეს იმის ნახევარი იყო რაც უნდა გეთქვა - თავთან თითი მივიტანე და მივანიშნე რომ მისი აზრების კითხვა შემეძლო მან კი ხელები გაშლილ თმაში შემიცურა და მაკოცა შემდეგ კი მითხრა
-როგორც ვხედავ ამ ნიშანს ძალიან უნდა ჩვენი ერთად ყოფნა...

წ ა ი კ ი თ ხ ე თ---------------->>> ვინაიდან რაღაც პრობლემების გამო დარჩენა ამჯობინეს წასვლას მომეცა შანსი დამესრულებინა ეს მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია რომ დავბრუნდები გავაგრძელებ თუ შეიძლება გამოხატეთ აზრი კომენტარებში რა ძალიან მახარებს თქვენიკომენტარები 1 წუთის საქმეა მგონია რომ არ მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეგ მაინც დაწერეთ რომ აღარ გავაგრძელო...



№1  offline წევრი anaa

გააგრძელე ძალიანნ კარგიაა <3

 


№2  offline წევრი -Crazy-Girl-

ვაიმეე როგორ გამახარეთ ამ კომენტარებით ვერც კი წარმოიდგენთ აუცილებლად გავაგრძელებ უკან რომ დავბრუნდები დიდი მადლობა love love

 


№3  offline წევრი ghghg

აუუ შემღეგ თავს რატო არ ღებბბბ?? ძაან საინტერესოაააა როღის ღაღებ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent