შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატანჯი ცხოვრება 3 თავი


26-07-2015, 09:58
ავტორი უცნობი მეეე
ნანახია 2 253

- ნუცა პატარა ბავშვი აღარ ხარ, დღეს რატის დედას ველაპარაკე, იმ თავხედმა შეურაცყოფა მომაყენა და მითხრა რომ შენთვის მეთქვა, აღარასოდეს გაეკაროს რატის ასეთი ოჯახიდან რძალს არ გავიკარებთო, რომც გადაუტრიალოს ტვინი რატის ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ როგორც რძალს და თუ უნდა ჯოჯოხეთური ცხოვრება ცადოსო, მაგრამ მალევე დავუნგრევ ოჯახსო, ჩემს რატის განათლებული და წესიერი ოჯახის გოგო შეეფერება და არა თქვენნაირიო. წარმოგიდგენია იმ გათახსირებულმა რეები იკადრა?
- ნანა, ეხლა მოვიკრიბავ ყველანაირ ძალებს, რომ მშვიდი პასუხი გაგცე და კარგად მომისმენ. აღარასოდეს გაბედო და რატის ოჯახზე ზედმეტი არ დაგცდეს, იმიტომ რომ მართლები არიან ყველაფერში, არც მათი ოჯახის შესაფერისი ვარ მამაჩემისა და შენი წყალობით და მითუმეტეს აღარც რატისი.
ამის თქმა იყო და ისეთი ლოყის აწვა ვიგრძენი სიმწრისგან თვალები გამინათდა, უცბად ყვირილი დაიწყო
- შე გათამამებულო რამდენს მიბედავ? იცი შენ მაგის გულისთვის რა მოგივა?
თავი ვეღარც მე გავაკონტროლე და წამოვხტი, უცბად ყელში ვეცი და ხელებს ვუჭერდი, სად მქონდა ამდენი ძალები არვიცი მაგრამ ფაქტია გონებაზე მისმა ხრიალმა მომიყვანა, გაჩერდიო რო ამბობდა. უცბად ხელი გავუშვი ზიზგით შევხედე და შევაფურთხე, მერე ოთახში გავედი, ჩემი ნივთები რომელიც მჭირდებოდა ავიღე, დედას სურათი ჩავიხუტე და სამი სიტყვა ვთქვი: ,, ღმერთო ძალა მომეცი.“ ამის თქმა იყო და გამოვვარდი სახლიდან, ნანას არც დავუნახივარ ალბათ ისევ ოთახში ვეგონე. სად წავსულიყავი წარმოდგენა არ მქონდა, ერთი ვიცოდი არავის დანახვა არ მინდოდა, ახლა მხოლოდ რატის ჩახუტება მიშველიდა, მაგრამ ოჯახთან ვერ დავაპირისპირებდი, იმიტომ რომ ვიცოდი ბოლოს მაინც დამკარგავდა, რადგან მშობლები მასე ამბობდნენ. ერთი გაფიქრება გავიფიქრე იქნებ ტყუილია და ნანამ მოიგონათქო ან იქნებ რატიმ მოაგვაროსთქო, მაგრამ როცა რატის დედას მოვკარი ეს გამწარებული თვალები და სახე ამარიდა მივხვდი მართალი იყო და რატისთან დარეკვაც გადავიფიქრე, ვფიქრობდი რომ რატის ჩემი სიყვარული მხოლოდ ტვინში და გულში ჰქონდა, მაგრამ მშობლების სიყვარული თითოეულ უჯრედში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ გადავწყვიტე ძალიან ვიყავი დაღლილი ამიტომ გვერდით მჯდომ ქალს ვკითხე სად მიდიოდა, რადგან მითხრა შატილშიო, ვთხოვე:
- მეც შატილში მივდივარ, მაგრამ ძალიან ვარ დაღლილი და თუ ჩამეძინა შეგიძლიათ გამაღვიძოთ?
- კი შვილო, მშვიდად იძინე დიდი დროა შატილამდე
- დიდი მადლობა. თბილად გამიღიმა, მეც თავი მინას მივადე, თვალები დავხუჭე და დედა წარმომიდგა თვალწინ, ყელში რაღაც ბურთი გამეჩხირა, ვგრძნობდი დახუჭული თვალები ცრემლებმა როგორ ამივსო, თავი ზემოდ ავწიე, კბილები ერთმანეთს დავაჭირე და ღემად ჩავისუნთქე, არ მინდოდა შესამჩნევი ვყოფილიყავი ვინმესთვის, ძილი დავაპირე მაგრამ რატიზე ფიქრებმა გამიტაცა, გამახსენდა ჩემს გამო როგორ იჩხუბა პირველად ჩემს თვალწინ და შემდეგ რამდენ ბოდიშებს მიხდიდა შენთან ერთად არ უნდა ამეწია ხელიო. მახსოვს კლასელმა მომაცილა სახლამდე და დავალებაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ როგორცკი უბანში მივედით და რატი დაინახა ხელი გადამხვია, იმდენად მეუცნაურა მისი ეს ჟესტი, რომ სწრაფად მოვაშორებინე ხელი და ჩემი მაშინდელი ჭკუით ტაქტიანად ვუთხარი, ხელები ხოარ დაგიგრძელდამეთქი, მანაც ხელი დამიჭირა და მითხრა სალაპარაკო გვაქვსო. რატი ეჭვიანი არ იყო, მენდობოდა და იცოდა რომ გართობაც და მეგობრობაც ზომიერად მჭირდებოდა და მეც არასოდეს ვაჭარბებდი ურთიერთობებში, მაგრამ დაუნახია ლევანმა ხელი მისი დანახვის შემდეგ რომ გადამხვია, მერე ჩემი რეაქცია და კიდევ ხელის დაჭერა მიხვდა რომ არ მესიამოვნა მისი საქციელი და ამის გამო ისე შემოარტყა, წაიქცა. მას მერე ლევანთან ურთიერთობა აღარ მინდოდა. იცოდა როგორ მიყვარდა რატი და ასე მოიქცა. როგორც გავიგე გოგოებისგან მერე თურმე ვყვარებივარ ამიტომ აღარ ველაპარაკებოდი, ზედმეტად არ მინდოდა რატის გაბრაზება. ამ მოგონებებში დაღლილს ჩამეძინა. ვიგრძენი ვიგაც რომ შემეხო მხარზე თვალები შეშინებულმა გავახილე, ისევ თბილად გამიღიმა ქალმა და მითხრა რომ შატილში ვიყავით.
წარმოდგენა არ მქონდა რამდენი საათი ვიმგზავრე, მაგრამ ყველაფერი მტკიოდა. მარშუტკიდან ჩავედი და მიმოვიხედე, იმდენად ლამაზი ბუნება გაიშალა ჩემს გარშემო წამით დამავიწყდა ვინ ვიყავი, რა ტკივილით და რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ღრმად შევისუნთქე სუფთა ჰაერი და თვალები დავხუჭე. უცბად გონებაში რეალობამ გამიელვა თვალწინ და დახუჭული თვალიდან ცრემლი გადმომვარდა, ჩემთვის ჩავიბუტბუტე ,,მაპატიე რატი“ და თვალები გავახილე. მძღოლს ვკითხე უახლოესი სასტუმრო სად იყო და დამანახა იქვე მდგარი სასტუმრო, პირდაპირ აქ ვჩერდებით ხოლმეო მითხრა. გულში ლოცვა დავიწყე, რომ ღმერთი დამხმარებოდა და წავედი. არც ის ვიცოდი ღამის გათენება რა დამიჯდებოდა, არც ის მერე რას ვიზავდი 17 წლის გოგო ამ ადგილას, მაგრამ მართლა ვგრძნობდი ძალებს და თავი ძლიერად მეჭირა. სასტუმროში რომ შევედი მენეჯერი მომიახლოვდა სასიამოვნოდ გამიღიმა და მითხრა:
- მოგესალმებით, მე სასტუმროს მენეჯერი გახლავართ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
- გამარჯობათ მაინტერესებს ღამის გათენება რა ჯდება თქვენთან 1 ადამიანისთვის?
- მხოლოდ ღამის გათენება 20 ლარი, დღეში ერთჯრად კვებასთან ერთად 30, ორჯელად ჯვებასთან ერთად 40 ლარი, ხოლო სამჯელადი კვებით 50, გვაქვს მომსახურეობაც მანქანითაც და ცხენითაც, მაგრამ თანხა იზრდება
- გასაგებია მადლობა, ავიღებ ნომერს 30 ლარიანს
- წამობრძანი, მარტო ხარ?
- კი რამე პრობლემა შეიძლება შემექმნას? (შეშინებულმა ვიკითხე რაზეც გამიღიმა და ხელი მომხვია)
- არა არანაირი უბრალოდ გამიკვირდა მგონი ბავშვი ხარ ხომ?
- კი 17 წლის ვარ
- კარგი რამდენი დღით გინდა ოთახი?
- იცით? მეე... 2 დღით ავიღებ ჯერ კარგით?
- კარგი ჩემო კარგო შენი ნებაა, წამოდი ოთახს გაჩვენებ.
ოთახში რომ შევედი ისეთი სიმშვიდე იყო არ მჯეროდა, რომ სადმე შეიძლებოდა მშვიდად მეგრძნო თავი შხაპი მივიღე და გამოვედი ცრემლები წამომცვივდა იმის გააზრებაზე, რატის ან თეოს რა დაემართებოდათ. მამაჩემზე არც მიფიქრია არაფერი უბრალოდ არ მინდოდა მასზე ფიქრი. მერე შიმშილმა თავისი გაიტანა და თავის ტკივილმა უარესად მომიმატა. დაბლა ჩავედი და ვჭამე. მერე უცბად ფიქრებში გართული ფეხზე წამოვხტი და მენეჯერის მოძებნა დავიწყე თავში რაღაც იდეა მომივიდა
- უკაცრავადდდ სასტუმროს მეპატრონეს ნახვა შემიძლია?
- რახდება რამე პრობლემაა?
- არაა არანაირი პირიქით, ძალიან ნასიამოვნები ვარ გარემოთი და მომსახურეობით, უბრალოდ ნახვა მინდა თუ შეიძლებაა?
- ერთი წუთით დამელოდეთ... სახელი მითხარი?
- ნუცა მქვია
- ლამაზი სახელია ნუცა მე ქეთი მქვია დამელოდე ცოტახნით მშვენიერო კარგი?
- კარგით
დიდხანს არ მიცდია 5 წუთი ალბათ და ქეთიც გამოჩნდა.
- წამოდი ნუცა გელოდება
- ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი. (ასე იმიტომ მივმართე, რომ ჩემი თვალით 35 წლამდე იქნებოდა მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში იყო)
- შედი.
რომ შევედი სულ დავიბენი, თავში ამერია ყველაფერი, უცბად გადავწყვიტე არაფერს ვეტყვი და გავალთქო მაგრამ რომ გამახსენდა 2 დღის მერე რას ვიზავდი ძალები მოვიკრიბე და სადღაც მამაჩემის ტოლ კაცს შევხედე, გაოცებული მიყურებდა და რომ მიხვდა საუბრის დაწყება მიჭირდა თავად დაიწყო
- როგორც გავიგე ნუცა გქვია და ჩემი ნახვა გინდოდა, რამე ხდება?
- პირველ რიგში მოგესალმებით და ბოდიშს მოგიხდით რომ შეგაწუხეთ არ ვიცი როგორ გითხრათ მაგრამ...
- რა ხდება? შემიძლია დაგეხმარო?
- იცითთ?... ძალიან უნდა გთხოვოთ დახმარება, რაც მართლა მჭირდება, გთხოვთ გამიგეთ და თუ შეგიძლიათ უარი არ მითხრათ ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ( ამ დროს თავადაც დაჯდა სკამზე და მეც მანიშნა დაჯექიო)
- მშვიდობა გაქვს შვილო? რაც შემეძლება დაგეხმარები. დაიკარგე?......... თუ გაიქეცი სახლიდან? (ამაზე გაოცებულმა შევხედე და ცრემლები წამომცვივდა)
- იცით ბატონო... დიახ გავიქეცი სახლიდან მაგრამ გთხოვთ არ დაიწყოთ ჩემი ოჯახის მოძებნა
- ეს როგორ შვილო ხომ ინერვიულებენ შენზე? (ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა გაოცებული)
- დედა აღარ მყავს ახალი დაღუპილია, მამამ დედას სიკვდილიდან 2 თვეში საყვარელი მოიყვანა სახლში და მაიძულა მიმეღო მაგრამ არ შემიძლია
- ვიზიარებ შენს მწუხარებას, მამასაც უჩქარია მაგრამ ამის გამო არ უნდა გაქცეულიყავი სახლიდან შვილო
- თქვენ არ იცით ბატონო, დედა მამას გამო დავკარგე და მას რეაქციაც არ ქონია (ტირილი დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი მხოლოდ ოჯახზე)
- ძალიან რთული ცხოვრება გაგივლია ასეთ პარატარა გოგოს, მაგრამ მე რით შემიძლია დახმარება?
- მენდეთ ძალიან გთხოვთ და გამომცადეთ კიდეც თუ გნებავთ, დედიკომ პატიოსნად ცხოვრება მასწავლა და პატიოსნების ფასი ჩამინერგა, ამიტომ გთხოვთ შანსი მომცეთ და მუშაობა დამაწყებინეთ თქვენს სასტუმროში, ნდობას არ გაგიმტყუნებთ, გთხოვთ საპირფარეშოებს დავალაგებ ოღონდ უარი არ მითხრათ, მენდეთ ძალიან გთხოვთ რა
- ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, ასეთ პატარა ბავშვს ასეთი დალაგებული და გაწონასწორებული საუბარი როგორ შეგიძლია?უბრალოდ ერთ რამეს დამპირდი მაშინ
- კი ყველაფერს დაგპირდებით ბატონო ოღონდ დამასაქმეთ
- მამაშენს უნდა უთხრა აქ რომ ხარ
ეს იყო მეხის გავარდნა რადგან ვფიქრობდი რომ დათო ამომივარდებოდა და წამიყვანდა
- იცით? მაშინ შეიძლება ჩხუბით წამიყვანოს და გამაუბედუროს, ძალიან გთხოვთ ამას ნუ გამაკეთებინებთ რა?
- რამდენი წლის ხარ?
- 18 გავხდები მალე
- არასრულწლოვალი ხარ შვილო რომ მიჩივლოს?
- გთხოვთ მაშინ დრო მომეცით 18 გავხდე და მერე დავურეკავ, მერე ხომ ვეღარ წამიყვანს ძალით? სულ რაღაც 4 თვე ვერ მომაგნებს მანამდე გთხოვთ რა არ მინდა იმ ჯოჯოხეთში
- 4 თვე დიდი დროა შვილო, კანონით არ მაქ უფლება მშობლების ნებართვის გარეშე სამუშაო დაგაწყებინო მათ ჩუმად
- რა გავაკეთო რომ თქვენც არ შეგიქმნათ პრობლემები? მირჩიეთ რამე გთხოვთ ხელი არ მკრათ დამეხმარეთ რა (ამ დროს უკვე ვსლუკუნებდი რადგან მივხვდი რომ არაფერის შანსი არ მქონდა)
- მოდი ასე ვქნათ მაშინ, სასტუმროში ვერ გაგაჩერებ სახლში წაგიყვან, იცხოვრე ეს 4 თვე და მერე დაიწყე აქ მუშაობა, დროდადრო მოდი ხოლმე აქაც გარემოს შეეჩვევი, სასტუმროს სფეროში ჩაიხედები და მოხვალ აზრზე რა როგორ კეთდება
- რაა თქვენთან სახლში? არაა ასე ვერ შეგაწუხებთ გამორიცხულია
- უარს არ მივიღებ ნუცა, რადგან დახმარება გადავწყვიტე დაგეხმარები კიდეც და მორჩა
- არა არაა ასე არ გამოვა (ფეხზე წამოვხტი და სიარული დავიწყე )
- დამშვიდდი შვილო, ყოველთვის გვინდოდა მე და ჩემ ცოლს შენისთანა გოგო და ღმერთმა არ გვაჩუქა ხოდა ახლა შენი სახით ჩვენც შანსი გამოგვიჩნდა, ამიტომ უარს არ მივიღებ. წადი ოთახიდან შენი ნივთები დაბლა ჩამოიტანე ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და სახლში წაგიყვან
- ასე ძალიან არ მინდა თქვენი შეწუხება ბატონო
- კიდე აქ ხარ? ხო და კიდე ერთი ირაკლი მქვია ბატონი არა. აბა ჩქარა სანამ აქედან გამოვალ დაბლა დამხვდი
- მადლობა
გახარებული გამოვვარდი კაბინეტიდან და უკან მოუხედავად ავირბინე მეორე სართულზე, ჩემოდანს ხელი მოვკიდე და დაბლა დავეშვი, ირაკლიც მოსაცდელში დამხვდა, წავედითო მითხრა და ხელით მანიშნა გასასვლელისკენ. ახლა იმაზე დავიწე დარდი რა რეაქცია ექნებოდა ირაკლის ცოლს. როგორ მიიღებდა ამ აზრს და რა მოხდებოდა. მანქანა რომ გააჩერა გადმოდიო მითხრა, მაგრამ ფეხები ამიკანკალდა როდესაც სახლიდან გამოსული ქალი დავინახე.



№1  offline მოდერი sopiko

მაგრამ და როდესაც ერთად არ უნდა გამოიყენო. სიუჟეტი მომწონს. აუცილებლად გააგრძელე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent