აკრძალული ხილი(18 ნაწილი-პირველი ნაწილის დასასრული)
გაკვირვებისგან განძრევაც ვერ მოვახერხე. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. გოგოებმა მეც მიჯიკეს დაჯექი რას წამოჭიმულხარო. წარწერა გაქრა და ყველაფერი ერთბაშად დაბნელდა, შემდეგ კი ვიდეო ჩაირთო. ვიღაც კაცი სკამზე იჯდა, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული. სახე არ ჩანდა, მხოლოდ მკლავებს ქვემოთ იყო გადაღებული. რაღაც ნახევრადბნელ ოთახში იჯდა და დუმდა. შემდეგ კი ხმა ამოიღო: „დაახლოებით 1 წლის წინ ერთი გოგო შემიყვარდა.“ - გავიგე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. აშკარად ბაჩოს ხმა იყო, მაგრამ ბაჩოს რა უნდოდა კინოთეატრის ეკრანზე? არაა... აშკარად გადაღლილი ვიყავი. ხელი შუბლზე მოვისვი და ყურება განვაგრძე. „ჩემს თავს არ ვუტყდებოდი ამაში... ეს მისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და მუდამ ცივად ვეპყრობოდი... ასე ვთქვათ, ჩემი აკრძალული ხილი იყო...“ - გულმა სამმაგი სისწრაფით დაიწყო ცემა და ვიგრძენი როგორ მომაწვა სახეზე სისხლი. არ ვიცი როგორ და საიდან, მაგრამ იმ სკამზე იმ ოთახში ბაჩო იჯდა. სახის დანახვა არც მჭირდებოდა, მკაფიოდ ჩამესმოდა საყვარელი ბარიტონი ყურში და გაოგნებული შევყურებდი ეკრანს. გოგოებს გაოცებისგან პირი დაეღოთ, დანარჩენი დამსწრეები კი ინტერესით ადევნებდნენ ვიდეოს თვალს. ჩემს ყურთასმენას კვლავ ბაჩოს ხმა მისწვდა: „მაგრამ რა ვქნა, რომ ვერ გავუძელი... ვერ გავუძელი უმისობას და ვუთხარი რომ მიყვარდა... ჩვენმა სიყვარულმა ბევრს რამეს გაუძლო და ახლა მე ამ გოგოსთან მივდივარ“ - წარმოთქვა მყარად და ფეხზე ადგა. არ ვიცი ოპერატორი მეღადავებოდა, თუ რას შვებოდა, მაგრამ კადრში ცოცხალი თავით არ აჩენდა ბაჩოს სახეს, მაგრამ ისე რაში მჭირდებოდა... 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჩო იყო. კადრში წამიერად გაიელვა ბაჩოს მანქანაში ჩაჯდომამ, მისმა დაქოქვამ და შემდეგ კადრი გაშავდა. რამდენიმე წამში ეკრანი კვლავ განათდა. ნაცნობი მანქანა კინოთეატრ ამირანთან შეჩერდა, იქედან კი ბაჩო გადმოხტა (თუმცა სახე არ ჩანდა!..). შემდეგ უკვე ოპერატორი ბაჩოს ზურგიდან მოსდევდა. დავინახე როგორ შემოვარდა კინოში და სირბილით დაიწყო დარბაზის ძებნა. როდესაც კარს მიუახლოვდა, ეკრანი ჩაქვრა. აი არც კი ვიცი რა განვიცადე იმ მომენტში... ცრემლებს მუშტით ვიწმენდდი და დაბნეული ვაცეცებდი თვალებს იქეთ-აქეთ. დარბაზში სინათლე აინთო და თითქოს ის კადრი გაგრძელდაო - კარი ბაჩომ შემოაღო. გაოცებულმა გოგოებმა ფეხზე ძალით წამომაგდეს. ხელები პირზე ავიფარე და ჩემკენ მორბენალ ბაჩოს თვალი გავაყოლე. თვალებში მიცქერდა და სახეგაბადრული მორბოდა ჩემი რიგისკენ. მიკვირდა რომ არ ვიქცეოდი, მუხლები მიკანკალებდა და მარილიანი სითხე ღაპა-ღუპით მომდიოდა. ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა... ზუსტად ის, რაც ვიდეოში - მუქი ჯინსები, შავი კეტები და შავი მაისური. ნელა ღიმილით მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა -ნინი, ჩემო სიცოცხლე, ჩემო პატარა, ძალიან მიყვარხარ და გპირდები, რომ სულ მეყვარები... იმაზე მეტად, ვიდრე აქ და ახლა... თანახმა ხარ ცოლად გამომყვე? - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და გამომიწოდა ადგილიდან ვერ ვიძროდი... ვერც ხმის ამოღებას ვახერხებდი. ალბათ ასე გაშეშებული დიდხანს ვიყავი, ბაჩოს კი ეჭვი წამითაც არ შეპარვია... იმ მიმზიდველი ღიმილით მიცქერდა მე რომ მიყვარდა და ჩემს პასუხს ელოდა. ხელი პირიდან ჩამოვიღე, თავი დავუქნიე და ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე -კი, ბაჩო... თანახმა ვარ... - ენის ბორძიკით, ძლივს გადავაბი სათქმელი ერთმანეთს და ცრემლებმა კვლავ გზა გაიკვლიეს ჩემს ღაწვებზე. ბაჩო ფეხზე წამოდგა და წამში გულში ჩამიკრა. თავზე მაკოცა და ხელი ნაზად გადამისვა. ჩვენს ჩახუტებას მომენტალურად მოყვა ხალხის ტაში. ზოგი მთელს ხმაზე უსტვენდა და მოკლედ იყო ერთი ჟრიამული. შემდეგ ხომ იცით, როგორ არის ხოლმე, დაიწყეს ერთხმად ყვირილი „ა-კო-ცეთ! ა-კო-ცეთ!“... გაღიმებულმა ამოვყავი თავი ბაჩოს კისრიდან, ბაჩომ ცერა თითით მომწმინდა ცრემლები და ჩემი ბაგეებისკენ ნელა დაიხარა. ვაკოცეთ თუ არა ერთმანეთს ხალხის ხელახალმა ტაშმა ყურის ბარაბნები კინაღამ გამიხვრიტა. ბაჩო ტუჩებიდან არ მშორდებოდა, თუმცა შემდეგ, როდესაც ერთმანეთის ალერსი ძალიან გაგვიგრძელდა, ბაჩო ფრთხილად მოვიშორე და სირცხვილით დავხარე თავი. -ახლა კი ბეჭედი უნდა გაგიკეთო - მითხრა ბოხი ხმით და ჩემი ხელი აიღო, ბეჭედი თითზე წამომაცვა და მსუბუქად მაკოცა ისევ. ხალხი ტაშს არ წყვეტდა. ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი ბაჩოს და შემდეგ ხმის ამოღებაც მოვახერხე -ბაჩო, მეც მაქვს სიურპრიზი შენთვის - ვუთხარი გახარებულმა და ხალხის ტაშიც იქვე მიწყდა -რა სიურპრიზი?! - გაუკვირდა და ინტერესით მომაჩერდა, არამარტო ბაჩო - ხალხის მთელი ბრბო. -ორსულად ვარ!!! - ვუთხარი თუ არა, ისევ ცრემლები გამომცვივდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ თავს ვერ ვიკავებდი. ბაჩო გაოგნებული სახით მიყურებდა და ალბათ ძლივს გადახარშა თავში ახალი მოვლენა, შემდეგ კი ხელები წელზე მთელი ძალით მომხვია და ჰაერში დამაბზრიალა. ხალხის ტაში უკვე მესამედ გამოვიწვიეთ. ჰაერში ფრიალისას დავინახე, რომ ზოგიერთს მობილური ეჭირა და გვიღებდნენ, თუმცა რაში მაინტერესებდა. იმ დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში და ბაჩოს და ჩვენი პატარის მეტი არავინ მახსოვდა. ძირს ფრთხილად დამსვა და ძლიერად ჩამეხუტა. იმდენად გავთბი მისი ჩახუტებით, რომ მის მკლავებში გავიტრუნე პატარა კნუტივით. თავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული და ცოცხალი თავით არ წევდა ზემოთ, ყელზე სისველე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ბაჩო ტიროდა. კისერზე მოხვეული ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და თითები მის თმებში ავხლართე. რამდენიმე წუთი ასე ვიდექით, შემდეგ ბაჩომ ნელა მომაშორა ცალი ხელი წელიდან და კვლავ მშვიდი სახით ამომხედა, რომლის თვალებიც განსაკუთრებულად ბრწყინავდნენ. ჩემი საყვარელი მომწვანო-მოცისფრო თვალები... ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა და ქვემოთ დაიხარა, ჯერ ვერ მივხვდი რას აკეთებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც თავი ბაჩოს მკლავებში ამოვყავი, მერე გავაანალიზე, რომ ჰაერში ატაცებულს მივყავდი. კისერზე ჩამოვეკიდე და კისკისით გავხედე გზას. ხალხის ნაწილი ბედნიერი სახით დაიშალა, ნაწილი კი ჩვენ გამოგვყვა, ალბათ აინტერესებდათ კიდევ რამე სიურპრიზი ხომ არ იყო. კინოთეატრიდან რომ გამოვედით, ორი მანქანა მოგვიახლოვდა: ერთს თემო ატარებდა, მეორეს კი ლუკა. გოგოები თემოს მანქანაში ჩასხდნენ, მე და ბაჩო კი ლუკას ჩავუტხით და დავიძარით. -ლუკაა!!! მალე მამა გავხდებიი!!! - თავისი ადგილი დაიკავა თუ არა საჭესთან მჯდარ ლუკას მხარზე ხელი მძაკაცურად დაკრა და ბედნიერმა ახარა -ვაა, მართა ნინუც?! გილოცავთ ბრატ! იცოდე, ნათლია მე ვარ! - დაამატა სიცილით და თემოს „წაეგონკავა“. -ეე, ბიჭო ფრთხილად, მანქანაში ჩემი ცოლი ზის! - მომენტალურად გააფრთხილა ბაჩომ ლუკა და ხელი გადამხვია. ბაჩოს თავი მხარზე დავადე და გაღიმებულმა გავუშტერე თვალი სივრცეს. ისევ ხელის თხოვნის მომენტი ამომიტივტივდა თვალწინ და ობოლი ცრემლი გადმომიგორდა, თუმცა ბაჩოსთვის შეუმჩნევლად მოვიწმინდე მუჭით და გაღიმებულმა ავხედე გაბრწყინებულ ბაჩოს. -ჩემო კუსაა, ახლა უკვე ორი პატარა მყავხართ - მითხრა და ცხვირზე მაკოცა - აუ რამაგარია! მალე მამა გავხდები, მარა 9 თვე რა მოიცდის - ჩაილაპარაკა დანანებით - როდის გამოძვრები მაქედან ჰა? - მუცელზე ხელი მომისვა და კისერში ხმაურიანად მაკოცა -აეე გვრიტებოო!!! მეც აქ ვარ! – „გამოგვაფხიზლა“ ლუკამ და მანქანა შეაჩერა - მოვედით -ასე მალე? - გამიკვირდა და ფანჯრიდან ბაჩოს სახლს გავხედე. -მოიცა, არ გადახვიდე - გამაფრთხილა ბაჩომ, მანქანას მოუარა, კარი გამოაღო და ხელში ამიყვანა -ბაჩოო! სიარული შემიძლია! - ვუთხარი სიცილით და ხელები კისერზე მოვხვიე -აბა ახლა ჩუმად მანდ შენ! დღეიდან ჩემი ცოლი ხარ და წუწუნი არ გამაგონო - გამაფრთხილა ხითხითით და ტუჩებზე ნაზად მაკოცა - ახლა აქ მარტო ვიყოთ მე ვიცი რასაც ვიზამდი - მიჩურჩულა ვნებიანად თავხედური ღიმილით და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -აბა სასტავიი!!! ვქეიფობთ ბოლომდეე!!! - ოთახებში თემო დაქროდა სასმლით ხელში -შენ ცოლი გყავს მისახედი ვაჟბატონო! - დაუცაცხანა თათამ -„ზატო“ მე ვარ თავისუფალი - გამოაცხადა კმაყოფილმა ლუკამ და დივანზე გადაწვა - დაასხი რძალო - თათას ჭიქა კმაყოფილმა გაუწოდა, მან კი ენა გამოუყო -ორსულმა თავს უნდა მიხედოს. თემო აი ნახე! ასე უნდა მატარო სულ! - ჩემკენ და ბაჩოსკენ გამოიხედა და თემოს მხარი გაკრა -შენ იმსიმძიმე ხარ ქალო ასე თუ გატარე ხო გავწყდი წელში! ტაქსი წრეზე თუმანს დაწერს - ბიჭები სიცილისგან ძირს აგორავდნენ, თათამ უკმაყოფილოდ დაუბღვირა თემოს, ბაჩოს კი არ გაუცინია, მსუბუქად გაიღმა. სად ეცალა!.. დივანზე მსვავდა შუშის სათამაშოსავით, შემდეგ გვერდზე მომიჯდა, ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა. -აბა! დავიწყოთ ქეიფი!!! - ლუკა მონდომებით წამოჯდა და პირდაპირ სასმელს ეცა -ოხ შე ლოთო! - გაეხუმრა თემო და თვითონ უფრო დიდ ჭიქაში ჩამოისხა სასმელი. -შენ არ ჩამორჩე აბა შენ იცი! - წაკბინა თათამ და თვითონ წვენი დაისხა. -გოგო შენ რაღაც ძაან გამიკაპასდი ხოიცი! - თავი წამოყო თემომ - აბა ცოლო ახლა დაეტიე ადგილზე! - ხელი ზემოთ ასწია და წარბაწეულმა გახედა დაბღვერილ თათას, შემდეგ კი ფხუკუნი აუტყდა - კაი რა, ჩემი პატარა გოგო ვინაა? - მიხვდა, რომ თათას აწყენინა, გვერდით ჩამოუჯდა და გულში ჩაიკრა. თათას მაშინვე გაეხსნა შეკრული კოპები და საყვარელი მამაკაცის მკლავებში კომფორტულად მოკალათდა. იმ ღამეს გვიანობამდე ვიქეიფეთ. მე ვეღარ გავუძელი ბოლომდე და ცოტა ადრე დავწექი დასაძინებლად. შუა ძილში, ვიგრძენი როგორ მომხვია ვიღაცამ ძლიერი მკლავები მუცელზე და თავისკენ მიმწია, ზურგზე ამეკრო და თავი ჩემს თმებში ჩარგო. განძრევის თავი არ მქონდა, ჩემდაუნებურად ჩამეღიმა და ბაჩოს მკლავებში გატრუნულმა განვაგრძე ძილი. -ჩემო კუსკუსაა, გაიღვიძეე... - დილით ყურში ბაჩოს თბილი ხმა ჩამესმა. თვალები ზანტად გავახილე და ოთახს თვალი მოვავლე, შემდეგ ჩაცმულ ბაჩოს თვალი ავავლე და გაკვირვებული მივაჩერდი. -სადმე მიდიხარ?! - ვკითხე ცოტა ნაწყენმა. -ადექი, თორემ დაგვაგვიანდება პატარა - ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა და ისევ თბილი ტონით მითხრა. -სად? - ვკითხე გაკვირვებულმა -ნახავ - მაცდურად გამიღიმა და კისერში ხმაურიანად მაკოცა. ........... აი ასე დამთავრდა ჩემო ძვირფასებო ისტორიის პირველი ნაწილი... იმის გამო, რომ ვინც დამიკომენტარა, სურდა მეორე ნაწილიც დამეწერა, თქვენს თხოვნას ავასრულებ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ მოთხრობას... ყველანი ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.