შემიყვარე თუ გაბედავ (8)
დამინახა,ჩემკენ წამოვიდა,ხელი მომკიდა და მოშორებით გამიყვანა. თაზო რას აკეთებ მეტკინა.გამიშვი!–ვუთხარი,რადგან ხელს ძალიან მიჭერდა. –შენ თვითონ რას აკეთებ გოგო სულ გაგიჟდი?–მკითხა გაცეცხლებულმა. –და რას ვაკეთებ ხომ ვერ ამიხსნი?–ვკითხე გაკვირვებული. –შენ გგონია ვერ ვამჩნევ იმ თბილისელ ა**არს რომ ეფლირტავები? –ჯერ ერთი წესიერად ილაპარაკე და მე არავის არ ვეფლირტავები გაიგე!და თუ ამას ვერ გებულობ ეგ შენი პრობლემაა–ვუთხარი ხმამაღლა და წამოსვლა დავაპირე მაგრამ ხელი მომკიდა და არ გამიშვა. –გოგო მომისმინე! ძალიანაც კარგად ვგებუილობ და თავი დაანებე იმ ვიღაც "ცოტნიკოოს"–მითხრა ირონიით თან მის თალებში ნამდვილი ცეცხლი ენთო ცოტნეს ხსენების დროს. –ეხლა კარგად მომისმინე თაზო!! შენი საქმე საერთოდ არ არი მე ვისთან დავიჭერ ურთიერთობას და ვისთან არა ამირომ დაწყნარდი და ნუ მიმართავ აქ სულელურ,ეჭვიანობის სცენებს!–ვუთხარი გაბრაზებულმა,საკმაოდ ხმამაღლა. –გოგოო! წესიერად,ჭკუიდან ნუ გადაგყავარ იცოდე!ძაან არ მევასება ეგ ბიჭი და...–აღარ დავამთავრებიე. –შენ მგონი ვერ გაიგე ხო რას გეუბნები! მე სულ არ მაინტერესებს ვინ გევასება და ვინ არა ამიტომ ცოტნესაც თავი დაანებე და "ეგ ბიჭი" როგორც შენ ეძახი ჩემი სტუმარია. გასაგებიაა!!!–ვუთხარი რაც შეიძლებოდა მკაცრად და გამონთავისუფლება ვცადე მაგრამ ამაოდ. –მაგ ცოტნეს დ*****.ნუ მაგიჟებ გოგო!–ხელს უფრო და უფრო მიჭერდა.ასეთი გაცეცხლებული პირველად ვნახე. –ხელი გამიშვი მეტკინა! –შენ ხო კარგად მატკინე გული!ნუ გეშინია გაუძლებ. –გამიშვი თაზო!ძალიან მტკივა!–ბოლო ხმაზე ვიკივლე და ძირს დავვარდი.ამ დროს დადიანი გამოჩნდა არ ვიცი როგორ და საიდან და პირდაპირ სახეში წვდა.იმხელა გაარტყა თაზოს ცხვირიდან სისხლი წასკდა.ოო,მერე ერთმანეთი კინაღამ დახოცეს. –გაჩერდიით! ცოტნე დაანებე თავი–ვიყვირე მთელი ძალით. მერე ბიჭები მოვიდნენ და ძლივს გააშველეს. –თაზო წადი აქედან! საერთოდ გაქრიი ჩემი ცხოვრებიდან!–ვუყვირე ცრემლმორეულმა.სიტყვის თქმა არ აცადა დემემ. –მე ტაქსით გავიყვან ამას,შენ კიდე ხვალ დაგელაპარაკები–მითხრა ანერვიულებულმა. –და გოგოებო თქვენ წამოხვალთ?–გოგოებს ყურში ჩავჩურჩულე. –მიდით წაყევით ხვალ დაჰელაპარაკებით,გპირდებით.ეხლა ნამდვილად არ შემიძლია–გოგოებიც შეწინააღმდეგების გარეშე მიხვდნენ და დემეტრეს წაყვნენ.ლუკამ ცოტნე სახლში შეიყვანა.მე ვძთხოვე რომ დარჩენილიყო რადგან დადიანის მოვლის თავი ნამდვილად არ მქონდა. –აუ ნუკ კი დავრჩებოდი მაგრამ,ხვალ მამაჩემს თბილისში მივყვები და არ შემიძლია–მითხრა დამწუხრებული ხმით. –კაი,კაი ლუკ.მადლობა,კარგად–ვუთხარი და დავემშვიდობე.ლუკა ცალკე ტაქსით წავიდა. სახლში შევედი,ცოტნე არსად ჩანდა ალბათ ოთახში იყო.ბებოს არაფერი გაუგია,უკვე ღრმად ეძინა,ანასტასიამაც გადააგრძელა ძილი. ეხლა ჩემი ჯერი იყო და სასტიკად მეძინებოდა კიდეც.მაგიდის ალაგება არც მიფიქრია და ყველაფერი ხვალისთვის გადავდე.სააბაზანოს კარი ღია იყო და დავინახე ცოტნე როგორ საწყლად იბანდა ნახევრად,სისხლიან სახეს.კარს მივეყრდენი და სარკეში ვურება დავიწყე. შემხედა და შემოტრიალდა.დიდად არ დაუზიანებია ღაზოს სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ აქა–იქ მაინც ქონდა ჩალურჯებუბები და ნაკაწრები. –მოიცა სპირტიან ბამბას დაგადებ.ბოლოს და ბოლოს მაინც ჩემი სტუმარი ხარ.–ძაკიან შემეცოდა და გადავწყვიტე ექიმობა გამეწია.გამოვიღე ბამბა,დავასხი სპირტი და დაშავებულ ადგილებზე ფრთხილად წავუსვი. –აუუ მეტკინა. –სხვანაირად არ შეიძლება უნდა გაუძლო.–ვუთხარი და უფრო ახლოს მივედი,რომ კარგად დამემუშავებინა.ამომხედა და გამიღიმა. –მადლობა,შენი გმირობისთვის,არ იყო საჭირო–ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე თან სპირტის წასმა განვაგრძე ამჯერად ნიკაპზე. –არაფფრის.რაც მთავარია დაგიხსენი მონსტრი თაზოსგან–თან იჭყანებოდა ტკივილისგან და თან იცინოდა. –ეგ მართლა მონსტრი ყოფილა,ისტერიკულად ეჭვიანი. –და რაზე იეჭვიანა? –შენზე. წარმოგიდგენია? რა სასაცილოა. –ახლა ნამდვილად ექნება საეჭვიანო–და უცებ ,მოულოდნელად ახლოს მოიწია და მაკოცა.ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი,ყველაფერი ერთად.ისე უცბად მოხდა ვერაფერი გავიაზრე და სწრაფად მოვშორდი.ზიზღით შევხედე.უბრალოდ როგორ გაბედა,მას ხომ შეყვარებული ყავს სხვა თუ არაფერი,და მე, რა როლი მაქვს ამ სიტუაციაში? ძალიან გავბრაზდი. –როგორ გაბედე!–ვეღარ გავუძელი და ოდნავ გავარტყი მიუხედავად მისი დაშავებული სახოსა.ჩემი გარტყმაც არ აწყენდა. –აუ მეტკინა.შენივე მონარჩენზე მირტყამ?–მითხრა და ჩაიღიმა თან თავი დახარა. –ჯერ ერთი შენ შეყვარებული გყავს და კოცნას როგორ მიბედვა!–ვუთხარი და გაკვირვებული სახით ამომხეედა. –რაააა? შეყვარებული? საიდან მოიტანე? –აჰა,ახლა ისულელებ არა თავ? –რა შეყვარებული? თავი რამეს ხო არ მიარტყი–მითხრა სიცილით.ამაზე უფრო გავბრაზდი. –დიახაც თქვენს საუბარს მოვკარი შემთხვევით ყური. –რაა? რა საუბარს? უკვე ჩემს საუბრებსაც ყურს უგდებ? არა მართლა რაღაცას მიარტყი თავი–სიცილი გააგრძელა. –დიახ სწორედ იმ საუბარს სადაც ჩემი ქალაქი გალანძღე ვიღაც ნინუცასთან!–ვუთხარი გაბრაზებული.სიცილი აუტყდა და ვეღარ გაჩერდა.სული რომ მოითქვა მერე მითხრა. –როგორ გამაცინე ნუკა.ანუ შენ ჩემი უმცროსი და,ნინუცა ჩემი შეყვარებული გგონია?–მითხრა და კიდევ სიცილი აუტყდა.მე კი გავშრი,მივხვდი რომ მაგრად შევცდი მაგრამ უკვე გვიანი იყო. –დიახ,მეგონა მაგრამ ეგ უკვე აღარ მაინტერესებს და ეს ქალაქი თუ ასე გძულს შეგიძლია წახვიდე აქედაან და აღარ მოაჩვენო ვინმეს თავი,რომ აქ ყოფნა გსიამოვნებს და ძალიან მოგწონს–ხმამაღლა ვუთხარი და სააბაზანოდან გავედი.ბოლოს კი ჩუმად,მაგრამ გასაგებად ჩაილაპარაკა. –შენ საერთოდ არაფერი იცი,საერთოდ. მერე აღარაფერი გამიგია,ოთახში შევედი და შევეცადე არ ამტირებოდა. გამოვიცვალე და დავწექი.ნამდვილად რთუილი და დაძაბული დღე იყო. როგორ არ მიყვარს ესეთი დღეები და კიდევ ეს კოცნა.ვცდილობდი არ მეფიქრა მაგრამ არ გამომდიოდა.ვერ ვიაზრებდი რა გააკეთა.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მაგრამ მე რატომ,პირიქით დადიანმა უნდა იგრძნოს დანაშაული მაგრამ ის ხომ თავაწყვეტილი ცხოვრების მონაწილეა ამიტომ... ამ ფიქრებში ჩამეძინა.საერთოდ არ გამიგია როგორ მოვიდნენ,ღაით ჩვენები მაგრამ დილის 7 საათზე მაღვიძარას ხმა ნამდვილად კარგად გავიგე.მოღრუბლული იყო მაგრამ მე არ ამინდშიც არ ვამბობდი უარს სირბილზე.სწრაფად აცვიცვი,შედარებით თბილად(როგორც ყოველთვის ყველას ეძინა) და გარეთ გავედი. ოდნავ შხაპუნა წვიმა მოდიოდა. ჭინა დღის გამო თავის ტკივილი საერთოდ არ მაწუხებდა.სტადიონზე არავინ იყო. ჩავრთე ჩემი სიმღერა და ვარჯიში დავიწყე. უკვე ხვიმამ მოუმატა და ამიტომ კაპიშონი წამოვიხურე. მივრბოდი,ვუსმენდი და ვფიქრობდი,ვფიქრობდი ყველაფერზე როდესაც უკან.მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო. შემეშინდა,შევკრთიი,რომ გავტრიალდი წინ დადიანი ამესვეტა და ჟრუანტელმა დამიარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.