შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (3)


29-07-2015, 01:13
ავტორი N7
ნანახია 5 316

–ო, ეს რა კარგ ფეხზე ავმდგარვარ! – ირონიულად გაიღიმა მამაკაცმა და ოსტატურად წაიმსახიობა.
–სამწუხაროა, რომ იგივეს ვერ ვიტყვი, – არ დააკლო ირონია ანამ.
–მგონი ჩემი კოცნისგან ისევ კანკალებ, – თვალი ჩაუკრა და თავისი ჩვეული ღიმილით გაუღიმა.
ქალი გაავებული წამოენთო.
–ყველაზე საზიზღარი კოცნა იყო! – ახლა ისიც ეცადა წამსახიობებას.
–შენ თუ გჯერა მაგის? – გადაიხარხარა მამაკაცმა, – ორივემ ხომ არაჩვეულებრივად ვიცით, რომ პირველი კოცნა მოგპარე, – წარბები აუთამაშა.
–ცოდო ხარ, – სიარულის გაგრძელებას შეეცოდა ანა, ხელში რომ ჩაავლო მამაკაცმა და სხეულზე აიკრო.
–მეორედ ეგ აღარ გაიმეორო! – გამოსცრა კბილებში და ქალს, მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ეს, არანაირად, მაინც გაეგზავნა მთელ ტანში შიშის იმპულსები. – ნუ კანკალებ, წადი, – ისევ ირონიამ მოიცვა მისი ლამაზი სახე და ანამ როგორც გათავისუფლებული დაიგულა ხელი, მაშინვე არეული ნაბიჯებით გასცილდა ნიკოლოზს.
სეირნობის თავი აღარ ქონდა. უნდა განტვირთულიყო, როგორმე. ეს მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში აგდებდა და თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. ძლიერი არის, ბავშვობიდან მრავლის ატანა უწევს, გინდ თაყვანისმცემლების მხრიდან და გინდ ხალხისგან, რომელიც მუდამ მის ჩაძირვას ცდილობდა.
ტელეფონი ჯიბიდან ამოაძვრინა და მაგდას დაურეკა. უთხრა, რომ დაჩისთან წავიდოდა თუ გამოუვლიდნენ დაქალები სახლში. სირბილით მივიდა სადარბაზომდე და ლიფტს დაელოდა. სახლის კარი ლამის ფეხით შეამტვრია და ამით მაო დააფეთა.
–კარგად ხარ, ანა? – წივილით გამოვარდა მომხდარით შეშინებული ქალი.
–დაჩის დაბადების დღეზე მივდივარ და სასწრაფოდ უნდა გავემზადო! – წამოიყვირა და სააბაზანოს კარი ცხვირწინ მიუკეტა დედას.
სასწრაფოდ გადაივლო გრილი წყალი, რამაც ოდნავ გამოიყვანა მდგომარეობიდან, შემდეგ ის კაბა ჩაიცვა, სააგენტოში რომლითაც მიდიოდა, ოდნავ მკრთალი მაკიაჟით შეინიღბა აშლილი სახე და გოგოების მერვე ნარეკს კიდევ ერთხელ არ უპასუხა, რადგან ბევრი არ აკლდა ჩასასვლელად.
მანქანაში ჩახტა და გაოცებულ გოგონებს ოდნავი ღიმილით უპასუხა.
–შენ რამდენი პარასკევი გაქვს, მითხარი? – ცალი წარბის ზემოთ აზიდვით დაუმოწმა გაბრაზება და გაკვირვება მაგდამ.
–გვიან ყველაფერს მოგიყვებით! – გამამხნევებელი ტონით ჩაილაპარაკა და დუმილით ანიშნა, რომ მეტის თქმას არ აპირებდა.
წყნეთის აგარაკი ზანზარებდა. რა გასაკვირია, დაჩი ხომ მუდამ ასეთი გარემოს მოყვარული ბიჭია. მეოცე წელში შეაბიჯა ბიჭმა და ჭკუაზე არ არის. მეთვრამეტე დაბადების დღე მთაწმინდაზე აღნიშნეს, ლამის ჭკუიდან აწია მამამისი, რომელიც უკვე ვერაფერს აწყობდა პოლიციასთან, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერმა წესრიგით ჩაიარა, პაწია ჩხუბს თუ არ ჩავთვლით. მერე სასწავლებლად წავიდა გერმანიაში. ვერ იტყვის, რომ აღაფრთოვანა იქაურმა ცხოვრების წესმა და მეოცე დაბადების დღისთვის სახლს დაუბრუნდა, თავის კერას.
–დაჩ, გილოცავ! – სიცილით გადაეხვია ანა, – საჩუქრის ყიდვა ვერ მოვასწარი, ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ხო იცი, ეგ არ დამავიწყდება! – ყურთან უჩურჩულა.
–აუ, მეწყინა ძაან! – ჩვეული მიმიკებით შეეცადა აეხსნა, რომ არ იყო საჭირო.
–არ იცვლები! – სიცილით მოუსვა ზურგზე ხელი.
–მე რა შემცვლის, ჩემო დაო! – სიცილით გადახედა გვერდზე მდგომ მამაკაცს, – ეს ჩემი გერმანელი ბრატია, დავითი, ეს კი ჩემი დაა – ანაჩკა, – ერთმანეთი წარუდგინა.
ანამ ღიმილით მიაგება თავისი ხელი მამაკაცისას და ბოლოს დაამატა:
–გერმანელი?
–ჰო, ეგ უნდა აღმენიშნა, – ძალიან სიმპათიური ღიმილი მიანათა მამაკაცმა, – გერმანელს მეძახის, რადგან იქ გავიზარდე, თორე სუფთა ქართველი ვარ... სვანი სხვათაშორის! – დაამატა.
–სასიამოვნოა! – წამოიძახა ვითომ ბედნიერმა, – სვანი ბებია მყავდა, სხვათაშორის, – სიცილით აღნიშნა ფაქტი მანაც.
–აშკარად არ გავხართ ბებიას! – მედგრად შეუტია მამაკაცმა.
–არადა ამბობენ, რომ ვგავარ! – ღიმილი სერიოზულობაში გადაეზარდა ქალს და მანაც გესლიანად შეუტია. ოცნებობდა, რომ არავინ გადაჰყროდა გზაზე, მაგრამ ვაი დავითის ენაწყლიანობას, რომ გადაეყარა და თანაც როგორ!
–სამწუხაროა თუ ვერ შევნიშნე! – თვალი გააყოლა გაძურწულ დაჩის და გაეღიმა, – ხომ არ დაგველია? – სიცილით ანიშნა ბარმენზე.
–ვისკი თუ იქნება, რატომაც არა! – გამხიარულდა ანაც, რომელიც წეღან ათასი სალანძღავი სიტყვით ამკობდა ახლად გაცნობილს. უბრალოდ ახლა სჭირდებოდა დალევა და მითუმეტეს თუ ასეთი პარტნიორი ეყოლებოდა. ხანდახან ენაწყლიანი მამაკაცების გამოყენებაც შესაძლებელია, სასიკეთოთ. თავის განზრახვას სიცილით უპასუხა და მაღალ სკამზე ჩამოჯდა, თანაც შეეცადა მოკლე კაბის, რომელიც დაჯდომამ უფრო დაამოკლა, შესწორებას.
–„Bruichladdich“? - ვისკის ერთ–ერთ სახეობაზე ჰკითხა მამაკაცმა. არა, აქცენტი არაჩვეულებრივი აქვს...
–ზოგადად, დენიელსზე არ ვამბობ უარს, მაგრამ ეგეც გამოდგება, – გამოუცდელად აიჩეჩა მხრები და მამაკაცის ცინიკურ ღიმილზე კუშტად შეკრა წარბები.
–არ გხიბლავს ეს სიტუაციები, არა?! – რიტორირიკული შეკითხვა დაუსვა და იგივე აქცენტით მიმართა ბარმენს, ოღონდ ამჯერად მომთხოვნი ტონით.
–სწორად მიმიხვდი, – უხერხულად შეიშმუშნა ქალი.
–მამაკაცმა გაგაბრაზა, – ამაშიც გაარტყა მამაკაცმა და ვისკის ჭიქა მიუცურა.
–არ აქვს მნიშვნელობა, – ვისკი ერთი ყლუპით გადაუშვა მუცელში და ჭყანვით ანიშნა ბარმენს კიდევო.
მამაკაცს ისევ ჩაეღიმა ქალის ამ ჟესტზე. ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს არ ახარხარებულიყო.
–შეგიძლია გაიცინო, არ მაქვს პრობლემა, – უთხრა მეოთხე ჭიქაზე და თავის ოდნავ ქანავს მოჰყვა.
–ძალიან საყვარელი ხარ და ვინ დაგადეპრესიულა ასე, ძალიან მაინტერესებს, – სიცილით ამხილა მამაკაცმა თავისი ფიქრები.
–იმან, – თავით შემოსულ ნიკოლოზსა და ვიღაც ქერა ქალზე ანიშნა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
–ნუთუ გიღირს? – დასერიოზულებული სახით შემოხედა.
–რა? – კითხვას ვერ მიუხვდა შეზარხოშებული ანა.
–მაგ კაცის გამო ნერვიულობა, – ტუჩის ცალ მხარეს იკბინა.
–ვინ არის? – ვითომ არ იცოდა, ისე იკითხა.
–სერიოზულად? – გულახდილად გაიკვირვა მამაკაცმა და ქალის არეულ თვალებს ჩახედა. ანამ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად. – ნიკოლოზ ვაშაძე არ იცი, ვითომ? მთელი საქართველოს შოუ–ბიზნესი და ნაშობა ხელით უჭირავს, – კიდევ ერთხელ ჩააშტერდა ქალს თვალებში, თითქოს დამამტკიცებელ საბუთს ეძებდა, რომელიც ეტყოდა, რომ ანამ არ იცოდა არაფერი ამ გავლენიანი მამაკაცის შესახებ.
–ნიკოლოზი რომ ქვია – ეგ ვიცი და ის ვიცი კიდევ, რომ ამაზრზენი საქციელები აქვს, – გულახდილად დაფქვა ქალმა და ვისკის ჭიქა ცხვირწინ აუთამაშა მამაკაცს.
–მაინც ბევრი გცოდნია, – გაეცინა დავითს.
–სახლში უნდა წავიდე, – ფეხზე წამოდგა და რომ არა დავითის ძლიერი მკლავები, ალბათ, აუცილებლად გაენთხმებოდა მიწაზე.
გული ისე წაუვიდა, ვერ გააცნობიერა.
რომ გაეღვიძა ბნელოდა, სასწაულად ბნელოდა. შეშინებულმა შეატრიალა თავი, ბოლოს კი მიხვდა, რომ კი არ ბნელოდა, ისე მისწებებოდა წამწამები ერთმანეთს, რომ ვერ დააშორა პირველ მცდელობაზე. მონაცვლეობით, თითების შეშველებით გაახილა თვალები და თეთრ, სასტუმროს, არა! მუზეუმის მაგვარ ოთახს მოავლო თვალი. ხელი ინსტიქტურად წაიღო შუბლისკენ და საფეთქელი დაიზილა. ფეხზე წამომდგარმა გააცნობიერა, რომ ნახევრად შიშველი იყო და იქვე მიფენილ ტანსაცმელს დასტაცა ხელი. შარვალი იყო და მამაკაცის მაისური. სწრაფად მოირგო დატოვებული ტანსაცმელი და კარის მეშვეობით უზარმაზარ დერეფანში გავიდა, რომლის ბოლოში კიბეებს მოჰკრა თვალი და სწრაფი, თუმც არეული ნაბიჯებით წავიდა მათკენ. ნელა ჩაუყვა უზარმაზარ კიბეებს და კიდევ ერთ დერეფანში აღმოჩნდა. ის იყო პირი მოხსნა დასაყვირებლად, რომ მამაკაცის ხმა მოესმა ზურგს უკნიდან და შეხტა. ამ ხავერდოვანი ხმის პატრონის ვინაობა გააცნობიერა და ათასმაგად დაიძაბა, შეშინდა. ნელა მიტრიალდა და ნახევრად შიშველ მამაკაცს ეჭვის თვალი მოავლო.
–აქ რას ვაკეთებ? – იკითხა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა მამაკაცს, თან ცდილობდა კონცენტრირება მის სახეზე მოეხდინა და არა მის უნაკლო სხეულზე, რომელსაც თეთრი მატერია ძლივს უფარავდა
–ჩვენი წუხანდელი ღამე არ გახსოვს, ნუთუ? – სახე ინტერესის ნიშნად დამანჭა მამაკაცმა და მისკენ ინტერესიანი სახით წავიდა.
–რას გულისხმობ? – ხმა აეჭრა და ყელში ბურთი გაეჩხირა.
–ჩვენი გიჟური ღამე, არ გახსოვს, ვითომ? – ახლოს მისულმა ჩამოშლილი თმა გადაუწია უკან და თვალებში ჩახედა თავისი ჭინკებ–გამრავლებული თვალებით.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მაქსიმალური მცდელობა მაქვს იმის, რომ ჩემ სტილს არ ავაცილო. იმედი მაქვს არც ვაცელ... იმასაც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ გავაბანალურო. აჰა, თქვენ ინტრიგა და იქნებ მოგეწონოთ! ;დ
უღრმესი მადლობა,რომ ასეთი კარგები ხართ!
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Unnamed

Oo.. ra idiotiaes nikolozi

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№3  offline წევრი KaTE:))

შვიდიანო მართლაც, რომ დამაინტრიგებელი დასასრული ჰქონდა ამ თავს... ვფიქრობ, რომ ეხუმრება, მაგრამ ვნახოთ და დაველოდოთ მეოთხე გიჟურ თავს ^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline მოდერი D-roni

me kvelaferi momwons rasac we're :D ❤❤❤

me kvelaferi momwons rasac we're :D ❤❤❤

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

კარგია..გამოგისწორებია..განსხვავებულია და ბოლო ინტრიგა ხომ საერთოდ შესანიშნავი იყო.მაინტერესებს და ველი შემდეგს.

 


№6  offline წევრი N7

ვეცადე, ძალიან რომ მოგწონებოდათ!.. და მიხარია ძალიან.
გადამქანცველი დღისა და საშინელი საავადმყოფოების შემდეგ, უდიდესი პოზიტივი ხართ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent