შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (8)


29-07-2015, 10:08
ავტორი lisebeth
ნანახია 4 866

ლექსოს დილამდე ეძინა. ბარბარესაც ასევე. მხოლოდ ირაკლი და ლევანი მიდი-მოდიოდნენ დერეფანში. ლელამ რამდენჯერმე დარეკა და მოიკითხა რატომ არ მოდიხართო. თუმცა ლევანმა გარკვევით აუხსნა ,რომ ბარბის ვერ დატოვებდა.
დილით ლექსოს ,რომ გაეღვიძა მიხვდა მის გვერდით ვიღაცას ეძინა. იმასაც მიხვდა ვინ იყო. ასეთ გამორჩეულ და საოცარ სუნამოს ის ატარებდა ხოლმე. როგორც წესი ექიმებმა დილაუთენია დაიწყეს შემოვლა. როცა ყველა წავიდა მხოლოდ დათო დარჩა.
-ექიმო სიმართლე მითხარით გამოხედვას შემძლებ?
-არ ვიცი ლექსო მე არ ვარ ამის სპეციალისტი. მამაშენს უკვე ვურჩიე ამ სფეროში საუკეთესო. მხოლოდ მას შეუძლია გითხრას რა იქნება და რა არა, მაგრამ ის კი ვიცი რომ ამ თემაზე საუბარი ოპერაციამდე ცოტა რთულია.
-რომ არ მომატყუოთ შანსი ცოტაა ხომ?
-ლექსო მე იმას გეუბნები რაც მაქვს სათქმელი.არც მიფიქრია ,რომ მოგატუო_თქვა კაცმა და წავიდა. დერეფანში რაკლის ინა დღით შეპირებული სავიზიტო ბარათი გაუწოდა და მანაც მაშინვე დარეკვა დაიწყო.

ბარბარე საწოლზე შემოუჯდა და ბინტშემოხვეულ თვალებზე ხელები შეახო. ლექსოს არაფერი უთქვამს.
-ყველაფერი კარგად იქნებაო ყველა ასე ამბობს. ნუ გეშინია...
-არ მეშინია
-მე შენთან ვარ_ბარბარემ ნაზად შეეხო ტუჩებზე. თავიდან მანაც იგივეთი უპასუხა მაგრამ მერე უხეშად მოიცილა.
-აქ რატომ ხარ?...
-რას ნიშნავს რატომ ვარ?
-შენთვის რომ ერტი ბოროტმოქმედი ბიჭი ვარ,რომელმაც შარსი გაგხვია და რომლის მოსმენაც არ ისურვე?
-ასე არ არის... მაპატიე ...უბრალოდ განერვიულებული ვიყავი...
-შენთან მოვედი იმის გამო ,რომ მეთქვა მიყვარხართქო შენ კი სახლიდან გამომაგდე. ჩემი მოსმენაც არ ინებე...თუმცა შენგან რა მიკვირს მასეთი არ ხარ? ქედმაღალი,ამპარტავანი,ჭირვეული და თავნება...
-ასე არ არის...
-ზუსტად ასეა...ყველა ასე გიცნობს ...ამას მხოლოდ შენი ტვინი ვერ იგებს. მხოლოდ შენ არ გინდა დაინახო შენი თავი ასეთად.
-ტყუილია...
-გიყვარვარ? შენ არ იყავი ,რომ მითხარი ნიკა შენში როგორ გავცვალეო ?მატყუარა ხარ... ნიკა გინდა იმიტომ ,რომ კარგი ბიჭია...მეც გინდებვარ იმიტომ რომ ჩემთან კარგი სექსი გაქვს...ჩემთან სექსი ისე მოგწონს ამისთვის ყველაფერს გააკეთებ ...აქაც კი მოხვალ და სიყვარულს დამაჯერებ.
-მოკეტე...
-არ მოვკეტავ...ყველაფერი შენი ბრალია ნუთუ ვერ ხედავ...ნუთუ ვერ ხვდები . შეუძლებელია საკუთარ დანაშაულს ერთხელ მაინც ვერ ხვდებოდე ცხოვრებაში. შეუძლებელია ასეთი უტვინო იყო..._ბარბარემ სახეში გაარტყა და ბიჭიც წამით გაჩუმდა.
-ჩემზე ასე ფიქრობ?
-ყველა ასე ფიქრობს შენზე...ეს შენ ვერ ხედავს საკუთარი თავის მიღმა ვერაფერს.
-ტყუილია-მეთქი...
-არა ეს შენ ფიქრობ ჩემზე ასე. ეს შენ წარმოგიდგენივარ ბანდიტად. წადი და შენს წმინდან შეყვარებულს დაუბრუნდი. ზუსტად ერთმანეთის შეაფერისები ხართ. მე როგორმე უშენოდაც გამოვძვრები თუ არა და ჩათვალე,რომ ის გატაცება გამოვისყიდე...
-არაფერის გამოსყიდვა არ მჭირდება, ნუთუ არ გესმის _ცრემლები წასკდა და ისევ დაინტულ თვალებზე შეეხო
-ახლა აღარ გეშინია ჩემი შეხების? ახლა აღარ განკალებ?_ირონიულად გაიღიმა ლექსომ და ხელი მოიცილა_თუ სექსი გინდა? ახლავე გვქონდეს თუ ჩემს გამოჯანმრთელებას დაელოდები ?
ბარბარემ ჩანთას ხელი დასტააცა და გაიქცა. ლექსო საწოლში არ გარყეულა. ლევანმა დაინახა როგორ მორბოდა გოგონა და წინ დაუხვდა. ბარბი წელზე შემოეხვია და ატირდა.
-რა მოხდა ლექსო ხომ კარგადაა?
-წამიყვანე აქედან. მისი ნახვაც აღარ მინდა...
-რა მოხდა?
-წავვიდეთ გთხოვ ..._ლევანმა ირაკლის ანიშნა მივდივარო და ჩახუტებული ბარბარე გარეთ გამოიყვანა. გოგონა მთელი გზა ჩუმად იჯდა ,მაგრამ ცრემლით მაინც ტიროდა.
-მოხდა რამე ბარბი?
-არაფერი ისეთი
-გეჩხუბა?_გოგონამ თავი დაუქნია_ყურადღებას ნუ მიაქცევ რაც ახლა გითხრა არაფერს ნიშნავს. სტრესის ქვეშაა და ცდილობს ეს ყოველივე ვიღაცას გადააბრალოს_ლევანმა მანქანა ეზოში შეაყენა და ბარბის გადმოსვლაში დაეხმარა.
-გმადლობ...
-გინდა ეზოში დავსხდეთ?
-კარგი..._ორივემ შიგნით შეუსვლელად შემოუარეს სახლს და აუზის ნაპირას მდგარ მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ლევანმა მსახურს ყავის მოტანა დაავალა.
-ცოტა დრო მიეცი და გადაუვლის. ახლა გაბოროტებულია...მძიმე დღეები გამოიარა...
-მას ჰგონია ,რომ ჩემი ბრალია...
-შენი ბრალი არაა. იმ ბოროტმოქმედების ბრალია ვისთანაც საქმე დაიჭიირა.
-უნდა ,რომ ნიკას დავუბრუნდე...
-შენ რა გინდა?
-ლექსოს გარეშე ჩემი ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. უკვე ერტი კვირა ყოველი წამი მისით იწყება...
-დამშვიდდება და მოგისმენს
-ასე გგონია?_გოგონას იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.
-დარწმუნებული ვარ...იცი ? მე და მამაშენს დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. როცა ჩვენი მშობლები დაიღუპნენ და ბავშვთა სახლში მოვხვდით საკმაოდ დიდები ვიყავით. ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობდით. ერთ დღესაც მამაშენი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა იშვილეს და მეგონა სრულიად მარტო დავრჩი სამყაროში. მერე მეც გამაშვილეს. ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და წლების მერე როცა გავიზარდეთ ეს კავშირიც გამყარდა,მაგრამ რატომღაც მმამაშენს იმის სწამდა,რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა. რომ მთელი ბედ-იღბალი მე დამატყდა თავს. ის ღარიბმა ოჯახმა იშვილა. ჩემი დედობილ-მამობილი კი უკვე ხანში შესული,მაგრამ მდიდარი ხალხი იყვნენ. მთავარი რისი თქმაც ისაა,რომ მამაშენი სულ ბრაზობდა ჩემზე,მაგრამ მერე გადაუვლიდა ხოლმე და ისევ მირიგდებოდა...ლექსოსაც გადაუვლის...
-შენ ,რომ არ მყავდე რა მეშველებოდა ბიძია?_ლევანმა საჩვენებელი თითით ,როგორც სჩვეოდა ისე მოეფერა ცხვირზე დაგულში ჩაიკრა.
-კარგია,რომ მე გყავარ...
-ბიძი..._ბარბარე წამით შეყოვნდა
-რაა...?
-როგორ გგონია მე ცუდი ვარ?
-ეს ვინ გითხრა?_სიჩუმე ჩამოწვა_ლექსომ?_ბარბარემ თავი დააქნია.
-სჯობს წყალი გადაივლო და გამოიცვალო.
-მითხარი...ცუდი ვარ?
-შენ საოცარი გოგო ხარ. ცოტა ჭირვეული,მაგრამ საოცარი...არ მოუსმინო ლექსოს . სიბრაზის ნიადაგზე სისულელეებს ამბობს.
ბარბარე ზედა სართულიკენ წავიდა. თან იმ წუთას მოსულ ალიტას ესემესს კითხულობდა. კარგა ხანს იწვა აბბაზანაში და ბევრს ბიქრობდა მის და ლექსოს ურთიერთობაზე. მერე საკუთარი თავი დააჯერა ,რომ ლევანი მართალი იყო და გაბრაზების გამო ამბობდა ამ ყველაფერს ლექსო. პირსახოცი შემოიხვია და თმის გამშრალება დაიწყო.კარგა ხანს დასტრიალებდა საკუთარ თავს სარკეში. ბოლოს შორტი და მოკლე ზედა ჩაიცვა. ახლაღა გაახსენდა ,რომ ეროვნულების პასუხი უკვე უნდა ყოფილიყო. აიპედი ჩართო და გრაფაში თავისი პირადი ნომერი მიუთითა. ალბათ პასუხები უკვე ყველამ იცოდა. ალბათ უკვე ანიტამაც იცოდა,მაგრამ ამ დღეებში ამისთვის ვის ეცალა.არც კი უკითხავს რა ქენიო. რა სირცხვილიაო გაიფიქრა და გვერდის შევსებას დაელოდა. საერთოდ არ გასჭირვებია ჩამოტვირთვა. ალბათ თვიტონ უკანასკნელი იყო ვინც შედეგები ჯერ კიდევ არ იცოდა.
-არის ..._გაიღიმა და პირდაპირ ბიძაბისის საძინებლისკენ გაიქცა ,რომ ეთქვა.სანამ კარს შეარებდა შიგნიდან ლელას საუბარი გაიგო და შეჩერდა. ტელეფონზე საუბრობდა. შესამჩნევად ჩუმად ,მაგრამ ბარბის მაინც ესმოდა.
-დღეს ვერ მოვალ ლევანი სახლშია._სიჩუმე ჩამოწვა..._გუშინ სახლში არ იყო. იმ სულელი გოგოს საყვარელს ადგა თავზე_ისევ სიჩუმე ჩამოწვა.ალბათ ამჯერად ტელეფონში საუბრობდა მეორე ხმა._ როგორც კი შევძლებ მე თვითონ დაგირეკავ. ახლა ლევანი სახლშია. _ისევ მეორე ხმა ალაპარაკდა_ეს გოგო ნერვებს მიშლის. ვერც წარმოიდგენ მხოლოდ მაგაზეა ორიენტირებული ამ სახლში ყველა. თავი სასწაული გონია...კარგი უნდა გაგითიშო ვინმე არ შემოვიდეს. მე თვითონ დაგირეკავ და ნუ შემაწუხებ
ბარბარემ გაოცებისგან პირი დააღო. ვერ მიხვდა რა ხდებოდა.დაბანცალდა და შეღრიჭოებულ კარის სახელურს დაეჯახა. კარი აჭრიალდა და ლელამაც აქეთ გამოიხედა. ბარბიმ სირბილით დატოვა იქაურობა და უკანა ჩასასვლელი კიბეებიდან ჩაირბინა ქვედა სართულში. ლელა დერეფანში გამოვიდა და მთავარ კიბეებზე გადმოიხედა. იქ არავნ იყო...
-ვინ იყო კართან?აქ არავინ ჩანს. ნუთუ ბარბრე?_შეეკითხა მის თავს და ქვემოთ აიღო გეზი_უნდა გავიგო სად არის ის გოგო ...
ქმრის კაბინეტის კარი შეაღო და დაინახა ,რომ გოგონა მაგიდის წინ ეჯდა ლევანს.
-ეს თუ აქ იყო კართან ვინ მისმენდა?_გაიფიქრა გულში და ცივად გაუღიმა ორივეს.
-მოდი ლელა. ბარბიმ ამ წუთას მითხრა,რომ უნივერსიტეტში ჩააბარა.
-ძალიან კარგი_უსიამოვნოდ თქვა ლელამ_სად?
-ჯავახიშვილში
-მშვენიერია, წარმატებები... მე ხელს აღარ შეგიშლით საუბარშიი. _ლელამ ოთახი დატოვა და ისევ ზედა სართულისკენ წავიდა. მსახური გოგო დერეფანს აპილასოსებდა._ნუთუ ეს იყო?_ეჭვით შეხედა და ოთახში შევიდა.


ბარბიმ ანიტას დაურეკა და იმანაც უთხრა მეც ჩავაბარე თან ჯავახიშვილშიო. ისიც უთხრა ჩემი მშობლები აგარაკიდან უკვე დაბრუნდნენო. ბარბიმ მოუყვა ლექსო როგორც მოექცა.
-დაწყნარდი გოგო...ალბათ მის ჭკუაზე არაა. წარმოიდგინე შენ ,რომ ასეთი რამ დაგმართნოდა.ალბათ მთელს სამყაროს დაადანაშაულებდი .
-რომ იცოდე რეები მითხრა, ნეტა მოგესმინა...
-ისიც ხომ გითხრა მიყვარხარო?
-მითხრა მაგის თქმას ვაპირებდი ,მაგრამ გამომაგდეო. ღმერთო რა სულელი ვარ. რატომ ვარ ასეთი სულელი?
-გაუვლის...საღამოსკენ მეც შევუვლი და იქნებ გონს მოვიყვანო. ლუკამ მომწერა აქ ვარო. ამ დილით მისულა.
-კარგია მარტო თუ არაა...ნიკას დაუბრუნდიო ასე მითხრა
-ნიკა კარგი ბიჭია ,მაგრამ შენ არ გიყვარს.
-შენ არ მეუბნებოდი ნიკა ჯობიაო და ასე და ისეო ? შტერი ხარ ლექსოში ,რომ ცვლიო ?
-ნუ თუ არ გიყვარს ახლა რა უნდა ქნა? ადამიანებს იმიტომ კი არ გვიყვარდება ,რომ ის ყველაზე უკეთესია...არამედ ის კონკრეტული ადამიანი ისეთი მოგვწონს როგორიცაა...ყველაზე უარეს შემთხვევაში ყველაზე უკეთესად გვეჩვენება...
-რომ არ შემირიგდეს?იცი რა მითხრა? შენ ჩემთან მარტო სექსი გინდაო...
-იდიოტი...მგონი თავი მართლა მაგრად აქვს დაკრული ...
-რაღაც მინდა მოგიყვე ,მაგრამ ტელეფონით არა.
-დღეს ლექსოსთან მიდიხარ?
-საღამოს შევივლი.
-ჰოდა იქ შევხვდდეთ და მერე სადმე ყავა დავლიოთ. თან მომიყევი რისი თქმა გინდა.

___

მაპატიეთ ბავშვებო ,მაგრამ სახლში არ ვარ და ძლივს მოვახერხე ამის დადებაც.
მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებებს. არ შემეძლო ცოტა მაინც არ დამედო როცა ვიცი ,რომ მელოდებით.



№1  offline წევრი Somebody

პირველიი :D *_*

10 წუთი მოვუნდი კითხვას :D სასწაულია ბოლოს ხომ მაინც ერთად დატოვებ? *_*
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline წევრი yvavi

ვაიმე დილას ველოდებოდი, ხოდა რომ არ დამხვდა იმდენად გავღიზიანდი რომ არ ვიცი ხდდდ
მერე გავედი შემოვედი და წკააპ :დდდ
ნეტა იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა.
პ.ს იმედია ბოლოს ამ ორს ერთად დატოვებ თორე გული გამისკდება :D

 


№3  offline წევრი lisebeth

vampire1193
პირველიი :D *_*

10 წუთი მოვუნდი კითხვას :D სასწაულია ბოლოს ხომ მაინც ერთად დატოვებ? *_*

yvavi
ვაიმე დილას ველოდებოდი, ხოდა რომ არ დამხვდა იმდენად გავღიზიანდი რომ არ ვიცი ხდდდ
მერე გავედი შემოვედი და წკააპ :დდდ
ნეტა იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა.
პ.ს იმედია ბოლოს ამ ორს ერთად დატოვებ თორე გული გამისკდება :D

უღრმესი მადლობა ყველას...მეც ძალიან მიყვარხართ და სულ ვცდილობ დროულად დავდო... დღეს 12 ის მერე კიდწ დავდებ ერთ თავს....
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent