შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hospital-ჰოსპიტალი (4)


30-07-2015, 20:09
ავტორი Maritaa
ნანახია 1 907

პალატაში მონოტონურად წიკწიკებდნენ საათის ისრები,სიჩუმეს მხოლოდ მათი წიკწიკის ხმა არღვევდა.სანდროს ისევ ეძინა,მონიტორიც არ შეცვლილა,მეც უკვე ახალი ყავა მეჭირა ხელში.იმდენად მეშინოდა მორიგე ექიმსრამე არ გამოპარვოდა,რომ გადავწყვიტე მასთან მე დავრჩენილიყავი.ყოველწუთს ვახსენებდი თავს რომ ისიც ერთერთი,ჩვეულებრივი პაციენტი იყო,მაგრამ ყოველთვის მისი პალატისკენ გავრბოდი.არვიცოდი ეს რაიყო,ალბათ შიში,შიში იმისა რომ შეიძლება მომკვდარიყო.მე იმ ადამიანთაგანივარ რომელსაც სიკვდილის ძალიან ეშინია,და სწორედ ეს შიში მაძლევს ძალას რომ ბოლო წუთამდე არ დავკარგო იმედი.როცა დედა გარდაიცვალა,საშინელი დანაკლისი ვიგრძენი,ყოველ დილით ვიღვიძებდი და როცა დედასთვის უნდა დამეძახა,მახსენდებოდა რომ ის აღარ იყო,და მერე,ისე საშინლად მეტკინებოდა გული,რომ მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს რაიმე ნივთს,ვცდილობდი არ მეკივლა,და მე არმინდა ეს ტკივილი სხვამ განიცადოს,სხვამაც დაკარგოს დედა ან მამა,შეიძლება სიკვდილი ყოველთვის გვესტუმრება ყველას,მაგრამ არმინდა ეს ჩემს საოპერაციოში მოხდეს.
-ზედმეტად ზრუნავ ჩემზე,ექიმო-ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომაფხიზლა.მონიტორს გავხედე და შემდეგ ისევ სანდროს.ყველაფერი რიგზეა.
-თქვენი ექთნები თავს დამტრიალებდნენ,ერთი წუთითაც არ მომცილდნენ.-ღიმილით ამბობდა სანდრო.
-ესარის მათი მოვალეობა
-გავიგონე როგორ აფრთხილებდით მათ. აი რაიცის მინისტრის შვილიშვილობამ-ისევ გაიცინა სანდრომ
-ბატონო სანდრო,თქვენ მხოლოდ იმით განსხვავდებით სხვა პაციენტებისგან,რომ ურთულესი დაავადება გაქვთ გულზე,საავადმყოფოში შემოსვლისას არარსებობს მინისტრი,ადვოკატი,ჟურნალისტი თუ გამყიდველი,აქ ყველა არის პაციენტი და ექიმი.მე არმაინტერესებს არც ბაბუათქვენის მინისტრობა,და მითუმეტეს მისი ფული.მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ.იმედია ამაზე მეტჯერ საუბარი არმომიწევს ! -კატეგორიული ხმით განვუცხადე სანდროს.სიჩუმე ჩამოწვა.
-კარგი ადამიანი ხარ შენ,ნინაკა-ბოლოს დაამატა სანდრომ და გამიღიმა.
-კარგი ადამიანი მაშინ ვიქნები,როცა თქვენს გულს ისევ ჩვეულად ავამუშავებ.
-წადი და დაისვენე,მორიგე ექიმი იქნება აქ.
-ეგ თქვენ არგეხებათ,დაიძინეთ და დაისვენეთ.-ისევ კატეგორიული ხმით განვუცხადე სანდროს.ის ცოტა ხნით მიყურებდა,მაკვირდებოდა სახეზე
-მხოლოდ თქვენი თვალებისთვის მიღირს სიცოცხლე-ამოიჩურჩულა და თვალები დახუჭა.ვერმივხვდი ეს რატომ თქვა,მაგრამ იმ ადამიანის ბოდვად ჩავთვალე რომელსაც ძალიან ეძინებოდა.მე ძილი არ მომეკარა.დილამდე ვიჯექი.დილით კი საავადმყოფო ჩვეულად აფუსფუსდა და მეც ერთერთ ოთახში,დივანზე დავიძინე,ვიცოდი დღისით სანდრო უსაფრთხოდ იყო.ჩემი ყოველი დილა იმაზე ფიქრით იწყება თუ როგორ არის სანდრო,რასგრძნობს,და ტკივა თუ არა ისე,ეს ერთფეროვნებაა რომელიც არც მღლის და არც თავს მაბეზრებს,მგონია რომ უსასრულოდ შემიძლია მასზე ვიზრუნო.
-გაიღვიძე-დაიყვირა ვიღაცამ და მეც ზანტად წამოვჯექი
-რაჯანდაბა გინდა ნაკაშიძე? -შევუღრინე "ნეიროს"
-ბატონი მამიკო არჩილი გიბარებს
-აუ რაუნდა? -ღრენით წამოვდექი ფეხზე და ირაკლისთან ერთად დერეფანში გავედი.
-ნუხუმრობ შენ ეგრე დაგვინდე
-რას იღრინები ნინაკა დილიდან
-ორი საათია რაც მძინავს -ამოვიკნავლე მე და თმა შევიკარი
-შედი ეხლა და რო გამოხვალ ყავას დაგახვედრებ-ირაკლის გავუღიმე და არჩილის კაბინეტში შევედი.
-გამარჯობა ბატონო არჩილ
-გავიგე რომ მთელიღამე სანდროს სდარაჯობდი.საჭირო არარის მორიგე ექიმებიც გვყავს
-მე უკეთ ვიცი ჩემი პაციენტისთვის რაარის საჭირო და რა არა,ჩემი ღამის თევით კი თქვენ არაფერი გაკლდებათ
-შვილო,თვალები ჩაგიცვივდა,ფერი არ გადევს,ასე ვერგიყურებ,კარგი გავიგე პაციენტია მარა შენსთავსაც მიხედე
-ვაიმეე არჩილ,ყოველდღე რო მაჯიბრებდი ახალ კარდიოლოგებს, გაგდებით რო მემუქრებოდი და ცოლად ის "მაკიაჟის დედოფალი" ლიკაჩკა რო მომიყვანე მაშინ ეგრე არ ჭიკჭიკებდი.არგინდა რა ეს მამური უაზრობები,როცა მჭირდებოდი მაშინ არიყავი ჩემსგვერდით,და ახლა ნამდვილად არმჭირდები-ეს ვუთხარი და კაბინეტიდან გამოვართვი.ირაკლის ყავა ხელიდან გამოვსტაცე და გაბრაზებულმა გავაგრძელე გზა.
-ნუ დარბიხარ თორე კისერს მოიტეხავ -დაიყვირა ირაკლიმ და მომიახლოვდა.
-რაო ?-მკითხა უცებ
-რაო და მამური სიყვარული მოაწვა და თავს გაუფრთხილდიო და ესეთი უაზრობები
-იქნებ მართლა წუხს შენზე?
-კი აბა რა-ვუთხარი და დავემშვიდობე.გაბრაზებული შევედი პალატაში სადაც სანდროს ექთნები ესია გარს და ეპრანჭებოდნენ.შუბლშეკრული მივუახლოვდი მათ და უცებ გაჩერდნენ
-ჩემს კაბინეტში,ორივე!- ისინიც დაფაცურდნენ და პალატიდან გავარდნენ.
-ზედმეტად მკაცრი ხარ , ეგრე არშეიძლება !
-დილიდან ყველა ჭკუას რატო მასწავლის? შემოვალ მალე-პალატიდან გამოვარდი და კაბინეტში შევედი.
-რა თეატრი მომიწყვეთ იქ ? -შევეცადე არ მეყვირა და გაბრაზებული დავჯექი მათ წინ.გასუსულები იჯდბენ და თავი დახრილუ ქონდათ
-გამაგებინეთ აქ საავადმყოფოა თუ რაიმე სხვაა? თუ კაცი გინდათ ჩემს პაციენტებს მოეშვით ! ან რომელიმემ შეხედეთ საერთოდ მონიტორს? გასინჯეთ სანდრო? მიპასუხეთ კითხვებზე ! -უცებ მდგონარეობიდან გამოსულმა დავიყვირე მე.
-ნინაკა ! -თავი აწია ანამ.
-მაპატიეთ-თავი დავიწყნარე და გოგონებს მივმართე-მისმინეთ, წესიერად მოიქეცით, ეს კაცი არუნდა მოკვდეს, თქვენი საქციელის გამო რამე არუნდა დაემართოს გესმით? წადით ეხლა და წესიერად მიხედეთ საქმეს,ანა დარჩეს.-ცოტა ხნით ვდუმდი.რას მიშვება სანდრო,თავს ვკარგავ.იმის შიშით რომ მოკვდეს...ასეთი განცდა არასდროს მქონია.მთელი სხეული მიკანკალებს როცა ის საოპერაციო მაგიდაზე მიწევს,მისგამო მეგობარსაც კი ვუყვირე.
-ნინაკა...-დაიწყო ანამ მაგრამ შევაწყვეტინე
-მაპატიე ანა,უბრალოდ...არვიცი რამემართება.მეშინია ანა,სანდროს სიკვდილის ისე მეშინია რო...-ვიგრძენი როგორ დამისველდა სახე.ვტიროდი.უჩვეულო იყო ჩემთვის.
-გიყვარს ნინაკა -ეს არიყო ანას ხმა,ავიხედე.რათქმაუნდა ირაკლი.
-სისულელეა-ამოვიჩურჩულე მე
-ნინაკა ! შენი ხმა არ გავიგო და არ გაბედო უარყოფა ! -მოჩვენებითი სიმკაცრით განაცხადა ანამ.
-მოცლილები ხართ -წამოვიყვირე მე და ოთახიდან გამოვედი.მიყვარს? სისულელეა.როგორ შეიძლება მომაკვდავი პაციენტი შემიყვარდეს.პალატაში შევედი და სანდრო წამომჯდარი დამხვდა
-რაჯანდაბას აკეთებ?-დავიყვირე და სანდროს მივვარდი.
-გავლა მინდა ნინაკა,დავიღალე სულ წოლით-თქვა ფერდაკარგულმა სანდრომ
-სანდრო დაწექითქო არშეიძლება ჯერ სუსტად ხარ,ხვალ მეთვითონ დაგეხმარები
-არა ეხლა მინდა
-ჯანდაბა სანდრო ადექი,ადექი გაიარე და მოკვდები !! წადი მიდი,იმაზე არიფიქრო რო შენი გული ვერგაუძლებს,წადი სანდრო!!
-დამშვიდდი ნინაკა-ხელით მომწმინდა ცრემლები-მეტჯერ ტირილი არგაბედო,დამეხმარე,დავწვები-ფრთხილად დავაწვინე სანდრო,წამოსვლას ვაპირებდი ხელი დამიჭირა.ჩემს ხელს დავხედე,ორივე მტევანში რომქონდა მომწყვდეული.შემდეგ სანდროს ავხედე,შევხედე მის ლურჯ,წყლიან თვალებს.
-რადაგემართა ნინაკა? -შემეკითხა სუსტი და უჩვეულოდ თბილი ხმით
-არაფერი...მეე...გავნერვიულდი ,მეტი არაფერი-ვცდილობდი ჩემი ხელი გამეთავისუფლებინა მაგრამ ძლიერად მიჭერდა.რასვგრძნობდი მაშინ? დიდ სიამოვნებას,მისი შეხებისას რაღაც საოცარი ვიგრძენი.და ხოო...ვაღიარებ რომ სანდრო წერეთელი შემიყვარდა,სისულელე ბევრისთვის მაგრამ ჩემთვის არა.მე ის მიყვარს.ჩემს დაავადებას სანდრო წერეთელი ქვია.
-გამიშვით ხელი, უნდა გაგსინჯოთ და ოპერაციისთვის მოვემზადო
-ნინაკაა...
-გამიშვით! და თუ მოგინდებათ ოპერაციის წინ მითხარით,მე ტყუილა აღარ ვიშრომებ და ვინერვიულებ.-ძლივს განვთავისუფლდი მისი ხელებიდან და გასინჯვა დავიწყე.საოპერაციოთ მოვემზადეთ.
-ყველანი მოემზადეთ,ზედმეტი მოძრაობა ან წამოძახილი და საოპერაციოში ფეხს ვერ შედგამთ!-გავაფრთხილე ყველა
-ნინაკა გეყოს !-"დაიყვირა სანდრომ"
-შენ ჩუ!!!
-უკვე შენობით მომმართავ ? -ნაგლურად გაიცინა წერეთელმა
-მაინც,გახსოვდეს რომ ოპერაციას მეგიკეტრბ.ეხა მოკეტე და უკუღმა თვლა დაიწყე-თვალი ჩავუკარი სანდროს
-10...9...8....7...6....5...4...3....-ნელნელა სანდრომ ღრმად დაიძინა და ოპერაციას შევუდექი.წარმოიდგინეთ როცა თქვენი საყვარელი ადამიანის სხეულს ჭრით,უყურებთ გულს რომელიც საშინელებაა,და რასიგრძნობდით? თქვენს ერთ მოძრაობას მისი მოკვლა რომ შესძლებოდა...რასიგრძნობდით? გითხრათ მე რავიგრძენი? ესარის ენით აღუწერელი.თითქოს სამყარო ჩერდება,დედამიწა აღარ ბრუნავს,ბუნდოვნად ჩაგესმის ირგვლივ მყოფთა ხმები,ოფლი გასხამს და სხეული გიკანკალებს,ბოლომდე ცდილობ ხელები დაიმორჩილო,და მთელი სხეული გტკივა.როცა ყველაფერი სრულდება,როცა ისიც კარგად არის,დედამიწაც იწყებს ბრუნვას,ადამიანების ხმებსაც იგებ და ოფლს სასწრაფოდ იწმენდ.
-შევძელით სანდრო, ესეც შევძელით-ჩავიჩურჩულე და საოპერაციოდან გამოვედი,სწრაფად ჩამოვიბანე სისხლი და გამოვიცვალე.
-ყველაფერი რიგზეა?-უკნიდან მომესმა არჩილის ხმა.
-ყველაფერი რიგზეა.-ვუპასუხე და მისკენ შევბრუნდი
-დედაშენი ამბობდა რომ...
-არც გაბედო მასზე საუბარი!
-დამაცადე ნინაკა...დედაშენი ამბობდა რომ ძალიან სუსტი იყავი,და სიძლიერე შენი ნიღაბი იყო.ამბობდა რომ ერთხელ აუცილებლად დაეცემოდი მაგრამ ფეხზე მალევე წამოდგებოდი და საქმეს ბოლომდე მიიყვანდი.დედაშენი მართალი იყო.ის არასდროს ცდებოდა ნინაკა.
-არა არჩილ,ის შეცდა.შეცდა ერთადერთხელ.მაშინ როცა დაიფიცა რომ შენთან იქნებოდა ჭირში და ლხინში.შენრომ მომკვდარიყავი დედა მთელი ცხოვრება შენი ქვრივი იქნებოდა,იმიტომ რომ ნამდვილად უყვარდი,შენკი პირველივე წელს მისი გარდაცვალებიდან ლელაჩკა მოათრიე,დედას ტანსაცმელიც კი ჩაიცვა და არაფერი უთხარი.ელენე არასდროს გყვარებია,და არგაბედო მეტჯერ მასზე საუბარი.-გაბრაზებულმა დავტოვე ოთახი და შევეცადე თავის დამშვიდება.
-ყველა ანალიზის პასუხი ,ისტორია გადაღების სურათები ძველი თუ ახალი ჩემს მაგიდაზე.მანამდე პაციენტს ვნახავ.ანა შენ ბატონ გეგუჩაძეს დახედე-განკარგულებები გავეცი და სანდროსთან შევედი.გამოფხიზლებული იყო.
-გელოდებოდი-გამიღიმა
-დაბრუნებას გილოცავ სანდრო-გავუღიმე მეც
-ჩვეული წინადადება ჩვეულ დროს უჩვეულოდ ლამაზი ადამიანისგან-ისევ გაიღიმა
-ზრდილობიანიც ყოფილხარ წერეთელო-ვცდილობდი მისი კომპლიმენტებისთვის ყურადღება არ მიმექცია
-რამდენი წლისხარ ნინაკა?
-ქალებს ასაკს არეკითხებიან,მაგრამ...28 წლის.
-ჯერ კიდევ პატარა ხარ ამ ყველაფრისთვის
-პატარა?-გავიცინე მე-იქნებ თქვენ ხართ ზედმეტად დიდი ? მაგრამ მხოლოდ 2 წლით უფროსი ჩემზე.
-ნინაკა თუ მოვკვდი...
-არმოკვდები-გავაწყვეტინე მე
-დამაცადე..თუ მოვკვდი...
-ჯანდაბა სანდრო არმოკვდებითქო,არდავუშვებ ამას.მე დაგპირდი! ახლა კი შენთან მედდები მოვლენ.რაც შეეხება სიკვდილს...მეტჯერ ამაზე არ მალაპარაკო.-ოთახი დავტოვე.
-ნაკაშიძე სადარის?
-ოპერაციაზე
-ჩემთან შემოვიდეს როცა მორჩება.-კაბინეტში შევედი.იცით პირველად შემიყვარდა.და შემიყვარდა ადამიანი რომელიც შესაძლოა დავკარგო.რაარის თქვენთვის სიყვაარული? ჩემთვის სიყვარული ჰაერია რომლითაც ხალხი სუნთქავს,სიყვარული ღერძია რომელზეც დედამიზა ბრუნავს,სიყვარული წყალია რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებთ,სიყვარული ატრიალებს დედამიწას,და მეც,ამ დიადი გრძნობის მონა გავხდი.მე მიყვარს,მაგრამ შეიძლება ჩემი სიყვარული დავმარხო,შეიძლება ხელებში ჩამაკვდეს საყვარელი ადამიანი.მე მტკივა,ისე როგორც დედას გარდაცვალების დროს,იმ ადამიანზე ვგლოვობ რომელიც ჯერკიდევ ცოცხალია.ვხვდები რომ ამას ვერ გადავიტან.კარები ირაკლიმ შემოაღო
-მართალიხარ,მე მიყვარს სანდრო წერეთელი.

---------------------
იცით რო მარიტას ყველანი ძალიან უყვარხართ? მადლობა იმისთვის რომ მიმითითებთ შეცდომაზე და მადლობა რომ კითხულობთ. სიყვარულით მარიტა❤



№1  offline წევრი miyvarxar1992

Momwons dzalian.veli shemdegs.❤

 


№2  offline წევრი lisebeth

ვაიმე ამ ფოტოებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები ხოლმე...როგორ მიყვარს ორივე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent