შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (10)


31-07-2015, 00:17
ავტორი lisebeth
ნანახია 4 626

ყველასთვის ჩვეულებრივად გადიოდა დრო. ლექსო მოუთმენლად ელოდა იმ დღეს როცა ოპერაციას გაუკეთებდნენ. დიდი მონდომებით ცდილობდა რუსოსთვის დაეცდევინებინა სიტყვები ''კი მხედველობა დაგიბრუნდებაო'' ,მაგრამ ამაოდ. როგორც ნამდვილი პროფესიონალი ოფიციალურ ტონს არ ღალატობდა. გაშინაურების მერე რაც სრულებით არ გასჭირვებია ლექსოს მოუყვა ქალმა ,როგორ შეარქვეს ამერიკელებმა ''რუსო'' რადგან რუსუდანს ვერ ამბობდნენ. ერთ დილით ანიტამ დაურეკა და მოახსენა მამაჩემის მდივანმა კარგი დეტექტივი გვიპოვა და უკვე მივეცი იცოლაშენის სახელი და გვარიო. ფოტო მჭირდება და იმეილით გამომიგზავნე თუ გაქვსო.თან ისიც დაამატა ორი ათასს ითხოვს ამ საქმისთვისო. ბარბარეს თანხა კი ჰქონდა და წუწუნი არ დაუწყია. არც სჩვეოდა ასეთები. დრო მოიხელთა, ბიძამისის საძინებელში შევიდა და კომოდზე დადებულ ლელას ფოტოს სურათი ტელეფონით გადაუღო.
უკვე მეორე კვირა დაიწყო რუსუდანის ჩამოსვლიდან და ოპერაციას მაინც არ აკეთებდნენ. როგორც ქალი ამბობდა ანთებითი პროცესების ჩაქრობას ელოდებოდა. ბარბარესაც სხვა გზა არ ჰქონდა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა კლინიკაში სიარულს. ამასობაში აგვისტოც გაილია. იმ დილითაც როგორც ყოველთვის ლუკა და ანიტა სანახავად მოვიდნენ და ორივეს სასუსნავები მოუტანეს. როგორც წესი ლექსოს არ ეჭმებოდა და ბარბარე შეექცეოდა გემრიელად.
-დროზე გაგიკეთოს იმ ქალმა ოპერაცია თორემ სიმართლე გითხრა უკვე მომბეზრდა აქ სიარული ძმაო.
-მოგესალმებით ახალგაზრდებო... ''მაგ ქალს'' არ ეგონა თუ ასე დაიღალეთ თორემ პროცესებს დავაჩქარებდი_გაიღიმა რუსუდანმა და დარცხვენილი ლუკაც ფეხზე წამოხტა
-მაპატიეთ ცუდი არაფერი მიფიქრია...უბრალოდ თქვენი სახელი ვერ გავიხსენე
-არაუშავს, მინდა გაგახაროთ და გითხრათ ,რომ ოპერაცია პარასკევს ჩავნიშნე_განაგრძო ქალმა
-დღეს სამშაბათია _სიხარულით წამოიყვირა ბარბარემ
-მართალია ამ პალატაში მოხერხებულად მოეწყვეთ ,მაგრამ ვფიქრობ მალე მოგიწევთ წასვლა _ეშმაკურად გაიღიმა ქალმა , ფურცლებში რაღაც ჩაწერა , ერთი ჩიფსიც გაიყოლა და სიცილით გწავიდა _მაპატიეთ ჩიფსზე სიამოვნებით დაგეწვევით
-როგორი მხიარული ქალია ეს რუსო _თქვა ანიტამ
-ეტყობა ამერიკა და ის შინაგანი თავისუფლება რასაც ის ქვეყანა აძლევს ადამიანებს_მრავალმნიშვნელოვნად დაამატა ლექსომ
-თუ ვინმე იტყვის ,რომ ამერიკა სზულს დიდი სიამოვნებით ვეტყვი ,რომ ნამდვილი იდიოტია ..._თქვა ლუკამ და ლექსოს საწოლზე ჩამოჯდა
-იმ აგენდისგან თუ ვინცაა რა ისმის? უკვე ხუთი დღე გავიდა _წასჩურჩულა ბარბარემ ისე,რომ იმ ორს არ გაეგოთ
-ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი დღეს ,მაგრამ ველოდი მარტო როდის დავრჩებოდით
-რამე მოხდა?
-მითხრა რომ დღეს უნდა შეგვხვდეს. შვიდზე კაფეში...ბევრი რამ მაქვს სათქმელიო ...
-ნეტა რა გაიგო?_გაურკვევლობა აღებეჭდა სახეზე ბარბის
-არ ვიცი ...თვითონ დამირეკა და...
-სახლში შევირბენ ,გამოვიცვლი და მომწერე ,რომელ კაფეში უნდა შეგვხვდეს კარგი?
-აუცილებლად.
-თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ?_იკითხა ლუკამ
-შენ ვინ გეკითხება?_ბალიში ესროლა ანიტამ და ისიც გაჩუმდა.
-ჩვენ გავალთ საქმეები გვაქვს. თან ტანზეც გამოვიცვლი და გვიან მოვალ. _ბარბარემ ლექსოს აკოცა დაკარისკენ წავიდა. ანიტაც უკან გაჰყვა.
-ჭკვიანად იყავით _ისევ გამოაჯავრა ლუკამ
-წავიდნენ?_იკითხა ლექსომ
-ჰო ,წაბრზანდნენ...
-ვერ ვხედავ ,მაგრამ ვხვდები სულ რაღაცას ჩურჩულებენ...შარში არ გაყონ თავი მეშინია...
-კარგი რა ძმაო...მაგათ სანთლით ,რომ ეძებონ შარი ვერსად იპოვიან ...
-იტყვი ხოლმე შენც სასწაულს....

ბარბარემ სახლის კარი ,რომ შეაღო ტელეფონის რეკვის ხმა მოესმა. ლელას მობილური იყო. მისკენ წავიდა ,მაგრამ კიბეებზე თავად ჩამოირბინა და მიაძახა მე თვითონ ვუპასუხებო. მასაც სხვა გზა არ ჰქონდა და თავის ოთახისკენ წავიდა. ლელამ ლევანის კაბინეტის კარი მოკეტა და მერე დაიწყო საუბარი.
-რა გინდა? რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მირეკავ მეთქი ?
-ხო და კეთილი ინებე და თავად დამირეკე
-რა გინდა? სად ხარ?
-სამსახურში სად ვიქნები? შენთან საქმე მაქვს ...სასწრაფო...
-დღეს ვერ გნახავ...ტელეფონით მითხარი...
-ვერ გეტყვი მნიშვნელოვანია
-ის სულელი გოგო ამწუთას მობრძანდა... შეიძლება ლევანიც მოვიდეს წუთი წუთზე...მითხარი აქ ვინ გვისმენს ?
-შენზე ვიღაც ინფორმაციას აგროვებს და იმ ვიღაცამ ჩვენი კავშირის შესახებ უკვე იცის...
-რაა? ვინ აგროვებს? ლევანი ?_შეშფოთება დაეტყო ქალს
-არ ვიცი, სამწუხაროდ იმ ადამიანის სახელი და გვარი ვერ გავიგე.
-საიდან გაიგე?
-გუშინ ჩემთან სამსახურში ყოფილა
-თუ ლევანია ... ჰო მაგრამ ეს ,რომ ნდომოდა აქამდეც გააკეთებდა
-ვიღაც სხვააა...მოიფიქრე ვინ შეიძლება იყოს.
-ბარბარე? არამგონია მაგდენი ფული არ ექნება კერძო დეტექტივი დაიქირაოს...არც მაგდენი მოფიქრება მგონია ქონდეს.
-მოკლედ იფიქრე , უნდა გავთიშო
-გამაგებინე ყველაფერი
ლელამ მეორე სართულის კიბეებს აუყვა და ბარბარეს ოთახის კარს მიუახლოვდა. არ ჩანდა ,მაგრამ ცოტა ხანს შეიცადა. მალე ისიც გამოვიდა სააბაზანოდან . თმებს იმშრალებდა. ქალს დიდხანს აღარ დაუცდია და წავიდა.

ლევანი ლექსოს სანახავად მივიდა. ის იყო დერეფნის მოსახვევს მიუახლოვდა ,რომ ვიღაც მთელი ძალით შეეჯახა და წონასწორობადაკარგული ძირს დაენარცხა.
-მაპატიეთ ექიმო როგორ ხართ?
-კარგად ,თქვენ მაპატიეთ რენტგენის სურათს დავჩერებოდი და ვერ დაგინახეთ.
-არაუშავს, ლექსოს სანახავად მოვედი ...
-კარგადაა, თქვენი დისშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა
-ვიცი ვესაუბრე ტელეფონზე. როგორია ლექსოს მდგომარეობა?
-სტაბილური...დამაკმაყოფილებელი...
-სიმართლე მითხარით ექიმო მხედველობა დაუბრუნდება?
-როგორც ერთხელ უკვე ვთქვი ამ ოპერაციას პირველად არ ვაკეთებ. ეს ჩემი პროფესიაა და მინდა დაგარწმუნოთ ,რომ არაპროფესიონალთან არ გაქვთ საქმე...
-არც მიფიქრია ექიმო...მე უბრალოდ ძალიან ვღელავ. ხომ გესმით ჩემი არა?
-რათქმაუნდა. უფრო ლოგიკურიც კია.ამდენ ხანს იმიტომ ვიცდი ,რომ უკეთ მოვემზადო ამ ყველაფრისთვის. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ...გპირდებით...
-ეჭვიც არ მეპარება.მე ლექსოსთან შევალ...
-რათქმაუნდა _ქალი დერეფანში ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
-ლექსო როგორ ხარ?
-კარგად ბატონო ლევან თქვენ?
-არამიშავს. ბარბიმ მითხრა ,რომ პარასკევს ოპერაცია დაგინიშნეს.
-დიახ და ძალიან მიხარია
-გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-გმადლობთ...
-მინდა ჩემი ძმისშვილი შენს გვერდით ბედნიერი იყოს და შენგან სერიოზულ ქმედებებს მოველი. იმედი არ გამიცრუო თორემ ვიჩხუბებთ...
-გპირდებით_გაიღიმა ლექსომ.
-ბარბი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი საგანძური და ყველაზე სუსტი წერტილი. მამაშენს დიდ პატივს ვცემ, ვმეგობრობთ და ვთვლი ,რომ არაჩვეულებრივი ადამიანია ,მაგრამ ეს პატივისცემა ვერ გიშველის ...დამიჯერე ...
-მჯერა _ისევ გაიღიმა ლექსომ და მის გამოწვდილ ხელს ლევანმა თავისი შეაგება.-ესეიგი ერთად ვართ?
-ჩემთვის ნებართვა ჯერ არავის უთხოვია. ძალიან გაბრაზებული ვარ ,მაგრამ იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ
ლევანი და ლექსო ერთმანეთს გადაეხვივნენ.

უკვე შვიდი საათი ხდებოდა. ანიტა კაფეში მისულიყო, მაგრამ ბარბი არ ჩანდა.როგორც კი სახლიდან გამოსვლა დააპირა ზუსტად მაგ დროს მოვიდა ნიკა დასაუბარი შესთავაზა.
-შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო?
-ნიკა სამწუხაროდ ახლა ძალიან მეჩქარება. კაფეში ანიტა მელოდება. ვერ დავაღალატებ .
-იმის მერე რაც ჩვენს სორის მოხდა ერთი წუთიც არ შეგიძლია დამითმო? ერთი საათი მხოლოდ..._ბარბარე უხერხულში ჩავარდა. ეს ხომ ნიკა იყო. საოცარი ადამიანი რომელთანაც ორი წლის ურთიერთობა აკავსირებდა და ასე ერთი ხელის მოსმით მიაგდო. ახლა მხოლოდ ერთ საათს ითხოვდა მისგაან და უარი უნდა ეთქვა? შვიდს თხუთმეტი აკლდა. საუბარი მაინც გაეწელათ და ანიტას ზარიც გაისმა.
-სად ხარ ბარბი გელოდები. მოვა აწი ის კაცი. ხომ გთხოვე შვიდის ნახევარზე მოდი მეთქი. ვიცოდი შენი დაგვიანების ამბავი.
-იცი აქ ნიკაა და ჩემთან დალაპარაკება სურს.
-ნიკა?რა უნდა?
-ჩვენს ურთიერთობაზე უნდა ვისაუბროთ ერთხელ და სამუდამოდ. _ბარში დეტექტივი შემოვიდა და ანიტამ ხელით ანიშნა აქ ვარო.
-მოვიდა გოგო ეს კაცი რა ვუთხრა?
-იქნებ შენ დაელაპარაკო. კითხე ყველაფერი. და მერე მომიყევი_ხვალ მე თვითონ ისევ შევხვდები. მოუბოდიშე რა...
-ოხ ბარბარე რა... კარგი დაველაპარაკები და მაშინვე შენთან წამოვალ. თუ დამთანხმდა ამ კაცსაც წამოვიყვან. ეგ კიდევ ახლა ,რომ არ მოსულიყო მაინც და მაინც მოკვდებოდა?
-ნუ ბუზღუნებ და დამეხმარე თუ მეხმარები
-კარგი ჰო..._ანიტამ ტელეფონი გათიშა
-აბა წავიდეთ? მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა და ცოტა საუბარი. ბოლოს და ბოლოს ხომ ვიმსახურებთ ერთმანეთს ცივილიზებულად დავცილდეთ.
-მართალი ხარ.ცუდად მოგექეცი და სენი ძალიან მრცხვენია. იმსახურებ ,რომ ეს საღამო შენ დაგითმო.
-გმადლობ.
წყვილი მანქანაში ჩასხდა და ღვედი გადაიკრეს.
-ლექსო როგორაა?_გაუღიმა ნიკამ
-უკეთ...პარასკევს ოპერაციას უკეთებენ
-მიხარია. სანახავად მოსვლას ვაპირებდი,მაგრამ ვერ მოვახერხე
-არაუშავს. შენს მოკითხვას გადავცემ.
ნიკამ მანქანა დაძრა და ქუჩაში გადაიყვანა

ანიტამ სულ ბოდიშები უხადა დეტექტივს,რომელიც საშუალო ასაკის კაცი იყო. სოლიდური გამომეტყველება და ჭკვიანი თვალები ჰქონდა. ყავასაც ზუსტად ისე მიირთმევდა თითქოს სამეფო კარზე აღზრდილი არისტოკრატი იყო. ანიტამ ზრდილობიანად ადროვა საუბარი თავად დაეწყო. კაცი იგვიანებდა ,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა ჯიბიდან ყვითელი საქაღალდე ამოიღო და საბუთები მაგიდაზე გაშალა.
-გისმენთ_მოსვენება დაკარგა ანიტამ
-ლელა ახალაძე. ოცდაცამეტი წლის. მაგიდაზე ის ფოტო დადო , რომელიც ბარბარემ გაუგზავნა.
-გისმენთ
-მოდით თავიდან დავიწყოთ მოყოლა ვინ არის ლელა ახალაძე_კაცმა ფურჩლები გადაანაწილა საიდანაც რამდენიმე სურათი გადმოცვივდა. ეს არ იყო ბარბარეს მიერ გაგზავნილი სურათი.ეს სულ სხვა იყო.
-დეტექტივო ეს რა ფოტოებია?_დასწვდა ანიტა
-მაქამდეც მივალთ ჩემო კარგო. ეს ახალგაზრდები რა სულსწრაფები ხართ_ გოგონამ მაინც მოასწრო ორი ცალის ხელში აღება და ადგილზე გაშეშდა.
-ესენი ?ერთად?
-იცნობთ ამ ბიჭს?
-რათქმაუნდა ვიცნობ_შეიცხადა ანიტამ
-იცით ერთმანეთთან რა აკავშირებთ?
-არაფრი რა უნდა აკავშირებდეთ.ამიტომაც გამიკვირდა ერთად ,რომ დავინახე
დეტექტივმა უცნაურად გახედა გოგონას,რომელიც ჯერ კიდევ სურათებს დასჩერებოდა. ანითან თხელი თეთრი თითები სურათზე ასახულ ბიჭს გადაუსვა და მოლოდინით მიაჩერდა კაცს.


_
ესეც მეათე თავი
მოუტმენლად ველოდები თქვენს შეფასებებს.
ეს ნაწარმოები მალე დასრულდება და გაგრძელდება წინა ''კავკასიური ბალადა''



№1  offline წევრი Unnamed

Ooo exa vinaa is sadzageli bichi

 


№2  offline წევრი lisebeth

უი იქ დისშვილი დამიწერია ..ზმისშვილი უნდა ეწეროს ახლა გადავიკითხე

 


№3  offline წევრი N14

ვაიმეეე ეს ინტრიგა მკლავს! როგორ მაინტერესებს ვინაა ის ბიჭი! რატომღაც ლექსოს მამა მგონია :/ ველოდები შემდეგს *-*

 


№4  offline წევრი გვანცა ))

კაი რაა lisebeth ასე არ შეიძლება მოვკვდი ნერვიულობით ❤❤ შემდეგიი როდის დაიდება?? ძაან ძაან მაინტერესებს *.*

 


№5  offline წევრი yvavi

რაა? აქ გაჩერება სადიზმია უკვე .-. მკლავ თუვრა ხდება ხდდდდ ვაიმე როგორ მაინტერესებს

 


№6  offline წევრი Just give me a Hand . . .

მგონია რომ ნიკაა :/// მალე დადე რააა :**

 


№7  offline წევრი გვანცა ))

არამგონია ნიკა იყოს ასე ადვილად არ დასრულდება )) ❤❤ რაღაც იმალება აქ //

 


№8  offline წევრი ana_180814

აუუ მალე დადე რა აფგილას შეწყვიტე

 


№9  offline წევრი lisebeth

N14
ვაიმეეე ეს ინტრიგა მკლავს! როგორ მაინტერესებს ვინაა ის ბიჭი! რატომღაც ლექსოს მამა მგონია :/ ველოდები შემდეგს *-*

გვანცა ))
კაი რაა lisebeth ასე არ შეიძლება მოვკვდი ნერვიულობით ❤❤ შემდეგიი როდის დაიდება?? ძაან ძაან მაინტერესებს *.*

Just give me a Hand . . .
მგონია რომ ნიკაა :/// მალე დადე რააა :**

გვანცა ))
არამგონია ნიკა იყოს ასე ადვილად არ დასრულდება )) ❤❤ რაღაც იმალება აქ //

ana_180814
აუუ მალე დადე რა აფგილას შეწყვიტე

უღრმესი მადლობა ყველას... მიყვარხართ ძალიან და დღეს დაიდება
თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის სტიმულია

 


№10  offline წევრი Somebody

აშკარად ნიკაა მაგ ფოტოზე
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№11  offline წევრი S.likuna

auu magaria dzaan da male dadee

 


№12  offline წევრი lisebeth

ისტორია დღეს ვერ დაიდება სოფელში მომიწია დარჩენა... არ მინდოდა მარა არ ჩამომაკითხეს
ბოდიშით და გაგრძელდება ზეგ
მიყვარხართ

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესოა და ძალიან მომწონს.ველოდები შემდეგს.

 


№14  offline წევრი lisebeth

drunkinlove
საინტერესოა და ძალიან მომწონს.ველოდები შემდეგს.

თუ ჩამოვაწიე სოფლიდან დავდებ...ველოდები ახლაც თუ არა და ხვალ დილით უეჭველი ჩავალ სახლში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent