ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (9)
მთელი დღე და ღამე ბარბარეს ლელას მოსმენილ საუბარზე ეფიქრებოდა. ვერ გაეგო რას ნიშნავდა მისი სიტყვები. ან ვის ელაპარაკებოდა ან რატომ არ უნდოდა ლევანს გაეგო მათი საუბარი. ფიქრებისგან და წრიალისგან დაიღალა და შუაღამეს ჩაეძინა. დილით რომ ადგა ლელა და ლევანი უკვე სუფრასთან ისხდნენ და მას ელოდებოდნენ. როგორც კი გამოჩნდა ბიძამისმა მსახურს ანიშნა სუფრა გააწყვეო. კისერზე მოეხვია და როგორც ჩვეოდა ლოყაზე აკოცა. საყვარელ ძმისშვილს კომპლიმენტები არც მან დააკლო. -დღეს ლექსოს სანახავად შევივლი. შენ მიდიხარ?_იკითხა კაცმა -მოგვიანებით და ანიტასაც ვნახავ. -იცოდე არ მოუსმინო...ეცდება გაგაბრაზოს და გული გატკინოს ,მაგრამ ახლა თავადაც არ იცის რას აკეთებს. -კარგი ბიძიაა. გპირდები -შენ რას აპირებ დღეს ?_ახლა ცოლს მიუბრუნდა. -დღეს გასვლას არ ვაპირებ ძვირფასო. მირჩევნია დავისვენო. _თქვა ქალმა და რატომღაც ბარბარეს გამოხედა. გოგონას სახეზე არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებია. -მერე ოფისში წავალ . ირაკლი არ არის და ჩემი მიუსვლელობაც კატასტროფა იქნება_კაცმა ყავა ბოლომდე დალია და გასასვლელისკენ წავიდა.მაგიდასთან დარჩენილი ლელა საუბრის წამოწყებას აპირებდა ,მაგრამ საიდან დაეწყო არ იცოდა. ბოლოს ბაბარეც ადგა და წავიდა. -სად მიდიხარ? -მეგობარს უნდა შევხვდე და ყავა დავლიოთ -იმას?..ანიტა ხომ ? -კი მაგას..._ბარბარემ შეტყობინება გაგზავნა და კარი გაიხურა. შუადღის ორი საათი იქნებოდა საავადმყოფოს დერეფანში საშუალოზე მაღალი და სუსტი ქალი გამოჩნდა. ტანზე ლურჯი ფერის ექიმის ფორმა ეცვა. ზედა და შარვალი. ხელში ისტორია ეჭირა და გზა და გზა კითხულობდა. შავი თმა წელამდე ნაწნავად ჰქონდა ჩამოშვებული. ირაკლის მოუახლოვდა და მიესალმა. -მოგესალმებით მე რუსუდან წერეთელი ვარ. ქირურგი ...გუსინწინ ვისაუბრეთ -გამარჯობათ ექიმო. არ მეგონა ასე სწრაფად თუ ჩამოხვიდოდით. -საქართველოდან მოწვევებს ყოველთვის სიმოვნებით ვიღებ და აქ ჩამოსვლის შანსს ხელიდან არ ვუშვებ _მომხიბლავად გაიღიმა ქალმა ,რომელიც დაახლოებით 35 წლის იქნებოდა ,მაგრამ საოცრად გამოიყურებოდა. პალატაში შევიდა და ლექსოს მიესალმა. -შვილო ეს შენი ექიმია,ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან -რუსუდან წერეთელი ქირურგი.აქ იმისთვის ცამოვედი ,რომ გამოგაჯანმრთელო. -დარწმუნებული ხართ,რომ შეძლებთ? _თქვა ბიჭმა -იმედია_რუსუდანმა სახვევი მოსნა თვალზე და ლაზერი ჩაანათა. კარგა ხანს აკვირდებოდა. -როგორაა საქმე ექიმო?_მოუსვენრობა დაეტყო ირაკლის -მისი სურათები ვნახე. ყველ საბუთი. ვფიქრობ ღირს ოპერაციად. ყოველ შემთხვევაში გარწმუნებთ მსგავსი ოპერაცია არაერთი გამიკეთებია და წარმატებითაც დამისრულებია -გმადლობთ ექიმო _სახე გაებადრა ირაკლის -ანუ გამოვიხედავ? -მოდით წინასწარ ნუ ვიტყვით. მედიცინა ის სფეროა სადაც გარანტიებს ვერავინ მოგცემთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ ,რომ ცდას არ დავაკლებ. -თქვენი იმედი მაქვს _ხელი ჩამოართვა ირაკლიმ. ექთანმა ისევ შეუხვია თვალები ლექსოს. ბარბარე კაფეში შევიდა. ანიტა უკვე მოსულიყო და ცივ ყავას წრუპავდა. -გილოცავ ჩაბარებას_მიესალმა მეგოობარს -შენც ასევე. -რომ იცოდე რა დღეში ვარ _ბარბიმ მზის სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. -მომიყევი მერე -არ ვიცი რატომ მაგრამ ლელას არ ვენდობი -რატომ და ეჭვიანობ ... -სულაც არ ვეჭვიანობ. გუშინ მისი საუბარი მოვისმინე ტელეფონზე... ვიღაცა ეუბნებოდა დღეს ვერ გნახავ ირაკლი სახლშიაო. ისიც უთხრა ნუ მირეკავ არ მინდა გაიგოსო...ეს ნორმარულია ანიტა? -ლევანს ატყუებს? -არ ვიცი ,მაგრამ თვალს არ მოვაცილებ -იქნებ მაგაზე ინფორმაცია შეგვეკრიბა. -როგორ გგონია ბიძაჩემს ეგ არ ექნება გაკეთებული? -ჩვენ მაინც გვეცადა. -როგორ? -ფული გაქვს? -მაქვს საკრედიტო ბარათზე. -მამას მდივანს ვეტყვი ვინმე მოგვინახოს მაგ საქმისთვის და ჩუმად დავავალოთ. იქნებ და რა იცი რას მალავს? -ბიძია ,რომ გამინაწყენდეს? -კარგი რა, თუ არაფერი იქნება და არც ვეტყვით რომ ვიძიებდით. -ძვირი დაგვვიჯდება? -არამგონია ვერ გაწვდე. -ესეიგი შენ მიპოვი? -აუცილებლად. მოდი საავადმყოფოში გადავიდეთ რა. ლუკამ კი მომწერა ლექსო უკეთააო ,მაგრამ მაინც -ჩემი ნახვა არ უნდა და ... -ვერ დაგინახავს და იქვე იყავი რა...მიყუროს ერთი როგორ გამოვეკიდო -დაწყნარდი გოგო ...გაუვლისო ასე მეუბნებიან. იქნებ მართლა სტრესის ბრალია -ნიკა არ გინახავს მერე. -არა და არც დაურეკავს -ანუ ლექსო აირჩიე საბოლოოდ? -ასე გამოვიდა_მხრები აიჩეჩა ბარბარემ. -მართლა გიყვარს? -გულზე ეკალივით დამესო მისი სიტყვები. ხო შემირიგდება არა? -თავი აქს ეტყობა ცუდად დაკრული ..._ხელი აიქნია ანიტამ და მეგობარს ანიშნა წავიდეთო. რუსუდანი ისევ იქ ფუსფუსებდა პალატაში. გოგონები,რომ მოვიდნენ ირაკლი უკვე გადიოდა. ლუკა კი პალატასთან იდგა. -გოგოებო როგორ ხართ?_გაუღიმა ბიჭმა. -ნორმალრულად. ეს კიდევ ასეა? _იკითხა ანიტამ -ასე როგორ? -ბარბი არ უკითხავს?_ლუკამ თავი გააქნია -მე უნდა წავიდე და ჩემს შვილს თქვენ გიტოვებთ_თქვა ირაკლიმ -მოხდა რამე ბიძია ირაკლი?_იკითხა ბარბარემ -კი მოხდა შვილო ის კრიმინალები დააკავეს. -რაა? -კი ამ დილით დაიჭირეს. _ბარბარეს ტელეფონმა დარეკა. -ბიძია გისმენ რა მოხდა? -ამწუთას დამირეკეს პოლიციიდან. შენი მისვლაა საჭირო -ჩემი რატომ ? -დამნაშავეების ამოსაცნობად. ნიკაც დაუბარებიათ...მანდ იყავი და გამოგივლი -შენც წამოხვალ? -აბა მარტო ხომ არ გაგიშვებ ტელეფონი გაითიშა. -აი მეც დამირეკეს ამოსაცნობად. -მე წავალ მეჩქარება_თქვა კაცმა და იქაურობას გასცილდა. -მე ლექსოს ვახავ_ანიტამ პალატაში შეაბიჯა და ბიჭს მიესალმა. იმანაც გაუღიმა.ერთმანეთი გადაკოცნეს. -ანიტა როგორ ხარ? -ცუდად ,მაგრამ ჯერ არაფერს გეტყვი რადგან გამოსაჯანმრთელებელი ხარ -რას მერჩი? -ბარბი როგორ გააგდე აქედან -ასე იყო საჭირო -მოკეტე თორემ ავადმყოფობაც ვერ გიშველის -ბარბისთვისაც მხოლოდ გასართობი ვარ. უბრალოდ ჰგონია,რომ ვუყვარვარ...არ იცი როგორია? -როგორია? -თავნება... -ნიკას დაშორდა... -ეგ დიდი ხანია ვიცი -მერე შენი აზრით ორწლიანი ურთიერთობა გართობისთვის დაასრულა? -ჩემნაირი მაინც რად უნდა... -შენნაირი როგორი? -უპასუხისმგებლო, კრიმინალი და ახლა უკვე ბრმაც... -ესეიგი საქმე სიბრმავეშია? -ყველაფერშია... -ყველამ იცის ,რომ კრიმინალი არ ხარ ლექსო -ბარბიმ არ იცის. დღემდე სჯერავს ,რომ ჩემი ბრალია მისი გატაცება -ტყუილია. საიდან მოიტანე. -და ბრმა ხომ ვარ? სჯობს ისევ ნიკასთან იყოს ვიდრე ჩემს საწოლთან იჯდეს და მივლიდეს ავადმყოფს... -გული ამის გამო ატკინე? -გადაუვლის ... -არ გადაუვლის. სჯერავს ,რომ შეურიგდები... -ეს არ მოხდება ... -შენ ოპერაციას გაიკეთებ და გამოიხედავ. ერთმანეთი გიყვართ -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. ის ქირურგი ამერიკიდან ჩამოვიდა,მაგრამ ვერ მეუბნება გამოვიხედავ თუ არა. სამუდამოდ ბრმა ,რომ დავრჩე ასეთი ადამიანი მას არ ჭირდება...ამისთვის ვერ გავიმეტებ. .. -რა სულელი ხარ ...რა იდიოტი ხარ... _აღმოხდა კარში მდგომ ბარბარეს, მისკენ გაექანა და აკოცა. ლექსო მისი ხელების მოძებნას ამაოდ ცდილობდა. ვერ ხედავდა და ვერც პოულობდა. ბოლოს როგორც იქნა მოიცილა და ანიტას მისამართით ისაყვედურა... -აქ იყავი? სულ აქ იყავი? -ერტად მოვედით..._ნიშნის მოგებით უპასუხა ბარბარემ და ისევ აკოცა -მატყუარები ხართ -შენ კიდევ იდიოტი. მამაშენმა საუკეთესო ექიმი ოკეანის გარმიდან იმისთვის ჩამოგიყვანა ,რომ ისევ ასე დარჩე? სულელი ხარ... -უკვე მერამდენედ მიწოდებ სულელს?..._გაბრაზდა ლექსო -მერამდენედაც მინდა.შენ გამოიხედეავ და ყველაფერი კარგად იქნება -შენ უნდა წახვიდე..._კიდევ ამას იმეორებს _აღშფოთდა ანიტა და ფეხზე წამოხტა._ერთი კარგი მოდება მაგ თავსი არ გაწყენდა ...ეგებ ტვინი გაგერყას ,მაგრამ შენ კიდევ თავში ჩარტყმა გინდა?მე სჯობს წავიდე თორემ თავს მომაკვლევინებს_გოგონა წავიდა. -დღეს პოლიციასი ვარ დაბარებული. -რატომ ? -ამოსაცნობად...ნიკაც დაიბარეს... -კარგია ერთმანეთს შეხვდებით -არ შევხვდებით და გაჩუმდი .იცოდე თავიც ,რომ მოიკლა აქედან მაინც არ წავალ. მით უფრო ,რომ ჩემი გაგდება არ შეგიძლია... -ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით ბარბი... -რატომ ისევ ძუკნა გგონივარ? -მე ეს არც მითქვამს... -აბა ის რა იყო ,რომ მითხარი ჩემთან მარტო სექსი გინდაო. -ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ეგ ვიგულისხმე... -მე შენ მიყვარხარ და რომც დამშორდე სხვასთან არ წავალ -რატომ ხარ ასეთი ჯიუტი... -ჯიუტი შენ ხარ. რატომ არ მეუბნები ,რომ გიყვარვარ? მითხარი ის რისი თქმაც იმ ღამით გინდოდა... ერთი სული მაქვს მოვისმინო ... -მაშინ არ გინდოდა? -ახლა მინდა... გთხოვ..._ბარბარემ ტუჩები ისე ახლოს მიუტანა სახესთან ლამის ერთმანეთს შეეხნენ. -მიყვარხარ...მიუხედავად იმისა ,რომ ასეთი თავნება და ჭირვეული ხარ... წყვილმა ერთმანეთის კოცნაც ვერ მოასწრო,რომ კართან ვიღაცამ ჩაახველა. რუსუდანი იყო. ლექსოს სანახავად მოსულიყო. -გამარჯობათ ექიმო_მიესალმა ბარბარე -გამარჯობა. თქვენ ალბათ ლექსოს შეყვარებული ხართ ხომ ? -დიახ...ახლა მგონი კი... -უთხარით ჩემს შეყვარებულს მაქვს შანსი გამოვიხედო? -შანსი ყოველთვის არსებობს. მედიცინაშიც ხდება სასწაულები... -ხედავ ? შენ კიდევ ყველანაირი იმედი გადამიწურე _ ბედნიერებისგან ახტა გოგონა და ისევ აკოცა ლექსოს. რუსუდანს გაეცინა და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა. ალბათ მიხვდა,რომ ზედმეტი იყო _______ ახალი თავი ამ ნაწარმოებს ,რომდ ავასრულებ გაგრძელდება ჩემი რომანი ''კავკასიური ბალადა'' იმედი მაქვს მოგეწონებათ ისიც და იმასაც წაიკიტხავთ მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.