მილანიდან ისევ თბილისში [8]
დილა ღიმილით და მთქნარებით დაიწყო. ცოტახანი იტრიალა ლოგინში და მის ფანჯრებში შემოპარულ მზის სხივებს დააკვირდა. მერე ხელი გადაყო და ტელეფონი მოიქცია თითებში, მესიჯი დახვდა სასურველი ნომრისგან: "დილა მშვიდობიდა ანუშკი, რო გაიღვიძებ დამირეკე." მაშინვე მისი ნომერი აკრიფა და ღიმილით დაელოდა მეორე მხრიდან პასუხს. -გისმენ-გაისმა ჩვეულებისამებრ ბოხი და ჩახლეჩილი ხმა. -როგორ ხარ? -კარგად ანუშკი, შენ? -რავიცი მეც... დღეს მუშაობ? -არა, რა იყო? -ვიფიქრე ბავშვები ხო არ წავიყვანოთ სადმე, კარგი ამინდია, თან ძალიან მინდა საბას გაცნობა. -არაა პრობლემა, საბამ კინოში წაყვანა მთხოვა რამდენიმე დღის წინ და ერთად წავიდეთ ყველა. სამზე რომ გამოგიაროთ? -ძალიან კარგი. კიდევ უფრო ბედნიერი წამოხტა ლოგინიდან, თხელი ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა. დილის პროცოდურები ჩაიტარა და ოთახიდან გავიდა. მაკა, როგორც ყოველ შაბათ დილით, სამზარეულოში იყო. -გაიღვიძე დე? -კი-დედას მოეხვია და ყელში აკოცა.-რაღაც ახალი მოიფიქრე ხო? -კი და მგონჯ მოგეწონება, დაჯექი ჭამე. -თეფში მაგიდაზე დაუდო -ტასო სადაა? -თავის ოთახშია, ხო იცი დას გავს, მუზა მოუვიდა და ხატავს. -ნუ დასცინი შენ მაგ ბავშვს, ძალიან ნიჭიერია. -საიდან მოიტანე რო დავცინი? ხო იცი ვგიჟდებჯ შენ ნახატებზე და ტასოსაზეც. -ბავშვობიდან ანამარიას როგორც კი მუზა მოუვიდოდა, ოთახში გარბოდა და ხატავდა, მართლა ძალიან ნიჭიერია და მომავალში ამ პროფესიას გაყვება კიდეც. სწორედ ხელოვნების სკოლა დაამთავრა მილანში. -რაღაც ძალიან ბედნიერი ხარ არა? -კი, მაკა, თან ძალიან ძალიან და სულ მალე, გპირდები, ყველაფერს მოგიყვები- უნდა ჯერ სახელი დაერქვას მის ურთიერთობას კიტასთან და დედას მერე მოუყვება . აბა იმას ხო არ ეტყვის, ხო რავიცი ხან ესე ვართ, ხან ერთი თვე ვერ ვნახულობო? მაკა არასდროს ყოფილა მკაცრი დედა, ყოველთვის ყველგან უშვებდა შვილს და არასდროს არაფერში ზღუდავდა. შვილს ენდობა და იცის რომ მშობლებს არ გადააბიჯებს და გულს არ ატკენს. არც ერთხელ არ უნანია თავისი საქციელი, არასდროს არავის დაუყენებია კუთხეში შვილზე პრეტენზიებით, სკოლაშიც ყოველთვის თავისი სურვილით საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ ყველა "ჩადენილი დანაშაულის" ინიციატორიც ამავე დროს. -კინოში მინდა რო ტასო წავიყვანო.. -ძალიან გაეხარდება. -კარგი მაშინ შევალ ეხლა და ვეტყვი. მადლობა მაკა, ძალიან გემრიელი იყო. უი, შენთან საქმე მაქვს და საღამოს სახლში ხარ? -კი, თქვენ რო წახვალთ მეც წავალ, ბიძაშენმა მანქანა უნდა მომიყვანოს, ზეთი ჰქონდა გამოსაცვლელი, სალონებში შევივლი და თან მამიდაშენისთვის საჩუქარს ვიყიდი. -კაი, მე ხვალ ვიყიდი. ****** და ჯინსის ქვედაბოლოსა და ზოლიან მაიკაში გამოაწყო, ლამაზი გრძელი თმა გაუშალა და ბანტი დაუმაგრა. თვითონ შავი უბრალო კაბა ჩაიცვა, პატარა ჩანთა დაიკიდა მხარზე და ზედ ჯინსის პერანგი გადაკიდა, ყოველი შემთხვევისთვის, ფეხზე კედები და თავისი პატარა თმა კუდად შეიკრა. სამ საათზე დები გამოწყობილები მისაღებ ოთახში ისხდნენ. როგორც კი ტელეფონის ხმა გაიგო წამოხტა. -ჩამოდით. ხელი მოკიდა დას, დედას მიაძახა წავედითო და ტასო სუ სირბილით გააქცუნა. ბოლო სართულზე გაჩერდა, სუნთქვა დაირეგულირა და ისე გავიდა სადარბაზოდან. აბაშიძე მანქანაზე იყო მიყუდებული პოლო მაიკასა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი. მზის სათვალე კი კიდევ უფრო სიმპატიურს ხდიდა. ახლოს რომ მივიდნენ, კიტამ ანას ტუჩტან ახლოს სველი კოცნა დაუტოვადა მერე ჩაიკუზა და ანასტასიას გაუღიმა. ანა აწითლდა და გაშეშდა, რამდენიმევწამშიგონდ მოვიდა. -ანასტასია ეს კიტაა, ჩემი მეგობარი.-მეგობარზე ქვევიდან ამოხედა და ირონიულად გაიღიმა. -სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა გაწრიპულ ტასოს და გაუღიმა. ტასოს მოეწონა როგორც დიდს ისე, რომ შეხვდა ანას "მეგობარი" და ლოყების წელვა და თმის აჩეჩვა, რომ არ დაუწყო. ამიტომაც მანაც ღიმილით ჩამოართვა ხელი კიტას. -საბას გაგაცნობთ, მანქანაშია და მერე წავიდეთ. -უცებ ანამარია ისე ანერვიულდა, გეგონება სადედამთილოს აცნობდა კიტა. მანქანის უკანა კარები გააღო და საბას დაუძახა. ანას ეგონა მანქანიდან ისევ კიტა გადმოვიდა ისე გავდა პატარა საბა ძმას. პირველი მათი შეხვედრა გაახსენდა: სერიოზული მაგრამ უბოროტო სახე. უფროსი ძმის სტილში იყო ჩაცმული პატარა აბაშიძეც. -საბა, გაიცანი ეს ანამარიაა, ეს კი ანასტასია,მისი და. -სასიამოვნოა.-გაისმა მკაცრი ხმა. -ჩემთვისაც საბა, ძალიან მინდოდა შენი გაცნობა-ყურებამდე ღიმილით უთხრა ანამ. ბავშვები უკან მოათავსეს, თვითონ კი წინ დასხდნენ და რუსთაველის კინოთეატრისკენ დაიძრნენ. იქ მისულებს, სეანსამდე დრო ჰქონდათ, ამიტომაც იქამდე კაფეში დასხდნენ. -ანუშკი, ძალიან ბევრ ყავას ხო არ სვავ? -დღეში 3-4 ჭიქა არაა ბევრი. -შენ ადამიანს რო არ შეეწინააღმდეგო ისე ხო არ შეგიძლია?! -ღიმილით გააქნია ანამ თავი და ოდნავ მოშორებით მოთამაშე ბავშვებს შეხედა. გულში სითბო ჩაეღვარა, როდესაც დაინახა როგირ ზრუნავდა საბა ტასოზე და დასვრილ ქვედაბოლოს როგორ უწმინდავდა ხელით, თან თავისი შოკოლადიც ახალი მეგობრისთვის დაეთმო. საბავშო ფილმმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. კიტა ღიმილით უყურებდა სამ ერთნაირ ბავშვს, ერთნაირი ინტეტესით რომ უყურებდნენ ფილმს და ბატიბუტს რომ მიირთმევდნენ. სიცილით გამოვიდნენ დარბაზიდან. მერე ანამ აიჩემა ფოტო გადავიღოთ სამახსოვროდო, გადაღებული ფოტო ანამარიამ და საბამ შუაზე გაიყვეს. კინოდან გამოვიდნენ და მანქანისკენ წავიდნენ, ტასო კიტას მხრებზე იყო მოკალათებული, ხოლო საბა ხელჩაკიდებული მოჰყვებოდა ანას. -ანანასი-გაისმა მათ ზურგსუკან ხმა, რომელიც ერთ დროს ყველაზე ახლობელი იყო ანასთვის და რომელიც ერთი წელი არ ჰქონდა გაგონილი. თავი მოატრიალა და მიხვდა, რომ არ შემცდარა ეს მართლაც გუგა ჩხიკვაძე იყო, ანამარიას ყოფილი შეყვარებული, რომელსაც მილანში წასვლამდე დაშორდა. "გრძნობები გაქრა"-იყო მიზეზი, მაგრამ დღეს როდესაც კიტასთან ერთადაა ხვდება გრძნობები არც არსებობდა, ეს უბრალოდ გატაცება იყო, რომელიც სულ მალე გაქრა. გუგა მაღალი ძალიან გამხდარი ბიჭი იყო. მწვანე თვალები, ალბათ ეს ის იყო, რითაც ანამარია მოიხიბლა პირველად. რაც შეეხება ანანასს, რატომღაც ეს სახელი შეარქვა გუგამ, ყველა ასე ეძახდა, მაგრამ გუგასთან ერთად მოკვდა ეს სახელიც. -გუგა...-ღიმილით წავიდა ბიჭისკენ და ისე მიესალმა თითქოს უბრალოდ ძველი ნაცნობი ყოფილიყოს. -როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? -ორი თვის წინ.. შენ, როგორ ხარ? -რავი ისევ ისე, ბარი და ამბები-გუგას ბარი ჰქონდა სადაც მთელი ექვსი თვის თითქმის ყოველი საღამო იქ გაატარა. კიტა მიუახლოვდა ძველ ნაცნობებს ისე რომ ტასო მხრებიდან არ ჩამოუსვამს. სახეზე არანაირი დაძაბულობა არ ეტყობოდა, არც ძარღვები ჰქონდა დაჭიმული. -გუგა, გაიცანი ეს კიტაა...-აქ გაჩერდა, არ იცოდა რა სტატუსით წარედგინა აბაშიძე, მათ ჯერ სახელი არაფრისთვის დაურქმევიათ. -მისი შეყვარებული-დაეხმარა ბიჭი. ამის გაგონებაზე ანა ისე გაიჯგიმა წელში კინაღამ გადატყდა, თან დებილივით იღიმოდა. -ეს კი საბაა, ჩემი მეგობარი.-ღიმილით გააცნო პატარა ბიჭი და ზედ აიკრო. -სასიამოვნოა-ორივეს ხელი ჩამოართვა გუგამ. მერე ტასოს ახედა-ეს რამხელა გაზრდილა-თქვა და ლოყაზე მოეფერა-ტასოც დაიჯღანა მისი მწვალებლის დანახვაზე და კიტას უფრო მაგრად მიეკრო. -გუგა, ჩემი ყოფილი შეყვარებულია.-აუხსნა ჩასხდნენ თუ არა მანქანაში. -ხოდა თუ ყოფილია არ მაინტერესებს, მთავარია ჩვენ აწმყოსთან და მომავალთან არ აქვს შეხება. -არ ელოდა კიტასგან ასეთ რეაქციას და ძალიან გაუკვირდა, კიდევ ერთი პლუსიც დაუწერა შეყვარებულს წარმოსახვით დადებითი თვისებების სიაში. ცოტა გაისეირნეს ქალაქში, გზაში სიმღერებს უსმენდნენ, მღეროდნენ, ფოტოებს იღებდნენ და იცინოდნენ გულით. უცებ საბამ სავარძლებ შორის გამოყო თავი: -შეიძლება მეც ანუშკი დაგიძახო? -კიტამ ეჭვის თვალით გადახედა ძმას დამკაცრად უპასუხა: -არა, ის მხოლოდ ჩემთვისაა ანუშკი. -ანას გულიანად გაეცინა ძმაზე ეჭვიან კიტაზე. -რაც გინდა ის დამიძახე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. -კმაყოფილი საბა ისევ თავისადგილას დაბრუბდა. კიტამ კი შუბლშეკრულმა გადახედა ანუშკის. -დღეს საღამოს რამე გეგმები გაქვს? -იკითხა კიტამ. -სადღაც ერთ საათში ვაპირებ გოგოები ვნახო, გუშინწინ შევპირდი და რავიცი. -ხვალ დილით ფოთში მივდივარ საქმეზე ერთი დღით და საღამოს ჩამოვალ. -ანუ ხვალ ვერ გნახავ? -კიტამ თავი გააქნია. -კარგი მაშინ ახლა გოგოებს ვნახავ და გვიან ისევ შენ.ხვალ კი მამიდაჩემის დაბადების დღეა და იქ წავალ. -მშვენიერი გეგმაა-უთხრა კიტამ ღიმილით და ხელზე მოეფერა თითებით. სადარბაზოსთან გაუჩერა მანქანა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მიდი შენ ადი, მე საბას დავტოვებ და ერთ საათში მოგაკითხავ, მე გაგიყვან სადაც მიდიხარ. -ნუ შეწუხდები კიტა... -რომ დაგირეკავ ჩამოდი. ძალიან ძალიან დიდი თხოვნაა შემიფასოთ კომენტარებში, იმიტომ რონ თქვენ არ იცით რამხა სტიმულია თქვენი თუბდაც ერთ სიტყვიანი კომენტარი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დაბადებისდღის მოლოცვისთვის! გამახარეთ და მიყვარხართ❤️❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.