შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან თბილისში [5]


27-07-2015, 12:52
ავტორი Salome17
ნანახია 2 312

მეორე დილით გაღვიძებულმა ანამარიამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო კიტასთან, ნამდვილად არ უნდოდა ტყუილად ეოცნება მათ ერთად ყოფნაზე და რეალობა სხვან ყოფილიყო, ამიტომაც გადაწყვიტა ჩვეულებისამებრ მოქცეულიყო და დრო უჩვენებდა რა და როგორ. ჯინსის შავ შარვალსა და ზოლიან მაიკაში გამოეწყო. თმა სამაგრით დაიმაგრა და მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც მაშინვე თვალში მოხვდა ვიღაც უცხო ბიჭი, სიცილით რომ უყვებოდა ანას მეგობრებს რაღაცას.
-ანა, გაიცანი ეს ლევანია-დაიწყო ნიკამ-ჩვენი მეგობარი, დღეს ჩამოვიდა.
-სასიმოვნოა..-თან თვალებით კიტას ეძებდა, რომ ვერსად ნახა რაღაც ჩასწყდა და ყავა გაიმზადა თუ არა აივანზე გავიდა, ისევ მოსაწევად. მალევე გაიღო კარი და ლევანი გამოვიდა.
-ეწევი?
-ხო, რა იყო?
-არა, არაფერი, გიხდება კიდეც პირიქით-თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ ყველა ბიჭს კიტასთან ადარებდა, მათ შორის ლევანსაც.კიტა ცდილობს ამ მავნე ჩვევას გადააჩვიოს, უფრო სწორად ერთად გადაეჩვივნონ, ხოლო ლევანმა მოუწონა ეს ჩვევა... ბავშვობიდან რაღაც უაზრო წვრილმანებს აქცევდა ყურადღებას და ყოველთვის ასე იღებდა გადაწყვეტილრბას.
-შეიძლება დავჯდე? -გააგრძელა ისევ ლევანმა, ანამარიამ კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
-ბექას და ნიკას საიდან იცნობ?
-ბექა ჩემი დაქალის შეყვარებულია, შენ საიდან იცნობ?-ზრდილობის მიზნით შეუბრუნა კითხვა.
-თქვენ მეზობლად სახლი გვაქვს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, უფრო სწორად ისინი ჩემო ზაფხულის მეგობრები არიან, სამწუხარის რაჭის გარდა მათ ძალიან იშვიათად ვხედავ. -
შემდეგი ნახევარი საათი ლევანი რაღაც სავარაუდოდ სასაცილო ისტორიებს უყვებოდა, ანა არ უსმენდა, ზრდილობის მიზნით უღიმოდა და კიტაზე ფიქრობდა. უცებ ეზოში მისი მანქანა დაინახა და სხეულში და მუცელში ფეერვერკები იგრძნო. სად მოასწრო არ ვიცი, ან საერთოდ რატომ მოიფიქრა, მაგრამ სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა გადაწყვიტა ბიჭის გრძნობები სააშკარაოზე გამოეტანა და ეეჭვიანებინა მისთვის. დაინახა კიტას ბედნიერებისგან მოელვარე თვალები, შემდეგ მზერა ლევანის ხელზე, რომელიც ანას ხელზე ედო და ათ მეტრში დაინახა მისი დაბერილი ძარღვები. დატვირთული სურსათის პარკებით ისე მიუახლოვდა და შევიდა სახლში მათვის მეტი აღარ შეუხედავს, გზაში ერთი გამარჯობა მიუგდო და ისე შევიდა სახლში. ანამარიამაც ვერ მოითმინა და ათ წუთში ლევანიკო მარტო დატოვა აივანზე. პირველი სართული მოათვალიერა, სასურველი სახე რომ ვერ დაინახა კიბეებს აუყვა და მისი ოთახის კარზე დააკაკუნა. "მობრძანდით" გაისმა კიდევ უფრო დაბოხებული კიტას ხმა. ღიმილით შეიძურწა ოთახში ანამარია და კარებს მიეყრდნო.
-რამე გინდოდა ანამარია?
-ანუშკი აღარ ვარ?! - კიტას მწარედ ჩაეღიმა.
-გინდა რო?!
-ჩემ სურვილზეა შენ რას დამიძახებ?
-ძაან კარგად იცი რო აქ ლაპარაკი არა მხოლოდ სახელზეა..
-აბა რაზე, ვერ ვხვდები...
-ანუშკი, დაფიქრდი!-ანუშკის გაგონებაზე მუცელში ისევ იგივე იგრძნო, მაგრამ უნდოდა ყველაფერი თვითონ ეთქვა კიტას.
-ვერ ვხვდები, კიტა! ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ანერვიულებულს.
-მაისურაძე, ტონი აკონტროლე და მითხარი გუშინდელი ჩვენი საუბარი შენთვის არაფერია და ყველაფერი ისევ ისეა?
-ხო აბა რა უნდა შეცვლილიყო?
-დარწმუნებული ხარ ანა?
-კი კიტა და საერთოდ ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები, გუშინდელ საღამოში განსაკუთრებულ ვერაფერს ვხედავ.
-გასაგებია-კიტას სულ ცოტა აკლდა და აფეთქებოდდა, ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გადიოდა ანამარიამ რო დააწია
-სად მიდიხარ?
-თბილისში, ანუშკი-სიმწრის ღიმილით უპასუხა ბიჭმა.
იცოდა ახლა თუ არ გააჩერებდა სულ დაკარგავდა, მაგრამ თითქოს ადგილს მიეყინა და ნაბიჯი ვერ გადადგა. უფრო სწორად სიამაყემ და შიშმა გააჩერეს. შიშმა იმისა, რომ მისი გრძნობები უპასუხოდ დარჩებოდა, არადა თვითონაც კარგად იცოდა, რომ ეს ასე არ არის. აბა მაშინ თავმოყვარეობის ბრალია? იმ უაზრო თავმოყვარეობის ხშირად რომ ღუპავს ხალხს.

ძალიან დიდი ბოდიში რომ რამდენიმე დღე ვერ ვდებდი, ბათუმში ვიყავი და ინტერნეტს მემგონი საერთოდ არ გავკარებივარ. მაგრამ ესემგონია არც არავინ ელოდა და მუზაც და წერის სურვილკც მიქრება. გთხოვთ თუ ვინმე მაინც კითხულობთ თქვენი აზრი დაწეროთ.

პ.ს. ეს ისტორია მართლა მოხდა, მაგრამ რაღაცები შეცვლილია.



№1  offline წევრი milangirl

მომწონს ეს ისტორია და იმედია გააგრძელებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Momcons imedia malee dadebb daa arr daagvianebb :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent