შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ბედნიერი ვერ იქნება.. (სრულად)


31-07-2015, 23:45
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 851

გაკვირვებული იხედებოდა და კართან დატოვებული ვარდები სულ არ აინტერესებდა. არა როგორ არ აინტერესებდა! ძალიან უყვარდა ვარდები. განსაკუთრებით თეთრი. უბრალოდ აინტერესებდა ვინ დატოვა. ეგონა ალბათ ვინმეს კარი შეეშალაო მაგრამ იმდენად მოიხიბლა მაინც შეიტანა სახლში. ვარდის გამაბრუებელი სურნელით აივსო ფილტვები და ბედნიერს გაეღიმა. ლამაზ ლარნაკში კოხტად ჩააწყო და კიდევ ერთხელ გახედა ულამაზეს ყვავილებს! სწრაფად გადაუღო ფოტო და ნიკას გაუგზავნა.
-ნიკუშ ნახე. კართან დამხვდა-მიწერა და კვლავ გაღიმებულმა გახედა ულამაზეს ვარდებს. მაგრამ ეხლა აღარ ეცალა ამისთვის. უნივერსიტეტში აგვიანდებოდა.
-ჰო მართლაც ლამაზია. ვისგანაა?-მოუვიდა წერილი ფიფიასგან.
-არვიცი ნიკუშ. საღამოს შენ და ნატა გამოდით რა მარტო ვარ-დაუბრუნა პასუხი. სწრაფად შეისხა პირზე წყალი და უკვე გამოფხიზლებულმა აარჩია სასურველი ტანსაცმელი. კისრისტეხვით გავიდა სახლიდან და სწრაფად გაუყვა ქუჩას. მისი ძმა არ იყო სახლში თორემ ფეხით წავიდოდა? იმდენს იწუწუნებდა მაინც ააგდებდა დაუთენია საწყალ ბიჭს ფეხზე და თავს გააყვანინებდა! მითუმეტეს სამსახური დატოვა და მთელი დღეები სახლშია. ზამთარში დავიწყებ მუშაობასო ესე ბრძანა ეხლა დასვენება მინდაო! მაგრამ აჰჰ..მაინც დააგვიანდა ლექციაზე. უხმოდ დაიკავა თავისუფალი ადგილი და მოსმენა დაიწყო. ყველა საქმეს რომ მორჩა უკვე 2 საათი იყო. სწრაფად აიღო ბიბლიოთეკისკენ გეზი და თავისუფალ მაგიდაზე დაჯდა. არ ჰყავდა უნივერსიტეტში მეგობრები. უცნაურ პიროვნებად თვლიდნენ "საქალბატონე" თოდუას. განა რაიყო უცნაური ამ ერთი ციდა გოგოში? უყვარდა შავი ფერი. განსაკუთრებით იმ დროიდან პატარა დაიკო რომ დაეღუპა და ჯავრით დედაც გადაყვა. სახლში 1 ქალი და 2 მამაკაცი დარჩნენ. სულ შავებით დადიოდა. ქერა თმაც კი შავად გადაიღება. საოცრად ამოუცნობი იყო თათა. განა უხეში და ცივი გული ჰქონდა? ყველაფერი თავის ჭკუაზე უნდა ეკეთინა. სულ ის იყო მართალი და სულ სხვა იყო დამნაშავე. ეზიზღებოდა საკუთარი თავი მაგრამ არც არავის დააჩაგვრინებდა და გაუტოლებდა თავს. მაკიაჟი? არიცოდა რახილი იყო. მაგრამ ნურას უკაცრავად! სალონში სულ დადიოდა. თმები სულ მწყობრში ჰქონდა ისე როგორც ფრჩხილები. კითხვა უყვარდა. საშინელებათა ჟანრის კინოებს უყურებდა. 4 ადამიანის გარდა არავის ესაუბრებოდა. გამარჯობასაც კიარ ამბობდა. როგორია 15 წლის ასაკში ჯერ საკუთარ ტყუპისცალს რომ დაკარგავ და 1 თვეში დედას იპოვნიან საფლავზე გარდაცვლილს. 4 ადამიანი: მამა-პაატა. ძმა-გიორგი. მამიდაშვილი-ნიკა და მისი ცოლი ნატა. თუვინმე გამოელაპარაკებოდა თუ ხასიათზე იყო გასცემდა პასუხს თუარადა გვერდს აუვლიდა. მაგრამ თუ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდა მუდამ მის გვერდით იდგა. ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა. არ უყვარს ზედმეტად ცანცარა ხალხი. მოკლედ მგონი ზუსტად აგიღწერეთ თათა თუდია. უი! უკაცრავად! გამომრჩა მისი საამაყო ლურჯი თვალები. ნეტავ იცოდეთ რა ლამაზია! გინდა თუ არ გინდა მაინც მოგინდება რომ უყუროთ! ბევრი ბიჭი ეტრფის შორიდან მაგრამ ახლოს არავის იკარებს. ჰო ეხლაც ბიბლიოთეკაში ზის და გვერდით საოცრად სიმპატიური ყმაწვილი უზის.
-შენ თათა თოდუა არახარ?-ეკითხება შეპარვით. მაგრამ როდესაც თათას სიბრაზისგან აელვებულ თვალებს ხედავს უმალ უნდება გაქრეს იქედან. თათა ხმას არ იღებს! ცუდ ხასიათზეა. 2 დღეა გიორგი არ უნახია და მგონი ხვალ საღამომდე ვერ ნახავს ისევე როგორც პაატას. ბიჭი უხმოდ დგება და მიდის. თათაც წიგნს თავს ანებებს და ბიბლიოთეკიდან გადის! გზაში პატარა გოგონა ეჯახება! უნდა იტიროს მაგრამ ვერ ტირის. უკვე 4 წელია ცრემლი არ გადმოვარდნია თვალიდან. გოგონა რუსკას გავს. მის ტყუპისცალ დას. ქერა კულულა და ლურჯთვალებაა. ისე ტიტინებს რუსულად როგორც თათას ახსოვს მისი საუბარი.
-ბოდიშით გამომექცა-ეუბნება რუსულად ახალგაზრდა გოგონა
-შეიძლება ავიყვანო?-პირველად იღებს ხმას ბოლო 2 დღის მანძილზე.
-კი რათქმაუნდა-თბილად უღიმის გოგონა. ბავშვი ფრთხილად აიყვანა ხელში და უნებურად გაეღიმა. ფრთხილად აკოხა პატარა საყვარლად გამობუშტულ ცხვირზე და ისევ დედას უბრუნებს შვილს. ეხლა გაღიმებული მიიწევს სახლისკენ სადაც ნიკუშა და ნატა ელოდებიან. ღიმილით გადაკოცნა ორივე
-რაიყო თათა ლამისაა პირი გაგეხეს ისე იღიმი-უნიჭოდ იხუმრა ნიკამ
-ნატა შენ ქმარს შენ კარგად ვერ აწყნარებ ღამე მგონი-მიმართა რძალს და მის აწითლებულ ლოყებზე გაეცინა
-ნუ მირცხვენ შენ ცოლს-დაებღვირა თათას მამიდაშვილი.
-ჩემი ვარდები სადაა-გაკვირვებულმა იკითხა და იმ ლარნაკისკენ წავიდა სადაც დილით ვარდები დატოვა.
-აბა ვარდები?-გაკვირვებულმა იკითხა ნატამ
-დილით კართან თეთრი ვარდები დამხვდა და აქ ჩავდე.მერე სახლში არავინ შემოსულა. სად წავიდა?-იყვირა გაბრაზებულმა
-რას ყვირიხარ.ჩვენ რომ მოვედით არ იყო მანდ-მხები უდარდელად აითამაშა ფიფიამ
-ნიკა! მითხარი სად წაიღე ვარდები-დაბღვერილი დაადგა მამიდაშვილს თავზე.
-მე რა ვიცი გოგო. მიდი იქნებ სხვაგან დადე. რაში მჭირდებოდა მე შენი ვარდები?-წყობიდან გამოვიდა ნიკა
-წადით-ბრძანება გასცა თოდუას. არა, არც წყენიათ და არც გაკვირვებიათ. მისგან ეს მოსალოდნელი იყო. ორივე უხმოდ ადგნენ ფეხზე და სახლი დატოვეს. სწრაფად ჩაკეტა კარი და ფარდულიდან ველოსიპედი გამოიყვანა. სწრაფად წავიდა. თითქმის მთელი ქალაქი შემოიარა, ვერ გრძნობდა სიცივეს. მაგრამ სიამოვნებდა გრილი ჰაერი სახეზე. უკვე კარგად დაღამებული იყო სახლში რომ დაბრუნდა. საჭმელი არ უჭამია ისე დაწვა. ესეა, თუ არავინ გაუკონტროლა ჭამის დრო და ვადა შეუძლია ისე გაატაროს მთელი დღე რომ არ ჭამოს. დილით კვლავ კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ზლაზვნით გააღო კარი და გაკვორვებულმა დაძედა კარებთან დადებულ ფურცელს. სწრაფად აიღო ხელში.
-გუშინ კინაღამ გაგიტანე. ფრთხილად იარე! ვიფიქრე ვარდები არ მოეწონათქო და მე წავიღე.-ეწერა წერილში გაბრაზებულმა დაანაკუწა წერილი და ნაგვის ყუთში მოისროლა. როგორ ვერ იტანს ესეთ რაღაცეებს! ვარდების მორთმევა და წერილი. რაუნდა საერთოდ? საერთოდ ადგება დღეს და გააცდენს უნივერსიტეტს. დაჯდება სახლში და ისევ ჭერს უყურებს უაზროდ სანამ არ დაღამდება და ვერაფერსაც ვერ დაინახავს. დივანზე გაწვა და ძილი შეიბრუნა. მთელი დღე ეძინა. საღამოს კარის გაღების ხმამ გამოაფხიზლა. სიცილით შემოვიდნენ მამა-შვილი სახლში. უბრალოდ მიესალმა და ოთახში შეიკეტა. არც მამა-შვილს სწყენიათ. იციან თათას ხასიათი. მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილით კარზე ზარმა მოიყვანა გონს. სწრაფად გააღო კარი და უკვე მეორე წერილი აიღო.
-მთელი დღე სახლში ჩაკეტვით ვერ მომიშორებ! გირჩევნია კვლავ უნივერსიტეტში წახვიდე შემდეგ ბიბლიოთეკაში და შემდეგ რომელიმე წყნარ ადგილზე იმეცადინო როგორც ბოლო 4 წელი იქცეოდი. იმ განსხვავებით რომ ეხლა უნივერსიტეტში დადიხარ! ბოლოსდაბოლოს დიდი გოგო ხარ უკვე თათული! 19 წელი ცოტა გგონია შენ?-წერილი წაიკითხა თუარა თვალები გადაატრიალა. ეს ყველაფერი მთელი 3 თვე გრძელდებოდა. იმ განსხვავებით რომ 2 კვირა ყოველ მეორე დღეს წერდა მესიჯებს. შემდეგ კვირაში ერთხელ და შემსეგ საერთოდ 2 კვირა არ მოუწერია წერილი. ჩვენი თათა კი არც კითხულობდა ისე აგდებდა ურნაში თითოეულ წერილს. უკვე 14 თებერვალი იყო! ხო ხო ზუსტად სიყვარულის დღე იყო და დაცარიელებული აუდიტორიიდან როგორც ყოველთვის ბოლო მიჩანჩალებდა თავდახრილი ტელეფონზე თამაშში გართული. კარებში ვიღაცას რომ შეასკდა. მობეზრებულმა ახედა 1 თავით მაღალ სილუეტს და თვალები გადაატრიალა. არაფერი უთქვამს. დაელოდა როდის გაიწეოდა და კარში გაატარებდა უცნობი
-ვიცოდი ჩუმი რომ იყავი მაგრამ ეგეთი ტო?-გაიცინა და თვალი ააყოლა შავებში გამოწყობილ თათას. მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია. აღიზიანებდა ეს "ტო"ები. კიდევ ერთხელ სცადა კარში გასვლა მაგრამ რომ არ გაატარა ინება ხმის ამოღება
-გამატარე-ხმამაღლა უთხრა.
-უყურეთ, უყურეთ როგორი სასიამოვნო ხმა ჰქონია ჩვენს ჩუმ გოგონას.-ირონიულად ამოილაპარაკა
-რაჯანდაბა გინდა?-აუღელვებლად ჰკითხა და კარის ჩარჩოს ცალი ბეჭით მიეყრდნო.
-გამაბრაზე პატარავ-დაიჩურჩულა და თათასკენ წაიწია მაგრამ თათამ უკან დაიხია. არ უნდოდა მის სიახლოვეს ახლოს ყოფნა!
-მითხარი რაგინდა-უკვე გაბრაზებულმა დაიღრინა და ქურთუკის ჯიბეში ხელებითბილად მოათავსა.
-ალბათ ის მინდოდა ჩემი წერილები ბოლომდე წაგეკითხა-თავი გააქნია უკმაყოფილოდ.
-აა შენ ხარ ის იდიოტი რაღაც წერილებს რომ აგზავნიდა?-ირონიულად თქვა და მანძილი დაზვერა მასსა და კარს შორის.
-ბრავო. ეს ყველაზე დიდი წინადადება იყო რაც ოდესმე გითქვამს-ტაში შემოკრა უცნობმა
-ჰო ალბათ ეგრეც იყო-დაეთანხმა თათა.
-ეჰ თათული. რაიცი რა ეწერა იმ წერილებში-თავი უკმაყოფილოდ გააქნია ბიჭმა.
-აუ მოდი რა გამატარე-თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა სიტუაცია თათამ
-მე შენთან საუბარი მინდა-მკაცრად გაიჟღერა ბიჭის ხმამ
-არვაპირებ შენთან ჭორაობას. ამიტომ აახვიე ჩემი ცხოვრებიდან.-უხეშად უთხრა და სწრაფად დატოვა აუდიტორია. ამ ამბის შემდეგ რამხენი ხანი გავიდა? ორი წელი. ორ წელიწადში კი 50 წერილი. თუმცა არცერთი გაუხსნია. არაა თათა ცნობისმოყვარე ადამიანი. უკვე 21 წლის იყო თათა მაგრამ მაინც ისეთი ბავშვური და იმ ხასიათების. უკვე იმ განსხვავევით რიმ ნიკუშას და ნატას მობეზრდათ მისი ხასიათი და აგერ უკვე 1 წელია არ უნახია. ქუჩაში ეს არ გადის და ტელეფონზე საუბარი არუყვარს. ისევ ის დღე იყო. 14 თებერვალი, სიყვარულის დღე იყო. აუდიტორიაში კვლავ თოდუა შემორჩა ბოლო. ოღონდ იმ განსხვავებით რომ უკვე 3 კურსზე იყო და არა 1. კვლავ ტელეფონზე თამაშობდა და კარებში ნაცნობ სილუეტს დაეჯახა. მაგრამ ეს უკვე ბიჭი აღარ იყო. ჩამოყალიბებული კაცი იყო.
-ამომივიდა ყელში-დაუქუხა მამაკაცის ხმამ
-რა?-ირონიულად იკითხა თოდუამ
-შენი ქცევები თათა-პირველად მიმართა სახელით. ნამდვილი სახელით!
-და მერე რატომ იღლი თავს?
-იქნებ და რას ვწერ წერილებში? ერთხელ იკადრე და გახსენი რა-თვალები გადაატრიალა მობეზრებულმა
-და თქვენ რა ვერ გაიგეთ რომ არ გავხანი თქვენს წერილებს და უკვე ყელში ამომიხვედით-გაბრაზებულნა მიახალა და კვლავ გასვლა ცადა მაგრამ სწრაფად მოხვია ხელი მუცელზე მამაკაცმა. გააცია და გააცხელა, უცნობმა ელექტროდენმა დაუარა სხეულში და წამით გაშეშდა. წარბაწეული მიტრიალდა მამაკაცისკენ
-თავი ვინ გგონია რომ მეხები?-გამწღებულმა მოუქნია მუშტი და ცხვირში მოარტყა.
-სულ გაგიჟდი??-იყვირა გამწარებულმა და ცხვირზე ხელი იტაცა
-სანამ სულ დამილურჯებიხარ დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან და მეორედ თვალით აღარ დამენახოთ არც შენ და არც შენი წერილები-გაბრაზებულმა დაკრა ფეხი კოჭში და ნელი ნაბიჯებით ცადა გასვლა აუდიტორიიდან.
-შენ ზიანი მომაყენე. მე სამაგიერო უნდა გადაგიხადო-სწრაფად მოხვია ხელი წელზე და მისკენ მიაბრუნა. გააზრება ვერ მოასწრო ისე ეძგერა უცნობი მამაკაცი ბაგეებზე. თვალებდაჭყეტილი უყურებდა კაცის დახუჭულ თვალებს და ცდილობდა ტუჩები მაგრად მოკუმა რომ მამაკაცი მოშორებოდა. თან მთელი ტანით ფხარკალებდა მაგრამ ვაი რომ კაცის დიდ ტორებში იყო შებოჭილი და განძრევის საშუალებას არ აძლევდა
-გაჩერდები და ამყვები კოცნაში თუ მივიდეთ მამიკოსთან?-ირონიულად დაისისინა თათას ტუჩებთან და სწრაფად წაავლო კბილები თათას ქცედა ტუჩს რომელიც გაოცებულს გაეხსნა თოდუას.
-მეტკინაა-ამოიყვირა თათამ და კიდევ ერთხელ შეეცადა მამაკაცის მკლავებისგან თავის დაღწევას.
-მე და შენ ვქორწინდებით!-დაიჩურჩულა და წამიერი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე. გაღინებული მოშორდა გოგონას ტუჩებს მაგრამ წელზე ხელი არ შეუშვია.
-რას ქვია მე და შენ ვქორწინდებით? ადამიანო ნორმალური ხარ?-იკივლა თოდუამ და კიდევ ერთხელ აფართხალდა კაცის მკლავებში.
-კარგად რომ წაგეკითხა წერილი მიხვდებოდი-უკანა ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო. სწრაფად გამოგლიჯა ხელისან წერილი გაბრაზებულმა თოდუამ.
-რაიცი ჩემი ძმის შესახებ?-აკანკალებული ხმით თქვა თათამ და მაღალ მამაკაცს ახედა.
-ცუდ ბიზნესშია გარეული-თვალი ჩაუკრა კაცმა
-ამიხსენი-თვალები დაუბრიალა
-ეს საბუთებია იმის დამამტკივებელი რომ შენი ძმა საბუთებს აყალბებს და ეს მძიმე დანაშაულია. მინიმუმ 6 წელს მიცემენ-ირონიულად თქვა და გოგონას ტუჩებს ვნებიანი მზერა სტყორცნა.
-სანაცვლოდ რას ითხოვ?-პირდაპირ ჰკითხა და თვალები დააბრიალა
-იმედია ქორწილში შავ საქორწინო კაბას არ ჩაიცმევ-ღიმილით უთხრა
-და მე რომ ცოლად გამოგყვე და შენ საბუთები მაინც პოლიციაში წაიღო?-მოუყვანა არგუმენტი.
-მე ქორწილის დღესვე გავანადგურებ ყველა დამამტკიცებელ საბუთს რომ ის დამნაშავეა ამაში-უთხრა და ისევ ჯიბეში დაიბრუნა ფურცელი.
-რა გარანტია მაქვს რომ არ მატყუებ?-თვალები გადაატრიალა. ჩვენ დავდებთ შეთანხმებას რომ შენ ცოლად თუ გამომყვები მე ყველანაირ მტკიცებულებლას გავაქრონ შენი ძმის დანაშაულებების შესაღებ.
-ადვოკატთან?-მაინც არ აშორებდა ეჭვიან მზერას თოდუა.
-რათქმაუნდა. თუგინდა ეხლავე წავიდეთ-თავი დაუქნია.
-წავიდეთ-მოკლედ უპასუხა და აუდიტორია დატოვა. იცოდა მამაკაცი უკან რომ მოყვებოდა.
-ავტოსადგომზეა მანქანა-უთხრა და ეხლა კაცი გაუძღვა წინ. Nissan-ის დიდ ჯიპში ჩასხდნენ. ხმა არ ამოუღია ისე შეიკრა ღვედი.
-ლაშა მაღლაკელიძე-სწრაფად თქვა მამაკაცმა და მთავარ გზას გაუყვა. გაკვირვებული მზერა შეავლო თოდუამ კაცს.
-ჩემი სახელი და გვარი-განუმარტა მაღლაკელიძემ და ღიმილით გახედა. არაფერი უპასუხია თოდუას. ლაშამ მანქანა საადვოკატო ფორმასთან გააჩერა. ყველანაირი კონტრაქტი გააფორმეს. საღამოს თათას მამასთან იყვნენ ასული. ცოტა კი გაუკვირდა პაატას მაგრამ მაინც დასთანხმდა ურთიერთობაზე. ბოლოსდაბოლოს ბავშვები ხოარიყვნენ? გოგო 21 და ბიჭი 25 წლის იყო. ქორწილი თათას დაბადების დღეზე იყო. 3 აპრილს. არაფერი აინტერესებდა თათას. კვლავ უნივერსიტეტი-ბიბლიოთეკა-სახლი. თუმცა ლაშა და მისი მეგობრები დიდი ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ. 3ში დილას 6 საათზე გააღვიძა ლაშამ. ადექი სალონში ხარ წასასვლელიო. ნახევრად მძინარმა ჩაიცვა და ისე დაჯდა მომავალი ქმრის მანქანაში.
-მე არ ვაპირებ მუშაობას. შენ უნდა არჩინო საკუთარი ცოლი-უთხრა ირონიულად და უკანა სავარძელზე გაწვა.
-არც გჭირდება მუშაობა-დაიღრინა ლაშამ და მანქანა სალონის წინ გააჩერა.
-არ მინდა სალონში-პატარა ბავშვივით გაჭირვეულდა თათა და თვალები დახუჭა.
-მიდი ადე. არ გინდა ლამაზი პატარძალი იყო?-თბილად კითხა და სახეზე ცერა თითი ჩამოუსვა.
-არა-თავი გააქნია
-ძალით აგიყვანო?-გაბრაზდა მაღლაკელიძე.
-კარგი წადი ეგ წვერი გაიპარსე თორე შეეშინდება ვინმეს.-ენა გამოუყო და სალონში შევიდა.
-დაბადების დღეს გილოცავ-მიაძახა ლაშამ
-ტყუილად. მე მეზიზღება ეს დღე-უთხრა და სალონში უკანმოუხედავად შევიდა. 10 საათზე ძლივს შეძლეს და მორჩნენ მაკიაჟის გაკეთებას. სწრაფად ჩააცვეს თეთრი კაბა და თმა ლამაზად დაუწნეს. გვირილების გვირგვინი გაუკეთეს თავზე და 12ზე უკვე სიძე ჩოხაში გამოწყობილი უცდიდა გარეთ. ჩვეულებრივი ქორწილი იყო. ცეკვებით სადღეგრძელოებით და მეორე დღეს ახლო ნათესავებთან ერთად აღნიშვნით. თუმცა იყო რაღაც. სულაც არ უხაროდა პატარძალს ეს ყველაფერი. ლაშა დედის ერთა იყო. არ მოეწონა ლაშას დედა. მამა კარგი კაცი იყო მაგრამ არ გამოლაპარაკებია. აპრილი კი იყო მაგრამ ზღვაზე წავიდნენ ერთი კვირით. ლაშასი არ იცის მაგრამ ესეთ პერიოდში თათას განსაკუთრებით უყვარს ზღვა. დილით ადრე ადგებოდა და საღამომდე სანაპიროზე ოჯდა. არც ჭამდა. ლაშას სერიოზულად აშინებდა გოგონას მდგომარეობა. ღამე. ქმრის გვერდით საღამურებით რომ დაწვებოდა. ლაშა მოფერებას დაუწყებდა მაგრამ მაშინვე დგებოდა და უხმოდ წვებოდა დივანზე. 2 დღეა ხმა არ ამოუღია. წამოსვლის დღე იყო უკვე ლაშამ რომ თოდუა დაიჭირა.
-5 დღეა არ გიჭამია, 2 დღეა ხმა არ ამოგიღია. ტელეფონიც გამორთული გაქვს. რახდება?-კითხა და სწრაფად ჩაიკრა გულში ფარატინა სხეული. არაფერი უპასუხია ცოლს. სწრაფად მოშორდა და მანქანაში დაჯდა. დაჯდა არა უკანა სავარძელზე გაწვა.
-თათუ..მითხარი რა რახდება?-თბილად ჰკითხა ლაშამ.
-არაფერი. არმშია უბრალოდ-დაიჩურჩულა და ჩამქვრალი თვალებით ახედა ქმრის შავ თვალებს.
-შენს დას უკავშირდება ხო?-სწრაფად მიუხვდა ცოლს.
-არა. გთხოვ რა წავიდეთ აქედან-სწრაფად აარიდა მზერა და თვალები დახუჭა.
-მე შვილები მინდა-წარბები შეკრა ლაშამ.
-ქალების მეტი რაა მერე-მხრები აიჩეჩა თოდუამ
-ცოლი სახლში მყავს და ბო*ებში ვიარო?-წარბი აწია და საჭესთან მოკალათდა.
-მე არ ვაპირებ შენთან დაწოლას თუ ძალიან გაინტერესებს. შეგიძლია იარო ბო*ებში-მხრები უდარდელად აიჩეჩა.
-მრთავთ ნებას?-გაიცინა მაღლაკელიძეს.
-კი-თავი დაუქნია. თვალები დახუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა. 1 თვე, 2 თვე, 3 თვე. დედამთილი ეჭვდებოდა. რძალს ალბათ რამე პრობლემა აქვს და მიტო არ ორსულდებაო. ლაშამ უთხრა ჯერ ადრეაო მაგრამ დედამთილმა ექიმთან უნდა წავიყვანოო..იმ ღამეს პირველად იყო მამაკაცთან ესე ახლოს. ბოლოს იმდენი მოახერხეს რომ თათა ორსულად იყო. უხაროდა ყველას. თათასაც. თითქოს შეუყვარდა საკუთარი ქმარიო. ლაშაც არაერთხელ გამოუტყდა სიყვარულში. საშინელი ორსულობა ჰქონდა. ტოქსიკოზი დღე დაღამ არასვენებდა. ლაშამაც ბედნიერმა აიღო შვებულება და ცოლის გვერდით იყო სულ. ბედნიერებისგან არიცოდა საექნა როდესაც თათას გამობერილ მუცელს ხედავდა. უკვე მეცხრე თვეში იყო და თათა ლაშაზე იყო მიყუდებული. ხელები გამობერილ მუცელზე ეწყოთ ორივეს და ბედნიერებისგან აღარ იცოდნენ რაეთქვათ ერთმანეთისთვის.
-ჩემი პატარა, მა როდის გამოხვალ მანდედან.-. ეჩურჩულებოდა ლაშა მუცელს.
-ლაშა. მთელი დღეა არ განძრეულა- თქვა მოწყენილმა.
-რაო მა? აღარ აწვალებ დედიკოს?-სიცილით კითხა მუცელს ლაშამ.
-მიდი რა იქ ხილის წვენი იყო მომიტანე-სამზარეოსკენ ანიშნა.
-ესე თუ ჭამა დედიკომ გაგვოსუქდება. მერე მამას დედა აღარ მოეწონება-თავი გააქნია ლაშამ და ალმაცერად გახედა გვერდებშეპუტკუნებულ ცოლს.
-ჰოდა თუარ მოგწონდი არც უნდა მოგეყვანე ცოლად-ნაწყენმა დაიჩურჩულა და სხვა მხარეს გაატრიალა თავი.
-მამი დედა გაგვებუტა?-კვლავ დაუწყო მუცელს საუბარი
-არ გცემს ხმას-ენა გამოუყო ქმარს და მუცელზე ხელები შემოიხვია...
-ლაშა მეშინია-უცებ წამოიწყო შეშინებულმა საუბარი.
-რისი პატარა?-თბილად ჰკითხა ცოლს.
-მთელი დღეა არ განძრეულა.-ვრემლმორეულმა თქვა.
-წამოდი ექიმთან მივდივართ-სწრაფად ააყენა თოდუა ფეხზე. წინა სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა და ფრთხილად გაიკეთა ღვედი. სწრაფად წაიყვანა მანქანა ლაშამ და დაავადმყოფოსთან გაჩერდა. რიგს დაელოდნენ და მშვიდად შევიდნენ ექიმთან. სწრაფად აიწია კაბა და უზარმაზარი მუცელი გამოაჩინა.
-არაფერი ჩანს. სწრაფად საოპერაციოში-იყვირა ექიმმა
-რასჭირს?-შეშინებულმა დაუყვირა ექიმს მაღლაკელიძემ.
-წ....ბი აქვს დაღვრილი. ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებს. სასწრაფო ოპერაციაა აქვს ჩასატარებელი-სწრაფად მიაყარა ექიმმა და სწრაფად გააქანა სამშობიაროსკენ გოგონა.
დაურეკა დედას, მამას, თოდუების ოჯახს. ძმაკაცებს. ყველამ თავი შეიყარა საავადმყოფოში. 1 საათი არ იქნებოდა გასული ექიმი რომ საოპერაციოდან გამოვიდა.
-კარგად არიან?-სწრაფად მივარდა მაღლაკელიძე ექიმს. რომელიც თვალს ვერ უსწორებდა მამაკაცს.
-ქალი კარგადაა..-თქვა ექიმმა ჩუმად.
-ბავში? ბავშვი როგორაა??-იყვირა და საყელოში სწვდა ექიმს.
-სამწუხაროდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა-თქვა ექიმმა. სწრაფად მოიშორა ატირებული მაღლაკელიძე და კაბინეტში შევიდა. რა იყო შემდეგ? ბევრი ცრემლი, ბევრი ტკივილი, ტირილი, გათენებული ღამეები, თათას უჭმელობა, მაღლაკელიძის ცდა რომ რამე გამოესწორებინა. ეხლა ესმოდა დედამისის. იყო დაშორება. განქორწინება. ლაშას უზომო ნერვიულობა და თათას ნარკოტიკები. ლაშას უზომო ძებნა და ბოლოს თათას გვამის აღმოჩენა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. გადამეტებული ნარკოტიკები. ლაშას გულის ნამსხვრევებად გცევა. და საბოლოოდ თავის დაღუპვა. აუნდოდა არც და არც სხვა ქალი. იყო მონასტერში წასვლა. და ცხოვრების ბოლომდე იქ ყოფნა. დამსხვრეული გულით და ღმერთთან ახლოს!!



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ყველა შეცდომისთვის ბოდიში. ტელეფონით ვწერდი <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

eremar
me dzalian mommewona, dzalian saintereso iyo, tan sakmaod realuri. mshvenieri namushevaria, dagafiqrebs adamians ...

martlac rom yvela bednieri ver iqneba, cxovrebis kanonia aseti.

მადლობა საყვარელო მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№3  offline წევრი nini :)

კარგიი იყო ცრემლები ცრემლები ყოველთვის მაქვს ასეთ ისტორიებზე ძაან კარგი იყო ძაან მომეწონა

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

nini :)
კარგიი იყო ცრემლები ცრემლები ყოველთვის მაქვს ასეთ ისტორიებზე ძაან კარგი იყო ძაან მომეწონა

მადლობა საყვარელო. <3

 


№5 სტუმარი ბებოო

არ გრცხვენია? რატომ გახადე ეს გმირები უბედურები? თუმცა არავის საქმე არაა ავტორი რას დაწერს მარაა, ბოროტო, გაგებუტე! ბოდიში.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent