გადამარჩინე... (ნაწილი 1)
თბილისში დაბრუნდა. აეროპორტშივე იგრძნო თავისი ქალაქის სურნელი. მონატრებული. ყოველთვის ასე იყო. სხვაგან სუნთქვა უჭირდა. დიდი ხნით წასვლა არ უყვარდა, მაშინვე ნოსტალგია ტანჯავდა. აი, ახლაც ვერ გაძლო და ჩამოვიდა. ტქსიში ჩაჯდა. – საით? – გამოხედა მძღოლმა. – სულერთია, უბრალოდ იარეთ. – მონატრებული ქალაქისთვის უნდოდა თვალი გადაევლო. მძღოლმა ეჭვის თვალით გადმოხედა, ერთი ამოიოხრა და ადგილიდან დაძრა მანქანა. არ შეცვლილიყო მისი ქალაქი. ისევ ისეთი იყო. რაღაც მისეული. ტელეფონის ზარმა გამოარკვია. მამამისი რეკავდა. – არ უნდა დაგერეკა? უკვე რამდენი ხანია ჩახვედი. – პატარა ბავშვივით ტუქსავდა ამხელა კაცს. – მაპაიტეთ, ბატონო თამაზ, მეტს აღარ ვიზამ. – ღიმილით ჩასძახა ტელეფონში. – არაფერი შენ აღარ გეშველება. 29 წლის გახდი კაცი და ისევ ორი წლის ბავშვივით იქცევი. – ჩემი ასაკიც გხსომებიათ. – გაეღიმა. – ეეეჰ, ვის ველაპარაკები, რა აზრი აქვს?! იცოდა, რომ ასეთი ხასიათი ჰქონდა. ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი, საკმაოდ სოლიდური კაპიტალის მფლობელი იყო, უმცროს არეშიძეს საერთოდ არ აინტერესებდა ოჯახური ბიზნესი. სტუდენტობიდან მუშაობდა. ამერიკაში სწავლისას, მის გარშემო ყველა სტუდენტი, საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. თვითონაც გადაწყვიტა. თქვენ წარმოიდგინეთ მტვირთავადაც უმუშავია. სახლში დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ბრუნდებოდა. არ ესმოდა მამამისს მისი. ან როგორ უნდა გაეგო? შეეძლო ის პატარა კაფე მთლიანად ეყიდა შვილისთვის, მაგრამ ვაჩეს ამის გაგონებაც არ სურდა. ასეთი იყო. არ ესმოდა მამას შვილის, მაგრამ ეგუებოდა. ოცი წლის ასკში რომ გამოუცხადა ვაჩემ, ავღანეთში მივდივარ ISAF-ის პროგრამითო, ამას კი ვერაფრით შეეგუა. რა აღარ სცადა, მაგრამ ვერაფრით გადააფიქრებინა. უჭირდა თამაზ არეშიძეს ერთადერთი შვილის, კონფლიქტის ზონაში, თუნდაც სამშვიდობო მისიით გაშვება, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ვერაფერს გააწყობდა. იქიდან შეცვლილი დაბრუნდა. დადინჯებული, დასერიოზულებული. არა, არც მანამდე აკლდა სიდინჯე, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირი იყო. თითქოს უფრო გაზრდილი. ბევრი რამე გადააფასა ცხოვრებაში. ომშიც იყო. აგვისტოს ომი საკუთარი თვალით ნახა. წინა ხაზზე იბრძოდა. მამამისს არ უთხრა ისე წავიდა. არ უნდოდა ენერვიულა, მაგრამ ბატონმა თამაზმა იცოდა, რომ წავიდოდა. არც უფიქრია რამე ეთქვა. რა აზრი ჰქონდა? ასეთი იყო ვაჩე არეშიძე და ვერაფერი შეცვლიდა. ან რატომ უნდა შეეცვალა? გულის სიღრმეში ყოველთვის ეამაყებოდა. ყველაფერზე მეტად უყვარდა შვილი და სწორედ ამიტომ უნდოდა რამით მაინც შეემსუბუქებინა ცხოვრება. დახმარებოდა, მაგრამ ვაჩე არ ეძებდა იოლ გზებს. არ უნდოდა მზამზარეულზე ცხოვრება. აი, ასეთი იყო ვაჩე არეშიძე და ვეღარაფერი შეცვლიდა. ღირდა კი? – ბიჭო, რატომ არ მითხარი დღეს, თუ მოფრინავდი? დაგხვდებოდი. – ზღურბლზე გადაეხვია დათა მონატრებულ მეგობარს. – აი, სწორედ ამიტომ არ გითხარი. – ხომ ვიცი, მოივლიდი მთელ თბილისს. ვაჩეს მხოლოდ ჩაეღიმა. დათა და ვაჩე ავღანეთიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ომშიც ერთად იყვნენ. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. მარტო მათ რომ იცოდნენ ისეთი. – დიდი ხნით აპირებ დარჩენას? – მეგობარს გადახედა დათამ. – ალბათ სამუდამოდ. – გაგიჟდება, თამაზი. – ნელ-ნელა ეგუება. – გაეცინა. – იცის, რომ საბოლოოდ მაინც აქ დავმკვიდრდები. ბევრი ილაპარაკეს. სალაპარაკო ნამდვილად ჰქონდათ. – აქ დარჩი ამაღამ. – შესთავაზა დათამ. – თან ხვალ გავიდეთ შენი სამსახურის ამბავზე. დარჩა. რამდენიმე დღის წინ, ვაჩემ რომ დაურეკა და უთხრა – ჩამოვდივარ და იქნებ რამე სამახური მიშოვოო, დათას მხოლოდ ეს გაახსენდა. მთლად იდეალური სამსახური არ იყო, მაგრამ ვაჩესთან მაინც ახლოს იყო. პირადი მცველი უნდა ყოფილიყო. – იცი, ვინ არის? ვინ უნდა დავიცვა? – რა გითხრა, ერთი ცხვირმოუხოცავი, მამიკოს განებივრებული ღლაპია. ვაჩეს ჩაეცინა. – ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ვიცი სირთულეებს, რომ არ ეპუები. – მხარზე ხელი დაჰკრა დათამ. **** საქართველოში ცნობილი ბიზნესმენი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მის სახელს ყოველთვის პატივისცემით წარმოთქვამდნენ. ცოტა შიშნარევი პატივისცემით. სამთავრობო ეშელონებშიც საკმაო გავლენა ჰქონდა. მოკლედ საქართველოში ბავშვმაც კი იცოდა, ვინ იყო ზურაბ ავალიანი. სწორედ მასთან ჰქონდათ შეხვედრა დათას და ვაჩეს. როგორც წესი, დაცვის წევრებს, მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არჩევდა, მაგრამ ახლა საქმე მის ერთადერთ ქალიშვილს ეხებოდა და ამ საპასუხისმგებლო საქმეს სხვას ვერ მიანდობდა. პირადად გადაწყვიტა შეხვედროდა. შეხვდა, ილაპარაკეს, კმაყოფილი დარჩა ბატონი ავალიანი. ავღანეთში ნამყოფ და ომგამოვლილ ვაჟკაცს ვინ ეტყოდა უარს? ჰოდა გადაწყდა, ხვალიდან ნინე ავალიანის უსაფრთხოების დაცვა ვაჩეს ევალებოდა. **** დილით ადრე წავიდა. საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. ვერ იტანდა არაპუნქტუალურობას. უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბატონმა გიამ, მიიღო. აჩვენა ოთახი სადაც იცხოვრებდა და თავისი მოვალეობები აუხსნა. „ქალბატონი ნინეს“ სახლის გარეთ დაცვა ევალებოდა. სახლს ისედაც იცავდნენ. თუ სადმე გავიდოდა, აუცილებლად თან უნდა გაჰყოლოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მანიკურის გასაკეთებლად ან თმის დასავარცხნადაც კი არ უნდა გაეშვა მარტო. ასევე უნდა შეეთავსებინა მძღოლის ფუნქციაც. პრინციპში, რთული და მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. – ბატონ ზურასთან ავიდეთ. დანარჩენს ის გეტყვის – გია სახლისკენ გაუძღვა. გაიარეს უზარმაზარი ეზო და სახლში შევიდნენ. აუზთან ახალგაზრდების ჯგუფი შეამჩნია. საკმაოდ ხმამაღლა ერთობოდნენ. ზურამ კაბინეტში მიიღო და ხელით ანიშნა სკამზე, დაჯექიო. – ერთ-ერთი მიზეზი, რითაც არჩევანი შენს კანდიდატურაზე შევაჩერეთ, შენი წარსული იყო. კარგად ვიცნობ ომგამოვლილ ჯარისკაცებს. სხვანაირი ფსიქიკა აქვთ, ყველაფერზე წავლენ ოღონდ დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულონ. ტყვიასაც კი არ უშინდებიან. შენგანაც იგივეს მოველი. ტყუილად არ გამიმკაცრებია უსაფრთხოების ზომები ჩემი ქალიშვილისთვის. საფრთხე არსებობს და საკმაოდ რეალურიც. ბოლო დროს ბევრი მტერი შევიძინე და მაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება თავდასხმა მოხდეს, ჩემზე ან ჩემს ქალიშვილზე. ჩემი უსაფრთხოება ყოველთვის კარგად იყო დაცული. აი, ჩემს ქალიშვილს კი შენ გაბარებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ ვცდები. ერთადერთია, ვინც ამ ქვეყნად გამაჩნია. სიტყვა დაასრულა და გიას ნინეს შემოყვანა სთხოვა. ოთახში 17-18 წლის, მართლაც რომ ღლაპი შემოვიდა, სწორი შესატყვისი მოუძებნა დათამ მაშინ. მამიკოს განებივრებული, რომ იყო, ესეც ეტყობოდა. საცურაო კოსტუმზე სიფრიფანა ნაჭერი შემოეხვია. გარუჯული სხეული საკმაოდ გამომწვევად გამოიყურებოდა. ხელში წვენის ჭიქა ეჭირა და სახეზე ეტყობოდა დიდად კმაყოფილი არ იყო, მეგობრებთან გართობას რომ მოწყვიტეს. – ნინე, შვილო, გაიცანი შენი ახალი დაცვა. – შვილს მიუტრიალდა ზურა. ნინე საწრუპს დასწვდა ტუჩებით და ხმაურით მოსვა წვენი. – საკუთარი კევინ კოსტნერი მეყოლება? – არც კი შეუხედავს ვაჩესთვის. – ნინე! – საკმაოდ მკაცრი გაუხდა ხმა ზურას. – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. – დაყენებული ზრდილობიანი სახით მიუბრუნდა ვაჩეს. ვაჩემ თავი ოდნავ დაუკრა. შეამჩნია ამ მოჩვენებითი უდარდელობის უკან, მამის მიმართ შიში იმალებოდა. არც ისეთი თავნება იქნებოდა, როგორიც უნდოდა, რომ გამოჩენილიყო. – ახლა შეიძლება წავიდე? – იკითხა და პასუხს არ დაელოდა ისე გავიდა. ასეთი იყო მათი პირველი შეხვედრა. **** იცოდა ვაჩემ, ბევრ ისეთ რამესთან მოუწევდა შეხება, რაც მისთვის ჩვეულებრივ მიუღებელი, იყო. მაგალითად 17 წლის ლაწირაკის ხუშტურებზე სიარული. რაღაც დოზით აგდებული დამოკიდებულება, მაგრამ უძლებდა. ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ უზომო პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და ზუსტად იცოდა, ბოლომდე მიიყვანდა წამოწყებულ საქმეს. კონტრაქტის ვადის გასვლამდე გაუძლებდა. მერე კი – მერე გადაწყვეტდა. დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდა ნინე. ზურა თითქმის არასდროს იყო სახლში, ძალიან ხშირად მიფრინავდა საზღვარგარეთ და ამხელა სახლში სულ მარტო ტოვებდა შვილს. თუ არ ჩავთვლით დაცვას და მომსახურე პერსონალს. იმ ღამეს საშინელმა ბრახუნმა გამოაღვიძა, ვიღაცა კარების ჩამოღებას ცდილობდა. სასწრაფოდ წამოხტა და კარი წელსზევით შიშველმა გააღო. შავი მაისური ჯერ ისევ ხელში ეჭირა. გადაცმა ვერ მოასწრო. ღია კარში ნინე იდგა. – შენ რა, დაყრუვდი? რამდენი ხანია გიბრახუნებ. ყოჩაღ, მამაჩემო, რა საიმედო ხელში დამტოვე?! – ახლავე... მოხდა რამე? – დაბნეული ბუტბუტებდა ვაჩე. – რაღაც ხმაური მომესმა და ვიფიქრე, წავალ ჩემს დაცვას გავაღვიძებ, იქნებ დამიცვას-მეთქი. – ხმაში ირონია გაურია. – წავალ, გავარკვევ. საიდან მოგესმათ ხმაური? – დაბნეულმა ვაჩემ ოთახის კარი გამოიკეტა. – შენი ჭირიმე, ერთი ეგ მაისური გადაიცვი, თორემ შემეხუთა სული. აი ამას კი ნამდვილად არ ელოდა. ადგილზე გაქვავდა. ამხელა კაცი ამ თითსტოლა გოგომ ააღელვა. გაუაზრებლად გადაიცვა მაისური და დაბნეული წავიდა იმ მხარეს, საითაც ნინემ მიუთითა. მთელი ეზო მოიარა, ყველა კუთხე-კუნჭული გადაჩხრიკა, მაგრამ საჭვო ვერაფერი ნახა. არც დაცვას გაუგონია რამე და არც კამერებს დაუფიქსირებიათ საჭვო მოძრაობა. სახლში შევიდა. ნინე საზარეულოში იყო. – ქალბატონო ნინე, დამშვიდდით, არაფერი საჭვო არ არის. ეზოში არავინ შემოსულა. – ეგ „ქალბატონოც“ კონტრაქტში გიწერია? ვაჩე ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა. – ეგრე რომ მომართავ, თავი მოხუცი მგონია. – დაუკონკრეტა. – ასე უფრო მიადვილდება. – აბა, მე მკითხე? – ჩაიბურტყუნა თავისთვის ნინემ. – ყავას დალევ? – არა, გმადლობ, თუ აღარ გჭირდებით წავალ დავიძინებ. ერთხანს ჩუმად უყურა გოგომ. – ცისფერი ხარ? – თვალებში ჩააშტერდა. – ღამით გოგომ ოთახიდან გამოგიყვანა, ყავა შემოგთავაზა, შენს წინ პენუარით დგას და ერთადერთი რასაც აკეთებ დასაძინებლად მიდიხარ. რა ვიფიქრო აბა? ვაჩემ იგრძნო, როგორ დაუარა სიბრაზემ მთელ სხეულში. ხელები სიმწრით მომუშტა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. მოთმინება აღარ ეყო. – მომისმინე, ლაწირაკო, – ორივე ხელი მკლავებში ჩაავლო. – კიდევ ერთხელ გაბედავ, ასეთი ტონით დამელაპარაკები და ყველაფერს გეფიცები, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ჩემი ხელით მოგკლავ. – სახე ძალიან ახლოს მიუტანა ნინეს და ალკოჰოლის სუნმა ცხვირი აუწვა. მიხვდა ნასვამი იყო. ხელები შეუშვა და გავიდა. კიდე დიდხანს ვერ მოდიოდა აზრზე. ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. სუნთქვა უჭირდა. რა მალე შეძლო შენი მდგომარეობიდან გამოყვანა ამ ღლაპმა?! – საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, თავის გაკონტროლება რომ ვერ შეძლო. *** დილით ოთახში მიაკითხა ნინემ. კარი გააღო. არ ელოდა. დაიძაბა. – გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო – მზის სათვალე მოიხსნა. – ზედმეტი მომივიდა. გაოცდა. არ ელოდა ბოდიშს. ყველაფერს ელოდა ბოდიშის გარდა. არაფერი უპასუხა. არადა ნინე ელოდა. მიხვდა, რომ ელოდა, მაგრამ მაინც არაფერი უთხრა. – კარგი, – ისევ ნინემ დაიწყო, – გასვლა მინდა. – მანქანას გამოვიყვან. – პირველად ამოიღო ხმა ვაჩემ. ნინე წავიდა. სულ სხვანაირი იყო დღეს. ვაჩემ მანქანა გამოიყვანა – საით? – ხელები საჭეზე დააწყო და ნინესკენ შეტრიალდა. – სადმე, სადაც სიმშვიდეა. მანქანა დაძრა. იცოდა სადაც უნდა წაეყვანა. ამიტომ უყვარდა თბილისი. ყველანაირ განწყობას უხდებოდა. მანქანა გააჩერა. ნინე გადავიდა. ვაჩე დარჩა. ხვდებოდა, ნინეს ახლა ყველაზე მეტად, მარტო დარჩენა ჭირდებოდა. რაღაცნაირად ესმოდა მისი. სარკიდან ხედავდა, ხევის პირას იდგა და სივრცეს გადაჰყურებდა, სახე ნიავისთვის მიეშვირა და თვალები დაეხუჭა. რაღაცას გრძნობდა ამ დროს ვაჩე. რაღაც უცნაურს. მანამდე, რომ არასდროს უგრძვნია ისეთს. ხვდებოდა, რომ სულაც არ იყო ნინე განებივრებული გოგო. შეიძლება მატერიალურად კი, მაგრამ არა ცხოვებისგან. საოცარი სურვილი ჰქონდა, მისულიყო, მოხვეოდა, რამით დახმარებოდა. ის ეგრძნობინებინა, რასაც ახლა თვითონ გრძნობდა. რაღაც უცნაური და სასიამოვნო. სულ სხვანაირი იყო ნინე დღეს. სევდიანი, მგრძნობიარე, რაღაც მისეული. კარგა ხანი იდგა ასე. მერე მობრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. – მადლობა. – სევდიანი ჰქონდა თვალები. გული მოეწურა ვაჩეს. რაღაც ზედმეტს იტევდა ეს გოგო. არ ეცოდებოდა, უბრალოდ ძალიან იზიდავადა. მანქანა დაძრა. ნინე ისევ იგივე მდგომარეობაში იყო. საზურგეზე გადაწოლილს თვალები დაეხუჭა. ალბათ არ უნდოდა ის შეგრძნება დაეკარგა, რამაც ცოტა ხნის წინ ასე დაამშვიდა. მოვიდნენ. სახლში ისე შევიდა, არც კი მობრუნებულა. რომ მობრუნებულიყო, დაინახავდა – ვაჩე უყურებდა. **** საღამომდე არ გამოჩენილა. თითქოს ელოდა. თვითონაც ვერ გრძნობდა ისე. უკვე დაძინებას აპირებდა, რომ დაურეკეს, ნინე მიდისო. ადგა და მაქანა გამოიყვანა. რატომღაც ეგონა, თვითონ ეტყოდა გასვლა თუ დასჭირდებოდა. მათ სამყაროში სხვები ეზედმეტებოდა. რთულია ეს გაიგოთ. არც თვითონ ესმოდა ბოლომდე. ნინეც გამოვიდა. უნაკლოდ გამოიყურებოდა. ზედმეტადაც კი მოეჩვენა ვაჩეს. მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. გაუკვირდა ვაჩეს მისი ეს საქციელი, თითქოს გულიც დაწყდა. მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა. მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა. ნინე შევიდა. ვაჩეც შეჰყვა. ასეც უნდა ყოფილიყო, მისი დაცვა ევალებოდა და თვალი არ უნდა მოეშორებინა. საკმაოდ მხიარული სიტუაცია დახვდათ ბარში. ვაჩე მოშორებით დაჯდა, მაგრამ ისე, რომ თვალთახედვის არედან არ გამოპარვოდა ნინეს არც ერთი მოძრაობა. დილანდელი ნინე სადღაც გამქრალიყო, ისევ ისეთი იყო, როგორიც პირველ დღეს – თავხედი, აქტიური, ხელში ვისკით. ზუსტად ისეთი, როგორიც აქ მყოფი, დანარჩენი ახალგაზრდები. – ნინე, ის შენი დაცვაა? – ვაჩესკენ მიაბრუნა ლიზამ. ნინემ თავი დაუქნია. – აუუუ, ძაან სიმატიურია, პროსტა, ტეხავს დაცვა როა. ნინემ არაფერი უპასუხა. – აუ, კუნთები ნახეეე?! – გამაღიზიანებლად გაწელა ლიზამ. - პირად მწვრთნელს უფრო გავს. გახდილი რა სექსუალური იქნება?! – კი, სექსუალურია, მინახავს. – ვაჩესკენ არც კი გამოუხედავს ისე უპასუხა ნინემ. – კაიიი?! – გაოცებისგან პირი დააღო ლიზამ. – მოიცა, შენ რა... – არა, სულელო, წელსზევით შიშველი ვიგულისხმე. ვაჩეს გული ერეოდა ასეთ განუვითარებელ ხალხზე. არ უნდოდა ასეთი ნინე დაეჯერებინა. ბარში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. ვაჩეს ახსოვდა ეს ბიჭი. ნინესთან მოდიოდა ხოლმე ხშირად. ბატონი ზურა და მამამისი მეგობრობდნენ. ლადო ერქვა. ტიპიური სნობი იყო. პირდაპირ ნინესკენ გაემართა. – არ უნდა გეთქვა დღეს სახლიდან თუ გამოდიოდი? – გადაკოცნა. – რატომ, დამიშლიდი? – ხელები გადაიჯვარედინა ნინემ. – რა მწარე ხარ, ტო. როდის იყო შენთვის რამე დამიშლია? მეც წამოვიდოდი რა, უფრო ადრე. – ახლა ხომ აქ ხარ. – წამო ვიცეკვოთ. – ყურადღება არ მიაქცია დამცინავ ტონს ლადომ. გაჰყვა ნინე საცეკვაოდ. ვაჩე დაიძაბა, მის წელზე შემოხვეული სხვისი ხელები რომ დაინახა, მაგრამ თავი შეიკავა. ასე იცოდა, შესაშური ნებისყოფა ჰქონდა, ვერავინ ამჩნევდა რას გრძნობდა. არასდროს გამოხატავდა. ვაჩეს ლიზა მიუახლოვდა. – ცეკვავ? – წინ ჩამოუდგა. – არა, ვზივარ. – თვალი არ მოუშორებია ნინესთვის ისე უპასუხა. – ცოტა ხანი მაინც მოაშორე თვალი იმ ქალბატონს და შემომხედე – ისეთი ტონით უთხრა, თითქოს დიდი პატივი დასდო საერთოდ, რომ ელაპარაკებოდა. – არ შემიძლია, ვმუშაობ. დაცვა ვარ, ხომ არ დაგავიწყდა? – ხმაში ირონია გაურია. ნინე აღარ ცეკვავდა. გაშეშებული იდგა მოცეკვავე წყვილებში და ლიზას და ვაჩეს თვალს არ აშორებდა. ლადო ამაოდ ცდილობდა ცეკვაში აეყოლიებინა. ბოლოს შეტრიალდა და წავიდა. ვაჩეც გაჰყვა. კედელზე ზურგით იყო მიყრდნობილი, ცალი ფეხი კედელზე მიედო და ახალმოკიდებული სიგარეტი ეჭირა ხელში. მანამდე არასდროს ენახა ვაჩეს მის ხელში სიგარეტი. წინ დაუდგა, თითებიდან გამოაცალა და გადააგდო. – ჩემი ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნებაც შენს მოვალეობაში შედის? – გვერდზე გაიხედა ნინემ. – არ გიხდება. თვალი აარიდა. საშინლად გრძნობდა თავს. თვითონაც ვერ გაეგო რა სჭირდა. – წავიდეთ რა. – თხოვნის ტონი გაურია ხმაში. ვაჩე მანქანისკენ წავიდა. ნინეც გაჰყვა. სახლამდე არცერთს ამოუღია ხმა. ნინეს საზურგეზე მიედო თავი და თვალები დაეხუჭა. – ნინე, მოვედით. – ვერც კი მიხვდა, როდის მოაშორა მის სახელს „ქალბატონო“. ნინემ თავლები გაახილა. ისე გადავიდა, უკან არ მოუხედავს. სადღაც გულის სიღრმეში ეწყინა ვაჩეს. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ. არანაირი უფლება არ ჰქონდა, მაგრამ სწყინდა. მანქანა ფარეხში დააყენა და თავისი ოთახისკენ გაემართა. კარებთან ნინე დახვდა. – გეხვეწები, შენთან შემოვალ რა. არ მინდა იმ ცარიელ სახლში მარტო. ვაჩემ კარები გააღო და შეატარა. უხმოდ ჩამოჯდა საწოლზე და ფეხები აიკეცა. ვაჩემ სკამი გამოსწია და მის წინ დაჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და ქვევიდან ახედა. ერთხანს ჩუმად იყვნენ. ვაჩე ნინეს უყურებდა, ნინე სივრცეს. – რატომ გადაწყვიტე პირადი მცველი ყოფილიყავი? – სიჩუმე ნინემ დაარღვია. – როგორც ვიცი, მატერიალური დაინტერესება არ ყოფილა. შენი პირადი საქმე ვნახე მამაჩემის საქაღალდეებში. ვაჩეს ჩაეცინა. – შეგეშინდა მანიაკი არ ვყოფილიყავი? – არა, მაინტერესებდა ოჯახი თუ გყავდა. – თვალი გაუსწორა ნინემ. გააოცა ასეთმა პირდაპირობამ. – მერე რაო, რა გაარკვიე? – რა და დაოჯახებული არ ხარ. გყავს მამა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და შეუძლია მთელი თბილისის უსაფრთხოების სამსახური გიყიდოს, შენ კიდევ მაინც უბრალო პირად მცველად მუშაობ. – ვიღაცამ ხომ უნდა დაგიცვას?! –ბანალური პასუხია. ცოტა მეტ გულწრფელობას ველოდი. – კარგი, უფრო გულწრფელად. – დასერიოზულდა. – მამაჩემის შემოსავალი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვაკეთო, ის რაც სწორად მიმაჩნია. არ არის ჩემი საქმე უსაშველოდ გრძელ კაბინეტში ჯდომა და არაფრის კეთება. ნინემ თვალები დახუჭა და ლოგინზე გადაწვა. თვალიდან უკითხავად წამოსულმა ცრემლმა გზა საფეთქელისკენ გაიკვალა და ბალიშს დაეცა. გული მოეწურა ვაჩეს. – ნინე, საკუთარი თავი უნდა იპოვო. ვიცი ძალიან მძიმეა, სკუთარ დანიშნულებას რომ ვერ ხდები, მაგრამ უნდა ეცადო. მანამდე არ დანებდე, სანამ არ მიხვდები. – ძნელი კი არა აუტანელია. 17 წლის ასაკში თავი 97-ის მგონია. ასე მგონია იმაზე ბევრად მეტი ვიცხოვრე, ვიდრე საჭირო იყო. **** ვაჩე ყოველთვის გარკვეული იყო საკუთარ თავში. იცოდა რა უნდოდა და აკეთებდა კიდეც. ყოველ ნაბიჯს გააზრებულად დგამდა. არასდროს ორჭოფობდა. დარწმუნებული იყო და იმიტომ. ახლა კი... ხელში აყვანილი, სახლისკენ მიჰყავდა, მის ოთახში ჩაძინებული ნინე და ვერ გაეგო რას გრძნობდა. არაფრით არ უნდოდა, მის მკერდზე მიყრდნობილი პატარა თავი დაეთმო. რატომ მიჰყავდა ამას ვერ ხვდებოდა. არასდროს აკეთებდა ისეთ რამეს, რაც არ უნდოდა. ახლა კი, გრძნობდა თავდაყირა დგებოდა მისი ცხოვრება. ეს პატარა გოგო აყენებდა თავდაყირა, თუმცა ესეც მოსწონდა. მაინც კმაყოფილი იყო. ზუსტად იცოდა, მისი ამ მდგომარეობის შესახებ ვერავინ გაიგებდა. მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა ეს ყველაფერი, თან ნინეც არ ემეტებოდა ამისთვის. რთული იყო ვაჩეს სიყვარული. მითუმეტეს 17 წლის ნინესთვის. მასზე 12 წლით იყო უფროსი. მთელი 12 წლით. თვითონ გაუძლებდა, ნინეს ვერ გაიმეტებდა. ვერც კი მიხვდა ამ გრძნობას, როდის უწოდა სიყვარული. ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარია უწოდა. ხვდებოდა ვაჩე, როგორ უჭირდა ნინეს ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა. 17 წლის ასაკში ეს ნორმალურია. თვითონაც ჰქონდა თავის დროზე ძიების პროცესი. ძალიან დიდი ხანი ეძებდა. კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა თამაზი, მაგრამ იპოვა. სწორედ ისეთი იპოვა, როგორიც ახლაა. რთული იყო, მაგრამ ამის წყალობით საბოლოოდ ჩამოყალიბდა პიროვნებად. ვაჩე ყოველთვის ძლიერი იყო და შეძლო. ნინე? ნინე ეცოდებოდა. ხვდებოდა, როგორ გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მარტოს უნდა გადაეტანა. აი, ამიტომ არ უნდა სცოდნოდა ნინეს. ვაჩესთვის ასე მნიშვნელოვანი, ნინეს არ უნდა ეგრძნო. ვაჩე შეძლებდა. ძლიერი იყო. მთავარი ახლა ნინე იყო. თავის საწოლში ჩააწვინა. მშვიდად ეძინა ნინეს. ერთხანს ასე უყურა. მერე დაიხარა და ძალიან ნაზად აკოცა საფეთქელზე. რა იგრძნო? კინაღამ გული გაუჩერდა. იმაზე მეტად მოქმედებდა მასზე ეს გოგო, ვიდრე წარმოიდგენდა. დილით ნინემ საკუთარ ლოგინში გაიღვიძა. წარმოუდგენლად დასწყდა გული. ესე იგი მოეჩვენა. ესე იგი ვერ გაუგო ვაჩემ. აბა, რატომ დატოვა მარტო, მაშინ როცა ასე სჭირდებოდა? ეს მარტოობა აშინებდა. ყველაზე მეტად აშინებდა. ესე იგი მოეჩვენა. არც ვაჩეს ესმოდა მისი. თვალებიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა და ადგა. **** დღეს ბატონი ზურა ბრუნდებოდა მივლინებიდან. სახლში გამოცოცხლება იგრძნობოდა. ყოველთვის ასე იყო, ბატონი ზურას მობრძანება აჟიოტაჟს იწვევდა. ყველაფერი იდეალურად უნდა დახვედროდა. ნინე აუზთან იყო და მზეს ეფიცხებოდა. ვაჩე მიესალმა. ნინემ სათვალე მოიხსნა, ერთი გადმოხედა და ისევ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა. ნაწყენი იყო. ვაჩეს გაეღიმა. ბავშვი იყო ნინე. კაბინეტში ელოდა ზურა. – მოდი, ვაჩე. – ოთახში შესულს ხელი ჩამოართვა. – როგორც ვხედავ სიმშვიდეა. რამე ისეთი ხომ არ მომხდარა, რაც უნდა ვიცოდე? – არა, ბატონო ზურა, არაფერი. – კარგი, ნინეს დასასვენებლად უნდა წასვლა, მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა შენც უნდა წაყვე. სახლიდან შორს უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება. ხომ გესმის ჩემი? – ვაჩეს გადახედა – მარტო შეძლებ, თუ გამოგაყოლო ვინმე? – არ არის საჭირო, შევძლებ. – მშვენიერია, ალბათ ერთ კვირაში წავლენ. გაძლებას გისურვებ. ცოტა მიჭირს ახლანდელი თაობის გაგება. რაღაც სხვანაირები არიან. – ხელი ჩაიქნია ზურამ. ვაჩე ეზოში გამოვიდა. ნინესთან ახლა ლადო იდგა. – შენ რა ტიპი ხარ ტო, რატომ არ მითხარი გუშინ წამოსვლას თუ აპირებდი? – ზევიდან დაჰყურებდა. – გამოცილება გინდოდა? – მდგომარეობა არ შეუცვლია , ისე ახედა. – ეგ რა შუაშია? არ უნდა მცოდნოდა როდის წამოხვედი? – ეს ბიჭი ვერასოდეს ხვდებოდა ნინეს სარკაზმს. ართობდა კიდეც ვაჩეს, ლადოს ასეთი უტვინობა. **** მანქანის კარებზე მიყრდნობილი იდგა ვაჩე და მოთმინებით ელოდა, როდის ჩაბარგდებოდნენ. როგორც იქნა დაადგათ საშველი. დაიძრა მხიარული პროცესია. ნინე, ლიზა და თაკო ვაჩესთან ჩასხდნენ. ლადო, გიგა, თემო და ლიკა ლადოს მანქანაში. ლიკა თემოს ეპრანჭებოდა და ბიჭების მანქანაში ჩაეკვეხა. – უკანა სავარძელზე ზასაობას არ ვართ. – გაიკრიჭა ლადო და ლიკას და თემოს გადახედა. თემომ თავში წაუთაქა. – მე დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვის ვეზასაო, თაკოს? – წამოიყვირა ლიზამ. – ვაჩე გადმოხვალ უკან? – სარკეში უტიფრად გაუსწორა მზერა. ვაჩემ ამოიოხრა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ვაჩეს. ხანდახან თუ გადახედავდა ნინეს. ნინე არ უყურებდა. არც მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ზღვაზე იყვნენ, ნინე თითქმის არ აქცევდა ყურადღებას. თვითონ რას გრძნობდა? ჭკუიდან გადადიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, როგორც ყოველთვის. ტიპიური საკურორტო სეზონი. ჩვეულებრივი თინეიჯერების გართობა. ზღვა, საღამოს ბარი და ზომაზე ნეტი ალკოჰოლი. ერთადერთი ამას ვერ ეგუებოდა ვაჩე. წყობიდან გამოდიოდა ნინეს ხელში, წვენის გარდა, სხვა სასმელს რომ ხედავდა. ხვდებოდა ნინე და სპეციალურად იქცეოდა ასე. რაღაც ემოციას მაინც გრძნობდა ვაჩესგან. აბა, ისე ჭკუიდან გადაჰყავდა ვაჩეს გულგრილობას. თანდათან მობეზრდათ ზღვა. რამე ექსტრემალურს ეძებდნენ. იპოვა კიდეც ნინემ. სანაპირო ზოლისგან საკმაოდ მოშორებით, ყველაზე მაღალი კლდის თავზე აიყვანა ბავშვები. – ვაიმეე, რა სილამაზეა. – აღტაცება ვერ დამალა ლიკამ. – რამსიმაღლეა, ტო. –კიდესთნ ფრთხილად მივიდა ლადო. ვაჩე მანქანასთან იდგა დაძაბული. ხვდებოდა, ნინე ზედმეტად იყო აღელვებული. რაღაც ისე ვერ იყო. – აბა, ჰა, რა გავაკეთოთ? – ნინეს მიუბრუნდა გიგა. – აქედან უნდა გადავხტეთ! – აუღელვებლად გაიშვირა ხელი სივრცისკენ. ყველა გაჩუმდა, ამას ნამდვილად არავინ ელოდა. გაოგნებულები უყურებდნენ ნინეს. – ნინე... – გაუბედავად ჩაიჩურჩულა ლიზამ. – შეგეშინდათ? სიმაღლემ შეგაშინათ? – კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა ნინე. – თემო, შენ გადახტები? აი, ლიკა რომ იხრჩობოდეს დაბლა, გადახტებოდი? მიპასუხე! შიში უფრო ძლიერია თუ სიყვარული? – არ წყვეტდა ნინე. – შენ, ლადო? ძალიან რომ გთხოვო? იმ უფსკრულის დაბლა რომ ვიდგე და გელოდებოდე, გადმოხტებოდი? შეძლებდი ჩემი გულისთვის? – თვალი მოავლო გაოგნებულ ბავშვებს. – სულ ეგა ხართ, ხალხნო? რამდენიმე მეტრმა შეგაშინათ? ის რაც შემდეგ მოხდა, ძლივს გაიაზრეს. აქამდე მდუმარედ მდგარი ვაჩე, ადგილიდან მოწყდა, ნინესკენ გაექანა, ხელი წელზე მოჰხვია და მასთან ერთად გადაეშვა 30 მეტრის სიმაღლიდან. არავინ ელოდა. ბავშვები გაოგნებული მიაწყდნენ კიდეს და დაინახეს, როგორ ჩაიმალნენ ტალღებში ნინე და ვაჩე. ტალღები კლდეს ეხეთქებოდა და კიდევ უფრო აძნელებდა ცურვას. ვაჩე ხელს არ უშვებდა ნინეს, ეშინოდა ტალღებს არ წაერთმიათ მისი თავი. იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდა. მაინც შეძლო, გაუჭირდა, მაგრამ შეძლო. ასე რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული, არც გადახტებოდა. მითუმეტეს ნინეს არ გაიყოლებდა. ძალაგამოცლილი ამოვიდა ნაპირზე და ნინე ფრთხილად გადააწვინა ქვებზე. თვითონაც ზურგზე გადაწვა და ცდილობდა ამოესუნთქა. ცოტა რომ დამშვიდდა, ნინეს გადახედა. ტიროდა. კინაღამ გული გაუჩერდა. პირველად ხედავდა ატირებულ ნინეს. მოეხვია, გულზე მიიკრა. – შეგაშინე? – თავზე აკოცა ნაზად. ნინემ უფრო უმატა ტირილს. – მაპატიე, არ მინდოდა ასეთ დღეში ჩამეგდე. – საფეთქელზე ტუჩებს არ აშორებდა ისე ეჩურჩულებოდა. საბოლოდ, როცა სულის მოთქმა შეძლო, ხელში აიყვანა, ჯერ კიდევ აცრემლებული ნინე და ისე ამოიყვანა მანქანამდე. ბავშვები გაოგნებულები უყურებდნენ. ვერც ერთი იღებდა ხმას. წინა სავარძელზე დასვა და თვითონ საჭეს მიუჯდა. არავის დალოდებია ისე დაძრა მანქანა. ამ ყველაფრით დაზაფრული ბავშვები ძლივს ჩაეტიენ ლადოს მანქანაში და უკან გაჰყვნენ. ხელში აყვანილი მიიყვანა თავის ნომრამდე და ფრთხილად ჩააწვინა ლოგინში. წამოდგომას აპირებდა, ნინემ ხელი რომ დაუჭირა და ადგომის საშუალება არ მისცა. მეორე მხარეს გადასაფარებელზე ზევიდან დაწვა, ისე რომ ნინეს თვალებისთვის არ მოუშორებია მზერა. საკუთარი თავი სძულდა, ნინეს ცრემლებს ვერ პატიობდა თავს. უნდოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ დილამდე მაინც არ დარჩა. იცოდა რასაც ნიშნავდა ეს ნინესთვის და იმიტომ. გამთენიისას მისი ნომრის კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. გაოგნდა ვაჩე გაღებულ კარებში, ლიზა რომ დაინახა. – მაინტერესებს, ნინე როგორ არის? – პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა ოთახში. – სძინავს. – დაღლილი ხმა ჰქონდა ვაჩეს. – შენით აღფრთოვანებული ვარ. აუ, დედას გეფიცები, ყოჩაღ! როგორ გაბედე გადახტომა?! – თუ მეტი არაფერი გინდა, გთხოვ, უნდა დავიძინო. ძალიან დაღლილი ვარ. – კარები გაუღო ვაჩემ. სხვა რა გზა ჰქონდა, კარისკენ წავიდა ლიზა. თავმოყვარეობა ცოტა შეელახა, მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული იყო ვაჩეთი, რომ არ შეიმჩნია. – მეც დიდი სიამოვნებით გადავხტებოდი შენთან ერთად. – სახე ძალიან ახლოს მიუტანა და ტუჩებზე დაეძგერა გასვლისას. ვაჩე გაოგნდა. იმდენად მოულოდნელი იყო, ვერაფერი მოახერხა – ტუჩებიც რა გემრიელი გქონია?! – ბაგეებზე გადაუსვა ხელი გახევებულ ვაჩეს და ტუჩსაცხის კვალი მოსწმინდა. კმაყოფილი გავიდა დერეფანში. ამ თავხედი გოგოს საქციელით გაოცებული ვაჩე, კარების მიხურვას აპირებდა, ნინეს თვალებს რომ გადააწყდა. თავისი ოთახის ღია კარებთან იდგა და სახეზე ფერი აღარ ედო. მთელი სხეულით კანკალებდა. მიხვდა, რასაც გრძნობდა ნინე, მაგრამ არაფერი უთხრა. **** ოთახში გააფთრებით სცემდა ბოლთას ნინე და ლამის ჭკუიდან გადასულიყო. უკვე მეორედ, მეორედ დატოვა მარტო. თან ვისი გულისთვის? ორივეს სიამოვნებით წააწყვეტდა კისერს. არასდროს იყო მის გვერდით, არადა როგორ სჭრდებოდა. ცრემლები ახრჩობდა. მძიმე 17 წელი გადაიტანა. ახლა პირველად იგრძნო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იპოვა, რაღაც ძალიან ძვირფასი და ისიც ასეთი ტკივილიანი. დედა მის მშობიარობას გადაყვა. რა თქმა უნდა სანამ პატარა იყო, ვერ აცნობიერებდა ეს რას ნიშნავდა, თუმცა მაინც ყოველთვის იცოდა, დედა რომ არ ჰყავდა მისი ბრალი იყო. არავინ მორიდებია. პატარა ბავშვისთვის არავის შეურბილებია სიმართლე. ყოველთვის ასე იყო, ყველანაირ პრობლემას პირისპირ ეჩეხებოდა. თითქოს იდეალური ცხოვრება ჰქონდა. ყველა მას შენატროდა. თითქოს სასახელო მამის საამაყო ქალიშვილი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ გარეშე თვალისთვის. სინამდვილეში სულაც არ გრძნობდა ზურასგან მამობრივ სიყვარულს. მზრუნველობას კი, მაგრამ არა სიყვარულს. უყვარდა იმიტომ რომ მისი ქალიშვილი იყო და არაფერი მეტი. ნინეს მეტი უნდოდა. ისეთი ურთიერთობა უნდოდა, როგორიც მის მეგობრებს ჰქონდათ მშობლებთან. მათზე რომ ღელავდნენ. სახლში რომ აგვიანებდნენ კითხულობდნენ. თუნდაც ისეთი თავისუფლებას, რომ უზღუდავდნენ. ან როდის უნდა შეეზღუდათ? ზურა თითქმის არასდროს იყო სახლში და აი, გამოჩნდა ვაჩე. რაღაც დაინახა მასში ნინემ, რაღაცით მიიზიდა. ზუსტად ესმოდა მისი. თითოეულ სიტყვას გრძნობდა, თითოეულ მოძრაობას. რაღაც მისეული იყო. მიილტვოდა მისკენ. ის კი... ეშინოდა დაეკარგა ის, რასაც ვაჩეს მიმართ გრძნობდა. ამის გარეშე ისევ შავ-თეთრი გახდებოდა ცხოვრება. იმ დილით ვაჩე და ლიზა რომ დაინახა... არც კი უნდა ჩაუღრმავდეს რასაც მაშინ გრძნობდა, თორემ შეიძლება ჭკუიდანაც შიშალოს. საღმომდე ოთახიდან არ გამოსულა. არც ვაჩეს შეუწუხებია. ჭკუიდან გადაჰყავდა ამას. საღამოს ჩაიცვა ყველაზე გამომწვევად, რაც კი აქამდე სცმია და ისე გავიდა ოთახიდან. ვაჩე გარეთ ელოდებოდა. ცოტა ხანი მეტყველების უნარი დაკარგა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. – მე მგონი ჩაცმა დაგავიწყდა! – წინ გადაუდგა ნინეს, როგორც კი ხმის ამოღება შეძლო. – შენ ჩემი უსაფრთხოეის დაცვა გევალება, გარდერობის შერჩევა კი არა! – უტიფრად შეხედა თვალებში და თეძოების რხევით გააგრძელა გზა. ვაჩემ ერთი ამოიგმინა და უკან გაჰყვა. ლიფტში შევიდნენ. ვაჩე შესამჩნევად ღელავდა. პატარა სივრცე იყო და ასეთი ნინე, თან ასე ახლოს. თავბრუს ახვევდა. როგორც იქნა გაიღო ლიფტის კარები. დანარჩენები უკვე დაბლა ელოდებოდნენ. – ვაჩე, კარგად ხარ? გამოიძინე? – მათკენ წამოვიდა ლიზა. ნინეს მოთმინების ფიალა ევსებოდა. ღმერთმა იცის სადამდე ეყოფოდა. მთელი საღამო ცდილობდა ნინე ვაჩეს მდგომარეობიდან გამოყვანას. უნდოდა ის ეგრძნო, რასაც თვითო გრძნობდა. უნდოდა ეჭვიანობისგან მომკვდარიყო. მაგრამ არც ისე ადვილი იყო ვაჩეს მდგომარეობიდან გამოყვანა. ეს მხოლოდ გარეგნულად თოკავდა ნერვებს, მაგრამ მის გულში რომ ჩაგეხედათ, ნამდვილი ქარიშხალი მძვინვარებდა. ბოლო წვეთი იყო ნინე ვიღაც ბიჭს თითქმის მთელი ტანით, რომ აეკრო და ვითომც აქ არაფერიაო, მშვიდად გააგრძელა გზა მარტომ საპირფარეშოსკენ. აქ კი უღალატა ნაქებმა ნებისყოფამ ვაჩეს. წამოდგა და უკან გაჰყვა. ქალების საპირფარეშოს კარები ისე შეგლიჯა, შედეგებზე სულაც არ უფიქრია. ამდენს უკვე ვეღარ აზროვნებდა. ნინემ ზურგსუკან რაღაც დამალა და ისე შემობრუნდა ვაჩესკენ. გაცოფებული უყურებდა ვაჩე. – რა დამალე? – ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა. – აქ ქალების საპირფარეშოა და თუ შეიძლება გარეთ დამელოდე! ვაჩემ ხელები გადაიჯვარედინა და მკაცრი მზერა არ მოუშორებია ნინესთვის. – შეგიძლია დარჩე, მე წავალ. – კარებისკენ დაიძრა ნინე. ბიჭი წინ გადაუდგა და ზურგსუკან ჩაკეტა კარები. – ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ საკუთარ თავს? მე მგონი გავიწყდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაცვა ხარ და არაფერი მეტი. – სახე ისე ახლოს მიუტანა, რომ მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. მძიმედ სუნთქავდა. ვაჩემ ისარგებლა მისი ასე ახლოს დგომით და ზურგს უკან დამალული ხელი დაუჭირა. ნინემ დაიკვნესა. ეტკინა, მაგრამ ჯიუტად არ შლიდა შეკრულ მუშტს. ძალით გააშლევინა და კინაღამ გული გაუჩერდა. – ეს რა არის? – მთელი ხმით იღრიალა და ცხვირწინ პატარა პაკეტში ჩაყრილი თეთრი ფხვნილი აუფრიალა. – ეს რა არის? ამის დედას შე****, – გახია, დარწმუნდა რაც იყო და გააფთრებულმა ჩარეცხა ხელსაბანში. – რამდენი ხანია? ადრეც ყოფილა? – სათქმელს ძლივს უყრიდა თავს. – არა... პირველად... – თავი ჩაეხარა ნინეს. – რა პირველად, გოგო, რა პირველად. ხვდები მაინც რას აკეთებდი? ცხოვრებას ინგრევდი. აღარ გაბედო, გთხოვ. ჩემს თავს გაფიცებ, აღარც კი გაიფიქრო. – ვერც კი გაიაზრა ბოლოს რა უთხრა. – შენს თავს მაფიცებ? – თვალები აენთო ნინეს. – რა უფლებით? ვინ ხარ ჩემთვის საფიცრად რომ გაგიხადო? – ჭკუა აღარ მოეკითხებოდა. ცრემლები ახრჩობდა. ძალიან მტკივნეულს შეეხო ვაჩე. – რა უფლებით შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და მკარნახობ, რა გავაკეთო და რა არა? ვერ გიტან! მეზიზღები ვაჩე არეშიძე. არ გაქვს უფლება ჩემი საფიცარი იყო. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში არსებობის უფლება არ გაქვს. ძალიან მტკივნეულია და იმიტომ. აუტანელია. რა გინდა ჩემგან? რას მოითხოვ? არ მეყო რაც მეტკინა? შენ ყველაზე მეტი მატკინე. როცა ყველაზე მეტად მჭირდები, მაშინ არ ხარ ჩემს გვერდით. – მეტის გაგრძელების საშუალება ვაჩემ არ მისცა. მთელი ძალით დაეძგერა ტუჩებზე. ვერ აგიწერთ რას გრძნობდა ეს ორი. ეიფორიას, აღმაფრენას, უწონადობას. ვერაფერს ვეღარ გრძნობდნენ ერთმანეთის გარდა. ვაჩეს ჯანდაბაში მოესროლა საკუთარი პრინციპები და ახლა ერთადერთი, რაც მისთვის არსებობდა, ნინე იყო. 17 წლის ბავშვი, რომელიც ჭკუას აკარგვინებდა. ხელი წელზე მოჰხვია და მარმარილოზე შემოსვა. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. საკუთარი სხეულით გრძნობდა ნინეს ათრთოლებულ სხეულს და გონება ებინდებოდა. ცოტა ხნით მოსწყდა მის ტუჩებს, თვალებში ჩახედა და შეცბა. რაღაც დაინახა ნინეს თვალებში. ფარული შეშფოთება. არ იყო ნინე ამისთვის მზად. ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ ვაჩემ ხომ დაინახა. საკუთარი თავი შეზიზღდა. ცხოველივით იქცეოდა. შუბლი შუბლზე მიადო. შეეცადა ცოტა დამშვიდებულიყო. ნელ-ნელა მოშორდა და ხელსაბანს ჩამოეყრდნო ორივე ხელით. კიდევ დიდხანს ცდილობდა გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას. ნინეს ვერაფერი გაეგო. ვერ ხვდებოდა, რატომ იცავდა ვაჩე ყოველთვის დისტანციას. თვითონ ვერა, მაგრამ ვაჩე ხომ ხვდებოდა?! – მაპატიე ნინე, ეს არ უნდა დამეშვა. შეცდომა იყო. – ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოთქვა. – შეცდომა? – თვალები აენთო ნინეს. – შეცდომა ჩემი გრძნობებია, რომელსაც არ იმსახურებ. არაკაცი ხარ და ვერ გიტან. სხვას ამ სიტყვებს ვაჩე მწარედ ანანებდა. უკანვე ჩასჩრიდა პირში, მაგრამ ნინესთან ყელანაირად ტყუოდა. უკანმოუხედავად გავარდა ნინე გარეთ. ვაჩეც გაჰყვა. ************************ ეძღვნება ყველაზე თბილ ადამიანს, ა'ნინეს, ჩემს თეთრ ანგელოზს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.