შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hospital-ჰოსპიტალი (6)


2-08-2015, 22:12
ავტორი Maritaa
ნანახია 1 764

მხოლოდ სამი დღე. და შემდეგ სანდრო დაიწყებს ახალ ცხოვრებას, ახალი გულით.იქნებ, რასაც მე ვგრძნობ სიყვარული არარის? იქნებ ეს გრძნობა სანდროს გაყვეს? ხოო იქნებ...ადამიანებს ყოველთვის ვკარგავ,გავიცნობ შევიყვარებ,ვკარგავ ეს ერთგვარი კანონზომიერებაა და სანდროც გამონაკლისი არიქნება,უბრალოდ მისი წასვლა ძალიან მეტკინება
-მიდის?- სასადილოში ვიჯექით და დუმილი ჩვენ სამს შორის ანამ დაარღვია
-ხოო...მიდის...-ამოვიჩურჩულე მე და ჩაქინდრული თავი არ ამიწევია
-რაუნდა ქნა?- მოულოდნელად ის კითვა დასვა ირაკლიმ რომელიც ყველას გვაფიქრებდა და არცერთი ვამხელდით
-რაუნდა ვქნა ირაკლი? ექიმივარ და ოპერაციები უნდა ვაკეთო- თავი ავწიე და ცივი ტონით,ტკივილიან ღიმილშეპარულმა მივმართე ირაკლის
-ექიმამდე,შენ ადამიანიხარ ნინაკა ! კარდიოლოგამდე კი ჩვეულებრივი 28წლის ქალი ნინაკა ჩარკვიანი!- გაბრაზრბული ტონით მითხრა ირაკლიმ
-ადამიანობა დედაჩემს ჩავატანე- ვთქვი ბოლოს და მაგიდიდან ავდექი. და მაინც, რაუნდა ვქნა? ადამიანი რომელიც მიყვარს,გაქრება და სამუდამოდ წავა.მეკი, არვიცი რაუნდა ვქნა და უცებ არჩილის სიტყვები გამახსენდა,რომ დავეცემი,მარცხს განვიცდი მაგრამ მაინც ავდგები და გავაგრძელებ.ეხლა სწორედ ეს ხდება,მე დავეცი,ბრძოლის ველზე დავმარცხდი და სანამ მტერი ხმალს ჩამცხებს ზურგში,მანამდე უნდა წამოვდგე.და როგორ? ახალი კითხვა გაჩნდა ჩემს თავში.
-მეგონა პალატას გაცდებოდი- როცა კართან მივედი მითხრა სანდრომ.მე უბრალოდ გავიღიმე და პალატაში შევედი
-გილოცავ, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის,მალე გაგწერთ- სანდრო ჩაფიქრდა,თითქოს...არვიცი
-იქნებ არმინდა რო წავიდე?-უცებ თქვა სანდრომ.თუ გამიკვირდა? ძალიან გამიკვირდა და სანდროს შევხედე რომელსაც ხუმრობის არაფერი ეტყობოდა სახეზე.
-აქედან წასვლა ყველას უნდა სანდრო- ძლივს ამოვილუღლუღე მე
-და მაინც,იქნებ არმინდა?- ჯიუტად გაიმეირა წერეთელმა
- რატომ გინდა აქ? რა მიზეზი გაქვს?-ისევ გაკვირვებულმა შევხედე სერიოზულ სანდროს
-მიზეზი არმაქვს...მყავს- ხელი ჰაერში გამიშეშდა.სანდრო მიყურებდა.მისი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა.
-ზღვისფერი თვალები გაქვს,- დავარდნილი ხმით თქვა სანდრომ
-შენც -ვუპასუხე მე
-მომწონს "ჰოსპიტალური" ცხოვრება- გაიღიმა
-შეიძლება როგორც პაციენტის ამპლუაში ეს მოსაწონია,მაგრამ ცოტა ხნით რომ ექიმის ტყავში ჩაძვრე ასე არიტყოდი
-ასეთი რთულია?- მკითხა სერიოზუად და ინტერესით
- ჩემი ერთი შეცდომა და შეიძლება მომკვდარიყავი-პირდაპირ ვუთხარი მე- გაურკვეველი რეჟიმი გვაქვს, ჩვენთვის არარსებობს შობა,დაბადების დღე და დღესასწაულები,ყველა დღე ერთია.დღეში უამრავ ოპერაციას აკეთებ.და ყველაზე ცუდი...შეიძლება პაციენტი მოგიკვდეს
-შენ ოდესმე მოგიკვდა პაციენტი?
-არასდროს-ამაყად ვუთხარი მე და მანაც გაიღიმა.მის გაფითრებულ სახეს,ტკივილნარევი ღიმილი ძალიან უხდებოდა.
-და მაინც რატომ გინდა აქ?-ისევ ძველ თემას დავუბრუნდი მე.უცებ,აკაკი შემოვარდა და გაღიმებულმა თვალი ჩამიკრა
-გამარჯობა ნინაკა-მომესალმა და სავარძელში ჩაჯდა.
-შენს ძმაკაცს აქედან წასვლა არუნდა
-შენნაირი ექიმი რომ მყავდეს აქედან წასვლა არც მე მომინდებოდა- გამეკრიჭა აკაკი და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.მე უბრალოდ გავიღიმე და პალატა დავტოვე.მე მტკიოდა.მე მციოდა.მე მჭირდებოდა.მე...არჩილის კაბინეტში დაუკითხავად შევვარდი და მამას ჩავეხუტა.არჩილმა თმაზე ხელი დამისვა.მივხვდი როგორ მენატრებოდა აქამდე,მივხვდი რამაკლდა,რა მჭირდებოდა,მივხვდი როგორ მიყვარდა ეს კაცი
-მამა...-ვტიროდი.უკვე მერამდენედ ვტიროდი-დავეცი მამა...არვიცი როგორ წამოვდგე,დედა რომ იყოს...ის მეტყოდა,მაგრამ არარის...ამაყენე მამა თორემ მომკლავენ- ვტიროდი,ისე როგორც არასდროს და მთელი ძალით ვეხვეოდი მონატრებულ სხეულს.
-შემიყვარდა- განვაგრძე ისევ- ჯერ კიდევ მომაკვდავი შემიყვარდა,პირველად შემიყვარდა...და ის წავა.როგორც ყველა მიდის,ის წავა მამა...მე ვერ შევაჩერებ, როგორც დედა ვერ შევაჩერე...ოდესმე გიგრძვნია მონატრება, იმ ადამიანის რომელიც შენს ცხვირწინ არის? რომელსაც ეხები..მაგრამ ისე არა როგორც საჭიროა? დავეცი მამა...და ვეღარ ვდგები- ტირილს ვუკელი,ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ვთქვი რაც მინდოდა,რასაც განვიცდიდი და ვგრძნობდი
-დაელოდე შვილო..- ამოიჩურჩულა მამამ
-ლოდინი არშემიძლია
-დროის დინებას მიყევი-არ წყვეტდა არჩილი
-დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან
-მხოლოდ არა შვილო...გჯეროდეს და იმედი არ დაკარგო: ამას ამბობდა ყოველთვის ელენე.
-კარგი- ამოვიჩურჩულე დაქანცულმა.ყველა გავაფრთხილე რო სანდროსთვის მიეხედათ,მეკი დავიძინე.რთულია ლოდინი.ჩემთვის ეს ძალიან რთულია.როგორც სანდროს დაკარგვა.მინდა რომ ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი,მხოლოდ ერთხელ მაინც.ეს განა ასეთი რთულია? როცა ბედნიერება ცვიოდა ციდან, ქოლგით დავდიოდი? მხოლოდ მარტოობა და ტკივილი მხვდა წილად? ღმერთო ჩემო, ამდენი კითხვა, ჭკუიდან გადავალ,ამდენი კითხვა და არცერთი პასუხი,კიარ დავეცი ჩავიძირე.როგორც ყოველთვის.ასეთია სიყვარული "ჰოსპიტალში" თურმე...
მეორე დილით გული მოიტანეს.უცნაურია არა? "გული მოიტანეს".
-მოემზადე სანდრო,ახალ ცხოვრებას იწყებ,ახალი გულით- ნაძალადევად გავიღიმე და პალატის კარებში დავდექი.
-არასდროს მეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა- დანანებით ამოიჩურჩულა სანდრომ და შემომხედა.ზღვისფერი თვალებით.როგორც იცის ხოლმე.
-საოპერაციოში შევხვდებით- პალატა დავტოვე.მოვემზადე,ხელები დავიბანე,პირბადე,ქუდი,ხელთათმანები,ხალათი და საოპერაციოში შევედი.
-შევხვდებით სანდრო- გავუღიმე წერეთელს.გავიდა დრო...1..2...3...4 საათი.და ბოლოს.5 საათის გასვლის შემდეგ საოპერაციო დავტოვე.ყველაფერმა კარგად ჩაიარა...
სანდროს გაწერის დროც დადგა
-ბედნიერებას გისურვებ სანდრო- გავუღიმე თურმე ძალიან მაღალ წერეთელს
-ბედნიერებას აქ ვტოვებ ნინაკა- და გადამეხვია.ვიგრძენი მისი სუნი საავადმყოფოს სუნთან შერწყმული,ვიგრძენი მისი ხელები ჩემს წელზე,ვიგრძენი როგორ ძალიან მეტკინა გული.
-წავიდა?-მკითხა ანამ
-წავიდა
-და შენ ? - მკითხა ირაკლიმ
-მე ის მიყვარს
-რაუნდა ქნა?-მკითხა ანამ
-უნდა გავყვე
-უნდა გაყვე? რას?-მკითხა ირაკლიმ
-დროს
-დროს? უნდა ელოდო?-მკითხა ანამ
-უნდა ველოდო
-როდემდე? -მკითხა ირაკლიმ
-ბოლომდე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent