ტრიალი წრის გარშემო [7]
*** -ცუდად ხომ არ ხარ? -არა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ. -სადმე რომ გავისეირნოთ? -სად? გამომძიებელი მცხეთისკენ წავიდა და მანქანა ისეთ ადგილას გააჩერა, სადაც ცა კარგად ჩანდა. დათო გადმოვიდა და მანქანის „კაპოტზე“ ჩამოჯდა. -თბილისში ვარსკვლავები ტყუილადაა - გვერდით მიუჯდა ელენე -ვითომ რატომ? - გაეცინა დათოს -მაინც არავინ უყურებს. ნუ, მე, პირადად არასდროს ვუყურებ -გარემო არაა შესაბამისი -შეიძლება -იცი, მართლა „მასკით“ იყო ის, ვინც გამიტაცა - თქვა გოგონამ რამდენიმე წამის შემდეგ -მჯერა -არ ვიცი, ამას რატომ გეუბნები, მაგრამ მგონი შემიყვარდა - იმწამსვე ენაზე იკბინა ელენემ -ვინ? გამტაცებელი? - უხერხულად გაეცინა დათოს -ალბათ სულელი გგონივარ -სულაც არა, პატარა ხარ უბრალოდ. გადაგივლის -არ გადამივლის... ზუსტად ვიცი -რაიმე მოხდა თქვენს შორის? ამას როგორც მეგობარი, ისე გეკითხები და არა როგორც გამომძიებელი -ესეიგი მეგობრები ვართ? - გაეღიმა ელენეს -ქვეტექსტების კითხვა რომ გამოგდის, იმის ხაზგასმას ცდილობ? -არა, ისეთი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ძალიან მივეჩვიე -იცი, რამდენ ადამიანს მიეჩვევი ცხოვრებაში? გაგიჭირდება მერე გადაჩვევა -საქმე იმაშია, რომ არ მინდა გადაჩვევა. არ მინდოდა, უფრო სწორად... მაგრამ... არა, უსაფუძვლოა ეს საუბარი -რატომ? გულწრფელობა უაზრობა არ მგონია -გყვარებია ოდესმე? - დათო წამით დაფიქრდა. არ მოელოდა ამ შეკითხვას -მგონი -მგონი? -ჰო, ზუსტად არ ვიცი. არც ის ვიცი, როგორ უნდა იცოდე ზუსტად -როცა ყოველ ღამით მასზე ფიქრობ, ესეიგი ის „ის ერთადერთია“ -მაშინ კი. -მართლა? ვინ არის? -შენი გამტაცებელი -ვერ გავიგე? -ყოველ ღამით იმაზე ვფიქრობ, ვინ არის. - ელენემ სიცილი ვერ შეიკავა -ძალიან უხეში ადამიანი ვიქნები თუ კევს შემოგთავაზებ? -უტაქტო - გახედა გოგონამ და გაეღიმა - უტაქტო ხარ, მაგრამ კევზე არ ვიტყვი უარს. -ფიქრობ, შენს გამტაცებელს ვერ ვიპოვი? -მაგის პოვნა ეგეთი მარტივი რომ იყოს, დამიჯერე, ვერ დამასწრებდი - ჯერ უხერხულად, შემდგომ კი გულიანად გაეცინა ორივეს. -შენი გრძნობების შესახებ უთხარი? -გარკვეულწილად... ქალები ყოველთვის გრძნობენ. კაცები? -კაცებიც - დათოს გაეღიმა და საათს დახედა - ძალიან ხომ არ დაგვიანდა? -ნეტავ მამაჩემმა ცოტა ხანს კიდევ ვერ იპოვოს ახალი მძღოლი -შენ ასე ადვილად გიყვარდება ყველა? - დასცინა გამომძიებელმა -მთვრალი ვარ. თანაც სტრესი მაქვს. ნუ მეხუმრები ეგრე -ერთი სული მაქვს, მამაშენი ახალ მძღოლს როდის აიყვანს - ელენემ სახე დამანჭა -მართლა უტაქტო ხარ -გამომძიებელი ვარ, ძიძა კი არა -მორჩა. წავედით სახლში! - გაბრაზდა მელიქიძე და მანქანაში ჩაჯდა -ყველა კაცი ერთნაირია - თქვა დიდხნიანი დუმილის შემდეგ -17 წლის გოგომ ყველა კაცი რომ იცის, მაინცდამაინც საამაყო ამბავი არაა - კვლავ დასცინა დათომ -მე მეგობრულად გითხარი, შენ კიდევ, დაკომპლექსებული ჩემი ტოლი ბიჭივით რაღაც უაზრობა წამოროშე. -სამაგიეროდ, გამოგაფხიზლე და ღრუბლებიდან ჩამოგაგდე -მიყვარს ღრუბლები და სხვათაშორის, უკვე 18-ის ვარ! -ოჰ, დიდი გოგო ყოფილხარ უკვე - დათომ მანქანა სახლთან გააჩერა - შენით ახვალ? -უტაქტო! - მიაძახა ელენემ და მანქანის კარი მაგრად მიუჯახუნა *** ელენე ხმაურმა გამოაღვიძა. ზოგადად, ფხიზელი ძილი აქვს. მუსიკის ხმა იყო. ვატოს მოესწრო ადგომა და სამზარეულოში მუსიკის თანხლებით საუზმეს ამზადებდა. საწოლი რომ დაიგულა ელენემ, ძილის გაგრძელება დააპირა. როგორ არ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს თავზე ბალიში დაიფარა. გვერდით რომ გაიხედა წერილი დახვდა: „მაღაზიაში გავდივარ. ძალიან მომეწონა გუშინდელი ღამე, მაგრამ როცა დავბრუნდები, აქ არ დამხვდე. გკოცნი ვატო “ -ყველა ბოზს თავთან წერილს უტოვებ? - ელენე სამზარეულოში შევიდა და მუსიკას დაუწია -ყველას არა, მხოლოდ გამორჩეულებს - თვალი ჩაუკრა ვატომ და წვენი დაუსხა -დილა მშვიდობისაც ესეთი უნდა -არა ბებიშენისამ ლოგინში მოგართმევდი საუზმეს - დასცინა გამტაცებელმა -წესიერად ილაპარაკე და ბებიაჩემს შეეშვი, მშვენიერი ქალია - დაამთქნარა ელენემ და მაგიდას მიუჯდა -ეჭვიც არ მეპარება. ომლეტი გიყვარს? -ისე რა - თვალები მოიფშვნიტა და წვენი მოსვა -წადი გოგო, პირი დაიბანე -დავიბანე უკვე -მართლა? - თვალები დაიწვრილა ვატომ - დაიცა! იქ მხოლოდ ერთი კბილის ჩოთქი იყო... არ მითხრა, რომ... -აჰაა - თქვა და კიდევ ერთხელ დაამთქნარა -ჯერ ლოგინი წამართვი, მერე კბილის ჩოთქი, მალე ქართველობასაც წამართმევ ისეთ ხოდზე ხარ - ელენეს მარჯვენა ხელი ნიკაპქვეშ ამოედო და არ ეცინებოდა -ომლეტი - საჩვენებელი თითით ტაფაზე ანიშნა და სახე დამანჭა - ცივი არ მიყვარს -აუ ისეთი პრეტენზიები გაქვს, გეგონება, მართლა სექსი გვქონდა -ვახტანგ, მშია -ეგრე ნუ მეძახი -აი შენ რო სკოლის ასაკიდან გამოხვალ და სახელით მომმართავ, მერე დაგიძახებ მეც ვატოს. -საშინელებაა მშიერი ქალი - მაგიდას მიუჯდა ვატო და ჭამას შეუდგა -კაცები ხო რას ამბობ, ბრწყინავთ პირდაპირ! -მელიქიძე! ჭამე რა -მმმ... ძაან გემრიელია. სად ისწავლე კეთება? -სამზარეულოში - ელენეს სიცილისგან ლუკმა ლამის გადაცდა -უაზრო ხარ, გეფიცები! -შენც გეცადა, რავი -რა? -საჭმლის კეთება -მასწავლე მერე -შენ სულ „ვიგოდაზე“ როგორ ხარ *** გზად დათომ ხელი ხელზე დაადო. ქალი ანერვიულდა, მაგრამ ესიამოვნა. ლიფტში ასვლისას ზუსტად იცოდა, რომ სექსი გარდაუვალი იყო. *რომ მიცნოს? ყველაფერი შეცვლილი მაქვს, თვალის ფერიც, მაკიაჟიც, სუნამოც, ხმაც, მაგრამ... ქმარია, მაინც. ღმერთო რატომ წამოვიწყე ეს უაზრო თამაში, რად მინდოდა?* ფიქრობდა ელენე და ქმარს მხურვალედ კოცნიდა. თითოეული მოძრაობა, ნაბიჯი, მოფერება, კოცნა... აფიქრებდა და ნერვიულობას მატებდა. შეტოპა, თანაც ძალიან. ამას თვითონაც ხვდებოდა, თუმცა გვიანი იყო. *კიდევ კარგი, ნასვამია* -უკვე გითხარი, რომ ძაან სექსუალური ხარ? -კი, ბევრჯერ - თქვა ელენემ და ქმარს აკოცა. დათო საწოლზე წამოჯდა და ხელები თავს უკან შემოიწყო. -ვერ დარჩები? - მუდარის თვალები მიაპყრო ელენემ -ვერა, გამიგე რა - ხელი გადახვია ცოლს, რომელმაც თავი მხარზე დაადო -უთხარი, რომ ოფისში რჩები, რომ ბევრი საქმე გაქვს...მიდი რა - არ ეშვებოდა -ოოოჰ, ეს ქალები - ტელეფონს გადაწვდა დათო და ელენესთან დარეკა - ყურმილს არ იღებს, ეტყობა ჩაეძინა. კაი, მესიჯს მივწერ არ იცოდა რას გრძნობდა. მოეწონა... ძალიან. მაგრამ იყო თუ არა ეს ღალატი, ვერ ხვდებოდა. აბსურდულია ეს ყველაფერი. თუმცა პათეტიკური. სულ სხვანაირი ქმარი შერჩა. თითქოს... თითქოს თავიდან შეუყვარდა. როდის არ იცის ოღონდ. როცა თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი გახდა? არა, ასეთი ხომ მანამდეც იყო. სიმპათიურიც, მომხიბვლელიც და გალანტურიც. აბა როდის? ალბათ მაშინ, როცა წამიერად გაუელვა თავში აზრმა, რომ ასეთი მამაკაცი შეიძლებოდა ასე მარტივად დაეკარგა. მიხვდა, რომ არ დათმობდა. არაფრის დიდებით. მზად იყო, ამ ფაქტზე თვალი დაეხუჭა და სამუდამოდ ამოეშალა გონებიდან. ცუდი ის იყო, რომ ეშმაკი მაინც თავისკენ იზიდავდა. ბოლო, უკანასკნელი ცდაღა დარჩენოდა და დაამთავრებდა ამ ფარსს. სამუდამოდ. -ზეგ დილით მივფრინავ - ახედა დათოს, რომელიც თმაზე ეფერებოდა და გაურკვეველს ფიქრობდა. -რა თქვი? - ფიქრებში გართულს არ გაუგია ელენეს ნათქვამი -ზეგ დილით მივფრინავ თქო - გაუმეორა ქალმა და იქვე დააყოლა - არ წამოხვალ? -დაიცა, ესე უცებ? ვერა.. - ამოისუნთქა. უნდოდა სიხარულისგან ეტირა. თუმცა, რაღაც მაინც არ აძლევდა მოსვენებას. თავდაჯერებულობა. აი რა აკლდა დათო ყიფიანს -კაი რა, 1 კვირიანი შვებულება აიღე, ჩემსავით - ეშმაკურად გაუღიმა და ცხვირზე თითი დაკრა -არ ვიცი, არ ვიცი. მოდი დავიძინოთ და მაგაზე ხვალ ვიფიქროთ. -შენი ცოლი გიყვარს? - ჰკითხა მოულოდნელად -ცოტა უადგილო ხო არაა ამ სიტუაციაში მსგავსი კითხვის დასმა? - არ მეწყინება... არ დამიმალო რა -ძალიან -ალბათ იმასაც -ჰოო? - გაიკვირვა დათომ -შეუძლებელია შენნაირი კაცი ვინმეს არ უყვარდეს - დათოს გაეღიმა და თვალები დახუჭა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.