შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [6]


29-07-2015, 12:51
ავტორი Salome17
ნანახია 2 411

-ანამარია, მომკალი და ვერ ვხვდები ასეთი სისულელეები რატომ გააკეთე! ჯერ მხოლოდ იმ ბიჭის სახელის ხსენებაზე ბრწყინავ და გუშინ ხო საერთოდ მზესავით ანათებდი და მთელი ღამე მწვადის შამფურივით ტრიალებდი... და დღეს რა გაკააკეთე!
-ელე, იმდენად ეგოისტი ვარ მეშინია, რომ ჩემი გრძნობები ცალმხრივი არ აღმოჩნდეს და მარტო არ დავრჩე.
-ეგ ეგოიზმი კი არა სიდებილეა! მეტი რაღა უნდა ექნა კიტას რომ მიეხვედრებინე, რომ მოსწონხარ " კაკ მინიმუმ" და თქმა, რომ დააპირა უთხარი არაფერი ხარ ჩემთვისო!
-ეგ არ მითქვამს!
-ეგრე გამოგივიდა!
-ხო, ვიცი დებილი ვარ! დებილი! მითხარი რა ვქნა?
-არ ვიცი, მგონი ჯობია ცოტახანი მოოცადო და ჯერ შენ გაერკვე რა გინდა, მაგრამ გაითვალისწინე ზედმეტი არაფერი ვარგა, არც სიამაყე და თავმოყვარეობა.
-ჩამეხუტე რა!-თოფურია ისე ჩაეხუტა, თითქოს ხუთი წუთის წინ თავზე არ ამხობდა რაჭას, მაგრამ უახლოესი დაქალისგან მსგავსი საქციელი მგონი არავის უკვირს.
რამდენიმე დღეში მათაც დატოვეს რაჭა. ამ დღეებში ანასთან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, კიტა არ გამოჩენილა, მგონი სპეციალურად არც ბიჭები ახსენებდნენ მას. მთელი დღეები ანამარია ცივი ყავითა და წიგნით ხელში ჰამაკში იწვა და ფიქრობდა. ლევანის ჰქონდა რაღაც მცდელობები, მაგრამ ანამარიამ მიახვედრა, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ისიც შეეშვა.
სახლში დაბრუნებულმა რამდენიმე დღე მხოლოდ პატარა დასთან გაატარა, სახლიდან არ გასულა. ბოლოს სახლი მობეზდა, რადგან ნამდვილად არ იყო წყნარი და სახლში დიდი ხნით ყოფნის მოყვარული ადამიანი და მეოთხე დღეს თოფურიას დაურეკა შენთან ამოვდივარ რამე ტკბილი დამახვედრეო. ელენეც დახვდა კარებში, ხელში შოკოლადებით.
-აბა, როგორ ხარ? -რამდენიმე წამი ჩუმად იყო, მერე თავი დახარა
-მომენატრა
-რა? ვინ? მე რატო არ ვიცი? მალე ყველაფერი მომიყევით! -წამში მაგიდაზე დადო ტელეფონი ნიამ, რომელიც სავარაუდოდ თავის ტურფას წერდა, როგორც ელენე ეძახის ბექას(ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სასიძოსთან, უბრალოდ ცოტა მწარე ენა აქვს თოფურიას).
-იმიტომ რომ რაც რაჭაში ვიყავით ბექას ვერ მოგწყვიტეთ და მასთან ერთად ხო არ გეტყოდით "უი, იცი ანას ბექას ძმაკაცი მოსწონსთქო"
-რა?? ვისზე ამბობთ? -კიდევ ერთხელ შეიცხადა ნიაკომ
-კიტაზე...ნიაკო, პირი დახურე ბუზი შეგიფრინდება-უთხრა თოფურიამ შოკში მყოფ მეგობარს, რომელიც გაჩუმებულ ანამარიას უყურებდა გაშტერწბული. თითქმის ორი საათი გოგოების სალაპარაკო თემა კიტა იყო, ყველაფერი მოაყოლეს ანას, რამდენჯერმე აღიარებინეს რომ კიტა სიყვარულით თუ არა მოწონებით ძალიან მოსწონს.
უცებ სამივე ტელეფონის ზარმა დაადუმა, ლაშა იყო
-ხო ლაშ
-რას შვები ელო?
-არაფერს, ანამარია და ნიაკო არიან ჩემთან და ვლაპარაკობდით
-ხო ვიცი ბექასგან, ერთად ვართ. მშობლები არ არიან?
-ვასო სამსახურშია და ნინოს საქმე ჰქონდა და სულ ცოტა ხნის წინ წავიდა.
-მაშინ ამოვალთ რა ბიჭები
-ნინო და ვასო რო ყოფილიყვნენ რა? გრცხვენიათ? -ბექას გაეცინა და ტელეფონი გათიშა. ხუთივე ერთმანეთის მშობლებთან ძალიან მეგობრულად არიან, განსაკუთრებით ელენეს მშობლებთან და მაკასთან.
-ანა, ლაშამ ბიჭები ამოვალთო! შეიძლება კიტაც იყოს, მალე წადი გამოიცვალე!
-მართლა? ხუმრობ? იცი როგორ მომენატრა!
-ვიცი და მიდი გამოიცვალე საფრთხობელასავით რო ხარ მლსული, კარადა კარგად იცი სადაცაა, რაც გინდა აიღე. ნიაკო გაყევი, თორემ ამის ამბავი, რომ ვიცი დღეს ვერ მოიფიქრებს, მე რამეს მოვამზადებ ბიჭენისთვის.-ბრძანებები გასცა თოფურიამ.
ლურჯი, საროჩკის ტიპის კაბაში გამოეწყო, ფეხზე თავისი კრემისფერი ესპადრელები დაიტოვა. თმა გაისწორა, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მისაღებში დაბრუნდა.დივანზე დამჯდარი არ იყო კარებზე ზარი დაირეკა, კარის გასაღებად ელენე წავიდა, რამდენიმე წუთში მისაღებში ოთხი ბიჭი შემოლაგდა, სამწუხაროდ მათ შორის კიტა აბაშიძე არ იყო. ეს იყო ანამარიას პირველი იმედგაცრუება კიტას ნახვასთან დაკავშირებით. მეორე დედამისის სამსახურის საღამოზე "აბაშიძე მოვიდაო" რომ გაიგო წამში მზერა რესტორნის კარებისკენ გადაიტანა, მაგრამ ახლადმოსული სტუმარი ლილი აბაშიძე აღმოჩნდა. მესამე შემთხვევა იყო, როდესაც ყველა ერთად გასაგრილებლად აუზზე წავიდა,ნოდო და მარიამიც კი წამოვიდნენ, კიტა კი არ იყო. ალბათ საოცარი დამთხვევები მხოლოდ ფილმებში ხდება. ერთი თვე კიტას გარეშე და მაინც ყოველიწამი მის მოლოდინში.

*******
სამ აგვისტოს ნიკა ოცი წლის გახდა და გრანდიოზული დაბადებისდღე გადაიხადა, რა თქმა ანამარიაც მიდიოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მონატრებულ კიტას დღეს იხილავდა. საღამოს ცხრა ხდებოდა გამოძახებულ ტაქსში, რომ ჩაჯდა და რესტორნისკენ წავიდან. იქ მისულს, რა თქმა უნდა, გავსებული დარბაზი დახვდა, დაბადების დღე ხომ შვიდ საათზე იყო. მუქი მწვანე ბრეტელებიანი ბარხატის კაბა ამშვენებდა ანამარიას გამოყვანილ ტანს, კიბეებზე ნელა დაეშვა, რათა სხვა სტუმრებს შეერთებოდა და იუბილარისთვის დაბადების დღე მიელოცა, თან საჩუქარიც გადაეცა.რომ გითხრათ ყველამ მას შეხედა და გაოცდათქო მიგატყუებთ, კი რამდენიმე ადამიანკს მზერა მაშინვე იგრძნო, რადგანაც მართლა კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ ეს ყველა გოგოსთვის საოცნებო მომენტი არ მომხდარა და ყველა ანას არ მიაშტერდა, როგორც ფილმებშია. კიდევ ერთი იმედგაცრუება, კიტა არც აქ არ მოვიდა.



12ს გადაცდება თუ არა დავდებ ახალ თავს გპირდებით! ძალიან გთხოვთ შეაფასოთ და დიდი დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent