შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამიბრუნე სიყვარული (3 თავი)


3-08-2015, 23:37
ავტორი eleonora
ნანახია 4 649

წყალი როგორც კი მამაკაცს შეასხა, დაბნეულობისგან მაშინვე ძირს დააგდო უკვნ წყლისგან განთავისუფლებული ჭურჭელი და ლევანს მიაჩერდა აწყლიანებული თვალებით
-ისევ შენ? ღმერთო ჰობი გაქვს ასეთი?
-მაპატიე მე მართლა ვერ დაგინახე
-სულელი...
-ძალით არ მინდოდა -აგრძელებდა გოგონა თავის მართლებას
-ბევრს ნუ ლაპარაკობ! შენი ბოდიში ჩემ ტანსაცმელს ვერ გააშრობს, წადი პირსახოცი მაინც მომიტანე.
ანამ პირსახოცი გამოუტანა გიასთან მოლაპარაკე ლევანს -გამომართვი
-თქვენ იცნობთ ლევან ერთმანეთს?
-არა გია ძია უბრალოდ ორჯერ დამასველა უკვე!
მამაკაცმა სიცილი დაიწყო, ლევანმა კი დაუბღვირა
-შევალ მე
-მიდი ანა მე გვიან მოვალ...ლევანთან ერთად დავლევ ცოტას.-გაუღიმა მამაკაცმა და ძილინებისა უსურვა.
------------
-დიდ ხანს აპირაბ ლევან აქ დარჩენას?
-აქ ვაპირებ ცხოვრებას! აქვენთან ახლოს მიტოვებული სახლი რო დგას ის ვიყიდე...ხვალიდან რემონტს ვიწყებ.
-ორ სართულიანი?
-ხო ვიცი რო ცუდ მდგომარეობაშია მაგრამ რემონტის შემდეგ ძალიაგ მაგარი იქნება - თვალი ჩაუკრა ლევანმა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
-დარწმუნებული ხარ ლევან? ეგ სახლი ანამ გირით იყიდა...
-შეუძლებელია - სიცილი დაიწყო ლევანმა- სახლის საბუთები გადმოფორმებული მაქვს უკვე.
-ღმერთო ანა გაგიჟდება...
***
მეორე დილით ანამ პირდაპირ ლევანისკენ აიღო გეზი, ცხოვრება დასცინოდა...
სხვანაირად შეუძლებელი იყო... ადვოკატს რომელსაც ფული დაუტოვა მობილუორი გათიშული ქონდა, ოფისი კი დაკეტილი. უკვე მიხვდა თაღლითთან რომ ქონდა საქმე, მაგრამ იმ ფულის გარეშე ეს ხუთი წელი წყალში ჩაყრილი გამოსდიოდა ამიტომ იყო ლევანი ერთადერთი იმედი.
-დამიბრუნე ჩემი ფული!
-შენ მართლა სულელი ხარ? მე რა შუაში ვარ?
-გთხოვ დამიბრუნე ჩემი ფული...შენ ხომ მდიდარი ხარ ამით არაფერი დაგაკლდება.
ლევანი მიუახლოვდა და ხელი გულზე დაადებინა -ცოტახანი დაფიქრდი კარგი? გულში ჩაიხედე და ისთ მითხარი მე რატო უნდა დაგიბრუნო ფული? მე მომეცი შენ? გირჩევნია პოლიციაში წახვიდე დროს ჩემთან ტყუილად კარგავ...ადამიანური გრძნობები დიდი ხნის უკან დავკარგე და თავს ვერ შემაცოდებ!
ანას თვალები ცრემლებით აევსო, იმ ერთადერთ იმედს კარგავდა რომელსაც ებღაუჭებოდა... -ნაგავი! -დატყვირა ლევანის გასაგონად რომელიც უკვე წინ იყო წასული...თითქმის ორმეტრიანი მამაკაცი ნელა შემოტრიალდა და ადგილზე გაშეშდა, ანას ხელით ანიშნა არ განძრეულიყო -მანდ იდექი!
ქალს მიუახლოვდა და წამების მერე ქალი მის ხელებში ფართხალებდა -გაგიჟდი? დამსვი -ყვიროდა ანა.
-დაწყნარდი გველი გიახლოვდებოდა.
-რააა? გველი? სად? -აყვირდა ანა და ლევანს მიეკრო
-ნუ ფართხალებ დამივარდები
-სადაა გველი...ღმერთო
-ჯანდაბა! -ამოგმანა ლევანმა და ორივე მიწზე იწვა....ძლივს წამოდგა, წაქცევისას ფეხი გადაუბრუნდა და საშინლად სტკიოდა
-კარგად ხარ?
-რო არ გეფართხალა უკეთესად ვიქნებოდი.
-რას აგყავდი მერე? გეთქვა რომ გველი იყო და ყემით გავიწეოდი.
-გველი, სულ დამავიწყდა - გოგნას ხელი მკლავში მოკიდა და სახლისკენ წაიყვანა.

მოშორებით იჯდა და ნატკენ ფეხს იზელდა, როცა დაინახა ანა უახლოვდებოდა სპეციალურად ხმამაღლა დაიწყო მოთქმა...
-გამომართვი და ფეხზე დაიდე -მიაწოდა გაიყინული ბოთლი და მის გვერდით ჩამოჯდა - მისმინე მაპატიე დღეს სცენები რომ მოგიწყვე, უბრალოდ ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია...
-რის მერე გახდა ცხოვრება სულ ერთი? - დასვა სრულიად მოულოდნელი კითხვა, რომელსაც არცერთი არ ელოდა. იცოდა ანა ფულის დაკარგვას რომ გულისხმობდა მაგრამ მის თვალებში კიდევ სხვა ტკივილსაც კითხულობდა
-ერთი ადამიანის გამო, რომელიც ადრე მიყვარდა და რომელმაც საშინლად მატკინა გული. - გულახდილი პასუხი გასცა და თვალებში შეხედა...იმ თვალებწი რომელიც საოცრად უჩქარებდა პულსს
-ეხლაც გიყვარს?
-არა. ახლა ზოგადა სიყვარულს ჯანდაქაში ვისვრი.
-ჯანდაბაში სიყვარული კი არა ის ადამინი უნდა გაუშვა, ვის გამოც ასე ფიქრობ. -გაუღიმა ლევანმა და ყინულიანი ბოთლი ფეხზე მიიდო -ჯანდაბა მგონი მოვიტეხე
-მოტეხილი რომ გქონდეს ტკივილისგან სულს ვერ მოითქვამდი, ასე რომ ტყუილად ნუ წუწუნებ

***
-ლევან მიეცი ფული გოგონას რა დაგაკლდება ამით შენ?
-ღმერთო რა დაგიშავე? -ცაში აიხედა ლევანმა და ამოიხვნეშა
-ეს ფული იცი რამდენს ნიშნავს მისთვის? მაინც ამდენი ფული გაქვს მიეცი მადლს მაინც მოისხამ.
ლევანია სათვალეე ჩამოიწია და გაიცინა -შენ მიეცი ბიძია მერე და შენ მოისხი მადლი - იცინოდა ლევანი
-არ გამომართმევს მე შე კრეტინო -უთხრა მამაკაცმა და ბეჭებში ჩაარტყა.
-ოო კაი გავიაროთ, შენ ის მითხარი ამ ქალაქში ვინმე მზარეული არსებობს? მუშები მყავს და თან სახლის საქმენბიცაა რაღაც
-არა არ ვიცი -უთხრა გაბრაზებულმა და გზა გააგრძელეს
-ჯანდაბა სად ვიშოვო აბა!
ანას კაფესთან იყვნენ უკვე მისულები როცა გოგონა დაინახეს გაჩერებაზე მდგარი, რომელიც ცდილოდა რომელიმე მანქანის გაჩერებას რათა პოლიციაში წასულიყო განცხადების დასაწერად.
მამაკაცმა ლევანს მხარზე დაკრა ხელი და თავით ანასკენ ანიშნა
-რაა? - კითხვისნიშნით მიმართა ლევანმა
-აი მზარეული
-ხუმრობ ხომ? ამ სულელმა საჭმელის კეთებაც იცის?
-მერე და როგოო საჭმელის - გაუცინა მამაკაცმა - მიდი მანქანა დაქოქე და წაიყვანე გოგონა ქალაქში, თან გზაწი მოელაპარაკე.
ანას ფეზებთან ვერცხლისფერი ჯიპი გაჩერდა, მანქანის მინა ჩამოწია და უთხრა დამჯდარიყო -ქას მიყურებ წასვლა არ გინდა?!
გოგონა ბუზღუნით ჩაჯდა და როგრც კი კარი მოკეტა, მაშინვე ადგილს მოწყდა მანქანა.
ლევანი მთელი გზა ეხუმრებოდა გოგონას -ესეც ვიცოდი, რომ მთელი გზა დებილური ხუმრობების მოსმენა მომიწევდა.
-აუუ პრინცესა დამიწყნარდი რაა, იმის მაგივრად მადლობა მითხრა დებილი გამოგყავარ? -გაიცინა ლევანმა - რა გქვია მართლა?
-ანა...
-ანა?! დედაჩემსაც ანა ერქვა.
უთხრა მამაკაცმა და გოგონას შეხედა, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა როცა მას უყურებდა...თითქოს მის თვალებში იძირებოდა

***
წამოსვლისას ლევანმა უთხრა რომ სამსახურს სთავაზობდა
-ოჰ რა მოგივიდა? უცებ რა კეთილ ბიჭად გადაიქეცი -უთხრა სიცილით
-ამას შეხედე...- სიცილში ლევანიც აყვა -ჯერ ერთი ისე არ ამყავხარ, ეხლა წავპლთ შენ კაფეში და ჩემ თვალწინ რამეს მომიმზადებ, თუ მომეწონა აგიყვან. -თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და საჭე მრაბრუნა.
----------
-უნდა ავღნიშნო რომ მართლა ძალიან გემრიელი იყო!
მადლობის ნიშნად გოგონამ გაუღიმა და თეფში მაგიდიდან აიღო
-მოკლედ საჭმელი უნდა გააკეთო, ხო მაღაზიაში სიარულიც შენ მოგიწევს და სახლის საქმეებიც გექნება.
-ესეიგი რამდენს უხდიან მზარეულებს? კიდევ ოჯახის დამხმარეებს? მგონი საკმად კარგად
-ხო თან შენ ვფიქრობ გულუხვი უფროსი გეყოლება და იმ შენ დაკარგულ ფულს ასე დაგიბრუნებს.
-მადლობა...
--------
მეორე დღეს ლევანი ბაზართან ელოდებოდა, ანა პარკებით დატვირთული მივიდა და ლევანის წინ დაალაგა -წავედით
ლევანმა მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო, როცა ანა მიხვდა პარკების წაღება თვითონ მოუწევდა ამოიხვნეშა და ლევანს მიყვა უკან.
-ლევაან ხელები...მოკვდები რომ გამომართვა?!
ვითომც არ გაუგიაო ისე მიდიოდა წინ, როცა ანას ერთი პარკი გაეხა და იქიდან ხახვები დაეყარა -ვიმე ხახვებიი -ყვიროდა და თაგ სათითაოდ კრეფდა და მაიკისგან გაკეთებულ უბეში აგროვებდა...
ლევანი იდგა და უყურებდა საოცრაჟ ბავშურად მეამიტს და ამავე დროს საოცრად სექსუალურ ქალს, რომელიხ არცთუ ისე სახარბიელოდ იყო გადაკუზული... -ნამდვილი სანახაობაა -გაიცინა და მეორე პარკი აიღო - ანა კომბოსტოც დაგორდა, დაიჭირე თორე ხოიცი რა ძვირიცაა - უთხრა სიცილით და პარკი გაუწოდა თუმცა უმალვე უკან წაიღო და ანას რამოდენიმე ხპხვი ისევ დაუვარდა... -მოგკლავ ლევან! - დაუყვირა და გაქცეულ ლევანს უკან გაეკიდა....
***
ყოველი დღე მეორესგან განსხვავებული და მხიარული იყო...ყოველ დღე ლევანი ანას ნერვებს უშლიდა და აბრაზებდა -ღმერთო! ესე ძალიან მ
ოგწონს ნერვებს რო მიშლი? -ნწუ! ვგიჟდები ისე მომწონს.
სუპს აკეთებდა და მარილი დასჭირდა, ბოლო თაროზე შემოდებულ მარილს ვერაფრით წვდებოდა, ლევანი სამზარეულს კარში იდგა და იცინოდა ანას ხტუნაობაზე, ბოლოს როგორც იქნა იკადრა და დახმარება სცადა მაგრამ შემთხვევით ორივე ისევ ძირს აღმოჩნდა, თუმცა ამჯერალდ ლევანი მაღლიდან იყომოქცეული და ხელი ანის მკერდზე ედო....
როცა გააცნობიერა რა ფორმაშიც იწვნენ სასწრაფოტ წამოხტა და ანერვიულებულმა თმა მოიფხანა ზუსტად ისე როგორც წლების წინ...
-მაპატია ძალით არ მინ... -უცებ გაჩუმდა და გოგნას მიაშტერდა...უფრო და უფრო უახლოვდებოდა რომ სახე კარგად დაენახა
-რას მომაშტერდი?
და უცებ ლევანს გაახსენდა საიდანაც ეცეობოდა ანა ამდენი ხნის განმავლობაში...გაახსენდა როგორ მოარტყა შამთხვევით თავში ლუდის ქილა -ოღონდ არ მითხრა რომ შან ის ხარ? მის ვიოლინო ქორწილიდან?

პ.ს უცებ დაწერილი თავია ^_^ ხვალ დავდებ ბევრად უფრო დიდს და საინტერესოსს <3



№1  offline წევრი cinderella

საინტერესოა ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად. ხო ლევანი ძალიაგ მომწონსს ^_^

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

საინტერესო კი არა,რას ვკითხულობდი,ახლაც არ მესმის,,აბდაუბდა ნაბოდვარია,მეტი არაფერი..არა გრძნობები,არა ემოციები,არა რაიმე არსი..კარგი რაა...
--------------------
:)

 


№3  offline წევრი titina

ეს სერიალი ვიცი ძალიან მიყვარს.რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მბეზრდება და გამიხარდა ეს ისტორია რომ ვნახე მაგრამ უკეთესადაც შეგეძლო რომ დაეწერა . წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent