შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (7, დასასრული)


5-08-2015, 23:53
ავტორი N7
ნანახია 5 199

გაყინული იდგა ანა და ვერ იაზრებდა მომხდარს. უკვირდა საშინლად... უკვირდა ის, რომ ასე მშვიდად იდგა ნიკოლოზი და არაფერს არ აკეთებდა. ერეკლე კი ათას სალანძღავ სიტყვას ისროდა მისი მისამართით. ვეღარ გაუძლო ამხელა გულის ტკივილს და ბარიდან სირბილით გამოვიდა. გაიგო როგორ დაედევნა ნიკოლოზი, მაგრამ მის ყვირილსა და სწრაფ ნაბიჯებს შეგნებულად აიგნორებდა და, როგორც შეეძლო, სწრაფად მირბოდა. სახე თავისდაუნებურად ენამებოდა ცხელი ცრემლებით და სისხლიც უდუღდა. მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მოწონებაზე მეტი იყო და თავი შეიძულა. რატომ მისცა ნიკოლოზისნაირ მექალთანეს მის ცხოვრებაში ხელების ფათურის ნება... როგორ მისცა უფლება, რომ ასე მოქცეოდა... იცოდა, რომ ეტკინებოდა, მაგრამ ასე ძალიან არა. ამაზე დიდი დანაშაული მისთვის არ არსებობდა. როგორ, გოგოს წაართვა ყველაფერი ძვირფასი, თავმოყვარეობა, მომავალი და უდარდელად იდგე, როცა დის უბედურების მოზიარე ძმა გლანძღავს? ანას გონებას ვერ სწვდებოდა ეს ფაქტი, ვერ აღიქვამდა ადეკვატურად და საერთოდ, ფიქრობდა, რომ ძალიან, ძალიან შეცდა, როცა ნიკოლოზს ენდო.
–არაადამიანი! არაკაცი! – ჩურჩულებდა გიჟივით, თავისთვის. – როგორ გაბედა... მხეცია... ალბათ, მეც გამომიყენებდა და მიმაგდებდა... როგორ დავუშვი, როგორ ვერ მივხვდი, – ბუტბუტებდა თავისთვის.
რომ მიხვდა ამასობაში გზა აერია და სადღაც, გაურკვეველი მიმართულებით შეუხვია და ჩიხში შევიდა, მაშინღა შეანელა ნაბიები. სახე დამანჭა და მოჭუტული თვალებით შეათვალიერა ჩიხი, რომელიც არც თუ სახარბიელოდ გამოიყურებოდა. ის იყო გამობრუნება დააპირა, რომ მამაკაცის უხეში ხმა მოხვდა მის ყურთასმენას და გაოგნებულმა ჭყიტა თვალები.
–გზა აგერია ლამაზო? – ძალიან ახლოს იყო მამაკაცი, შორიდან კი რამოდენიმე ახარხარებული ხმა მოისმოდა.
შეეშინდა. ტკივილს შიშიც მიემატა და მუხლები იმდენად აუცახცახდა, რომ ეგონა წაიქცეოდა, აუცილებლად.
–არაფერი შემშლია! – მკაცრად დაიჩურჩულა და ის იყო უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, რომ სხეულს შეეჯახა.
იგრძნო როგორ შეუცურეს უხეში თითები მაიკის ქვეშ და პირი მოხსნა საკივლელად. დაიკივლა კიდეც, მაგრამ რად გინდა, თითქმის დაწმუნებული იყო, რომ ნიკოლოზს საიმისო თავმოყვარეობა ექნებოდა, რომ არ დასდევნებოდა მის რიგით სათამაშოს.
–ნუ ყვირი, ლამაზო, თორე სასჯელს მიიღებ, – დაიხრიალა მის ყურებთან ხმამ.
–გთხოვთ, გამიშვით, – ამოიკნავლა საცოდავად და როგორც ცუდ ადგილას იგრძნო ხელი, თვალები დახუჭა და ცრემლებს მისცა თავისუფლება. ფართხალს და წივილ–კივილს აზრი არ ქონდა, იცოდა, რომ ეს მამაკაცები უარესად გაუძალიანდებოდნენ, ხსნა კი, ჩაბნელებულ ქუჩაში, ისიც კი არ იცის სად, არ იქნებოდა.
–გაგიშვა? – ჩაიცინა, – ყოველ დღე კი არ ერევათ შენნაირ კანფეტ გოგონებს გზა.
კინაღამ აღებინა, მაგრამ ვეღარაფერი თქვა. წამწამები ერთმანეთს შეუტყუპა და რაც ძალ–ღონე ქონდა დააჭირა. იგრძნო, რომ უხეში ხელები, რომლებიც მის სხეულზე დათარეშობდნენ მოშორდნენ, შემდეგ ყვირილის ხმაც გაიგო, იცნო... ნიკოლოზი იცნო და ბედნიერს გაეღიმა. თურმე მექალთანეებსაც შესძლებიათ რაღაც დოზით სიყვარული თუ სიყვარულის გამო იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, რა თქმა უნდა.
წამწამები ერთმანეთს დააშორა და იქით შეტრიალდა, საიდანაც ხმები მოდიოდა. შეტრიალდა და ინატრა არ შეტრიალებულიყო. გამხეცებული ნიკოლოზი მამაკაცს ზემოდან მოქცეოდა და მთელი ძალით ურტყავდა ღონე გამოცლილ მამაკაცს, რომელსაც ანასკენ მიემართა შველის მომლოდინე თვალები. რამოდენიმე წამით გახევებული დენდარტყმულივით შეფხიზლდა და ნიკოლოზისკენ გაიქცა.
–ნიკოლოზ, გთხოვ! – დაიყვირა და შეეცადა ახლოს მისულიყო მამაკაცთან, თუმცა იმის შიშით, რომ თავადაც მოხვდებოდა, ვეღარ მიუახლოვდა, ხომ გაგიგიათ, გამშველებელს მეტი ხვდებაო.– ნიკოლოზ! – კიდევ ერთხელ, მეტად ხმამაღლა დაიღრიალა, მაგრამ მამაკაცი იმდენად იყო გაავებული არაფერი ესმოდა ან ესმოდა, მაგრამ არ სურდა ასე უბრალოდ პატიება. – ნიკოლოზ, თუ გიყვარვარ! – ამოიკვნესა ძალა გამოცლილმა და მამაკაცის თითქმის უსიცოცხლო სახეს დააკვირდა.
თითქოს ახლაღა შეაფხიზლესო ნიკოლოზი, შეშინებულმა უშვა მამაკაცს ხელი და უარესად დაბნეულმა გახედა ანას. ახლა ერთის ახსნის ნაცვლად ორი გაუჩნდა. დაბნეული ქალი უბრალოდ წავიდა ნიკოლოზისკენ და მუცელზე შემოხვია ხელები. მიხვდა, რომ იმ დროის გახსენება მტკივნეული იყო მისთვის, იმასაც მიხვდა, რომ ორმაგად დაჭრა, როცა ამ მდგომარეობაში დახვდა. მამაკაცი სისხლში გორავდა. იმის შემდეგ, რაც კარგად ჩაიხუტა საყვარელი სხეული, უცნობსა და საზარელ მამაკაცს დახედა. ძალიან შეეცოდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაცოდი არ იყო,მაინც შეეცოდა. პულსი გაუსინჯა.
–არ ესინჯება, – დაიყვირა შეშინებულმა.
ნიკოლოზმა ინსტიქტურად წაიღო თავისკენ ხელები და აწყლიანებული თვალებით რაღაც წაიბუტბუტა.
–დამელოდები? – შეხედა ანას.
–რა?სად მიდიხარ? – დაიბნა ქალი.
მამაკაცი ახლოს მივიდა მასთან, სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.
–თუ დამელოდები, შენთვის გადავიტან ყველაფერს! პოლიციაში დარეკე, – ამოიჩურჩულა.
ვერ გეტყვით რა იგრძნო ანამ. ტკივილი? – თან როგორი... სიძულვილი? – თან როგორი... უდიდესი სიყვარული? – ეს ალბათ ყველაზე დიდი.
–არ მინდა... – ამოისლუკუნა და მამაკაცის ტუჩებს წაეტანა.
არც დასჭირვებია ქალს ტანჯვა, პოლიციის გამოსაძახებლად. სირენების ხმამ დაუყრუათ ყუურები, მაგრამ ვინ წარმოიდგენს რამხელა ტანჯვა იყო ის, რომ მალე საყვარელ მამაკაცს წაართმევდნენ... თანაც მისთვის. მამაკაცს, რომელსაც არაერთხელ სტკენია.
–გავიქცეთ... გადავიმალოთ, – ამოიჩურჩულა ანამ. – შენთან ერთად ნებისმიერ ადგილას წავალ! ნებისმიერ! – ტირილით დაასრულა.
ნიკოლოზს გაეღიმა. ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო. დარტყმა, რომელიც მის მთელ დარჩენილ ცხოვრებას დაღად დააჩნდა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ნიკოლოზი დაიჭირეს.
ნიკოლოზი გაასამართლეს.
ნიკოლოზი ჩასვეს.
–ნიკოლოზს გამოუშვებენ? –არა, არ უშვებენ...
–ჩაფლავდა? –საყვარელი ქალის გამო.
ყოველდღიური, ახალ–ახალი ჭორები და რეპლიკები გულს უკუმშავდა ანას და სიკვდილს ანატრებდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ნიკოლოზს უფრო არ დაშორდებოდა.
ვერავინ ხვდებოდა როგორ უჭირდა ყოველი ახალი დღე, ახალი კვირა, ახალი თვე, ახალი წელი... არაფერს ქონდა ფასი, რადგან პირველად უნდა შეხვედროდნენ ახალ დღეს, ახალ კვირას, ახალ თვეს, ახალ წელს... პირველად უნდა შეეცურათ საუკუნო მორევში და რა? რა შერჩათ? ის, რომ უდიდესი ბარიერი გაჩნდა მათ შორის...
ვერ პატიობდა ანა საკუთარ თავს. ფიქრობდა, რომ არ გაქცეულიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
ნიკოლოზი კი გალიაში იტანჯებოდა... ვერც ის პატიობდა თავს დაშვებულ შეცდომებს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
კიდევ ერთ ახალ წელს ხვდებოდა გათელილი გულით. არაფერი ახარებდა, არაფერი. ნიკოლოზის არყოფნაში ახალ ნიჭს მიაგნო, თავის თავში მიმალულს, ხატვის ნიჭს, ამიტომ კვირაში ხუთ დღეს თავის ოთახში, ფუნჯებთან, საღებავებთან და ფურცლებთან ატარებდა, თან არ იშორებდა ნიკოლოზს, რომელიც ნახატებიდან მაინც უღიმოდა. დანარჩენ ორ დღეს ციხეში შეღწევას ცდილობდა. ხან უმართლებდა, ხან – არა.
მაომ ნაძვისხის მოსართავად იხმო, შენი დახმარების გარეშე არ გამომივაო. არ ქონდა სურვილი, მაგრამ მაინც დაეხმარა. ამ გამონაკლის შემთხვევაში დედას არაფერი უთქვამს ნიკოლოზზე ან მის უხასიათო მდგომარეობაზე, რაც მიაწერა ანამ იმას, რომ არ სურდა დედამისს შვილისთვის ხასიათის გაფუჭება, თუმც ვინ იცის...
ეს ის შემთხვევა იყო, როცა დაქალები გვერდზე გადადო, ოჯახიც და სახლში არ მოინდომა შეხვედრა ახალი წლის. თორმეტს რომ ისრები საკმაოდ დაუახლოვდნენ, ქურთუკი მოიცვა და გავიდა. ქუჩას დაუყვა. შეჯახებას იხსენებდა... ჩიხს, რომელიც არ უყვარდა, თუმც შეუყვარდა. ნიკოლოზის ირონიულ, თუმც მაინც თბილ სახეებს. თავისდაუნებურად ჩამოუგორდა ცრემლები.
ის იყო ჩიხი გადაჭრა და მარჯვნივ შეუხვია, იგრძნო, რომ ვიღაც აედევნა. არ მოუხედავს, ნაბის მოუმატა და იქვე, სკამზე დაჯდა, პირველივე ვარიანტზე. იდაყვი სკამის თავს ჩამოსდო და თავი კომფორტულად მოიქცია ხელში. ელოდა ფეიერვერკს, ხალხის ჟრიამულს, მააგრამ არ ელოდა ყველაზე მთავარს...
–ვინმეს ელოდებით? – მამაკაცის ხმამ თითქოს დააფრთხო. არ მოტრიალებულა, ნაცნობობა რომ გაიაზრა, გაიღმა, გაბედნიერდა, აივსო...
–კი, შენ, – ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და მის წინ მდგარ, მონატრებულ მამაკაცს დააცხრა.
ამაზე უკეთესს ვერც ინატრებდა ვერაფერს.
ამის შემდეგ თუნდაც აპოკალიფსი დამდგარიყო...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
შეგპირდით ორ თავს, მაგრამ ისეთ გაწამაწიაში ვარ მთელი დღე, მიკვირს ეს როგორ დავწერე.
მაპატიეთ, ცუდი თუ გამოვიდა.
ასეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ და...
მიყვარხართ მე თქვენ და უდიდესი სითბოსთვის მადლობები, უღრმესები!
იმედია მალე გნახავთ კიდევ! <3



ისეთი საინტერესო იყო,რომ არ მეყო..

 


№2  offline წევრი N7

შეყვარებული გოგონა
ისეთი საინტერესო იყო,რომ არ მეყო..

რომ გითხრა მიხარიაო, ხომ არ გეწყინება? wink love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი KaTE:))

ჩემო შვიდიანო, რა კარგი იყო ^^^ მართალია ჩანდა ოდნავ მიფუჩეჩება, მაგრამ ეგეც მომეწონა, რადგან შვიდიანის ნაშრომი იყო, ჩემნაირი შვიდიანის ^_^ ♡♡♡♡ იმედია მალე დაგვიბრუნდები საინტერესო ისტორიებით, "შვიდიანო" love love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline წევრი N7

KaTE:))
ჩემო შვიდიანო, რა კარგი იყო ^^^ მართალია ჩანდა ოდნავ მიფუჩეჩება, მაგრამ ეგეც მომეწონა, რადგან შვიდიანის ნაშრომი იყო, ჩემნაირი შვიდიანის ^_^ ♡♡♡♡ იმედია მალე დაგვიბრუნდები საინტერესო ისტორიებით, "შვიდიანო" love love

ვეცდები საყვარელო, რომ დასვენების მანძილზე არ დავასვენო მუზა! ამის გაზარმაცება არ შეიძლება:დ
მთელი გულით დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ მეჩქარებოდა...
მაინც მიხარია ძალიან, რომ ასეთი საყვარელი მკითხველი მყავს! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი D-roni

au meore nawili dawere raa gtxoov :( ❤❤

 


№6  offline წევრი nini :)

არ მეყო, გაგრძელება მიდოდა კიდე, მომეწონა ძალიან კარგი იყო

 


№7  offline წევრი N7

D-roni
au meore nawili dawere raa gtxoov :( ❤❤

nini :)
არ მეყო, გაგრძელება მიდოდა კიდე, მომეწონა ძალიან კარგი იყო

თუ მოვახერხე დაწერა დავდებ, შეძლებისდაგვარად♥♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

მოულოდნელობებით იყო სავსე ბოლო თავები...საბოლოო ჯამში მომეწონა ისტორია იმისდა მიუხედავად,რომ მოვლენების ასე მალე განვითარებას არ მოველოდი..

 


№9  offline წევრი N7

drunkinlove
მოულოდნელობებით იყო სავსე ბოლო თავები...საბოლოო ჯამში მომეწონა ისტორია იმისდა მიუხედავად,რომ მოვლენების ასე მალე განვითარებას არ მოველოდი..

მიხარია, რომ კითხულობდი და ასეთუისე მოგეწონა..
არც მე მინდოდა ასე დაჩქარება, მაგრამ აქ, სსადაც ვისვენებ ინტერნეტის ფუფუნება არ არის...
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline წევრი N7

Marley
ჩემი ბრილიანტი, ოქრო და საერთოდ ყველაფერი ხარ!
არ მესიამოვნა ისტორიის დასრულება, რადგან შემიყვარდა ნიკოლოზი და ანა და მეც გთხოვ, მთელი გულით, რომ ისტორია გააგრძელო და ამათი თანაცხოვრება გვაჩვენო!
ჩემი კუსუს-ბუსუნა ხარ!
მიყვარხარ!

გავაგრძელებ აუცილებლად, კუს, რომ ჩავალ სამშვიდობოს♥♥
მეც ძალიან მიყვარხარ ტკბილო და თბილო!
მიხარიხარ♥♥♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი თაკუნია♥

ვაიმე რაკარგიიიიაა ^^^^^^ კი მართალია, მოვლენები მართლაც სწრაფად განვითარდა, მარა მაინც ძალიან კარგი იყოო და ძალიან მომეწონააა ^^^

 


№12  offline წევრი N7

თაკუნია♥
ვაიმე რაკარგიიიიაა ^^^^^^ კი მართალია, მოვლენები მართლაც სწრაფად განვითარდა, მარა მაინც ძალიან კარგი იყოო და ძალიან მომეწონააა ^^^

მიხარია, ძალოან♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13 სტუმარი Guest თამარი

6 თავი რომ.წავიკითხე მეგონა ეხლა დაიწგება ამბებითქო,უფრო საინტერესო გახდებათქო მაგრამ ბრახ დამთავრდა,უინტერესოდ.ყველაფერს მალე აგვარებ და მალე ამთავრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent