შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (6)


5-08-2015, 00:00
ავტორი N7
ნანახია 4 927

მთელი გზა გაყუსული მისჩერებოდა სხეულებს. შუქნიშანზე უკმაყოფილოდ ეჭმუხნებოდა სახე და შემდეგ ისევ თავისან აკვირდებოდა „მორბენალ“ სხეულებს.
–შენ რა გჭირს? – იკითხა ისე, სასხვათაშორისოდ, მამაკაცმა, ცალი წარბი ზემოთ აზიდა და ისე შეხედა.
–არაფერი, – მხრები უდარდელად აიჩეჩა, ოღონდ მამაკაცისთვის არც ამჯერად შეუხედავს.
ნიკოლოზმა მანქანა მარჯვნივ დაწია და გააჩერა.
–აქ გაჩერება არ შეიძლება, – ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა ანამ.
– რა შეიძლება და რა – არა, – კბილებში გამოსცრა მამაკაცმა, – შემომხედე, – მკაცრად ჩაილაპარაკა.
ქალმა თავი შეატრიალა და ანერვიულებულმა შეხედა.
–მისმინე, – ხმა ჩაეხლიჩა ნიკოლოზს. – აღმოჩნდა, რომ მაგდას ვიცნობდი, შენ დაქალს... მას გამოვატანე ეს კაბა და თუ რამ საწინააღმდეგო გქონდა, შეგეძლო არ ჩაგეცვა. გაბუტვები და მსგავსი სისულელეები ჭკუიდან მშლის.
ქალმა ისევ საქარე მინაზე გადაიტანა მზერა. ნიკოლოზმა მანქანა სიჩქარით დაძრა ადგილიდან. ისევ ინსტიქტურად ჩაებღაუჯა ანა სავარძელს. შემდეგ, თითქმის თავისთვის ამოიჩურჩულა მაპატიეო. არც გაუღიმია მამაკაცს, მაგრამ ანიშნა, რომ გაიგო მისი ნათქვამი, რისთვისაც თავი ოდნავ შეარხია.
სააგენტოში ინსტრუქცია გააცნეს... ჩვენებები... პოდიუმი, მაკიაჟი, ტანსაცმელი კაპრიზების გარეშე – კრიტერიუმები ივსებოდა, ისევე, როგორც ანას ნერვები და გონება, რომელიც ნიკოლოზთან დაფრინავდა. ყველაფრის განხილვა რომ დაასრულა ნაცნობმა ქალმა, ნიკოლოზი წამოვიდა ანასკენ, შემპარავი ღიმილით.
–აბა, გაწყობსო ყველაფერიო? – თვალი ჩაუკრა, გვერდზე მიუდგა, უკან მაგიდას მიეყრდნო და ხელი გადახვია.
–თითქმის, – მხრები აიჩეჩა და მანაც გაიღიმა.
–თითქმის?! – გაიმეორა მისი ნათქვამი და, როდესაც მიუხვდა აზრს, მაშინღა გაიღიმა, – დახურულ ტანსაცმელში, დახურულ ჩვენებებზე ივლი... როგორ გგონია, სხვებს მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი გოგოს უნაკლო სხეული ხარბი თვალით ათვალიერონ?
მუცელში პეპლები გაეშალნენ. ძალაუნებურად გაეღიმა, ასევე მიტრიალდა, მამაკაცის პირდაპირ აღმოჩნდა და, როგორ ძლიერადაც შეეძლო, იმდენად შემოხვია მუცელზე ხელი. მოდელისთვის უნაკლო სიმაღლე კი აქვს, მაგრამ ნიკოლოზი აშკარად მაღალია მასზე, რას იზავს... ისე კი, მოსწონს ეს სიტუაცია. რა სჯობს შენი საყვარელი მამაკაცის გულისცემის სმენას, როცა ეხუტები?!
–თავისუფალი ვარ? – ჰკითხა რამოდენიმე წუთის შემდეგ ანამ და მარწუხებიდან გაათავისუფლა ნიკოლოზი
–გააჩნია რას გულისხმობ, – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
–მე ვიცი რასაც ვგულისხმობ და შენ რას გულისხმობ? – ეჭვნარევად შეათვალიერა.
–მეც ვიცი რასაც ვგულისხმობ, – ფხუკუნით ჩაილაპარაკა. – ხომ ვიცი, რომ გშია, ძალიან... ასე რომ, საჭმელი გავამზადებინე იზას და გველოდება! – წარბების თამაშით მოახსენა ამბავი და ხელი გადახვია.
–სირცხვილია, – ლოყები აეკაფრა ანას.
–რისი გრცხვენია, არ გადამრიო, – ახარხარდა ნიკოლოზი.
–აბა რა წესია, საჭმელად რომ მივდივართ შენ სახლში, – დაუფიქრებლად წამოროშა.
–დამშვიდდი, მოვა დრო და მასშტაბებს გავზრდით, – სიცილით წაკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი ქალს.
რომ მიხვდა რა თქვა, უარესად აუწითლდა ლოყები. რა წინადადებებს როშავს, თვითონ თუ იცის ნეტავ.... მაგრამ ეს მამაკაცი ისე აბნევს, სრულ ჭკუაზე რომაა კიდევ, ის უკვირს.
–ეგ არ მიგულისხმია, –თავის დაძვრენას შეეცადა.
–ვიცი, კუსკუს, – მანქანის კარი გაუღო, თბილად გაუღიმა და წელზე უბიძგა დაჯექიო.
სადილი ისევ ჩვეულებრივი იყო. როგორც გაირკვა, დავითი რუსეთში გაემგზავრა, ცოლ–შვილთან. ანუ რუსი ცოლი ყავს. იზა ზედმეტად თავს ყვებოდა ანას. ისიც კი წამოცდა, რომ პირველი იყო, ვინც ნიკოლოზმა სახლში მიიყვანა და საერთოდ, ვიზეც სულ საუბრობს. ამის თქმაზე გაწითლდა და გადაიწვა. ზედმეტი პასუხისმგებლობა იგრძნო. მამაკაცისგან ამხელა სითბო ასეთ მოკლე ხანში, ეზედმეტებოდა კიდეც, მაგრამ მოსწონდა და ვინ იცის, რა სახით დაგვირგვინდებოდნენ.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მაგდა და მარიამი რომ გამოვიდნენ, უკვე კარგად გვიანი იყო. მაგდამ თავი გაიგიჟა, სულ რამდენიმე წუთი მაქვს, უნდა წავიდე თორე დედამთილი თმით მითრევსო, მარიამმა კი დავრჩები, რატომაც არაო. ცოტას მოყოლა მაგდასთვისაც მოასწრო. ანასთან კი ყველაფერი გაშალა და მთელი ღამე ნიკოლოზის იქით არსად მიდიოდნენ. ბოლოს მარიამის ცხოვრებასაც მიადგნენ და ქალი გამოტყდა, რომ შეყვარებული იყო.
–ან, ხო იცი, რომ არ მინდა ვიჩქარო, მაგრამ ისეთი თბილი და კარგია, რომ... დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ხომ გესმის... გრძნობები უკვე გამიქურდა, რაღა დამრჩენია? – ქვითინამდე მისული მარიამი გულში ჩაიკრა და ღიმილით მოახსენა, რომ გრძნობებს მინდობოდა.
მარიამი სულ ასეთი სერიოზული გოგო არ იყო. თინეიჯერობის ასაკში შეცდომა დაუშვა, ჩვიდმეტის იყო უზნეო მამაკაცთან ერთად რომ გაიპარა, მაგრამ სამ თვეში უკან გამოექცა. ორსულად იყო, მაგრამ მაინც გამოიქცა, რადგან ლოთი მამაკაცის ლანძღვა–გინებას ვეღარ აიტანდა ყოველ დღე. მეოთხე თვეზე მუცელიც მოეშალა. ნერვიულობას გადაჰყვა და... წელიწადი დეპრესიობდა, შემდეგ კი წამოდგა, გლოვას აზრი აღარ ქონდა და ამიტომ ისევ სწავლას მიმართა. უნივერსიტეტიც დაასრულა და კარგ თანამდებობაზეც დაჯდა. ერთ–ერთი საფინანსო კომპანიის მთავარ მენეჯერად. ყველაფერი თავისი წვალების ფასად მოხდა და ამით ამაყობს კიდეც. ამიტომაა, რომ ყოველ მომდევნო ნაბიჯს საზღვრავს და ისე დგამს. არ უნდა, რომ იგივე გაიაროს და მეორე დეპრესიას საბოლოოდ შთაათქმევინოს თავისი თავი.
–ფეხბურთელია... იცი როგორი ბიჭია? მილიონში რომ გამოარჩევ... იდეალური ხასიათები აქვს... ღრჯო ზურას კი არ ჰგავს... – სიცილით დაასრულა და გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ანას რჩევის მოლოდინში.
–მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგვაცნო! – სიცილით წამოიძახა.
–ხო? ჯერ ადრე არ არის? – უხერხულობისგან მოიკვნიტა ტუჩი.
–მოდი ასე შევთანხმდეთ, მე ნიკოლოზს გაგაცნობთ, შენ შენი ბიჭი წამოიყვანე და კარგად აღვნიშნოთ! – არაჩვეულებრივი იდეა ნიშნისმოგებით წამოიძახა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
–ნიკოლოზ, ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო... – ნერვიულობისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და მამაკაცს მიახალა.
–ხოო? – გაიცინა და თავზე აკოცა. – რატომაც არა!
–აუ, რა კარგი ბიჭი ხარ შენ! –გაუხარდა ანას. – ხვალ რვაზე ვიკრიბებით... არ გადაგვიწყვიტავს ჯერ ზუსტად სად, მაგრამ მოგწერ რა მისამართს, – მისკენ გადაიხარა, აკოცა და მანქანიდან გადახტა.
მამაკაცს გაეღიმა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
კაფეში იჯდა და მეგობრებს ელოდებოდა. სულ ასეა, როცა რაღაც შეხვედრაზეა მისასვლელი ან ძალიან ადრე მიდის და ორი საათი ელოდება შემდეგ სხვებს, ან ძალიან გვიან და სხვები ელოდებიან ორი საათი. ახლა ადრე მივიდა. მაინც საპასუხისმგებლო დღეა მის ცხოვრებაში. თავის კორპუსთან ახლო ბარი გადაწყვიტეს, ამიტომ ნიკოლოზის გამოვლას არ დალოდებია ისე ჩაფრინდა სასწრაფოდ. ფანჯრიდან იყურებოდა და ნერვიულად ათამაშებდა მობილურს, ბარისკენ მომავალი მარიამი და სიმპათიური მამაკაცი რომ დაინახა. ფეხზე წამოდგა და ღიმილით დაელოდა როდის შემოვიდოდნენ. ქურთუკი გამოართვა მარიამს და საკიდზე ჯენტლმენურად მოათავსა. შემდეგ თავისისთვისაც იგივე გაიმეორა და მარიამს გამოჰყვა.
–ანუშკი, – გაუღიმა და მამაკაცზე ანიშნა, – ეს ერეკლეა!
–სასიამოვნოა, ანა, – ხელი გაუწოდა მამაკაცს, რომელმაც გამოწვდილი ხელი გადაატრიალა და ეამბორა.
უხერხულად შეიშმუშნა ანა, მიუთითა წყვილს დაჯექითო და თავად ადგილს დაუბრუნდა. მაგდაც მოვიდა მალე. მხოლოდ ნიკოლოზი აგვიანებდა. ის იყო ნომერი აკრიფა, რომ ნაცნობი მანქანა იცნო და სიხარულით წამოფრინდა ფეხზე.
უნდა აღინიშნოს, მაგდასაც მოეწონა ერეკლე და ანასაც აღუძრა სიმპათიები. სულაც არ ეტყობა მამაკაცს, რომ ფეხბურთელია და არა დიდი ბიზნესმენი.
ღიმილით წამოვიდა ნიკოლოზი ნაცნობი და უცნობი სხეულებისკენ. ანას გადაკოცნა უნდოდა, მაგრამ მამაკაცმა არ აცალა ისე ჰაეროვნად დაუკოცნა ბაგეები, შემდეგ კი მიტრიალდა და ერეკლეს მიაჩერდა. რომ სცოდნოდა იქ ეს ყველაფერი მოხდებოდა, არასდროს შეახვედრებდათ განგება ერთმანეთს.
–აქ რა გინდა, ნაბი**რო! – ფეხზე წამოიჭრა ერეკლე და ნიკოლოზისკენ გაიწია.
–ერეკლე! რა ხდება? – შეშინებული ჩამოეკიდა პერანგზე მარიამი.
–დამშვიდდი და ისე გავერკვეთ, – ხმა აჭრილმა ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და ხელით ანიშნა გაჩერდიო.
–რა დავმშვიდდე, ნაბი**რო, ხომ გაგაფრთხილე! – მისკენ გაწევას შეეცადა, მაგრამ მარიამის ხელებმა ოსტატურად დაიჭირეს.
–ამიხსნით რა ხდება? – ხმა აუკანკალდა ანას.
–წამოდი წავიდეთ რა და ყველაფერს აგიხსნი, – თითქმის დაიჩურჩულა საყვარელი ქალის თავთან ნიკოლოზმა.
–რა ხდება? – ირონიულად ჩაიღიმა ერეკლემ, – რა ხდება და მაგ ნაბი**არმა ჩემი და გააუპატიურა! – იღრიალა მწყობრიდან გამოსულმა და ისედაც შეშინებული ბარი უარესად მიიხედა ზედ.
ანას ყურებში თითქოს რაღაცამ გაბმულად დაიწუილა. ტკივილი იგრძნო მკერდის არეში და უნებურად ჩამოუგორდა ცრემლი...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მაატიეთ ამაზე ადრე ვეღარ დავდე... ვინაიდან და რადგანაც ხვალ ღამ დასასვენებლად მივდივარ, შევეცდები დღის მანძილზე ორი თავი დავდო და დავასრულო... მეტი ვერ გაიწელება <3
ველი შეფასებებს და მიყვარხართ, ძალიან!



№1  offline მოდერი D-roni

me mainc mjera rom chemi nikolozi arakaci :d ❤❤❤

 


№2  offline წევრი KaTE:))

ვაიმე, ეს რა დამაინტრიგა ^^^ ჩემო შვიდიანოო, რა გავერთე იმედი მაქვს მალე დადებბბბ love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline ადმინი შამანი

რა იყო ახლა ეს?! ძვლივს ააწყვეს ურთიერთობა და რა უქენი ახლა :დდ
ოხ შე ინტრიგანო შენა :დდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი N7

ძალიან მოულოდნელად ჩამივარდა ეს ინტრიგა.. :დ ახლა რომ ვუფიქრდები, ნიკოლოზი მეც მეცოდება..
კი,კი მალე დავდებ! ^_^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი D-roni

cheemi komentari vafshe glejva iko :D ra unda damewera da ra davwere :D
me mainc mjera ROM chemi nikolozi arakaci araa !!! ❤❤❤

 


№6  offline წევრი N7

D-roni
cheemi komentari vafshe glejva iko :D ra unda damewera da ra davwere :D
me mainc mjera ROM chemi nikolozi arakaci araa !!! ❤❤❤

ხოო, მეც აშკარად ვერ ჩავწვდი wink
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent