შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (5)


2-08-2015, 17:03
ავტორი N7
ნანახია 4 828

დაკითხვის ოთახებში ისხდნენ, ოღონდ ცალ–ცალკე. ნიკოლოზი ადვოკატს ელოდებოდა, ანა კი, პირველად მოხვედრილი ამგვარ სიტუაციაში, ფრჩხილებს იკვნეტდა და ყოველ წუთს საათს უყურებდა. ლამის მასთან ერთად აწიკწიკებულიყო. ზუსტად თხუთმეტ წუთში შემოხსნა პოლიციელმა ქალმა თავი ოთახში და უთხრა თავისუფალი ხარო. ჯერ ვერ გაიაზრა ნათქვამის აზრი, შემდეგ ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ გავიდა ამ ამაზრზენი ბუდიდან. იქვე შენიშნა კედელს აყუდებული ნიკოლოზი, რომელსაც ქერა ქალი ესაუბრებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უსმენდა, რადგან მისი ყურადღება ანასკენ იყო მომართული, რომელიც მისკენ მიდიოდა.
–რა მოხდა? – დაბნეულმა შემოხვია კისერზე ხელები მამაკაცს და ისე ძლიერად ჩაიხუტა, რომ გაგუდა კინაღამ.
–უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, – თავზე ხმაურით აკოცა, – მომშივდა და ხომ არ გვესადილა? –ჰკითხა მაშინვე, როგორც ქალმა გაათავისუფლა.
–რატომაც არა! – სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები.
მამაკაცმა მის კისერზე მოათავსა ხელი, თავად კი წელზე შემოხვია და მხიარულებით გავიდნენ პოლიციის შენობიდან.
–და მანქანა? – გაკვირვებულმა შეხედა პარტნიორს ანამ.
–დავითი მოგვიყვანს, – გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
–დავითი?! – თავისთვის ამოიჩურჩულა.
გაახსენდა წინა ღამე. წყნეთი, სასმელი, დავითი... თავაზიანი მამაკაცი, რომელმაც ნიკოლოზი დაახასიათა, როგორც ცნობადი სახე და მექალთანე. ვინ იყო ნეტავ მამაკაცის, ასეთ რისკზე რომ წავიდა და თანაც მაშინ, როცა იცოდა, რომ ნიკოლოზმა ატკინა ანას.
–ვინ არის დავითი? – რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ ჰკითხა.
–გუშინ ვისაც ეჭუკჭუკებოდი, – სიცილით გაახსენა.
–შენ რა იცი? – გაკვირვებულმა შეხედა და ხელი გაუშვა.
–როგორ თუ რა ვიცი? დავითი ჩემი ძმაა, მან ჩამაბარა შენი თავი.
„ნაძირალა“ – გაიფიქრა თავისთვის და ნიკოლოზს უბრალოდ გაუღიმა. შავმა ჯიბმა დაამუხრუჭა მათ ფეხებთან. ჩასხდნენ.
–დავით, იზას დაურეკე სადილი გაგვიმზადოს, – ომახიანად დაჰკრა ზურგზე ხელი ძმას და სარკიდან გამოხედა უხერხულად მჯდომ ანას.
–არ უნდა დარეკვა, ისეც ამზადებს, – ღიმილით გასცა პასუხი და მანაც ანაზე გადაიტანა ყურადღება, – აბა, შეიცვალე წარმოდგენა ჩემ ძმაზე? – თვალი ჩაუკრა და ისე მკვეთრად შეუხვია, რომ ანამ ინსტიქტურად ჩასჭიდა ხელი წინა სავარძელს, რომელშიც ნიკოლოზი იჯდა.
–კი, – უხერხულობით აიჩეჩა მხრები.
–მანქანის ძალიან გეშინია, რატო? – შენიშნა ნიკოლოზმა.
–პატარა ვიყავი, როცა ავარიაში მოვყევი, – ხვნეშით წარმოსთქვა, – მას მერე ჩვევასავით მექცა მანქანის შიში.
–ჩვენც ვართ ერთხელ ავარიაში მოყოლილები, – წამოიწყო დავითმა, – შენმა ბენტერა ნიკოლოზმა ხე ვერ შენიშნა და... – სიცილით დაამატა.
„შენმაო“ თქვა თუ მოესმა ანას? იმედია მოესმა, თორე ბევრს კადრულობს უკვე ეს თავაზიანი მამაკაცი. არადა იმედს იტოვებდა ანა, რომ ისიც თავის ძმასავით გარყვნილი არ იქნებოდა. თუმცა რას იზავთ, გვარი თავისას შვრება.
–რადროს ავარიებია, გამიხმა კუჭი! – სასაცილო ინტონაციით წამოიძახა ნიკოლოზმა.
–თუ გინდათ, რესტორანში დავსხდეთ სადმე, უხერხულობა რომ არ იგრძნო, მაინც, – დათბა დავითი. ღიმილით შემოხედა სარკიდან და პასუხის მოლოდინში სვლა შეანელა.
–რა ვიცი... – უხერხულობისგან სად შემძვრალიყო არ იცოდა ანამ.
–მე შენთვის ვამბობ, თორე არსად არ მეუხერხულება, – მხრები აიჩეჩა და სიჩქარეს ისევ მოუმატა. არა რა, გიჟია ეს ბიჭი. ნიკოლოზი ასე სწრაფად არ ატარებდა!
ნაცნობ სახლთან გაჩერდნენ და დაელოდნენ დაცვის გამოფხიზლებას, რომ ჭიშკარი გაეღო. ახლა ბევრად ლამაზი ეჩვენებოდა ანას ყველაფერი. დილით, როცა ნიკოლოზს სახლში მიჰყავდა, იმდენად იყო გაავებული, რომ ვერ ამჩნევდა ვერაფერს, ახლა კი დააკვირდა და მიხვდა, რომ სახლი კი არა სამუზეუმო ექსპონანტია... ნამდვილი კლასიკა იშლება სახლის თითოეული დეტალიდან. სულ ოცნებობდა ასეთ სახლზე, რაღა დამალოს.
–გაიცანი, ეს იზაა, – ნიკოლოზის ხმამ გამოაფხიზლა და სახლის თვალიერებიდან ოდნავ ხანში შესული ქალის თვალიერებაზე გადავიდა.
–ანა, სასიამოვნოა! – ხელი გაუწოდა ქალს, რომელმაც თავისი შეაგება.
–შემოდით სახლში, სანამ თბილია ყველაფერი, მანამ მიირთვით! – ღიმილით მოუსვა ანას ზურგზე ხელი და ოდნავ უბიძგა კარისკენ.
პატარა მაგიდას შემოსხდომოდნენ. დავითი ძალიან მხიარულ ტალღაზე იყო და მთელ თავიანთ ბავშვობას, მეტად კი ნიკოლოზის სიცელქეს იხსენებდა.
–სამის იქნებოდა მამამ რომ უყიდა პირველად ველოსიპედი, აიტეხა ორთვალა მინდაო, დაჯდა, დაღმართზე დაეშვა და სანამ მიხვდებოდა, რომ გაეჩერებინა ველოსიპედი, მანამ ამოყო ბარდებში თავი... მთელი თვე დასახიჩრებული დადიოდა, – სიცილით დაასრულა და წითელი ღვინო მოსვა.
ანა ვერ აალაპარაკეს. ან კი რაზე უნდა ესაუბრა, სულ არ იყო ცელქი ბავშვი, პირიქით, იმდენად სერიოზული იყო, რომ მაოს ერთი პერიოდი პარანოიკი ეგონა.
როგორც აღმოჩნდა, იზო მათი მოსამსახურეა და თან ისეთ გემრიელ კერძებს აკეთებს, თითებს ჩაატან. ისიც გაირკვა, რომ დავითი დაოჯახებულია, ულამაზესი მეუღლე ყავს, გერმანელი და ულამაზესი ქერა შვილები.
სახლში ნიკოლოზმა წაიყვანა. გაგიკვირდებათ და, უჩვეულო დუმილი სუფევდა მათ შორის. თითქმის მთელი გზა საქარე მინისთვის მიედო ანას თავი და არაფერს ამბობდა. მონუსხული საღამო იყო და ქალისთვისაც გაეზიარებინა ხასიათი. თანაც ცოტა ცუდად გრძნობდა თავს, თავბრუ ესხმოდა. კორპუსთან რომ გაჩერდა მანქანა, არაფრის თქმა და გაკეთება არ უნდოდა, უბრალოდ კარი გამოხსნა და ღიმილით აპირებდა დამშვიდობებას, როდესაც მამაკაცის საოცრად ცხელი თითები შეეხო მისსას და დენდარტყმულივით დაბრუნდა სავარძელზე.
–არ დამემშვიდობები? – ღიმილით წაიწია მისკენ მამაკაცმა და ქალის ტკბილ ბაგეებს თავისი შეაგება.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
რამოდენიმე დღე ანა სახლიდან არ გასულა. მაგდას არ ეცალა, დედამთილს ეხმარებოდა წვენების კეთებაში, მარიამი კი სამსახურში იყო ჩაფლული, ბევრს მუშაობდა, რათა შვებულებაში დიდხანს გაეშვათ მერე. ლამის დეპრესია ეწყებოდა უკვე ანას. ვერ იტანდა უსაქმოდ ყოფნას, თანაც არც ნიკოლოზი ჩანდა ჰორიზონტზე. მაოსთანაც უკვე აღარაფერი ქონდა განსახილველი, ამიტომ უწევდა მოწყენილობისთვის დაეთმო საკუთარი თავი. დიდი ეკრანის წინ იჯდა და ფილმებს უყურებდა.
პარასკევ საღამოს ტელეფონი აწრიალდა. იმედით დახედა, ეგონა ნიკოლოზი იქნებოდა. გული ლამის საგულედან ამოუვარდა, ისე უპასუხა. თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მამაკაცს გაახსენდა, მაგრამ, როგორც ქალის ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა მის ყურმილში, მაშინვე აზრზე მოვიდა.
–გისმენთ, – ხმა აჭრილმა უპასუხა.
–ანა დადიანი?
–დიახ, გისმენთ, – პასუხის მოლოდინში გაისუსა.
–თუ შეიძლება, ხვალ, თორმეტზე მობრძანდით სააგენტოში...
ექოსავით გაჟღერდა ქალის ხმა. სასწაულმა შიშმა აიტანა, რის მიზეზიც თავადაც ვერ იპოვნა.
–დიახ, – უპასუხა რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, დაბნეულმა, – აუცილებლად.
–კარგით, ნახვამდის, – უთხრა და კავშირი გათიშა.
მოსვენება დაკარგა. იცოდა, რომ ნიკოლოზიც იქ იქნებოდა, აუცილებლად. ვერ გაიგო მისი ასეთი უცაბედი აორთქლება და ასე უცაბედადვე ვერ შეხვდებოდა... არ უნდოდა დაჯერება თავისი მოსაზრების, მაგრამ სხეული უთრთოდა, რადგან ახსენდებოდა დავითის სიტყვები „ცნობადი სახე და მექალთანე“, უკანასკნელს ხაზგასმით აღნიშნავდა და ხვდებოდა, რომ ნიკოლოზი თავის სახეს ამჟღავნებდა. ანათი გაერთო, მეტს ვერ მიაღწია და სხვა მოინდომა...
ანას რაღაც ნაწილს სასწაულად უნდოდა მალე დაღამება და შემდეგ გათენება, რაღაც ნაწილი კი კვდებოდა ამის უარყოფით. ალბათ, იცით რა გრძნობაა იმედგაცრუება...
სასწაულად მალე გათენდა შაბათი დილა. მაოს რჩევით გადაწყვიტა, რომ წავიდოდა სააგენტოში. გარდერობში ათი საათიდან ჩაძვრა, „ისეთი დაბდური ვარ, კიდევ დავაგვიანებო“ – იფიქრა და ამ მიზეზით. შესაძლო ვარიანტის ყველა კაბა გადმოიღო და ერთ–ერთი რომ შენიშნა ისეთი, რაც აქამდე არ ენახა, გაკვირვებულმა გაიტანა საკუჭნაოში, მაოსთან.
–შენ მიყიდე? – ეჭვნარევათ შეთვალიერა და კაბა აუფრიალა წინ.
–არა... – გაკვირვება დაეტყო ქალსაც.
–აბა საიდან აღმოჩნდა ჩემ გარდერობში? – პირი გაოცებისგან დააღო.
–რა ვიცი, დედა... იქნებ იყიდე და აღარ გახსოვს?
–შანსი არ არის, – თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა და ფურთხუნით წავიდა საძინებლისკენ.
შეხსნა თუ არა კარი, მაშინვე შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე. უცხო ნომრისგან იყო, „ახალი კაბა ჩაიცვი და ჩამოდი, გელოდები“ – გასაგები გახდა ვინ იყო კაბის თავდაპირველი პატრონი. გაბრაზებული ორჭოფობდა ჩაეცვა და წასულიყო თუ – არა, ბოლოს გადაწყვიტა, რომ ახლა ბუტიაობები არ უღირდა, მითუმეტეს იმ მონატრების შემდეგ, რომელიც განიცადა, ჩაიცვა და ჩავიდა.
ნაცნობ მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაშინვე გაოცებულმა შეხედა მამაკაცს, რომელიც საკოცნელად წაიწია მისკენ, თავი აარიდა და რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხა:
–შენ რა, ჩემს სახლში იძრომიალე? – ცალი წარბი ზემოთ აზიდა და მომღიმარ მამაკაცს დააკვირდა.
–უბრალოდ, საიმედო კავშირები მაქვს! – სიცილით აღნიშნა ფაქტი და მონატრებული ბაგეები დაკოცნა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მაპატიეთ, რომ უფრო ადრე ვერ დავდე. წუხელ გათიშულ გონებაზე მუზა მომაფრინდა და ნახევრად მძინარემ შევთხზე თავი, მაგრამ რად გინდა, ისე სპონტანურად წამეშალა, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი.
ჰოდა დავწერე ახლა, არც ვიცი როგორი გამოვიდა და თქვენ განდობთ შეფასებას!^^
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი D-roni

ar vici rato uxariat magram ashkarad pirveli var :D chemi nichierebis piki ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი N7

D-roni
ar vici rato uxariat magram ashkarad pirveli var :D chemi nichierebis piki ❤❤❤❤

ეგ არც მე ვიცი:D
ნუ გამაწითლებ და გადამწვავ ხოლმე^^❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი KaTE:))

ჩემი შვიდიანი ^_^ ძალიან კარგი თავი იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი ის კაბა, რომ არ ჩაეცვა უფრო საინტერესო დასასრულს მოაწყობდი, მაგრამ არაუშავს ესეც კარგი იყო "შვიდიანო" ♡♡♡♡
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline წევრი N7

KaTE:))
ჩემი შვიდიანი ^_^ ძალიან კარგი თავი იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი ის კაბა, რომ არ ჩაეცვა უფრო საინტერესო დასასრულს მოაწყობდი, მაგრამ არაუშავს ესეც კარგი იყო "შვიდიანო" ♡♡♡♡

ვახ, რა გავაკეთო, სხვისი გრძნობებით ვერ ვათამაშებ ამ სათუთ გოგოს და ვერც ნიკოლოზს ვაჩხუბებ, ამჯერად ის ინტრიგა იყოს საკმარისი, ნიკოლოზი რომ გავაქრე მცირე ხნით ^^ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო..უფრო და უფრო უკეთესი თავები გამოგდის..ველოდები შემდეგს.ძალიან მომწონს ეს წყვილი და დავითიც კარგი ტიპია.

 


№6  offline წევრი N7

drunkinlove
საინტერესო..უფრო და უფრო უკეთესი თავები გამოგდის..ველოდები შემდეგს.ძალიან მომწონს ეს წყვილი და დავითიც კარგი ტიპია.

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს^^^ მეგონა ეს უინტერესო თავი იქნებოდა, მაგრამ გამახარა შენმა შეფასებამ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent