ერთად.(3)
–აუ ნატას დაურეკე რა მალე მოვიდეეს ყველაფერი მზად გვაქ უკვე. –მომაწოდე ტელეფონი. მოუთმენელ ნინას ტელეფონი გამოვართვი და ნატასთან დავრეკე. –სად ხარ დედი? გელოდებით. –ელენეს საჩუქარზე გავედი თვითონ მამამისთანაა გვიან მოვიყვანო. –არ მესმის მაგ კაცს ბავშვს როგორ ანდობ. –რა მექნა სალომე? მამამისია, თან ახალიწელია და სურვილები ყველას უნდა აუსრულდეს. ისე შენი ნახვაც უნდა. –ვაა მართლა? ჯობია ახლოს არ გამეკაროს თორე ჩემს თავზე პასუხს არვაგებ! ტელეფონი გავუთიშე და ნინას მივაშტერდი. –სალ, ვიცირო რთულია მარა შეცდომების პატიება უნდა შეგეძლოს ხო იცი, უკვე რამდენიხანი გავიდა იქნებ მართლა შეიცვალა, შეხვდი და დაელაპარაკე. –იცი მაინც რას მეუბნები? ვაპატიო ის რომ 15წელი მაგის ჩხუბის გარდა არაფერი მესმოდა? ვაპატიო ის რომ დედაჩემი მაგისგამო საათობით ტიროდა? კარგი რა! არასდროს არაფერი გაუკეთებია ოჯახისთვის, ყოველთვის თავის თავზე ფიქრობდა და მარტო ჩემგან და ნატასგან ითხოვდა. შენ იცი რო მე ნატაზე მეტად არავინ მიყვარს და მაგის დამცირებას არავის შევარჩენ. 2წლის რომ ვიყავი მაშინაც კი მარტო ატირებულ დედაჩემს ვხედავდი და ყველაზე მეტად მიმძიმდა ის რომ მისთვის არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ეხლა შემიძლია, ჩემი დამსახურებაა ეგ კაცირო აქედან წავიდა და რაცარუნდა გააკეთოს ვერასდროს დაბრუნდება. ვაპატიებდი ერთი, ორი ან სამი წელი რომ იყოს, მარა 15წელს ესე უბრალოდ ვერ ვაპატიებ. ცრემლები ვერ შევიკავე როცა ყველა ის საზარელი დღე გამახსენდა. –არ იტირო ჩემო ლამაზო. წამო რამე ვჭამოთ თორე სანამ ნატა მოვა მოვკვდები. –მადლობა რომ ყოველთვის ჩემთან ხარ ნინ, არ ვიცი შენ როარ მყავდე საერთოდ მოვიდოდი თუ არა აქამდე. შენ ხარ ჩემი ოჯახი და სხვა არავინ არმინდა! ძალიან მაგრად ჩავეხუტე და საჭმელად გავედით. ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა, უცხო ნომერი იყო და ამან ამაფორიაქა. –გისმენთ. –გამარჯობა სალომე, თორნიკე ვარ, სახელით ალბათ ვერ მიცნობ დღეს შენთან ვიყავი. –ხო ხმაზე გიცანი. –მისმინე, დღეს პახმელიაზე ვიყავი და ცოტა ზედმეტი მომივიდა ხო ხვდები რა, არ უნდა მოვსულიყავი შენთან დაივიწყე რაც გითხარი. –დავივიწყო? –ხო რა, შეყვარებული არ მყავს მარა ერთი გოგო მომწონს, ვიცირო იმასაც მოვწონვარ და ეხა თორმეტზე ისეთ რაღაცებს გავუკეთებ უეჭველი ერთად ვიქნებით და არ შემეძლო შენთვის არ მეთქვა. მგონი არც შენ არ ჩაგითვლია ნორმალურად ჩემი ლაპარაკი. ხშირად, არა ხშირად არა, ყოველთვის! ყოველთვის ის ადამიანები გვიცრუებენ იმედს, ვისიც ყველაზე მეტად გვჯერა, თუმცა რა მეგონა, რომ ბიჭმა ერთხელ შემომხედა და მიხვდა რომ ვუყვარვარ?! თავს დამცირებულად და უსუსურად ვგრძნობდი, ამიტომ ხმის ამოღება ვერ შევძელი. –სალ, არაფერს მეტყვი? ჩემს სახელს ისე განსხვავებულად იძახდა, ისეთი სხვა გრძნობით რომ მარტო ამის გამო შემეძლო მყვარებოდა.. –კარგი თორნიკე, ყველაფერი გასაგებია, წარმატებებს გისურვებ იმ გოგოსთან. –ვიცოდი რო გაიგებდი, დიდი მადლობა და დამდეგს გილოცავ. –მეც. ეს სიტყვა ისე ჩუმად ვთქვი, მეც ძლივს გავიგე. გავუთიშე და სავარძელზე დავჯექი. –სალომე მამაშენი იყო? რა გჭირს? ვიცოდი ნინასთვის ყველაფერი რომ არმომეყოლა სამუდამოდ დავკარგავდი ამიტომ სიტყვასიტყვით მოვუყევი ჩემი და თორნიკეს პატარა და ყველაზე სევდიანი ისტორია. –რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ ენდობი ყველას! როგორ დაიჯერე რო მართლა უყვარდი გაააფრინე? არც გიცნობს. –შენ თვლი რომ უნდა ვიცნობდე რომ შემიყვარდეს? –რა თქმა უნდა. –მაგრამ არ ვიცნობ და მიყვარს, ამას რითი ახსნი? –არ გიყვარს, მოგწონს და გადაგივლის. –კარგი დაველოდოთ როდის გადამივლის. უკვე თერთმეტი იყო, ნატა მოვიდა, მამაჩემმა ელენე მოიყვანა, ნინას დედა და მამაც ჩვენთან გამოვიდნენ და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვცდილობდი ბედნიერი ვყოფილიყავი. ახალი წელი ხომ ყოველთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. 12ზე მე და ნინამ წერილები გავცვალეთ, ეს ჩვენი ახალიწლის ტრადიციაა. შამპანური გავხსენით და საჩუქრებით გავახალისეთ ერთმანეთი. –ნინააჩკაა. –ხო სალუუ. –წამო რა გარეთ გავიდეთ. –მამაჩემი გაჭედავს და ნატაც. –შენები ხო აქ დარჩებიან და ვთქვათ რო შენთან მივდივართ გარეთ ყოფნა რომოგვბეზრდება მერე მართლა ავიდეთ. –კაი მარა იმედია დიდიხანი არმოგვბეზრდება თორე ჩემმა ძმამ მთელი თავის საძმაკაცო იქ აყარა. –მე არაყს მოვიპარავ შენ საჭმელი და ჭიქები აიღე, ოღონდ იცოდე არუნდა დაგინახონ თორე მთელი ღამის სახლში გატარება მოგვიწევს! ნატასთან მივედი და შებმა დავუწყე. –ნატუუუკ ხოიცი უკვე 17წლისები ვართ და გვინდარო ახალი წლის ღამე მარტოებმა გავატაროთ. დავინახე რო ნინაც იგივეს აკეთებდა მშობლებთან და სიცილი ვერ შევიკავე. –ნინასთან თუ ახვალთ სახლში, წადი. –ჩემი მიხვედრილი დედიკუუნაა. ძალიან მაგრად ჩავეხუტე, მასთან ჩახუტება ყოველთვის მარწმუნებდა რომ არ შეიძლება ვინმე დედაზე მეტად შეგიყვარდეს. 2ისთვის გამოვედით გარეთ. საერთოდ არავინ არიყო, მიყრუებულ ბაღში დავსხედით და სმა–ჭამა დავიწყეთ. –ჩვენ წინაპრებში ვინმე ბომჟი იქნებოდა უეჭველი. –გეთანხმები ჩემო ნინა. –მიდი ერთიც დაასხი და ავიდეთ თორე უკვე ძაან გვიანია. ჭიქები ბოლომდე გავავსე, ფეხზე ძლივს ავდექი და დავიწყე. –მოდი ამ ჭიქით, ჩემს დამსხვრეულ ოცნებებს და სიყვარულს გაუმარჯოს. –შე გათახსირებულო! მიყვიროდა ნინა. და რა თქმა უნდა, ისევ ჩემმა ტელეფონმა დარეკა. –ვინაა? –შენი ძმა ირაკლი. ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო ამაზე ამდენი რო ვიცინე, ბოლოს გათიშა მაგრამ მეორედ გადმორეკა. –გისმენ იკუ. –რატო აქ ნინას ტელეფონი გამორთული ან სად ხართ? თეამ დამირეკა ნინას გამორთული აქვს ტელეფონი და უთხარირო ჭკვიანად იყვნენო და ძაან მაინტერესებს სად ჯანდაბაში ხართ სუ გამოშტერდით თქვეენ? –მადლობა იკა, მეც გილოცავ ახალწელს. –მთვრალი ხარ? –არა. –დროზე მითხარი სად ხართ მოვალ და სახლში წამოგიყვანთ. –არ შეწუხდე ბატონო ირაკლი ჩვენ თვითონ მოვალთ. –15წუთში ზარის ხმას თუარ გავიგებ თეასთან და ნატასთან ერთად გამოვალ თქვენ მოსაძებნად. გავუთიშე და ისევ სიცილი დავიწყე, ნინაც ამყვა. ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, ლიფტი არ მუშაობდა და მეცხრე სართულამდე ფეხით აბობღებამ ცოტა გამოგვაფხიზლა. კარზე ზარის დარეკვას ვაპირებდი და უცებ ნინამ სახეში შემომარტყა. –შენ გაგიჟდი? მომკლავს ირაკლი! ტანსაცმელი მაინც გავისწოროთ სირცხვილია. კარი უცნობმა გაგვიღო, ნინას ისე უყურებდა მივხვდი რო რაღაცაში იყო საქმე და მარტო დავტოვე, სასმლისგან გათამამებული ოთახში შევარდი სადაც უამრავი ბიჭი იყო, გამიმართლა ირაკლი წინ იდგა, გავიქეცი და ჩავეხუტე. –სასმლის და სიგარეტის სუნით ყარხარ! –რა კარგია სიყვარულს სუნი რომ არ აქვს თორე უარესი სუნი მექნებოდა. –რეებს ბოდავ? –გამატარე. გვერდზე ჩავუარე სავარძელში მოვკალათდი სიგარეტი ამოვიღე მოვუკიდე და ჩემ წინ მჯდომ ბიჭს ვთხოვე სასმელი დაესხა, ჩემს სურვილს დაემორჩილა და ორ წუთში ჭიქა მომაწოდა, ალბათ მოვიყუდებდი ირაკლი როარ მოსულიყო. –ჯერ ეგ სიგარეტი გადააგდე და მერე ჭიქა დადე. ხანდახან მავიწყდებოდა რომ ჩემი კიარა ნინას ძმა იყო. –კარგი რა იკა, დღესხო ახალი წელია. ყელში ვაკოცე და ვეცადე საწყალი სახე მიმეღო. –კარგი მაგრამ იცოდერო ხვალ ახალიწელი აღარ იქნება. –კაი. ვერ შევამჩნიე როგორ მომიჯდა ნინა გვერდზე. –სალომე აღარ დალიო! –შეეენც? რაო პრინცმაა? –რა პრინცმა ირაკლის ძმაკაცებთან შანსი არმაქ ხოიცი. –ისე მოგწონს ხო? –კაი ტიპია. აივნის კარი გაიღო და ის გამოვიდა ვისი ნახვაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ნინას ხელი ისე მაგრად მოვუჭირე კინაღამ კივილი დაიწყო. –რახდება? ჩუმად მკითხა. –ისაა. –ვინ ის? –თორნიკე. –რააა? აქ რაუნდა? დავიჯერო ეგეც იკას ძმაკაცია? –გთხოვ აქედან წამიყვანე არმინდა დამინახოს. დაგვიანებული თხოვნა იყო, უკვე მიყურებდა და გაპარვა აღარ გამოვიდოდა. –შენ გიყურებს. –ვხედავ ნინა. –მე წავედი. –მარტო ვერ დამტოვებ! –დაგტოვებ. ფეხზე ადგა და ის ბიჭიც ააყენა ჩემ წინ რო იჯდა. ჩემკენ წამოვიდა, მე რა თქმა უნდა გული ამიჩქარდა და ღმერთს ვთხოვდი ვინმეს გაეჩერებინა, ცოტახანი მაინც რომ თავი დამემშვიდებინა, ღმერთმა ჩემი ვედრება არ შეისმინა. მიუხედავად იმისა რომ ჩემ წინ დიდი ადგილი იყო, მაინც გვერდზე მომიჯდა და ისე ახლოს იყო ჩემთან, სუნთქვა მეკვროდა. –არ მეგონა აქ თუ გნახავდი. –არც მე თორნიკე. სწერვულად გავუღიმე და არვიცი ამით წყენა და გაბრაზება გამოვხატე თუ უბრალოდ სასმლისგან თავს ვერ ვაკონტროლებდი. –მგონი ზედმეტად ნასვამი ხარ, წამოდი სახლში წაგიყვან. –დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ აქ დასარჩენად ვარ მოსული. –მაშინ წამოდი საძინებელში შეგიყვან და დაიძინე. –არ მინდა. –ესე რატო მელაპარაკები? ესე ახლოს ვზივარ შენთან და მაინც შორს ხარ. რატო გამირბიხარ? –დილით ჩემთან მოხვედი და მითხარი რომ გიყვარვარ, მერე დამირეკე და მიბრძანე ყველაფერი დამევიწყებინა, მეც დავივიწყე და ეხლა ყველაზე უცხო ხარ ჩემთვის! გაგიმართლა საერთოდ რომ გელაპარაკები. ფეხზე ავდექი წასვლას ვაპირებდი, მაგრამ თორნიკემ ხელი მომკიდა და წასვლა ვეღარ შევძელი. –ვიცი სწორად არ მოვიქეცი, თუმცა ვფიქრობ ყველაფრის გამოსწორება შემიძლია. –არ შეგიძლია! შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია. ძალა მოვიკრიბე ხელი გავაშვებინე და ნინას ოთახში გავედი. ცოტახანში ვიღაც შემოვიდა და ლოგინზე დაჯდა. –რა გინდა. ისე ცივად ვუთხარი კითხვასაც არ გავდა. –მეგონა გეძინა. თორნიკე იყო. –რა მნიშვნელობა აქვს მძინავს თუ მღვიძავს? ძალიან გთხოვ, არაა მოვითხოვ ადგე და გახვიდე ამ ოთახიდან! –დაწყნარდი. ანასტასია დაიღალა და წასვლას ისედაც ვაპირებდი, არც ვიცი აქ რატო შემოვედი. –ანასტასია თუ დაიღალა ნამდვილად გქონია წასვლის მიზეზი. ვთქვი და ყელში ბურთი გამეჩხირა, თავში მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა: 'არ იტირო სალომე არ იტირო, ოღონდ ახლა არა'. ცრემლები არ წამომსვლია, თუმცა, ჩემთვის მაშინ ტირის ადამიანი, როცა სევდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს. –კარგად. –ნახვამდის. ვთქვი ჩემთვის და მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ ვიგრძენი ტკივილის და მონატრების სუნი, რომელიც თვალებს ისე მიწვავდა რომ ვეღარ შევძელი ცრემლების შეკავება. ჩემს ტკივილთან ერთად ჩამეძინა როცა გავიღვიძე ყველას ეძინა, ნინას ჩემთან, დანარჩენებზე ჯობს არაფერი ვთქვა. ავდექი აივანზე გავედი და თოვლი რომ დავინახე ისე გამიხარდა თავი ვერ შევიკავე და კივილი დავიწყე ბედნიერებისგან, სახლში შევარდი და ნინა გავაღვიძე. –აბაშიძე სალომე, ახლავე გაეთრიე ჩემი ოთახიდან!!! –ნიიინ ადექი გთხოოვ იცი რამაგრად თოვს? გარეთ გავიდეთ რაა! გუშინდელი ამბების მერე ცოტა გავმხიარულდები. –5წუთში ავდგები. გარეთ გამოვედით, ისე სუფთად და ლამაზად თოვდა შეუძლებელი იყო რამე ცუდზე გეფიქრა, 2წლის ბავშვებივით დავრბოდით თოვლში.. არის მოვლენები რომლებიც უკან, წარსულში გაბრუნებენ, და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლისხარ როცა გადაუღებლად თოვს.. ნინა ისე დაიღალა გარეთ ვეღარ ვაჩერებდი და სახლში ავედით, უკვე ყველას ეღვიძა. –სად იყავით? –გარეთ ირაკლი, სხვათაშორის თოვს, შეგიძლია ფანჯრიდან მაინც გაიხედო. ცივად ვუპასუხე სახლში ამოსვლით გაღიზიანებულმა. –ნატამ დარეკა, გასასვლელი ვარ და მალე ამოვიდეს ელენეს მარტო ვერ დავტოვებო. –ნინ ხო გამომყვები? –სამეცადინო აქვს. –ირაკლი შენ გკითხა ვინმემ რამე? გამოგყვები აბა რას ვიზამ, გავიდეთ უკვე? –ჰო, თორე გაჭედავს ნატა. ყველას თბილად დავემშვიდობეთ და ჩემთან ავედით, ბავშვს სათამაშოები მივუყარე და ნინასთან ერთად ყავის სმა დავიწყე. –დაურეკე. –ვის ნინა? –თორნიკეს. –ჯერ რატო უნდა დავურეკო და მერე ნომერიც არვიცი. –გაგიგებ იკასგან. –გაგიჟდი? გუშინ დავემშვიდობე და დღეს დავურეკო? თან უკვე შეყვარებული ყავს. ჯობია საერთოდ აღარ მიხსენო. –წამო გოგოებს ვუთხრათ და სადმე წავიდეთ. –პირველ იანვარს ყველაფერი დაკეტილიროა არიცი? –წყნეთში ავიდეთ ჩემთან და იქ დავრჩეთ. –ეეე კაი. რამდენი ხანია არ ავსულვართ, მარიამს, ლიზას და ნიას უთხარი მეტს არავის. –გვანცას სწერვობის თავი გაქ? –ჰო კაი მაგასაც. ელენეც უნდა წამოვიყვანო სხვა გზა არმაქ. –წამოიყვანე პროსტა თბილად ჩააცვი თორე როგაცივდეს ნატა მოგვკლავს. გოგოებთან დავრეკეთ, შევიკრიბეთ და წყნეთში ავედით, არაფერი არარის იმაზე მაგარი როცა შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ხარ, იმათთან ვისაც ბავშვობიდან იცნობ და უამრავი რამის გახსენება შეგიძლიათ, გვიანობამდე ვყვებოდით ისტორიებს, ვიხსენებდით ძველ დროს, მიუხედავად იმისა რომ ყინავდა, ჩვენ მაინც არ გვციოდა, ჩვენი ბედნიერება გვათბობდა. ღამის სამ საათზე დავიძინეთ და 5ზე ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ვიღაც გაუჩერებლად რეკავდა, არ დამიხედავს პირდაპირ ავიღე. –გაგაღვიძე? –თორნიკე? –ხო მე ვარ. –კი გამაღვიძე. –შეგიძლია გარეთ გამოხვიდე? –წყნეთში ვარ. –ვიცი, შენ სახლში მივედი და დედაშენმა მითხრა წყნეთშია ნინას სახლშიო, ირაკლის დავურეკე და მითხრა სად იყო ეს სახლი და ეგრევე წამოვედი. არ მინდოდა დედაშენის გაღვიძება მეგონა შენ დამხვდებოდი. –გამოვალ. ისე მესიამოვნა ჩემგამო წყნეთში რომ ჩამოვიდა უარი ვერ ვუთხარი, ჩუმად ავდექი ჩავიცვი და გარეთ გავედი. სახლისგან ოდნავ მოშორებით იდგა. მივედი და ისე მაგრად ჩამეხუტა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მე და ის ერთად ვიყავით და შეუძლებელი იყო ჩვენი დაშორება. –მაპატიე რომ ვიჩქარე და მეორე დღესვე გითხარი რომ მიყვარახარ, მაპატიე რომ ჩემი გრძნობების შემეშინდა და ტკივილი მოგაყენე. თუმცა ახლა არაფერს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქ ვარ, შენ გვერდით. –არ მიმატოვებ? –არასდროს! –მპირდები? –გპირდები. სარკეში არ ვიყურებოდი თუმცა ვგრძნობდი როგორ მიბრწყინავდა თვალები, ვგრძნობდი რომ ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი მაინც ბედნიერი წავიდოდი ამ ქვეყნიდან, რადგან ის გამოვცადე, რის გამოც ცხოვრება ღირს. გიყვარდეს ერთი ადამიანი ეს ნიშნავს გიყვარდეს მთელი სამყარო. –თბილისში უნდა წავიდე საქმეები მაქვს, საღამოს ჩამოგაკითხავ და მე წამოგიყვანთ. –კაი. –ჭკვიანად იყავი. –შენც. შუბლზე მაკოცა, მანქანასთან მივიდა უკან გამოიხედა გამიღიმა და წავიდა. ბედნიერებისგან დავფრინავდი და ესე ფრენა–ფრენით მივედი სახლში, სადაც განრისხებული დაქალები მოუთმენლად მელოდნენ. –სად იყავი? რა თქმა უნდა ნინამ დაიწყო. –არ უნა გაგვაფრთხილო რო მიდიხარ და იკარგები? აყვა ნიაც. მე მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდი, ელენეთან მივედი ჩავეხუტე და მასთან ერთად თამაში დავიწყე, თუმცა დიდხანს ვინ დაგაცდის. ______________________ ალბათ ეს ბოლო თავია, რომელსაც აქ ვდებ. თუ ერთი ადამიანი მაინც არ კითხულობს რა აზრი აქვს. მიყვარხართ:)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.