შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "8 თავი"


7-08-2015, 00:55
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 739

არ ახსოვს როგორ გაბედა და ნინიასთან მიჩოჩდა. ვერც გაიაზრა ისე გაანდო ამდენი ხნის გულში ნადები ემოცია, ტკივილი... ვერც ის გაიაზრა თუ როგორ მოხვია ნინიას თავისი მკლავები და პირველად, ამდენ ხნიანი განშორების შემდეგ, ნათლად შეიგრძნო საყვარელი სურნელი. გულს ათას ნაწილად უსერავდა ნინიას თითოეული ცრემლი,მაგრამ ვერ აჩერებდა,ეგონა, თუ მის გაჩერებას შეეცდებოდა, ნინიას დარდი გულშივე ჩაიკარგებოდა, ახლა კი თითქოს ტკივილისგან თავისუფლდებოდა. ო როგორი ტკბილი იყო ნინიას სურნელი... რაღაც ბავშური და წრფელი სურნელით გაჟღენთილი. წამის გაჩერება რომ შესძლებოდა, სწორედ ამ წამს ჩაიბეჭდავდა საუკუნო მარადისობაში. ესმოდა, რომ ნინია მის მკლავებში ყოფნას ვერ იაზრებდა და წინასწარ მოეცვა უიმედობას, რომ როგორც არასდროს ისე დაშორებოდა ნინიას. თითქოს შხამნარევ ნეტარებას მოეცვა ორივე, სტკიოდათ უერთმანეთობაც და ერთმანეთთან ყოფნაც. და აი, ნინიაც რეალობას დაუბრუნდა, დემეს მკლავს დაეჯაჯგურა და მანაც განადგურებულმა გაათავისუფლა საყვარელი ქალი. დაიბნა, როდესაც ნინიამ მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და სირბილით აირბინა კიბეები. ნინია ფრთხილად - იმეორებდა და თან გულში უფალს შეწევნას სთხოვდა. რაღაც აუტანელმა განცდამ მოიცვა და გულის ფანცქალით შეჰყურებდა მისი ცხოვრების იმედის. ბოლო საფეხურიღა დარჩენილიყო, ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ნინია კიბიდან გადმოგორდა. იგრძნო როგორ დაეტაკა ტკივილის უზარმაზარი ზვირთი და ტალღებში შეიტყუა. წამიერად გამოფხიზლდა და ნინიას მიეჭრა, რომ ტკივილისგან მოკუნტულიყო და ძლივს გასაგონად ბუტბუტებდა: დემე ტყუპები გადაარჩინე... ნინია, ჩუ, ჩემო სიცოცხლე, არ დახუჭო თვალები, გაუძელი ტკივილს, შენ ძლიერი ხარ, გეფიცები, სულ დაგანებებ თავს ოღონდ ახლა იბრძოლე. თვალებში ცრემლებ აკაიაფებული ელაპარაკებოდა და თან მანქანის მიჰყავდა უკვე უგონო მდგომარეობაში მყოფი ნინიას. გადაარჩინეთ! - არაადამიანური ხმით იღრიალა საავადმყოფოში და ნინია საკაცეზე დააწვინა. მაშინვე ექიმები შემოეხვივნენ და ნინია გამოჰგლიჯეს. საოპერაციოს კარამდე მიჰყვა, მერე კი ექიმებმა გარეთ დატოვეს. ტკივილისა და უიმედობისგან გარემოცულმა მაგრად დაჰკრა მუშტი კედელს, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო ნინიას ცუდად ყოფნა. არ ახსოვს რამდენი ხანი ებრძოდა კედელს, რეალობაში რაღაცის შერჭობის შეგრძნებამ დააბრუნა. ექთანს ხელში ნემსი ეჭირა და თან მისი ტელეფონით ლაპარაკობდა. გონს პატარა პალატაში მოვიდა, მაშინვე თვალწინ დაუდგა მომხადი და მკვეთრად წამოდგა, პალატის კარი გამოხსნა და ნაღვლიან ძმასა და მეგობრებს გადააწყდა. ვერავინ შეძლო ხმის ამოღება, ბოლოს ისევ ანდრია ჩაეკრა ძმას, მხარზე ხელი დაჰკრა და როგორ ბავშვობაში ახლაც ომახიანი, მაგრამ სევდა შეპარული ხმით გაამხნევა: ისინი გადარჩებიან, აი ნახავ... მაგრად მოეხვია ძმას და მიმღებისკენ გასწია, უკვე საათნახევარი გასულიყო, ექიმისგან კი არაფერი ისმოდა. ჭკუიდან იწეოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა ნინია და ტყუპები დაეკარგა. მომლოდინე თვალებით მიჩერებოდა საოპერაციოს კარს და ცდილობა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. იცოდა, რომ ყველაფერი მისი წინდაუხედავი საქცილის, იმ ერთი ღამის და დღევანდელი საქციელის სამაგიერო იყო. საყვარელი ქალი არა მარტო სულიერად გაანადგურა, ახლა ფიზიკურადაც მოსპო. სწორედ მის გამო ებრძოდა ნინია სიკვდილს. იცოდა, ნინიას რომ რამე მოსვლოდა, უბრალოდ არსებობას შეწყვეტდა, პირველი შესაძლებლობას გამოიყენებდა და თავადაც სიცოცხლეს დაასრულებდა. მალევე ღონე მიხდილი ექიმი გამოვიდა, რომელმაც ისედაც განადგურებული დემე კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. - ყველანაირად ვცდილობთ, რომ ორივე გადავარჩინოთ, მაგრამ მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ სჯობს არჩევანი გავაკეთოთ ან დედის ანდა ბავშვების სასარგებლოდ. ყველანაირად ვეცდებით ორივე გადავარჩინოთ, მაგრამ უნდა გვითხრათ, კრიტიკული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ. იმ წუთას კიდევ ერთხელ მოკვდა, როგორია არჩიო ან საყვარელი ქალი, შენი სულისა და ხორცის ნაწილი, ან ჯერ არდაბადებული პატარა ანგელოზები, რომლებიც უკვე სიგიჟემდა უყვარდა. ღრმად ამოიგმინა და ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ ნინიას მიხედეთ... ჩაწითლებული თვალებით მიუგო და უსასრულობაში გაშტერდა. დემე ტყუპები გადაარჩინე - ნინიას ბუტბუტი მოაგონდა და ეტკინა, რომ ახლაც საყვარელ ქალს ატკენდა. იცოდა, ნინია ამას არასოდეს აპატიებდა, სამუდამოდ შეიძულებდა, ვერც თვითონ შეძლებდა საკუთარი საქციელის გამართლებას, მაგრამ მაინც მისთვის ჯერ ნინია იყო და მერე სხვა ყველაფერი. წამები უსაშველოდ იწელებოდა, უსასრულობაში ჩაძირული მიშტერებოდა ოთახის კარს, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა, მალევე საოპერაციოდან ექთანი გამოვიდა, რომელსაც ორი ბავშვი ეჭირა და სადღაც მიჰყავდა. ჩვენი შვილები - გაიფიქრა და ექთნისკენ გასწია, როდესაც გაღებული კარიდან ექიმის ყვირილი შემოესმა: ჩქარა ელექტროშოკი, ქალს ვკარგავთ. იქივე კართან ჩაიკეცა და ცხოვრებაში პირველად ქალივით ატირდა. გონს ძმის შეხებამ გამოიყვანა, რომელსაც სადღაც მიჰყავდა. მალევე ინკუბატორთან გაჩერდნენ და ძმამ ღიმილით დაანახა ორი პაწია ანგელოზი, რომელთაც ხელი ჩაეკიდათ და მშვიდად ეძინათ. ძმაო გამაგრდი, ნინიაც იბრძვის ამ ანგელოზებივით და მალე ყველაფერი დალაგდება. სულის ტკივილამდე იწამა, რომ ნინია გადარჩებოდა, ეგონა, თუ ამაში საკუთარ თავს დაარწმუნებდა, სამყაროც დარწმუნდებოდა და კიდევ ერთ შანსს აჩუქებდა ნინიას. მდგომარეობა კრიტიკულია, უახლოესი ოცდაოთხი საათი გადამწყვეტია, მაგრამ ვფიქრობთ, შანსები ჩვენს მხარესაა - იმედიანი სახით მიუგო მოხუცმა ექიმმა, რომელსაც დემეს შემხედვარეს სახეზე სიბრალული გამოსახვოდა. არ ახსოვს რამდენი იბრძოლა, მაგრამ ბოლოს მაინც საოპერაციოში შეუშვეს, ეგონა, ნინია მის ყოფნას იგრძნობდა და როგორმე გაამხნევებდა. გაუბედავად წაიღო ხელი ნინიას ხელისკენ და საუბარი დაიწყო: ნინია, ვიცი ახლა ამ ხელის ჩაკიდების უფლებაც კი არ მაქვს, მაგრამ გთხოვ იბძოლე. არა, ჩემთვის არა, იმ ანგელოზებისათვის, იცოდე, შენ თუ არ იქნები, ვერც მე ვიარსებებ ამ სამყაროში. ვიცი, სილაჩრეა, მაგრამ შენს გარეშე მე ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთი უფრო ვიქნები, ვიდრე მამა. ან რა მამა, შეიძლება იყოს ადამიანი, თუ მან საყვარელი ქალი ვერ დაიცვა და მეტიც საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე. გთხოვ, გთხოვ, ებუტბუტებოდა და თან გულში ფრთხილად იკრავდა ათასი მილით დაფარულ ნინიას. დილით ექიმმა საოპერაციოდან გამოაგდო, ნინიასთვის ცუდი მუდმივი ყოფნა და საოპერაციოც დაუყოვნებლივ დატოვა. გასვლისას თვალი მეგობრებს მოჰკრა და მაშინვე მათ მოეხვია, უჭირდა დემეს ამხელა ტკივილისა და დარდის მარტო ზიდვა. გაგამ და ტატომ სული ძალით წაათრიეს პაწია ანგელოზებთან, გული სიხარულით აუფრთხიალდა, როდესაც მათ შეავლო თვალი.
მოგონებების ზღვაში "8 თავი"

საღამო ხანი იყო, როდესაც ხელახლა დაიბადა ექიმის სიტყვების გაგონებაზე: პაციენტი გამოფხიზლდა და გამოჯანმრთელების გზას ადგას, საფრთხემ მთლიანად ჩაიარა. ემოციებისგან ექიმს ძლიერად მოეხია და მადლობას ათასნაირი სიტყვით უხდიდა.
პალატისკენ უნდა წასულიყო, როდესაც მისი და ნინიას ბოლო საუბარი გაახსენდა. კარის გასაღებად აწეული ხელი ჩამოუშვა და ლილესა და ანდრიას დაუთმო გზა. ანდრიამ ძმის თვალებში უსაზღვრო ტკივილი ამოიკითხა, მიხვდა, რომ რაღაც იმდენად შემაძრწუნებელი მომხარიყო, რომ დემე ნინიასთან შესვლად ვეღარ ბედავდა. თხუთმეტ წუთში ლილე და ანდრიაც გამოვიდნენ და დემეს ნაგროვები მოთმინებაც აორთქლდა: როგორაა, ხომ კარგადაა, რამე თქვა. ერთანეთს მიაყარა და ძმას პასუხის მოლოდინში მიაჩერდა. ნორმალურადაა, ბავშვები და შენ გიკითხა.სევდიანად გაეღიმა, მათ ხომ ყოველთვის დააკავშირებდათ უხილავი ძაფები მიუხედავად სირთულეებისა. მაგრამ მაინც ვერ გაბედა ნინიასთან შესვლა, რა ეთქვა, როცა უკვე იმდენი დააშავა, რომ პატიების თხოვნაც კი უნამუსობად მიაჩნდა. სულ ძალით გააგდეს მეგობრებმა სახლში, რეკორდულ დროში მიიღო შხაპი, გამოიცვალა და მაღაზიაში ბავშვებისთვის რამდენიმე ტანსაცმელი და სათამაშო იყიდა და საავადყოფოსკენ გაემართა. თვალებ გაცისკრონებული უყურებდა პატარა ანგელოზებს და ღმერთს მადლობას სწირავდა უსაზღვრო ბედნიერებისათვის. ტკივილამდე უნდოდა ნინიას ნახვა და მისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება, მაგრამ მაშინვე მომხდარი ახსენდებოდა და უკან იხევდა. ბოლოს ვეღარ გაძლო, ექიმთან დააზუსტა, რომ ნინიას ეძინა და საყვარელი ქალისკენ გაემართა. სევდამ შეიპყრო, როცა ათას მილს მიერთებული მისი ანგელოზი დაინახა, თავი ვერ შეიკავა და ტუჩები შუბლზე მიაწება: ნინია მიყვარხარ, ციდან ცამდე, უსასრულობიდან უსასრულობამდე და სწორედ ამიტომ მე შენი ცხოვრებიდან წავალ, გპირდები, აღარ დაგტანჯავ. გამოემშვიდოდა თავის ანგელოზს და დაიფიცა, რომ ამიერიდან ნინიას თავისი გრძნობებით არ შეაწუხებდა.
ნინიას მონათხრობი
თვალები რომ გაახილა, პირველად ტყუპები გაახსენდა, მუცელზე ხელი გაჭირვებით მოისვა და სიცარელის შეგრძნებისას ტირილამდე მივიდა. საბედნიეროდ, მისი ფიქრები არ გამართლდა და ბავშვები გადარჩნენ. მერე დემე გაახსენდა და უსაზღვროდ ეტკინა, იცოდა, რომ ბიჭი მომხდარში თავს დაიდანაშაულებდა და გული მოეწურა, როდესაც წარმოიდგინა, თუ რამდენად დატანჯეს ერთმანეთი. როგორ ელოდა, მაგრამ დემემ მისი პალატის კარი არ შეაღო, თითქოს სიკვდილმა დააფიქრა ამქვეყნიერებაზე და გაიაზრა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება სიყვარული იყო, რომელიც ტანჯვისა და ტკივილის მიუხედავად, ყველაზე ტკბილი ნეტარებაც იყო. მიხვდა, დემეს გარეშე სამყარო აზრს კარგავდა, ახსოვდა, რა თქმა უნდა, მუდამ ემახსოვრებოდა, დემეს ღალატი, მაგრამ რატომღაც ახლაღა გაიაზრა, რომ ის ერთი ღამე დემესთვის არაფერი იყო. აგონიაში მყოფს შორიდან ჩაესმოდა დემეს ბუტბუტი და სიბნელეში სწორედ მის ხმას მოჰყვებოდა. დემეს ხვეწნა-მუდარა, ტკივილიანი სიტყვები არწმუნებდა, რომ ბიჭისთვის ერთადერთი იყო.ერთი კვირა დაჰყო პალატაში, ნელ-ნელა რძეც მოუვიდა, ბავშვებიც მომჯობიდნენ და ექთანმა ოთახში შეუყვანა. ღიმილით აკვირდებოდა ერთი ციდა ბავშვებს და ბოლომდე ვერ წვდებოდა აზრს, რომ მათში გაერთიანებულიყო დემე და ნინია. გაუბედავად გადაუსვა თავზე ხელი მის გოგოსა და ბიჭს, გულთან ახლოს მიიწია ორივე. პატარებმაც არ დააყოვნეს და მალე პირი ააცმაცუნეს, თვალები ნეტარებისგან ებლინდებოდა, როცა თავის ორ ანგელოზს უყურებდა.

---------------------------------------------------------
ბავშვებო დიდი ბოდიში ამდენხნიანი დაგვიანებისთვის. ყველაზე მეტად უპასუხისმგებლობას ვერ ვიტან და მეც ასე გამომივიდა. :( ჯერ თბილისი 2015 დამემთხვა, მერე ცუდად ყოფნა და აქამდე ვერ დავდე. განსაკუთრებით დიდი ბოდიში #სოფიკოს, რომელიც მუდამ მახნევებდა თავისი კომენტარებით. მაპატიეთ და თუ ისევ კითხულობთ, თქვენი აზრი გამიზიარეთ.



№1  offline მოდერი sopiko

არა უშავს ჩემო კარგო, მეც ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას მაგრამ ყველას გვაქვს პრობლემები და როცა ვწერ მეც ხშირად მაგვიანდება ხოლმე. ემოციებით სავსე თავი იყო, მიკვირს ამაზე მეტი გამოხმაურება რომ არ მოჰყვა შენს ამ საოცრებას თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭო, იმიტომ რომ დიდი ნიჭის პატრონი ხარ და იმედი მაქვს ამ საიტზე კიდევ ვიხილავ შენს სიახლეს. ველოდები სიყვარულით, ჩხუბით და ინტრიგებით გაჟღენთილ შემდეგ თავს :-D♡♥♡

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
არა უშავს ჩემო კარგო, მეც ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას მაგრამ ყველას გვაქვს პრობლემები და როცა ვწერ მეც ხშირად მაგვიანდება ხოლმე. ემოციებით სავსე თავი იყო, მიკვირს ამაზე მეტი გამოხმაურება რომ არ მოჰყვა შენს ამ საოცრებას თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭო, იმიტომ რომ დიდი ნიჭის პატრონი ხარ და იმედი მაქვს ამ საიტზე კიდევ ვიხილავ შენს სიახლეს. ველოდები სიყვარულით, ჩხუბით და ინტრიგებით გაჟღენთილ შემდეგ თავს :-D♡♥♡


აი,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო სოფიკო love დასაწყისიდანვე ვგრძნობ შენს მხარდაჭერას და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ის განცდები და ემოციები, რის გამოხატვაც მინდოდა, შენს გულამდე მაინც აღწევს. გამოხმაურებაზე არაუშავს, რაც მთავარია,ვიცი, რომ შენი თბილი კომენტარი ყოველ ახალ თავზე გამამხნევებს smile love დიდ ნიჭზე ძალიან გამაწითლე და გამაცინე :D


ქ-ნ მზია დიდი მადლობა თქვენი კომენტარისთვის, შემდეგი თავი შერიგებისა და სითბოსკენაა მიმართული. love

 


№3  offline მოდერი sopiko

რატომ გაგეცინა ვითომ. აი "პოპულარული" მწერლები რომ არიან ამ საიტზე განა ყველა ძალიან ნიჭიერია, სამწუხაროა რომ არ შემიძლია ხმამაღლა ვიყვირო რომ წაიკითხონ ეს ისტორია

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძალიან ტრაგიკულად გამოგივიდა scream

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent