შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში 7 თავი


26-07-2015, 01:10
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 742

დემეს ტუჩები, რომელიც მის მუცელზე დაცოცავდა, ისევ ისეთივე გრძნობითა და სიყვარულით ავსებდა. იმ წუთას მიხვდა, თუ რა აკლდა მას და მის პატარებს მთელი ცხრა თვის განმავლობაში. ცდილობდა, დემეს შეხებისათვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მის ტანში დავლილი ჟრუანტელი ყოველ წამს ახსენებდა დემეს მნიშვნელობას. სახლისაკენ გზაში მანქანაში სრული სიჩუმე სუფევდა. ვერც ნინიამ შეძლო ხმის ამოღება და ვერც დემე. ორივე ფიქრებში ჩაძირული, თითქოს ტკივილს მთლიანად მოეცვა მათი სხეულის ყოველი ნაწილი. ორივე საერთო გრძნობას გაებრუებინა ,,უერთმანეთობას“, ერთმანეთის სიახლოვესა და უკიდურესად დაშორებულობას. რა იქნებოდა მათ ცხოვრებაში ის საბედისწერო ღამე რომ არ ყოფილიყო. გაახსენდა ნინია შაბათ-კვირას სამსახურიდან ბორჯომში მიდიოდა ტრენინგზე. მას მარტოს მოუწია ტატოს დაბადების დღეზე, თავიდან ნინიას გარეშე წასვლა არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ ძმაკაცს ვეღარ გაუტეხა. არ იცის იმდენი რატომ დალია, არა როგორ არ იცის, უნინიაობა შემოაწვა, წამით მოშორდა და უკვე სიგიჟემდე ენატრებოდა. ტატოსთან ლანა და მისი მეგობრებიც შენიშნა. მისვლის წუთიდან ვერაფრით მოიშორა ლანა, ბოლოს მხოლოდ კარის ჭრიალის ხმა და აცრემლებული ნინია ახსოვდა. იმ წუთას ნინიას დაკავებაც უნდოდა და გაშვებაც. გაახსენდა ნინიას მონათხრობი მამაზე და თავი ბევრად უარესად იგრძნო.

ნინიასაც ის საბედისწერო ღამე ახსენდებოდა. შაბათ დილას საქმეები მალევე მოათავეს და ნინიამაც დემეს მათ ნავსაყუდელში შეუარა, ჯერ საღამოს 11 იყო და სახლში, თამართან პრობლემა არ შეექმნებოდა. ცეკვა-ცეკვით აიარა კიბეები და შეღებულ კარში შევიდა.მისაღები ცარიელი დახვდა, ალბათ, დაეძინა, გაიფიქრა და საძინებლისკენ გაემართა. გულში დემეს აბურდული თმა, დასიებული ტუჩები წარმოუდგა და ღიმილით დაიწყო ფიქრი მისი გაღვიძების გეგმაზე. უზომოდ მოენატრა და იცის, ახლა ისე ჩაეხუტება, როგორც არასდროს. ღიმილით შეაღო საძინებლის კარი და ღიმილი პირზე შეაშრა წინ გადაშლილი სურათის დანახვაზე. იმ წუთას არც სიამაყეზე უფიქრია და არც სხვა ამდაგვარზე, განუზომელმა ტკივილმა მოიცვა, თითქოს საკუთარი სხეული დაკარგა, გაშეშებული იდგა და ცრემლები უფარავდა სახეს. რეალობაში დემეს ხმამ დააბრუნა, მერე არ ახსოვს რა სისწრაფით დაეშვა კიბეებზე. ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა დემეს ღალატი იყო. რეალობას გამოეთიშა და თითქოს იმქვეყნიური ცხოვრებისკენ მიდიოდა.
სრული უიმედობა... უდემეობა... ტკივილი... სიამაყე...ცრემლები.... მოგონებების ზღვა.... ყველაფერი ერთმანეთში აირია და ნინიამაც დაკარგა კავშირი სამყაროსთან, თითქოს რობოტად იქცა, რომელიც უბრალოდ არსებობდა და არა ცოცხლობდა. დადიოდა სამსახურში, იშვიათად იღიმოდა, საჭიროებისამებრ მხიარულობდა, მაგრამ ყოველივე ნიღაბი იყო, რომლის მიღმა ტკივილიან ნინიას მხოლოდ თაია და დემე გრძნობდნენ.

შეეძლო დაეფიცა, რომ იმ წუთას საკუთარ სიცოცხლეს გასცვლიდა, ოღონდა ნინიას თაფლისფერებში ის ტკივილი და იმედგაცრუება არ ამოეკითხა. ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე ცდილობდა საკუთარ თავში ძალის პოვნას, რომელიც ნინიასთან მიიყვანდა და პატიებას ითხოვდა. ვერ შეძლო, არ შეეძლო, ნინიას თვალებში მის მიმართ დაკარგული ნდობისა ან ზიზღის ამოკითხა. შორიდან დაჰყვებოდა და მის ლანდად იქცა. მეხის დაცემასავით იყო მისთვის ნინიას წასვლის ამბის გაგება. იმ წუთას გაითავისა, რომ ნინიას დაბრუნების იოტისოდენა იმედიც კი არ არსებობდა და სულით-ხორცამდე გადაეშვა სასმელში. დღემდე ვერ იაზრებს რა ძალამ დაქაჩა ლანასკენ.
ახლა ნინია და ტყუპები მასთან არიან და თითქოს გარკვეული იმედი არსებობს, რომ შექმნან ,,ჩვენ“. ეცდება, როგორმე კვლავ დაიბრუნოს ნინიას ნდობა. ღამით ვერ მოითმინა და ნინიას ოთახში შეიპარა, სევდიანი ღიმილით მიაჩერდა მის გაბერილს, რომელსაც ხელები თავქვეშ ამოედო,საბანი სადღაც შორს მოესროლა და მშვიდად ეძინა. მთელი ღამე სკამ მიჩოჩებულმა ნინიას სასთუმალთან გაატარა, ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა მათთვის, ამდენი ხნის უნინიაობასა და უბავშვობას თითქოს ამ წამებში იზიარებდა. დილით საუზმე მოუმზადა და ფრთხილად გააღვიძა ნინია. შენ არ შეჭამ? - ნინიას სითბოთი წარმოთქმულმა სიტყვამ დაარწმუნა, რომ გოგონას მისდამი გრძნობები არ განელებოდა. შუადღისას დივანზე ნინიასთან მიჩოჩდა და შეეცადა საუბარი წამოეწყო:
,, ნინია, გეფიცები, ის ღამე საერთოდ არ მახსოვს, ვიცი, ეს არ მამართლებს, მაგრამ რა ვქნა რომ უშენობამ გამაუფერულა. ამ ცხრა თვის განმავლობაში შენ იმედი გქონდა ჩვენი შვილების სახით, მაგრამ მე ... მე უბრალოდ უშენოდ სიცოცხლის აზრი დავკარგე. ვიცი, აღარ გჯერა, მაგრამ ჩემი სიყვარული შენდამი ისეთივე წრფელი და ღრმაა, როგორც შენი ჩემდამი. ის ღამე მტკივნეულია, მაგრამ იცი რა, მე ამ ღამის მადლობელიც ვარ. ზუსტად შევიგრძენი თუ რა ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის და თუნდაც ათასობით კილომეტრი ან წყენა გვაშორებდეს, ,,ჩვენ“ მაინც ჩვენად დავრჩებით სულიერად. ვიცი, არც ამას დამიჯერებ, მაგრამ შენი წასვლის მერე არავის მივკარებივარ, არა იმიტომ, რომ თავს ვიკავებდი, არამედ ყველამ და ყველაფერმა აზრი დაკარგა. შეუძლებელია შემეგრძნო შენი კანის სურნელი, შენი გაუბედავი ყელში კოცნა და მერე რომელიმე სხვა ადამიანის შეხებაზე იგივე ემოციებით დავმუხტულიყავი. მაპატიე, ვიცი ძნელია, მაგრამ გახსოვს, რას მეუბნებოდი, წყვილისთვის გადაულახავი პრობლემა არ არსებობს თუ სიყვარულიაო. ჩვენ კი ყველაზე მთავარი უკიდეგანო სიყვარული გვიბოძა ღმერთმა.

ტკივილით უსმენდა ნინია და კიდევ უფრო უღრმავდებოდა ჭრილობა. კლავ ატირდა, თითქოს ცრემლები საშინელი გულისტკივილისგან გაანთავისუფლებდა. დემეს მკლავებს წინააღმდეგობა აღარ გაუწია და ამდენი თვის ნაგროვები განცდებისგან დაიცალა.
ამდენი ხნის მერე ნაცნობი კომფორტის განცდამ მოიცვა, ცხვირში სასიამოვნოდ შეუღიტინა ნაცნობმა სურნელმა, მაგრამ როგორც კი მიხვდა რას აკეთებდა, აუტანელმა ზიზღმა მოიცვა, დემეს მკლავებიდან გამოძვრა და ოთახისკენ მთელი სისწრაფით წავიდა. არ იცოდა, იმ წუთას საკუთარ თავს გაურბოდა თუ დემეს.ნინია ფრთხილად - ბუნდოვნად ჩაესმა დემეს ხმა, ბურუსით მოცული მირბოდა სადღაც შორს. კიბის ბოლო საფეხურზე იყო,როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ძირს გადმოეშვა. ბუნდოვნად ჩაესმა დემეს ყვირილი, აუტანელი ტკივილით მოცულმა ძლივს შეძლო რამდენიმე სიტყვის ამოთქმა - დემე ტყუპები გადაარჩინე... მერე რაღაც შავმა ბურუსმა დაფარა.


ბავშვებო,გთხოვთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი.შენიშვნები, რა მოგწონთ,რა არა და ა.შ.



№1  offline მოდერი sopiko

მოკლედ მე ყველაფერი მომწონს მაგრამ პატარა თავები რომ არის ეგ არა :-D არ მიყვარს მოღალატე კაცები მაგრამ მომეწონა ნინიამ თავის თავს რომ არ უღალატა. ჩემთვისაც შეუძლებელია ვაპატიო კაცს და მოვეფერო როცა თვალწინ ის მიდგას როგორ ეფერება ის სხვას. ამიტომ ასე მალე არ შეარიგო თორემ ეს გოგო ძაან უთავმოყვარეო გამოჩნდება. კიდევ უფრო მეტად "დააინტრიგე" :-D

 


№2  offline წევრი ana_180814

კარგია ნინიად და ტყუპებს თუ გადაარჩენ და ნინიას და დემეს ერთად დატოვებ იფრო მომეწონება უმაგრრსია რა გითხრა მარა მე ესეთი პატარა თავები არ მომწონს ცოტა დიდები დაწერე

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
მოკლედ მე ყველაფერი მომწონს მაგრამ პატარა თავები რომ არის ეგ არა :-D არ მიყვარს მოღალატე კაცები მაგრამ მომეწონა ნინიამ თავის თავს რომ არ უღალატა. ჩემთვისაც შეუძლებელია ვაპატიო კაცს და მოვეფერო როცა თვალწინ ის მიდგას როგორ ეფერება ის სხვას. ამიტომ ასე მალე არ შეარიგო თორემ ეს გოგო ძაან უთავმოყვარეო გამოჩნდება. კიდევ უფრო მეტად "დააინტრიგე" :-D


მადლობა სოფიკო love მეც ზუსტად იგივე აზრს ვიზიარებ ღალატზე და, ალბათ, საყვარელი ადამიანისგან ღალატზე დიდი შეურაცხყოფა და დამცირება არ არსებობს...ნეტავ ყველა კაცს ესმოდეს ეს... მოგწერ კიდეც ხვალ აუცილებლად დავდებ დიდ, ემოციებით აღსავსე თავს smile


ana_180814
კარგია ნინიად და ტყუპებს თუ გადაარჩენ და ნინიას და დემეს ერთად დატოვებ იფრო მომეწონება უმაგრრსია რა გითხრა მარა მე ესეთი პატარა თავები არ მომწონს ცოტა დიდები დაწერე


მადლობა ანა შენი კომენტარისთვის, დამიჯერე, ძალიან გამამხნევებელია, როდესაც რაღაც, რასაც მთელი გულით აკეთებ სხვებისთვისაც პატარა სიხარულის მომტანია feel ხვალ დიდ თავს დავდებ, ბოდიში დაგვიანებისთვის, თავის ბოლოს აუცილებლად ავღნიშნავ მიზეზს და,იმედია, გამიგებ smile

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ახლა არ მინდა წარმოვიდგინო რომ ეს გოგო კვდება sob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent