შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - დასასრული


7-08-2015, 18:26
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 927

-სად არის ახლა?- ვკითხე აკანკალებული ხმით.
-კატო, დამშვიდდი,- მისი ხმის ტონმა თითქოს გრძნობაზე მომიყვანა. ახლა პანიკის დრო არ მაქვს,- ყველაფერს გაგიგებ და დაგირეკავ. სახლში მოდი ახლავე და იცოდე, თუკი გავიგებ, რომ შენით გადაწყვიტე ამ საქმის მოგვარება, ცუდად გექნება საქმე. ტანაკა ის ადამიანი არაა, ვინც ადვილად იხევს უკან. მან საკუთარი ცოლი მოაკვლევინა, როდესაც დასჭირდა.
-რა?- გამიფართოვდა თვალები და ხმა ამიკანკალდა.
-დეტალების ცოდნა არაფერში გჭირდება, უბრალოდ იცოდე, რომ ის არც ისე კარგი ადამიანი არაა. კარგი მეგობარია, მაგრამ არა ადამიანი. გასაგებია?
-კი,- დავაქნიე თავი, თითქოს დაინახავდა,- ჰარუ,- დავიწყე ხმადაბლა.
-გისმენ, კატო.
-ეს... ეს ძალაუფლებისათვის ბრძოლაა?- ვკითხე ასევე ხმადაბლა.
-კი,- დამეთანხმა ბიჭი.
-კარგი ჰარუ, გამირკვიე ტანაკა სადაა, მე მალე მოვალ.
ვერ გავაკეთებ ჩემით ვერაფერს? ამასაც განახებთ. ცუდად ფიქრობთ ჩემზე, ბატონებო. არაფერში მჭრდება თქვენი დახმარება. ჩემითაც შევძლებ საკუთარი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას.
ჩანთიდან ნიკას სახლიდან მოპარული დოკუმენტები ამოვიღე და მონიშნულ მობილურის ნომერზე დავრეკე.
-გისმენთ,- მიპასუხა ბიჭმა. ხმის მიხედვით 25-27 წლის თუ იქნებოდა, მეტი ნამდვილად არა.
-ბატონი ერიკის ნახვა მინდა,- გამოვუცხადე პირდაპირვე.
-ვინ ხარ და ეს ნომერი საიდან იცი?- ბიჭი დაბნეული დაგაღიზიანებული იყო.
-მე ნიკოლოზ ხარზიანის თანაშემწე ვარ.
-თანაშემწე? და ჯაბა სადაა?
-ბატონ ნიკოლოზთან. ალბათ იცით, რომ დაჭრეს.
-კი, გავიგეთ.
-ვინ დაჭრა იცით?- ვკითხე პირდაპირ. იქნებ გამიმართლოს.
-დადის ჭორები...
-ჭორები? მე შემიძლია პირდაპირვე გითხრათ. ტანაკაა თბილისში...
-ტანაკა?- გაოცდა ბიჭი,- ვაუ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას.
-ეჭვი მაქვს, რომ თქვენს უფროსს კონკურენტები არ სჭირდება აზიის ბაზარზე.
-აი ეს უკვე საინტერესოა,- გაწელა ბიჭმა ბოლო სიტყვა.
-შევძლებ ბატონი ერიკის ნახვას?- ვკითხე მე.
-კი, ჩაიწერე მისამართი,- მითხრა თანამოსაუბრემ და მისამართი მიკარნახა.
ოფისის მისამართი მიკარნახა. უკვე კარგია, რადგან სწორედ ის მისამართია, რაც საბუთებში იყო მითითებული.
დაახლოებით 40 წუთში მივედი დანიშნულების ადგილას. შესასვლელში გამჩხრიკეს, გაოცდნენ, რომ არანაირი იარაღი არ მქონდა და შემიშვეს.
საბუთებიდან მივხვდი, რომ ერიკ ჩანი (მამით ჩინელი, დედით ქართველი) საკმაოდ საინტერესო და არაორდინალური პიროვნება იყო. უნიკალური ჰობითა და ინტერესებით. ძალიან ცოტა მოიძებნებოდა მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი. ხასიათის ადამიანი იყო და გუშინდელი მოკავშირეები, დღეს შეიძლებოდა მისთვის მტრები გამხდარიყვნენ.
-გამარჯობა,- მივესალმე მე და თავი დავუკარი. ერიკი 30-35 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. საკმაოდ მიმზიდველი და პატარა ბავშვის აზარტული გამოხედვით.
-გამარჯობა,- გამიღიმა მან და მანიშნა სკამზე. მეც დავჯექი.
-მე კატო ჯანაშია ვარ. თქვენთან საქმეზე ვარ მოსული,- გადავედი მაშინვე საქმეზე მე.
-საინტერესოა, გისმენ,- მოკალათდა კომფორტულად მასპინძელი.
-მინდა კავშირი შემოგთავაზოთ,- პირდაპირვე მივახალე პირში.
-დამაინტრიგე,- გაეცინა მას და თვალი ჩამიკრა,- გააჩნია რას შემომთავაზებ. იმის მიხედვით გეტყვი პასუხს.
-ალბათ ხვდებით, რომ ტანაკას უნდა ხელში ჩაიგდოს გზები,- მასპინძელმა წარბი ასწია და ჩაიცინა. მაინც უცნაურია ასეთ თემებზე ჩემნაირ ბავშვთან საუბარი,- მე კი გთავაზობთ, გავაგდოთ უცხოები ჩვენი მიწიდან და თან ასე შეძლებთ თქვენი ტერიტორიის გაფართოებას.
-ანუ მე მთავაზობ პირად განკარგულებაში ხარზიანის ტერიტორიას?
-პირად საკუთრებაში არა, მაგრამ მზად ვართ გაგიყოთ. უფასოდ მივიღოთ თქვენი გემების, ვთქვათ, 60%.
-მიღებულია. რა გეგმა გაქვს?
-ყველას ვამცნობთ ორი კლანის კავშირზე. ტანაკა სულელი არაა, ჩინურ ტრიადასთან საქმეს არ დაიჭერს.
-შენი აზრით ამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ?
-რომ არ იყოთ, აქ არც თქვენ იჯდებოდით და არც მე. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ტრიადა გმფარველობთ.
-ჭკვიანი გოგო ხარ, გეტყობა. ანუ გინდა ყველაფერი ომის გარეშე დაამთავრო? ხარზიანმა იცის მაინც ამის შესახებ?
-არა,- პირდაპირვე ვუთხარი. აზრი არ ჰქონდა დამალვას.
-და უარი რომ თქვას?- მკითხა ღიმილით. ანუ ხვდება, რომ არ მავატყულებ. რატომღაც მენდობა და ამისათვის ძალიან მადლობელი ვარ.
-არ გეტყვით,- გავუღიმე მეც.
-გაამზადე საბუთები და ხვალვე გადმომიგზავნე. ხელს მოვაწერ და დაგიბრუნებ. ტანაკას დაველაპარაკებით და ჩვენს ამბავს ხარზიანთან მერე გავარკვევთ.
-ძალიან კარგი. დღესვე გავამზადებ საბუთებს და დილას კურიერი მოგიტანთ,- ვუთხარი და წამოვდექი,- თქვენთან ძალიან სასიამოვნოა საქმის წარმოება.
-შეხვედრამდე, კატო,- გამომიწოდა ხელი და მეც ჩამოვართვი.
ამის მერე დავტოვე მათი ოფისი და გეზი ნიკას სახლისკენ ავიღე. კარი ჯაბამ გამიღო.
-რა გაარკვიე?
-მოკავშირე ვიპოვე,- გავუღიმე მე და სამზარეულოში გავედი. ჯაბა უკან გამომყვა.
-ვინ მოკავშირე?
-ერიკ ჩანი.
-გაგჟდი? როგორ შეიძლება მისი ნდობა? და საერთოდ, რას დაპირდი სანაცვლოდ?
-მისი გემების 60%-ს უფასოდ მივიღებთ,- ავიჩეჩე მხრები მე.
-შენ სულ გაგიჟდი,- იყვირა ბიჭმა.
-ხმას დაუწიე,- ვუთხარი ხმადაბლა.
-რა... რა თქვი?- შემომხედა გაოცებულმა.
-ნიკას ჯანმრთელობისათვის და ქვეყნის შიგნით არეულობის თავიდან აცილებისათვის ძალიან ცოტაც კია. ყველაფერი ნიკას მამამ დაიწყო, ასე რომ გადაიტანს ამ მცირე დანაკარგს.
-მცირე დანაკარგს? ჩანს წელიწადში 70 მილიარდზე მეტი ბრუნვა აქვს და ამის 60%-ს უფასოდ მიიღებს?
-შენთვის ნიკას ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, თუ 4 მილიონი?- ვკითხე პირდაპირ.
დაფიქრდა, მერე კი ზურგი მაქცია.
-ნიკა,- მითხრა და სამზარეულო დატოვა.
...
მეორე დილას ყველამ გაიგო ახალი, ფრიად უცნაური მოკავშირეების შესახებ. ერიკმა კარგად იმუშავა, ამბავმა ტანაკას ყურამდე იმაზე ადრე მიაღწია, ვიდრე მე წარმომედგინა.
იაკუძა შეიძლება დიდად გავლენიანიც იყო, მაგრამ ჩინურ ტრიადასთან არავის უნდა შეჯახება. ამიტომაც ფაქტი ფაქტად დარჩა. შუადღეს ჰარუმ დამირეკა და მითხრა, რომ ტანაკამ საქართველო დატოვა და პირადად შენთან დამაბარა: კესო კარგად იქნება, მას ხელს არავინ ახლებს, ის უდანაშაულოა. მაგრამ ერთი იცოდე, იაკუძა ადვილად არასოდეს ივიწყებს წყენას.
-ასე გადაეცი, მეც არ ვივიწყებ სიკეთეს და ამისათვის გადავუხდი კიდეც. კესოს მალე წამოვიყვან. და კიდევ, დაიხსომოს, არავის მივცემ უფლებას ჩემთვის ძვირფას ადამიანებს რაიმე ავნოს.
-ნიკა შენთვის ძვირფასია?- მკითხა ხმადაბლა.
ძვირფასი? სულ რამდენიმე დღის წინ რომ ეკითხა, ალბათ ვეტყოდი, რომ მიყვარს. ახლა კი ერთს ვხვდები, ის მხოლოდ გატაცება იყო. ჰარუს სითბოს კი ვერავინ შემიცვლის.
-არა, უბრალოდ კარგი ნაცნობია. ოდესმე აუცილებლად დაისჯებიან ის და მამამისი ჩვენთვის მოყენებული ტკივილის გამო.
-გასაგებია,- გამოცოცხლდა ბიჭი.
-ჰარუ,- დავუძახე მე.
-გისმენ, კატო.
-მოტოციკლი გაამზადე, დღეს მზის ჩასვლა ზღვის ნაპირას მინდა ვნახო. ხომ წამიყვან?
-რა თქმა უნდა, სად გამოგიარო?
-მე მოვალ.
-სად?
-სახლში მოვალ, ჰარუ,- გავუღიმე ჩემს ანარეკლს სარკეში. ბედნიერი ვარ, აბსოლუტურად ბედნიერი. მყავს კესო, ბატონი გია, ნიკა და ადამიანი, რომელიც სულს მითბობს, ჩემი ჰარუკო,- ჩვენს სახლში.



№1  offline წევრი კოტი

simartle gitxra raghacanairi dasasruli iyo amas ar velodi ar unda dagesrulebina ese radganac nikastvus dabrunda mastan udna darcheniliyo cota abdaubda gamovida shinaaraisi mxriv tumca unda vaghiaro rom dzalian kargad wer kargi fantaziis unari gaqvs da rac yvelaze mnishvnelovania gramatikuli shecdomebi ar gaqvs veli axal istorias
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

კოტი
simartle gitxra raghacanairi dasasruli iyo amas ar velodi ar unda dagesrulebina ese radganac nikastvus dabrunda mastan udna darcheniliyo cota abdaubda gamovida shinaaraisi mxriv tumca unda vaghiaro rom dzalian kargad wer kargi fantaziis unari gaqvs da rac yvelaze mnishvnelovania gramatikuli shecdomebi ar gaqvs veli axal istorias


დიდი მადლობა კომენტარისათვის. გეთანხმები, მართლა ცოტა არეული ფინალი გამომივიდა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ამას შემდეგ ისტორიაში.
--------------------
Nico nico nii

 


№3  offline წევრი კოტი

imedi maqvs sakmaod kargad wer da shemenanan iatoria ❤️
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№4  offline წევრი Annee

კოტის ვეთანხმები რომ ცოტა არეული იყო ფინალი . მე მაინც ნიკა მინდოდა და რა ვქნა :((( ისე ისტორია ძალიან კარგი იყო. მართლა უზომოდ ნიჭიერი ხარ! იმედია არ დაიკარგები და ახალ ისტორიებს მალე გამოგვიცხობ, იმასაც ვიმედოვნებ რომ ცოტა გაგვიპუნქტუალურდები :დდ
საბოლოო ჯამში კარგი ხარ! :*:*:*

კოტის ვეთანხმები რომ ცოტა არეული იყო ფინალი . მე მაინც ნიკა მინდოდა და რა ვქნა :((( ისე ისტორია ძალიან კარგი იყო. მართლა უზომოდ ნიჭიერი ხარ! იმედია არ დაიკარგები და ახალ ისტორიებს მალე გამოგვიცხობ, იმასაც ვიმედოვნებ რომ ცოტა გაგვიპუნქტუალურდები :დდ
საბოლოო ჯამში კარგი ხარ! :*:*:*

 


№5  offline წევრი si-xa

Mეტს ველოდიი ამ IსტოღIიიდან კარGი იქნება თU გააგრძEლებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent