კომა - სამყარო ისეთი არაა, როგორიც ჩვენ გვგონია
არ მჯერა... იმ არაკაცმა მართლა შეძლო ეს... საკუთარ ქალიშვილს რა გაუკეთა. რატომ? ნუთუ მისი დამპალი სული ამდენი ღირს? ნუთუ საკუთარი სისხლი და ხორცი ასე ადვილად გაწირა? -კატო, აქ რა გინდა?- კესანეს სახეზე ფერი დაეკარგა და უცებ შემეშინდა, რომ გული გაუჩერდებოდა. -კესო, შემოდი,- კარი ფართედ გავაღე. მაგრამ რადგან დაიკო არ ჩქარობდა ჩემი თხოვნის შესრულებას, უბრალოდ ხელი მოვკიდე და ჩემსკენ მოვქაჩე. წინააღმდეგობა აღარ გაუწევია და შემომყვა. -კატო...- გოგონას ხმაში ცრემლები ისმოდა. ანუ ატირდა. არ შემეძლო შეხედვა, ალბათ გულიც გამისკდებოდა იმ წუთას მისთვის რომ შემეხედა. რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ ეს სათქმელად და წარმოსადგენად უფრო მარტივი იყო, ვიდრე გასაკეთებლად. სიბრაზისაგან ერთიანად მაკანკალებდა. კესო ხმადაბლა ტიროდა. არა დაიკო, შენ არ უნდა ტიროდე. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გიხსნა ამ ცხოვრებისაგან, მაგრამ აი რაც შეეხება ჩვენს ბიოლოგიურ მამას... ვანანებ. ვანანებ შენს ცრემლებს, ჩემს ცრემლებს, დედას წასვლას. ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი! ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად ვუქცევ. -ჰარუ, გთხოვ მარტო დაგვტოვე,- ვთხოვე ბიჭს და კესო მისაღებში შევიყვანე,- დაჯექი,- ვანიშნე დაიკოს დივანზე და ბართან მივედი. მე დალევა არასოდეს მყვარებია. მეტიც, ჩემთვის დალევა არ შეიძლებოდა, მაგრამ იმ წუთას ძალიან მჭირდებოდა რაიმე, რაც ცოტა მაინც დამამშვიდებდა. ბარიდან ბოთლი ამოვიღე, რომელშიც ყავისფერი სითხე ესხა. კონიაკი... შესანიშნავია. ჭიქა ავიღე და დავისხი. მაშინვე მოვიპირქვავე ჭიქა და გადავკარი. გამაჟრჟოლა. საზიზღრობაა. ნუთუ ასე სიამოვნებთ ამ საწამლავის დალევა? და რითი ამშვიდებს ნერვებს? თუმცა უნდა ვაღიარო, სასიამოვნო სითბომ დამიარა მთელს სხეულში და თვალებზე თითქოს ლიბრი გადამეკრა. -კატო, როდის აქეთაა ალკოჰოლს სვამ?- კესოს ხმაში უცებ გაჩნდა მკაცრი ნოტები. -ამ წუთიდან, კესანე,- ვუთხარი და სახე დავმანჭე,- და მინდა გითხრა, რომ საზიზღარი დასალევია. -და რატომ დალიე?- ვერ მიხვდა დაიკო. -დამამშვიდებელი ხელის ახლოს სხვა არაფერი მაქვს,- ვუთხარი და ბოთლზე ვანიშნე,- დალევ? -კი,- მიპასუხა და მაშინვე ჩემთან მოვიდა. მეორე ჭიქის აღება მინდოდა, მაგრამ ბოთლი ჩამომართვა და ჩემი ჭიქა შეავსო. მერე ბოთლი თავის ადგილას დააბრუნა, ჭიქა ჩამომართვა და მანაც ერთი ყლუპით დაცალა. რეაქცია ჩემზე უკეთესი ჰქონდა, ანუ მისთვის ეს პირველი არაა,- კარგი გემოვნება აქვს პატრონს,- გამომიცხადა და დივანთან დაბრუნდა. -როდის აქეთ გახდი კონიაკის ექსპერტი?- ვკითხე ცინიკურად. -მამაშენს ჰკითხე,- მწარედ გაეცინა გოგოს. -კესო, რა მოხდა?- მომენტალურად დავსერიოზულდი და მივედი მასთან. მის წინ ჩავჯექი და თავი მუხლებზე დავადევი. -კატო, არ მინდა რომ იცოდე,- თავზე ხელი გადამისვა,- ძალიან გთხოვ, არ მომაყოლო. ნება მომეცი დავტკბე იმით, რომ შენ ჩემთან ხარ. -კესანე...- დავიწყე, მაგრამ შუა გზაში გავჩერდი. დაიკოს ხელები აუკანკალდა,- ჩემზე არ იდარდო, კეს. ამ სახლის მეპატრონე ძალიან კარგი კაცია. ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად იდგა, ჰარუკოა, მისი ძმისშვილი. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო. ქართულს ვახვეწინებ და თან უნივერსიტეტშიც ერთად ვივლით. ხელზე რაღაც ცხელი დამეცა და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დაიკო ტიროდა. -ჰეი, ნუ ტირი,- ვუკბინე ფეხზე. კესოს გაეცინა. -არ ვტირი, მიხარია, რომ შენ მაინც გაგიმართლა. -კესო...- არ ვიცოდი როგორ მეკითხა ის, რაც მაინტერესებდა,- რადგან შენზე არაფერს მიყვები, ის მაინც მითხარი ვინ იყო. -ეს ამდენად მნიშვნელოვანია?- მკითხა ჩურჩულით. მე სუსტად, მაგრამ თავი დავუქნიე,- მამუკა ხარზიანი. -იმ არაკაცის ჯარის მეგობარი?- შოკში ვიყავი. ერთადერთი მისი ნაცნობებიდან, ვინც ნორმალური მეგონა... სამაგიეროდ ჩემს სიაში კიდევ ერთი ჩავწერე. -როგორ მიპოვე?- მკითხა ხმადაბლა. ჯანდაბა, მეგონა ამ კითხვას არ დამისვამდა. -არ გვინდა ამაზე, კარგი?- ავხედე მე. -კარგი,- ჩემდა გასაკვირად მაშინვე დამთანხმდა, ალბათ არ უნდოდა გაგრძელება მოჰყოლოდა ჩემს პასუხს, რადგან აუცილებლად მოუწევდა რაღაცეების ახსნა. -დაიკო, ახლა რა იქნება?- ვკითხე ხმის კანკალით, რადგან ძალიან მეშინოდა, რომ ისევ წავიდოდა იქ... იმ ჯოჯოხეთში დაბრუნდებოდა. -უნდა წავიდე, კატო,- ისევ ატირდა. -რა იქნება თუ არ წახვალ? -მოვლენ და წამიყვანენ,- ამარიდა მზერა,- ახლა კი საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. ოღონდ არა ახლა, როდესაც ასე თუ ისე ნორმალურ ხალხთან ხარ, არ გშია, არ გწყურია და არავინ ცდილობს შენს....- უცებ გაჩერდა და ტუჩი მოიკვნიტა. -ჩემს რას, კესო,- უცებ მოვშორდი და ვცადე თვალებში ჩამეხედა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, რადგან ძალიან ცდილობდა მზერის არიდებას. საეჭვოა!-კესო, ახლავე დაფქვი რა ხდება,- დავუბრიალე თვალები. -ძალიან გთხოვ, პატარა, ნუ მათქმევინებ ამას....- მთხოვა კესომ და თავზე მაკოცა,- შენ არაფერ შუაში არ ხარ, პაწაწინა. შუაში? ვერ მივხვდი ამ სიტყვის აზრს. რატომ თქვა? რატომ დამამშვიდა? უცებ თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და გაფართოებული თვალებით მივაშტერდი ჩემს დას. მან მზერა ამარიდა. არა! შეუძლებელია! -შენს ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, ხომ ასეა?- ვკითხე ხმის კანკალით. არაფერი მიპასუხა. არაფერ შუაში არ ვარ? რა თქმა უნდა. შუაში კი არა, თავში ვარ... მამაჩემი ხომ ცხოველია და ეს... სულელი, შტერი, იდიოტი. ნუთუ ვღირვარ იმად, რომ ჩემს გამო ასეთ მსხვერპლზე წავიდეს ვინმე? საკუთარ მშობლებს არ აინტერესებთ ჩემი ბედი და ამას... -ნამდვილი სულელი ხარ, კესანე!- ვუყვირე მთელს ხმაზე. -გაჩუმდი,- გაბრაზდა ისიც და წამოხტა,- ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს. -ზედმეტის?- ვერ ვმშვიდდებოდი მე,- რატომ გააკეთე ეს? მე შენთვის არ მითხოვია... ჰაერი არ მყოფნიდა. ცრემლები მახრჩობდა. რატომ მე? რატომ კესო? რა დანაშაულისთვის? რა ცოდვა ჩაიდინეს ასეთი ჩემმა წინაპრებმა, რომ ბუნება ჩვენ გვსჯის ასე სასტიკად? -კატო,- დამიბრიალა თვალები კესომ, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო. როგორც შენელებულ კადრებს, ისე ვუყურებდი როგორ შემოვიდა ჯერ ბატონი გია და მერე ჰარუ. -რა ხდება აქ?- იკითხა კაცმა ცივი ხმით და ისე შემომხედა, რომ თანახმა ვიყავი მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. -მე... მე...- არ ვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ გავჩუმდი. ცრემლები მოვიწმინდე და თავი დავხარე. -ეს შენი დაა?- მკითხა მკაცრად. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. ალბათ კესოს ჩაცმულობით მიხვდა ვინც იყო და რაც გააკეთა მამაჩემმა,- იმაზე, რომ ძილის წამალი დამალევინეთ, მერე ვილაპარაკებთ. ჩემთვის რომ გეთქვათ ყველაფერი, უპრობლემოდ მოვაგვარებდით ამ საქმეს. -დარწმუნებული არ ვიყავი,- ვუთხარი ხმადაბლა და ავხედე გაბრაზებულ მამაკაცს, მაგრამ მისი სახის გამომეტყველების დანახვისთანავე ისევ დავხარე თავი. მართლა ზედმეტი მოგვივიდა. -დასხედით,- გვითხრა და თავად სავარძელში ჩაჯდა. ჩვენ სამივენი მის წინ, დივანზე დავსხედით. არც ერთი თავს არ ვწევდით. დასჯილი ბავშვებივით ვისხედით, რომლებმაც რაღაც გააფუჭეს და ამ დროს წაასრეს, ახლა კი აღარ იციან თავი რით იმართლონ. -უკაცრავად,- დაარღვია სიჩუმე კესომ,- ჩემს გამო გააკეთეს ეს...- ალბათ ძილის წამალზე უხდიდა ბოდიშს. -შენ არაფერ შუაში ხარ,- უთხრა კაცმა ცოტა გაღიზიანებულმა,- ამათ რომ დეტექტივობანას თამაში არ დაეწყოთ, დღესვე გაგანთავისუფლებდით იმ ჯოჯოხეთიდან, ახლა კი...- კაცს ხმა შეეცვალა მაშინვე,- დაბრუნება მოგიწევს, რამდენიმე დღე მაინც. -არა,- ვიყვირე მე. -ხმა,- გამანადგურებელი მზერა მესროლა ბატონმა გიამ,- თუ ყველაფერს სწორად მივხვდი, შენი და მამუკა ხარზიანის ხელშია, მასთან კი ხუმრობა არ გამოვა. -მაგრამ... -შენ მისი გოგო ჩემს სახლში გამოიძახე. მათ უკვე მისამართი აქვთ. ტყუილად გგონია, რომ თქვენ ორის გამო ხარზიანს აშაკარად დავუპირისპირდები. -არც მითხოვია,- კესოს ხმაში წყენა ისმოდა. -მისმინე გოგონა,- მოლბა კაცი,- შენ არ იცი ხარზიანი ვინაა და რისი გაკეთება შეუძლია. მას ასე შუბლში ვერ დავეტაკები. სულ 2-3 დღით უნდა წახვიდე და პირობას გაძლევ, რომ გამოგიყვან. -ბატონო გია, მე რომ მივიდე?- ვკითხე მე. კაცს გაეცინა. -და რას ეტყვი? თხოვ შენი და გაანთავისუფლოს? -კი,- დავუქნიე თავი მეტი დამაჯერებლობისათვის. -და რომ მოგთხოვს მის ნაცვლად შენ დარჩიო, დარჩები?- მკითხა ირონიით. -დავრჩები,- უყოყმანოდ დავთანხმდი მე. -ბავშვი,- ჩაიცინა კაცმა, მერე კი კესოს მიუბრუნდა,- ხომ თანახმა ხარ? გოგონამ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. -მაგრამ ალბათ ხვდები, რომ მერე საქართველოში ვერ გაჩერდები,- უთხრა კაცმა. -რატომ?- ისედაც გაბრაზებული ვიყავი, რომ არაფრად მაგდებდნენ და ახლა საერთოდ ჩემი დის საზღვარგარეთ გადაკარგვაც უნდათ. ამიტომ კითხვა ცოტა ხმამაღლა დავსვი. -იმიტომ, რომ შენს დას იქიდან მშვიდობიანი გზით ვერ გამოვიყვანთ. -შეგვიძლია იაპონიაში გავუშვათ. ჩემი მეგობარი მიხედავს,- ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდარმა ჰარუმ. -მშვენიერია. დაურეკე და გააფრთხილე, რომ სტუმარი ეყოლება. მე კი პასპორტს გავაკეთებინებ, თან რამდენიმე ზარის გაკეთება მჭირდება. დრო რამდენი გაქვს?- ჰკითხა კესოს. -აღარ მაქვს,- დახარა თავი გოგონამ და მერე მე ამომხედა,- ფულს რითი გადამიხდი?- მის ხმაში სიცილი ისმოდა. -ბოროტო,- საბოლოოდ გავიბუტე მე,- წავედი მე ჩემს ოთახში, არავის გჭირდებით. ამ ჩემს ბავშვურ განცხადებაზე სამივეს გაეცინა. მე გასვლას ვაპირებდი, რადგან თვალები ცრემლებით ამევსო. არასოდეს მსიამოვნებდა, როდესაც ისე მექცეოდნენ, როგორც ბავშვს. უეცრად ვიღაცის თბილი ხელები ვიგრძენი მხრებზე, მერე კი მთელი ტანით მომეხუტა. ჰარუ... როგორი თბილია, მასთან თავს დაცულად ვგრძნობ, მშვიდად. -არ წახვიდე,- გავიგე მისი ჩურჩული,- და არ გაგვიბრაზდე,- და თავზე მაკოცა. სულ ნაზად, ისე, რომ ძლივს ვიგრძენი შეხება. მომენტალურად დამიარა ცხელმა ტალღამ მთელს სხეულში. ჰორმონების ბრალია. სულაც არ მომწონს ჰარუ. ის ჩემი დავალებაა და მეტი არაფერი! -კხმ, რამდენი აქვთ შენი ვალი,- ჩაახველა ბატონმა გიამ და ჰკითხა კესოს. როდესაც გოგონამ თანხა დაუსახელა სამივე გავშეშდით,- კარგ ფულს ატრიალებს ხარზიანი, ვერაფერს იტყვი,- გაეცინა კაცს,- ოთხაში მაქვს ფული, მოგიტან ახლავე. ამ დროს ჰარუმაც გამიშვა ხელი და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან. -ეს რა იყო?- მკითხა კესომ, როდესაც მისკენ მივბრუნდი. -არაფერი,- ვუთხარი და ხელებში დავმალე აწითლებული ლოყები. -არაფრის გამო გიხუტებდა ასე?- გავიგე სულ ახლოს მისი ხმა. ავხედე და როდესაც მისი მოცინარი თვალები დავინახე, კიდევ უფრო შემრცხვა,- ვიღაც გაწითლდა. მოგწონს? -არ ვიცი,- ავიჩეჩე მხრები,- და ნუ მიყურებ ასე, გთხოვ, კესანე. -ჩემი დაიკო შეყვერებულია,- შემოჰკრა ტაში დაიკომ. -სულაც არა,- გავჯიუტდი მე. ამ დროს ბატონი გია შემოვიდა და ფული შემოიტანა. -ბოდიში გოგონა ისევ უკან რომ გაგზავნი. დაიხსომე, აქ ჩემს ძმიშვილთან იყავი. რას აკეთებდით თუ გკითხეს, შენით მოიფიქრე. ზეგ ღამის 4 საათზე მოვალთ. ხომ ადგილზე იქნები? -კი,- დაუქნია თავი გოგონამ. ფურცელი გაუწოდა და კაცის უხმო კითხვაზე პასუხი გასცა,- მისამართია. ოთახის ნომერიც წერია თუკი დაგაინტერესებთ. დიდ მადლობას გიხდით,- დაუკრა თავი,- მადლობა ჩემი დახმარებისთვის და კატოსთვის. ოდესმე გადაგიხდით სიკეთით. მერე მე თავზე გადამისვა ხელი და უხმოდ წავიდა. მე ჰარუმ ამიყვანა ოთახში, ტანსაცმლიანადვე ჩამაწვინა ლოგინში და თავთან მეჯდა, სანამ არ ჩამეძინა. ... დილას ხმაურმა გამაღვიძა. უცბად მოვითავე წყლის პროცედურები და ჩავიცვი. მისაღებში ჩასულს თვალში მომხვდა შეცვლილი ინტერიერი და რამდენიმე უცნობი პიროვნება. საბოლოოდ, რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ, ვიპოვე ჰარუ. ვიღაც მამაკაცს ესაუბრებოდა, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, რადგან ჩემსკენ ზურგით იდგა. მაშინვე მათთან მივირბინე და მის თანამოსაუბრეზე არც შემიხედავს ისე ვკითხე: -ჰარუ, რა ხდება აქ? -შენი დის გამოყვანის გეგმას ვადგენთ,- მიპასუხა ბიჭმა ღიმილით,- გაიცანი ეს ტანაკაა,- მანიშნა თანამოსაუბრეზე. შევხედე უცნობს და ღიმილი სახეზე შემეყინა. ალბათ ზუსტად ასე გამოიყურებიან იაპონელი იაკუძები, რომლებზეც ლეგენდები დადის. დაბალზე შეჭრილი თმები, ოდნავ გამოწეული ყურები. მარჯვენა წარბზე ორი შრამი. თეთრ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. ხელის მტევნები და კისერი, რაც უჩანდა შიშველი კანიდან, მთლიანად ფერადი ტატუებით ჰქონდა მოხატული. ჩემს დანახვაზე წარბიც არ შეუხრია, მე კი მომიწია ოდნავ თავი დამეკრა მე მზრა ამერიდებინა. -ჰარუ, ეს კაცი მაშინნებს,- ვუთხარი ბიჭს, რომელსაც გაეცინა. -ეს კაცი, შენი დის განთავისუფლებაში დაგვეხმარება, მერე კი თავისთან წაიყვანს და შეიფარებს. და ჩემმა დამ ამ კრიმინალური სამყაროს ნათელ მაგალითთან ერთად უნდა იცხოვროს? მართლა რაღაც დავაშავეთ ჩვენ! იმ დღეს საკმაოდ ბევრი უცნაური ადამიანი გავიცანი და რაც მთავარია გავიგე, რომ ჩვენს პატარა და შედარებით მშვიდ ქვეყანაშიც ყოფილა 3 კრიმინალური დაჯგუფება, რომლებსაც საკმაოდ მძაფრი ცივი ომი ჰქონდათ გამართული ტერიტორიებისათვის, საიდანაც შემოაქვთ (როგორც შიდა მოხმარებისათვის, ასევე საექსპორტოდაც) იარაღი, ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი და თამბაქოც კი. იმ დღეს მივხვდი, რომ სამყარო ისეთი არაა, როგორიც ჩვენ გვგონია და ბევრი საკმაოდ საშიში რაღაც ხდება. მოსახლეობის 95% არც კი იცის რამდენი უკანონობა ხდება მათ ცხვირწინ. ცხოვრება საერთოდ სასტიკი და დაუნდობელია. ისევე, როგორც ადამიანი. ჩემი ცხოვრება თანდათან დრამიდან მძაფრსიუჟეტიან ტრილერში გადადიოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.