შემიყვარე თუ გაბედავ (10)
სახლში როდესაც შევედი,ჩემდა გასაკვირად ყველას ეღვიძა.არაფერი შევიმჩნიე. -დილამშვიდობისა ყველას.რა ხდება?ასე ადრიანად რომ ამდგარხართ. -დილამშვიდობისა დე. სულ დასველებულხარ,წვიმაში აღარ ირბინო ხოლმე-მითხრა დედამ და გამიღიმა. -არაფერი არ ხდება,უბრალოდ ცოტნეს დედა ცუდად გახდა და თბილისში წავიდა-მითხრა დიტომ და შუბლზე მაკოცა. ხელიდან გამომეცალა ჩემი ჩახუტების სურვილი.რატომღაც მინდოდა მისი აქ ყოფნა,მინდოდა მისი ღიმილის დანახვა და ხმის გაგონება,მაგრამ სწორედ ამ დროს აღარ მქონდა ამ ყველაფრის შანსი.ის წავიდა და არ ვიცოდი როდის ან საერთოდ თუ დაბრუნდებოდა. თითქოს რაღაც სიცარიელე ვიგრძენი და მონატრების გრძნობაც კი.გასაკვირი იყო,მე,ცოტნე დადიანი მენატრებოდა და თანაც სიგიძემდე. არ ვიცი რას ვგრძნობდი,თითქოს მასთან ჩხუბიც კი მენატრებოდა. არ ვიცი ეს მასთან შეჩვევის ბრალი იყო ან სხვა რამის ,მაგრამ ფაქტია,რომ ეს გრძნობა მტკენდა,თანაც ძალიან. ოთახში ვედი და პირდაპირ სააბაზანოში შევედი. გრძნობებმოწოლილს ისევ ტირილი ამივარდა.როდესაც სააბაზანოდან გამოვედი,ოთახში შევედი და საწოლზე პატარა ფურცელი შევნიშნე.მივვარდი და გადმოვატრიალე.ხელში მეჭირა და ვუყურებდი.თვალს ვერ ვაშორებდი.არ ვიცი,როგორ,საიდან მასზე ზუსტად ჩემი ცისფერი თვალების ასლი იყო გამოსახული.ის პატარა ხალიც კი რომელიც მარჯვენა თვალთან მაქვს.ქვემოთ კი წარწერა "ეს შენ,ცისფერთვალება ქალბატონო", "მაპატიე". სახელის მიწერა აღარ იყო საჭირო,რათქმაუნდა მივხვდი რომ ეს დადიანისგან იყო.უკან კი გვარი მაინც ჰქონდა მიწერილი. დამბურძგლა და ნახატი ჩავიხუტე.ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მისგან დატოვებული ეს ნახატი.ახლა კი,ამ ყველაფერმა უფრო მომანატრა დადიანის თავი.ადამიანები,ხომ მაშინ აფასებენ ერთმანეთს ყველაზ ემატდ როდესაც ისინი ერთმანეთისგან შორს არიან და სიგიჟემდე მონატრების გრძნობა აწუხებთ. სწორედ ასე დამემართა მეც. ნახატი შევინახე.როგორც იქნა დავმშვიდდი,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.ერთად ვისადილეთ.შემდეგ დიტომ გამოგვიცხადა. -ჩემო ძვირფასო ოჯახო,ხვალ ზღვაზე მივდივართ. -რააა,ურაა რა მაგარია-არ ვიცოდი დღეს ასე რამე თუ გამახარებდა მაგრამ ეს ძალიან გამიხარდა. დიტოსთან მოივვარდი და ჩავეხუტე.ახლა,ზღვა და დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა. -ხო,ჩემო პრინცესა-მითხრა და თვითონაც ჩამეხუტა. სადიდლის შემდეგ გადავწყვიტე ლიკასთვის დამერეკა მაგრამ ვინ გაცადა უკვე კართან იყო. -ლიკუუ ამოდი ჩემს ოთახში ვარ-გავძახე.როდესაც შემოვიდა მივვარდი და ჩავეხუტე -რა ხდება? კარგად ხარ? -არა ცუდად ვარ -ეხლა დაჯექი და ყველაფერი მომიყევი. ჯერ ის მითხარი ის ცოტნე საერთოდ ვინ არის და მერე ის რომ რეატომ დაწყვიტეს გუშინ ერთმანეთი მაგან და თაზომ. -კაი.ნუცა სადაა? -სოფელში წაყვა თავისიანებს,უნდა მივეხმაროო-რაღა ახა მოუნდა ამასაც წასვლა. -კაი დავურეკავ მერე -ხო ეხლა ყველაფერი მომიყევი თორე გამისკდა გული-მითხრა და ყურადღებით დაიწყო მოსმენა.მეც ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე,თვალცრემლიანი.ლიკუნა მისმენდა,პირდაღებულიიჯდა და არაფერს ამბობდა.ეტყობოდა ისიც იაზრებდა მომხდარს. -შეუძლებელია,ჩვენი გიო...-თქვა და თვალცრემლიანი შემომხედა. შემდეგ რაღაც ამბები გავიხსენეთ. -ნუუკ გახსოვს ერთხელ შენი აივნის ქვეშ ვიღაც ბიჭი ვარდებით რომ იდგა. -კი როგორ არა მაგას რა დამავიწყებს გიომ რო ბებიაჩემის გაკეთებული სუპი გადაასხა თავზე მაგას და მის ვარდებსაც-ვუთხარი თვალცრემლიანმა და ორივეს ნაღვლიანად გაგვეცინა. -ძალიან მენატრება-თქვა ლიკამ და ჩამეხუტა. ლიკა და გიო ერთმანეთს არა მარტო მეგობრულად არამედ სხვანაირადაც უყურებდნენ ერთმანეთს.არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ ჩემი აზრით ასე იყო და ვიცოდი რომ ლიკასაც ისე ტკიოდა მისი დაკარგვა როგორც მე.შემდეგ ცოტა დავმშვიდდით და ლიკუნამ მკითხა. -ნუუკ და ამ ცოტნეზე რას მეტყვი?-აი სწორედ ამ კითხვის მეშინოდა.მიუხედავად იმისა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია,მოვატყუე ცოტნეს მიმართ გრძნობების შესახებ.შემეშინდა,ალბათ იმის რომ ამას დადებიდსათ არ მიიღებდა.ჯერ ჩემს თავში უნდა გავრკვეულიყავი. -არაფერს ახლას რაც არ მითქვამს.უბრალოდ გაოგნებული დავრჩი,აქამდე ეს ამბავი როგორ არ ვიცოდი -ხო მართალი ხარ.აი ის იდიოტი თაზო კი კარგად გაალამაზა -ხო ღირსი იყო. -მოდი გიოს საფლავზე წავიდეთ. თან დიდი ხანი არ ვყოფილვართ-მითხრა ლიკამ -კარგი.დემეს დავურეკავ და წაგვიყვანს-ორ წუთში დემე უკვე მოსული იყო.უცებ ჩავიჩვუი,უბრალო შავი,გაშლილი კაბა,ბალეტკები და გარეთ გავედით. -წამოდით გოგონებო,ჩვენი ძმაკაცი გავიხსენოთ-დემეს ამ სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა.დემეს ლუკად და გიოს განსაკუთრებული ძმაკაცობა ქონდათ და მათთვის ძალიან მძიმე იყო გიოს დაკარგვა ისე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის. -ნუკა უნდა დაგელაპარაკო-მითხრა დემემ -ხო ვიცი -ხო და ლიკუნასთან დასამალი არაფერი გვაქ და ეხლა მომიყევი გუშინ ღამეს რა მოხდა?-ყველაფერი მოვუყევი. იმ დეგენერატი თაზოს ქცევებიც.დემეტრე ძალიან გაბრაზდა კინაღამ ყველაფერი დალეწა. -ეგ ვინ ყოფილა,ეგ არაკაცი როგორ გაბედა. -კარგი რა დემე არ გინდა. ცოტნემ უკვე კარგად გაალამაზა და არ მინდა რამე შარში გაებე-ვუთხარი და შევეცადე ცოტა დამემშვიდებინა და გამომივიდა კიდეც. მალევე ყვავილები ვიყიდეთ და სასაფლაოზეც მივედით.მე და ლიკას დემესთVის არაფერი გვითქვამს ავარიის შესახენ.ჩავთვალეთ რომ ასე აჯობებდა.სასაფლაოზე თითქმის არავინ იყო.ცოტა ხანი გავჩერდით,ვილაპარაკეთ და შემდეგ წამოვედით. -ბავშვებნო მე ხვალ ზღვაზე მივდივარ და ჯერ არ ვიცი როდის ჩამოვალ.იქნებ თქვენც მოახერხოთ და დაითანხმოთ ოჯახობა წამოსვლაზე-ვთქვი და გამეცინა. -კი ნუკ მე ცოტა გვიან ვაპირებ ჩამოსვლას-მითხრა ლიკამ -ხო რა ეხლა რო შევიკრიბებით ყველა ბაზარი არაა-თქვა დემემ.სახლთან მიმიყვანა,ორივე გადავკოცნე და რო გადავდიოდი დემემ მომაძახა. -ნუუკ შენ არ ინერვიულო,თაზოს მივხედავ-მითხრა და თVალი ჩამიკრა.ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე გაქანდა.ჩემი გიჟი და უსაყვარლესი ბავშვი როგორ მიყვარს. სახლში რომ შევედი დედას ტანსაცმელის ჩაწყობა უკვე დაწყებული ქონდა(ვგიჟდები ამ პროცესზე). -მოხვედი დეე -კი დე -კაია ასე ხშირად იარეთ ხოლმე გიორგის საფლავზე. -რათქმაუნდა.კაი ავედი მეც დავიწყებ ჩალაგებას. -მიდი.ბევრი რამე არ გინდა-მითხრა მე თვალი ჩავუკარი და ზემოთ ავედი.თითქოს ცოტნე გადამავიწყდასავით მაგრამ სულაც არა მარტო დარჩენამ ყველაფერი შემახსენა.ცოტა ხანი საწოლზე წამოვწექი.ასეთი მძიმე დღისგან შევეცადე განვტვირთულიყავი.ცოტნესაგნ არაფერი ისმოდა და მეც ვცდილობდი რომ დამევიწყბეინა,მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ეს ადვილი არ იქნებოდა.შემდეგ ავდექი და ჩალაგება დავიწყე.რაც ტანსაცმელი მქონდა თითქმის ყველაფერი ჩავალაგე.შემდეგ დავწექი და ფიქრებში ჩამეძინა. დილას კი დიტოს ხმამ გამაღვიძა. -ჰე ადექი პრინცესა თორე მოგვპარეს ზღვა სომხებმა-თან იცინოდა -ოჰ,კაი ვერც კი გაბედავენ.ორ წუთში მზად ვარ-გავძახე.როგორ მიყვარს მისი ხუმრობები.სასწუალი ბიძა მყავს,ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გეტყვით. უკვე 8საათი იყო.უცებ მოვწესრიგდი და ჩემი ბარგით ქვემოთ ძლივს ჩავედი. -რაიყო დედა შენ საცხოვრებლად აპირებ გადასვლას?-გავიგონე დედაჩემის ხმა და გაცინება.მე გავუღიმე და ბარგი გარეთ გავიტანე.შემდეგ ბებოს დავემშვიდობეთ(არასდროს არ დადის ხოლმე ზღვაზე) და მანაკნაში ჩავჯექით. მე რათქმაუნდა ფანჯრისკენ.თავი,ჩემს წამოღებულ პატარა ბალიშს მივადე და ძალიან დაღლილმა თვალები დავხუჭე როდესაც დედაჩემმა ცოტნე დადიანი ახსენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.