თარაში და ნია, ცოდვილთა თავშესაფარი (ნაწილი 3)
3------------3-------------3 ქრისტინემ აჩქარებით ჩაიცვა.... -რა ვქნა? სად ვეძებო? ყველაფერი შენი ბრალია.. თუ ვერ ვიპოვე.. სახლიდან სამუდამოდ გაგდებ და საქმესაც გაგიფუჭ არსად რომ არ გამუშავონ... ხმა ვერ ამოიღო მაგრამ ბევრი რამის თქმა კი სურდა „ქალბატონი „ ქრისტინესთვის.. -იქნებ მეგობრებთან წავიდა? ან რავიცი მშობელი ხართ და ხომ იცით სად შეიძლება ხშირად მიდიოდეს.. ჩემი რა ბრალია.?.. ქრისტინე სულ გაწითლდა... -საიდან უნდა ვიცოდე? მასთან სულ მცირე დროს ვატარებ და ისიც ნახევარზე მეტი არ მცემს ხმას.... -ეგ მართალია.. თქვენს შვილზე მე უფრო მეტი ვიცი,მაგრამ ამ შემთხვევაში რას იზამს? ისე მეც, რომ დამენახე დედა.. ვინმე უცხო კაცთან მეც ასე მოვიქცეოდი...წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული.. ნია ოთახში შემოვიდა.... მხრები ჩამოეშვა.. თმები უარესად გაწეწოდა.. სახე სველი.. ცრემლები ჯერ არ შეშრობოდა.... -შვილო? რა კარგია.. მე.. მე ყველაფერს აგიხსნი... -წყეულო ადამიანო გაჩერდი............მაინც რას ამიხსნი? შენთან ერთად ცხოვრება არ მინდა.. ამ სახლიდან წავალ.. ისე საერთოდ .. და გაჩერდა.. ისე კიდევ ერთი დამემატა.. საყვარლები სახლში დაგყავს და ყველას არცხვენ... - ხმა აღარ ამოიღო.!!. გონზე მოდი! ხელები მხრებზე წაავლო და თვალებში განერვიულებული უყურებდა....-ყველაფერს შენს გამო ვაკეთებ! შენ კი ასეთი უმადური ადამიანი ხარ! -არაააააა... ნუ მეხები!! თავი დამანებე.. შორს წადი ჩემგან... შორს.... მამამაც მიმატოვა.. თუმცა მე ჯერ კიდევ ალბათ ბევრი რამე არ ვიცი... ხელზე უჩქმინტა და დედას მთელი ძალით ხელი ჰკრა.. -არავინ.... და ნიამ ტირილი დაიწყო.. მთელი გულით..თან ისევ ლაპაროკობდა...-სულ მარტო ვარ... არავის არ ადარდებს ჩემი გრძნობები... მარტოსული ვარ.. ყველასი მშურს.... ბოღმიანი ადამიანი.. ვინმეს ბედნიერს რომ ვხედავ ცუდათ ვხდები.. იცი „დედიკო“ ეს რატომ? არც სიყვარული მქონდა და არც სითბო.. ზოგს კიდევ იმდენი აქვს სხვასაც უნაწილებს.. მე ვის უნდა გავუნაწილო....ეს თქვენს გამო... პირადად შენს გამო...შენ საფრანგეთში.. მამაც იქ ალბათ.. მთელი 10 წელი მარტო ვიყავი და ბებია მზრდიდა.. ახლა ისიც ცუდათაა.. არასოდეს არ გაგხსენებივარ... ჩემთვის არასდროს გიკითხავს რა მიხაროდა და რა გულს მტკენდა....არ მიგვრძვნია რომ დედა და მამა მყავს.. მე ეს მინდოდა მეგრძნო.. სი ყვ ა რ უ ლი.. .. ახლა სახლში მოვდივარ და რას ვხედავ? .. აქედან წაეთრიე........... წ ა დ ი..!! მარტო მგონი “უფრო კარგად““ ვარ... ქრისტინემ ცრემლები მოიწმინდა........... - შენ შენი თავი ვინ გგონია.. თუ მოვინდომე.. ამ სახლს ახლავე დაგატოვებინებ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.. შენ საზიზღარო და უმადურო!!!.. ნამდვილი გაჭირვება არ იცი რა არის.. ახლავე აქედან წადი! სასაცილოდ გაიხდი შენს თავს... წაეთრიე.. ერთი ღამის გართობის... და ქრისტინე გაჩერდა... -რა?? რისი თქმა გინდოდა..... -არასოდეს მყვარებიხარ.. მაგრამ მაინც ვცდილობდი შენთვის რაღაც მაინც გამეკეთებინა! აი, ეს არის სიმართლე,,, ..შენ ერთი ღამის გართობის ნაყოფი ხარ! ჩემი ცხოვრებაც შენ შეცვალე.. და არა პირიქით.. ხოდა ახლავე წადი ამ სახლიდან.. !! დროზე!! დროზე! ამის ღირსიც არ ყოფილხარ რასაც მე შენთვის ვაკეთებდი... .. „გარშემო ყველაფერი ტრიალებს...მე გავდიდვარ ჩემი სახლიდან.. ვიცი არსად წასასვლელი არ მაქვს.. უკან ვერ ვიხედები.. არავის დანახვა აღარ მინდა... ცრემლები არნახული სისწრაფით ეცემიან ჩემს გაწითლებულ ლოყებზე.. მერე ყურებიც მიხურდება მეათე ნაბიჯზე სახლიდან.. დიდი კარები ძლიერად იხურება.. მე უკან გავიხედავ... მერე წინ და თოვლზე მთელი ძალით ვეცემი...“ -ნიაააააააააააააა! რა გჭირს? აივნიდან ხმა მომესმა... ჩვენი აივნიდან... მომელანდა თითქოს მამა იყო და ხელში ვეჭირე „პატარა“.. ისე მიღიმოდა... მომინდა და მეც გავიღიმე... ხელში ვეჭირე მას... და ლოყაზე მკოცნიდა... მთელი ძალით მიხუტებდა... შემდეგ ხმაურის ხმა გავიგე.. სახლის კარები ვიღაცამ შემოაღო... მამა იყო ისიც.. ხელში ჩემი საყვარელი ყვავილები ეჭირა და ჩემსკენ მოდიოდა.. მაგრამ მალევე გამცდა... და სახლში შევიდა.. თოვლს თავი დავადე... მხრები გავშალა და ცას ავხედე.... “”-სახლიდანაც გამომაგდო... თითქოს ამასაც ელოდა ჩემი გული... „ ერთი ღამის გართობის ნაყოფი“ გავიფიქრე და გამეღიმა“ წამოვიწიე... ფეხზეც მალევე ავდექი... ოდნავ შერვბარბაცდი.....და სახლის ეზოს კარებიც მალევე მივიხურე.. „ ისევ ტირილი მინდოდა მაგრამ ძალა აღარ მქონდა... ყელში ბურთულა მქონდა გაჭედილი.. ნერწყვის ჩაყლაპვაც კი მიჭირდა.. გარშემო გავიხედე .. უკვე კარგად დაღამებულიყო... გზაზე მარტო ვიდექი... წინ ხუთი ნაბიჯი გადავდგი ზუსტად მახსოვს.. მაგრამ არავის არ მოვუბრუნებივარ.. თმები სახეზე გადმომეფარა.. სველი თმები... თოვლი ყელში მიდნებოდა... და მთელს სხეულს ფარავდა... სიცივეს კი არა იმასაც ვეღარ ვგრძნობდი... დავდიოდი თუ არა? თარაშის სიტყვები გამახსენდა არ შეგცივდესო.. ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ჯერ არ მიჩხუბია...“ არ შეგცივდეს“ ჩემზე ფიქრობდა ალბათ.. ხელებს რომ მითბობდა... და ცრემლები ჩამომცვივდა...““ 3-----------------3----------------------3 -ისევ უკან ვბრუნდები.. ჩემი ტანსაცმელი ჩაალაგე.. გადავარჩიე მაღლაა..ზამთარში აღარ ჩამოვალ...გაზაფხულში ვნახოთ შეიძლება... თუ ნია მოვიდეს შემოუშვი... ფულს დაგიტოვებ... უთხარი რომ ავუკრძალე შენი აქ შემოშვება მაგრამ მაინც უშვებ.. ხედავ მაინც ვფიქრობ მასზე.. მამამისს კი საერთოდ არ ახსენდება.. ერთხელ ჩამოვიდეს...!! ჩემოდნები გარეთ გაატანინა, რომ მიდიოდა დაინახა.. სკვერში ვიღაც გოგონა იჯდა.(ნია).. მობუზულიყო სკამზე... დედობრივი გრძნობა რომ ჰქონოდა ალბათ მივიდოდა მასთან , მაგრამ არა.. თვალი გააყოლა... მარტო... ხელი დაუქნა და შუშას გაუსვა რომელიც დაურთქლილიყო.... 3-------------------3---------------------3 მიაბიჯებდა არც იცოდა სად მიდიოდა.. უბრალოდ მიდიოდა. სხვა გზა არ ჰქონდა... -ნიაა....... მოიცადე.. ლიზა დაინახა მის უკან იდგა.. მოხედა.. და მალევე შებრუნდა. ისევ სიარული გააგრძელა... -რა გჭირს ოე? ეე აეეეე დაიცა რა... რა გჭირს გოგო .. მხარზე ხელი დაადო.. ლიზამ სახეში შეხედა... შემდეგ ერთი წუთი ...და ძლიერად ეხუტებოდა... მთელი გულით.... -ნია გაყინულხარ.. წამო ჩემთან ავიდეთ... ხელი ჩაჰკიდა.. და სიარული აიძულა -მომიყევი რა გჭირს? ამ დილაადრიან აქ რა გინდოდა? დეიდამ გამომგზავნა .. ჩემთან ცირა მოდის თავის პატარათი მათთვის ნამცხვარი უნდა გააკეთოს.... და მაღაზიაში ჩამოვედი... -ლიი.. მე საშინელი ადამიანი ვარ.. ხომ ასეა? და ყველას გეჯავრებით.. მეც არ მინდა ასეთი ვიყო,მაგრამ და ტირილი დაიწყო... -აუ.. კაი რა... შეცდომები ყველას მოსდის.. ბარბარემ თქვა უკვე ვაპატიეო.. წამო.. წამო.. ნუ მოიზლაზნები ... ბინაში ავიდნენ.. -დეეეიდ.. რა მალე მოხვედი სიხარულო.. მოდით.. ნიი.. რამდენი ხანია არ ამოსულხარ... მოდით!! ნიას რამდენჯერმე დააცემინა... -რა გჭირს? ლიზამ შუბლზე ხელი მიადო..- გოგო ხო ვამბობ.. შენ მართლა ვერ ხარ! გაცივდები-მეთქი.. მგონი სიცხე გაქვს! ახლავე თერმომეტრს მოვიტან... -რა ხდება? -დეიდა.. ნია გარეთ თხლად ჩაცმული დადის.. მაგის ბრალია ახლა ცუდათ გახდა.. ვინ უშველის.. წამალის ვინ მოგიტანს ნი!.. შენი თავი არ გეცოდება.... ნიას ხმა აღარ ამოუღია.. ბუხართან მივიდა და ხელების გათბობა დაიწყო... -37 და რვა ხაზი აქვს დეიდა... წამალი მოუტანე.. ნია, ნია, გარეთ რა გინდოდა? არ მეტყვი.. გვერდზე მიუჯდა და სახეში დაუწყო ყურება... -მე? დედამ გამომაგდო... სახლიდან.. ვიჩხუბეთ და მაგიტომ... ლიზას აღარაფერი აღარ უთქვამს.. მხოლოდ წამალი მიუტანა და წყალი.. რომ დალია შემდეგ მიეხუტა ..-შენ სანამ არ დაგიწევს .. არსად არ გაგიშვებ.. მერე კი სახლამდე მიგაცილებ... დედა აუცილებლად შეგიშვებს.. ნია კი ისევ იმაზე ფიქრობდა რაც გუშინ მოხდა... „ თითქოს ეს დიდი კოშმარი ყოფილიყოს .. ყველაფერი ისე ადვილად ატყდებოდა თავზე...“ ვიცი, საკმარისია ერთხელ გავიღიმო და ბედნიერი ვიყო.. მეორე წუთს ისეთი რაღაც ხდება.. რაც კარგი მოხდა ყველაფერი მავიწყდება ხოდა მირჩევნია კარგი არაფერი აღარ მოხდეს.. შემდეგ ერთი ცუდით ნაკლები იქნება.. და იმდენად უბედური აღარ ვიქნები...“ ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს...მოსამსახურე იყო.. ჯერ არ პასუხობდა შემდეგ კი მაინც უპასუხა.. -გისმენ““თ““!!! -ნია არ ვიცი როგორ გითხრა მაგრამ დილით ბებიას ოთახში რომ შევედი... წამალი უნდა შემეტანა.. მას კი ჯერ კიდევ ეძინა.. მე შევეცადე გამეღვიძებინა მერე წნევამ აუწია.. ცუდათ ყოფილა ჩვენ კი წუხელ ვერ გავიგეთ.. ახლა საავადმყოფოში წაიყვანეს.. და ძალიან გთხოვ სახლში დაბრუნდი.. დედაშენი უკვე წავიდა.. მარტო ხომ არ ვიქნები .. ვინმე მჭირდება.... - მე წამოვალ.. და ნია ფეხზე ადგა(ისე თქვა თითქოს მის გარდა კიდევ ვინმეს შეეძლო წასვლა) - რა მოხდა ნია? -ლიიიი.. უკვე დავიღალე რა.. აჰა რა უნდა გითხრა მაინც სულ ასე უბედური უნდა ვიყო.. დღითიდღე უარესი ხდება.. ბებია ცუდათააა და საავადმყოფოში წაიყვანეს.. მას რომ რამე დაემართოს მართლა მაშინ ნახე ჩემი მარტოობა.... შემოიცვა და სახლიდან გავიდა....აჩქარებული ნაბიჯებით ჩამოირბინა კიბე... და ქუჩას ზემოთ აუყვა.. სახლშიც მალე მივიდა... -მოდიიი! კარები ანამ გაუღო.. -შენც აქ ხარ? საავადმყოფოფში ვინ იქნება.. ? -ჩვენ წავიდეთ.. მოდი გამოიცვალე.. მოწესრიგდი... კიბეს მიუახლოვდა და მაღლა აიხედა...-ის სად არის? და ხელი მაღლა აიშვირა... -კარგი! დედაშენი... -ახლა კარგად მომისმინე დედა აღარ მყავს.... დედშენს ნუ მეუბნები... გათავდა.. ქრისტინე თქვი ან რამე... დღეიდან მის არსებობას ვივიწყებ... მოგონებებშიც ამოვშლი სათითაოდ.. არ გამიჭირდება იმიტომ რომ თითზე ჩამოსათვლელი მაქვს.... -ის წავიდა.. სახლიდან წავიდა.... მითხრა არ შემოუშვაო, მაგრამ მე მაინც შემოგიშვი.. თავის მოვალეობა შეასრულა მოსამსახურემ და გაუღიმა..... -მამა..? რამე რომ დაემართოს მანაც ხომ უნდა იცოდეს... რა იცი რა ხდება? -მამაშენი მგონი მალე ჩამოვა ნიი.. და შეიძლება გნახოს... ეგ გაიხადე და ეს ჩაიცვი.... -საიდან იცი? -დედ.. ქრისტინე ამბობდა გუშინ... მგონი მალე ჩამოვაა... -მართლა? და მერეც ეგ გამაგდებს მეორედ.. უნდა მოვემზადო საყელოში თავი გაჰყო და ანის გაუღიმმა... -რა საყვარელი ხარ.. ნამტირალევზე რომ იღიმი.. მოდი უნდა ჩაგეხუტო... და ხელები შემოჰხვია - შენ რა ცუდათ ხარ? და შუბლზე ხელი მიადო... როგორი ცხელი ხარ! -დამცხაააააააა! და ისევ გაუღიმა... -ნუ მატყუებ! თუ ცოდათ ხარ ვერსად ვერ წახვალ! აბა დაჯექი.... -სიცხე გაქვს.. მიდი გაიხადე და დაწექი... მე ახლავე წამალს მოგიტან და ცხელ ჩაის .. მოგიხდება -შენ ჭკუაზეც ვიარო? ძალიან გედარდები ხომ.. ან საინტერესოა ვინმეს ვაინტერესებ? -ნია.. ამას არ გააკეთებ და მერე ყელიც აგტკივდება.. შენ კი ყელის ტკივილს ვერ იტან.. გაიხადე მიდი! ახლავე მოვალ... -ანიუტა.. ბუხარიც კარგად დამინთე.. იქ მინდა.. ბებია კიდევ მარტო რჩება... 3-----------------------3--------------------------3 -პაციენტის ახლობლები არ ჰყავს? -მე ვარ, შეგიძლიათ ყველაფერი მე მითხრათ.. მისი შვილი საღამოს ჩამოვა საქართველოში.. -კარგით! ბებიას დაწვენა აუცილებელია.... ასევე აუცილებელი ოპერაცია ჩაუტარდეს.. ახლა რეამინაციაშია.. ცუდი მდგომარეობა ამ წუთში არ აქვს მაგრამ შესაძლოა გართულდეს... ყოველ წუთს... დანარჩენი ინფორმაციისთვის გთხოვთ ჩემს ოთახში შემობრძანდეთ.... -დიახ.. ტელეფონი გამორთო და ექიმის ოთახისკენ წავიდა.... 3--------------3-------------3 საღამოს უკვე უკეთესად იყო ნია... თმების დავარცხნას შეუდგა.. ისევ გაბურდგნული ჰქონდა... თან ფანჯარსათან იდგა და იქიდან იყურებოდა...მათ სახლთან მანქანა გაჩერდა... თვალები რამის შუშასთან მიიტანა... მერე თბილმა ჰაერმა დაუორთქლა და ხელის გასმა მოუწია... -არა.. რა ჩემს ოთახში ცივა.. აბა რატომ იორთქლება!??? ვერ დაინახა მანქანიდან ვინ გადმოვიდა.. ამიტომ ფეხზე ჩაიცვა და დაბლა ჩაირბინა..... კარებთან მამამისი იდგა და იხდიდა.... კედელს ამოეფარა... -გამარჯობათ ბატონო სანდრო! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ამ სახლში.. თვალები გაუბრწყინდა და წინ გადაეღობა-ბებია როგორ არის? -ჩემი გოგონა სად არის? მაღლა? და კიბეებისკენ წავიდა.. ნიას ესიამოვნა რომ იკითხეს თან“ ჩემი გოგონაო“ -მამა აქ ვარ! მაღლა არ ახვიდე... კედელს მოშორდა და გაუღიმა... ჯერ იყურებდა მისი სხეულის ყველა ნაწილი თვალებით მოსინჯა , შემდეგ მიუახლოვდა და ჩაიხუტა.... ნიაც მაგნიტივით მიეკრო... საკმარისი იიქნებოდა მამამის კიდევ რამე კარგი ეთქვა მისთვის ტირილს დაიწყებდა.... -როგორ მომენატრე! არასოდეს აღარ მიგატოვებ და სულ შენთან ერთად ვიქნები!! ... იმედია წინააღმდეგი არ ხარ... და შუბლზე აკოცა... -მამა! ძალიან მიყვარხარ... ოდნავ აიწია და ლოყაზე აკოცა.... მამამისი საკმაოდ მაღალი იყო... თან გაუღიმა და ცრემლები ჩამოსცვივდა... -შენ სულ არ შეცვლილხარ.. მე კი რამდენი ხანი მარტო დაგტოვე.. მოდი ჩემთან! ხელი ჩაჰკიდა და მისაღებ ოთახში გავიდნენ.. -მე ცხელ ჩაის მოგიტანთ.. და თქვენ ისაუბრეთ... ვიცი რომ თქვენც გიყვართ ბატონო სანდრო... არავის ხმა არ გაუცია... ამიტომ თავის საქმეს შეუდგა და სამზარეულოში გავიდა.. -ქრისტი ჯერ არ მოსულა? ისე იკითხა თითქოს მთელი გულით ელოდა.. ნია დაიბნა -უნდა მოსულიყო მამა.. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.. -ანუ შენთვის არ უთქვამს .. ისე წავიდა? -რაა? დამარცვლა და მამას შეხედა... -ახლა მომისმინე... მე და დედაშენი დავცილდით... ცალცალკე ვიცხოვრებთ.. შენ რა თქმა უნდა ჩემთან დარჩები... -მამა ეს რას ნიშნავს? -მას თავის ცხოვრება აქვს ასე ვერ გაგრძელდებოდა... დამიჯერე ასე სჯობს! -კარგი, მაგრამ ეს... შენც სხვას მოიყვან... სხვა გიყვარს... ?? -არა.. ამ სახლში მე და შენ ვიცხოვრებთ.. და ბებიაც.. ნიამ პლედი აიღო და შემოიხვია.. ადგა და ბუხრისკენ წავიდა.. ძირს დაჯდა.. მოიბუზა .. თავზეც შემოიფარა.. ამას კი ყოველთვის აკეთებდა.. მამას შეხედა ისევ და თავი კედელს მიადო... -ბებია როგორ არის? მოგვიანებით შეეკითხა და ხელები ბუხრისკენ გაიშვირა... -ბებია კარგად იქნება... ახლა ისევ იქ უნდა წავიდე... ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა.. ნია ისეთი უყურებდა თითქოს მისი ნაწილებად დაშლა სურდა.... ოთახი მალევა დატოვა... ანა კი გაღიმებული შემოვიდა ოთახში.. ჩაი მოეტანა...-ბატონი სან... -მო.ეტე რა! და მანდ დადგი „ ბატონი სანდრო“ „ქალბატონი ქრისტინე“ დღეიდან მეც ქალბატონ ნიას დამიძახებ.. გასაგებია თუ არა? იდიოტო! ფეხზე ადგა პლედი იქვე მიაგდო და ჩაის დალევა დაიწყო... ცხელი ნახევრამდე ჩაცალა...-პირი დამეწვა მაგრამ ასე უფრო მაგარია! ცხელს რომ სვამ... გადი ოთახიდან! და აქ აღარ შემოხვიდე.. მე რომ დაგიძახებ აქ გაჩნდები! გასაგებია? და გაუღიმა -რა გჭირს ნია? ასე რატომ მომმართავ? ნიამ სიცილი დაიწყო- და წესიერად როდის მოგმართავდი? ძველი რაღაცებიც გავიხსენო... ენაჭარტალავ... ანდრიას მოსამსახურესთან კარგად ჭორაობ .. ჩემზე ... და ყველამ ყველაფერი იცის უკვე... ისიც კი რომ გუშინწინ ღამით.. ბუხართან ჩამეძინა.. დილით ყავა მოგთოხვე და ქრისტინეს ვუყვირე...აბა უარყოფ? მამაჩემს შენს თავს გავაგდებინებ!! -რას ამბობ? მე არ მითქვამს.. -მაშ საიდან იცოდნენ... -არვიცი... -აღიარე რომ შენ თქქვი.. დროზე! და გაპატიებ თორემ აქედან გაგაგდებ !! და ჩაი ისევ დალია... -არა ... უბრალოდ შემეკითხა და რა მექნა.. ან რა ვთქვი ისეთი.. -მატყუარავ.. მეორე ჭიქა ხელში აიღო და ცხელი ჩაი სახეში მიასხა.... ანამ ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო... -თუ დაგვეწა აი დარდი.. რატომ ჭორაობ ჩემზე? მერე კიდევ მეპირფერები რომ უფრო მეტი მოგცენ ფული... ანამ ტირილს უმატა... -გაჩერდი! ნუ ტირი რა ვქენი ისეთი ვითომ? აფერისტი ხარ რა... ანა არ გაჩერდა... -ნუ ტირი! ახლა უკვე ყვირლზე გადავიდა... -ნია რას აკეთებ? გოგო გაგიჟდი!!!! ფანჯარას გახედა .. აივანზე ანდრია იდგა ვიღაც ბიჭებთან ერთად და მას უყურებდა... ფარდაც გაწეული იყო ბოლომდე.... დაინახა აივნიდან როგორ გავიდა... -ესღა მეკლდა რა... აღიარებ რომ შენი ბრალი იყო.. გასგაებია თუ არა? და... ოთახში ანდრია შემოვიდა... და ნიასკენ წავიდა.. -შენ მართლა ვინ ყოფილხარ? ჯერ გუშინ რაც ქენი ის არ დამვიწყებია... თავს უფლებას ვაძლევ... და ნიას ხელი გაარტყა.... სახეში.. მან შემდეგ ხელები აიფარა და ზურგით შებრუნდა....გამწარდა და ნერვები ბოლომდე მოეშალა.... -ანი როგორ ხარ? ძლიან გეწვება.. ჯობს სველი საფენები დაიდო.. მერე კი თავს მიხედავ თუ ძალიან გაგირთულდა... -შენ ვინ ხარ? ჩემს სახლში შემოდიხარ და თავს ამდენის უფლებას აძლევ... ანდრია კალანდაძე.. გაეთრიე აქედან .. თორემ... -თორემ რა? მიდი დაასრულე.... ნიამ თავი დახარა.. უეცრად ისევ გამოცოცხლდა... -თორემ ის რომ.. და ხელი აღმართა. მაგრამ ძლიერმა ბიძგმა ის შეაჩერა..... -ნია რას აკეთებ? მისი ხელი თარაშს ეჭირა... გაოცებულმა შეხედა - შენ აქ რა გინდა? -ხედავ ძმაო.. რანაირი გოგონაა.. ეს ვინ არის მართლა რა! თავი დიდი ვინმე ჰგონია...-ანი წამოდი.. მე გამოგყვები და დაგეხმარები.. ანდრია მოსამსახურეს გაჰყვა სამზარეულოში... ოთახში მარტო ნია და თარაში დარჩნენ... -ხელი გამიშვი... და ნიამ თავისკენ გასწია... -არ გაგიშვებ! ასე მექნება... -შენ მეკლდი ხომ? ჩემს სახლში რა უფლებით შემოხვედი... ახლა შენ დამიწყე კიდევ.. -რა უნდა დაგიწყო? -გამიშვი რა... მეტკინა! თარაშმა გაუშვა... -ასე რატომ იქცევი? ყველას რატომ ეჩხუბები და ცდილობ ყველამ შეგიძულოს... ნია დაეჭყანა-მასე არ არის? ჭორიკანაა..და ღირსო იყო... -შენზე რამდენი წლით დიდია? -არცივი და არც მაინტერესებს... -მინიმუმ 15 წლით დიდი... შენზე ბევრედ უფროსია... კარგი ჩხუბი გამიგია, მაგრამ ეს ჩაის მისხმა რაღა იყო.. ასეთ საქციელს რა ჰქვია? წარმომიდგენი სხვა დროს როგრ ექცევი? ყველაფერს თავისი წესი აქვს .. და შენ ამ წესებს ყველანაირად არღვევ! იმიტომ ხარ პირად ცხოვრებაში ბედნიერი... სხვას როგორც მოექცევი ისე მოგექცევიან შენც ეს დაიმახსოვრე... უზრდელო! მართლა როგორი ყოფილხარ მე კი არ მჯეროდა!! -მასე არ არის თარაშ! ღირსი იყო...ან შენ რატომ უნდა აგიხსნა ეს რატომ გავაკეთე.. წადი რა... -ერთი და იმავეს ნუ მიმეორებ .. გასაგებია თუ არა? ბოდიშს მოუხდი... ახლავე ჩემს თვალწინ და ეს შენი ახირებები დასრულდება.... მერე მეც წავალ და აღარ შეგაწუხებ... -არა. მე ბოდიშს არ მოვიხდი.. და თუ უნდა აქედან წაეთრიოს... ასეთები არ მჭირდება... პლედი ხელში აიღო.. შემოიხვია და კიბეებით მაღლა ავიდა... -მგონი იმაზე რთულადაა საქმე ვიდრე მე მგონია.. მაგრამ მაინც მოგაქცევ ჩემსკენ.. ნია შერვაშიძე!! ------------------------ არვიცი როგორ გამომდის... მაგრამ ნიას ისტორიას აუცილებლად უნდა მოვყვე... შევეცდები უფრო და ყფრო კარგად ვწერო.. მაინტერესებს ვინმეს მოგწონთ თუ არა? თქვენი აზრები ძალიან მეხმარება ვინც კითხულობთ დიდი მადლობა!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.