შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

последний путь на море


8-08-2015, 18:51
ავტორი kossik
ნანახია 3 678

აუ თავი...
ამდენი რამ დამალევინა..
აი ის ბოლო არ უნდა დამელია..ჩუმად გამეცინა.
არადა ბოლო რომელი იყო არც კი მახსოვს.
ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ.
დავიჯერო ამდენი დავლიე?
მემგონი სხვა რამეშია საქმე.
აუ სულ არ მინდოდა დაბადების დღის აღნიშვნა რაა..
ან სახლში ვყოფილიყავით, მაინც და მაინც კლუბში კლუბშიო.
თვალის გახელაც კი არ შემიძლია.
აუ დღე, რომ ასე დაიწყება..
რაღაც რბილი ლოგინია...
მე ასეთი არ მაქვს.
თათუკა გაახილე თვალები...
ერთი,
ორი,
სამი...
რააა????
სად ვარ?
ეს ვინაა?
ვაიმე რა ვქენი გუშინ?

***************
მოდით ცოტა ხანი ჩემს ფიქრებს მოვეშვათ და გაგარკვევთ მდგომარეობაში..მე თათუკა ვარ. 19 წლის სტუდენტი გოგო, რომელიც ისე ცხოვრობს როგორც თვითონ უნდა. ამის გამო მშობლებთან დიდი წივილ-კივილი მაქვს ხოლმე, უფრო სწორად მქონდა. ახლა საერთოდ აღარ მაქვს მათთან ურთიერთობა. ასე გამომიცხადა მამაჩემმა შენ ჩემი შვილი აღარ ხარო. იმის მერე არც მკითხულობენ და არც სწავლის ფულს მიხდიან. თუმცა ამაზე არც ვწუწუნებ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალში ვსწავლობ და ძალიან დიდი თანხაა გადასახდელი, უკვე მოვახერხე და 4 წლის გადასახადი მთლიანად დავფარე. ალბათ გაინტერესებთ როგორ...
მოკლედ.. დავალებებს ვასრულებ.. ის ვარ რასაც ყველა ოცნებობს პატარაობაში რამე კრიმინალური ფილმის ნახვის შემდეგ.. ვკლავ ადამიანებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ხალხისთვის, ან არ წარმოადგენენ, ეგ ჩემი საქმე არაა... წერილი მომდის ფოსტით, იქ წერია მხოლოდ სახელი და გვარი, ამის შემდეგ მე ვაგროვებ ყველანაირ ინფორმაციას და შესაფერის დროს ბახ! უბრალოდ ვწყვეტ მათ ბედს..

****************
ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ მდგომარეობაში ვიყავი.. მიუხედავად ჩემი საქმიანობისა მაინც ქალიშვილად ვითვლებოდი ამ დღემდე სანამ ეს ვიღაც ტიპი გამოჩნდებოდა (მაინც ვიტყვი, რომ სიმპატიურია და აღსანიშნავია ის, რომ სიმთვრალეშიც კი შემიძლია კარგი არჩევანის გაკეთება). სიმართლე გითხრათ დიდად არც მიფიქრია ჩემს ქალწულობაზე. უბრალოდ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არაფერი მახსოვდა. არადა პირველად გამოვცადე ის სიამოვნება.. ალბათ გაგიკვირდებათ და იტყვით რაზე ფიქრობსო, მაგრამ მართლა ვერ ვხედავდი მაგაში რამე სადარდებელს.
ყოველთვის ვიცოდი, რომ სკლეროზიანი ვიყავი, მაგრამ აი მაინც და მაინც ასეთ სიტუაციებში ვხდებოდი დაბდურა. ხან რას წამოვკარი ფეხი, ხან რას ავარტყი თავი, ხან ლიფი დამრჩა, ხან ჩანთა. მოკლედ ისე მეშლებოდა ნერვები სადაც იყო ვიკივლებდი, არადა იმ ,,სიმპატიურის“ გაღვიძება არ მინდოდა. ზედმეტი რაღაცების თავი არ მქონდა.
მაგრამ ჩემი ბედი ხო ვიცი.
სახლიდან გამოვედი.
ჩავედი კიბეებზე და სადარბაზოდან გასვლისას დავინახე ჩემი მანქანა.
გული კინაღამ წამივიდა, როცა წარმოვიდგინე თუ რა მდგომარეობაში ვმართავდი ჩემს BMW X6 და რა შეიძლებოდა მომსვლოდა. კივილი მინდოდა და თან პირიდან ხმაც არ ამომდიოდა. დილიდან საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
მივედი კართან და,
ხელი ისე მივირტყი შუბლზე მარტო შუბლი კი არა მთლიანად სახე ამეწვა.
-ფუ შენი..გასაღები.
მის გარეშე რომ გავაღო?
არაა არ გამოვა აქ არ მაქვს საჭირო ნივთები..
სხვა გზა არაა უნდა ავიდე.
5 წუთი მანქანაზე ვიყავი მიყუდებული და ვიფიქრე ყველა ვარიანტზე რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა..
-შენი დედაააც...
ავედი.
კარს მივაწექი,
მაგრამ ვერ გავაღე.
-აუუუუუუუუუუუუ
უეჭველი ადგა და ჩაკეტა..
რას ეცა ვერ გავიგე.
დავაკაკუნე.
არ გააღო.
-ახლა ესღა მაკლდა.
მაგის კარზე სულაც არ ვდარდობდი.
ასე რომ ჩემი თმისამაგრით გავაღე.
მანქანის გასაღები იქვე იდო, როგორც მახსოვდა, და ავიღე.
-მოიცა კარი როგორ გააღე? -გამოტანტალდა პირსახოცშემოხვეული.
ამ თავგადასავალით მობეზრებულმა თვალები დავხუჭე და ამოვიხვნეშე.
-ჭრელად. უბრალოდ საკეტია გამოსაცვლელი. ამას ვეღარ დაკეტავ.
-მოგეცადა. რა გავაკეთო ახლა? მაგის ფული სად მაქვს?
-აუ რა ქალივით წუწუნებ. - ფული მაგიდაზე დავუდე და გამოსვლას ვაპირებდი, როცა გავიგე ის რაც ძალიან მაინტერესებდა.
-პირველ ჯერთან შედარებით კარგი იყავი. - ირონიულად გამიღიმა. - არა ძალიან კარგი..
-ხო არ გინდა განმეორდეს? - გამეცინა, არადა ვიცოდი შანსი არ იყო ვერ მოვასწრებდი. საქმე მქონდა.
-კი ოღონდ იმდენს ვერ გავუძლებ.
-კაი. - მოკლედ მოვუჭერი და წამოვედი. აღარ შემეძლო იმის მოსმენა თუ როგორი მაგარი ღამე გავატარებინე იმ ახვარს და მე კიდე არაფერი მახსოვდა. ხო ასეთი ეგოისტი ვარ, უბრალოდ ეს მართლა საშინელება იყო. გული მერეოდა ამ ტიპზე, ამ სახლზე და საერთოდ იმ ღამეზე.

სადარბაზოდან გასვლისას მაშინვე დავურეკე ჩემს დაქალს, კერეს. სხვათაშორის მისი აზრი იყო წინა ღამით კლუბში წასვლა, მისი და ელესი.
-სად ხარ?
-სახლში.
-არ მაინტერესებს შენი გეგმები. მოვდივააააააააარ!!!!
-რა გჭირს, ?
-მოგიყვები.
მობილური გავთიშე და გვერდზე სკამზე დავაგდე. საშინლად ვიყავი გაღიზიანებული და ვიცოდი გზაში კიდევ ბევრი მომიშლიდა ნერვებს. მაგ: ტაქსისტი, რომელიც ქუჩაში მიღოღავს და გასწრების საშუალებას არ გაძლევს ან მარშუტკა, წინ რომ ჩაგიდგება და ფეხებზე კიდია, შენ უნდა გაჩერდე. დაეტაკები და შენ უნდა გაუკეთო მანქანა, ან ვიღაც ძროხა გადადის გზაზე და არც კი იყურება აქეთ-იქით. შეეეეენ უნდა იზრუნოო ყველაზეე?? მივედი კერესთან, არა უფრო სწორად მივფრინდი და მზად ვიყავი ყველა მომეკლა.
-რომელი ხარ? -მესმის კარის მეორე მხარეს როგორ ჩუმად იცინის კერე.
-წაგაწყვიტავ თავს. გააღე კარი!
-რა ხასიათზე ხარ? მძღნერი ჭამე? - კარი არც ჰქონდა ნორმალურად გაღებული ეს ყველაფერი, რომ მომაყარა.
-საშინელი დღე მქონდა. - ამოვიხვნეშე, შევედი სახლში და მაშინვე დავაწექი სამზარეულოსკენ. ისე მშიოდა ცოტაც და გული წამივიდოდა. - საჭმელი რა გაქვს?
-ააა მაგის გამო ხარ ცუდ ხასიათზე? - გაიცინა კერემ, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე უცებ გაჩუმდა და ჩხუბი დამიწყო. - ამიხსნი ახლა რა გჭირს თუ წაგაწყვიტო თავი?
-გუშინ სად წახვედით?
-ჩვენ სად წავედით? თვალისდახამხამება ვერ მოვასწარი ისე უცებ გაქრი, მერე ვეღარც გიპოვეთ და აღარც მობილურს პასუხობდი.
-დღეს დილით ვიღაც ტიპის სახლში გავიღვიძე. - ჩვეული დრამატულობით ვუთხარი კერეს და დაველოდე მის რეაქციას.
-რაააააააა??????
-ხო..
-ვააიმეე.. როგორი იყო?
-ნეტა მახსოვდეს.
-აუ არ გახსოვს? ძაააან ტეხავს.
-საერთოდ არაფერი მახსოვს. რა დამალევინეთ ასეთი?
-არაფერი საერთოდ. -ისეთი სახე მიიღო მივხვდი მატყუებდა.
-ახლა დაგერხააა... რა დამალევინეთ?
-მოკლედ ვერაფრით მოგიყვანეთ ხასიათზე...
-იმ დღეს კაცი მყავდა მოკლული და ხო იცი ცოტა დრო მჭირდება ხოლმე. -ის ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა. არ დავამთავრებინე მოყოლა და სახეზე დაეტყო, გაღიზიანდა. - ხო კაი კაი გააგრძელე.
-მე და ელემ გადავწყვიტეთ რამე გაგვეკეთებინა. მოკლედ შენ არაფერი გინდოდა და ბოლოს ლირიკა დაგალევინეთ. იაფიანი წამალია, თან უკუჩვენება არ აქვს, ვინმეს რომ შეემოწმებინე არ ამოვარდებოდა, კაიფში დიდი ხანი ხარ და თან შეჩვევა არ იცის.
-და მეორე დღეს არ იცი რა სირობები აკეთე ღამით. - სწერვულად გადავხედე მე..
-მესწერვე ახლა...
-წადი რა. ნეტა როგორი იყო.... ისე იმ ტიპმა ძალიან კარგი იყავიო. დღესაც არ გინდაო? შემომთავაზა.
-მერე?
-არაფერი, წამოვედი რა. კაი წავედი შეიძლება წერილი იყოს მოსული...
-რამდენჯერ უნდა გთხოვო მეც მინდა-მეთქი?
-არა.
-შენ ვინ გეკითხება? ჩემი გადასაწყვეტია.
-არა.
-ვირმა გაგიყარა...
-ეგ მაინც მემახსოვრება.. -გამეცინა, მაგრამ რაღაც სევდა შემომაწვა. -წავედი წავედი..

კვირა იყო და ვიცოდი წერილი უეჭველი დამხვდებოდა. კარის გაღებამდე ამოვიხვნეშე და მემგონი მთელი ჩემი ტკივილი ამოვაყოლე.
რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი გამართლდა. ყვითელი კონვერტი გათხლაშულიყო ჩემს ყავისფერ ,,პარკეტზე.“
კონვერტს, როგორც ყოველთვის, ,,შემდეგი“ ეწერა, სხვა არაფერი.
-ყელში ამომივიდა რა უკვე.
გავხსენი და თვალები გამიფართოვდა.
ყოველთვის ვადა მინიმუმ 1 თვე მქონდა ხოლმე, ახლა კი...
-მოიცა დღესვე როგორ მოვახერხო ყველაფერი.
მთელი დღე იმის გარკვევას მოვანდომე თუ ვინ იყო სანდრო ბაბლუანი. პირველად, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვნახე, შემდეგ საჭირო ხალხს ვკითხე, არსად არაფერი იყო მის შესახებ. ვერ ვიტანდი ასეთ საქმეებს. ამ დროს მერჩივნა სახლში ვმჯდარიყავი ყავით ხელში და რამე მეკითხა ან ფილმისთვის მეყურებინა, ან კერესთან ერთად გამეტარებინა მთელი დღე.
დიდი ქექვის მიუხედავად მაინც ვიპოვე. ბოლოს და ბოლოს ჩემი საქმის პროფესიონალი ნამდვილად ვიყავი. მაშინვე ავიღე საჭირო ნივთები და ,,გარაჟიდან“ ჩემი Kawasaki გამოვიყვანე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი გამაჩნდა. შემოვაჯექი და მიუხედავად საშიშროებისა, მაინც ვუმატებდი ნელ-ნელა სიჩქარეს, ბოლოს უკვე არ ვიცი ალბათ მივფრინავდი გზაზე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ დროს ყველაფერი აზრს კარგავდა და მრჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების შეგრძნება. ჩემი დამშვიდების საკუთარი ხერხი მქონდა და ხშირ ვარიანტში ამართლებდა. ახლაც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა გამონაკლისი. ასე ,,დამშვიდებული“ გავემართე გაზაფხულის ქუჩაზე.
ლამაზი სახლები,
ბოლო მოდელის მანქანები და...
Harley-davidson…
ისე უცებ დავატორმუზე მოტოციკლეტი 2 წუთი წინა ბორბალზე იდგა.
ჩემი ოცნება,
fat bob..
2011 წლის.
ვიდექი და მემგონი დორბლები მომდიოდა პირიდან.
არ მრცხვენოდა,
იქ ვიდგებოდი,
ჩემთვის.
ოღონდ ამისთვის მეყურებინა.
უცებ საქმე გამახსენდა..
ბავშვს, რომ საყვარელ სათამაშოს წაართმევენ და ნერვებისგან ტირილის ნაცვლად კივილს, რომ იწყებენ, ზუსტად ისეთი კივილი მინდოდა დამეწყო.

20 ნომერი...
20..
20....
აიიიი..
სახლია თუ ციხესიმაგრე?
ასეთი ძნელი დავალება ჯერ არ მქონია...
ამხელა სახლი არასდროს მენახა, მხოლოდ სურათებში ან ოცნებებში. გარშემო დიდი აგურის კედლით იყო შემოღობილი, სასახლის გალავანს გავდა, 3 მეტრი ან უფრო მაღალი იყო. შესასვლელი კარი, უფრო სწორად კარიბჭე, რკინის იყო, ისიც იმავე სიმაღლის.
-თავი ფილმში მგონია..
უცებ ფეხის ნაბიჯი გავიგე. ვიღაც შავებში ჩაცმული ტიპი გამოვიდა ,,სასახლიდან.“ ვინც ამბობს ადამიანებზე ჩაცმის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთო, დამიჯერეთ ცდება. მისი ჩაცმის სტილი ყველაფერს გადმოსცემდა, მის ემოციებს, გრძნობებსა და ტკივილს.
შემომხედა და იქვე გავქვავდი.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ადამიანის.
გაქცევა მინდოდა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა.
ის იყო...
სანდრო ბაბლუანი.



№1  offline წევრი nini :)

მალე მალე მალე გააგრძელე

 


№2  offline წევრი kossik

ვდებ უკვე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent