შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

последний путь на море (ნაწილი მეორე)


9-08-2015, 19:26
ავტორი kossik
ნანახია 3 304

ის უნდა მომეკლა რამდენიმე საათში.
გამიღიმა და თავის მოტოციკლეტზე შემოჯდა..
Harley-davidson მაგის ყოფილა.
ხო ვთქვი ამაზე ძნელი საქმე ჯერ არ მქონია-მეთქი.
რა თქმა უნდა, გავყევი.
ძალიან დიდი სისწრაფით მიდიოდა.
მეც მივყვებოდი.
ბოლოს უკვე წყნეთის გზაზე გადავუხვიეთ.
არ ვიცოდი სად მიდიოდა, რა უნდა ექნა, ან იქნებ შეამჩნია უკვე ვიღაც გოგო, რომ მიყვებოდა?!
მე უბრალოდ არ მაინტერესებდა.
შეიძლება გამიტაცა,
ან საქმეზე ვიყავი ორიენტირებული და სხვა არაფერი მაინტერესებდა.
მემგონი პირველი უფრო დამაჯერებელია.
თვალწინ მედგა მისი სახე, მისი თვალები, ცხვირი, ტუჩები.
ის სიჩქარეს მოუმატებდა თუ არა მეც დაუფიქრებლად ვუმატებდი.
სულ ერთი იყო რა. მთავარია დავწეოდი.
ან იქამდე ჩამეღწია, სადაც ეგ ჩავიდოდა.
ადრენალინისგან გული ისე ფეთქავდა მეგონა ცოტაც და გასკდებოდა.
საფეთქლები ამეწვა.
კანკალმა ამიტანა. მეგონა ცოტაც და წონასწორობას ვეღარ შევიკავებდი.
მაგრამ...მალე მივხვდი ნელ-ნელა ანელებდა სვლას.
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, არ ვიცი შეიძლება იმავე გზაზე სხვას საათიც კი დაჭირდეს, ჩვენ კიი...
მე ცოტა მოშორებით გავაჩერე.
აჩქარებით ვსუნთქავდი და ჰაერი მაინც არ მყოფნიდა.
არ მესმოდა რატომ მემართებოდა ეს ყველაფერი, როცა იმავე სიჩქარით დავდიოდი ყოველდღე ქალაქში.
როგორც ვთქვი პატარა ქოხთან ვიყავით. მე ცოტა მოშორებით ვიდექი, არ მინდოდა დავენახე, ვიცოდი მიცნობდა.
ეს ქოხი ტყეში იყო აშენებული.
ლამაზი და კოხტა.
გარშემო არაფერი.
მოსაღამოვებულზე ცოტა ცუდ განწყობას ქმნიდა, მაგრამ გარშემო ისეთი სიჩუმე სუფევდა, შეუძლებელი იყო აქ ყოფნისას შეგშინებოდა.
მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც სიჩუმე ყველაფერზე მეტს ნიშნავდა. ალბათ იმიტომ რომ ბავშვობაში ბევრი ხმაური, ყვირილი, ხმამაღლა ტირილი და კივილი მომბეზრდა.
მემგონი იგრძნო, რომ იქ ვიყავი თუ რა მოხდა არ ვიცი.
ცოტა ხანი სანამ მე ბუნების სილამაზით ვტკბებოდი, თვითონ ქოხს უყურებდა.
ხო აი ესე იდგა და უყურებდა.
დიდი უცნაური ტიპი იყო.
მაგრამ მაინც რაღაცნაირად მესმოდა მისი, ასე შორიდანაც კი.
ფიქრებში ვიყავით ორივე გართული უცებ, რომ შემოტრიალდა და ისევ ისეთი თვალებით შემომხედა.
ორმაგად შემეშინდა,
არა სამმაგად..
ისევ ცინიკურად.
-აქ რა გინდა? - ხუთწუთიანი თვალიერების შემდეგ მკითხა, მე კი მეგონა ეს 5 წუთი საუკუნეს უდრიდა.
-ბუნების სილამაზით ვტკბები.
-მე რომ არ გამომყოლოდი ისე ვერ მიაგნებდი?
(ახლა მიწა გაიხსნას და შიგ ჩამიტანოს არ შეიძლეეეებააააა????!)
-მე უკვე დიდი ხანია ეს ადგილი ვიცი.
-რავი აქ არასდროს მინახიხარ.
-მეც პირველად ვნახე ეს ქოხი.
-ხო კარგი. არ მაინტერესებს.
-კარგი. -ისევ ჩაიცინა, გატრიალდა და ქოხში შევიდა.
ვიცოდი ახლავე უნდა წავსულიყავი იმ ადგილიდან, მაგრამ რაღაც მაკავებდა. არ ვიცი ეს ბიჭი იყო მიზეზი თუ ცნობისმოყვარეობა. ერთადერთი ბიჭი იყო ვინც დამაინტერესა, ვისი თავიდან ბოლომდე შეცნობაც მინდოდა და ვნანობდი ბავშვობაში, რომ ვერსად გადავეყარე.
არანაირი გადახრები არ მჭირდა. უბრალოდ ყველანაირი ბიჭი ადვილად შესაცნობი იყო ჩემთვის.
მივუახლოვდი ქოხს, ფანჯარაში შევიხედე, იჯდა და ჭამდა.
აშკარაა ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც ამოდის.
ასე მალე კარტოფილს ვერ შეწვავდა, ანუ გუშინდელი გაკეთებული იყო.
სახლიდანაც ვერ წამოიღებდა, რაღაცაში ხომ უნდა ჩაედო.
ძირს, ფანჯრის ქვეშ, მოვკალათდი და ფიქრი დავიწყე.
იმდენად გავერთე ფაქტებით სულ დამავიწყდა საქმე.
ფიქრით ვიყავი გართული იცებ ვიღაცის ფეხის ნაბიჯის ხმა რომ გავიგე.
-შენ კიდე აქ ხარ?
-შენ შეგეკითხო?
-ჩასტნაია სობსტვენასც.
-ძაააან გიშლი ხელს გეტყობა.
-არ მიშლი. არ გინდა სახლი დაგათვალიერებინო? -ეს რას ნიშნავდა? წამო სექსით დავკავდეთო? უარს ვერ ვეტყოდი. საქმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ან სურვილებიდან.
-რავი კი...
კარი შეღებული არ ჰქონდა მოულოდნელად, რომ მაკოცა.
ვნებიანად..
ხელში ამიყვანა, ფეხები მის გვერდებზე შემოვაწყვე და ისე განაგრძო საძინებლისკენ წასვლა.
არ გვინდოდა წამის დაკარგვაც კი.
ეს ჩემთვის მეორე იყო,
თუ პირველი, უკვე ვეღარ გამეგო.
ჯერ მაგიდაზე დამსვა.
ნელ-ნელა დაიწყო ტანსაცმლის გახდა,
ვერაფერზე ვფიქრობდი,
სული მეხუთებოდა,
ხან წელზე მისვამდა ხელებს,
ხან მკერდზე,
ძლიერად მიმწია მისკენ,
ისევ ხელში ამიყვანა,
საწოლზე დამაწვინა,
თვალებში შიში დაინახა და მკითხა პირველი იყო თუ არა. რომ უარვყავი, მივხვდი გაუკვირდა, მაინც ასეთი შეშინებული არ უნდა ვყოფილიყავი.
მაინც ნელ-ნელა დაიწყო ყველაფერი.
ფიქრის თავი არ მქონდა, ასეთი სიამოვნება არასდროს მიგრძვნია.
იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი და ვნანობდი პირველი, რომ არ მახსოვდა.
არ ვიცოდი მე იმ დროს რა უნდა გამეკეთებინა,
ან ხელები სად წამეღო, ან ფეხები..ნუ მოკლედ მეტყობოდა, გამოუცდელი ვიყავი.
ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა.
ზედმეტი კითხვებითა და ლაპარაკით აკეთებდა ყველაფერს.
თუმცა....
მეორე ჯერზე ცოტა გავთამამდი და ერთი პოზით არ შემოვიფარგლე.
ასეთ სიამოვნებასა და პოზების ცვლაში გავატარე რამდენიმე საათი და ბოლოს სურვილის მიუხედავად ძალა არც მე მქონდა და არც მას.
რომ შევხედე მივხვდი უკმაყოფილო არ დარჩენილა და ჩემმა თვითშეფასების კოეფიციენტმა საგრძნობლად აიწია.
სექსის შემდეგ იქ აღარ გავჩერებულვარ.
როცა სული მოვითქვი, ავდექი და წამოვედი.
ქალაქში დაბრუნებისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რამდენი დღე მქონდა დარჩენილი.
მოგეხსენებათ დავალების არშესრულება დიდი დანაშაული იყო, თან უპატიებელი.
რამდენიმე დღე იყო გასული ჩემი ნეტარებისა და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომის შემდეგ. ჩემი საქმის მიუხედავად სიკვდილზე არასდროს მეფიქრა, ახლა კი მის გახსენებაზე ტანში მაჟრიალებდა და ცივ ოფლს მასხამდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, იყო კი რამე გამოსავალი? უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც შიშის შეგრძნება დამეკარგა. ბოლო თვეები ალბათ საერთოდ აღარ მახსოვდა რა გრძნობა იყო. არ მეშინოდა არც ადამიანის, არც ცხოველის, არავის. ახლა კი მეშინოდა მათი ვინც არასდროს მენახა, უბრალოდ ვიცოდი, არსებობდნენ... ამ გრძნობისგან და ფიქრებისგან თავის დაღწევის მიზნით ვსვამდი. ვიცი ყველაზე ცუდი საშუალება იყო, მაგრამ მისი დახმარებით ადვილად ვშორდებოდი რეალობას. უბრალოდ არ შემეძლო იმის გაცნობიერება, რომ სუსტი ვიყავი და ვიღაცების მეშინოდა.
ყველაზე მეტად იცით რაზე მწყდებოდა გული?
ზღვა არ მქონდა ნანახი.
როცა ამაზე ვფიქრობდი ყოველთვის knockin’ on heaven’s door მახსენდებოდა.
,,ზეცაში ყველა იმაზე ლაპარაკობს რა ლამაზია უკიდეგანო, ლურჯი ზღვა. მზე, რომელიც ზღვას მეწამულისფრად ღებავს, თითქოს ამ დროს მზე და ზღვა ერთმანეთს ეხუტებიან. მერე კი ალისფერი ნელ-ნელა ზღვის სიღრმეში ქრება. რას მოუყვები ზეცაში? შენ ხომ ზღვაზე არ ყოფილხარ? ისინი ხომ იტყვიან, აი სულელი ზღვა ერთხელაც არ უნახავსო.. ერთხელაც არ უნახავსო.“
უკვე მერამდენედ ვუყურებდი ამ ფილმს და მარტინის სიტყვები გულზე მხვდებოდა.
როგორი წარმომედგინა?
შეუჩერებელი,
ყველაფრის მიუხედავად აგრძელებდა მოძრაობას,
არ ნებდებოდა,
არ აძლევდა სხვებს მისი შეშინების საშუალებას,
ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო და
მისი ეშინოდათ ყველას.
მის წინაშე ყველაზე ძლიერიც კი ყველაზე სუსტი და დაუცველი იყო.
როცა ვნახავდი ალბათ მისი სილამაზით ვერ დავტკბებოდი,
თუ ვნახავდი.
ასე სმაში გადიოდა დღეები.
გავიდა 1 კვირა,
ან 7 დღე,
ჩემთვის კი საუკუნე.
მოლოდინში წუთები დღეებად მექცა,
დღეები კი საუკუნედ.
თუმცა ჩემი მოლოდინის მიუხედავად ,,ისინი“ არა და არ ჩანდნენ.



არ ვიცი ამდენი სმით დავიღალე თუ რა მოხდა, მაგრამ გარეთ გავედი.
აი ფილმებში გამოქვაბულიდან გამოსული კაცი დღის შუქს, რომ დაინახავს ზუსტად ეგრე ვიყავი.
ხოდა გამოქვაბულიდან ახალი გამოსული კერესთან თუ არა აბა სად წავიდოდი?!
-რადგან შენ გხედავ..
-ჯიგარი ხარ . იმენა ვიცოდი, რომ გამიგებდი და ტვინს არ შეჭამდი.
-ვიცი როგორიც ხარ და მაგიტომ. -მაგრად ჩავეხუტე და მივხვდი ეს 1 კვირა მაგრად მაკლდა.
-იმის მერე არ გამოჩენილა?
-ვინ? -აა სანდროზე ამბობს? საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე. არა ის ღამე ძააააააან მაგარი იყო, მაგრამ არ მიფიქრია რა და ვსო!
-მამაშენი.
-არც ეგ გამოჩენილა და არც სანდრო. -ღიმილით ვთქვი და მთელი ტკივილი ამოვაყოლე. განა სანდროს გამო. არა არა მამაჩემი მენატრებოდა. თან რამდენიმე დღეში....
-მემგონი იმდენად კარგად ასრულებდი საქმეებს, რომ შენს გამო გამონაკლისი დაუშვეს.
-მოიცა რაა. -აი ჩემი სახის გამომეტყველებით უნდა მიმხვდარიყო რასაც ვფიქრობდი, ,,შენთვითონ მაგის გჯერა?“
-ხო შეიძლება?
-არა. ეგრე არ ხდება რა.

არ ხდება კი არა უკვე 1 კვირა იყო გასული და მითუმეტეს ახალი ,,შემდეგი“ მოვიდა.
არ ვიცოდი რა მეფიქრა.
მართლა გამონაკლისი დაუშვეს?
არ ვიცი ეგრე იყო თუ არა.
აღარც მიფიქრია მაგაზე,
უბრალოდ ვიცოდი არ მოვკვდებოდი და ეგ იყო.

საქმე მოვიდა თუ არა იმ დღესვე შევუდექი მომზადებას.
1 კვირიანი პაუზა არაფერი იყო, უფრო დიდი შუალედიც ყოფილა დავალებებს შორის.
მომზადებას დიდი ხანი მოვუნდი.
მაინც ქალი ვარ...
ჩემს kawasaki-ს შემოვაჯექი, ერთსაათიანი მზადების შემდეგ და გზას დავადექი.
უცებ სანდრო გამახსენდა...
ის ანდაზა ხო იცით? ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო, ხოდა ეგ იყო ზუსტად რა...
სარკეში გავიხედე და არ ვხედავ, ტო?
შავ Harley-davidson-ზე შემომჯდარა და მომყვება.
-რა უნდა ახლა ამას? -ჩავიბუტბუტე.
რა თქმა უნდა, დაწევა არ გასჭირვებია.
გაკვირვებულმა გავხედე.
როცა თავი ჩემკენ შემოატრიალა, ჩაფხუტის მიუხედავად, მაინც დამწვა მისმა მზერამ და იქვე გავქვავდი. არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა გზის გაგრძელებას.
უბრალოდ გავაჩერე.
-აუ რა მჭირს? -საშინლად ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე, ასე რომ ვყვებოდი ემოციებს.
უკვე ვფიქრობდი რა მეთქვა და ალბათ მთელი ტექსტი მქონდა მოფიქრებული, როცა ის მოხდა რასაც მართლა არ ველოდი.
მან უბრალოდ გზა გააგრძელა.
-ფუ ნაბიჭვაააააააააარი!!!!!! -სადაც იყო ყურებიდან ბოლი გამომივიდოდა. უფრო რეალურად, რომ ავხსნა ჩემი ემოცია, მთლიანად ავკანკალდი და გულის ცემას თავში ვგრძნობდი, მივხვდი საფეთქლები დამებერა და კბილები შემეკრა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, მეწივლა და მიუხედავად ამისა პირიდან ხავილის მეტი არაფერი ამომდიოდა.
ასეთ მდგომარეობაშიც კი არ გამჭირვებია დავალების შესრულება.
პირიქით, ერთი სული მქონდა ვინმე მომეკლა.
ხოდა მოვკალი კი არა ეს საწყალი სულ დავასახიჩრე.
ნეტა ამას რას ვერჩოდი?

აქამდე ხო საერთოდ არ ვფიქრობდი სანდროზე,
ახლა პირიქით, სულ მაგაზე მეფიქრებოდა,
ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც ორჯერ ვნახე,
ნუ მეორეს მემგონი ნახვა არ ერქვა, ხო?
მაგრამ აი ზუსტად მაგან განაპირობა, რომ სანდრო ბაბლუანმა მოიცვა მთელი ჩემი ფიქრები!
ვფიქრობდი მის ტუჩებზე,
თვალებზე,
ლაპარაკის მანერაზე,
სიცილზე,
ტანზე,
თან რა ტანი ჰქონდა....
მემგონი გავაფრინე!
ყოველ დღე ველოდებოდი და მეგონა გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა.
რა უნდა ამ ბიჭს, რა???
მემგონი ბოლო მაგის ქცევა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი..
იქნებ უბრალოდ დაემთხვა,
დამინახა, მაგრამ გზა გააგრძელა.
ხო არის შანსი იმის, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია?
ყოველი დღე ამაზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა. უკვე ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. აკვიატებული მქონდა ეგ ბიჭი და საერთოდ მისი სამყაროს შეცნობა მინდოდა. სწორედ ამიტომ დავადექი გაზაფხულის ქუჩაზე მიმავალ გზას.
ისევ მივადექი მის სახლს, თუ სასახლეს, მოკლედ რაც არის.
სახლში არ დამხვდა.
საიდან მივხვდი?
მისი მოტოციკლეტი არ იდგა. ეს კი მემგონი ყველაზე ძვირფასი ნივთი იყო მისთვის.
მამამისს არ უყიდია და მაგიტომ.
რამდენი რამის გაგება შეგიძლია ერთ ღამეში.
ალბათ ძნელი მისახვედრი არ იყო ის, რომ მდიდარი ოჯახიდან იყო. ხოდა ზუსტად ის პრობლემები ჰქონდა მასაც, რომელიც ბევრი მდიდარი კაცის შვილს აქვს ხოლმე. ცოტა ბანალური, მაგრამ მაინც მივხვდი მისთვის ძალიან მტკივნეულია და ცდილობს ჩაცმის სტილითა და ქცევებით დაანახოს მამამისს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და აგრესია. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე გავიგებ მისივე პირიდან.
როცა მივხვდი სახლში არ იყო მაშინვე დამებადა იდეა მის ოთახში შევპარულიყავი.
თავიდანვე ვხვდებოდი, ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ მაინც გავბედე.
ჯერ ამხელა ჭიშკარზე გადაძრომა,
მერე ყველა სათვალთვალო კამერის შემჩნევა და თავის არიდება,
მოკლედ დიდი წვალების შედეგად ძლივს აღმოვჩნდი სასახლეში და დავიწყე სანდროს ოთახის ძებნა.
ყველაზე მეტად მოსამსახურეები მიშლიდნენ ხელს.
მისი ოთახის საპოვნელად ყველა კარი უნდა შემეღო და ყველა ფანჯარაში უნდა შემეხედა,
ის პატარა, ახალგაზრდა მოსამსახურეები კი აქეთ-იქით დაფუსფუსებდნენ და ჩემი საქმის ნორმალურად გაკეთების საშუალებას არ მაძლევდნენ.
-შენ ვინ ხარ? -შეიძლება ამდენი მოსამსახურის ყოლა? ჭიანჭველებივით ყველგან არიან და ნამდვილად არ გამიკვირდა ერთ-ერთმა, რომ დამიჭირა. მეც არ დავიბენი და უცებ მივახალე, რომ თვითონ ეს პატარა გოგო (მემგონი ჩემხელა არც იქნებოდა) დამეფრთხო.
-სანდროს ოთახი სად არის?
-ვინ ხარ-მეთქი? ან სანდროს ოთახი რაში გაინტერესებს?
-მის მეგობრებს იცნობ?
-არა ჯერ არავინ მოუყვანია სახლში.
-ზუსტად მაგიტომ არ მიცნობ. სანდრომ მითხრა ჩემთან ოთახში დამელოდეო. რა ვქნა დავურეკო?
-ააა არრრა.. არ დარეკოთ. თუ გინდათ მიგაცილებთ. -გოგოს ხმა აუკანკალდა და მთლიანად აცახცახდა. ვინ არის ეს სანდრო? რატომ ეშინიათ სხვებს მისი? ბევრი კითხვა მქონდა და პასუხი უნდა მიმეღო.
სანდროს ოთახთან ვიდექი და არ ვიცოდი შევსულიყავი თუ უკან დავბრუნებულიყავი, ისე რომ მასზე არასდროს მეფიქრა. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ უკან დაბრუნება სისულელე იყო. მერე უფრო მეტს ვიფიქრებდი და ალბათ ისევ აქ დავბრუნდებოდი. ამიტომ ნელა ჩამოვწიე ოქროსფერი ურდული და თეთრი კარი შევაღე.
ყოველთვის მეგონა ადამიანზე თავისი ოთახი ბევრ რამეს ამბობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შევცდი. მისი ჩაცმისა და ცხოვრების სტილისგან მისი ოთახი სრულიად განსხვავდებოდა.
კედლები ღია ყავისფერში იყო შეღებილი, რაც ოთახში საოცარ სიმყუდროვეს ქმნიდა, თვითონ კედლებზე ერთი დიდი საათის გარდა არაფერი ეკიდა, არც სურათი, არც რამე პლაკატი, არაფერი.
-ასეთი მოსაწყენია? რაღაც არამგონია. -ყველაფერს სხვანაირს ველოდი და სულ სხვა რაღაც დამიდგა თვალწინ.
საწერ მაგიდასთან მივედი და რაც დავინახე იმაზე საერთოდ თვალები გადმომიცვივდა.
მაგიდაზე სულ წიგნები ელაგა, ეს იყო მხატვრული ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია თუ ისტორია. არა მარტო სასკოლო წიგნები არა, სხვა საგანმანათლებლოც. მარჯვნივ, რომ გავიხედე მაშინ დავინახე დიდი კარადა, სადაც ლამაზად იყო ჩამწკრივებული ფერადი წიგნები.
-არა ამ ბიჭს გაოცება ნამდვილად შეუძლია.
დიდი ხანია ისეთი ბიჭი არ შემხვედრია ვინც თავის ნივთებს ალაგებს.
ეჭვიც მქონდა, მოსამსახურეები ულაგებენ-მეთქი, მაგრამ არამგონია ვინმეს აქ შემოსვლის უფლება ჰქონოდა.
იმდენად დავინტერესდი უკვე მისი კარადაც გამოვაღე.
სულ შავი ტანსაცმელი ელაგა, აქა-იქ თუ გამოერეოდა მუქი ლურჯი, ეს ყველაფერი კი ისე იყო დაკეცილი და შელაგებული, როგორც ჩვენ გოგოები (ყველა არა) ვალაგებთ ხოლმე. მოკლედ ბიჭის კოხტად დაკეცილი და ლამაზად შელაგებული ტანსაცმელი მე ჯერ არ მენახა და სანდრომ უკვე მოვლენებს გადააჭარბა.
-ვსო, მორჩა. ამ უჯრებსაც ვნახავ და მივდივარ!
ჯერ ერთი უჯრა გამოვაღე და იქ საინტერესო არაფერი იყო, სათვალე, კალკულატორი, რაღაც დისკები და სხვა წვრილმანები. მეორე უჯრაში დანები იყო, ძალიან ბევრი, ალბათ სათითაოდ დათვალიერებაში მთელი დღე გავიდოდა, არ ვაჭარბებ!
ეს მომეწონა.
აქამდე ჩვენ შორის საერთოს ვერ ვხედავდი და ახლა კი ერთი კი არა რამდენიმე დავინახე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვური სიხარულით მიხაროდა.
-აუ ამდენ ქექვაში ტუალეტში მომინდა...
რა თქმა უნდა, ამ სასახლეში ყველა ოთახს თავისი ვანა-ტუალეტი ჰქონდა და მეც გავექანე სააბაზანოსკენ. როცა შვებით ამოვისუნთქე მივხვდი, რომ დიდი ხანი მომიწია აქ დარჩენა.
რატომ?
იმიტომ რომ კარის ხმა გავიგე და მივხვდი სანდრო დაბრუნდა.
კიდევ ,,ეპროწიალა’’ არ შეიძლებოდა? -გავიფიქრე და აღარ ვიცოდი რა მექნა, სად დავმალულიყავი. -აქ გავჩერდები იქნებ არ შემოვ....
-შენ აქ რა გინდა? -გაკვირვებული მიყურებდა.



№1  offline წევრი nini :)

აუუუ მალე რააა ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent