შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ანა (თავი 2)


10-08-2015, 00:12
ავტორი Inn1
ნანახია 2 792

მანქანიდან გადმოსვლისთანავე აქეთ-იქეთ გაიხედა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და წამში მიიღო სერიოზული და მკაცრი სახე.ამაყად მიაბიჯებდა კომპანიისაკენ,დაცვამ ჯელტმენურად შეატარა დიდ ფოიეში.იქვე მდგარი ყველა ანას მიშტერებოდა ზოგი შურის თვალით,ზოგი ბოღმით,მელოტი ,,ბიძიები" ალბათ გეგმას სახავდნენ როგორ შეეტყუებინათ ანა ლოგინში ის ხომ ასეთი სექსუალური იყო.ანამ სარკასტულად გადახედა ყველას და მისი კაბინეტისაკენ გაემართა.კაბინეტში შესულს ისევ ხელახლა განმეორდა ყველაფერი:საბუთები,კონტრაქტები,წვეულებები, ამ ყველაფერს კი მხოლოდ ანა უნდა გამკლავებოდა.სანამ საქმეს შეუდგებოდა ცოტახანს დასვენება გადაწყვიტა.კაბინეტის კარი ჩაკეტა,ფეხსაცმელი გაიძრო და ისე მოთავსდა სავარძელში.წამში სანდროზე დაფიქრდა და უნებურად გადაიხარხარა.კარგა ხანს იცინოდა ასე ,,სულელივით" მერე სახე იმაზე უფრო გაებადრა როცა დაფიქრდა
,,რაგიქნა ამ პატარა ბიჭმა ანა ჰა?" კვლავ ხარხარი აღმოხდა მაგრამ წამში დასერიოზულდა როგორც კი კარზე კაკუნი გაიგო
-შემოდით!
-ქალბატონო ანა ბოდიშით რომ გაწუხებთ მაგრამ თქვენ სახელზე წერილი მოვიდა
-წერილი?-გაკვირვება ვერ დამალა ანამ..პირველყოფილია და არიცის მეილი რას ნიშნავს ?
მარიამმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და წერილი გადასცა.
-შეგიძლია გახვიდე მარიამ !
..........................................................................................................
გახსნას აპირებდა როცა კომპიუტერიდან მოწრიპინე ხმა გაიგონა დახედა და მეილი გახსნა კვლავ კონტრაქტებზე იყო საუბარი.მთელი ყურადღება მეილს დაუთმო ხოლო წერილი იქვე უჯრაში ჩააგდო.მთელი დღე მუშაობაში გაატარა.საშინლად დაღლილი იყო ამიტომ სახლში წასვლა არჩია.გზაში იყო როდესაც მისმა მობილურმა დარეკა წარწერამ თვალი მოჭრა
-ელეონორა ავალიანი
,,ამას რა ჯანდაბა უნდა გაიფიქრა და მობეზრდებულად უპასუხა ტელეფონს
-გისმენთ
-ანა იქნებ მოხვიდეთ ჩემთან სამზარეულოს დეტალებზე უფრო კარგად შევთანხმდეთ.
-კარგი 10 წუთში თქვენთან ვიქნები
როგორ არუნდოდა ახლა იქ წასვლა არაფრის თავი არქონდა მაგრამ წამში გულში გაკრა რაღაცამ და სახელი ,,სანდრო" ხმამაღლა წარმოთქვა და გაზს ძლიერად მიაჭირა.
ავალიანების სახლთან მალევე მივიდა და ისევ მკაცრი იმიჯით შეაბიჯა სახლში ამჯერად უკვე ელეონორა სასტუმრო ოთახში მოკალათებული დახვდა.
-გამარჯობა
-გამარჯობა ანა დაჯექი
-აბა რა დეტალები დავაზუსტოთ?
-აი სამზარეულოს ფერი კრემისფერის ნაცვლად მინდა რომ თეთრი იყოს,მინდა რომ სამზარეულო მთლიანად თეთრ ფერებში იყოს მხოლოდ თეთრი და არავითარი სხვა !
-კი არ არის პრობლემა,უბრალოდ თეთრი მეტად ლამაზი მაგრამ ამავდროულად ,,ძვირიანი" ფერია. თეთრი ფერის სამზარეულო გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე კრემისფერი
-ფულზე არ არის პრობლემა ჩემი შვილი სანდრო დღეს დილით მილანში გაემგზავრა ფოტოგრაფიის კოლეჯში მიიწვიეს და საკმაოდ დიდ თანხას უხდიან ამიტომ ფულზე ნუ შევყოვნდებით
...საშინლად ჩაწყდა ანას.ვერ მიხვდა რატომ ეწყინა ამ ბიჭის წასვლა ან საერთოდ როგორ ფიქრობდა პატარა ღლაპზე? მაგრამ აშკარად ცუდ ხასიათზე დადგა იფიქრა ვკითხავო მაგრამ თავი შეიკივა მაგრამ ბოლოს სურვილმა სძლია
-რამდენი ხნით წავიდა ?
-6 თვით.ცოტა ნაღვლიანად ამოილაპარაკა ელეონორამ
მაგრამ ანასთვის ეს შოკი იყო.არ ელოდა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა.გული ეტკინა ძალიან მაგრამ ახსნას ვერ უძებნიდა ამ ყველაფერს.სწრაფად დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა.საშინლად წვიმდა მაგრამ მაინც ფეხით წასვლა მოუნდა.ცხოვრებაში პირველად ფეხით სეირნობა გადაწყვიტა.გარეთ გასულს წამში დაეცა სახეზე წვიმის წვეთები და თანდათან სულ გაიწუწა მაგრამ მიაბიჯებდა განადგურებული სახით.უცებ შედგა და ისტერიკული ტირილი დაიწყო ვერ გაეგო რა ემართებოდა მის თავს.ტიროდა გაუჩერებლად.იქვე სველ სკამზე ჩამოჯდა და ჰორიზონტს გახედა ცრემლები კი ისევ მიიკვლევდა მის სახეს.
.......................
ანა ჩვეულებრივად დაბრუნდა სამსახურში და განაგრძო მუშაობა.5 თვე გავიდა ყველაფერი ისევ ისე იყო.მკაცრი ანა, საბუთები, მარიამი მოკლედ ყველაფერი ზუსტად ისე.
-ქალბატონო ანა დღეს ხომ გახსოვთ კორპორაციულია და აუცილებლად უნდა წახვიდეთ
-ხო ვიცი მარიამ თავისუფალი ხარ
კარისკენ გაბრუნდა მარიამი როცა ანას ხმამ მოაბრუნა
-მარიამ !
-გისმენთ
-მე რომ კაბა მაჩუქეს რობერტო კავალის გახსოვს?
-დიახ,შავი კაბა მუხლამდე
-ხო აი ეგ გამიმზადეთ საღამოსთვის
-კი მაგრამ თქვენ ხომ თეთრის გარდა სხვა ფერს არ იცმევთ?
-მგონი გარკვევით ვთქვი!-ტონს აუწია ანამ
-კარგი მზად იქნება
საღამომდე მუშაობდა.საშინლად დაიღალა ცოტახანს დაისვენა და გამზადება დაიწყო
შავი ტანში გამოყვანილი კაბა.კისერი მოღებული.მკერდთან საკმაოდ მიბჯენილი რაც უფრო მეტ სექსუალურობას მატებდა.თმა გადაიწია და უკან კოსად შეიკრა.სულ ოდნავი მაკიაჟი და მზად იყო.კაბინეტიდან გამოსვლისთანავე ყველას ყურადღება მიიპყრო კაცები სულ ნერწყვებს ყლაპავდნენ ანამ მათ შემხედვარე ირონიულად გაიღიმა და ამაყად გაკაკუნდა მარმარილოს იატაკზე.ყველა მას მიშტერებოდა სანამ თვალს არ მიეფარა.
ყველას უკვირდა ანა და შავი ფერი ? ის ხომ მხოლოდ თეთრს ატარებს.
8 საათი იყო როცა მისი მანქანა რესტორნის წინ შეჩერდა.ერთი ჩაისუნთქა და მშვიდი მაგრამ მაინც მკაცრი სახით გადავიდა.ჯერ ერთი ფეხი გადაწია მერე კი მთელი ტანით გადავიდა.მისი გადასვლა და ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმა ერთი იყო.თვალები აუჭრელდა იმდენი ფოტოგრაფი იყო მის ყველა მოძრაობას აფიქსირებდნენ.ნელნელა იქვე შეკრებილ ხალხს აკვირდებოდა.აშკარად ყველა გაოცებული იყო ანას ჩაცმულობით.ხალხისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ამაყად შეაბიჯა სპეციალურად მოწყობილ დარბაზში იქვე მდგარ მარტინს ხელი წაავლო და ნელ-ნელა დაიწყო წრუპვა.ყველას აკვირდებოდა მაგრამ შეუმჩნევლად.
1 საათი იყო გასული რაც წვეულება დაიწყო,წყნარი მუსიკა იყო მაგრამ იმდენად ხმამაღლა რომ ანა საშინლად დაიღალა,არამარტო მუსიკამ არამედ ხალხმა დაღალა რომელიც გამუდმებით მოდიოდნენ და სამსახურს თხოვდნენ ხან ბიძაშვილებისთვის,ხან მაზლებისთვის,ხან ცოლის ძმის მეზობლისთვის და ა.შ.
იმდენად დაიღალა რომ გადაწყვიტა აივანზე გასულიყო.
აივანი მეტად ლამაზად იყო გაფორმებული და სულ სხვა ეფექტს მის წინ გადაშლილი ხედი სძენდა.სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ტბა ათასფერი ნათურებით გაწყობილი გარშემო კი მრავალი ხე.ჩანთიდან სიგარეტი ამოაძვრინა და მოაჯირს დაეყრდნო.დაახლოებით 15 წუთი იქნებოდა ასეთ სიმშვიდეში უცებ რო ფეხის ხმა გაიგონა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მალე იგრძნო როგორ აუსრიალეს ხელები საჯდომზე და ელდანაცემივით სწრაფად გამობრუნდა უკან.
-როგორ ხარ ქალბატონო ანუკააა?
-ზაზაა? აქ რას აკეთებ??? (ზაზა რბილად რომ ვთქვათ მისი ბოიფრენდი იყო რომელსაც მხოლოდ ხორციელი ჟინის დასაკმაყოფილებლად იყენებდა)
-რაიყო ფისო არ მოგენატრე?-კაცი ანას სულ არ უყურებდა მისი კისრის დაგემოვნებაში იყო გართული
-წესიერად! ხალხია აქ !-წამში ხელი კრა და უკან დახია
-მაშინ იქ წავიდეთ სადაც ხალხი არაა
სიტყვის თქმა არ აცადა ისე დაეტაკა მის ბაგეებს.მალევე მოშორდა და ყურთან ნაზად უკბინა
..................................................................
ზუსტად 15 წუთში ზაზას სახლში იყვნენ და მალე გაისმა სიამოვნებისგან მიღებული ხმები.
შუაღამით გამოეღვიძა ანას.საათს დახედა და ღამის 3 საათი იყო.მოსაფხიზლებლად თვალები დააჭირა ძლიერად ერთმანეთს და ადგა იქვე ზურგით დაწოლილ ,,პარტნიორს" გადახედა .წყალი გადაივლო და თავის მოწესრიგება დაიწყო. ვნებიანი ღამის გამო თვალები ცოტა შესიებული ჰქონდა და არც თმა ჰქონდა სახარბიელოდ ამიტომ ჯერ სახლში შევლა გადაწყვიტა.ზაზასთვის არაფერი უთქვამს ისე დატოვა სახლი უკანა გასასვლელიდან გასვლა გადაწყვიტა როგორც ყოველთვის.კარი ფრთხილად შეაღო და მანქანისკენ აიღო გეზი,მალევე სახში გაჩნდა შესვლას აპირებდა როდესაც შორიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ქალბატონო ანა !-ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე უკან შემოტრიალდა და ჰოპ..მის წინ სანდრო იყო რომელიც ღიმილიან მზერას არ იშორებდა
-ღამემშვიდობისა!
-ღამემშვიდობისა?-გაკვირვებულად შეხედა მონატრებულ ბიჭს
-მაგარი ბედნიერია
-ვინ?-გაკვირვება ვერ დამალა
-შენი მანქანა-თბილად გაიღიმა-შეუძლია ყოველდღე შენთან იყოს.
-ეს სიყვარულის ახსნის რამე ახალი სტილია?-გაეღიმა
-არა სტილი არ არის ეს სიყვარულია!
ანამ გემრიელად გაიცინა და შემდეგ კითხა
-ესეიგი გიყვარვარ?
-ძალიან!
ანამ უბრალოდ გაიღიმა მაგრამ გულში კი ალბათ ნამდვილად ფეიერვერკს უშვებდა.როგორ უნდოდა რომ სანდროს ყვარებოდა.მაგრამ წამში გაუჩნდა მეორე მე და გაახსენა ასაკი,ფენა, ისინი რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ ამიტომ ბედნიერი სახის შემდეგ სწრაფად მოირგო ბრაზიანი ქალის ნიღაბი და მკაცრად უთხრა
-დაღლილი ვარ უნდა წავიდე !
-არ წახვიდე რაა-იმდენად იყო სანდროს ხმა მუდარით გაჯერებული ანა კინაღამ მივარდა და ჩაეხუტა მაგრამ არა!
-მგონი ვთქვი ძალიან დავიღალეთქო თან არ მცალია-ხმას უწევდა ანა
-შენ ჩემთვის ვერასდროს მოიცლი ჩემთვის:სამსახური,საბუთები,კორპორატიულები,ზაზა,შოპინგი,სახლი-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა,ანა გაკვირვებული იყო ნუთუ ეს ის უზრდელი და ლაწირაკი სანდრო იყო.
-ასე დაწვრილებით საიდან იცი?
-მე შენი ყველა ნაბიჯი ვიცი!
-ყველა ნაბიჯი?
-აბსოლიტურად ყველა!
-ნახვამდის-გასცა ბრძანება
-წერილზე მაინც მიპასუხე!
-რა წერილი?
-წერილი გამოგიგზავნე
-არვიცი არმახსოვს
-ეტყობა არ წაგიკითხავს თორე არ დაგავიწყდებოდა ისეთი წერილი იყო
-იქნებ არ მიმიღია?
-როგორ ? მეთვითონ გადავეცი შენს მდივანს რაქვია? ა ჰო მარიამი
-მოკლედ,მოვძებნი და წავიკითხავ ახლა კი ნახვამდის
-მქონდეს შენი იმედი?
-რისი იმედი წავიკითხავ მეთქი!
-პასუხზე როდის მოვიდე?თუგინდა აქ დაგელოდები რამდენი ხანიც არუნდა დაგჭირდეს
-აქ სად უნდა დამელოდო?
-წერილზე აწერია იმეილი მისამართი და მობილურის ნომერი
-ხოდა ან იმეილზე მოგწერ ან მისამართზე ან მობილურის ნომერზე ბოლობოლო მტრედს გამოვაბამ ფეხზე-ირონიულად გაიღიმა ანამ
-მაშაყირებ?
-არა,გპირდები გიპასუხებ მართლა
-მადლობა
-ნახვამდის
-ნახვამდის
სანდროს ნაამბობი:
სახეზე შევატყვე როგორ გაუხარდა როცა სიყვარული ავუხსენი,შეიძლება ცოტა არაორგინალური იყო მაგრამ გულით იყო.
მიაბიჯებდა ღამე სანდრო თბილისის ქუჩებში და მხოლოდ ანაზე ფიქრობდა როგორ უყვარს ნეტავ იცოდეს,მთელი 6 თვე მხოლოდ მასზე ფიქრობდა და მილანიდანაც კი თვალყურს ადევნებდა მის ყოველ ნაბიჯს ზაზაზე მანამდედაც იცოდა მაგრამ არეგონა ასე ხშირი თუ იყო მათი შეხვედრები,გზაში ახალ გეგმებს ადგენდა როგორ შეხვედროდა ანას არუნდოდა ეს კაფეები,რესტორნები უნდოდა ჩვეულებრივი ანა ენახა მიუხედავად მისი ნიღბებისა.გგონიათ არიცოდა სანდროს მათი ასაკის სხვაობა? იცოდა და თანაც როგორ უბრალოდ გულს ვერ უბრძანა,არუნდოდა პატარა ცხვირმოუხოცავი გოგონები მკაცრი და ჩამოყალიბებული აზროვნების ქალი უნდოდა ანას თვალი ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაადგა მაგრამ მოქმედების დაწყება მხოლოდ ახლა განახორციელა.
...............................................................................................................................
-ქალბატონო ანა!
-გისმენ მარიამ-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა
-იცით ჩვენმა ფირმამ მოიგო მთელი კავკასიის მაშტაბით. საუკეთესო დიზაინერად გაღიარეს ქალბატონო ანა და დღეს თქვენს საპატივცემულოდ წვეულება ეწყობა პრესტიჟულ რესტორანში
-ოჰოოოო ძალიან კარგი,დიდი ხანია ასეთი ამბავი არ გამიგია შენგან კარგი მაშინ მე სახლში გავალ და მოვემზადები
ტანზე მომდგარი თეთრი კაბა ჩაიცვა და წითელი მანტო მოიცვა,თმა ბუნებრივად აიწია და რესტორნისკენ წავიდა.
რესტორანში მისულს უამრავი ხალხი დახვდა ყველა ულოცავდა ასეთ წარმატებას ანა კი ზრდილობისთვის ყველას ნაძალადევად უღიმოდა.ბევრი საჩუქარი მიიღო მეგობრებისგან კონკურენტი კომპანიებისკენ ბოლოს ოთხკუთხედი ფორმის ოქროსფერ ქაღალდში ლამაზად შეფუთული საჩუქარი მიუტანეს.აშკარად მიხვდა რომ სურათი გახსნას არ აპირებდა მაგრამ ინტერესმა სძლია და ოთახში გაიტანა ნაზად გახსნა და თვალი მისმა გამოსახულებამ მოჭრა გვერდით კი სანდრო ედგა.სურათი აშკარად მაშინ იყო გადაღებული როცა სახლთან ესაუბრებოდა.ღიმილი მოეფინა მთელ სახეზე.კარი ფრთხილად შეაღო სიტუაციის ,,დასაზვერად" ყველაფერი სუფთა რომ იყო სურათი აიღო და უკანა კარებიდან გავიდა საბარგულში სურათი მოათავსა ხოლო თვითონ საჭესთან მოთავსდა.ნელა და ფრთხილად მიყავდა მანქანა გზაზე შენიშნა შუქნიშანი რომ წითელს აჩვენებდა და მის გვერდით ციფერბლატს დააკვირდა.ცოტახანს ჩაფიქრდა მერე კვლავ ძრავა აამუშავა და სახლისკენ გადაუხვია უცებ უკნიდან ჩახველების ხმა გაიგო და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა სწრაფად მიტრიალდა უკან და მომღიმარე სანდრო დაინახა
-აქ რას აკეთებ ბიჭო?-ხმამაღლა უყვირა
-ჯერ მომესალმე
-აქ საიდან გაჩნდი თქო?-უფრო უმატა ხმას
-რა გაგიკვირდა შენ ხომ მანქანას საერთოდ არ კეტავ
-ახლავე გადადი მანქანიდან !...ახლავე!-იყვირა
-თუ გინდა პოლიციას გამოუძახე მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ჩემთვის ხარ გაჩენილი
-შე არანორმალურო მე რომ გავჩნდი შენ სადიყავი შენზე ორჯერ ვარ უფროსი-ხმა დუმშვიდდა
-ორჯერ ნამდვილად არა
ანას არაფერი უთქვამს სვლა განაგრძნო ჩაისუნთქა და გააგრძელა
-მოკლედ მე ახლა სახლში მივდივარ და იმედია იქ მაინც ჩამოხვალ მანქანიდან..ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და კითხა
-აი სიმართლე მითხარი რისი იმედი გაქვს?
-იმის მაინც რომ წერილზე მიპასუხებ
-რა წერია ამისთანა ამ წერილში?
-მთლიანად შენს კრიტიკაზეა აგებული,შენი ცხოვრების წესსზე რომელიც მაგარი უაზრობაა
-აუფ ეგეთი არაფერი გამიგია,როგორც ვიცი შეყვარებული ადამიანი ნაკლს ვერ ამჩნევს ვერ ხედავს უბრალოდ
-ეს ეტყობა ჩვეულებრივ მამაკაცებს ემართება,მე კიდევ მათ რიცხვს არ მივეკუთვნები
-მამაკაცი-სარკასტულად ჩაიცინა ანამ
-აბა?
-შენ უფრო ჭაბუკი,ყმაწვილი,ან თინეიჯერი
-კაი ნუ მაშაყირებ რა
-ეჰჰ კაი არ გაგაშაყირებ
მანქანა ანამ სახლის ეზოში გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა სანდროც უკან მიჰყვა უცებ ანა შემოტრიალდა
-მოკლედ გეუბნები აუცილებლად წავიკითხავ
-როდის?
-ვეცდები არ დავაგვიანო
-უკვე დააგვიანე
-ახლა ავალ წავიკითხავ და პასუხსაც დავწერ იმედია აქ არ დამელოდები
-მიჩვეული ვარ შენს სახლთან ლოდინს
-კარგი
-მაპატიე წეღან რომ შეგაშინე
ანამ უბრალოდ გაუღიმა და სახლში შევიდა
..........
...........
...........
დადადააამ ესეც მეორე.
ვიცი შეიძლება ძალიან სისულელეა და რაღაცეებს ვბოდიალებ მაგრამ არაუშავს (ვიცინი)გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ ღირს გაგრძელება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent