გაგიხსენებ,გპირდები (5)
სალომემ უხეშად მომიშორა და ისეთი სახით შემომხედა, თითქოს პირველად მხედავდა. ვერაფერი გავაცნობიერე. მინდოდა მის თვალებში რამე ამომეკითხა, მაგრამ მხოლოდ ის დავინახე, რომ უცხოსავით მიყურებდა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა სხვა თვალით მიყურებდა. ეს საშინლად უხერხული სიტუაცია ექიმმა განმუხტა: -უკაცრავად, ერთი წუთი შეიძლება? - მკითხა მე. პალატიდან საშინლად ანერვიულებული გამოვედი და ეგრევე ექიმს მივვარდი: -რა ხდება ექიმო? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - იმდენად აღელვებული ვიყავი, ვერც კი ვხვდებოდი როგორ ვყვიროდი. -სიმშვიდე შეინარჩუნეთ გთხოვთ - კატეგორიულად თქვა ექიმმა, - სწორედ ამაზე უნდა გელაპარაკოთ, საქმე იმაშია, რომ სალომემ იმ უბედური შემთხვევის დროს თავი ძლიერ დაარტყა და თავის ქალა ძალიან დაზიანდა, რამაც ამნეზია გამოიწვია. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, როდის გაიხსენებს ყველაფერს, შეიძლება ამას წლებით კი დასჭირდეს. არ ვიცით, ყველაფერი წინაა. - ეს თქვა ექიმმა და წავიდა. ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი. სრულიად განადგურებული. ღმერთო, ის სალომე აღარ მყავდა, რომელსაც ასე ძალიან ვუყვარდი. გამწარებულმა მუშტი კედელს დავარტყი და საავადმყოფოდან გიჟივით გავვარდი. აღარ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა სალომესთვის. იქნებ სულაც არ დამიჯერებდა ჩვენი სიყვარულის შესახებ, არ ვახსოვდი მე, და შეიძლება არც არავინ, მაგრამ მარტო ის ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა მეღონა, იმისთვის, რომ სალომესთვის, ჩემი ყველაფრისთვის, ჩემი ანგელოზისთვის ყველაფერი გამეხსენებინა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა. მეორე დღეს დილით საავადმყოფოში გავექანე. დერეფანში აცრემლებული ანუკა შემხვდა. -იკა. - მხოლოდ ეს თქვა და ჩამეხუტა. -ვიცი, არ ინერვიულო, გაგვიხსენებს, ყველას გაგვიხსენებს, - დავამშვიდე მე. - გიო სადაა? -მის პალატაშია, ცდილობს გაახსენოს რაღაცეები, მაგრამ არ გამოსდის, - მითხრა ანუკამ. - მეც ვიყავი შესული და ვერ მიცნო, გესმის, ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც დასავით მყავდა, ვერ მცობს, - ტირილით თქვა მან. -გთხოვ, დაწყნარდი, ეხლა ყველას გვიჭირს, მაგრამ ნუ ღელავ, ყველაფერს ეშველება. მალე გიოც გამოვიდა სალომეს პალატიდან. მზერით მითხრა, არაფერი ახსოვსო. ბოლოს გადავწყვიტე მეც შევსულიყავი. ეღვიძა. ისევ ვხედავდი მის უძირო თვალებს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ისეთივე გამომეტყველება, როგორიც რამდენიმე დღის წინ, როცა ერთმანეთის არსებობით ვტკბებოდით. ეხლა მისი თვალები უსაზღვრო სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. ფრთხილად მივუახლოვდი, შევხედე და ალერსიანად ვკითხე: -სალომე... ღმერთო, ნუთუ არ გახსოვს არაფერი... - ენას ძლივს ვაბამდი, თავი ხელებში ჩავრგე. ცოტა ხანი ხმას არ იღებდა, შემდეგ კი თქვა: -შენ ვინ ხარ? გიცნობდი? - კითხვა, რომელმაც საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემს ერთადერთ სიყვარულს არ ვახსოვდი. ვერაფერი ვთქვი, შევხედე, ის კი პასუხის მოლოდინში იყო. -მე... მე იკა ვარ... - ძლივს ამოვილუღლუღე მე. -მე საიდან მიცნობ? - აგრძელებდა ტკივილის მომგვრელ კითხვებს. -საიდან? - სიმწრით გავიღიმე მე, - 6 დღის წინ, ხო, ზუსტად 6 დღის წინ შენ ჩემი სიცოცხლე იყავი, უფრო სწორედ ეხლაც ხარ, მე კი შენი, ერთმანეთით ვვარსებობდით, ერთმანეთს ვავსებდით ჩვენი სიყვარულით, - გავჩუმდი, სიტყვები აღარ მყოფნიდა, თვალებში დავაკვირდი, მინდოდა ამომეკითხა რას ფიქრობდა. ის დავინახე, რომ ამას ისეთი სახით ისმენდა, თითქოს სრულიად უცხო ადამიანი გიყვება თავის ისტორიას. -ვიცი, ეს ძნელი დასაჯერებელია, - გავაგრძელე მე და ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი, - შეიძლება არც დაიჯერო. -რა? ანუ... მე და შენ... - მასაც უჭირდა საუბარი. - ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა? თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დავუქნიე. მინდოდა მის ხელებს შევხებოდი, მაგრამ ამას ვერ ვბედავდი, მეშინოდა, ის ისევ უხეშად მომიშორებდა. -არა, ეს შეუძლებელია, როგორ შეიძლება ესეთი რაღარ არ მახსოვდეს, - წარმოთქვა მან. -კულონი, - წამოვიძახე მე, - ყელზე ჩემი ნაჩუქარი კულონი გიკდია, გახსენი და ყველაფერს ნახავ, - ვუთხარი მე და თავი ნაღვლიანად გავაქნიე. მან კულონი სასწრაფოდ მოიხსა, გახსნა და ჩვენს სურათებს დააკვირდა. ვუყურებდი და ვხედავიდ ცვლილებეს მის სახეზე. მის სათუთ კანზე პატარა ცრემლის წვეთები შევამჩნიე. - ღმერთო, ნეტავ გამიხსენოს. - გავიფიქრე მე.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.